გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310018002543702
N3-103-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.11.2019 წელი ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე
მოსარჩელე - რე--------------იძე
მოსარჩელეს წარმომადგენელი - აპ---–----------–ია
მოპასუხე - სო–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–----რი
მოპასუხის წარმომადგენელი - ეკ----------------–-–--ლი, თი-----------–---–ი
მოპასუხე- სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–--------------------------------------–---------------–-----------–---–----------------------------ტო
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად
ცნობა, ქმედების დავალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–---------------------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (2017 წლის 28 ნოემბრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი)
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სო–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–----რს 2017 წლის 28---------------------- გადაწყვეტილება მოსარჩელე რე--------------იძისათვის სახელმწიფო კონპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.
1.3. დაევალოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სო–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–----რს, გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რე--------------იძისათვის ძალოვან სტრუქტურებში წელთა ნამსახურეობის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის, თვეში 560 ლარის დანიშვნის შესახებ.
1.4. მოპასუხეებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გუ---------–---–---------------------------------–-------------------------–---–-----------------------------------–----რს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) მიღებაზე უკანონოდ უარის თქმის შემდეგ შემოსავლის სახით 20 160 ლარის გადახდა რე--------------იზის სასარგებლოდ, (დაწყებული 2014 წლის ივლისის თვიდან 2017 წლის ივლისამდე 36 თვე x560 ლარზე = 20160 ლარს)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლმა სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1998 წლის 13 მარტს რე--------------იძემ განცხადებით მიმართა საქართველოს საგადასახადო ინსპექციის უფროსს ოპერატიულ სამმართველოში შესაბამის თანამდებობაზე მიღების თაობაზე.
ოპერატიული სამმართველოს უფროსმა კი საგადასახადო ინსპექციის უფროსს ოპერატიული სამმართველოს სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ამავე სამმართველოს განსაკუთრებით მნ.საქმეთა განყოფილების უფროსის თანამდებობაზე წარუდგინა რე--------------იძე, რის შემდეგაც 1998 წლის 16 მარტიდან რე--------------იძე დაინიშნა საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ოპერატიული სამმართველოს განსაკუთრებით მნ.საქმეთა განყოფილებაში განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
3.1.2. 1998 წლის 29 ივნისიდან სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით რე--------------იძე გადაყვანილი იქნა საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნ.საქმეთა სამმართველოში სამმართველოს უფროსად.
სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით რე--------------იძე დაინიშნა საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული დეპარტამენტის საწარმოო სფეროს ოპერატიული ზედამხედველობის სამმართველოში სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე 1998 წლის 12 ოქტომბრიდან.
3.1.3. 1999 წლის 05 ოქტომბრის ბრძანებით რე--------------იძე განთავისუფლებული იქნა ოპერატიული სამსახურის საწარმოო სფეროს ოპერატიული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რე--------------იძის 1998 წლის 13 მარტის განცხადება (ს.ფ 38)
- საგადასახადო ინსპექციის უფროსს ოპერატიული სამმართველოს უფროსის პატაკი (ს.ფ 39)
- ბრძანებები (ს.ფ 41-42)
3.1.4. 2014 წლის 08 აპრილს რე--------------იძემ და მისმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურატურას ,,სახელმწიფო კონპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება - თხოვნა (ს.ფ 51)
3.1.5. 2014 წლის 06 მაისს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა N-------- წერილით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონულ განყოფილებას რათა ამ უკანასკნელს ,,სახელმწიფო კონპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად განეხილა რე--------------იძისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხი და მიეღო სათანადო გადაწყვეტილება წელთა ნამსახურეობის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 06 მაისს N-------- წერილი (ს.ფ 47)
3.1.6 საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორის 2013 წლის 15 ივლისის ნამსახურეობის ნუსხის თანახმად რე--------------------------იძემ შრომითი საქმიანობა დაიწყო პროკურატურაში 1--- წლიდან.
3.1.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 12 აგვისტოს ცნობის თანახმად რე--------------იძე 1976 წლის 11 აპრილიდან 1987 წლის 22 ივნისამდე მუშაობდა შემდეგ თანამდებობებზე:
11.04.1976წ-30.06.1---–-----------------------------–----------------–--- (1----–-–------------–-------------–----------------------------–---------------–----------------------------–-------–-------–-----
30.06.1982 წ - 22.06.1---–-----------------------------–---------------–-----------დომარედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნამსახურეობის ნუსხა (ს.ფ 43-46)
3.1.8. რე--------------იძეს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს მთავარ პროკურატურას, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონულ განყოფილებას, საქართველოს შემოსავლების სამსახურს და "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად წერილობითი ფორმით, რე--------------იძესათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე წარდგინების მომზადება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის გადაგზავნა ითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილები
3.1.9. რე--------------იძემ სასარჩელე განცხადებით მიმართვა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ზიანის ანაზღაურება მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრის შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილებას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რეგიონალური ცენტრის საქართველოს მთავრობის და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიმართ. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რე--------------იძეს სარჩელი. დაევალა სსიპ სო–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–----რს ემსჯელა რე--------------იძის მიერ წარდგენილ განცხადებაზე და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით წარდგენილ განცხადებაზე.
3.1.10. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტომ რე--------------იძისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას დაადგინა, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტისა და მე-9 მუხლის მეორე და მესამე პუნქტის შესაბამისად პროკურატურის ორგანოების ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, რე--------------იძეს 20 წლიანი მუშაობის სტაჟში ჩაეთვალა, როგორც პროკურატურის ასევე სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში (მოსამართლე) მუშაობის პერიოდი, რომლებმაც ერთობლიობაში შეადგინა 19 წელი და 9 დღე, თუმცა აღნიშნულ სტაჟს ვერ დაემატა საქართველოს საგადასახადო ინსპექციაში/დეპარტამენტში 1 წლიანი, 6 თვიანი და 19 დღიანი მუშაობის პერიოდი, ვინაიდან აღნიშნული სამსახური არ მიეკუთვნება ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტში ჩამოთვლილ სამსახურის რიცხვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილებები N04-08/6611 და 04/30331 (ს.ფ 14-20)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.2 მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ სარჩელს იხილავს მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი საფუძვლის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1 მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი, მე-8, მე-9 მუხლები; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლით, დადგენილი პირობებით, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
6.2. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მესამე თავი განსაზღვრავს სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირთა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა კომპენსაციის გაანგარიშების საკითხს.
,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის 8.3-ე მუხლის თანახმად ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, პროკურატურის ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.
,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირად მუშაობა, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოების შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა.
ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილით „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ი“ (მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში არჩევის ან დანიშვნის დროს) ან „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურიდან დათხოვნილ პროკურატურის თანამშრომელს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობა არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კომპენსაციის 80%.
დადგენილია, რომ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტომ რე--------------იძისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას დაადგინა, რომ რე--------------იძემ პროკურატურაში შრომითი საქმიანობა დაიწყო 1--- წელს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტისა და მე-9 მუხლის მეორე და მესამე პუნქტის შესაბამისად პროკურატურის ორგანოების ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, რე--------------იძეს 20 წლიანი მუშაობის სტაჟში ჩაეთვალა, პროკურატურასა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში (მოსამართლე) მუშაობის პერიოდი, რომელმაც ერთობლიობაში შეადგინა 19 წელი და 9 დღე, თუმცა აღნიშნულ სტაჟის დათვლისას წელთა ნამსახურეობას არ დაემატა საქართველოს საგადასახადო ინსპექციაში/დეპარტამენტში მუშაობის პერიოდი, რომელიც შეადგენდა 1 წელს, 6 თვეს და 19 დღეს, ვინაიდან ჩაითვალა, რომ აღნიშნული სამსახური არ მიეკუთვნებოდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტში ჩამოთვლილ სამსახურთა რიცხვს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებას, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ორგანოების ჩამონათვალში არ შედის საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველო/დეპარტამენტი, შესაბამისად რე--------------იძეს საქართველოს პროკურატურის ხაზით ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო კომპენსაცია, ვინაიდან მას არ გააჩნდა 20 წლიანი სტაჟი და რაც მთავარი იმის გამო, რომ არ მოხდა შრომის სტაჟში საქართველოს საგადასახადო ინსპექციაში/დეპარტამენტში მუშაობის პერიოდი, ვინაიდან იგი არ მიეკუთვნებოდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტში ჩამოთვლილ სამსახურთა რიცხვს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წლის რედაქვცია) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს საგადასახადო ინსპექცია არის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის კონტროლის ერთიანი სახელმწიფო და ცენტრალიზებული მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც შედის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველო არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური ორგანო მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელების უფლებით. იგი უზრუნველყოფს საგადასახადო სფეროში სამართალდარღვევათ წინააღმდეგ ბრძოლას, საგადასახადო ორგანოების საქმიანობის უსაფრთხოების და მათი მუშაკების დაცვას სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "კ" ქვეპუნქტით, ადმინისტრაციული წარმოება არის – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება კი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას.
სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლებრივი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში დაცულია და უზრუნველყოფილია კანონიერების პრინციპისა და კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტების მეშვეობით, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთ საქმიანობაში შებოჭილნი არიან საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებით.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108.1 მუხლით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის I ნაწილის ,,უ’’ პუნქტის თანახმად მოსარჩელე, ისევე როგორც მოპასუხე განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; თანახმად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის მესამე ნაწილისა, როდესაც ორივე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე რე--------------იძის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სო–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–----რის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–---------------------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ .
3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სო–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–----რის 2017 წლის 28---------------------- გადაწყვეტილება რე--------------იძისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე.
4. სსიპ სო–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–----რს დაევალოს რე--------------იძეს მიმართვის დღიდან 2014 წლის 1 აგვისტოდან დაუნიშნოს სახელმწიფო კომპენსაცია წელთა ნამსახურეობის შესაბამისად ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. რე--------------იძის სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
6. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა #32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა #14) მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე მარინა კიკნაძე