გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/12621-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - თ------ ჩ--–-–---
წარმომადგენელი - ა-------- გ------
მოპასუხე - შპს ,,A-- M---------, C--------- a-- C----------- S-------’’, შპს ,,ა--- ს-------------, ს---------–---–--- და ს--–-----–-- მ-------------- ს----------–--- ფ--–---–-’’
წარმომადგენელი - თეიმურაზ ჯღამაძე
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების და პირგასამტეხლოს ანაზღაურება, კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელფასო დავალიანების - 5 490.95 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადაუხდელი სახელფასო დავალიანების - 5 490.95 აშშ დოლარის 0.07%-ის ანაზღაურება - 2019 წლის 05 იანვრიდან ყოველდღიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ კომპენსაციის სახით ერთი თვის სახელფასო ანაზღაურების - 2 500 აშშ დოლარის გადახდა.
(იხ: სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი).
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
თ------ ჩ--–-–---ს (შემდგომში მოსარჩელე) და შპს ,,A-- M---------, C--------- a-- C----------- S-------’’-ის ფილიალს - შპს ,,ა--- ს-------------, ს---------–---–--- და ს--–-----–-- მ-------------- ს----------–--- ფ--–---–-’’-ს შორის 2018 წლის 15 მარტს წერილობით დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე შპს ,,ა--- ს-------------, ს---------–---–--- და ს--–-----–-- მ-------------- ს----------–--- ფ--–---–-’’-ში დასაქმდა ო-------- პოზიციაზე და მისი სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრა 2 250 აშშ დოლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 30 იანვრიდან მასსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა ზეპირი ფორმით და შრომითი ურთიერთობები პერიოდულად გაგრძელდა 2018 წლის 31 ოქტომბრამდე და მისი ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრა 2 500 აშშ დოლარის ოდენობით. სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის შედგა მორიგების აქტი, რითაც მოსარჩელესთან შეწყდა არსებული შრომითი ხელშეკრულება, ხოლო მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი.
მოსარჩელის მითითებით მან 2018 წლის 07 ნოემბერს გაუგზავნა მოპასუხეს წერილობითი გაფრთხილება არსებული სახელფასო დავალიანების მოთხოვნით. 2018 წლის 07 ნოემბრიდან მოპასუხემ საერთო დავალიანებიდან - 10 000 აშშ დოლარიდან აუნაზღაურა მოსარჩელეს 4 509.05 აშშ დოლარი, ხოლო სარჩელი სახელფასო დავალიანება ჯამში - 5 490.95 აშშ დოლარის ოდენობით დღემდე გადაუხდელია. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 01 დეკემბერს მოპასუხემ მას გადაუხადა დავალიანების ნაწილი - 6 686 ლარი (2 500 აშშ დოლარი), 2019 წლის 05 იანვარს - 5 373 ლარი (2 009.05 აშშ დოლარი). სახელფასო დავალიანების ნაწილობრივი ბოლო გადახდა განხორციელდა 2019 წლის 05 იანვარს, რის შემდეგადაც გადაუხდელმა სახელფასო დავალიანებამ შეადგინა 5 490.95 აშშ დოლარი, შესაბამისად 2019 წლის 05 იანვრიდან ხდება გადახდის დაყოვნება.
გარდა აღნიშნულისა, სარჩელში ასევე მითითებულია, რომ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეთაგან კომპენსაციის სახით ერთი თვის სახელფასო დავალიანების - 2 500 აშშ დოლარის გადახდას, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა მოპასუხის მიერ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2.მოპასუხეთა პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
2.1. მოპასუხე შპს ,,A-- M---------, C--------- a-- C----------- S-------’’-ს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუმცა მას სარჩელთან მიმართებით შესაგებელი არ წარმოუდგენია.
2.2. მოპასუხე შპს ,,ა--- ს-------------, ს---------–---–--- და ს--–-----–-- მ-------------- ს----------–--- ფ--–---–-’’-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, შრომითი ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელის ხელფასი განისაზღვრა 2 250 აშშ დოლარით საშემოსავლო გადასახადის დაქვითვით. ამასთან, შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებისას, არ მომხდარა სხვა სახელფასო სარგოზე შეთანხმება და მოსარჩელის ხელფასი კვლავ 2 250 აშშ დოლარით განისაზღვრებოდა. მის მიერ სრულად დაფარულია მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება, მეტიც, თავად მოსარჩელეს ერიცხება მის მიმართ ზედმეტად გადახდილი თანხის ანაზღაურება რაც შეადგენს 139 აშშ დოლარს, ვინაიდან 2019 წლის 05 იანვარს მოსარჩელეს ზედმეტად ჩაერიცხა თანხა 139 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხემ დავის დამატებით ფაქტობრივ გარემოებებში ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელემ კომპანიაში იმუშავა 2018 წლის 15 მარტიდან 31 ოქტომბრამდე - 7.5 თვე და თითოეულ თვეში მას უნდა მიეღო ხელფასი 2 250 აშშ დოლარის ოდენობით და ამ თანხას გამოკლებული საშემოსავლო გადასახადი.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,A-- M---------, C--------- a-- C----------- S-------’’ წარმოადგენს შპს ,,ა--- ს-------------, ს---------–---–--- და ს--–-----–-- მ-------------- ს----------–--- ფ--–---–-’’-ს დამფუძნებელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები (ს.ფ. 19-32; 127-128);
- ახსნა-განმარტება.
3.1.2. მოსარჩელეს და შპს ,,ა--- ს-------------, ს---------–---–--- და ს--–-----–-- მ-------------- ს----------–--- ფ--–---–-’’-ს შორის 2018 წლის 15 მარტს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე დასაქმდა ო-------- პოზიციაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 30 აპრილის ჩათლით. ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულის ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი შეადგენდა 2 250 აშშ დოლარს. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმებით გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა 2018 წლის 31 ოქტომბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 33-36; 199-204);
- ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2018 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელეს და შპს ,,ა--- ს-------------, ს---------–---–--- და ს--–-----–-- მ-------------- ს----------–--- ფ--–---–-’’-ს შორის შედგა მორიგების აქტი, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ შისადასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების პროექტის ფარგლებში ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების გარკვეული ეტაპის დასრულების გამო, 2018 წლის 31 ოქტომბრიდან მოსარჩელე გათავისუფლდებოდა ო-------- თანამდებობიდან.
ამავე შეთანხმების თანახმად, მოსარჩელემ გაანცხადა თანხმობა გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამხდებობდან, ხოლო თავის მხრივ, შპს ,,ა--- ს-------------, ს---------–---–--- და ს--–-----–-- მ-------------- ს----------–--- ფ--–---–-’’-მა აღიარა რომ მოსარჩელის მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება (ს.ფ. 25);
- ახსნა-განმარტება.
3.1.4. მოსარჩელეს და შპს ,,ა--- ს-------------, ს---------–---–--- და ს--–-----–-- მ-------------- ს----------–--- ფ--–---–-’’-ს შორის 2018 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმების შედგენის და მხარეთა შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2018 წლის 01 დეკემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს საბანკო ანგარიშსწორების გზით გადაუხადა 6 686 ლარი, რაც ეროვნული ბანკის იმჟამინდელი კურსის თანახმად შეადგენდა 2 500 აშშ დოლარს, ხოლო 2019 წლის 05 იანვარს ასევე ჩაურიცხა 5 373 ლარი, რაც ეროვნული ბანკის იმჟამინდელი კურსის თანახმად შეადგენდა 2 009.05 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი (ს.ფ. 25-43);
- ინფორმაცია ვალუტის კურსის შესახებ (ს.ფ. 44-46);
- ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელის ხელფასი განისაზღვრა 2250 აშშ დოლარით, რომელიც არ მოიცავდა კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს.
ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება 2 250 აშშ დოლარი წარმოადგენდა დასაბეგრ თანხას, ვინაიდან მოსარჩელემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე წარმოადგინა ხელშეკრულების ნათარგმნი ვარიანტი (ს.ფ. 199-203), რომლის თანახმადაც 2 250 აშშ დოლარი წარმოადგენდა მოსარჩელის მისაღებ სახელფასო ანაზღაურებას საშემოსავლო გადასახადის გარეშე. მოპასუხისთვის აღნიშნული წერილობითი მტკიცებულების საქმის მასალებში არსებობის შესახებ ცნობილი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა სასამართლოს მთავარ სხდომამზე მას არ უსარგებლია საპირისპირო მტკიცებულების წარმოდგენის უფლებით, რომელიც დაადასტურებდა მის განმარტებას იმის თაობაზე, რომ 2 250 აშშ დოლარი წარმოადგენდა დასარიცხ სახელფასო ანაზღაურებას.
3.2.2. შპს ,,ა--- ს-------------, ს---------–---–--- და ს--–-----–-- მ-------------- ს----------–--- ფ--–---–-’’-ს 2018 წლის 31 დეკემბრის შეთანხმების აქტის გაფორმებისა და მათ შორის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის კი მოპასუხეს მის მიმართ გააჩნდა ასანაზღაურებელი სახელფასო დავალიანება - 10 000 აშშ დოლარი.
უპირველესად, სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ-ის 4.1- ე მუხლი). თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102.1-ე მუხლი). ამასთან, უმნიშვნელოვანესია, რომ მტკიცების ტვირთის განაწილებას სპეციფიური ხასიათი გააჩნია შრომით სამართლებრივ დავაში, რაც გულისხმობს მას, რომ დამსაქმებელია ვალდებული ამტკიცოს გათავისუფლების მართლზომიერება.
სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევის მსგავსად (იხ. სუსგ №ას-1183-1125-2014, 2015 წლის 13 თებერვალი; №ას-1004-965-2014, 2015 წლის 8 აპრილი; №ას-922-884-2014, 2015 წლის 16 აპრილი), მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია სახელფასო დავალიანება, ან არ გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით.
სასამართლო დამსაქმებელზე არსებული მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის ზეპირი შრომით სამართლებრივი ურთიერთობის განმავლობაში მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 2 500 აშშ დოლარს.
შეთანხმების გაფორმების დროისთვის დავალიანების -10 000 აშშ დოლარის არსებობის ფაქტის დადასტურების მიზნით კი სასამართლო არსებითად ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერს (ს.ფ. 35-43), ისევე როგორც მოპასუხის მეირ წარმოდგენილ საგადახდო დავალებებს (ს.ფ. 147-153), რომლითაც დასტურდება, რომ მხარეთა შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის დროისთვის დამსაქმებელს მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი ჰქონდა 4 თვის სახელფასო დავალიანება.
ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას თანხის იმ ოდენობით ჩარიცხვებთან მიმართებით რომელიც ასახულია წარმოდგენილ ანგარიშის ბარათში (ს.ფ. 146), ვინაიდან აღნიშნულ ბარათში ასახული თანხების მოსარჩელის ანგარიშზე შესვლა არ დასტურდება წარმოდგენილი ამონაწერით ანგარიშიდან. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, სასამართლო ასევე არ იზიარებს წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას (ს.ფ. 180-182), რომელიც არსებითად ეყრდნობა იმ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ სარწმუნოდ ვერ მიიჩნია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლი; საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 31-ე, 34-ე, 37-ე, 38-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ევროპის სოციალური ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის უფლების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ ეფექტიანად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება. მაშასადამე, ქარტია განამტკიცებს დასაქმებულის უფლებას მიიღოს ანაზღაურება შრომითი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობითაც.
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განარჩევს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. უპირველესად, ეს არის ურთიერთობის სუბიექტები: დამსაქმებელი და დასაქმებული, გარდა ამისა, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.
განსახილველ შემთხევაში უდავოა მოსარჩელეს და შპს ,,ა--- ს-------------, ს---------–---–--- და ს--–-----–-- მ-------------- ს----------–--- ფ--–---–-’’-ს შორის შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტი, რომლის თანახმადაც განისაზღვრა მოსარჩელისათვის ყოველთვიურად გასახდელი ხელფასის ოდენობა და გაცემის წესი. დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ 2018 წლის 31 ოქტომბრისათვის ერიცხებოდა სახელფასო დავალიანება - 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ კი მან ჯამში მოსარჩელეს აუნაზღაურა 4 509.05 აშშ დოლარი, შესაბამისად დამსაქმებელს მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი თანხა სახელფასო დავალიანება - 5 490.95 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან დადგენილია, რომ შპს ,,A-- M---------, C--------- a-- C----------- S-------’’ წარმოადგენს შპს ,,ა--- ს-------------, ს---------–---–--- და ს--–-----–-- მ-------------- ს----------–--- ფ--–---–-’’-ს დამფუძნებელს, არსებობს სახელფასო დავალიანების - 5 490.95 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების საფუძველი.
6.2. ს----------–--- შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების წარმოშობიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ემყარება სწორედ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილს.
სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ როცა გადახდის ვალდებულების არსებობა ვლინდება ხელფასის გაცემის დაყოვნების ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს (მაგ: ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების), რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. მართალია მხარეთა შორის შეწყვეტილია შრომითი ურთიერთობა და ისინი აღარ ასრულებენ შრომით მოვალეობებს, თუმცა აუნაზღაურებელი სახელფასო დავალიანების პირობებში, ისინი წარმოადგენენ შრომის ანაზღაურების (ანგარიშსწორების) მოცდენის სუბიექტებს. აღნიშნული კი განაპირობებს მოპასუხეთათვის საქართველოს შრომის კოდექსის 31.3-ე მუხლის მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებას და მისთვის მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის იმგვარ შემადგენლობას, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ობიექტურად ვარგისი საფუძვლები გააჩნდეს. რის გამოც არსებობს მოპასუხეთა მიმართ სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების სოლიდარულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.3. წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხეთათვის კომპენსაციის სახით ერთი თვის სახელფასო ანაზღაურების - 2 500 აშშ დოლარის გადახდას. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე განიხილავს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე პირველი პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
ამავე კოდექსის 38-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ დამსაქმებლის მიერ 37-ე უხლის პირველი პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა მხარეთა შეთანხმებით. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომლის თანახმადაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერ საფუძვლად დამსაქმებელმა განსაზღვრა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტი, მით უფრო იმის ფონზე, როდესაც აღნიშნული მუხლი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად განსაზღვრავს მხარეთა წერილობით შეთანხმებას (,,ე’’ ქვეპუნქტი) ისევე როგორც შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებას (,,გ’’ ქვეპუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით არ დასტურდება დამსაქმებლისათვის ერთი თვის კომპენსაციის ანაზღაურებისათვის კანონით დადგენილი წინაპირობის არსებობის ფაქტი, რის გამოც წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის საფუძველზე. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 840.96 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა იურიდიული მომსახურების ღირებულის ანაზღაურება. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისთვის 2 022.40 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 58). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნულის თანახმად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2 022.40 ლარის გადახდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლოს გარეშე ხარჯის (ს.ფ. 195; 210; 211; 213; 215; 216; 218; 225) - 218.4 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ------ ჩ--–-–---ის სარჩელი მოპასუხეების შპს ,,A-- M---------, C--------- a-- C----------- S-------’’-ის და შპს ,,ა--- ს-------------, ს---------–---–--- და ს--–-----–-- მ-------------- ს----------–--- ფ--–---–-’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხეებს შპს ,,A-- M---------, C--------- a-- C----------- S-------’’-ის და შპს ,,ა--- ს-------------, ს---------–---–--- და ს--–-----–-- მ-------------- ს----------–--- ფ--–---–-’’-ს მოსარჩელე თ------ ჩ--–-–---ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელფასო დავალიანების - 5 490.95 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. მოპასუხეებს შპს ,,A-- M---------, C--------- a-- C----------- S-------’’-ის და შპს ,,ა--- ს-------------, ს---------–---–--- და ს--–-----–-- მ-------------- ს----------–--- ფ--–---–-’’-ს მოსარჩელე თ------ ჩ--–-–---ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელფასო დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის - 5 490.95 აშშ დოლარის 0.07%-ის გადახდა 2019 წლის 05 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.3. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთათვის კომპენსაციის სახით ერთი თვის სახელფასო ანაზღაურების - 2 500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს შპს ,,A-- M---------, C--------- a-- C----------- S-------’’-ის და შპს ,,ა--- ს-------------, ს---------–---–--- და ს--–-----–-- მ-------------- ს----------–--- ფ--–---–-’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 840.96 ლარის ანაზღაურება;
3. მოპასუხეებს შპს ,,A-- M---------, C--------- a-- C----------- S-------’’-ის და შპს ,,ა--- ს-------------, ს---------–---–--- და ს--–-----–-- მ-------------- ს----------–--- ფ--–---–-’’-ს მოსარჩელე თ------ ჩ--–-–---ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ იურიდიული მ-------------- მიღებისთვის გაწეული ხარჯის - 2 022.4 ლარის გადახდა;
4. მოპასუხეებს მოპასუხეებს შპს ,,A-- M---------, C--------- a-- C----------- S-------’’-ის და შპს ,,ა--- ს-------------, ს---------–---–--- და ს--–-----–-- მ-------------- ს----------–--- ფ--–---–-’’-ს მოსარჩელე თ------ ჩ--–-–---ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით გადახდილი 218.4 ლარის ანაზრაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია