განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2409-19
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
6 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-–----------–---
სტაჟიორ-პროკურორი - შ------------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ-----------------------------–-–---–- (დაბადებული - 1----–-–-----------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–------------–------------------------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის).
ბრალდებული - ა-----–---–------------------–-–---–- (დაბადებული - 1----–-–-----------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თ---–------------–---------------–------------------------------–-- (დაუსწრებლად).
ადვოკატი - ნ--------–--–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით, ვ------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 31 000 ლარის ოდენობით. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან ვ------------–-–---–ს 1 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი - სსკის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, ვ------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ვ------------–-–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით, რომელსაც დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღვეთა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით, ვ------------–-–---–ი იმავე დღეს გათავისუფლდა პირობით - 2 (ორი) წლით, 6 (ექვსი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით ადრე.
2----–-–----------------, ა-----–--------–-–---–მა და ვ------------–-–---–მა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს 1----–-–------------------ დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N---- ყალბი აქტი და სხვა დოკუმენტაცია, რომელშიც მითითებული იყო, რომ თითქოსდა ს------–--------ის სსმ საკრებულოს 1994 წლის 20 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, ა-----–--------–-–---–ს დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე გამოეყო 1790 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შედეგად, 2----–-–--------------- მიწის იდენტურობის დადგენისა და შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ა-----–--------–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისში, ა---------–------------------- ტერიტორიაზე 520 000 ლარად ღირებული 1490 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 0---------------).
2----–-–---------------–-, წარდგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოთხსენებულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება, რომლის საფუძველზეც ა-----–--------–-–---–მა და ვ------------–-–---–მა სესხის სახით მიიღეს 51.500 ლარი, ხოლო 2----–-–--------------- დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ა-----–--------–-–---–მა და ვ------------–-–---–მა მიიღეს 75 000 ლარი. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა სახელმწიფოს მიაყენეს 520 000 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის
2.1. მოწმე დ------------–---–ის განმარტებით, 2----–--–ს, მეგობარმა - ი------------–-–---–მა სთხოვა მის ახლობელს დახმარებოდა მამის დანატოვარი მიწის დარეგისტრირებაში. მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც განუცხადა, რომ ი------------–-–---–ის ახლობელი იყო. დაიწყო პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა, განცხადება შეიტანეს გამგეობაში და საქმე წინ წავიდა. ვინაიდან მიწის მესაკუთრე აღნიშნულ საკითხებში ვერ ერკვეოდა, მასთან კომუნიკაცია ვ------------–-–---–ს ჰქონდა. იგი ხშირად ეხმიანებოდა და ეკითხებოდა საქმის მიმდინარეობას. საბოლოოდ მიწის ნაკვეთი ა-----–--------–-–---–ის საკუთრებაში გადავიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრემ განცხადება შეიტანა. აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთი პრობლემური იყო. მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მფლობელთან სადავო საკითხს გზა წარმოადგენდა. ვ------------–-–---–მა უთხრა, რომ ეტაპობრივად გაიარა ყველა პროცედურა, შეადგინა ნახაზი, გ--------- მიერ განხორციელდა უძრავი ნივთის იდენტიფიცირება და გ--------- თანამშრომლები პირადად მიიყვანა მიწის ნაკვეთის დასათვალიერებლად. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ რეგისტრაცია ყალბი დოკუმენტის საფუძველზე განხორციელდა. მაშინვე დაურეკა ი------------–-–---–ს და უთხრა აღნიშნულის შესახებ. მოწმემ დაადასტურა, რომ რამდენჯერმე შეხვდა ი------------–-–---–ს ვ------------–-–---–თან ერთად და განიხილეს გზის მომიჯნავე ნაკვეთის მფლობელისთვის დათმობის საკითხი. მეზობელს სურვილი ჰქონდა ა-----–--------–-–---–ის მიწის ნაკვეთი შეეძინა, თუმცა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. ვ------------–-–---–ს არ აწყობდა გზის დათმობა. აღნიშნულ შეხვედრაზე ა-----–--------–-–---–ი არ იმყოფებოდა. ა-----–--------–-–---–ს ერთხელ შეხვდა ი------------–-–---–თან და ვ------------–-–---–თან ერთად. გაირკვა რომ უძრავი ნივთი იპოთეკით იყო დატვირთული. მიწის სავარაუდო მყიდველთან (მეზობელთან) კონტაქტი ვ------------–-–---–ს ჰქონდა. ქალბატონმა დრო ითხოვა და ვ------------–-–---–მა გადაწყვიტა, რომ ეცლიათ. საბოლოოდ, ა-----–--------–-–---–მა იპოთეკის მოსახსნელად მიწის გაყიდვა გადაწყვიტა და დახმარება მას სთხოვა. რამდენიმე ხანში მოიძია მეგობარი, რომელიც მიწის შეძენით იყო დაინტერესებული და ისინი ერთმანეთს დააკავშირა. მყიდველს მიწის ნაკვეთი მოეწონა და 30 000 აშშ დოლარად შეიძინა. უძრავი ნივთის გაყიდვიდან აღებული ფული როგორ განაწილდა მისთვის უცნობია, მაგრამ დანამდვილებით იცის, რომ ა-----–--------–-–---–ი უკმაყოფილო იყო. იპოთეკარების გასტუმრებას 21 000 აშშ დოლარი დასჭირდა. დარჩენილი 9 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა ა-----–--------–-–---–ს. აღნიშნული თანხიდან 3 000 აშშ დოლარი ა-----–მა დაიტოვა, ხოლო დარჩენილი 6 000 დოლარი მ-----–-------–-–---–ს გადასცა. ბრალდებულმა მასთან საუბარში განაცხადა, რომ თანხის დიდი წილი ვ------------–-–---–მა წაიღო და თვითონ ნაკლები შეხვდა. მიწის გაყიდვის დღეს, ა-----–--------–-–---–ს ნოტარიუსთან წასვლა მარტო უნდოდა. ი------------–-–---–ს მისთვის არ უთქვამს, რომ ა-----–--------–-–---–ი ყალბი დოკუმენტით აპირებდა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას. ა-----–----–-–---–ისა და ვ------------–-–---–ის საუბარს არ დასწრებია.
2.2. მოწმე ი------------–-–---–ის განმარტებით, (რიცხვი არ ახსოვს) მეგობარმა -ვ------------–-–---–მა სთხოვა, რომ მის ახლობელ გლეხს, რომელსაც ჩაგრავდნენ, კანონის ფარგლებში დახმარებოდა. ვ------------–-–---–ის თქმით, მის ნაცნობს ჰქონდა მამა-პაპისეული მიწა, რომლის დარეგისტრირებაც სურდა, მაგრამ ვინაიდან უპატრონო იყო, პროცედურები დროში იწელებოდა. ვ------------–-–---–ის თხოვნა იყო, ა-----–--------–-–---–ისთვის სიტყვა შეეშველებინა შესაბამის სამსახურებში. ი------------–-–---–ი დახმარების თხოვნით დაუკავშირდა მის მეგობარს - დ------------–---–ს. დააკავშირა ისინი ერთმანეთს და შემდგომ რა მოხდა, მისთვის უცნობია. რამდენჯერმე მოიკითხა საქმის მიმდინარეობა. საბოლოოდ გაარკვია, რომ მიწა გაიყიდა. დ------------–---–ისგან გაიგო, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მისმა ახლობელმა შეიძინა და ა-----–--------–-–---–ისთვის ფული უნდა გადაეცა. ქონება 30 000 აშშ დოლარად გაიყიდა, თუმცა ა-----–--------–-–---–მა 21 000 აშშ დოლარი იპოთეკარებს გადაუხადა და მხოლოდ 9 000 აშშ დოლარი ერგებოდა. დ------------–---–მა მისი თანდასწრებით გადასცა ა-----–--------–-–---–ს კუთვნილი თანხა. სადავო მიწის ნაკვეთზე დ------------–---–თან ერთად, მხოლოდ ერთხელ იმყოფებოდა. ა-----–--------–-–---–საც მხოლოდ ერთხელ შეხვდა. დ------------–---–ს არ უთქვამს, რომ მას პირადი დაინტერესება ჰქონდა აღნიშნული საქმიდან. სარგებელი თვითონაც არ მიუღია. მიწის გაყიდვის შემდეგ სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა მეგობართან.
2.3. მოწმე ვ--–------------ის განმარტებით, გერმანიაში მცხოვრებმა მეგობარმა - ბ-------------–---–მა სთხოვა მიწის ნაკვეთის ყიდვაში დახმარება. დ------------–---–ისგან შეიტყო, რომ თბილისის შემოსასვლელში, დ------------–- იყიდებოდა მიწა. დაათვალიერეს აღნიშნული მიწა, მოეწონა და შეატყობინა მეგობარს. ბ-------------–---–ი ჩამოფრინდა საქართველოში, ა-----–--------–-–---–თან ერთად დაათვალიერა უძრავი ქონება, მოეწონა და მისი ყიდვა გადაწყვიტა. იმავე დღეს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო ბიუროში. ბ-------------–---–მა მიწის ნაკვეთში 30 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ნოტარიუსთან ა-----–--------–-–---–იც იმყოფებოდა. შეძენამდე უძრავი ქონება გადამოწმდა. აღმოჩნდა, რომ მიწა იპოთეკით იყო დატვირთული, მესაკუთრე თანხას ვერ იხდიდა და სწორედ ამ მიზეზით გაყიდა შედარებით დაბალ ფასში.
2.4. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე თ----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, 2----–--–ს მისმა მეუღლემ, გერმანიაში მცხოვრები ბ-------------–---–ის თხოვნით, დ------------–---–ის დახმარებით, მოიძია ქ. თბილისში, დ------------–- მდებარე მიწის ნაკვეთი. მეუღლესთან ერთად დაათვალიერა უძრავი ქონება და მისი შეძენა ურჩიეს ბ-------------–---–ს. დ------------–---–ის განმარტებით, მიწის ნაკვეთი იპოთეკით იყო დატვირთული, გამყიდველს თანხა სჭირდებოდა და იაფად ჰყიდდა. საქართველოში ჩამოვიდა ბ---- და სანოტარო ბიუროში გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება. შემძენმა მინდობილობა მის სახელზე გასცა, ვინაიდან თვითონ გერმანიის მოქალაქე იყო. ადგილზე გაისტუმრეს იპოთეკარები. მთლიანი თანხა 30 000 აშშ დოლარის ოდენობით ა-----–--------–-–---–ს გადასცეს. ბრალდებულს არ უთქვამს, რომ მიწა უკანონოდ ჰქონდა მიღებული.
2.5. მოწმე ბ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნა, რომ ვ--–------------ის დახმარებით შეიძინა მიწის ნაკვეთი ა-----–--------–-–---–ისაგან. ნასყიდობის ხელშეკრულება ნოტარიუსთან გაფორმდა. მიწაში 30 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ნოტარიუსმა პირადობის მოწმობით გადაამოწმა ა-----–--------–-–---–ის პიროვნება, შესაბამისად, ხელშეკრულებას სწორედ ბრალდებულმა მოაწერა ხელი.
2.6. მოწმე თ------------------ის განმარტებით, არის ს----------–-------------------------------------–------------–-------------------–---–-----. 20---–-–----- მოქმედებს უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო პროექტი, რომლის ფარგლებშიც მიიღო განცხადება ა-----–--------–-–---–ის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. იუსტიციის მინიტრის ბრძანებით, გამგეობას თვითონ უნდა დაედასტურებინა უძრავი ქონების ადგილმდებარეობა. მისი მოვალეობაა მიწის ნაკვეთის დათვალიერება, ხელშეკრულებით აყვანილი ამზომველის დახმარებით. მსგავს შემთხვევებში დასტურდება ნივთის ადგილმდებარეობა, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრი ახორციელებს უძრავი ქონების რეგისტრაციას. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტი (მიღება-ჩაბარების აქტი და ნახაზი). მოცემულ შემთხვევაში, ნივთის ადგილმდებარეობის დაზუსტების თხოვნით, მესაკუთრის ახლობელმა მომართა, რაც კანონის დარღვევას არ წარმოადგენს. ვინაიდან დათვალიერების პროცესი დროში გაიწელა, კომუნიკაცია დაინტერესებულ პირთან ჰქონდა. მიწის მესაკუთრისა და ორი მეზობლის თანდასწრებით დაათვალიერეს ა-----–--------–-–---–ის მიწის ნაკვეთი. მეზობლებმა დაადასტურეს, რომ უძრავი ქონება ა-----–--------–-–---–ს ეკუთვნოდა. შედგა შესაბამისი ოქმი, რომელიც გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მესაკუთრის პიროვნება პირადობის მოწმობითა და შესაბამისი ელექტრონული ბაზის დახმარებით დაადგინა.
2.7. მოწმე თ--------------–-–---–ის ჩვენებით, ა-----–--------–-–---–ი მისი ბიძაშვილია. ვ------------–-–---–ს იცნობს ს------–-----------ნ. მოწმის განმარტებით, ა-----–--------–-–---–ისგან შეიტყო, რომ მას დ------------–- გააჩნდა მამამისის დანატოვარი მიწის ნაკვეთი. ბრალდებულმა სთხოვა, დაედასტურებინა აღნიშნული ფაქტი, რაზეც უარი არ უთქვამს. ავტომანქანით მიიყვანეს მიწის ნაკვეთთან, გამოართვეს პირადობის მოწმობა და ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე. აღნიშნულ მომენტში ა-----–--------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა მისთვის უცნობი ორი მამაკაცი. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების შემდეგ, ა-----–--------–-–---–მა სთხოვა აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვაში დახმარება. დაუკავშირდა მის ნაცნობ მ--------, დაათვალიერეს მიწის ნაკვეთი, სადაც ა-----–--------–-–---–თან ერთად თვითონაც იმყოფებოდა. იპოთეკარებს მიწა მოეწონათ და მეორე დღეს ნოტარიულად გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 19 000 აშშ დოლარზე. ნოტარიუსთან ვ------------–-–---–ი არ იმყოფებოდა. თანხა მთლიანად ა-----–--------–-–---–ს გადაეცა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი შემდგომში გაიყიდა თუ არა, მისთვის უცნობია.
2.8. მოწმე თ----------------–---–ის ჩვენებით, 2----–-–----------- თვეში, ა-----–--------–-–---–ის თხოვნით ხელი მოაწერა დოკუმენტზე, რომლის შინაარსიც არ იცის. ფიქრობს, რომ ხელმოწერით დაადასტურა მისი და ა-----–--------–-–---–ის მეზობლობის ფაქტი. ავტომანქანით მიიყვანეს დ------------–-, აგრარულ უნივერსიტეტთან, ცენტრალურ მაგისტრალთან, სადაც მოხდა დოკუმენტზე ხელის მოწერა. ავტომანქანას მისთვის უცნობი მამაკაცი მართავდა. იქვე იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი, რომელთა ვინაობაც არ იცის. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ გამომძიებელმა აჩვენა ფურცელი და ჰკითხა, ხელი მოაწერა თუა რა. დაუდასტურა, რომ დოკუმენტზე მისი ხელმოწერა იყო. თ-----------------–---–ი მისი მეზობელია. დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს თ------- მასთან ერთად არ ყოფილა.
2.9. მოწმე მ-------------------–ის განმარტებით, დაახლოებით ორი წლის წინ ვ------------–-–---–ს დაუმზადა მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რომელიც მეგობრისთვის სჭირდებოდა. ნახაზი ა-----–--------–-–---–ის სახელზე დაამზადა. ვ------------–-–---–ს მისთვის მომსახურების თანხა არ გადაუხდია.
2.10. მოწმე ჯ----–-----–--–-–---–ის განმარტებით, 1----–--–---------------–---------------------–---–------------------------------–------------–---------------- დირექტორი. აღნიშნულ პერიოდში ფუნქციონირებდა მიწის განაწილების კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობდა გ-----------------ე. კომისიას ჰყავდა მოადგილე და შედგებოდა რამდენიმე წევრისგან. მიღება-ჩაბარების აქტებს, როგორც მეურნეობის დირექტორი, აწერდა ხელს და ბეჭედს ურტყამდა. 19---–-–-----------------------------------–--------------------------------- მისი და გ-----------------ის ხელმოწერა არ არის. აქტისთვის პრეფიქსიანი ნომერი არასდროს მიუნიჭებიათ. დოკუმენტზე დასმული ბეჭედიც არ არის ნამდვილი (ცხენის გამოსახულება ბეჭედზე არასდროს ყოფილა დატანებული).
2.11. მოწმე გ-----------–-–---–ის განმარტებით, 1994 წლიდან მუშაობდა მიწის კადასტრის განყოფილების გამგედ (მოგვიანებით სამმართველო). შედიოდა მიწის გამცემ კომისიაში. გამოძიების მიერ წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. დოკუმენტზე დასმულია ა---------–------------------- ბეჭედი, რაც სიყალბეა, ვინაიდან 90-იან წლებში აღნიშნული ი-------------------–---------------------–------------------------------------–---. მოწმემ დაადასტურა, რომ მიწის ნაკვეთი გამოიყოფოდა ინვენტარიზაციის შემდეგ, კონკრეტულ ოჯახზე და არა მის რომელიმე წევრზე. არასრულწლოვნის კომლად გამოყოფა არ ხდებოდა. მიღება-ჩაბარების აქტის ნუმერაციას კომისია ადგენდა. კომისიის მიერ გაცემულ დოკუმენტზე ნომრად მითითებული იყო მხოლოდ რიცხვები.
2.12. მოწმე ლ-–------–-–---–ის განმარტებით, ბრალდებულებს არ იცნობს და მათთან არანაირი ურთიერთობა არ გააჩნია. 1----–--–- მუშაობდა მ–--------------------------------------------------------------- მიწის რეფორმის დროს წარმოადგენდა საპროექტო ორგანიზაციას. მეურნეობის დირექტორი ჯ----–-----–--–-–---–ი იყო. მას ევალებოდა გამოყოფილი საერთო ფართობის დაგეგმარება და დაყოფა. მოწმემ დაადასტურა, რომ N---- მიღება-ჩაბარების აქტზე მისი ხელმოწერა არ არის. გარდა ამისა, დოკუმენტზე დასმულია ფერადი ბეჭედი, რომელიც მას არასდროს ჰქონია.
2.13. მოწმე დ--------------------ის ჩვენებით, იგი მუშაობს ქ.------–--–-----–----–--------- მდებარე სამაკლერო ოფისში. ნაცნობ მ--------- (გვარი არ ახსოვს) თხოვნით, შუამავალთან დააკავშირა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. სანოტარო ხელშეკრულება გაფორმდა 20 000 აშშ დოლარზე. პირადად ნოტარიუსის ოფისში არ შესულა და გარეთ ელოდებოდა ხელშეკრულების გაფორმების დასრულებას. სანოტარო ბიუროსთან იმყოფებოდა ნ----, ასევე იყვნენ მისთვის უცნობი მამაკაცები. მიწის ნაკვეთის მდებარეობა არ იცის. როგორც ახსოვს, თანხა ტრაქტორის შესაძენად სჭირდებოდათ. ა-----–--------–-–---–ის და თ--------------–-–---–ის სახე არ ახსოვს. საჯარო რეესტრის ამონაწერში მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებული იყო ა-----–--------–-–---–ი.
2.14. მოწმე მ-------------ის განმარტებით, თ--------------–-–---–ის თხოვნით, მიწის მესაკუთრე და იპოთეკარები დააკავშირა ერთმანეთს. მოგვიანებით გაიგო, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით პრობლემა წარმოიშვა. თ--------------–-–---–ის თქმით, მიწის ნაკვეთი მის ბიძაშვილს ეკუთვნოდა. ვ------------–-–---–ს და ა-----–--------–-–---–ს არ იცნობს. ბრალდებულებთან ურთიერთობა არასდროს ჰქონია.
2.15. მოწმე ს----------–----ის ჩვენების თანახმად, 2----–--–ს გადაწყვიტა სარგებლით თანხის გასესხება და მიმართა საშუამავლო ოფისს. რამდენიმე დღეში გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც სურდა თანხის სესხება უძრავი ქონების გარანტიით. მისთვის უცნობ მამაკაცთან და შუამავალ ქ-----თან ერთად დაათვალიერა ქ. თბილისში, დ------------–- მდებარე მიწის ნაკვეთი. დათვალიერებაში მონაწილე მამაკაცი აცხადებდა, რომ იყო მესაკუთრის ძმა და თანხა ტრაქტორების შესაძენად სჭირდებოდათ. მიწა მოეწონა და დედამისის სახელზე ნოტარიულად გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სანოტარო ბიუროში იმყოფებოდა მიწის მესაკუთრე, ასევე ქალბატონი, რომლის სახელიც არ ახსოვს. რამდენიმე თვეში დაურეკეს და გასესხებული თანხა სარგებლით სრულად დაუბრუნეს. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყიდებოდა. მყიდველებიც სანოტარო ბიუროში იმყოფებოდნენ. ა-----–--------–-–---–ს იცნობს ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან. ნოტარიუსმა გადაამოწმა მისი ვინაობა და საეჭვო არაფერი შეუმჩნევია.
2.16. მოწმე მ-----–-----–---–ის განმარტებით, თანხის გასესხების მიზნით დაუკავშირდა მაკლერებს. რამდენიმე დღეში მათგან შეიტყო, რომ 20 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ იპოთეკით იტვირთებოდა ქ. თბილისში, დ------------–- მდებარე მიწის ნაკვეთი. ქონება მხოლოდ რუკაზე შეამოწმეს, პირადად არ დაუთვალიერებიათ. თბილისში, დ----------- ნომერში მდებარე სანოტარო ბიუროში, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მარეხთან ერთად, ა-----–--------–-–---–ს ასესხა 20 000 აშშ დოლარი (მან გაასესხა 4 000 დოლარი, მარეხმა - 16 000 დოლარი). თანხა პირადად ა-----–--------–-–---–ს გადასცეს. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, დაურეკა ბრალდებულმა და უთხრა, რომ თანხის სრულად დაბრუნება უნდოდა. მივიდნენ იმავე სანოტარო ბიუროში, სადაც დახვდათ ახალგაზრდა მამაკაცი ქალბატონთან ერთად. მათ თანხა გადასცეს ა-----–--------–-–---–ს, ამ უკანასკნელმა კი დაფარა იპოთეკარების დავალიანება. შეხვედრაზე ა-----–--------–-–---–ს მისთვის უცნობი მამაკაცი ახლდა თან.
2.17. მოწმე ქ--------------------–---–ის ჩვენებით, ა-----–--------–-–---–ი დაუკავშირდა მას და სთხოვა მიწის ნაკვეთის გარანტიით თანხის სესხებაში დახმარება. იპოთეკარებთან და მისთვის უცნობ მამაკაცთან ერთად (რომელიც აცხადებდა, რომ იყო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ძმა) დაათვალიერა მიწის ნაკვეთი. ქონება იპოთეკარებს მოეწონათ და ს----------–----ემ, მ-----–-----–---–თან ერთად ა-----–--------–-–---–ს ასესხა 20 000 აშშ დოლარი. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ნოტარიულად გაფორმდა. დოკუმენტების გადამოწმებით, მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის ვალდებულება არ ფიქსირდებოდა. დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, კვლავ დაუკავშირდა ა-----–--------–-–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ თანხის დაბრუნება სურდა იპოთეკარებისთვის. მოახდინა მათი შეხვედრის ორგანიზება. აღმოჩნდა, რომ ა-----–--------–-–---–ი მიწის ნაკვეთს ყიდდა. იქვე იმყოფებოდა მამაკაცი და ქალბატონი, რომლებმაც თანხა გადასცეს ა-----–--------–-–---–ს, ამ უკანასკნელმა კი იპოთეკარების დავალიანება დაფარა. ბრალდებულს თან ახლდა მამაკაცი - თ--------------–-–---–ი, რომელიც აცხადებდა, რომ იყო ა-----–--------–-–---–ის ძმა.
2.18. მოწმე ლ-----------–---–მა დაადასტურა, რომ მის საშუამავლო კომპანიას დაუკავშირდა იპოთეკარი - ქ--------------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ უძრავი ქონების გარანტიით თანხის გასესხება სურდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ა-----–--------–-–---–ი, რომელიც მიწის იპოთეკით დატვირთვას ცდილობდა. დააკავშირა ისინი ერთმანეთს, რის შემდეგაც დაათვალიერეს დ------------–- მდებარე მიწის ნაკვეთი, გადაამოწმეს დოკუმენტები და ნოტარიულად გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მიწის დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდა შუახნის მამაკაცი, რომელიც აცხადებდა, რომ იყო უძრავი ქონების მფლობელის ძმა. მამაკაცი განმარტავდა, რომ თანხა ტრაქტორების შესაძენად სჭირდებოდათ. ნოტარიუსთან ბრალდებულს სამი ადამიანი ახლდა, რომელთა ვინაობებიც არ იცის. ხელშეკრულება 19 000 დოლარზე გაფორმდა. ნოტარიუსმა შეამოწმა მიწის მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები პირადობის მოწმობით. აღმოჩნდა რომ იგი ა-----–--------–-–---–ი იყო, რომელზეც მიწა გაფორმდა. ქობულაშვილის სახე ვერ დაიმახსოვრა.
2.19. მოწმე ნ------–--------ს განმარტებით, იგი შუამავლის სტატუსით მონაწილეობდა ა-----–--------–-–---–ის საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის (არა სადავო მიწის ნაკვეთის) იპოთეკით დატვირთვაში. ვინაიდან ბრალდებულს სარგებლის გადახდა უჭირდა, ა-----–--------–-–---–მა გადაწყვიტა დ------------–- არსებული, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვა და აღებული თანხით ვალდებულებების დაფარვა. იპოთეკარების მოძიების მიზნით, დაუკავშირდა თ--------------–-–---–ი (ა-----–--------–-–---–ის ბიძაშვილი). მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გამსესხებელი ვერ მოიძია. მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ------ და ა-----–--------–-–---–ები, სხვა შუამავლის დახმარებით, აფორმებდნენ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას. მივიდა სანოტარო ბიუროში, სადაც დახვდა იპოთეკარები, ასევე - ა-----– და თ--------------–-–---–ები. ბრალდებულის მიწის ნაკვეთი 19 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაიტვირთა იპოთეკით. გადათვალა აღნიშნული თანხა, აიღო კუთვნილი სარგებელი (ა-----–--------–-–---–ის იპოთეკით დატვირთულ სახლთან დაკავშირებით) 900 აშშ დოლარის ოდენობით, ფურცელზე ჩამოწერა, ვის რა თანხა ერგებოდა; დარჩენილი ფული კი გადასცა ა-----–--------–-–---–ს.
2.20. მოწმე ზ--------–---–-----ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ს----–-–-------------------------–----------------------------------------------–-- გამოძიებამ დაადგინა, რომ მოხდა უძრავი ქონების არამართლზომიერი დაუფლება, რითაც სახელმწიფოს მიდგა მატერიალური ზიანი. როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, ხოლო ბრალდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრას ანდობს სასამართლოს.
2.21. მოწმე მ----–--------–მა დაკითხვისას დაადასტურა, რომ შესაბამისი ორდერის საფუძველზე, მარწმუნებლის თხოვნით იმყოფებოდა ვ------------–-–---–თან პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინაიდან სურდა პროცესის სწრაფად დასრულება, მოისმინა ვ------------–-–---–ის პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით (სურდა გაეგო, აღიარებდა თუ არა ვ------------–-–---–ი დანაშაულს) და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. სხვა საუბარი ბრალდებულთან არ ჰქონია. მისი მხრიდან ვ------------–-–---–ის მიმართ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
2.22. მოწმე ნ--–---------–-–---–მა გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2.23. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ ს----------–-------------------------------------------------------- გამომძიებლები - ი-----–--–----ა, გ----------–---–---ი და ნ-----------–---–ი, ასევე ქ. თ---–-----------------------–----–--------------–-------------------–---- გამომძიებელი - ხ------------–------ი, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ხსენებული პირები სასამართლოს აწვდიან ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად წარმართვის თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებას დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.24. 2----–-–------------ ამოღების ოქმის თანახმად, თ---–-----------------------------------------–--–-------–--------------------------–---–-- მიერ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამოღებულ იქნა ა-----–--------–-–---–ის მიერ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
2.25. 1----–-–----------------------- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ა-----–--------–-–---–ს გადაეცა ქ. თბილისში, დ---------–----–--------------- ტერიტორიაზე მდებარე, 1490 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აქტს ხელს აწერენ: გ-----------–-–---–ი, ჯ----–-----–--–-–---–ი, ლ-–------–-–---–ი, გ-------------ე და ა-----–--------–-–---–ი.
2.26. 2----–-–--------------------------- განცხადების თანახმად, ა-----–--------–-–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა აზომვითი ნახაზი, მიწის მიღება - ჩაბარების აქტი - N---- და მოითხოვა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მის სახელზე.
2.27. ს----–-–-------------------------–--–-------------------------–------------–--------------3 ოქმის თანახმად, 2----–-–--------------, ამზომველის - ა---------–-----–--–---–ის, მეზობლების - თ--------------–-–---–ისა და თ----------------–---–ის მონაწილეობით, დათვალიერდა ქ. თბილისში, დ----------–---–-----–----–--------------------------------- არსებული, ა-----–--------–-–---–ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთი. მეზობლებმა დაადასტურეს, რომ ზემოაღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი მდებარეობს დათვალიერების ადგილზე.
2.28. 2----–-–--------------–------------- სანიტარო აქტის თანახმად, ა-----–--------–-–---–ს, მ---------------–-----სა და მ-----–-----–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მ---------------–-----მა და მ-----–-----–---–მა, ა-----–--------–-–---–ს ასესხეს 51 500 ლარი, სანაცვლოდ კი იპოთეკით დაიტვირთა ა-----–--------–-–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ-------–---------------–----------------------------------------------, ზონა: თ---–--------------------------------–------------------------, დაზუსტებული ფართობი 1490 კვ.მ.
2.29. 2----–-–----------------------- ნივთის ნასყიდობის თაობაზე N--------- სანოტარო აქტის თანახმად (ნოტარიუსი ე-–-----------–-), ა-----–--------–-–---–მა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ქ. თბილისი, ა---------–------------------- ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით - 1490 კვ.მ. საკადასტრო კოდი - 0---------------) მიყიდა ე-–------------–---–ს (წარმომადგენელ თ-----------------–---–ის მეშვეობით) 75 000 ლარად.
2.30. ს-------------------------------–--------------------------–----------------------------------–-–-----------–---------- წერილის თანახმად, უძრავ ნივთზე, (მდებარე ქ. თბილისი, ა---------–------------------- ტერიტორია, საკადასტრო კოდი: 0---------------, დაზუსტებული ფართობი 1490 კვ.მ.) რეგისტრირებულია ე--------------–---–ის საკუთრების უფლება ნოტარიულად გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება (იპოთეკარი მ---------------–-----ი), რომლის საფუძველია ნოტარიულად დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
2.31. 2----–-–--------------–-- საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ა---------–------------------- ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 1490 კვ.მ. რეგისტრირებულია ა-----–--------–-–---–ის სახელზე. იპოთეკარებად მითითებულნი არიან მ---------------–-----ი და მ-----–-----–---–ი.
2.32. ს----------–----–----------------------------------------–-----------------------------------–-–----------------------------------- გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
- ექსპერტიზაზე წარდგენილი, 1----–-–------------------ დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების N---- აქტის გრაფაში, „მიწა ჩავაბარეთ“ და „ვადასტურებ სოფ. დიღმის სსმ (თემის) საკრებულოს გამგებელი“, ჯ. ტ--–--–-–---–ის სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია არა ჯ----–-----–--–-–---–ის, არამედ სხვა პირის (პირების) მიერ, ჯ. ტ--–--–-–---–ის ხელმოწერებთან მიმსგავსების მცდელობით;
- ექსპერტიზაზე წარდგენილი, 1----–-–------------------ დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების N---- აქტის გრაფაში „მიწა ჩავაბარეთ“ და ბეჭედზე („-–-------------------–-------------------------–--“) გ. ხ--–-–---–-- სახელით არსებული ხელმოწერები სავარაუდოდ შესრულებულია არა გ-----------–-–---–ის, არამედ სხვა პირის (პირების) მიერ, გ. ხ--–-–---–-- ხელმოწერებთან მიმსგავსების მცდელობით;
- ექსპერტიზაზე წარდგენილი, 1----–-–------------------ დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების N---- აქტის გრაფაში „მიწა ჩავაბარეთ“, გ. გიორგაძის სახელით არსებული ხელმოწერის შედარებითი კვლევა გ-----------------ის ხელმოწერის წარმოდგენილ ნიმუშთან არ ჩატარებულა;
- ექსპერტიზაზე წარდგენილი, 1----–-–------------------ დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება - ჩ--------------- აქტზე არსებული გამოსაკვლევი ხელმოწერები დატანილია საწერი საშუალების უშუალოდ ფურცელზე შეხებით.
- ექსპერტიზაზე წარდგენილი, 1----–-–------------------ დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების N---- აქტის ქვედა მხარეს არსებული სამი ბეჭდის ანაბეჭდი დატანილია ფაბრიკული წარმოების წესების დაცვით დამზადებული ბეჭდებით.
2.33. ექსპერტმა - ქ----------–---–---მა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.34. ს----------–----–----------------------------------------–------------------------------------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა---------–------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე 1490 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 0---------------) საბაზრო ღირებულება 2----–-–----------- მდგომარეობით, შეადგენს 530 000 ლარს.
2.35. ექსპერტმა ს----------------ამ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.36. სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა, ბრალდების მხარის სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში 5.1, 5.2. 5.3. და 5.4 პუნქტში მითითებული ნივთიერი მტკიცებულებები.
2.37. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით, ვ------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საბოლოოდ განესაზღვრა 21 (ოცდაერთი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.38. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით, ვ------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) ეპიზოდი და სასჯელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა 31 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 50 მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან 1 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი შეეცვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2.39. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, ვ------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით (სსკ-ის 180-ე მუხლით), ვ------------–-–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი (3 წელი), რაც მთლიანად დაემატა ახლადდანიშნულ სასჯელს და განაჩენთა ერთობლიობით, ვ------------–-–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2.40. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილება არ შესულა.
2.41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით, ვ------------–-–---–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასმართლოს 2----–-–----------------- განაჩენში შევიდა ცვლილება, ვ------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 10 (ათი) წლით, 8 (რვა) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა.
2.42. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით, ვ------------–-–---–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენში შევიდა ცვლილება: ვ------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 1 (ერთი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით. აღნიშნული განაჩენით, ასევე ცვლილება შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენში - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული და ამნისტიის კანონით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ვ------------–-–---–ს საბოლოოდ განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით, ვ------------–-–---–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ასევე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, 5 (ხუთი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით.
2.44. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით, 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და ვ------------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 10 (ათი) წლით, 3 (სამი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა.
2.45. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით, ვ------------–-–---–ი 2 (ორი) წლით, 6 (ექვსი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით ადრე გათავისუფლდა პირობით ვადამდე ადრე.
2.46. ბრალდებულმა ვ------------–-–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას, წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ განმარტა, რომ მას თაღლითობა არ ჩაუდენია. ა-----–--------–-–---–ს მხოლოდ კეთილი მიზნებიდან გამომდინარე ეხმარებოდა. პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას ა-----–--------–-–---–ი მის ოჯახს ეხმარებოდა და დახმარებაზე უარი არ უთქვამს. ვინაიდან დოკუმენტებთან შეხება არასდროს ჰქონია, თვითონ ჩაერთო მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების საქმეში. მისი ქმედებები კანონის ფარგლებს არასდროს გაცდენია. დაჰყავდა სხვადასხვა დაწესებულებაში ა-----–--------–-–---–ი ავტომანქანით და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. ა-----–ს მხოლოდ კომლის შემადგენლობის ცნობა და მიღება - ჩაბარების აქტი ჰქონდა. გააკეთებინა აზომვითი ნახაზი, ახლდა საჯარო რეესტრში, სადაც დოკუმენტები ჩააბარა (ა-----–--------–-–---–მა). რეესტრიდან უარის მიღების შემდეგ, ა-----–--------–-–---–ს გაჰყვა გ--------- იურისტთან, რომელმაც ორი მეზობლის ხელმოწერა მოითხოვა. მომიჯნავე ფართობების მფლობელებმა ხელმოწერაზე უარი განაცხადეს. სწორედ აღნიშნულის გამო დაუკავშირდა ი------------–-–---–ს და დახმარება სთხოვა. ი------- თავის მხრივ დააკავშირა დ------- აღნიშნული პიროვნების დახმარებით, გამგეობამ დაათვალიერა მიწის ნაკვეთი, წერილი გაუგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და განხორციელდა ა-----–--------–-–---–ის მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. ა-----–--------–-–---–ისგან არანაირი სარგებელი არ მიუღია.
2.47. სასამართლოსთვის უცნობია ბრალდებულ ა-----–--------–-–---–ის პოზიცია წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში, ვინაიდან მან საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, დატოვა საქართველო და მის მიმართ პროკურორის გადაწყვეტილებით (დადგენილებით) გამოცხადდა ძებნა.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლო, ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ა-----–--------–-–---–ის მიერ თაღლითობის ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დაუფლების ჩადენა, ვ------------–-–---–ის მიერ თაღლითობის, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2----–-–----------------, ა-----–--------–-–---–მა და ვ------------–-–---–მა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინეს 1----–-–------------------ დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N---- ყალბი აქტი, რომლის საფუძველზეც ა-----–--------–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისში, ა---------–------------------- ტერიტორიაზე 520 000 ლარად ღირებული 1490 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 0---------------). 2----–-–--------------–-- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოთხსენებულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება, რომლის საფუძველზეც ბრალდებულებმა მიიღეს 51.500 ლარი, ხოლო 2----–-–--------------- დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - 75 000 ლარი. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულებმა სახელმწიფოს მიაყენეს 520 000 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
3.8. საბოლოო დასკვნის მიღებამდე სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის პოზიცია და არ გაიზიარა მისი არგუმენტაცია ა-----–--------–-–---–ისა და ვ------------–-–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, კერძოდ:
- დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა ა-----–--------–-–---–ისა და ვ------------–-–---–ის განზრახვა - ბრალდებულებს სურდათ თაღლითობის ჩადენა და სწორედ ამ მიზნით გამოიყენეს ყალბი დოკუმენტი. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად ქმნიან მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რაც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოწმეთა ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი - მიღება - ჩაბარების აქტი იყო ყალბი (აღნიშნულ გარემოებას დაცვის მხარეც არ ხდის სადავოდ). სწორედ აღნიშნული ყალბი დოკუმენტის საფუძველზე, ა-----–--------–-–---–მა და ვ------------–-–---–მა განიზრახეს სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება; შეცდომაში შეიყვანეს გ--------- სპეციალისტი, რომელმაც განახორციელა უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დადგენა. ასევე, ხელი მოაწერინეს ორ მეზობელს, რომლებმაც თითქოსდა დაადასტურეს აღნიშნული მიწის ნაკვეთის ა-----–--------–-–---–ისთვის მიკუთვნების ფაქტი. მოპოვებული დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენით, დამალეს რეალური სურათი და ა-----–--------–-–---–მა დაირეგისტრირა 1490 კვმ. სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი. მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული ნივთი ჯერ დაიტვირთა იპოთეკით, ხოლო შემდგომ გასხვისებულ იქნა.
- სასამართლო აღნიშნავს, რომ 1----–-–----------------- შედგენილი N---- აქტით, ა-----–--------–-–---–ს დ------------–-, ა---------–------------------- ტერიტორიაზე გამოეყო 1490 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მოწმეთა ჩვენებებითა და გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგენილია აღნიშნული მიღება - ჩაბარების აქტის სიყალბე’ შესაბამისად, ცალსახაა, რომ ბრალდებულმა იცოდა დოკუმენტის სიყალბის თაობაზე. ამდენად, დაცვის მხარის მტკიცება, თითქოს ა-----–--------–-–---–მა არ იცოდა აქტის სიყალბის თაობაზე, სასამართლოს არალოგიკურად მიაჩნია და ვერ გაიზიარებს.
- გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა, რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარებას ვ------------–-–---–ი ცდილობდა. სწორედ მისი აქტიური ქმედებებით გახდა შესაძლებელი სადავო მიწის ნაკვეთის ა-----–--------–-–---–ზე დარეგისტრირება. სწორედ ვ------------–-–---–მა შეადგენინა აზომვითი ნახაზი, მ-----–------–-–---–ის მეშვეობით დაუკავშირდა დ------------–---–ს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდა ჯერ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენა, შესაბამისი დოკუმენტის შექმნა, საჯარო რეესტრში გადაგზავნა და ამ უკანასკნელის მიერ დაინტერესებული პირისთვის დარეგისტრირება.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი. დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი: დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს იგი ან/და მიიღოს უფლება ამ ქონებაზე. თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად ნებაყოფლობით გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში, დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვისგან მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.
3.10. რაც შეეხება ა-----–--------–-–---–ისა და ვ------------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, სასამართლო ცალ-ცალკე მიმოიხილავს მათ:
· თაღლითობა, ე.ი. სხვისი ნივთის დაუფლება მოტუყუებით - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხერხი აქვს. განსახილველ შემთხვევაში, ყალბი დოკუმენტის წარდგენით, ბრალდებულებმა შეცდომაში შეიყვანეს სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლები, ა-----–--------–-–---–ის სახელზე უკანონოდ დაარეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ჯერ დატვირთეს იპოთეკით (თანხის სანაცვლოდ), შემდეგ გაასხვისეს და მიღეს ფინანსური სარგებელი.
· თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად“. გარდა ამისა, - დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილად მიიჩნევა მაშინ, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით იქნა გამოხატული ეს შეთანხმება. აუცილებელია, რომ წინასწარი შეთანხმება დროში წინ უსწრებდეს დანაშაულებრივი ქმედების დაწყებას. განსახილველ საქმეში, დანაშაულის ჩადენის ქრონოლოგია და თითოეული ბრალდებულის როლი პირდაპირ მიუთითებს ბრალდებულების ერთობლივ, წინასწარ განზრახვაზე. განსახილველ შემთხვევაში, ა-----–--------–-–---–ი და ვ------------–-–---–ი შეკავშირდნენ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაუფლების მიზნით. ბრალდებულებმა, რომელთაც გააზრებული ჰქონდათ რა, მათ მიერ განხორციელებული ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურდათ სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაუფლება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი უფლების დამდგენი დოკუმენტი (მიღება - ჩაბარების აქტი), რომლის საფუძველზეც მოხდა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება ა-----–--------–-–---–ის სახელზე. აღნიშნულის შემდეგ, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთი თანხის სანაცვლოდ დატვირთეს იპოთეკით, შემდგომში კი მოახდინეს ქონების რეალიზაცია. ბრალდებულებმა, რომლებიც მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით, მიიღეს ქონებრივი სარგებელი და მატერიალური ზიანი მიაყენეს სახელმწიფოს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ა-----–--------–-–---–მა და ვ------------–-–---–მა განახორციელეს ერთი და იგივე უმართლობა - შეცდომაში შეიყვანეს თბილისის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და ერთობლივად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ ქონებას; შესაბამისად, ა-----–--------–-–---–ი და ვ------------–-–---–ი წარმოადგენენ ერთიანი უმართლობის თანაამსრულებლებს;
· თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით - ჩადენილი ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის ღირებულებას. გამოკვლეული მტკიცებულებებით (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნით), ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი შეადგენს 520 000 ლარს, რაც ბევრად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 10 000 ლარს.
· ვ------------–-–---–ის ქმედების კიდევ ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
3.11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით, ვ------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 31 000 ლარის ოდენობით. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან, ვ------------–-–---–ს 1 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი სსკის-63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით - იმავე გამოსაცდელი ვადით.
3.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, ვ------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ვ------------–-–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით, რომელსაც დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღვეთა
3.13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით, ვ------------–-–---–ი იმავე დღეს გათავისუფლდა პირობით - 2 (ორი) წლით, 6 (ექვსი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით ადრე.
3.14. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ვ------------–-–---–ი ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. მას აღნიშნული დროისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ; შესაბამისად, დადასტურებულია ქმედების შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი ნიშანი - თაღლითობა იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
3.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.16. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულების ა-----–--------–-–---–ის მიერ, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ვ------------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, ა-----–--------–-–---–ი და ვ------------–-–---–ი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-----–--------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ვ------------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა გამოსაცდელ ვადაში.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომლითაც ა-----–--------–-–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო 180-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლითაც ვ------------–-–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს, შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულთა ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე იმ ფაქტს, რომ ა-----–--------–-–---–სა და ვ------------–-–---–ს არ გააჩნიათ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოსთვის მიყენებული დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი არ არის ანაზღაურებული, ა-----–--------–-–---–ი ძებნილია და უცნობია მისი ადგილსამყოფელი, სასამართლო ვერ შეაფასებს მსჯავრდებულის სოციალურ/ეკონომიკურ მდგომარეობას და არ მსჯელობს ა-----–--------–-–---–ის მიმართ სასჯელის ალტერნატიული ფორმის - ჯარიმის გამოყენებაზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის წინასწარ განჭვრეტადია სასჯელის - ჯარიმის აღუსრულებლობის პერსპექტივა.
5.5. ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-----–--------–-–---–ისა და ვ------------–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავეთა წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მათი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მათი ქცევის გათვალისწინებით, ბრალდებულების მიმართ უნდა განისაზღვროს შემდეგი სასჯელები: ა-----–--------–-–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; ვ------------–-–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
5.6. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ ვ------------–-–---–ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 31 000 ლარის ოდენობით. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან ვ------------–-–---–ს 1 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი სსკის-63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, ვ------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით, რომელსაც დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღვეთა
5.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით, ვ------------–-–---–ი იმავე დღეს გათავისუფლდა პირობით, 2 (ორი) წლით, 6 (ექვსი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით ადრე. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ვ------------–-–---–ის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული შეღავათებისა, მისი რესოციალიზაცია მაინც ვერ მოხდა და მან ჯერ კიდევ გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი დანაშაული.
5.8. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამავე მუხლის შესაბამისად დაინიშნება სასჯელი საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში - თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა.
5.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა გაუქმდეს ვ------------–-–---–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით დანიშნული სასჯელისგან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობით ვადამდე გათავისუფლება 2 (ორი) წლით, 6 (ექვსი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით ადრე.
5.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 ( ორი) წლის, 6 (ექვსი) თვის და 28 (ოცდარვა) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
2----–-–----------- ამოღებული ერთი ცალი CD-R დისკი, შპს „მაგთიკომიდან“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია სამ ცალ CD-R დისკზე - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით დანიშნული სასჯელისგან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობით ვადამდე გათავისუფლება - 2 (ორი) წლით, 6 (ექვსი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით ადრე.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 ( ორი) წლის, 6 (ექვსი) თვის და 28 (ოცდარვა) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
4. მსჯავრდებულ ვ------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 აპრილის, 18:33 საათიდან.
5. მსჯავრდებულ ვ------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. ა-----–--------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
7. მსჯავრდებულ ა-----–--------–-–---–ს სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
8. მსჯავრდებულ ა-----–--------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
9. ე--------------–---–ის უძრავ ქონებაზე (მისამართი: თბილისი, ა---------–------------------- ტერიტორია, 1490 კვ.მ. მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდი 0---------------) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განჩინებით დადებული ყადაღის საკითხი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებით.
10. სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- 2----–-–----------- ამოღებული ერთი ცალი CD-R დისკი, შპს „მაგთიკომიდან“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია სამ ცალ CD-R დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
11. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
12. განაჩენი ვ------------–-–---–ის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
13. განაჩენი ა-----–--------–-–---–ის მიმართ, ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით; განაჩენი დაცვის მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ან განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე