გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2019
საქმის ნომერი
330210019002982036
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/9923-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

პირვანდელი სარჩელის მოსარჩელე: სო----ო მა---------ი, პ/ნ 1----------

წარმომადგენელი: მ--- და------ე

პირვანდელი სარჩელის მოპასუხეები: ჯე---– გა-----–--ე, პ/ნ 0----------, კ---- ჩ-–-------, პ/ნ 0----------

კ---- ჩლარგიძის წარმომადგენელი: გ---–-- გე------ბა-----ე

პირვანდელი სარჩელის დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

შეგებებული სარჩელის მოსარჩელე: კ---- ჩ-–-------, პ/ნ 0----------

წარმომადგენელი: გ---–-- გე------ბა-----ე

შეგებებული სარჩელის მოპასუხე: სო----ო მა---------ი, პ/ნ 1----------

შეგებებული სარჩელის დავის საგანი: ხელშეკრულების დადებულად ცნობა, სადავო ნივთის მესაკუთრედ აღრიცხვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები

1.1. პირვანდელი სასარჩელო მოთხოვნა

უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ავტომანქანა, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - O------, მარკა მოდელი - ნისან მარჩ, ფერი - რუხი 2/8, გამოშვების წელი - 2002, ტექნიკური მოწმობა - AL9------, რეგისტრაციის თარიღი - 2017 წლის 21 მაისი, და აღნიშნული ავტომანქანა გადაეცეს მის მესაკუთრეს, სო----ო მა---------ს.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2018 წლის 2 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯე---– გა-----–--ემ მოსარჩელის კუთვნილი სადავო ავტომანქანა დააზიანა; სადავო ავტომანქანის კ---- ჩ-–-------ზე 1400 აშშ დოლარად გაყიდვის მიზნით, მოსარჩელემ მანქანა ჯე---– გა-----–--ეს გაატანა, თუმცა, კ---- ჩ-–-------ს და ჯე---– გა-----–--ეს არც მანქანა დაუბრუნებიათ და არც მისი ღირებულება გადაუხდიათ. მოსარჩელემ განმარტა, რომ კ---- ჩ-–-------მ, რომელმაც იცოდა, რომ ჯე---– გა-----–--ე არ იყო სადავო მანქანის მესაკუთრე, მაინც წაიყვანა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა (იხ. სარჩელი).

 

1.2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა

დადებულად იქნეს ცნობილი 2019 წლის 16 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება სო----ო მა---------სა და კ---- ჩ-–-------ს შორის, ავტომანქანაზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - O------, მარკა მოდელი - ნისან მარჩ, ფერი - რუხი 2/8, გამოშვების წელი - 2002, ტექნიკური მოწმობა - AL9------, რეგისტრაციის თარიღი - 2017 წლის 21 მაისი, და აღნიშნული ავტომანქანა აღირიცხოს კ---- ჩლარგიძის საკუთრებად.

 

კ---- ჩ-–-------მ განმარტა, რომ 2019 წლის 16 დეკემბერს, მან სო----ო მა---------ისგან 900 აშშ დოლარად იყიდა სადავო ავტომანქანა. მოპასუხის განმარტებით, სო----ო მა---------ის დავალებით, მანქანის საფასური მიიღო და მანქანის აკუმულატორი, ტექნიკური პასპორტი და მანქანა კ---- ჩ-–-------ს ჯე---– გა-----–--ისა და კ---- ჩლარგიძის მეგობრების თანდასწრებით გაატანა სო----ო მა---------ის ძმამ, ხვიჩა მა---------მა. კ---- ჩ-–-------მ განმარტა, რომ რადგან მანქანა დაზიანებული იყო და ქ. რუსთავში მანქანის გადასაფორმებლად ჩასვლა მანქანით შუძლებელი იყო, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კ---- ჩ-–------- მანქანას შეაკეთებდა, რის შემდეგაც მხარეები ერთად წავიდოდნენ ქ. რუსთავში, მანქანის კ---- ჩლარგიძის სახელზე გადაფორმების მიზნით. კ---- ჩ-–-------მ მიიჩნია, რომ ვინაიდან მან სადავო ავტომანქანა სო----ო მა---------ისგან იყიდა, მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარებისა და მომსახურების სააგენტოში სადავო ავტომანქანის კ---- ჩლარგიძის სახელზე აღრიცხვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეთა პოზიციები

2.1. ჯე---– გა-----–--ემ და კ---- ჩ-–-------მ სო----ო მა---------ის სარჩელი არ ცნეს და მიიჩნიეს, რომ უკანონო მფლობელობიდან სადავო ავტომანქნის გამოთხოვის შესახებ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან კ---- ჩ-–-------, 2019 წლის 16 დეკემბერის ნასყიდობის საფუძველზე, სადავო ავტომანქანის კანონიერი მესაკუთრეა.

 

ჯე---– გა-----–--ემ მიიჩნია, რომ სო----ო მა---------ს კ---- ჩლარგიძის შეკეთებული და კ---- ჩლარგიძის მიერ ნაყიდი ავტომანქანა არ უნდა დაუბრუნდეს, რადგან კ---- ჩ-–-------მ დაზიანებული სადავო ავტომანქანა სო----ო მა---------ისგან იყიდა. ჯე---– გა-----–--ემ განმარტა ასევე, რომ სო----ო მა---------ს აქვს მოთხოვნა ჯე---– გა-----–--ის მიმართ 1400 აშშ დოლარის ოდენობით, რადგან ჯე---– გა-----–--ემ სო----ო მა---------ს უნდა აუნაზღაუროს როგოც ავტომანქანისთვის მიყენებული ზიანი 500 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე ის 900 აშშ დოლარი, რომელიც კ---- ჩ-–-------მ სადავო მანქანის ყიდვისას გადაიხადა და რომელიც სო----ო და ხვიჩა მა---------ების ნებითა და სურვილით გადაეცა ჯე---– გა-----–--ეს, რათა სო----ო მა---------ს მიეღო არა 900 აშშ დოლარი, არამედ - ერთბაშად 1400 აშშ დოლარი. ჯე---– გა-----–--ემ განმარტა, რომ მზად არის, გადაუხადოს სო----ო მა---------ს 1400 აშშ დოლარი ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის გადახდის პირობით, რადგან მეტი თანხის გადახდის შესაძლებლობა ჯე---– გა-----–--ეს ყოველთვიურად არა აქვს, რასაც სო----ო მა---------ი არ თანხმდება.

 

2.2. სო----ო მა---------მა კ---- ჩლარგიძის შეგებებულლი სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ კ---- ჩ-–-------ს უარი უნდა ეთქვას შეგებებული სარჩელის დაკაყოფილებაზე სარჩელის უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 30 აპრილის ცნობით სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ დადგენილია, რომ სო----ო მა---------ი არის მფლობელი სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - O------, მარკა მოდელი - ნისან მარჩ, ფერი - რუხი 2/8, გამოშვების წელი - 2002, ტექნიკური მოწმობა - AL9------, რეგისტრაციის თარიღი - 2017 წლის 21 მაისი (ტ. I, ს. ფ. 20).

 

3.1.2. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 2 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯე---– გა-----–--ემ მოსარჩელის კუთვნილი სადავო ავტომანქანა დააზიანა. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ სო----ო მა---------ის კუთვნილი სადავო ავტომანქანისთვის ჯე---– გა-----–--ის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობამ 500 აშშ დოლარი შეადგინა (მხარეთა ახსნა-განმარტებები, ტ. I, ს. ფ. 17, 99, 103).

 

3.1.3. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას, რომ 2019 წლის 16 დეკემბრის შემდეგ, კ---- ჩ-–-------მ თავისი ხარჯით ნისან მარჩის ნაწილები იყიდა და სადავო ავტომანქანა შეაკეთა (მხარეთა ახსნა-განმარტებები, ტ. I, ს. ფ. 95, 96, 97).

 

3.1.4. სო----ო მა---------ი სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ მისი ძმა, ხვიჩა მა---------ი, 2019 წლის 16 დეკემბერს, სადავო ავტომანქანის გაყიდვასთან დაკავშირებულ საუბრებში მონაწილეობდა კ---- ჩ-–-------სთან და ჯე---– გა-----–--ესთან ერთად. სო----ო მა---------ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2019 წლის 16 დეკემბერს, სო----ო მა---------მა ხვიჩა მა---------თან სატელეფონო საუბრის შემდეგ, თავად გადაუგდო აივნიდან და გაატანა თავის ძმას სადავო მანქანის ტექნიკური პასპორტი (მხარეთა ახსნა-განმარტებები, სო----ო მა---------ის ახსნა-განმარტება, ხვიჩა მა---------ის ჩვენება).

 

3.1.5. დადგენილია და სო----ო მა---------ი სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ სო----ო მა---------ს თავისი კუთვნილი სადავო ავტომანქანის ნასყიდობის ფასად 1400 აშშ დოლარის მიღება სურდა, საიდანაც დაზიანებული ავტომანქანის ღირებულებაა 900 აშშ დოლარი, ხოლო ჯე---– გა-----–--ის მიერ ავტომანქანისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა - 500 აშშ დოლარი (მხარეთა ახსნა-განმარტებები).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სო----ო მა---------ის ძმა, ხვიჩა მა---------ი, სადავო ავტომანქანის გაყიდვისას, სო----ო მა---------ის დავალებით მოქმედებდა და სო----ო მა---------სა და კ---- ჩ-–-------ს შორის 2019 წლის 16 დეკემბერს დაიდო სადავო ავტომანქნის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, კ---- ჩ-–-------ზე სადავო ავტომანქანის საკუთრების უფლება გადავიდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი, აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, რომ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სო----ო მა---------ი სადავოდ არ ხდის ხვიჩა მა---------ის ჩვენებას და გარემოებას, რომ მისი ძმა, ხვიჩა მა---------ი, სო----ო მა---------თან შეთანხმებით და სო----ო მა---------ის დავალებით მოქმედებდა და რაიმე სახის პრეტენზია თავისი ძმის მიმართ სო----ო მა---------ს არ გაუჟღერებია, თუმცა, ამავე დროს, საქმის განხილვისას, სო----ო მა---------მა აღნიშნა, რომ, ვინაიდან არ არსებობს სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობა, რომელიც ხვიჩა მა---------ს დის ავტომანქანის გაყიდვის უფლებას ანიჭებს, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ სადავო მანქანა არ გაყიდულა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით დადგენილია, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში აღიარებულია, როგორც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პრინციპი და მის შესახებ საკასაციო სასამართლომ სხვადასხვა საქმეში არაერთხელ განმარტა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი კანონისმიერ მოთხოვნასა და შესაგებელს წარმოადგენს და სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას გულისხმობს. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერების პრინციპი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია უშუალოდ მოქმედ სამართლად და მოთხოვნისა თუ შესაგებლის სამართლებრივ საფუძვლად, რომლის მიზანი სამართლიანი შედეგის დადგომა და უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა. კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს (იხ. სუსგ №ას-23-18-2011, 24.05.2011წ., №ას-221-213-2012, 24.07.2012წ., №ას-528-501-2015, 04.11.2015წ., №ას-549-521-2015, 18.11.2015წ., №ას-898-848-2015, 09.03.2016წ.).

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების, ხვიჩა მა---------ის და საქმეზე დაკითხული 2 სხვა, სასამართლოს შეფასებით - სანდო და სარწმუნო მოწმის ჩვენებებით ერთმნიშნვნელოვნად დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ ხვიჩა მა---------ი სო----ო მა---------ის დავალებით და სო----ო მა---------თან შეთანხმებით მოქმედებდა. ამავე მტკიცებულებებით დასტურდება ასევე, რომ კ---- ჩ-–-------მ სადავო ავტომანქანის ნასყიდობის ფასი, 900 აშშ დოლარი, ხვიჩა მა---------ს გადასცა, ხოლო ხვიჩა მა---------მა, ნასყიდობის ფასის მიღების სანაცვლოდ, კ---- ჩ-–-------ს გადასცა როგორც მანქანის აკუმულატორი, ასევე - მაქანის ტექნიკური პასპორტი, რათა კ---- ჩ-–-------ს სადავო მანქანის წაყვანა შესძლებოდა.

 

ამასთან, სო----ო მა---------ის, ხვიჩა მა---------ისა და ჯე---– გა-----–--ის ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ სო----ო მა---------ს შესაძლებლობა ჰქონდა, ნასყიდობის დღესვე მიეღო ნასყიდობის საგანში კ---- ჩლარგიძის მიერ გადახდილი 900 აშშ დოლარი, თუმცა, იმის გამო, რომ სო----ო მა---------ს, მისივე განმარტებით, აქვს ბანკის ვალი, მას სურვილი ჰქონდა, რომ ჯე---– გა-----–--ისგან ერთბაშად მიეღო 1400 აშშ დოლარი, რის გამოც, კ---- ჩლარგიძის მიერ გადახდილი 900 აშშ დოლარი ხვიჩა მა---------მა ჯე---– ჩ-–-------ს გადასცა და ერთბაშად 1400 აშშ დოლარის მიღების იმედით დაუტოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. სასამართლო განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულების ნამდვილობისთვის არ არის დადგენილი სპეცილური ფორმა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებით პირობებად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩაითვლება ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება. ასეთ პირობებად უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულების მხარეები, საგანი (ავტომანქანა) და ფასი. რაც შეეხება ავტომანქანის ნასყიდობის ფორმას, კანონი არც მისთვის ადგენს რაიმე სპეციალურ ფორმას და, შესაბამისად, ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება ზეპირად დაიდოს. განსახილველ შემთხვევაშიც, ავტომანქანის ნასყიდობა სრულად შესაძლებელი იყო ზეპირად დადებულიყო.

ნასყიდობის ხელშეკრულების დადება ნიშნავს ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ ნიშნავს საკუთრების გადასვლას მყიდველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. მოძრავ ნივზე საკუთრების გადაცემისათვის აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: ნამდვილი უფლება (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი უფლება მყიდველისა, მოითხოვოს ნივთის გადაცემა) და ნივთის ფაქტობრივი გადაცემა (ამ შემთხვევაში ავტომანქანის გადაცემა მყიდველზე).

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხვიჩა მა---------ი სადავო ავტომანქანის მესაკუთრის, სო----ო მა---------ის დავალებით მოქმედებდა. ამასთან, სადავო არ არის გარემოება, რომ სო----ო მა---------ი 2019 წლის 16 დეკემბრისთვის სადავო ავტომანქანის კანონიერი მესაკუთრე იყო. ამდენად, კ---- ჩლარგიძის მიერ ხვიჩა მა---------ისთვის დაზიანებული ნასყიდობის საგნის საფასურის, 900 აშშ დოლარის, გადახდითა და კ---- ჩლარგიძისთვის სადავო ავტომანქანის, ამ ავტომანქანის ტექნიკური პასპორტისა და აკუმულატორის გადაცემით, სო----ო მა---------სა და კ---- ჩ-–-------ს შორის დაიდო ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შედეგადაც, სადავო ავტომანქანის საკუთრების უფლება სო----ო მა---------იდან კ---- ჩ-–-------ზე გადავიდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აღრიცხვაზე დადგომა არ არის სამოქალაქო-სამართლებრივი აქტი, იგი ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება და, შესაბამისად, ავტომანქანაზე პირის საკუთრების უფლება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აღრიცხვაზე დადგომა ურთიერთგანმაპირობებელ გარემოებებს არ წარმოადგენს. ავტომანქანაზე საკუთრების უფლების გადაცემაზე ვრცელდება მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი, ზემოგანმარტებული ზოგადი წესი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სო----ო მა---------ის ძმა, ხვიჩა მა---------ი, სადავო ავტომანქანის გაყიდვისას, სო----ო მა---------ის დავალებით მოქმედებდა და სო----ო მა---------სა და კ---- ჩ-–-------ს შორის 2019 წლის 16 დეკემბერს დაიდო სადავო ავტომანქნის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, სადავო ავტომანქანის საკუთრების უფლება სო----ო მა---------იდან კ---- ჩ-–-------ზე გადავიდა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

მხარეთა მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ პირვანდელ სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო, ხოლო შეგებებული სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი წინადადებით დადგენილია, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, განსახილველი სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სო----ო მა---------სა და კ---- ჩ-–-------ს შორის 2019 წლის 16 დეკემბერს დაიდო სადავო ავტომანქნის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, კ---- ჩ-–-------ზე სადავო ავტომანქანის საკუთრების უფლება გადავიდა (იხ. პ. 3.2.). შესაბამისად, სო----ო მა---------ი არ არის სადავო ავტომანქანის მესაკუთრე, რაც კ---- ჩლარგიძის მფლობელობიდან სადავო ნივთის გამოთხოვის მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს. ამავე საფუძვლით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ---- ჩლარგიძის შეგებებული სარჩელი საფუძლიანია და კ---- ჩლარგიძის, როგორც სადავო ავტომანქანის მესაკუთრის, შეგებებული სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით, სო----ო მა---------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა - კ---- ჩ-–-------ს აეკრძალა მის მფლობელობაში არსებული სადავო ავტომანქანით სარგებლობა და სადავო ავტომანქანა სააღსრულებო ორგანოს მეშვეობით გადაყვანილ იქნა სპეციალურ ავტოსადგომზე. ამავე განჩინებით, სო----ო მა---------ს განემარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებული იქნება, აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

 

ვინაიდან სო----ო მა---------ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი. მოცემულ შემთხვევაში, კ---- ჩ-–-------ს შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს ჯამში 174 ლარი (ს. ფ. 159, 161). ვინაიდან კ---- ჩლარგიძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კ---- ჩლარგიძის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული ხარჯის, მათ შორის - სადავო ავტომანქანის სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანა-გაჩერებასთან დაკავშირებული ხარჯის, ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით, სო----ო მა---------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა - კ---- ჩ-–-------ს აეკრძალა მის მფლობელობაში არსებული სადავო ავტომანქანით სარგებლობა და სადავო ავტომანქანა სააღსრულებო ორგანოს მეშვეობით გადაყვანილ იქნა სპეციალურ ავტოსადგომზე (ს. ფ. 33-35, იხ. შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი, ს. ფ. 40 და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 3 ივლისის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ს. ფ. 143-144).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განჩნებით, კ---- ჩლარგიძის შუამდგომლობა შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და სო----ო მა---------ს სადავო ავტომანქანის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა აეკრძალა (ს. ფ. 166-168).

 

ვინაიდან პირვანდელი სარჩელის მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

ვინაიდან შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განჩნებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმებას არ ექვემდებარება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სო----ო მა---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც კ---- ჩ-–-------ს აეკრძალა ავტომანქანით - სანომრე ნიშანი - O------, მარკა მოდელი - ნისან მარჩ, ფერი - რუხი 2/8, გამოშვების წელი - 2002, ტექნიკური მოწმობა - AL9------, რეგისტრაციის თარიღი - 2017 წლის 21 მაისი -სარგებლობა და რომლის საფუძველზეც, ეს ავტომანქანა გადაყვანილ იქნა სპეციალურ ავტოსადგომზე.

 

3. სო----ო მა---------ის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი.

 

4. კ---- ჩლარგიძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

5. დადებულად იქნეს ცნობილი 2019 წლის 16 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება კ---- ჩ-–-------სა და სო----ო მა---------ს შორის სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია - სანომრე ნიშანი - O------, მარკა მოდელი - ნისან მარჩ, ფერი - რუხი 2/8, გამოშვების წელი - 2002, ტექნიკური მოწმობა - AL9------, რეგისტრაციის თარიღი - 2017 წლის 21 მაისი - და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აღირიცხოს კ---- ჩლარგიძის სახელზე.

 

6. სო----ო მა---------ს კ---- ჩლარგიძის სასარგებლოდ დაეკისროს კ---- ჩლარგიძის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 174 (ას სამოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით.

 

7. სო----ო მა---------ს დაეკისროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული ხარჯის, მათ შორის - სადავო ავტომანქანის სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანა-გაჩერებასთან დაკავშირებული ხარჯის, ანაზღაურება.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე