გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.01.2020
საქმის ნომერი
080210017001961367
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1533-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2019 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი - თ----- აბზიანიძე

 

მოსარჩელე - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–-“

წარმომადგენელი - თ----- გ--------ე

 

მოპასუხე - ც-–--------–აძე

წარმომადგენელი - ნ--- ფ--------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ც-–--------–აძეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–-ს” სასარგებლოდ დაეკისროს - 38 295.88 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე ც-–--------–აძეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–-ს” სასარგებლოდ დაეკისროს პროცენტის გადახდა - ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის - 24,323.00 აშშ დოლარის 3%-ის ანუ 729.69 აშშ დოლარის გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.3. მოპასუხე ც-–--------–აძეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–-ს” სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 2017 წლის 30 მაისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 24,323.00 აშშ დოლარის 0.07% ანუ 17.02 აშშ დოლარი სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.

1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს ც-–--------–აძის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ფ--------- მეფის ქუჩა, პირველი შესახვევი N3, დაზუსტებული ფართობი: 424.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 0----------, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი 536.91, დამხმარე ნაგებობა ფართით: 45.62 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0----------- და მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 57.00 კვ.მ, მდებარე - ქალაქი ქუთაისი, დ----- ა----–-----–ის გამზირის გასწვრივ, საკადასტრო კოდი: 0-----------.

1.5. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–-ს” მიმართ არსებულ ვალდებულებას, სარეალიზაციოდ მიექცეს ც-–--------–აძის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.

1.6. მოპასუხე ც-–--------–აძეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–-ს” სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5000 ლარის ოდენობით, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯები 500 ლარის ოდენობით.

1.7. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2014 წლის 08 ოქტომბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის გაფორმდა №32-14 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ც-–--------–აძეს დაუმტკიცდა საკრედიტო ხაზის ლიმიტით განსაზღვრული თანხა 24 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის გაფორმდა №----- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლითაც ც-–--------–აძეს დაუმტკიცდა საკრედიტო ხაზის ლიმიტით განსაზღვრული თანხა 1000 აშშ დოლარი. 2014 წლის 16 ოქტომბერს მხარეებს შორის დაიდო სესხის N--- ხელშეკრულება, რომლითაც ც-–--------–აძეს სესხის სახით გადაეცა - 1 000 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით. საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა ყოველთვიურად დარჩენილი ძირი თანხის 3%-ის ოდენობით. ამასთან, ხელშეკრულების 2.9. პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა იწყება სესხის აღების მომენტიდან და გრძელდება სესხის ძირი თანხის მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით სრულად დაფარვამდე ან მისოს მიერ სესხის იძულებით ამოღებამდე (აღსრულებამდე). ასევე, განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0,07%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სესხის N---, საკრედიტო ხაზის N----- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 08 ოქტომბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №32-N3 და იპოთეკით დაიტვირთა ც-–--------–აძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ფ--------- მეფის ქუჩა, პირველი შესახვევი N3, დაზუსტებული ფართობი: 424.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 0----------, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი 536.91, დამხმარე ნაგებობა ფართით: 45.62 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0-----------.

 

სესხის N---, საკრედიტო ხაზის N----- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 08 ოქტომბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №----- და იპოთეკით დაიტვირთა ც-–--------–აძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, დ. ა----–-----–ის გამზირის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 57.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0-----------.

 

ხელშეკრულებით, ც-–--------–აძემ იკისრა ვალდებულება ყოველთვიურად გადაეხადა დარიცხული პროცენტი და/ან კლებადი გრაფიკის ფარგლებში პროცენტთან ერთად დაეფარა ძირი თანხა, თუმცა მან დაარღვია ნაკისრი ვალდებულება და N--- სესხზე დარღვეულ იქნა 28.03.2015 წლიდან პერიოდულად, ხოლო გადახდა შეწყვიტა 22.12.2016 წლიდან. ც-–--------–აძის მიერ N--- სესხზე დარღვეულ იქნა გადახდის გრაფიკი 22.05.2015 წლიდან პერიოდულად, ხოლო გადახდა აღარ განუხორციელებია 22.12.2016 წლიდან.

 

2017 წლის 30 მაისის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს - 38 295.88 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 24 323 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი - 7598.38 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 6374.5 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის - 23 373 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, 21 თვის სარგებელი გადახდილი აქვს მოპასუხეს და სხვა არ ეკუთვნის.

 

ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ შპს მისო ,,ბ------–თან” გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 6.1.6 პუნქტის თანახმად, ,,მსესხებელი ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით აცხადებს, რომ მისოში გამოქვეყნებულ (საპროცენტო განაკვეთებს და სხვა) ცვლილებებს თვლის საჯარო ინფორმაციად, სათანადო წესის გაფრთხილებად და კისრულობს ცალსახა ვალდებულებას ზუსტად დაიცვას და შეასრულოს მათში მითითებული პირობები და მოთხოვნები." შპს მისო ,,ბ------–მა” 2016 წლის ივლისის თვეში გამოაცხადა საჯარო ინფორმაცია იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შესრულებისა და 1,7%-ით განსაზღვრის შესახებ, რაც განთავსებულია დღესაც მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამის შემდეგ, მსესხებელმა შეატყობინა მისი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შესახებ მოსარჩელეს და მოითხოვა საპროცენტო სარგებლის შემცირება, რაც მოპასუხის მხრიდან არ განხორციელდა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების კრედიტორის მიერ შეუსრულებლობისა და საპროცენტო განაკვეთის 1,7%-მდე შემცირებაზე უარის თქმის გამო, მსესხებელმა შეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა კრედიტორთან, რაც ცალსახად კრედიტორის ბრალეულობით არის გამოწვეული. გარდა ამისა, შპს მისო ,,ბ------–თან” გაფორმებული ხელშეკრულებები შეიცავს კაბალურ პირობებს, კანონის საწინააღმდეგო მოთხოვნებსა და აკრძალვებს.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ც-–--------–აძეს 2016 წლის 22 დეკემბრამდე N--- და N--- სესხის ხელშეკრულებებით სესხად აღებული აქვს 1000 აშშ დოლარი და გადახდილი აქვს 776 აშშ დოლარი, ხოლო 24 000 აშშ დოლარიდან გადახდილი აქვს 14 835 აშშ დოლარი. ც-–--------–აძის მიერ სესხის აღებიდან ხელშეკრულების რეალურად შეწყვეტამდე არსებული პერიოდი შეადგენს 20 თვეს. მოსარჩელეს სრულად აქვს მიღებული მის მიერ გასესხებული თანხის პროცენტი ხელშეკრულების პირობების მის მიერ შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებების რეალურად შეწყვეტამდე ანუ 2016 წლის ივლისის თვის ჩათვლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების კრედიტორის მიერ დარღვევის გამო კი დაუშვებელია მსესხებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, დეპონირებული აქვთ თანხა, რომლითაც N--- სესხი უნდა ჩაითვალოს შესრულებულად, ვინაიდან გადახდა გაკეთებულია დეპონირებით და შესაბამისად უნდა გაუქმდეს იპოთეკაც 57 კვ.მ.-ზე. ამასთან, არ დაეთანხმა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას და განმარტა, რომ სახლში ცხოვრობს ხუთი არასრულწლოვანი ბავშვი, 3 ოჯახი და ისინი მზად არიან ნებაყოფლობით აღასრულონ გადაწყვეტილება მათ მიერ აღიარებულ მოთხოვნის ფარგლებში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 08 ოქტომბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის გაფორმდა №32-14 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა საკრედიტო ხაზის ლიმიტი - 24 000 აშშ დოლარის ფარგლებში. სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვრა - 60 თვით. აღნიშნული ხელშეკრულების 2.4. და 2.5. პუნქტების თანახმად, სესხის კონკრეტული ოდენობა, ვალუტა, სესხის სარგებლობის ვადები, სესხის დაფარვის პირობები, სესხის გაცემის საკომისიო, საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობა, მათი დარიცხვა გადახდის წესები და სესხის სხვა პირობები განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №32-14 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (ს.ფ 24-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.2. 2014 წლის 08 ოქტომბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის გაფორმდა №----- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა საკრედიტო ხაზის ლიმიტი - 1000 აშშ დოლარის ფარგლებში. სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვრა - 60 თვით. აღნიშნული ხელშეკრულების 2.4. და 2.5. პუნქტების თანახმად, სესხის კონკრეტული ოდენობა, ვალუტა, სესხის სარგებლობის ვადები, სესხის დაფარვის პირობები, სესხის გაცემის საკომისიო, საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობა, მათი დარიცხვა გადახდის წესები და სესხის სხვა პირობები განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №----- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (ს.ფ 26-27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

3.1.3. 2014 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული №32-14 ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 16 ოქტომბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის გაფორმდა №--- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ც-–--------–აძეზე გაიცა სესხი - 24 000 აშშ დოლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხით სარგებლობის ვადა - 60 თვე; სესხის დაფარვის თარიღი - 2019 წლის 15 ოქტომბერი; საპროცენტო სარგებელი - ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ძირი თანხის - 3%; პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის - 0,07%. ამავე ხელშეკრულების 2.9. პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა იწყება სესხის აღების მომენტიდან და გრძელდება სესხის ძირი თანხის მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით სრულად დაფარვამდე ან მისოს მიერ სესხის იძულებით ამოღებამდე (აღსრულებამდე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №--- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-29).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.4. 2014 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული №----- ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 16 ოქტომბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის გაფორმდა №--- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ც-–--------–აძეზე გაიცა სესხი - 1 000 აშშ დოლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხით სარგებლობის ვადა - 60 თვე; სესხის დაფარვის თარიღი - 2019 წლის 15 ოქტომბერი; საპროცენტო სარგებელი - ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ძირი თანხის - 3%; პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის - 0,07%. ამავე ხელშეკრულების 2.9. პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა იწყება სესხის აღების მომენტიდან და გრძელდება სესხის ძირი თანხის მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით სრულად დაფარვამდე ან მისოს მიერ სესხის იძულებით ამოღებამდე (აღსრულებამდე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №--- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 32-33).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.5. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის 2014 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული №--- და N--- სესხის ხელშეკრულების 6.1.6. პუნქტის თანახმად, „მსესხებელი ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით აცხადებს, რომ მისოში გამოქვეყნებულ (საპროცენტო განაკვეთების და სხვა) ცვლილებებს თვლის საჯარო ინფორმაციად, სათანადო წესის გაფრთხილებად და კისრულობს ცალსახა ვალდებულებას ზუსტად დაიცვას და შეასრულოს მათში მითითებული პირობები და მოთხოვნები“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №--- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-29).

- №--- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 32-33).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.6. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის 2014 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული №32-14 საკრედიტო ხაზისა და აღნიშნულის საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული №--- სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 08 ოქტომბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის გაფორმდა №32-N3 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ც-–--------–აძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქალაქი ქუთაისი, ფ--------- მეფის ქუჩა, პირველი შესახვევი, N3, დაზუსტებული ფართობი 424.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 0----------, შენობა ნაგებობების საერთო ფართი 536.91, დამხმარე ნაგებობა ფართით: 45.62 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №32-N3 იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 36-39).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 43-44).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.7. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის 2014 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული №----- საკრედიტო ხაზისა და აღნიშნულის საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული №--- სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 08 ოქტომბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის გაფორმდა №31-N3 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ც-–--------–აძის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონება, მდებარე - ქალაქი ქუთაისი, დ----- ა----–-----–ის გამზირის გასწვრივ, მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 57.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №31-N3 იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 40-42).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 45-46).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.8. 2016 წლის ივლისის თვეში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–-ს“ მიერ გამოქვეყნდა საჯარო ინფორმაცია ბ------–-ს პროდუქტებთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული თარიღიდან იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 1,7%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვებ. გვერდიდან ამონარიდი (იხ. ს.ფ. 106-107).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.9. ც-–--------–აძის მიერ ჯეროვნად არ შესრულებულა მასსა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ს“ შორის 2014 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული №--- და N--- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. N--- სესხზე დარღვეულ იქნა გადახდა 28.03.2015 წლიდან პერიოდულად, ხოლო გადახდა შეწყვიტა 22.12.2016 წლიდან. ც-–--------–აძის მიერ N--- სესხზე დარღვეულ იქნა გადახდის გრაფიკი 22.05.2015 წლიდან პერიოდულად, ხოლო გადახდა აღარ განუხორციელებია 22.12.2016 წლიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის ისტორიები №--- და N--- სესხებზე (ს.ფ. 47-52);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.10. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში შპს მისო ბ------–სა და ც-–--------–აძეს შორის N--- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხის გადასახდელად 2018 წლის 27 აპრილს შეტანილი იქნა თანხა 1000 (ათასი) აშშ დოლარის ოდენობით (შემომტანი: ბ--–- ჩ--------ე, პ/ნ 6-----------, სალაროს შემოსავლის ორდერი N2---------); ასევე დადგენილია, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში შპს მისო ბ------–სა და ც-–--------–აძეს შორის N--- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხის გადასახდელად იმავე დღეს შეტანილი იქნა თანხა 1000 (ათასი) აშშ დოლარის ოდენობით (შემომტანი: ბ--–- ჩ--------ე, პ/ნ 6-----------, სალაროს შემოსავლის ორდერი N2---------);

 

აღნიშნული სალაროს შემოსავლის ორდერები წარმოდგენილი იქნა სასამართლოში 2019 წლის 2 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 155-156);

- მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა (იხ. 2019 წლის 2 მაისის მოსამზადებელი სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და ადგენს, რომ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–-ს“ მიერ 2015 წლის ივლისში საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო სარგებლის - 1,7%-ის ოდენობით განსაზღვრის თაობაზე, უნდა გავრცელდეს მოსარჩელესა და ც-–--------–აძეს შორის გაფორმებულ იპოთეკური სესხის ხელშეკრულებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. აღნიშნული პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. კეთილსინდისიერების ზემოთ აღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, კი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად, კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 16 ოქტომბერს მოსარჩელესა და ც-–--------–აძეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და მოპასუხე ც-–--------–აძეს შორის, ამავე დღეს, ასევე გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. ამდენად, მხარეთა შორის დაიდო იპოთეკური სესხის ხელშეკრულება. ამასთან, დადგენილია რომ აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით (6.1.6 პუნქტი) განისაზღვრა, მსესხებლის ვალდებულება მისოში გამოქვეყნებული (საპროცენტო განაკვეთების და სხვა) ცვლილებები ჩათვალოს საჯარო ინფორმაციად, სათანადო წესის გაფრთხილებად და ზუსტად დაიცვას და შეასრულოს მათში მითითებული პირობები და მოთხოვნები. დადგენილია, ასევე რომ 2016 წლის ივლისში შეიცვალა შპს მისო „ბ------–-ს“ მიერ გაცემულ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო სარგებლის ოდენობა, განისაზღვრა 1,7%-ით და აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდა საჯაროდ. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული საჯარო შეთავაზება ვრცელდებოდა მხოლოდ ახალ გაცემულ სესხებზე, ვინაიდან აღნიშნული ცალსახად არ გამომდინარეობს ხელშეკრულების ზემოთ დასახელებული პუნქტიდან და ითვალისწინებს მხოლოდ მოსარჩელის, როგორც სამართლებრივ ურთიერთობაში დომინირებული მდგომარეობის მქონე საკრედიტო დაწესებულების ინტერესს და მიიჩნევს, რომ იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებული ცვლილება სარგებლის თაობაზე, ასევე უნდა გავრცელდეს მხარეთა შორის დადებულ იპოთეკური სესხის ხელშეკრულებაზეც. ხელშეკრულების ზემოთ აღნიშნული სადავო დანაწესის სხვაგვარი განმარტების სათანადო და კვალიფიციური შედავება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პროცენტზე შეთანხმება საჭიროებდა წერილობით ფორმას, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ზემოთ აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, მსესხებელმა - ც-–--------–აძემ მიმართა გამსესხებელს და მოსთხოვა ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგება, რაზეც მიიღო უარი. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 8.9. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მხარეთა ხელმოწერით და მისოს ბეჭდით დადასტურებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, განსახილველ შემთხვევაში ცვლილების წერილობითი ფორმით განხორციელება ვერ მოხდა მოსარჩელის ბრალით, რის გამოც მოსარჩელის განმარტება აღნიშნულის თაობაზე დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია. აქედან გამომდინარე, 2016 წლის ივლისიდან მხარეთა შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებას უნდა დაერიცხოს შემცირებული საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ნაწილის 1,7%-ის ოდენობით. ხელშეკრულების ზემოთ მითითებული პუნქტის სხვაგვარი განმარტება ზიანის მომტანი იქნება მსესხებლის, როგორც ხელშეკრულების „სუსტი მხარისათვის“ და გამოიწვევს მისი უფლებების არათანაზომიერ შეზღუდვას. სასამართლოს მოსაზრებით კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად) საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №--- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-29)

- №--- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 32-33)

- ამონარიდი ვებ.გვერდიდან (ს.ფ. 106-107).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 316-317-ე, 286-ე, 301-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 403-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-ე, მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირი თანხის - 23 373 აშშ დოლარის ნაწილში. შესაბამისად, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–-ს“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 08 ოქტომბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის გაფორმებული №32-14 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 08 ოქტომბერს გაფორმდა №--- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ც-–--------–აძეზე გაიცა სესხი - 24 000 აშშ დოლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხით სარგებლობის ვადა - 60 თვე; სესხის დაფარვის თარიღი - 2019 წლის 15 ოქტომბერი; საპროცენტო სარგებელი - ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ძირი თანხის - 3%; პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის - 0,07%.

 

ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 08 ოქტომბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის გაფორმებული №----- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 16 ოქტომბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის გაფორმდა №--- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ც-–--------–აძეზე გაიცა სესხი - 1 000 აშშ დოლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხით სარგებლობის ვადა - 60 თვე; სესხის დაფარვის თარიღი - 2019 წლის 15 ოქტომბერი; საპროცენტო სარგებელი - ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ძირი თანხის - 3%; პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის - 0,07%.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

დადგენილია და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა მსესხებელმა სრულად მიიღო. მას სესხი უნდა დაეფარა ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე ც-–--------–აძეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–თან“ დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები ჯეროვნად არ შეუსრულებია. აღნიშნულის საფუძველზე სესხის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის მართლზომიერება, კი მხარეებს არ გაუხდიათ სადაო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის პროცენტის დაკისრების თაობაზე, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სესხით სარგებლობისათვის პროცენტსა და მის ოდენობაზე შეთანხმება მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში ხდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–სა“ და ც-–--------–აძეს შორის 2014 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული N--- და N--- სესხის ხელშეკრულებებით განისაზღვრა საპროცენტო სარგებლის ოდენობა - ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ძირი თანხის - 3%-ის ოდენობით. სესხი უნდა დაფარულიყო - 2019 წლის 15 ოქტომბრამდე. ამასთან, სასამართლომ, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო სარგებლის ცვლილების თაობაზე (ყოველთვიურად 1,7%), 2016 წლის ივლისიდან, უნდა გავრცელებულიყო მოსარჩელესა და ც-–--------–აძეს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებაზეც (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–-ს“ მოთხოვნა 2014 წლის 16 ოქტომბრის N--- სესხის ხელშეკრულებაზე მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის თაობაზე, (საპროცენტო სარგებელი დაანგარიშებულია სარჩელის შეტანის დღემდე - 2017 წლის 30 მაისამდე) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ც-–--------–აძეს უნდა დაეკისროს სარგებლის გადახდა ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის - 23 373 აშშ დოლარის 1,7%-ის, ჯამში 397.34 აშშ დოლარის ოდენობით. ხოლო 2014 წლის 16 ოქტომბრის N--- სესხის ხელშეკრულებაზე მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის თაობაზე, (საპროცენტო სარგებელი დაანგარიშებულია სარჩელის შეტანის დღემდე - 2017 წლის 30 მაისამდე) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ც-–--------–აძეს უნდა დაეკისროს სარგებლის გადახდა ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის - 950 აშშ დოლარის 1,7%-ის, ჯამში 16.15 აშშ დოლარის ოდენობით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული, ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება, რომლის შესრულების ვადაც არის დარღვეული. ასევე დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პროცენტზე. კერძოდ, სესხის ხელშეკრულების 2.9. პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა იწყება სესხის აღების მომენტიდან და გრძელდება სესხის ძირი თანხის მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით სრულად დაფარვამდე ან მისოს მიერ სესხის იძულებით ამოღებამდე (აღსრულებამდე).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენს, ხოლო მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით პირდაპირ იყო გათვალისწინებული პროცენტი ვალდებულების დარღვევისათვის, მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის ფულადი ვალდებულების დარღვევისათვის პროცენტის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამასთან, ვინაიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის ივლისიდან მხარეთა შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებას უნდა დაერიცხოს საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ნაწილის 1,7%-ის ოდენობით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის გადახდა ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 23 373 აშშ დოლარის 1,7%-ის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ხოლო N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის გადახდა ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 950 აშშ დოლარის 1,7%-ის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე,6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა მიერ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის - 0,07%-ის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა იწყება საპროცენტო სარგებლის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადახდის ვადის მეორე დღიდან. მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ დადგენილ ვადაში არ არის გადახდილი სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. ხოლო, ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მეორე შემთხვევაში, მისი ოდენობის შემცირების მართლზომიერებასთან მიმართებაში, სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვის მქონე მექანიზმზე და ასევე, როგორც განცდილი ზიანის ანაზღაურების მოქნილ ინსტრუმენტზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.

 

კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მოპასუხე ც-–--------–აძეს მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–-ს” სასარგებლოდ 2014 წლის 16 ოქტომბრის №--- სესხის ხელშეკრულებაზე 2017 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხის ძირ თანხაზე 23 373 აშშ დოლარზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისროს პირგასამტეხლო 0.03 %-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 7.01 აშშ დოლარს, ხოლო №--- სესხის ხელშეკრულებაზე 2017 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხის ძირ თანხაზე 950 აშშ დოლარზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისროს პირგასამტეხლო 0.03 %-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 0.28 აშშ დოლარს.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილების თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

იპოთეკა სანივთო-სამართლებრივი უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა და ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის პრევენციას ახდენს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას იპოთეკა იკავებს შესრულების ადგილს და კრედიტორს უზრუნველყოფის საშუალების მეშვეობით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს. ე.ი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის კრედიტორს, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილება ენიჭება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ნივთის რეალიზაციის გზით. ამასთან, კანონმდებლის მიერ დადგენილია შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება თუნდაც მაშინ, როდესაც იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა საკმარისი არ არის ამ მოთხოვნის დასაფარად, თუკი კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული ნორმა მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შეთანხმდნენ სტანდარტულ წესზე. კერძოდ, იმ საკითხზე, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნაკლებობისას მოთხოვნის უფლება არ გაუქმდება. ამდენად, მითითებული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა და მოთხოვნის ოდენობას შორის მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის 2014 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული №32-14 საკრედიტო ხაზისა და აღნიშნულის საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 08 ოქტომბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის გაფორმდა №32-N3 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ც-–--------–აძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ ქუთაისში, ფ--------- მეფის ქუჩა, პირველი შესახვევი, N3, დაზუსტებული ფართობი 424.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 0----------, შენობა ნაგებობების საერთო ფართი 536.91, დამხმარე ნაგებობა ფართით: 45.62 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0-----------.

 

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის 2014 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული №----- საკრედიტო ხაზისა და აღნიშნულის საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 08 ოქტომბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის გაფორმდა №31-N3 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ც-–--------–აძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ ქუთაისში, დ----- ა----–-----–ის გამზირის გასწვრივ, მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 57.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0-----------. ამასთან, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–სა“ და ც-–--------–აძეს შორის 2014 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებულ საკრედიტო ხაზისა და სესხის ხელშეკრულებების 3.1. პუნქტების თანახმად, მსესხებელი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, ხოლო შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–სა” და ც-–--------–აძეს შორის გაფორმებული N32-N3 და N31-N3 იპოთეკის ხელშეკრულებების 4.2.2. პუნქტის თანახმად, კი იმ შემთხვევაში, როდესაც იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ არის საკმარისი მოვალის ვალდებულებების დასაფარად, მისო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს დანარჩენი თანხა მოვალისაგან. ასევე მოითხოვოს აღსრულების მიქცევა მოვალის კუთვნილ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე დარჩენილი უკვე არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–-ს“ მოთხოვნა არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, ც-–--------–აძის საკუთრებაში არსებული ზემოთ დასახელებული უძრავი ქონებების სარეალიზაციოდ მიქცევისა და ამოღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულების ც-–--------–აძის ქონებაზე მიქცევის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.7. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 08 ოქტომბერს შპს,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ და ც-–--------–აძეს შორის დადებული საკრედიტო ხაზის N----- და N----- ხელშეკრულებების 7.9 პუნქტის, 2014 წლის 16 ოქტომბრის N--- და N--- სესხის ხელშეკრულებების 8.10 პუნქტის და 2014 წლის 08 ოქტომბრის N32-N3 N31-N3 იპოთეკის ხელშეკრულებების 7.12 პუნქტების მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.11 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

6.8. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით რომ, ვინაიდან მათ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე შეიტანეს თანხა, რადგან მოსარჩელე უარს აცხადებდა მიღებაზე, უნდა ჩაითვალოს ვალდებულების შესრულებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის თანახმად თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დეპონირების გზით ვალდებულება შეიძლება შეწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი. გარდა ამისა, მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს სხვა პირობებიც.

 

დეპონირების საფუძვლად რომ ჩაითვალოს, შესრულების მიღების დაყოვნება კრედიტორის ბრალით უნდა იყოს გამოწვეული, ამასთან მიღების დაყოვნება უნდა იყოს რეალური. დეპონირების გზით მოვალეს შეუძლია შეწყვიტოს ვალდებულება, თუკი უცნობია კრედიტორის ადგილსამყოფელი, რის გამოც მოვალე ვერ ახერხებს შესრულების საგნის გადაცემას კრედიტორისათვის.

 

დეპონირების წესი განსხვავებულია იმისდა მიხედვით, ხდება მოძრავი ნივთების, ფულის თუ სხვა ფასიანი ქაღალდების დეპონირება. სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოვალე შესრულების საგანს შესანახად გადასცემს სასამართლოს ან ნოტარიუსს, ხოლო ფული ან სხვა ფასიანი ქაღალდები შეაქვს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. დეპონირებად არ ჩაითვლება, თუ მოვალე კრედიტორის სახელზე ბანკში გახსნის ანგარიშს და იქ გადარიცხავს ფულს. ასევე არ ჩაითვლება დეპონირებად, თუ მოვალე შესრულების საგანს შეინახავს საბანკო სეიფში ან შემნახველ საკანში და გასაღებს ჩააბარებს სასამართლოს ან ნოტარიუსს. ამასთან დეპონირებისას მოვალემ სასამართლოს ან ნოტარიუსს უნდა წარუდგინოს საბუთები, რომლებიც დაადასტურებენ მისი ვალდებულების არსებობას, შესრულების ვადის დადგომას, ასევე იმის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში შპს მისო ბ------–სა და ც-–--------–აძეს შორის N--- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხის გადასახდელად 2018 წლის 27 აპრილს შეტანილი იქნა თანხა 1000 (ათასი) აშშ დოლარის ოდენობით (შემომტანი: ბ--–- ჩ--------ე, პ/ნ 6-----------, სალაროს შემოსავლის ორდერი N2---------); ასევე დადგენილია, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში შპს მისო ბ------–სა და ც-–--------–აძეს შორის N--- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხის გადასახდელად იმავე დღეს შეტანილი იქნა თანხა 1000 (ათასი) აშშ დოლარის ოდენობით (შემომტანი: ბ--–- ჩ--------ე, პ/ნ 6-----------, სალაროს შემოსავლის ორდერი N2---------);

 

აღნიშნული სალაროს შემოსავლის ორდერები მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოადგინა სასამართლოში 2019 წლის 2 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა დეპონირების წინაპირობები, ამასთან დარღვეული იქნა სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლით დადგენილი დეპონირების წესი, რადგან ფულადი თანხა შეტანილი უნდა ყოფილიყო ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე და არა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე. ამასთან თანხის შეტანისას არ ყოფილა წარმოდგენილი საბუთები, რომლებიც დაადასტურებენ ც-–--------–აძის ვალდებულების არსებობას, შესრულების ვადის დადგომას, ასევე იმის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი. ირკვევა, რომ 2018 წლის 27 აპრილს თანხის შეტანის თაობაზე სასამართლოსთვის და კრედიტორისათვის ცნობილი გახდა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მოპასუხის მიერ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე თანხის შეტანას ვერ მიიჩნევს დეპონირებად, რის გამოც ვალდებულება კრედიტორის წინაშე შესრულებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაუბრუნდეს ეს თანხები საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშიდან.

 

შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენლის მოთხოვნა ვალდებულების დეპონირებით შესრულების გამო ქალაქ ქუთაისში, დ----- ა----–-----–ის გამზირის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთის (დაზუსტებული ფართობი 57.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0-----------) ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

6.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც მოპასუხეს გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ, კერძოდ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი. ამასთან სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და აყენებდა მოპასუხეს კაბალურ მდგომარეობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეების მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 5000 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სესხის ძირითადი თანხის - 23 373 აშშ დოლარის ნაწილში ცნო სარჩელი. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი, კერძოდ - 2012.41 ლარის ოდენობით (23 373 აშშ დოლარი X 2.87 ლარზე = 2012.41 ლარი, დაზუსტებული სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (09.06.2017წ.) ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი შეადგენდა - 2,87 ლარს.

 

ამდენად, მოპასუხე ც-–--------–აძეს მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 1776.51 ლარის ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1211.07 ლარი - ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

7.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების საფასურის - 500 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მის მიერ გაღებული იურიდიული მომსახურების საფასურის - 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე. ამასთან, სარჩელს ერთვის 250 ლარის ოდენობით იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება N220 (იურიდიული მომსახურების) და N221 (საშემოსავლო იურიდიული მომსახურების)). შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–-ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხე ც-–--------–აძეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–-ს” სასარგებლოდ დაეკისროს - 2014 წლის 16 ოქტომბრის №--- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 27 988.45 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 23 373 აშშ დოლარი, პროცენტი - 1986.70 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2628.75 აშშ დოლარი.

 

1.2. მოპასუხე ც-–--------–აძეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–-ს” სასარგებლოდ დაეკისროს - 2014 წლის 16 ოქტომბრის №--- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1132.21 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 950 აშშ დოლარი, პროცენტი - 80.75 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 101.46 აშშ დოლარი.

 

1.3. მოპასუხე ც-–--------–აძეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–-ს” სასარგებლოდ 2014 წლის 16 ოქტომბრის №--- სესხის ხელშეკრულებაზე დაეკისროს სარგებლის (პროცენტის) გადახდა ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის - 23 373 აშშ დოლარის 1,7%-ის ოდენობით, ანუ ყოველთვიურად 397.34 აშშ დოლარი, 2017 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.4. მოპასუხე ც-–--------–აძეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–-ს” სასარგებლოდ 2014 წლის 16 ოქტომბრის №--- სესხის ხელშეკრულებაზე დაეკისროს სარგებლის (პროცენტის) გადახდა ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის - 950 აშშ დოლარის 1,7%-ის ოდენობით, ანუ ყოველთვიურად 16.15 აშშ დოლარი, 2017 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.5. მოპასუხე ც-–--------–აძეს მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–-ს” სასარგებლოდ 2014 წლის 16 ოქტომბრის №--- სესხის ხელშეკრულებაზე 2017 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხის ძირ თანხაზე 23 373 აშშ დოლარზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისროს პირგასამტეხლო 0.03 %-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 7.01 აშშ დოლარს.

1.6. მოპასუხე ც-–--------–აძეს მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–-ს” სასარგებლოდ 2014 წლის 16 ოქტომბრის №--- სესხის ხელშეკრულებაზე 2017 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხის ძირ თანხაზე 950 აშშ დოლარზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისროს პირგასამტეხლო 0.03 %-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 0.28 აშშ დოლარს.

 

2. 2014 წლის 16 ოქტომბრის №--- სესხის ხელშეკრულებაზე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ (იძულებითი რეალიზაცია აუქციონის წესით) მიექცეს ც-–--------–აძის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე - ქალაქი ქუთაისი, ფ--------- მეფის ქუჩა, პირველი შესახვევი, N3, დაზუსტებული ფართობი 424.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 0----------, შენობა ნაგებობების საერთო ფართი 536.91 კვ.მ, დამხმარე ნაგებობა ფართით: 45.62 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0-----------.

 

3. 2014 წლის 16 ოქტომბრის №--- სესხის ხელშეკრულებაზე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ (იძულებითი რეალიზაცია აუქციონის წესით) მიექცეს ც-–--------–აძის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე - ქალაქი ქუთაისი, დ----- ა----–-----–ის გამზირის გასწვრივ, მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 57.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0-----------.

 

4. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–-ს“ მიმართ არსებულ ვალდებულებას, აღსრულება მიექცეს ც-–--------–აძის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

 

5. მოპასუხე ც-–--------–აძეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–-ს” სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1776.51 ლარის ოდენობით, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯები ჯამში 250 ლარის ოდენობით.

 

6. მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 2012.41 ლარის ოდენობით, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: მიმღები: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში; ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 3--------, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: T------- (5000.00 ლარი, გადახდის თარიღი: 02/ივნისი/2017წ, საგადახდო დავალება №219, გადამხდელი: შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–-”, გადამხდელის ბანკი: სს ,,ტერა ბანკი“). ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1211.07 ლარი - ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

7. მოპასუხე ც-–--------–აძეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან დაუბრუნდეს შპს მისო ბ------–სა და ც-–--------–აძეს შორის N--- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხის გადასახდელად 2018 წლის 27 აპრილს შეტანილი თანხა 1000 (ათასი) აშშ დოლარის ოდენობით (შემომტანი: ბ--–- ჩ--------ე, პ/ნ 6-----------, სალაროს შემოსავლის ორდერი N2---------);

 

8. მოპასუხე ც-–--------–აძეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან დაუბრუნდეს შპს მისო ბ------–სა და ც-–--------–აძეს შორის N--- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხის გადასახდელად 2018 წლის 27 აპრილს შეტანილი თანხა 1000 (ათასი) აშშ დოლარის ოდენობით (შემომტანი: ბ--–- ჩ--------ე, პ/ნ 6-----------, სალაროს შემოსავლის ორდერი N2---------);

 

9. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11-12 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე