გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2020
საქმის ნომერი
330210118002301410
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/4250-18

(330210118002301410)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2020 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - დ--------–---–---–-

წარმომადგენლები: ზ---------------, ი-----–----–-----–---–-

მოპასუხე - გ-----------–-----

წარმომადგენლები: ი-----–--------–---–-, კ-----------–---–-

დავის საგანი - პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. დაევალოს მოპასუხეს, მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებაში, სადაც განხორციელდა ამ ინფორმაციის გავრცელება, კერძოდ, ს-----------------------–----–ის პ------–-------ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია 2018 წლის 07 თებერვალს იმავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მის მიერ გაცხადებული ცნობების უარყოფის შესახებ, რომ: ა. არ შეესაბამება სინამდვილეს ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება დ--------–---–---–-ს შესახებ, რომ დ--------–---–---–- არის პიროვნება, რომელმაც 2006 წლიდან დაიწყო ქმედებები ბ---------ს ხელში ჩასაგდებად და, რომ დ--------–---–---–- არის ადამიანი, ვის ინტერესშიც შედის კომპანია ბ---------ს ხელში ჩაგდება. ბ. არ შეესაბამება სინამდვილეს ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება დ--------–---–---–-ს შესახებ, რომ როცა კომპანია გახდა საინტერესო, მათ უკვე დაიწყეს მეთოდებით ბრძოლა, რომელიც იციან და მაგათი ტვინი მეტს ვერ ფლობს, მინდა დავასახელო ადამიანები, ვის ინტერესშიც შედის ეს ყველაფერი, მინდა ხაზი გავუსვა, აღნიშნული ქმედება არის ერთადერთი მიზნის გამო, რომ გარკვეულმა პიროვნებებმა კომპანია ჩაიგდონ ხელში“, რომ ეს პიროვნება არის დ--------–---–---–-, რომელიც დღესაც ეგრეთწოდებულ პარლამენტარად, თუ ბიზნესმენად ითვლება. არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ ეს არის ის პიროვნება, რომელმაც 2006 წლიდან დაიწყო ქმედებები „ბ---------ს” ხელში ჩასაგდებად. 2012 წელსაც გვქონდა შემოტევა არჩევნების წინა პერიოდში, როცა ჩვენთან შემოვიდა საგადასახადო ინსპექცია. იყო პირდაპირი მითითება, რომ დაგვეთმო წილები, არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა დ--------–---–---–-.

1.2. დაევალოს მოპასუხეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი გავრცელებული ცნობების უარყოფა მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებაში, სადაც განხორციელდა ამ ინფორმაციის გავრცელება, კერძოდ: საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კ-----“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია 2018 წლის 07 თებერვალს იმავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მის მიერ გაცხადებული ცნობების უარყოფის შესახებ და განაცხადოს, რომ: არ შეესაბამება სინამდვილეს ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება დ--------–---–---–-ს შესახებ, რომ როდესაც კომპანია ბ--------- გახდა ისევ საინტერესო გარკვეული პირებისთვის, მათ უკვე დაიწყეს ბრძოლა იმ მეთოდებით, რომელიც მაგათ იციან და მაგათი ტვინი მეტს ვერ ფლობს, რომ ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ მე თავი დავხარო და მივიდე ბატონ ბ-–---–---–თან, რომ ეს გახლავთ დ--------–---–---–-, რომელიც წარმატებულ პარლამენტარად თუ ბიზნესმენად ითვლება, რომ ამ ადამიანმა 2006 წლიდან დაიწყო მოქმედებები “ბ---------ს” ხელში ჩასაგდებად.

1.3. დაევალოს მოპასუხეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი გავრცელებული ცნობების უარყოფა მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებაში, სადაც განხორციელდა ამ ინფორმაციის გავრცელება, კერძოდ, საინფორმაციო სააგენტო „ი-----------------“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია 2018 წლის 07 თებერვალს იმავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მის მიერ გაცხადებული ცნობების უარყოფის შესახებ, და განაცხადოს, რომ: არ შეესაბამება სინამდვილეს ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება დ--------–---–---–-ს შესახებ, რომ დღეს როდესაც "ბ---------" გახდა ქართული ღ----- ექსპორტში 250 კომპანიას შორის ლიდერი, „ბ---------“ გახდა გარკვეული პირებისთვის საინტერესო და მათ დაიწყეს ბრძოლა კომპანიის ხელში ჩასაგდებად, რომ ეს გახლავთ დ--------–---–---–-, რომელიც წარმატებულ პარლამენტარად თუ ბიზნესმენად ითვლება, რომ ამ ადამიანმა 2006 წლიდან დაიწყო მოქმედებები "ბ---------ს" ხელში ჩასაგდებად.

1.4. დაევალოს მოპასუხეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი გავრცელებული ცნობების უარყოფა მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებაში, სადაც განხორციელდა ამ ინფორმაციის გავრცელება, კერძოდ, ს-----------------------–----–ის პ------–-------ს ეთერში საინფორმაციო გამოშვება მ------ში (15:00 საათიანი მოამბისა და 18:00 საათიანი მოამბის განმავლობაში) უარყოს 2018 წლის 07 თებერვალს ს-----------------------–----–ის პ------–-------ს ეთერში საინფორმაციო გამოშვება მ------ში გასულ სიუჟეტში მის მიერ დ--------–---–---–-ს შესახებ გაცხადებული ცრუ ფაქტები და განაცხადოს, რომ: არ შეესაბამება სინამდვილეს ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება დ--------–---–---–-ს შესახებ, რომ შპს ბ--------ში გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ეს არის ერთადერთი მიზნის გამო, რომ გარკვეულმა პიროვნებებმა ჩაიგდონ კომპანია ხელში, რომ დ--------–---–---–-, ეს ადამიანი გახლავთ ის პიროვნება, რომელმაც 2006 წლიდან დაიწყო მოქმედებები ბ---------ს ხელში ჩასაგდებად.

1.5. დაევალოს მოპასუხეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი გავრცელებული ცნობების უარყოფა მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებაში, სადაც განხორციელდა ამ ინფორმაციის გავრცელება, კერძოდ: ტელეკომპანია „ი-----“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია 2018 წლის 08 თებერვალს, იმავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მის მიერ გაცხადებული ცნობების უარყოფის შესახებ და განაცხადოს, რომ: არ შეესაბამება სინამდვილეს ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება დ--------–---–---–-ს შესახებ, რომ საწარმოო პროცესი გაჩერებულია მთლიანად, ეს გააკეთა ფინანსური პოლიციის არა მხოლოდ პატარა ჯგუფმა, რომელიც გუშინ იქ შემოვარდა და საოცრებები ჩაატარეს იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც არის უპირობო ლიდერი, არამედ მათ უკან დგას უფრო გავლენიანი პირების ინტერესები, მათ შორის ყოფილი პარლამენტარის, დ--------–---–---–-ს, რომელმაც იარაღად გამოიყენა ვ-–--------------------.

1.6. დაევალოს მოპასუხეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი გავრცელებული ცნობების უარყოფა მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებაში, სადაც განხორციელდა ამ ინფორმაციის გავრცელება, კერძოდ: საინფორმაციო სააგენტო „ი-----------------ს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია 2018 წლის 08 თებერვალს იმავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მის მიერ გაცხადებული ცნობების უარყოფის შესახებ და განაცხადოს, რომ: არ შეესაბამება სინამდვილეს ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება დ--------–---–---–-ს შესახებ კომპანია ბ--------ში ფინანსური პოლიციის შემოვარდნაზე, რომ ამ ყველაფრის უკან იკვეთება გავლენიანი პირების ინტერესები, მათ შორის, ყოფილი პარლამენტარის, დ--------–---–---–-ს, რომელმაც იარაღად გამოიყენა ვ-–--------------------.

1.7. დაევალოს მოპასუხეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი გავრცელებული ცნობების უარყოფა მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებაში, სადაც განხორციელდა ამ ინფორმაციის გავრცელება, კერძოდ: საინფორმაციო სააგენტო „ა-------ს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია 2018 წლის 08 თებერვალს იმავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მის მიერ გაცხადებული ცნობების უარყოფის შესახებ და განაცხადოს, რომ: არ შეესაბამება სინამდვილეს ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება დ--------–---–---–-ს შესახებ, რომ დღეს პროცესი გაჩერებულია მთლიანად, ეს გააკეთა ფინანსური პოლიციის არა მხოლოდ პატარა ჯგუფმა, რომელიც გუშინ იქ შემოვარდა და საოცრებები ჩაატარეს იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც არის უპირობო ლიდერი, არამედ მათ უკან დგას უფრო გავლენიანი პირების ინტერესები, მათ შორის ყოფილი პარლამენტარის, დ--------–---–---–-ს, რომელმაც იარაღად გამოიყენა ვ-–--------------------.

1.8. დაევალოს მოპასუხეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი გავრცელებული ცნობების უარყოფა მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებაში, სადაც განხორციელდა ამ ინფორმაციის გავრცელება, კერძოდ: ტელეკომპანია, Т---------–-ს საინფორმაციო გადაცემაში უარყოს 2018 წლის 07 თებერვალს იმავე საინფორმაციო გადაცემაში მის მიერ დ--------–---–---–-ს შესახებ გაცხადებული ცრუ ფაქტები და განაცხადოს, რომ: არ შეესაბამება სინამდვილეს ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება დ--------–---–---–-ს შესახებ, რომ ბ-–---–---–- და ჯ--------- კომპანიის დაუფლებას ერთობლივად ცდილობენ, რომ ეს აღნიშნული ქმედება, აბსოლუტური პასუხისმგებლობით გეუბნებით, არის ერთადერთი მიზნის გამო, რომ გარკვეულმა პიროვნებებმა ჩაიგდონ კომპანია ხელში, რომ ეს გახლავთ პიროვნება დ--------–---–---–-, რომ ეს ადამიანი გახლავთ პიროვნება, რომელმაც თავიდან 2006 წლიდან დაიწყო მოქმედებები ბ---------ს ხელში ჩასაგდებად, რომ ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ მე, პირდაპირ გეუბნებით, მე თავი დავხარო და მივიდე ბატონ ბ-–---–---–თან.

 

სარჩელის საფუძვლები:

2018 წლის 7 და 8 თებერვალს, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში გამოქვეყნდა მოპასუხე გ-----------–-----ს მიერ გავრცელებული, მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი არსებითად მცდარი ფაქტები, კერძოდ, ეს ფაქტები გავრცელდა 2018 წლის 7 და 8 თებერვალს მოპასუხის მიერ ჩატარებულ ბრიფინგსა და პრესკონფერენციაზე, რომლებიც ეხებოდა 2018 წლის 07 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ შპს „ბ--------ში“ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას - დოკუმენტაციის ამოღებასა და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვას სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბ---------ს“ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბ---------ს“ ყოფილი პარტნიორის, კომპანია „გ------------------------–---------ს“ წარმომადგენლის განცხადება. აღნიშნულ გამოძიებასთან, საქმესთან, შპს „ბ--------თან ანდა „გ------------------------–--------თან“ არავითარი კავშირი მოსარჩელეს არ აქვს. აღნიშნულის მიუხედავად, გ-----------–-----მ მოსარჩელის შესახებ გააკეთა განცხადებები, რომლებიც შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს მოსარჩელის შესახებ, ცილისმწამებლურია და ლახავს მის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. აღნიშნული განცხადებები გავრცელდა სხვადასხვა ტელეკომპანიის მიერ გასულ სიუჟეტებში და საინფორმაციო სააგენტოების მიერ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

მოსარჩელის მიერ დაყენებული 8 მოთხოვნიდან, 6 შემთხვევაში, მოსარჩელე სხვა სუბიექტების, კერძოდ, საინფორმაციო სააგენტოების მიერ შემუშავებული ტექსტების და მათ მიერ მათივე ვებ-გვერდებზე დადებული ცნობების უარყოფას სთხოვს მოპასუხეს, რომლის სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს, შესაბამისად, აღნიშნულ 6 მოთხოვნაში სარჩელი აშკარად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებით სარჩელი აღძრულ უნდა იქნას მედიის მესაკუთრის მიმართ და ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ცნობების უარყოფის შესახებ მედიაში ისეთი ინფორმაციის გავრცელების გამო, რომელიც არ ეკუთვნის მოპასუხეს და წარმოადგენს მედიის მიერ შედგენილ ტექსტებს და გამონათქვამებს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ მოთხოვნას, მხარე უთითებს ტელეკომპანიების მიერ 2018 წლის 07 თებერვალს მოპასუხის მიერ გამართული ბრიფინგის, ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ 5-10 წამიან სიუჟეტებზე, მაშინ როდესაც ბრიფინგი გაგრძელდა დაახლოებით 1 საათი და ისე, რომ მთლიან ბრიფინგს და იქ გაჟღერებულ ინფორმაციას არ ასმენინებს სასამართლოს, ითხოვს ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული 5-10 წამიანი სიუჟეტის მისი პატივის და ღირსების შემლახველ ცნობად ჩათვლას, რაც უსაფუძვლოა და უფრო მეტიც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

თუ მოპასუხეს მოსარჩელე ედავება, რომ მან მოსარჩელეზე ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა, მოსარჩელე ვალდებულია დაადასტუროს, რომ მას ამ განცხადებით ზიანი მიადგა, თუმცა რაიმე სახის მტკიცებულება იმისა, რომ მას რაიმე სახის ზიანი მიადგა მოპასუხის განცხადებით მოსარჩლეს არ წარმოუდგენია, რადგან ასეთს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები, საფუძვლები, რასაც მათ შორის განსაზღვრავს კანონმდებლობა არ არსებობს. ამასთანავე, მოპასუხე აღნიშნავს, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება ვერ შეფასდება ცილისწამებად და მით უფრო მოსარჩელის სახელის გამტეხ განცხადებად, ვინაიდან მისი მხრიდან გამოხატული არის აზრი მოსარჩელის მიმართ. როგორც თვითონ მოსარჩელეც აღნიშნავს, ის ბიზნეს წრეებში ცნობილი პიროვნებაა და არაერთხელ ეკავა მაღალი პოლიტიკური თანამდებობა. შესაბამისად, ნებისმიერ პირს შეიძლება გააჩნდეს შეხედულება თუ აზრი მის მიმართ, უფრო მეტიც არაერთი მსგავსი განცხადება გავრცელებულა მისი პიროვნების შესახებ, როგორც საჯარო პირის მიმართ.

გარდა ამისა, მოპასუხე აღნიშნავს, რომ შესაბამისი კანონმდებლობა მოსარჩელისგან მოითხოვს გავრცელებული ინფორმაციით მიყენებული ზიანის დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით, ხოლო აღნიშნულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მოპასუხის განცხადებებმა რაიმე სახის ზიანი მიაყენეს მოსარჩელეს ან პატივი და ღირსება შეელახა, სახელი გაუტყდა, რისი მტკიცების ტვირთიც „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მოსარჩელეს ეკისრება, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 07 თებერვალს, 15:29 სთ-ზე, ს-----------------------–----–ის პ------–-------ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია (ტექსტის ავტორი: ?????? ???????? ) სათაურით: „"ბ---------ს" დამფუძნებლები კომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში დ--------–---–---–-ს ინტერესებს ხედავენ”. აღნიშნული სტატიის წყაროდ მითითებულია მოპასუხე გ-----------–-----. მოცემულ სტატიაში აღნიშნულია შემდეგი:

,,ეს ჩვენთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. რეალურად ვხედავთ, თუ რა ხდება კომპანიის ირგვლივ. დღეს როცა კომპანია გახდა ლიდერი, ამას გეუბნებით დადასტურებული ციფრებით, - ქართული ღ----- ექსპორტში 250 კომპანიას შორის ვართ უპირობო ადგილზე, როცა კომპანია გახდა საინტერესო, მათ უკვე დაიწყეს მეთოდებით ბრძოლა, რომელიც იციან და მაგათი ტვინი მეტს ვერ ფლობს. მინდა დავასახელო ადამიანები, ვის ინტერესშიც შედის ეს ყველაფერი. მინდა ხაზი გავუსვა, აღნიშნული ქმედება არის ერთადერთი მიზნის გამო, რომ გარკვეულმა პიროვნებებმა კომპანია ჩაიგდონ ხელში. ეს პიროვნება არის დ--------–---–---–-, რომელიც დღესაც ეგრეთწოდებულ პარლამენტარად, თუ ბიზნესმენად ითვლება. ეს არის ის პიროვნება, რომელმაც 2016 წლიდან დაიწყო ქმედებები “ბ---------ს” ხელში ჩასაგდებად. 2012 წელსაც გვქონდა შემოტევა არჩევნების წინა პერიოდში, როცა ჩვენთან შემოვიდა საგადასახადო ინსპექცია. იყო პირდაპირი მითითება, რომ დაგვეთმო წილები. მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა დ--------–---–---–-“.

მოპასუხის იგივე განცხადებებს ციტირებს 2018 წლის 07 თებერვალს, 16:13 სთ-ზე, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კ-----“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია სათაურით: „ბ---------ს“ დამფუძნებელი: ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ თავი დავხარო და მივიდე ბ-–---–---–თან“, რომელიც ასევე მიუთითებს ინფორმაციის წყაროდ მოპასუხე გ-----------–-----ს. სტატიაში აღნიშნულია შემდეგი: „როდესაც კომპანია გახდა ისევ საინტერესო გარკვეული პირებისთვის, მათ უკვე დაიწყეს ბრძოლა იმ მეთოდებით, რომელიც მაგათ იციან და მაგათი ტვინი მეტს ვერ ფლობს. ეს არის პირადად რუსეთის მოქალაქე ვ-–--------------------, ძებნილი ამ ქვეყნის მიერ აფიორებზე, აფერისტობებზე, რომელსაც უნდა, რომ ვითომ, მისგან არ მოხდა გადაფორმება. ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ მე თავი დავხარო და მივიდე ბატონ ბ-–---–---–თან. ეს არ მოხდება. ეს გახლავთ დ--------–---–---–-, რომელიც წარმატებულ პარლამენტარად თუ ბიზნესმენად ითვლება. ამ ადამიანმა 2006 წლიდან დაიწყო მოქმედებები “ბ---------ს” ხელში ჩასაგდებად“.

მოპასუხის იგივე განცხადებებს ციტირებს 2018 წლის 07 თებერვალს, 15:41 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „ი-----------------“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია სათაურით: „ბ---------ს“ დამფუძნებელი - სავარაუდოდ, დ----- ბ-–---–---–ს სურს კომპანიის ხელში ჩაგდება - მივმართავ პრემიერს, საკითხში პირადად ჩაერთოს“, სტატიაში აღნიშნულია შემდეგი: ,,დღეს როდესაც "ბ---------" გახდა ქართული ღ----- ექსპორტში 250 კომპანიას შორის ლიდერი, „ბ---------“ გახდა გარკვეული პირებისთვის საინტერესო და მათ დაიწყეს ბრძოლა კომპანიის ხელში ჩასაგდებად, ასახელებს რამდენიმე პირს, რომლებიც ამ პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ (ციტატა ინფორმაციიდან: „გ-----------–-----მ რამდენიმე პირი დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, ამ პროცესში უშუალოდ მონაწილეობენ“) და აცხადებს: „ეს გახლავთ დ--------–---–---–-, რომელიც წარმატებულ პარლამენტარად თუ ბიზნესმენად ითვლება. ამ ადამიანმა 2006 წლიდან დაიწყო მოქმედებები "ბ---------ს" ხელში ჩასაგდებად“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2018 წლის 07 თებერვალს, 15:29 სთ-ზე, ს-----------------------–----–ის პ------–-------ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია (ს.ფ. 191);

- 2018 წლის 07 თებერვალს, 16:13 სთ-ზე, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კ-----“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია (ს.ფ. 192);

- 2018 წლის 07 თებერვალს, 15:41 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „ი-----------------“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია (ს.ფ:-ები 193-194);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ს-----------------------–----–ის ,,პ------–-------ს“ ეთერში, საინფორმაცია გამოშვება მ------ში 2018 წლის 07 თებერვალს გავიდა სიუჟეტი (15:00 საათიანი და 18:00 საათიანი ,,მოამბის“ განმავლობაში), სადაც მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ გააკეთა განცხადებები: „ეს არის ერთადერთი მიზნის გამო, რომ გარკვეულმა პიროვნებებმა ჩაიგდონ კომპანია ხელში. დ--------–---–---–-, ეს ადამიანი გახლავთ ის პიროვნება, რომელმაც 2006 წლიდან დაიწყო მოქმედებები ბ---------ს ხელში ჩასაგდებად“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. 2018 წლის 08 თებერვალს, 13:36 სთ-ზე, ტელეკომპანია „ი-----ს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია სათაურით: „კომპანია ბ--------- დიმიტრი ქუმსიშვილს ,,კარგად დაგეგმილ პროვოკაციაში" ადანაშაულებს”, აღნიშნული ინფორმაციის წყაროდ მითითებულია მოპასუხე გ-----------–-----, ხოლო სტატიაში მითითებულია შემდეგი: „საწარმოო პროცესი გაჩერებულია მთლიანად, ეს გააკეთა ფინანსური პოლიციის არა მხოლოდ პატარა ჯგუფმა, რომელიც გუშინ იქ შემოვარდა და საოცრებები ჩაატარეს იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც არის უპირობო ლიდერი, არამედ მათ უკან დგას უფრო გავლენიანი პირების ინტერესები, მათ შორის ყოფილი პარლამენტარის, დ--------–---–---–-ს, რომელმაც იარაღად გამოიყენა ვ-–--------------------“.

მოპასუხის იგივე განცხადებას ციტირებს 2018 წლის 08 თებერვალს, 14:26 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „ი-----------------ს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია სათაურით: „„ბ---------ს“ დირექტორი - ჩვენი კომპანია უპირობო ლიდერია და იქ სწორედ ამიტომ შემოვარდნენ, სამუშაო პროცესი გაჩერებულია, იკვეთება გავლენიანი პირების ინტერესები“, რომელშიც მითითებულია შემდეგი: „ბ---------“ უპირობო ლიდერია და სწორედ ამიტომ გუშინ შემოვარდნენ. ამ ყველაფრის უკან იკვეთება გავლენიანი პირების ინტერესები, მათ შორის, ყოფილი პარლამენტარის, დ--------–---–---–-ს, რომელმაც იარაღად გამოიყენა ვ-–--------------------“.

მოპასუხის იგივე განცხადებას ციტირებს 2018 წლის 08 თებერვალს, 14:26 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „ა-------ს“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია სათაურით: "ბ---------ს" დირექტორი: ფინანსური პოლიცია ვანდალურად შემოიჭრა და სამუშაო პროცესის პარალიზება მოახდინა“, რომელშიც მითითებულია შემდეგი: „დღეს პროცესი გაჩერებულია მთლიანად, ეს გააკეთა ფინანსური პოლიციის არა მხოლოდ პატარა ჯგუფმა, რომელიც გუშინ იქ შემოვარდა და საოცრებები ჩაატარეს იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც არის უპირობო ლიდერი, არამედ მათ უკან დგას უფრო გავლენიანი პირების ინტერესები, მათ შორის ყოფილი პარლამენტარის, დ--------–---–---–-ს, რომელმაც იარაღად გამოიყენა ვ-–--------------------“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2018 წლის 08 თებერვალს, 13:36 სთ-ზე, ტელეკომპანია „ი-----“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია (ს.ფ-ები: 196-197);

- 2018 წლის 08 თებერვალს, 14:26 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „ი-----------------“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია (ს.ფ. 198);

- 2018 წლის 08 თებერვალს, 14:26 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „ა-------ს“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია (ს.ფ. 199);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. ტელეკომპანია Т---------–-ს ეთერში 2018 წლის 07 თებერვალს საინფორმაციო გადაცემაში ჟურნალისტი აცხადებს, რომ „საგანგებო ბრიფინგზე ს--–-----მ მთავარ მოთამაშედ არა ჯ---------, არამედ ბიზნესმენი დ--------–---–---–- დაასახელა. მისი განმარტებით, ბ-–---–---–- ბ---------ს დაუფლებას 2006 წელს, შემდეგ კი 2011 წელს შეეცადა. ს--–----- დარწმუნებულია, რომ ბ-–---–---–- და ჯ--------- კომპანიის დაუფლებას ერთობლივად ცდილობენ“. ჟურნალისტის ამ განცხადებას თან მოსდევს მოპასუხის განცხადებად მითითებული ტექსტი, რომელშიც მითითებულია შემდეგი: „ეს აღნიშნული ქმედება, აბსოლუტური პასუხისმგებლობით გეუბნებით, არის ერთადერთი მიზნის გამო, რომ გარკვეულმა პიროვნებებმა ჩაიგდონ კომპანია ხელში. ეს გახლავთ პიროვნება დ--------–---–---–-. ეს ადამიანი გახლავთ პიროვნება, რომელმაც თავიდან 2006 წლიდან დაიწყო მოქმედებები ბ---------ს ხელში ჩასაგდებად. ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ მე, პირდაპირ გეუბნებით, მე თავი დავხარო და მივიდე ბატონ ბ-–---–---–თან“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ტელეკომპანია Т---------–-ს ეთერში 2018 წლის 07 თებერვლის საინფორმაციო გამოშვება, - DVD დისკი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. შპს „ბ---------“ არის საქართველოში 2003 წლის 15 ოქტომბერს რეგისტრირებული კომპანია, რომლის პარტნიორი ან/და ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არასოდეს ყოფილა დ--------–---–---–- და მას არავითარი სამართლებრივი კავშირი შპს „ბ--------თან“ ანდა მის მოქმედ თუ ყოფილ პარტნიორ კომპანია „გ------------------------–--------თან“ არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ბ---------“-ს და შპს ,,გ------------------------–---------ს“ შესახებ (ს.ფ:-ები 25-190);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. 2018 წლის 07 თებერვალს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბ---------ს“ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბ---------ს“ ყოფილი მეწილის (პარტნიორის) - კომპანია „გ------------------------–---------ს“ წარმომადგენლის განცხადება. საქმეზე გამოძიების ჩატარებისა და ზემოაღნიშნული საკითხების დადგენის მიზნით, 2018 წლის 1 თებერვლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქალაქ თბილისში მდებარე შპს „ბ---------ს“ ოფისში შევიდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით - დოკუმენტაციის ამოღებისა და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვისათვის.

მოსარჩელე არასდროს ყოფილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის პროცესის მონაწილე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება, გამოქვეყნებულია ოფიციალურ ვებ-გვერდზე, 2018 წლის 07 თებერვალს (ს.ფ. 200);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.7. მოსარჩელე, დ--------–---–---–-, ,,სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში ,,სპეციალური კანონი“) მიზნებისათვის, წარმოადგენს საჯარო პირს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო განცხადებების ავტორია მოპასუხე, გ-----------–-----, რომლებიც მან საჯაროდ გაავრცელა 2018 წლის 7 და 8 თებერვალს, მის მიერ ორგანიზებულ ბრიფინგსა და ზ-----------–--- ღ----- ქარხანაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. ზემოაღნიშნული განცხადებები, ბრიფინგის ვიდეოჩანაწერები გავრცელებული იქნა მედიაში, შეიცავს მოსარჩელის, როგორც საჯარო პირის, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებს და წარმოადგენს ცილისწამებას (სამართლებრივი შეფასება იხ. გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2018 წლის 07 თებერვალს, 15:29 სთ-ზე, ს-----------------------–----–ის პ------–-------ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია (ს.ფ. 191);

- 2018 წლის 07 თებერვალს, 16:13 სთ-ზე, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კ-----“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია (ს.ფ. 192);

- 2018 წლის 07 თებერვალს, 15:41 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „ი-----------------“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია (ს.ფ:-ები 193-194);

- 2018 წლის 08 თებერვალს, 13:36 სთ-ზე, ტელეკომპანია „ი-----“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია (ს.ფ-ები: 196-197);

- 2018 წლის 08 თებერვალს, 14:26 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „ი-----------------“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია (ს.ფ. 198);

- 2018 წლის 08 თებერვალს, 14:26 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „ა-------ს“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია (ს.ფ. 199);

- DVD დისკი ბრიფინგისა და სატელევიზიო გადაცემებში გასული სიუჟეტების ვიდეოჩანაწერებით (ს.ფ.205);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

5.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით (სადავო განცხადებების დროს მოქმედი რედაქცია), ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია , ხოლო მე-19 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის თავისუფლება და დაუშვებელია მისი შეზღუდვა, თუ მისი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.

კონსტიტუციის 24-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემგომში „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“ ან „კონვენცია“) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად”.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18.2 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. იმავე კოდექსის 27.5-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესები.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში ,,სპეციალური კანონი“) მე-3 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ამავე კანონის მე-14 მუხლით, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

,,სპეციალური კანონის“ კანონის მე-15 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს ენიჭება კვალიფიციური პრივილეგია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადებისათვის, თუ იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.

 

5.2. ამდენად, სიტყვისა და გამოხატვის უფლების დაცვის პარალელურად, ,,სპეციალური კანონი”, ისევე როგორც, სამოქალაქო კოდექსის მე-18.2 მუხლი, იცავს პირის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას შელახვისაგან. კანონის მე-13 მუხლი კრძალავს ნებისმიერი (კერძო და საჯარო, ფიზიკური და იურიდიული) პირის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი, პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადების გავრცელებას. ცილისწამებისათვის (რომელიც განიმარტება, როგორც „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება“), გათვალისწინებულია სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა (კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია მისი მე-5, მე-15 და მე-16 მუხლებით).

 

5.3. კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. ამიტომ ის შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებსა და სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ პუნქტში მითითებული კანონიერი მიზნების მისაღწევად, რომელთაგან ერთ-ერთია სხვა პირთა რეპუტაციის დაცვა.

 

5.4. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებელობის ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (შემდგომში „ევროპული სასამართლო“ ან „სტრასბურგის სასამართლო“) დაადგინა მრავალ საქმეში. ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (7 December 1976, Series A no. 24), Stoll v. Switzerland ([GC] no. 69698/01 , § 101, ECHR 2007-V); Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08 , § 100, ECHR 2013; Morice v. France [GC], no. 29369/10 , § 124, 23 April 2015).

 

5.5. კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს ერთის მხრივ, აზრის და, მეორეს მხრივ, ფაქტის შემცველ განცხადებას და განმარტავს, რომ აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.

 

სპეციალური კანონის მე-4.1 მუხლის შესაბამისად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და მისი გამოხატვის ან გავრცელების გამო პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

 

5.6. ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მათი დამტკიცება შესაძლებელია.

 

5.7. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს და მხარეებიც ადასტურებენ, რომ მოსარჩელე წარმოადგენს ,,სპეციალური კანონის“ პირველი მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო პირს და მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ამავე კანონის მე-14 მუხლით საჯარო პირისათვის დადგენილი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, პირს ეკისრება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

5.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას. ასევე, სარჩელის წარმატებისათვის უნდა გაირკვეს ხომ არ არსებობს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები, კერძოდ, რომ განცხადება, სპეციალური კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური ან სასამართლო სიტყვის თავისუფლების ფარგლებში არ გავრცელებულა; უნდა დადგინდეს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული კვალიფიციური პრივილეგიის მიმნიჭებელი გარემოებების არარსებობა; ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოების არარსებობა (თუ პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა, სადავო განცხადებაში მითითებული ფაქტის დაუდასტურებლობისა და მცდარობის გამო).

 

5.9. ამ თვალსაზრისთ, სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომელის მიხედვითაც ,,...იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება - ???????? და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი (პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა), თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხეებმა მოსარჩელის შესახებ გაავრცელა ეს სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხეებისათვის წინასწარ იყო ცნობილი, ან მოპასუხეებმა ეს აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მოსარჩელის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას. ზემოთ მითითებული კომპონენტების მტკიცების ვალდებულებას რაც შეეხება, ამ მხრივ, ყურადსაღებია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური საკანონმდებლო რეგულირება. პალატა აღნიშნავს, რომ სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს განამტკიცებს, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი მთლიანად მოსარჩელეს ეკისრება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს ამ განჩინების პ-24-ში მითითებული კომპონენტების განხორციელება“ (სუსგ Nას-1857-2018, 7 მაისი, 2019 წელი).

 

5.10. „სპეციალური კანონის“ კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, „აზრი“ განიმარტება, როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

 

5.11. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ,,აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ Nას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი). ცილისწამების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მათი დადასტურება“ (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ Nას-179-172-2012, 1 ოქტომბერი, 2014 წელი).

 

5.12. გადაწყვეტილებებში საქმეებზე ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria, 8 July 1986, §46, Series A no. 10) და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (Oberschlick v. Austria(no.1), 23 May 1991, §63 Series A no. 204) სტრასბურგის სასამართლომ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირებულ იქნას, მაშინ როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაევალოს. ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (De Haes and Gijsels v. Belgium, 24 February 1997, §42, Reports-I). თუმცა, მაშინაც კი, როცა განცხადება შეფასებით მსჯელობად არის მიჩნეული, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, არსებობს თუ არა ასეთი შეფასებისათვის საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“. თუ საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს, მაშინ შეფასება შეიძლება გასცდეს პრივილეგიით დაცულ ზღვარს და მიჩნეულ იქნას, როგორც „გადაჭარბებული“ (De Haes and Gijsels, § 47; Oberschlick v. Austria (no. 2), 1 July 1997, § 33, Reports 1997-IV; Brasilier v. France, no. 71343/01 , § 36, 11 April 2006; and Lindon, Otchakovsky-Laurens and July, § 55).

 

5.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთმანეთისგან განასხვავებს ფაქტის შემცველ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას. ფაქტის არსებობის დადასტურება შესაძლებელია, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. შეფასების ნამდვილობის დამტკიცების მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და ის არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლების არსს, რაც კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტური ნაწილია. თუმცა, მაშინაც კი, როცა განცხადება შეფასებით მსჯელობად არის მიჩნეული, უნდა არსებობდეს ასეთი შეფასების საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი’’, წინააღმდეგ შემთხვევაში შეფასება შეიძლება გასცდეს პრივილეგიით დაცულ ზღვარს და „გადაჭარბებულად“ იქნას მიჩნეული. განცხადების კლასიფიკაცია ფაქტად ან შეფასებით მსჯელობად, პირველ რიგში, ეროვნული ხელისუფლების, კერძოდ, ეროვნული სასამართლოს კომპეტენციას მიეკუთვნება. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს, თვითონ შეაფასოს სადავო განცხადებები.

 

5.14. ევროპულმა სასამართლომ პრეცედენტული სამართლით დაადგინა სხვადასხვა კრიტერიუმი, რომლებიც ამ ორ უფლებას შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება: (1) ის წვლილი, რომელიც სადავო განცხადებამ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე დებატებში შეიტანა; (2) იმ პირის საზოგადოებრივი ცნობადობის ხარისხი, ვისაც სადავო განცხადება ეხებოდა და მისი ქმედებები განცხადების გამოქვეყნებამდე; (3) განცხადების საგანი, შინაარსი, ფორმა და შედეგები; აგრეთვე, (4) რა გზით იქნა მოპოვებული განცხადებაში გაჟღერებული ინფორმაცია და რამდენად სარწმუნოა ის. (ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ განაცხადი № 18925/09 20 სექტემბერი, 2018 წელი).

 

5.15. განსახილველ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოება სადავო განცხადებების მოპასუხისადმი კუთვნილების შესახებ, დადასტურებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: 2018 წლის 7 თებერვლის ბრიფინგის ვიდეო-ჩანაწერებითა და შესაბამისი მედია-საშულებების ვებგვერდებიდან ამოღებული ინფორმაციით, სადაც სადავო განცხადებებს აკეთებს უშუალოდ მოპასუხე, გ-----------–-----, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებებიც მან სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.

რაც შეეხება ჟურნალისტთა შეფასებებს, აღნიშნული არ წარმოადგენს მოცემულ საქმეზე დავის საგანს.

 

5.16. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენელთა მიერ საქმის ზეპირი მოსმენისას გაკეთებულ განცხადებებს, რომ მათთვის უცნობია სარჩელზე დართული ზემოაღნიშნული ვიდეო-ჩანაწერებისა და, შესაბამისად, იმის შესახებ, ნამდვილად მოპასუხე, გ-----------–----- აკეთებს თუ არა სადავო განცხადებებს, რამდენადაც მოპასუხის შესაგებელი არ შეიცავს რაიმე მითითებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მისი ვალდებულება და არ უზრუნველყო სარჩელში თანდართულად მითითებული მასალების ასლებიდან მოპასუხისათვის სარჩელზე დართული DVD დისკის (სატელევიზიო გადაცემებში გასული სიუჟეტების ვიდეოჩანაწერების) ჩაბარება და ასეთი განცხადება მოპასუხეს საქმის მომზადების ეტაპზეც არ გაუკეთებია.

 

5.17. 2018 წლის 07 თებერვალს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბ---------ს“ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბ---------ს“ ყოფილი პარტნიორის, კომპანია „გ------------------------–---------ს“ წარმომადგენლის განცხადება. საქმეზე გამოძიების ჩატარებისა და ზემოაღნიშნული საკითხების დადგენის მიზნით, 2018 წლის 1 თებერვლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქალაქ თბილისში მდებარე შპს „ბ---------ს“ ოფისში 2018 წლის 7 თებერვალს შევიდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით - დოკუმენტაციის ამოღებისა და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვისათვის, რასაც იმავე დღეს მოჰყვა მოპასუხის მიერ საგანგებო ბრიფინგის, ხოლო მომდევნო დღეს - პრესკონფერენციის ჩატარება, რა დროსაც მან მოსარჩელეს, როგორც ბიზნესმენს, საჯაროდ, მტკიცებითი ფორმით, ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის მითითების გარეშე, წაუყენა მძიმე ბრალდება - დანაშაულებრივი გზით კომპანია ,,ბ---------ს“ მისაკუთრების - ,,ხელში ჩაგდების“ - მცდელობა.

 

5.18. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონეა იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ხომ არ ჰქონია მოსარჩელის მიერ ისეთი ქმედებების განხორციელებას ადგილი მოპასუხის მიერ მოყვანილი ურთიერთობის ფარგლებში, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს მისცემდა მის მიერ გავრცელებულ განცხადებებში მოყვანილი ფაქტების არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

 

5.19. მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია, რომ შპს „ბ---------“ არის საქართველოში 2003 წლის 15 ოქტომბერს რეგისტრირებული კომპანია, რომლის პარტნიორი ან/და ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არასოდეს ყოფილა დ--------–---–---–- და მას არავითარი სამართლებრივი კავშირი შპს „ბ--------თან“ ანდა მის მოქმედ თუ ყოფილ პარტნიორ კომპანია „გ------------------------–--------თან“ არ გააჩნია; ასევე უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე არასდროს ყოფილა ზემოაღნიშნულ და/ან სხვა სისხლის სამართლის ან კომპანია ,,ბ--------თან“ დაკავშირებული რომელიმე საქმის პროცესის მონაწილე (იხ. 3.1.6. უდავო ფაქტ. გარემოება).

 

5.20. როგორც სადავო განცხადებების გაკეთებისას, ისე საქმის სასამართლოში განხილვისას, მოპასუხეს არ მოუხდენია პირაპირი ან ირიბი მითითება რომელიმე ფაქტობრივ საფუძველზე, რამაც შეუქმნა წინაპირობები ასეთი შინაარის განცხადებების საჯაროდ გაკეთებისათვის.

 

5.21. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომელიც რეალობისგან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია. სადავო სტატიების ზემომითითებული ინფორმაცია ყველა ამ კრიტერიუმს აკამყოფილებს და არცერთი გადმოცემული ფაქტი არ არის მოკლებული ობიექტურ (ფაქტობრივ) სიცხადეს. ამავე საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ გამოხატვის ძირითადი უფლება დაკარგავს თავის არსს, თუკი მას მოეხსნება შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლები. ამდენად, სხვათა უფლებების და ღირსების დაცვა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებისათვის დაწესებულ კონსტიტუციურ საპირწონეს. მითითებული ნორმებიდან ჩანს, რომ ღირსებისა და რეპუტაციის საკითხს, საქართველოს კონსტიტუცია და ევროპული კონვენცია განიხილავს, როგორც გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზანს. პირთა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, მათი უფლებების დაცვაა, რომ ცნობები მათი ქცევის, საქმიანობის შესახებ, რაც გავლენას ახდენს გარშემომყოფთა მიერ მათ შეფასებაზე, სინამდვილეს შეესაბამებოდეს“ (იხ. სუსგ №ას-1011-972-2016, 26/07/2016წ.).

 

5.22. ,,სპეციალური კანონის“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

 

5.23. სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო განცხადებებით მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ გაავრცელა ცილისმწამებლური ფაქტები, რამდენადაც მისი გამონათქვამები არა შეფასებითი, არამედ მტკიცებითი ფორმისაა და ამ განცხადებების საჯაროდ გავრცელებით მოსარჩელის, როგორც საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრისა და ბიზნესმენის მიმართ, საზოგადოებას მიეწოდა არასწორი სურათი, მოპასუხემ მას წაუყენა მძიმე ბრალდება დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით კომპანია ,,ბ---------ს“ არამართლზომიერად დაუფლების მცდელობის შესახებ.

 

5.24. ასეთი ხასიათის ბრალდებებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ,,ლეშნიკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“ (2003 წლის 11 მარტი, №35640/97) განმარტა, რომ ,,ზემოაღნიშნული ბრალდებები, სასამართლოს აზრით, წარმოადგენს ფაქტების კონსტატაციას, რომელთა დასამტკიცებლადაც ეროვნულმა სასამართლოებმა მართებულად მოითხოვეს მტკიცებულებების წარდგენა“.

 

5.25. სასამართლო, სადავო განცხადებათა მთლიანი კონტექსტის ანალიზისა და შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ ამ განცხადებები, თავის არსით, წარმოადგენენ არა მოპასუხის პირად დამოკიდებულებასა და კომენტარს შპს ,,ბ---------ს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან მოსარჩელის შესაძლო კავშირის შესახებ, არამედ მტკიცებას ფაქტების შესახებ. შესაბამისად, ეს გამონათქვამები არ შეიძლება შეფასდეს აზრად.

 

თუმცა, როდესაც სახეზეა შეფასებითი მსჯელობაც კი, ევროპული სამასართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით, საამისოდ უნდა არსებობდეს საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი განცხადებები მიიჩნევა გადაჭარბებულად და, შესაბამისად, კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევად. კერძოდ, საქმეზე „ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ არასწორ ფაქტად მიიჩნია პოლიტიკური თანამდებობის პირის _ მინისტრის საჯარო განცხადება, რომლითაც მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის წევრი ფულის მიღების სანაცვლოდ, პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი სამედიცინო დასკვნის გაცემაში დაადანაშაულა. მოცემულ საქმეზე ევროსასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განცხადება შეიცავდა დადასტურებად ფაქტებს (თანხის მიღება არასწორი სამედიცინო დასკვნის გაცემის მიზნით) და აღნიშნა, რომ კონვენცია არ მოითხოვდა პირებისაგან მე-8 მუხლით დაცული უფლებების დარღვევის მოთმენას და საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე სისხლისსამართლებრივ ქმედებებში საჯაროდ დადანაშაულებას ... როდესაც საზოგადოება მოელის გადამოწმებულ ინფორმაციას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით და არა ფაქტებით გაუმყარებელ განცხადებებს (იხ. N18925/09, 20 სექტემბერი, 2018 წელი).

 

ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,დიჩანდი ავსტიის წინააღმდეგ“ (,,Dichand and Others v. Austria“) განმარტა, რომ როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი განსახილველი გამონათქვამისათვის, ვინაიდან სუბიექტური შეფასებაც კი, ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლით გამყარების გარეშე შეიძლება ზედმეტი იყოს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ,,გას ოფ ელითია პაბლიშინგ ქომფანი & კონსტანიდის კვიპროსის წინააღმდეგ“ (,,Gas of Alithia publishing company Ltd & Constantinides V. Cyprus”), რომელშიც ევროპული სასამართლო განმარტავს: ,,რაიონულმა სასამართომ დეტალურად მოისმინა და გამოიკვლია განმცხადებელთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ ისინი მოქმედებდნენ ბოროტი განზრახვით, როდესაც ავრცელებდნენ უკიდურესაც ცილისმწამებლურ განცხადებებს ისე, რომ არ მიუღიათ საკმარისი ზომები, გამოქვეყნებამდე მათ გადასამოწმებლად. ამით დასტურდება განმცხადებელთა გულგრილი (ინდიფერენტული) დამოკიდებულება მათი განცხადების ჭეშმარიტების მიმართ“. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,რაც შეეხება შედავებას მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კონვენციის მე-10 მუხლს არსებითაც არ ეწინააღმდეგება ცილისწამების საქმეებზე ცილისმწამებლური განცხადებების ჭეშმარიტების მტკიცების ტვირთის გადაკისრება მოპასუხისთვის, რომლებსაც სურთ თავი დაიცვან განცხადების მართებულობის არგუმენტით...“

 

საქმეზე ,,ბრაზილიერი საფრანგეთის წინააღმდეგ “(Case Of Brasilier V. France) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც განცხადება უთანაბრდება შეფასებით მსჯელობას, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა დამოკიდებულია ამ განცხადებების უკან ფაქტობრივი საფუძვლის არსებობაზე“.

 

საქმეზე ,,პედერსენი დაბაადსგაარდი დანიის წინააღმდეგ” (Case Of Pedersen and Raadsgaard V. Denmark) სასამართომ მიუთითა, რომ ,,...სასამართლო, მსგავსად უზენაესი სასამართლოსი, ასკვნის, რომ ბრალდება კონკრეტულად დასახელებული თანამდებობის პირის მიმართ, თუმცა გაკეთებული ირიბად და კითხვა-პასუხის ფორმატში, წარმოადგენს ფაქტის შესახებ განცხადებას რომელიც ექვემდებარება მტკიცებას“.

 

ევროპული სასამართლოს საქმეზე ,,ნოვაია გაზეტა და ბორიდიანსკი რუსეთის წინააღმდეგ“ (Case Of Novaya Gazeta and Borodyanovski V. Russia), სასამართო განმარტავს, რომ ..შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დადგენა არ ექვემდებარება დამტკიცებას და უნდა მოხდეს შეფასებითი მსჯელობის გამიჯვნა ფაქტებისგან, რომელთა არსებობის დადგენა შესაძლებელია. თუმცა, რთულია განასხვავო ფაქტის განცხადება და შეფასებითი მსჯელობა, როდესაც აზრი გამოთქმულია და განცხადება გაკეთებულია მესამე პირის მოქმედებაზე“. ამავე გადაწყვეტიელბაში მითითებულია: ,, მაშინაც კი, როდესაც განცხადება წარმოადგენს შეფასებით მსჯელობას, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რამდენად არსებობს ამ განცხადების საკმარისი საფუძველი, რადგან შეფასებითი მსჯელობაც ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე შეიძლება არაპროპორციულად იქნეს მიჩნეული. შეფასებითი მსჯელობის შემცველი განცხადების მინიმალურ ფაქტობრივ საფუძვლად მიიჩნევა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები, საფუძვლიანი გადამოწმება ან დამოკიდებელი გამოკვლევა, როგორც ეს ადრე დაადგინა სასამართლომ“.

 

5.26. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ მოპასუხის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები იყო დაუსაბუთებელი, შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ეს განცხადება არის მისთვის ზიანის მიმყენებელი - რეპუტაციის შემლახველი და სახელის გამტეხი.

მაშასადამე, ვინაიდან მოპასუხემ აშკარა და უხეში დაუდევრობის საფუძველზე გაავრცელა მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები, მისი ბრალეულობა სახეზეა.

 

5.27. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ცილისმწამებლური განცხადების გაკეთების შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი. შესაბამისად, სახეზეა სპეციალური კანონის მე-14 მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა, რაც იწვევს ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, რომლის მიხედვითაც, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადებით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.

 

5.28. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, რამდენადაც საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ მოპასუხის მიერ უშუალოდ მოსარჩელის მიმართ იქნა გაკეთებული, არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადებები, ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი და არ არსებობს ამავე კანონის საფუძველზე, ცილისწამების გავრცელების მიუხედავად, მოპასუხის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, მოპასუხეს უნდა დაევალოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

 

6. სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

დასახელებული ნორმების შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ დაკმაყოფილებულ სასარჩელო მოთხოვნაზე სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის, ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:

 

1. დ--------–---–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე, გ-----------–-----ს დაევალოს ცნობის გამოქვეყნება მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგი ფორმით:

,,დ--------–---–---–-ს სარჩელისა გამო გ-----------–-----ს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ:

2.1. არ შეესაბამება სინამდვილეს მოპასუხე, გ-----------–-----ს მიერ ს-----------------------–----–ის პ------–-------ს ვებ-გვერდზე 2018 წლის 07 გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მოსარჩელე, დ--------–---–---–-ს შესახებ გაკეთებული განცხადებები: ,,როცა კომპანია გახდა საინტერესო, მათ უკვე დაიწყეს მეთოდებით ბრძოლა, რომელიც იციან და მაგათი ტვინი მეტს ვერ ფლობს, მინდა დავასახელო ადამიანები, ვის ინტერესშიც შედის ეს ყველაფერი, მინდა ხაზი გავუსვა, აღნიშნული ქმედება არის ერთადერთი მიზნის გამო, რომ გარკვეულმა პიროვნებებმა კომპანია ჩაიგდონ ხელში. ეს პიროვნება არის დ--------–---–---–-, რომელიც დღესაც ეგრეთწოდებულ პარლამენტარად, თუ ბიზნესმენად ითვლება. ეს არის ის პიროვნება, რომელმაც 2006 წლიდან დაიწყო ქმედებები „ბ---------ს” ხელში ჩასაგდებად. 2012 წელსაც გვქონდა შემოტევა არჩევნების წინა პერიოდში, როცა ჩვენთან შემოვიდა საგადასახადო ინსპექცია. იყო პირდაპირი მითითება, რომ დაგვეთმო წილები. მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა დ--------–---–---–-“;

2.2. არ შეესაბამება სინამდვილეს მოპასუხე გ-----------–-----ს მიერ საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კ-----ს“ ვებ-გვერდზე 2018 წლის 07 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მოსარჩელე, დ--------–---–---–-ს შესახებ გაკეთებული განცხადებები: ,,როდესაც კომპანია ბ--------- გახდა ისევ საინტერესო გარკვეული პირებისთვის, მათ უკვე დაიწყეს ბრძოლა იმ მეთოდებით, რომელიც მაგათ იციან და მაგათი ტვინი მეტს ვერ ფლობს....ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ მე თავი დავხარო და მივიდე ბატონ ბ-–---–---–თან, ... ეს გახლავთ დ--------–---–---–-, რომელიც წარმატებულ პარლამენტარად თუ ბიზნესმენად ითვლება. ამ ადამიანმა 2006 წლიდან დაიწყო მოქმედებები “ბ---------ს” ხელში ჩასაგდებად“;

2.3. არ შეესაბამება სინამდვილეს მოპასუხე, გ-----------–-----ს მიერ საინფორმაციო სააგენტო „ი-----------------“-ს ვებ-გვერდზე 2018 წლის 07 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მოსარჩელე, დ--------–---–---–-ს შესახებ გაკეთებული განცხადებები : ,,დღეს როდესაც "ბ---------" გახდა ქართული ღ----- ექსპორტში 250 კომპანიას შორის ლიდერი, „ბ---------“ გახდა გარკვეული პირებისთვის საინტერესო და მათ დაიწყეს ბრძოლა კომპანიის ხელში ჩასაგდებად. ..ეს გახლავთ დ--------–---–---–-, რომელიც წარმატებულ პარლამენტარად თუ ბიზნესმენად ითვლება... ამ ადამიანმა 2006 წლიდან დაიწყო მოქმედებები ,,ბ---------ს" ხელში ჩასაგდებად“;

2.4. არ შეესაბამება სინამდვილეს მოპასუხე, გ-----------–-----ს მიერ ს-----------------------–----–ის ,,პ------–-------ს“ ეთერში საინფორმაციო გამოშვება ,,მ------ში“ 2018 წლის 07 თებერვალს (15:00 საათიანი მოამბისა და 18:00 საათიანი მოამბის განმავლობაში) მოსარჩელე, დ--------–---–---–-ს შესახებ გაკეთებული განცხადებები: ,,შპს ბ--------ში გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ეს არის ერთადერთი მიზნის გამო, რომ გარკვეულმა პიროვნებებმა ჩაიგდონ კომპანია ხელში... დ--------–---–---–-, ეს ადამიანი გახლავთ ის პიროვნება, რომელმაც 2006 წლიდან დაიწყო მოქმედებები ბ---------ს ხელში ჩასაგდებად“;

2.5. არ შეესაბამება სინამდვილეს მოპასუხე, გ-----------–-----ს მიერ ტელეკომპანია „ი-----ს“ ვებ-გვერდზე 2018 წლის 08 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მოსარჩელე, დ--------–---–---–-ს შესახებ გაკეთებული განცხადებები: ,,საწარმოო პროცესი გაჩერებულია მთლიანად, ეს გააკეთა ფინანსური პოლიციის არა მხოლოდ პატარა ჯგუფმა, რომელიც გუშინ იქ შემოვარდა და საოცრებები ჩაატარეს იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც არის უპირობო ლიდერი, არამედ მათ უკან დგას უფრო გავლენიანი პირების ინტერესები, მათ შორის ყოფილი პარლამენტარის, დ--------–---–---–-ს, რომელმაც იარაღად გამოიყენა ვ-–--------------------“;

2.6. არ შეესაბამება სინამდვილეს მოპასუხე, გ-----------–-----ს მიერ საინფორმაციო სააგენტო „ი-----------------ს“ ვებ-გვერდზე 2018 წლის 08 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მოსარჩელე, დ--------–---–---–-ს შესახებ გაკეთებული განცხადებები, რომელიც უკავშირდება კომპანია ,,ბ--------ში“ ფინანსური პოლიციის შევლას: ,,ამ ყველაფრის უკან იკვეთება გავლენიანი პირების ინტერესები, მათ შორის, ყოფილი პარლამენტარის, დ--------–---–---–-ს, რომელმაც იარაღად გამოიყენა ვ-–--------------------“;

2.7. არ შეესაბამება სინამდვილეს მოპასუხე, გ-----------–-----ს მიერ საინფორმაციო სააგენტო „ა-------ს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2018 წლის 08 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში გაკეთებული განცხადებები მოსარჩელე, დ--------–---–---–-ს შესახებ: ,,დღეს პროცესი გაჩერებულია მთლიანად, ეს გააკეთა ფინანსური პოლიციის არა მხოლოდ პატარა ჯგუფმა, რომელიც გუშინ იქ შემოვარდა და საოცრებები ჩაატარეს იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც არის უპირობო ლიდერი, არამედ მათ უკან დგას უფრო გავლენიანი პირების ინტერესები, მათ შორის ყოფილი პარლამენტარის, დ--------–---–---–-ს, რომელმაც იარაღად გამოიყენა ვ-–--------------------“;

2.8. არ შეესაბამება სინამდვილეს მოპასუხე, გ-----------–-----ს მიერ ტელეკომპანია, ,,Т---------–-ს“ საინფორმაციო გადაცემაში 2018 წლის 07 თებერვალს გაკეთებული განცხადებები მოსარჩელე, დ--------–---–---–-ს შესახებ: ,,ბ-–---–---–- და ჯ--------- კომპანიის დაუფლებას ერთობლივად ცდილობენ, ეს აღნიშნული ქმედება, აბსოლუტური პასუხისმგებლობით გეუბნებით, არის ერთადერთი მიზნის გამო, რომ გარკვეულმა პიროვნებებმა ჩაიგდონ კომპანია ხელში, ეს გახლავთ პიროვნება დ--------–---–---–-, რომ ეს ადამიანი გახლავთ პიროვნება, რომელმაც თავიდან 2006 წლიდან დაიწყო მოქმედებები ბ---------ს ხელში ჩასაგდებად, ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ მე, პირდაპირ გეუბნებით, მე თავი დავხარო და მივიდე ბატონ ბ-–---–---–თან“.

3. მოპასუხე, გ-----------–-----ს მოსარჩელე, დ--------–---–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი