გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.12.2019
საქმის ნომერი
010210018002774662
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002774662

№2-5282/2018წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - ჟ--–---- დ-------ე

წარმომადგენელი - გ----------------–---–ი

მოპასუხე - მ------- დ-------ე

წარმომადგენელი - რ----- გ--------ე

მოპასუხე - ა-----–--- დ-------ე

წარმომადგენელი - ა-–---------- ბ------

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 20 ნოემბერს ა-----–--- დ-------ესა და მ------- დ-------ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN68-ში ს/კ N0----------- და ჟ--–---- დ-------ე ცნობილი იქნეს ამჟამად მ------- დ-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN68-ში ს/კ N0----------- თანამესაკუთრედ. შესაბამისად აღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილი საჯარო რეესტრში აღირიცხოს ჟ--–---- დ-------ის საკუთრებაში;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 20 ნოემბერს ა-----–--- დ-------ესა და მ------- დ-------ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN73-ში ს/კ N0----------- და ჟ--–---- დ-------ე ცნობილი იქნეს ამჟამად მ------- დ-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN73-ში ს/კ N0----------- თანამესაკუთრედ. შესაბამისად აღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილი საჯარო რეესტრში აღირიცხოს ჟ--–---- დ-------ის საკუთრებაში;

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 20 ნოემბერს ა-----–--- დ-------ესა და მ------- დ-------ეს შორის გაფორმებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, (რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშანი R-------- , მარკა მოდელი ტოიოტა ლენდკრუიზერი LC150, ფერი -რუხი, გამოშვების წელი - 2015, საიდენტიფიკაციო ნომერი- J----------------) ნასყიდობის ხელშეკრულება და ჟ--–---- დ-------ე ცნობილი იქნეს ამჟამად მ------- დ-------ის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშანი RR-422- KK , მარკა მოდელი ტოიოტა ლენდკრუიზერი LC150, ფერი -რუხი, გამოშვების წელი - 2015, საიდენტიფიკაციო ნომერი- J----------------), ½ ნაწილის მესაკუთრედ.

 

მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე მითითებით, კერძოდ: მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი 1978 წლიდან იმყოფება ა-----–--- დ-------ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ჰყავთ საერთო შვილები. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ მიერ ერთობლივად შეძენილი იქნა უძრავი ქონება მდებარე, ქ. ბათუმი, ქუჩა ბ------------ #68 (ს/კ 0-----------), ასევე უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ქუჩა ბ------------ #73 (ს/კ 0-----------). ერთად ცხოვრების პერიოდში ასევე შეძენილი იქნა მოძრავი ქონება, კერძოდ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მახასიათებლებია - სანომრე ნიშანი R------, მარკა მოდელი - ტოიოტა ლენდკრუიზერ LC150, ფერი - რუხი, გამოშვების წელი - 2015, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------. მოსარჩელის განმარტებით მას აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენაში მიუძღვის წილი, ვინაიდან მან მეუღლეს 2015 წელს გაატანა 16000 აშშ დოლარი აღნიშნული ავტომანქანის შეძენის მიზნით. მოსარჩელის განმარტებით მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება იმთავითვე დარეგისტრირდა მოპასუხე ა-----–--- დ-------ის სახელზე. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე ა-----–--- დ-------ემ როგორც უძრავი ქონებები, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაუფორმა ძმიშვილს მ------- დ-------ეს. მოსარჩელის მტკიცებით აღნიშნული გარიგება არის მოჩვენებითი, ვინაიდან აბესლომ დ-------ისათვის მ------- დ-------ეს რაიმე სახის თანხა არ გადაუხდია. მოსარჩელე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ვინადაინ სადაო ქონებები შეძენილი იყო მათი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში მოპასუხე ა-----–--- დ-------ეს არ ჰქონდა უფლება მოსარჩელის თანხმობის გარეშე გაესხვისებინა მესამე პირზე აღნიშნული ქონებები, მით უმეტეს მაშინ, როცა მ------- დ-------ისათვის ცნობილი იყო, რომ მას არ სურდა ქონების გაყიდვა და მეუღლეებს შორის იყო დავა ქონებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე მხარე ასევე უთითებს იმ გარემოებებზე, რომ მას სადაო ქონების გარდა სხვა ქონება ფაქტობრივად არ გააჩნია და იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება გარიგებების ბათილად ცნობა და ქონების მის საკუთრებაში აღრიცხვა, ის ფაქტობრივად დარჩება ქუჩაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა-----–--- დ-------ემ სარჩელი არ ცნო და მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ მან ნამდვილად გაასხვისა სადაო ქონებები მოსარჩელის თანხმობის გარეშე, თუმცა მის მიერ ქონების განსხვისება განპირობებული იყო აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ვინაიდან მას ჰქონდა მძიმე მატერიალური მდგომაროება და კრედიტორების წინაშე დავალიანება. სწორედ ამ დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით მოახდინა აღნიშნული სადაო ქონებების გასხვისება. მოპასუხე ა-----–--- დ-------ე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადაო უძრავ-მოძრავი ქონება ნამდვილად შეძენილია მათი ქორწინების პერიოდში, თუმცა განმარტავს, რომ აღნიშნული ქონებები შეძენილია მის მიერ გამომუშავებული თანხებით. მოსარჩელე ჟ--–---- დ-------ეს კი ქორწინების პირველი დღიდან დღემდე ერთი დღეც არ უმუშავია და სადაო ქონებათა შეძენაში რაიმე სახის მონაწილეობა არ მიუღია. მოპასუხე ა-----–--- დ-------ე ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მოპასუხის ა-----–--- დ-------ის მატერიალური მდგომაროება, ასევე ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ის მისი სასესხო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით აპირებდა სადაო ქონებების გასხვისებას. მოპასუხის მტკიცებით მის მიერ ქონების გაყიდვა მოხდა რეალურად, მ------- დ-------ე არ არის მისი ნათესავი და არანაირ თვალთმაქცურ გარიგებას ადგილი არ ქონია. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე ა-----–--- დ-------ის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ჟ--–---- დ-------ის სასარჩელო მოთხოვნები არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე მ------- დ-------ის წარმომადგენელი სარჩელი არ ცნობს და განმარტავს, რომ მ------- დ-------ე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის მხარეში. იგი მამით არის ქართველი. მართალია არის გვარად დ-------ე, მაგრამ არანაირი ნათესაური კავშირი ა-----–--- დ-------ესთან არ გააჩნია. მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებით მ------- დ-------ემ ა-----–--- დ-------ე გაიცნო საქართველოში, კერძოდ ქალაქ ბათუმში სტუმრად ყოფნის დროს. მას ძალიან მოეწონა ბათუმი და წელიწადში რამოდენიმეჯერ ჩამოდიოდა დასასვენებლად. ბოლოს გადაწყვიტა, რომ აქ შეეძინა უძრავი ქონება, რომელსაც გამოიყენებდა სამომავლო ბიზნეს საქმიანობისათვის. მოპასუხის განმარტებით ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში, როცა ის ისვენებდა ბათუმში შეხვდა უკვე ნაცნობ ა-----–--- დ-------ეს, რომელმაც განუცხადა, რომ ყიდდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ვინაიდან ჰქონდა სესხად აღებული თანხები, რომლის დაბრუნებასაც დაუყოვნებლივ ითხოვდნენ კრედიტორები. მ------- დ-------ეს ჰქონდა რა ინტერესი ბათუმში უძრავი ქონების შეძენისა, დაათვალიერა ა-----–--- დ-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ა-----–--- დ-------ეს შეუთანხმდა, რომ შემოდგომაზე ჩამოვიდოდა რუსეთის ფედერაციიდან, ჩამოიტანდა ფულს და შეიძენდა აღნიშნულ საცხოვრებელ სახლებს. 2018 წლის ნოემბერში კი მ------- დ-------ე ჩამოვიდა საქართველოში, ჩამოიტანა საცხოვრებელი სახლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენისათვის საჭირო თანხები და შეიძინა აღნიშნული სადაო ქონებები. მოპასუხე მ------- დ-------ის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მ------- დ-------ე არის კეთილსინდისიერი შემძენი, ვინაიდან სადაო ქონებები საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოპასუხე ა-----–--- დიასმაიძის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მ------- დ-------ის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ჟ--–---- დ-------ის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ჟ--–---- დ-------ე და ა-----–--- დ-------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1978 წლის 07 აპრილიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ქორწინების მოწმობის ასლი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ჟ--–---- დ-------ეს და ა-----–--- დ-------ეს შორის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში ა-----–--- დ-------ის სახელზე შეძენილი იქნა უძრავი ქონებები, კერძოდ: 1) 2008 წლის 8 მაისს შეძენილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN68, საკადასტრო კოდი: 0-----------. 2) 2010 წლის 27 დეკემბერს შეძენილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN73, საკადასტრო კოდი: 0-----------.

 

ასევე დადგენილია, რომ ჟ--–---- დ-------ეს და ა-----–--- დ-------ეს შორის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, კერძოდ 2016 წლის 25 აგვისტოს შეძენილი იქნა ა-----–--- დ-------ის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მახასიათებლებია - სანომრე ნიშანი RR422kk, მარკა მოდელი - ტოიოტა ლენდკრუიზერ LC150, ფერი - რუხი, გამოშვების წელი - 2015, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- 08.05.2008წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

- 27.12.2010წ საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.

- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.14.12.2018წ.

- სატრანსპორტო საშუალების ისტორია.

 

3.2.2. 2018 წლის 20 ნოემბერს ა-----–--- დ-------ესა და მ------- დ-------ეს შორის დადებული იქნა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ა-----–--- დ-------ემ მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN68, საკადასტრო კოდი: 0----------- მიყიდა მ------- დ-------ეს 40 000 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- 20.11.2018წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2.3. 2018 წლის 20 ნოემბერს ა-----–--- დ-------ესა და მ------- დ-------ეს შორის დადებული იქნა მეორე ნასყიდობის ხელშეკრულებაც, რომლის თანახმად ა-----–--- დ-------ემ მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN73, საკადასტრო კოდი: 0----------- მიყიდა მ------- დ-------ეს 60 000 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- 20.11.2018წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2.4. 2018 წლის 20 ნოემბერს ა-----–--- დ-------ეს და მ------- დ-------ეს შორის დაიდო ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ა-----–--- დ-------ემ მ------- დ-------ეს მიყიდა მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მახასიათებლებია - სანომრე ნიშანი RR422kk, მარკა მოდელი - ტოიოტა ლენდკრუიზერ LC150, ფერი - რუხი, გამოშვების წელი - 2015, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------. იმავე დღეს ზ/აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების ბიუროში აღირიცხა მ------- დ-------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.14.12.2018წ.

- სატრანსპორტო საშუალების ისტორია.

 

3.2.5. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის შპს „ამბაზი-3“-ის უძრავი ქონების შეფასების შესახებ დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნის თანახმად ქ. ბათუმში, ბ------------ს ქN73-ში (საკადასტრო კოდი: 0-----------) მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაა 631 000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- შპს „ამბაზი-3“-ის შეფასება.

 

3.2.6. დადგენილია, რომ მ------- დ-------ე დაბადებულია რუსეთის რეპუბლიკაში და დღემდე იქ ცხოვრობს, მაგრამ იგი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და სტუმრობდა მამის მხრიდან ნათესავებს, მათ შორის ჟ--–---- დ-------ის და მ------- დ-------ის ოჯახს, 2018 წლის ზაფხულში რამოდენიმე დღის განმავლობაში ცხოვროდა კიდევ მათ სახლში, მათი დახმარებით ეცნობოდა სხვა ნათესავებსაც. ამდენად სასამართლო დადგენლად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მ------- დ-------ე და ა-----–--- დ-------ე წლების განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს და შესაბამისად წლების განმავლობაში ქონდათ ერთმანეთთან ნათესაური ურთიერთობა. ასევე დადგენილია, რომ მ------- დ-------ე კარგად იცნობდა ჟ--–---- დ-------ის და ა-----–--- დ-------ის ოჯახს, მეგობრობდა როგორც ა-----–--- დ-------ესთან, ასევე ჟ--–---- დ-------ის და ა-----–--- დ-------ის შვილთან გია დ-------ესთან და მისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ჟ--–---- დ-------ე და ა-----–--- დ-------ე იყვნენ ცოლ-ქმარი.

 

სასამართლო მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე იზიარებს ჟ--–---- დ-------ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მ------- დ-------ისათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ჟ--–---- დ-------ე წინააღმდეგი იყო ქონების გაყიდვის, რის გამოც მოპასუხეებმა სადაო ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს მისგან მალულად ქ. თბილისში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- მოწმეთა ჩვენება.

- ფოტოსურათები.

- დაბადების მოწმობა.

- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები.

 

3.2.7. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ჟ--–---- დ-------ე ამჟამად ცხოვრობს ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN68-ში მდებარე სადაო საცხოვრებელ სახლში და მას სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია.

 

ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ა-----–--- დ-------ეც ამჟამად კვლავ აგრძელებს ცხოვრებას ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN73-ში მდებარე სადაო საცხოვრებლ სახლში და არც მას გააჩნია სხვა საცხოვრებელი.

 

მხარეთა ახსნა-განმარტების და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სასამართლო ასევე იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სადაო ავტოსატანსპორტო საშუალებასაც დღემდე ფლობს და სარგებლობს ა-----–--- დ-------ე და იგი არ არის გადაცემული მ------- დ-------ეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- მოწმეთა ჩვენება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ ჟ--–---- დ-------ის სარჩელი საფუძლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად: 1) ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 20 ნოემბერს ა-----–--- დ-------ესა და მ------- დ-------ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN68-ში ს/კ N0----------- და ჟ--–---- დ-------ე ცნობილი იქნეს ამჟამად მ------- დ-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ბათუმი, ბ------------ს ქN68-ში ს/კ N0----------- თანამესაკუთრედ. შესაბამისად აღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილი საჯარო რეესტრში აღირიცხოს ჟ--–---- დ-------ის საკუთრებაში; 2) ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 20 ნოემბერს ა-----–--- დ-------ესა და მ------- დ-------ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN73-ში ს/კ N0----------- და ჟ--–---- დ-------ე ცნობილი იქნეს ამჟამად მ------- დ-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ბათუმი, ბ------------ს ქN73-ში ს/კ N0----------- თანამესაკუთრედ. შესაბამისად აღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილი საჯარო რეესტრში აღირიცხოს ჟ--–---- დ-------ის საკუთრებაში; 3) ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 20 ნოემბერს ა-----–--- დ-------ესა და მ------- დ-------ეს შორის გაფორმებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, (რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშანი R---------- , მარკა მოდელი ტოიოტა ლენდკრუიზერი LC150, ფერი -რუხი, გამოშვების წელი - 2015, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------) ნასყიდობის ხელშეკრულება და ჟ--–---- დ-------ე ცნობილი იქნეს ამჟამად მ------- დ-------ის სახელზე რიცხულ ავტომობილზე (რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშანი R---------- , მარკა მოდელი ტოიოტა ლენდკრუიზერი LC150, ფერი -რუხი, გამოშვების წელი - 2015, საიდენტიფიკაციო ნომერი- J----------------), ½ ნაწილის მესაკუთრედ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50, 56-ე, 185-ე, 312-ე, 477-ე, 1158-ე, 1159-ე, 1163-ე, 1164-ე და 1168-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ “ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო მეურნეობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN68-ში (საკადასტრო კოდი: 0-----------) და ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN73-ში (საკადასტრო კოდი: 0-----------) მდებარე უძრავი ქონებები და ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მახასიათებლებია - სანომრე ნიშანი RR422kk, მარკა მოდელი - ტოიოტა ლენდკრუიზერ LC150, ფერი - რუხი, გამოშვების წელი - 2015, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------, ა-----–--- დ-------ის მიერ შეძენილია ჟ--–---- დ-------ესთან რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, კერძოდ 2008 წლის 8 მაისს შეძენილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN68, საკადასტრო კოდი: 0-----------, 2010 წლის 27 დეკემბერს შეძენილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN73, საკადასტრო კოდი: 0-----------, ხოლო 2016 წლის 25 აგვისტოს შეძენილი იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მახასიათებლებია - სანომრე ნიშანი RR422kk, მარკა მოდელი - ტოიოტა ლენდკრუიზერ LC150, ფერი - რუხი, გამოშვების წელი - 2015, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად კი თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, ხოლო ამავე კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამდენად ვინაიდან ქ. ბათუმში, ბ------------ს ქN68-ში და ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN73-ში მდებარე უძრავი ქონებები და ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მახასიათებლებია - სანომრე ნიშანი RR422kk, მარკა მოდელი - ტოიოტა ლენდკრუიზერ LC150, ფერი - რუხი, გამოშვების წელი - 2015, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------, წარმოადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას, შესაბამისად ისინი წარმოადგენს თანასაკუთრებაში არსებულ ქონებებს, ამიტომ აღნიშნულ ქონებაში მეუღლეთა წილი თანაბარია, შესაბამისად თითოეულ მათგანს ზ/აღნიშნული უძრავ-მოძრავ ქონებიდან ეკუთვნოდა ქონების ½ წილი. მიუხედავად ზ/აღნიშნულისა სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ჟ--–---- დ-------ემ უარი განაცხადა ქონების გაყიდვაზე, რის გამოც დაიძაბა მეუღლეებს შორის ურთიერთობა და დადგა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის საკითხი, ა-----–--- დ-------ემ ზ/აღნიშნული თანასაკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება მიყიდა მის ნაცნობს და ნათესავს, მოპასუხე მ------- დ-------ეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. Aამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს ერთის მხრივ ა-–---------- დ-------ეს და მეორეს მხრივ მ------- დ-------ეს შორის გაფორმებული იქნა უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც ა-–---------- დ-------ემ მ------- დ-------ეს მიყიდა მის სახელზე რიცხული და მოსარჩელე ჟ--–---- დ-------ის თანასაკუთრებაში რიცხული ქ. ბათუმში, ბ------------ს ქN68 და N73-ში მდებარე საცხოვრებელი სახლები, ასევე სატრანსპორტო საშუალება „ტოიოტა ლენდკრუიზერ LC150“ სანომრე ნიშანი RR422kk. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მართალია მოპასუხეებს შორის გაფორმებული იქნა სადაო ნასყიდობის ხელშეკრულებები, თუმცა ნასყიდობის საგნები მოპასუხე მ------- დ-------ის მფლობელობაში არ გადასცემია, ასევე საქმის მასალებით ვერ დადასტურდა მ------- დ-------ის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტიც. გარდა ზ/აღნიშნულისა სადაო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ ა-–---------- დ-------ემ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN68, საკადასტრო კოდი: 0----------- მიყიდა მ------- დ-------ეს 40 000 ლარად, ხოლო მეორე უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN73-ში საკადასტრო კოდი: 0-----------, მიყიდა მ------- დ-------ეს 60 000 ლარად, მაშინ როცა მხოლოდ ერთი უძრავი ქონების, კერძოდ ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN73-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულებაა 631 000 ლარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 56 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი როგორც წესი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა.

 

სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად მართალია დადგენილია, რომ შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, მაგრამ ასევე აქვე აღნიშნულია, რომ გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული ნორმა იცავს კეთილსინდისიერი მესამე პირის ინტერესებს, რომელმაც სადავო უძრავი ქონება შეიძინა (იყიდა), ეს ნორმა მიზნად ისახავს ასევე სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფას. ამ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მოპასუხე მ------- დ-------ე წლების განმავლობაში იცნობდა ა-----–--- დ-------ეს და ჟ--–---- დ-------ეს, იგი არის ა-----–--- დ-------ის ახლობელი, რომლისათვისაც ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ჟ--–---- დ-------ე და ა-----–--- დ-------ე იყვნენ ცოლ-ქმარი და სადაო ქონებები წარმოადგენდა ჟ--–---- დ-------ის თანასაკუთრებას. ამასთან სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მ------- დ-------ეს ქონება რეალურად არ შეუძენია და იგი გაფორმდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ ჟ--–---- დ-------ეს არ მიეღო წილი თანასაკუთრებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად ა-----–--- დ-------ეს და მ------- დ-------ეს შორის 2018 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული უძრავ-მოძრავი ქონების ნასყიდობების ხელშეკრულებები წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებს შორის 2018 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონებების და ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ნაწილობრივ, უძრავი ქონების 1/2 და ასევე ავტომანქანის ½ ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ სასამართლო მსჯელობს მხოლოდ მოთხოვნის ფარგლებში, კერძოდ სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ზ/აღნიშნულიდან გამოდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2018 წლის 20 ნოემბერს ა-----–--- დ-------ესა და მ------- დ-------ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN68-ში ს/კ N0----------- და ჟ--–---- დ-------ე ცნობილი იქნეს ამჟამად მ------- დ-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ბათუმი, ბ------------ს ქN68-ში ს/კ N0----------- თანამესაკუთრედ. შესაბამისად აღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილი საჯარო რეესტრში აღირიცხოს ჟ--–---- დ-------ის საკუთრებაში; ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 20 ნოემბერს ა-----–--- დ-------ესა და მ------- დ-------ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN73-ში ს/კ N0----------- და ჟ--–---- დ-------ე ცნობილი იქნეს ამჟამად მ------- დ-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ბათუმი, ბ------------ს ქN738-ში ს/კ N0----------- თანამესაკუთრედ. შესაბამისად აღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილი საჯარო რეესტრში აღირიცხოს ჟ--–---- დ-------ის საკუთრებაში; ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 20 ნოემბერს ა-----–--- დ-------ესა და მ------- დ-------ეს შორის გაფორმებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, (რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშანი R---------- , მარკა მოდელი ტოიოტა ლენდკრუიზერი LC150, ფერი -რუხი, გამოშვების წელი - 2015, საიდენტიფიკაციო ნომერი- J----------------) ნასყიდობის ხელშეკრულება და ჟ--–---- დ-------ე ცნობილი იქნეს ამჟამად მ------- დ-------ის სახელზე რიცხული ავტომობილის (რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშანი R---------- , მარკა მოდელი ტოიოტა ლენდკრუიზერი LC150, ფერი -რუხი, გამოშვების წელი - 2015, საიდენტიფიკაციო ნომერი- J----------------), ½ ნაწილის მესაკუთრედ.

 

6.3. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 2400 ლარის ოდენობით, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სულ 100 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული იქნა ხარჯი 500 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხეებს ა-----–--- დ-------ეს და მ------- დ-------ეს უნდა დაეკისროთ ჟ--–---- დ-------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2400 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს ჟ--–---- დ-------ის სასარჩელო მოთხოვნა;

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 20 ნოემბერს ა-----–--- დ-------ესა და მ------- დ-------ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN68-ში (ს/კ N0-----------) და ჟ--–---- დ-------ე ცნობილი იქნეს ამჟამად მ------- დ-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN68-ში (ს/კ N0-----------) თანამესაკუთრედ. შესაბამისად აღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილი საჯარო რეესტრში აღირიცხოს ჟ--–---- დ-------ის საკუთრებაში;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 20 ნოემბერს ა-----–--- დ-------ესა და მ------- დ-------ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN73-ში (ს/კ N0-----------) და ჟ--–---- დ-------ე ცნობილი იქნეს ამჟამად მ------- დ-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------------ს ქN73-ში (ს/კ N0-----------) თანამესაკუთრედ. შესაბამისად აღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილი საჯარო რეესტრში აღირიცხოს ჟ--–---- დ-------ის საკუთრებაში;

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 20 ნოემბერს ა-----–--- დ-------ესა და მ------- დ-------ეს შორის გაფორმებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, (რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშანი RR-422- KK, მარკა მოდელი - ტოიოტა ლენდკრუიზერი LC150, ფერი -რუხი, გამოშვების წელი - 2015, საიდენტიფიკაციო ნომერი- J----------------) ნასყიდობის ხელშეკრულება და ჟ--–---- დ-------ე ცნობილი იქნეს ამჟამად მ------- დ-------ის სახელზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშანი R---------- , მარკა მოდელი -ტოიოტა ლენდკრუიზერი LC150, ფერი - რუხი, გამოშვების წელი - 2015, საიდენტიფიკაციო ნომერი- J----------------), ½ ნაწილის მესაკუთრედ.

 

2. მოპასუხეებს ა-----–--- დ-------ეს და მ------- დ-------ეს სოლიდარულად დაეკისროთ ჟ--–---- დ-------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2400 ლარის ოდენობით, მათვე დაეკისროთ ჟ--–---- დ-------ის სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე