გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 180210019002906050 ( 2/178-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2019 წელი ქ.მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური, ზაზა შველიძე
მოსარჩელე - შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ------“ (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
წარმომადგენლები - ე---------–---–ი; თ---------------–ი
მოპასუხე - დ--–----ს მ----–----–-------ს მ----- (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
წარმომადგენელი - ა--------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში)- პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----ს შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ-----“-ის სასარგებლოდ დაეკისროს გადაუხდელი თანხის, სულ 9 311.02 ლარის გადახდა;
1.2. დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----ს შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ-----“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზ- გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2-0 ლარის ოდენობით.
სარჩელის საფუძვლები:
შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ-----სა’’ და დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----ს შორის N----------- ელექტრონული ტენდერის საფუძველზ- 2017 წლის 08 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა დ--–----ს მ----–----–-------ს სოფელ მ--------------ს პანსიონის შეკეთებას; ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 2- 9----- ლარი. 2017 წლის 25 მაისს გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი N2--, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 22 985.45 ლარი, ხოლო დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----მ აანაზღაურა 20 686.90 ლარი, ხელშეკრულების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებულ თანხას გამოკლებული იქნა საგარანტიო თანხა 10%-ის ოდენობით;
ასევე, 2017 წლის 08 თებერვალს N----------- ელექტრონული ტენდერის საფუძველზ- მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა დ--–----ს მ----–----–-------ს სოფელ ბ--------------------ს შეკეთებას, ხელშეკრულების საერთოდ ღირებულებად განისაზღვრა 35 809.18 ლარი; 2017 წლის 17 მაისს გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 15 443.53 ლარი, ხოლო დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----მ აანაზღაურა 13 899.17 ლარი; ხელშეკრულების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებულ თანხას გამოკლებული იქნა საგარანტიო თანხა 10%-ის ოდენობით; დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----მ ცალმხრივად შეწყვიტა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები. მოსარჩელის მიერ დ--–----ს მუნიციპალიტეტეის მ-----ში წარდგენილ იქნა შპს „ო-------– გ----- +“-ის მიერ შედგენილი 2017 წლის 02 აგვისტოს N------------- ინსპექტირების ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ N2- ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 26 181.09 ლარს, ხოლო შპს „ო-------– გ----- +“-ის მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს N------------- ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით, N2- ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 32 100.16 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ მოპასუხისგან არაერთი წერილით მოითხოვა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადაუხდელი თანხის ანაზღაურება, რაზ-ც მიიღო უარი;
2. მოპასუხე მხარის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზ- სარჩელი არ ცნო, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები; მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია ჯეროვნად, დათქმულ დროში. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #2- და #2- ხელშეკრულებების მე-6 მუხლის 6.3. ქვეპუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველი განახორციელებს შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტში (ფორმა #2 და ანგარიშფაქტურაში) ნაჩვენები თანხების 10%-ის დაკავებას. დაკავებული თანხა აუნაზღაურდება მიმწოდებელს სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ-----ს“ მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული თანხიდან აუნაზღაურდა თანხა 10%-ის გამოკლებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შესრულებული სამუშაოები იყო ხარვეზიანი, მოპასუხემ მოითხოვა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარდგენა ხარვეზ-ბის გამოსწორებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით, თუმცა შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ-----ს’’ ასეთი დასკვნა არ წარმოუდგენია, რის გამოც დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----მ ცალმხრივად შეწყვიტა მასთან ხელშეკრულებები; შესაბამისად, დამატებით თანხების გადახდის ვალდებულება მ-----ს არ გააჩნია (იხ. შესაგებელი).
2.1. 2019 წლის 2- მაისს მცხეთის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სარჩელით მომართა დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----მ მოპასუხე შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ------ს’’ მიმართ და მოითხოვა 2017 წლის 08 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 1248,59 ლარის, ხოლო N2- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 816.44 ლარის დაკისრება.
შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
მხარეთა შორის 2017 წლის 08 თებერვალს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #2- და #2- ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მიწოდების ვადები მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზ- გაგრძელდა. #2- ხელშეკრულების მიწოდების ვადა 2017 წლის 01 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით განისაზღვრა. მოპასუხე ვერ ასრულებდა #2- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს მიწოდების ვადებში; შპს „ზ- ი-------------- ბ------ გ-----მა’’ ხელშეკრულების მოქმედების ვადებშიც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო 2018 წლის 06 თებერვლის ბრძანების საფუძველზ- შეწყდა ხელშეკრულება. მოპასუხეს ეცნობა პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზ-, კერძოდ, გადაცილებულ დღეთა რაოდენობა - 223 დღე, პირგასამტეხლოს ოდენობა - 1 248.59 ლარი. აღნიშნულის შესახებ მოპასუხეს ეცნობა 2018 წლის 08 თებერვლის წერილით.
მოპასუხეს ასევე არ შეუსრულებია #2- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 2017 წლის 07 სექტემბერს დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----მ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 816.44 ლარის ოდენობით (ვადაგადაცილებამ შეადგინა 114 კალენდარული დღე). აღნიშნულის შესახებ მოპასუხეს ეცნობა 2017 წლის 07 და 11 სექტემბრის წერილებით.
შეგებებულ სარჩელში მოპასუხე მხარის პოზიცია:
შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ-----მა’’ შესაგებლით არ ცნო შეგებებული სასარჩელო მოთხოვნები. მისი განმარტებით, პირგასამტეხლო დათვლილია არასწორი მეთოდით, კერძოდ, დათვლა ხდება მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებიდან და არა შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან. თუმცა, სასამართლოს მთავარ სხდომაზ- შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ-----მა’’ სრულად სცნო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ;
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ------“-ს და დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----ს შორის 2017 წლის 08 თებერვალს N----------- ელექტრონული ტენდერის საფუძველზ- გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა დ--–----ს მ----–----–-------ს სოფელ მ--------------ს პანსიონის შეკეთებას, ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 2- 9----- ლარი. 2017 წლის 01 მაისს დანართი - შეთანხმება N--ით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების საერთო თანხად განისაზღვრა 2- 995.2- ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების N2- ხელშეკრულება;
- 2017 წლის 01 მაისის შეთანხმება N-;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2 2017 წლის 08 თებერვალს N----------- ელექტრონული ტენდერის საფუძველზ- მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა დ--–----ს მ----–----–-------ს სოფელ ბ--------------------ს შეკეთებას, ხელშეკრულების საერთოდ ღირებულებად განისაზღვრა 35 809.18 ლარი. 2017 წლის 01 მაისს დანართი - შეთანხმება N1-ით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების საერთო თანხად განისაზღვრა 35 808.84 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების N2- ხელშეკრულება;
- 2017 წლის 01 მაისის შეთანხმება N1
3.1.3. 2017 წლის 22 მაისის N2- ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი N2--, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 22 985.45 ლარი, ხოლო დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----მ აანაზღაურა 20 686.90 ლარი, ხელშეკრულების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებულ თანხას გამოკლებულ იქნა საგარანტიო თანხა 10%-ის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი N2--
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. 2017 წლის 17 მაისის N2- ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 15 443.53 ლარი, ხოლო დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----მ აანაზღაურა 13 899.17 ლარი, ხელშეკრულების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებულ თანხას გამოკლებულ იქნა საგარანტიო თანხა 10%-ის ოდენობით; ასევე, 2017 წლის 2- ივნისს გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 15 982.34 ლარი. დ--–----ს მ----–----–-------ს მიერ ანაზღაურებულ იქნა 14 384.10 ლარი. სულ N2- ხელშეკრულების ფარგლებში, დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----მ აანაზღაურა 2- 2-3.2- ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 17 მაისის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი
- 2017 წლის 2- ივნისის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.5. დ--–----ს მ----–----–-------ს მერის 2018 წლის 06 თებერვლის ბრძანებით მხარეთა შორის არსებული N2- ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო, ხოლო N2- ხელშეკრულება - 2017 წლის 07 სექტემბრის ბრძანებით ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 06 თებერვლის ბრძანება N-----
- 2017 წლის 07 სექტემბრის ბრძანება N------
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.6. შპს „ზ- ინდეფერენთ ბ------ გ-----ს’’ დაერიცხა პირგასამტეხლო #2- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 248.59 ლარის, ხოლო #2- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 816.44 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 06 და 08 თებერვლის კორესპონდენცია
- 2017 წლის 21 ივლისის წერილი
- 2017 წლის 07 და 11 სექტემბრის კორესპონდენცია
- მხარეთა ახსნა განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.2.1. მხარეებს შორის სადავოა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი შპს „ო-------– გ----- +“-ის მიერ 2017 წლის 02 აგვისტოს N------------- ინსპექტირების ანგარიშიდან ირკვევა, რომ N2- ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 26 181.09 ლარს, ხოლო შპს „ო-------– გ----- +“-ის მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს N------------- ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით, N2- ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 32 100.16 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიში N------------- (ტ.1. ს.ფ. 112-126)
- ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიში N------------- (ტ.1. ს.ფ. 132-147)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. აღნიშნულ გარემოებას მოპასუხე მხარე არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ მართალია მ-----ში მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა შპს „ო-------– გ----- +“-ის მიერ მომზადებული დასკვნები, თუმცა დასახელებულ დასკვნებიდან იკვეთება, რომ შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ------“-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არადამაკმაყოფილებელი ხარისხით იქნა შესრულებული, აღნიშნული ხარვეზ-ბის გამოსწორებამდე სამუშაოების ჩათვლისა და ანაზღაურების საკითხი სწორედ შემსყიდველის ნებაზ- იყო დამოკიდებული. ამასთან, მოპასუხე მხარე მიუთითებს 2018 წლის 12 იანვრის წერილზ-, სადაც შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ------“-ს დირექტორს მერიის მხრიდან მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაოების ფორმა #2-ები; ფარული სამუშაოს აქტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში და რა დარჩენილი შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას ითხოვდა მხარე, რაც კომპანიის მიერ არ ყოფილა წარდგენილი. დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით მ-----მ მიზანშეწონილად არ ჩათვალა დამატებით მოთხოვნილი თანხის ჩარიცხვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 12 იანვრის წერილი
- 2017 წლის 08 დეკემბრის წერილი
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზ-. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზ-დაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზ- და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.
3.4. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზ- დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზ-ბა უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზ- მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზ- მიაჩნია, რომ შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ------ს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-319-ე, 361-ე, 417-418-ე, 629-ე, 636-ე მუხლებით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე, 105-ე, 131-ე, 208-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სსკ 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური;
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 08 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2- და N2- ხელშეკრულებების საფუძველზ- წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. N2- ხელშეკრულება ითვალისწინებდა დ--–----ს მ----–----–-------ს სოფელ მ--------------ს პანსიონის შეკეთებას, ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 2- 9----- ლარი. 2017 წლის 01 მაისს დანართი - შეთანხმება N--ით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების საერთო თანხად განისაზღვრა 2- 995.2- ლარი. ხოლო N2- ხელშეკრულება - დ--–----ს მ----–----–-------ს სოფელ ბ--------------------ს შეკეთებას, ხელშეკრულების საერთოდ ღირებულებად განისაზღვრა 35 809.18 ლარი. 2017 წლის 01 მაისს დანართი - შეთანხმება N1-ით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების საერთო თანხად განისაზღვრა 35 808.84 ლარი;
2017 წლის 08 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #2- და #2- ხელშეკრულებების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტის თანახმად, შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველი განახორციელებს შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტში (ფორმა #2 და ანგარიშფაქტურაში) ნაჩვენები თანხების 10%-ის დაკავებას. დაკავებული თანხა აუნაზღაურდება მიმწოდებელს სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.5. პუნქტის თანახმად, საბოლოო მიღება-ჩაბარებისთვის მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა;
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზ- შესრულებული სამუშაოს ღირებულება დ--–----ს მ----–----–-------ს მიერ იქნა ანაზღაურებული 10%-იანი დაქვითვით, რომელიც სრულად უნდა ანაზღაურებულიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დასახელებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები მოსარჩელე მხარემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, რის გამოც დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----მ ცალმხრივად შეწყვიტა შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ-----თან’’ დადებული ორივე ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელე მხარის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება და არა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხიდან დაკავებული 10%-ის ანაზღაურება, რისი მოთხოვნის უფლებაც ამ უკანასკნელს წარმოეშობოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმების შედეგად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზ-, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი ადგენს შემკვეთის უფლებას, უპირობოდ, სამუშაოების დასრულებამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზ-. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ სწორედ 636-ე მუხლზ- მსჯელობისას განმარტა: „მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (იხ. სუსგ №ას-697-663-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი); საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლით კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს (იხ. სუსგ №ას-697-663-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი).
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზ-, რომ შპს „ო-------– გ----- +“-ის მიერ გაცემული დასკნებით, რომლებიც მომზადებულია ხელშეკრულებების მოქმედების ვადაში, დადასტურებულია, რომ შესასრულებელი სამუშაოების ნაწილი შესრულებულია არადამაკმაყოფილებელი ხარისხით, აღნიშნული ხარვეზ-ბის გამოსწორებამდე სამუშაოების ჩათვლისა და ანაზღაურების საკითხი შემსყიდველის გადასაწყვეტია. ამ სამუშაოების მოცულობები თავისი ღირებულებით გამოტანილია ცალკე ცხრილში, თუმცა აქვე საყურადღებოა, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას მოსარჩელე არ ითხოვს; ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან წარმოდგენილ ინსპექტირების ანგარიშებში დაფიქსირებულია ხარვეზ-ბი და სამუშაოები შესრულებულია არადამაკმაყოფილებელი ხარისხით, შემსყიდველს არ წარმოეშობა მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. მართალია, დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----მ არაერთი წერილით მოითხოვა მოსარჩელისაგან სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარდგენა ხარვეზ-ბის გამოსწორების თაობაზ-, საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ მოთხოვნილი დასკვნა არ მომზადებულა სწორედ იმ მიზ-ზით, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრული მოცულობით ვერ სრულდებოდა შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ------“-ს მიერ; შესაბამისად, მათ მოთხოვნას წარმოადგენს არა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხიდან დაკავებული თანხების ანაზღაურება, არამედ ექსპერტიზის დასკვნით დადებითად შეფასებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება, რისი გამაბათილებელი მტკიცებულებაც მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია;
მოპასუხის პოზიცია და 2017 წლის 08 დეკემბრის წერილზ- მითითება იმასთან დაკავშიერბით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ანგარიშსწორებისათვის მათ უნდა წარედგინათ ფორმა #2-ები და ფარული სამუშაოების აქტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ არის საკმრისი არგუმენტი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებისთვის, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი შპს „ო-------– გ----- +“-ის მიერ გაცემული დასკვნებით დასტურდება, რომ სწორედ მითითებული დოკუმენტების შესწავლის საფუძველზ- მოხდა დასკვნების მომზადება. ის არგუმენტი, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების სისწორეში მხარემ ეჭვი შეიტანა, ვინაიდან დ--–----ს მ----–----–-------ს ტერიტორიაზ- სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამშენებლო ობიექტების მიმღები კომისიის მიერ აღმოჩენილი იქნა რიგი ხარვეზ-ბი, არ არის საპირწონე არგუმენტი და მტკიცებულება თანხის ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლებისთვის. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარემ დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ შეძლო თავის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურება, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება კი ვერ გახდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზ- უარის თქმის საფუძველი; სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სასამართლო განმარტავს, რომ კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2017 წლის 22 მაისის N2- ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი N2--, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 22 985.45 ლარი, ხოლო დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----მ აანაზღაურა 20 686.90 ლარი, ხელშეკრულების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებულ თანხას გამოკლებულ იქნა საგარანტიო თანხა 10%-ის ოდენობით; 2017 წლის 17 მაისის N2- ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 15 443.53 ლარი, ხოლო დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----მ აანაზღაურა 13 899.17 ლარი, ხელშეკრულების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებულ თანხას გამოკლებულ იქნა საგარანტიო თანხა 10%-ის ოდენობით; ასევე, 2017 წლის 2- ივნისს გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 15 982.34 ლარი. დ--–----ს მ----–----–-------ს მიერ ანაზღაურებულ იქნა 14 384.10 ლარი. სულ N2- ხელშეკრულების ფარგლებში, დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----მ აანაზღაურა 2- 2-3.2- ლარი.
მართალია, მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა შპს „ო-------– გ----- +“-ის დასკვნებით დადგენილი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების საკითხი, თუმცა საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შპს „ო-------– გ----- +“-ის მიერ 2017 წლის 02 აგვისტოს N------------- ინსპექტირების ანგარიშის თანახმად N2- ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 26 181.09 ლარს, ხოლო შპს „ო-------– გ----- +“-ის მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს N------------- ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით, N2- ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 32 100.16 ლარს. ამდენად, შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ------ს’’ მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსთვის დ--–----ს მ----–----–-------ს მერიის მხრიდან ასანაზღაურებელმა დარჩენილმა თანხამ შეადგინა 9 311,02 ლარი; შესაბამისად, დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სწორედ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება; აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დ--–----ს მ----–----–-------ს მერიის შეგებებებული სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სრულად ცნო მოპასუხე მხარემ, რაც ადასტურებს ამ უკანასკნელის მხრიდან ხელშეკრულების პირობებით დადგენილი ვალდებულებებისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილზ-, რომლის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს უზ-ნაესი სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გამოყენებაც ხდება ვალდებულების დარღვევისას. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზ-მოქმედებს ვალდებულ პირზ- და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზ-მოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციადქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზ-დაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ვინაიდან სასამართლოს მთავარ სხდომაზ- მოპასუხე მხარემ შეგებებულ სარჩელში სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები;
ამდენად, საქმეზ- დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა (ძირითად სარჩელში) საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, მოპასუხე მხარემ სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების - პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველიც.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზ-დაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზ- სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზ- მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზ-, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება;
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქმეზ- ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 2-0 ლარის ოდენობით; რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, ვინაიდან მოპასუხემ მთავარ სხდომაზ- ცნო სარჩელი, მას ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 15.49 ლარის ანაზღაურება;
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი:
მოცემულ საქმეზ- სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-259ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ------ს“ (ს/კ 4--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----ს (ს/კ 2--------) მოსარჩელე შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ------ს“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 08 თებერვალს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2- და #2- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოსთვის გადაუხდელი თანხა 9 311.02 ლარის ოდენობით.
1.2. დ--–----ს მ----–----–-------ს მ-----ს (ს/კ 2--------) მოსარჩელე შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ------ს“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო ხარჯის, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2-0 ლარის ანაზღაურება.
2. დ--–----ს მ----–----–-------ს მერიის (ს/კ 2--------) შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2.1. შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ-----ს“ (ს/კ 4--------) დ--–----ს მ----–----–-------ს მერიის (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 08 თებერვალს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2- და N 2- ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული პირგასამატეხლო 2065.03 ლარის გადახდა;
2.2. შპს „ზ- ი------------თ ბ------ გ-----ს“ (ს/კ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 15.49 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა