გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.03.2020
საქმის ნომერი
330210018002268590
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
24.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1827 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 მარტი, 2020 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე გ-------------–---

წარმომადგენელი ბ--------------–---–-

მოპასუხე თ----------–-–---–-

წარმომადგენელი ს--–----------–---

დავის საგანი თანხის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

თ----------–-–---–-სათვის გ-------------–--ის სასარგებლოდ 16 000 (თექვსმეტი ათასი) აშშ დოლარის დაკისრება;

მოსარჩელე გ-------------–--- და თ----------–-–---–- ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2006 წლიდან. 2015 წელს მხარეებმა ერთობლივი სახსრებით შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თ---–---------–--------------------------, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხის სახელზე. მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა 2017 წლის ბოლოს, რა პერიოდშიც მათ შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყდა. 2017 წლის 28 დეკემბერს მოპასუხე თ----------–-–---–მა გაასხვისა მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონება 72 000 აშშ დოლარად, საიდანაც გიორგი------–---- გადასცა 20 000 აშშ დოლარი. დანარჩენი თანხის, კერძოდ კი 16 000 აშშ დოლარის გადახდაზე მოპასუხე უარს აცხადებს.

მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში, 2017 წლის იანვარის თვეში იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე - თ---–---------–-----------------------------------------–----–-- საკადასტრო კოდი 0-------------------------, რომელიც ასევე რეგისტრირებული იყო მოპასუხის სახელზე. იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ფულადი სახსრები მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს.

მოპასუხემ 2017 წლის 09 მარტს გასცა მინდობილობა N1-------- გ-------------–---ზე და მიანიჭა მას ავტოსადგომის გასხვისების უფლებამოსილება. მოსარჩელემ, თ----------–-–---–-ს სახელით, 2017 წლის 09 მარტს გაასხვისა ავტოსადგომი N3, მდებარე მისამართზე თ---–---------–---------------------–----–-- ფართით 16.38 კვ.მ, რომლის ღირებულება განისაზღვრა 8 000 აშშ დოლარით. აღნიშნული თანხა მოსარჩელემ სრულად მოახმარა ამავე ავტოსადგომის იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების დაფარვას. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ ახალ მყიდველზე გადავიდა ვალდებულებით დაუტვირთავი ქონება.

მხარეთა თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყდა 2017 წლის ბოლოს, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ გ-------------–--ის სისხლის სამართლის საქმეზე დაკავება და ნივთმტკიცებების ამოღება მოხდა სწორედ სადავო ბინიდან.

(სარჩელი, 2020 წლის 10 მარტის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხე თ----------–-–---–- მოთხოვნას არ ეთანხმება.

გიორგი------–----ა და თ----------–-–---–ს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია 2016 წლის დეკემბრის თვიდან, რაც დასტურდება სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით N2/4366-17, მასვე ადასტურებს 2017 წლის 07 თებერვლის შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ შემაკავებელ ორდერის გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა გ-------------–--ის მიერ თ----------–-–---–ზე განხორციელებული ეკონომიკური, ფიზიკური და მორალური ძალადობა. უძრავი ქონება, რომლის რეალიზაციიდან ამონაგები თანხაზეც პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე, დატვირთული იყო იპოთეკით. თ----------–-–---–სა და სს „ს----------–--------ს“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ოდენობა შეადგენდა 32 040 ლარს, რომლის ყოველთვიურ შესატანად განისაზღვრა 857,86 ლარი. აღნიშნული თანხის გადახდა ხდებოდა მხოლოდ თ----------–-–---–-ს მიერ და საბოლოოდ მოპასუხის მიერ ყოველთვიური შენატანების ჯამმა შეადგინა 15 441.48 ლარი. სადავო ქონების გაყიდვისას საჭირო გახდა უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება, ამდენად, ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან 26 468,25 ლარი მოხმარდა ქონების იპოთეკის ვალდებულებისაგან გათავისუფლებას. უძრავი ქონების იპოთეკისაგან გასათავისუფლებლად თ----------–-–---–მა მთლიანობაში გადაიხადა 41900 ლარი, რაც შეადგენდა დაახლოებით 16760 აშშ დოლარს. ამდენად, მოსარჩელეს სრულად აქვს მიღებული ის თანხა, რაც მას ეკუთვნოდა.

რაც შეეხება ავტოფარეხის გასხვისებიდან ამონაგებ თანხას, რომელიც მოსარჩელემ თ----------–-–---–-ს სახელით გაყიდა ავტოფარეხი და მიღებული თანხა მოსარჩელემ სრულად მოახმარა არა ოჯახის, არამედ საკუთარ ინტერესებს. ამასთან, მინდობილობა, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ავტოსადგომის გასხვისება, გაფორმებული იყო თ----------–-–---–ზე ძალადობის შედეგად და არ წარმოადგენდა მოპასუხის ნამდვილ ნებას. გარდა ამისა, 2013 წლის სექტემბრის თვეში თ----------–-–---–მა ბანკისაგან აიღო სამომხმარებლო კრედიტი 4470 ლარის ოდენობით, კრედიტის ყოველთვიური შენატანმა შეადგინა 153,94 ლარი, რომელსაც ასევე მოპასუხე ფარავდა. გარდა ამისა, მოპასუხესთან ცხოვრობს ორი შვილი, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია.

(შესაგებელი, 2020 წლის 10 მარტის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. გ-------------–--- და თ----------–-–---–- თანაცხოვრების პერიოდში, შვილებთან ერთად, ცხოვრობდნენ მისამართზე, თ---–---------–---------------------------, საკდასტრო კოდი 0--------------------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

3.1.2. 2017 წლის 30 დეკემბერს თ----------–-–---–მა გიორგი------–---- გადასცა უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: თ---–---------–--------------------------- (საკადასტრო კოდი 0--------------------------) გაყიდვის შემდეგად მიღებული 72 000 (სამოცდათორმეტი ათასი) აშშ დოლარიდან 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, დამოწმებული სანოტარო წესით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_2017 წლის 30 დეკემბრის შეთანხმება (ს.ფ. 36).

3.1.3. ამჟამად თ----------–-–---–- შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თ---–--------–----------------------------------------------------–-----------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გ-------------–--- და თ----------–-–---–- დაქორწინდნენ 2006 წლის 12 ოქტომბერს. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი: 1997 წლის 26 აგვისტოს დ-----------–--ე და 2002 წლის 05 აპრილს ლ----------–--ე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 8 იანვარს გაცემული ქორწინების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N------- ( ს.ფ. 4, 33);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 14 თებერვალს გაცემული დაბადების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N--- ( ს.ფ. 95).

3.2.2. უძრავი ქონება მისამართზე თ---–---------–---------------------------, საკდასტრო კოდი 0--------------------------, 2014 წლის 10 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა თ----------–-–--–-- სახელზე 2015 წლის 04 თებერვალს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 03.06.2016 (ს.ფ. 5-6, 34-35).

3.2.3. 2017 წლის 28 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თ----------–-–---–მა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თ---–---------–--------------------------- (საკადასტრო კოდი 0--------------------------) გაასხვისა დ--------------–ზე. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 72 000 (სამოცდათორმეტი ათასი) აშშ დოლარით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 28 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 8-9, 37).

3.2.4. 2018 წლის 22 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთი მისამართზე თ---–--------–----------------------------------------------------–-----------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, 2018 წლის 23 იანვრიდან ირიცხება თ----------–-–---–-ს სახელზე საკუთრების უფლებით; სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 29.01.2018 (ს.ფ. 186).

3.2.5. თ----------–-–---–- და გ-------------–--- ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან საერთო მეურნეობას 2016 წლის დეკემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ----------–-–---–-ს სარჩელი და შეწყდა ქორწინება თ----------–-–---–სა და გიორგი------–---- შორის რეგისტრირებული 2006 წლის 12 ოქტომბერს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება N2/4366-17 (ს.ფ. 86-89).

მხარეები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის თარიღთან მიმართებით, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით მხარეებმა თანაცხოვრება შეწყვიტეს 2017 წლის ბოლოს, ხოლო მოპასუხის მითითებით, მასსა და გიორგი------–---- 2016 წლის დეკემბრის თვიდან ერთად აღარ უცხოვრიათ და ქორწინება ფაქტობრივად ამ პერიოდიდან შეწყდა. მოწმეების ნ---------------ისა და ქ-----------------–--ის ჩვენების (2020 წლის 10 მარტის სხდომა) თანახმად, 2017 წლის დასაწყისში გ-------------–--- მივიდა თ----------–-–---–თან სამსახურში, ძალის გამოყენებით ცდილობდა მის წაყვანას ნოტარიუსთან. მოწმეთა ინფორმაციით, განხორციელდა საპატრულო პოლიციის გამოძახებაც, რომელმაც შეადგინა შესაბამისი აქტი. მოწმეთათვის აღნიშნულ პერიოდში ცნობილი გახდა, რომ თ----------–-–---–სა და გიორგი------–---- შორის ქორწინება შეწყვეტილი იყო უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე.

3.2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით N-------- დამტკიცდა 07.02.2017 წელს შედგენილი N------ შემაკავებელი ორდერი შემდეგი პირობებით: ა) მოძალადე გიორგი------–---- (პირადი ნომერი N-----------, დაბადებული 1--------- წ. მცხოვრები: თ---–-------–----–----–--------------------) აეკრძალოს მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი თ----------–-–---–- (პირადი ნომერი N----------, დაბადებული 1--------- წელი, მცხოვრები თ---–---------------------------) იმყოფება. აღნიშნული შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 01 თვე.

შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში თ----------–-–---–- ცხოვრობდა დედასთან - ნ-----------–-–---–თან - თბილისში, კ------- ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება N-------- შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ (ს.ფ. 90-93);

_მოწმეების ქ-----------------–--ისა და ნ---------------ის ჩვენებები (2020 წლის 10 მარტის ჩვენება).

3.2.7. მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში 2016 წლის 25 მაისის იპოთეკის ხელშეკრულებით სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა თ----------–-–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თ---–---------–--------------------------- (საკადასტრო კოდი 0--------------------------). სესხის სახით თ----------–-–---–ზე გაიცა 32 040 ლარი, აღნიშნული სესხის ყოველთვიური შენატანი განისაზღვრა 857,86 ლარით.

2017 წლის იანვრის თვისათვის, უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თ---–---------–--------------------------- (საკადასტრო კოდი 0--------------------------), იპოთეკის (სესხის) საწყისი ნაშთი შეადგენდა 30 226 ლარს.

თ----------–-–---–-ს ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ 2016 წლის დეკემბრის პერიოდიდან სასესხო ვალდებულების დასაფარად გადახდილია შემდეგი ოდენობის თანხები: 08.12.2016 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 502.59 ლარი, სესხის დაფარვა - 346.46 ლარი, 09.01.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 530.00 ლარი, სესხის დაფარვა - 318.97 ლარი, 08.02.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 491.63 ლარი, სესხის დაფარვა - 358.24 ლარი, 09.03.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 469.54 ლარი, სესხის დაფარვა - 380.32 ლარი, 10.04.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 511.44 ლარი, სესხის დაფარვა - 338.41 ლარი, 08.05.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 442.33 ლარი, სესხის დაფარვა - 407.54 ლარი, 08.06.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 482.79 ლარი, სესხის დაფარვა - 367.07 ლარი, 10.07.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 491.93 ლარი, სესხის დაფარვა - 357.93 ლარი, 08.08.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 440.12 ლარი, სესხის დაფარვა - 409.74 ლარი, 08.09.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 463.52 ლარი, სესხის დაფარვა - 386.34 ლარი, 09.10.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 456.95 ლარი, სესხის დაფარვა - 392.91 ლარი, 08.11.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 435.76 ლარი, სესხის დაფარვა - 414.10 ლარი, 08.12.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 428.94 ლარი, სესხის დაფარვა - 420.91 ლარი.

2017 წლის 28 დეკემბერს თ----------–-–---–-ს ანგარიშიდან განხორციელდა საბანკო ოპერაცია დანიშნულებით „სესხის დაფარვა, სესხი N-------“ - 25673.42 ლარის ოდენობით. იმავე დღეს მოპასუხის ანგარიშიდან განხორციელდა საბანკო ოპერაცია დანიშნულებით „ჯარიმის გადახდა ვადაზე ადრე დაფარვისათვის“ – 513.47 ლარის ოდენობით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2016 წლის 25 მაისის იპოთეკის ხელშეკრულება #4-------01 (ს.ფ. 69-78);

_კრედიტის დაფარვის გრაფიკი, სესხის N------- (ს.ფ. 79-80);

_თ----------–-–---–-ს სს „ს----------–--------ის“ ანგარიშიდან ამონაწერი 01.01.2015-01.01.2018 (ს.ფ. 81-85).

3.2.8. თ----------–-–---–ს სს „ს----------–----------ს“ წინაშე ჰქონდა რამდენიმე სასესხო ვალდებულება. 2013 წლის სექტემბრის თვეში თ----------–-–---–მა აიღო სესხი სს „ს----------–--------ისაგან“ 4470 (ოთხი ათას ოთხას სამოცდაათი) ლარის მოცულობით, 2015 წლის აპრილის თვეში - 3470 (სამი ათას ოთხას სამოცდაათი) ლარის მოცულობით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს „ს----------–--------ის“ კრედიტის დაფარვის გრაფიკი, სესხის N------- (ს.ფ. 94).

_სს „ს----------–--------ის“ კრედიტის დაფარვის გრაფიკი, სესხის N------- (ს.ფ. 185).

3.2.9. გ-------------–--- წარმოადგენს დ-------------–--ის შვილს. დ-------------–--ემ 1999 წლის 21 მაისის ხელშეკრულებით გიორგი------–---- აჩუქა საცხოვრებელი სახლის 48/1967 წილი, მდებარე თბილისი, ვ-–----–----–--------------------------------------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_1999 წლის 21 მაისის ხელშეკრულება (ს.ფ. 179);

_მოწმეების ქ-----------------–--ისა და ნ---------------ის ჩვენებები (2020 წლის 10 მარტის ჩვენება).

3.2.10. გ--------–------ესა („მეიჯარე“) და გიორგი------–---- („მოიჯარე“) შორის 2018 წლის 27 სექტემბერს დადებულია იჯარის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე ქალაქი ბ---------------–--------------------–--------------- საიჯარო ქონება გადაცემულია ცხოვრების მიზნით. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, იჯარით აღებული ქონებით სარგებლობისათვის საიჯარო ქირა თვეში შეადგენს 200 აშშ დოლარს ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით. ივნისის თვეში იქნება 300 აშშ დოლარი, ივლისის და აგვისტოს თვეში იქნება 350 აშშ დოლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2018 წლის 27 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 180-184).

3.2.11. მოსარჩელის მიერ შედგენილია ხელწერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2016 წელს გიორგი------–---- წარმოეშვა ვალი, 3500 (სამი ათას ხუთასი) აშშ დოლარის მოცულობით, ზ--------–-----ის მიერ უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, პ---–-----------------------, სარემონტო მომსახურების გაწევის შედეგად. აღნიშნული ვალი გადახდილ უნდა იქნეს ხელწერილის შედგენიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

ხელწერილზე ხელმოწერა დამოწმებულია სანოტარო წესით, სანოტარო მოქმედების თარიღი 28.02.2018 წელი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_გ-------------–--ის ხელწერილი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N--------- (ს.ფ. 187).

3.2.12. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, 2017 წლის 09 იანვრის მდგომარეობით თ----------–-–---–-ს სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, ქ---------–---------------------–----–--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-------------------------. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე (ავტოსადგომი) რეგისტრირებულია იპოთეკა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N---------, დამოწმების თარიღი 05.01.2017, იპოთეკარი მ--------------–-–---–ი (პირადი N-----------).

2016 წლის 22 ოქტომბერს თ----------–-–---–მა გიორგი------–---- მინდობილობის N--------- საფუძველზე მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: გ-------------–--- უფლებამოსილია გააქირაოს ან იჯარით გასცეს, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთოს თ----------–-–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, ქ---------–-----------------------------------------–----–-, (საკადასტრო კოდი 0-------------------------), უფლებამოსილია განსაზღვროს გარიგების ღირებულება და პირობები, ხელი მოაწეროს ქირავნობის ან იჯარის, სესხის იპოთეკის ხელშეკრულებებს, მიიღოს და გასცეს თანხა.

2017 წლის 09 მარტს თ----------–-–---–მა გიორგი------–---- მინდობილობის N1-------- საფუძველზე მიანიჭა უძრავი ქონების, ავტოსადგომი N3, ნიშნული -3, ფართით 16,38 კვ.მ., მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ქ---------–--------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-------------------------, გასხვისების (გაყიდვის) უფლებამოსილება. ამავე მინდობილობით, თ----------–-–---–მა გიორგი------–---- მიანიჭა უფლებამოსილება, ხელი მოაწეროს მის ნაცვლად ნასყიდობის ხელშეკრულებას, აიღოს ნასყიდობის თანხა, იმოქმედოს საჯარო რეესტრში შესაბამის სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით.

მინდობილობის N1-------- საფუძველზე, 2017 წლის 09 მარტს თ----------–-–---–მა (რომელსაც ხელშეკრულებაში წარმოადგენს გ-------------–---) მ-----–--------–-–---–ს მიჰყიდა უძრავი ქონება. ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, ნასყიდობის საგანს წარმოადგენს ავტოსადგომი N3, ფართით 16,38 კვ.მ., მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ქ---------–---------------------–----–--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-------------------------. ხელშეკრულების მე-2 მუხლით, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარად, რაც აღნიშნული ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 19680 (ცხრამეტი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარს.

გიორგი------–---- თ----------–-–---–-სათვის არ გადაუცია უძრავი ქონების (ავტოსადგომის) გასხვისების შედეგად მიღებული თანხა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2017 წლის 09 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N--------- (ს.ფ. 188-191, 229-234);

_2017 წლის 09 მარტს გაცემული მინდობილობა N1-------- (ს.ფ. 192-193);

_2016 წლის 22 ოქტომბერს გაცემული მინდობილობა N--------- (ს.ფ. 235-237);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 09.01.2017 (ს.ფ. 194-195).

3.2.13. 2018 წლის 29 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა თ----------–-–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თ---–--------–----------------------------------------------------–-----------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------.

სს „თ-----------ს“ მიერ 2018 წლის 29 იანვარს გაიცა იპოთეკური სესხი 42 000 (ორმოცდაორი ათასი) ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.6. პუნქტით, აღნიშნული კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა უძრავი ქონების შეძენა, საკადასტრო კოდი 0----------------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს „თ-----------ს“ მიერ 29.01.2018 წელს გაცემული სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 196-197);

_სს „თ-----------ს“ 2018 წლის 29 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების #2-------------- თავსართი, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 198-201);

_სს „თ-----------ს“ 2018 წლის 29 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #2-------------- (ს.ფ. 202-204).

3.2.14. გ-------------–--ის ანგარიშიდან (სს „პ-------------------“) 2014 წლის 27 მარტს ფიქსირდება 99 665 ლარის გადარიცხვა (დანიშნულება: „უძრავი ქონების შეძენა (თ----------–-–---–- პ/ნ 0----------) ს/კ 4-------- შპს E------“).

2016 წლის დეკემბრის თვიდან გიორგი------–---- არ გადაუხდია უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თ---–---------–--------------------------- (საკადასტრო კოდი 0--------------------------), იპოთეკის (სესხის) დასაფარად საჭირო თანხა. 2016 წლის დეკემბრის თვიდან შემდგომ პერიოდამდე კრედიტის დასაფარად საჭირო თანხა გაიღო თ----------–-–---–მა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_გ-------------–--ის სს „პ-------------------ს“ ანგარიშიდან ამონაწერი 01.01.2014-31.12.2014 პერიოდში, ამონაწერის მომზადების თარიღი 21.04.2018 (ს.ფ. 238);

_თ----------–-–---–-ს სს „ს----------–--------ის“ ანგარიშიდან ამონაწერი 01.01.2015-01.01.2018 (ს.ფ. 81-85).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვით მიღებული თანხიდან მიღებული აქვს კუთვნილი წილი და არ არსებობს მოპასუხისათვის თანხის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 1158-ე-1159-ე, 147-ე, 623-625-ე, 286-ე, 1160-ე, 1164-ე, 1168-ე, 1169-1170-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე გ-------------–---მ მოითხოვა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, ქ---------–--------------, ბ---------“, საკადასტრო კოდი 0--------------------------, გასხვისების შედეგად მიღებული თანხიდან წილის სახით 16000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის.

მოსარჩელე მხარე მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა მასზედ, რომ უძრავი ქონება წარმოადგენდა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას და თ----------–-–---–მა მისი გასხვისების შედეგად მიღებული 72 000 აშშ დოლარიდან გადასცა მხოლოდ 20 000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი 16 000 აშშ დოლარი მოსარჩელეს არ მიუღია.

 

დადგენილია, რომ გ-------------–---მ და თ----------–-–---–მა თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს და შემდგომში, შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ მისამართზე, თ---–---------–---------------------------, საკდასტრო კოდი 0--------------------------. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის მონაცემებით აღირიცხა მოპასუხის სახელზე. 2017 წლის 28 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თ----------–-–---–მა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თ---–---------–--------------------------- (საკადასტრო კოდი 0--------------------------) გაასხვისა დ--------------–ზე. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 72 000 (სამოცდათორმეტი ათასი) აშშ დოლარით. 2017 წლის 30 დეკემბერს თ----------–-–---–მა გიორგი------–---- გადასცა უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: თ---–---------–--------------------------- (საკადასტრო კოდი 0--------------------------) გაყიდვის შემდეგად მიღებული 72 000 (სამოცდათორმეტი ათასი) აშშ დოლარიდან 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, დამოწმებული სანოტარო წესით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------) (3.3.2., 3.2.3.)

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.

 

სამოქალაქო კოდექსი მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას უკავშირებს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს. კოდექსის 1158-ე მუხლის სამართლებრივი დანაწესის გამოყენების ანუ უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ნორმის დანაწესით განსაზღვრულია მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონებასთან დაკავშირებით. მისი ნორმატიული რეგულირების მიზანია ოჯახის ინტერესების დაცვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შესაბამისად. გ-------------–---მ უნდა დაადასტუროს ის გარემოება, რომ თ----------–-–---–-ს მიერ მიღებული თანხა (გარდა მისთვის გადაცემული 20 000 აშშ დოლარისა) მოხმარდა პირადად მოპასუხის ინტერესებს. ხოლო თ----------–-–---–-ს მიერ დადასტურებულ უნდა იქნეს ის გარემოება, რომ ნასყიდობის საფასური მოხმარდა იპოთეკის ვალდებულებისაგან გათავისუფლებას და მეუღლეთა სხვა საერთო ვალების დაფარვას. საერთო ვალების გაყოფის შესახებ მხარე მიუთითებს, რომ სესხის სახით მიღებული თანხა მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. ამავე კოდექსის 1170-ე მუხლის თანახმად, ერთერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. დასახელებული ნორმებით დადგენილია ის ქონებრივი წონასწორობა, რომელიც კანონისმიერი თანასაკუთრების (საოჯახო ურთიერთობიდან ნაწარმოები უფლება) სპეციალური ურთიერთობიდან გამომდინარეობს და განსაზღვრავს საერთო ვალდებულებაში თითოეული მეუღლის პასუხისმგებლობის მოცულობას.

დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ერთ-ერთი მეუღლის საბანკო სესხი სასამართლოს მიერ თავისთავად ვერ იქნება მიჩნეული მეუღლეთა საერთო ვალად, ვინაიდან ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების პრეზუმფციისგან განსხვავებით, სამოქალაქო კანონმდებლობა პირდაპირ არ ადგენს ერთ-ერთი მეუღლის მიერ აღებული ვალის მეუღლეთა საერთო ვალად მიჩნევის პრეზუმფციას. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტისას მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები არ გვთავაზობს პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას და მტკიცების საგანში შედის სწორედ საერთო მიზნებისათვის სადავო ხარჯების გაწევის ფაქტი. ხოლო მტკიცების სტანდარტს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის შესაბამისად, ვალებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი დგება არა მხოლოდ განქორწინების არამედ ქორწინების პერიოდშიც და არ აქვს მნიშვნელობა მეუღლეთა შორის საერთო ქონება გაყოფილია თუ არა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის დისპოზიციაზე. მოხმობილი ნორმის მე-2 ნაწილით სარგებლობისათვის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმის დადგენა, რომ ვალდებულება, რომელსაც მოვალეს ედავებიან, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის (სუსგ ას N56-540-2015, 01.07.2016წ.). განსახილველი შემთხვევა არ ეხება იმ ვითარებას, როდესაც მოვალეს (მოპასუხეს) ედავებიან ვალდებულებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. ყველა ადამიანი სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მატარებელია. სამოქალაქო უფლების მართლზომიერი რეალიზაცია კი საზოგადოებაში სტაბილური გარემოს შექმნის გარანტიაა. თითოეული მოქალაქე ვალდებულია თავისი უფლება განახორციელოს იმგვარად, რომ დაუშვებლად არ ხელყოს სხვისი უფლება.

დადგენილია, რომ მეუღლეებმა, გ-------------–---მ და თ----------–-–---–მა ერთიანი მეურნეობის გაძღოლის შედეგად შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, პაბლო პიკასოს ქუჩა N5, ბ---------“ და შესაბამისად, მითითებულ ქონებაზე არსებობდა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების წინაპირობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში, 2016 წლის 25 მაისის იპოთეკის ხელშეკრულებით სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა თ----------–-–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თ---–---------–--------------------------- (საკადასტრო კოდი 0--------------------------). სესხის სახით თ----------–-–---–ზე გაიცა 32 040 ლარი, აღნიშნული სესხის ყოველთვიური შენატანი განისაზღვრა 857,86 ლარით. 2017 წლის იანვრის თვისათვის, უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თ---–---------–--------------------------- (საკადასტრო კოდი 0--------------------------), იპოთეკის (სესხის) საწყისი ნაშთი შეადგენდა 30 226 ლარს (3.2.7.). მოცემული დავის ფარგლებში, მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ უძრავი ქონება მდებარე მისამართზე, თბილისი, პ---–--------------, ბინა N8ა, წარმოადგენდა მეუღლეთა ერთიანი მეურნეობის გაძღოლის შედეგად შეძენილ ქონებას და შესაბამისად მეუღლეთა თანასაკუთრებას.

2017 წლის 28 დეკემბერს თ----------–-–---–-ს ანგარიშიდან განხორციელდა საბანკო ოპერაცია დანიშნულებით „სესხის დაფარვა, სესხი N-------“ - 25673.42 ლარის ოდენობით. იმავე დღეს მოპასუხის ანგარიშიდან განხორციელდა საბანკო ოპერაცია დანიშნულებით „ჯარიმის გადახდა ვადაზე ადრე დაფარვისათვის“ – 513.47 ლარის ოდენობით. მხარეები სადავოდ არ გაუხდიათ ქონების გასხვისების შედეგად მითითებული ოდენობით ნასყიდობის საფასურის მიღების ფაქტი, ასევე ის ფაქტი, რომ გიორგი------–---- მიღებული აქვს აღნიშნული ნასყიდობის საფასურიდან 20 000 აშშ დოლარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.

მეუღლეთა ქონების განკარგვისათვის დადგენილია მეორე მეუღლის თანხმობის აუცილებლობა. სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლი, მეუღლეთა შეთანხმების არარსებობის პირობებში, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვისას იცავს შემძენის ინტერესებს და ადგენს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორეს მოთხოვნის საფუძველზე , რომ: მან არ იცოდა გარიგების შესახებ და ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. აღნიშნული ნორმით დაცულია შემძენის ინტერესი იმ მეუღლის პრეტენზიისაგან, რომელიც საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული არ იყო. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლი არ წარმოშობს კეთილსინდიერი შემძენთან დადებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს, თუმცა ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს იმ მეუღლეს, რომელთან შეთანხმების გარეშეც მოხდა ქონების განკარგვა.

 

მოსარჩელე გ-------------–--- მოითხოვს თ----------–-–---–-ს მიერ განკარგული ქონებიდან მიღებული სარგებლის ნახევრიდან - დარჩენილი წილის კომპენსაციას -16 000 აშშ დოლარის ოდენობით. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი კი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. განსახილველი დავის ფარგლებში, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებების შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით, უძრავი ქონების მდებარე თბილისი, ქ---------–--------------, ბ---------“ (საკადასტრო კოდი 0--------------------------) თ----------–-–---–მა გაასხვისა და ნასყიდობის თანხა, 72000 აშშ დოლარი მიიღო 2017 წლის 28 დეკემბერს. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ----------–-–---–-ს სარჩელი და შეწყდა ქორწინება თეა ნარეკლშვილსა (N-----------) და გიორგი------–---- (N----------) შორის რეგისტრირებული 2006 წლის 12 ოქტომბერს. მხარეები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის თარიღთან მიმართებით, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით მხარეებმა თანაცხოვრება შეწყვიტეს 2017 წლის ბოლოს, ხოლო მოპასუხის მითითებით, მასსა და გიორგი------–---- 2016 წლის დეკემბრის თვიდან ერთად აღარ უცხოვრიათ და ქორწინება ფაქტობრივად ამ პერიოდიდან შეწყდა. მოწმეების ნ---------------ისა და ქ-----------------–--ის ჩვენების (2020 წლის 10 მარტის სხდომა) თანახმად, 2017 წლის დასაწყისში გ-------------–--- მივიდა თ----------–-–---–თან სამსახურში, ძალის გამოყენებით ცდილობდა მის წაყვანას ნოტარიუსთან. მოწმეთა ინფორმაციით, განხორციელდა საპატრულო პოლიციის გამოძახებაც, რომელმაც შეადგინა შესაბამისი აქტი. მოწმეთათვის აღნიშნულ პერიოდში ცნობილი გახდა, რომ თ----------–-–---–სა და გიორგი------–---- შორის ქორწინება შეწყვეტილი იყო უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ 2017 წლის დეკემბრის თვიდან მას არ გადაუხდია უძრავი ქონების იპოთეკის (სესხის) დასაფარად თანხა კრედიტორისათვის. შესაბამისად, მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის თარიღის დადგენა მნიშვნელოვანია იმ გარემოების დასადგენად, რა პერიოდიდან არ მიუღია მონაწილეობა გიორგი------–---- სასესხო ვალდებულების დასაფარად თანხის გადახდაში.

მოსარჩელე ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის თარიღად მიუთითებს 2017 წლის დეკემბრის თვეს, თუმცა საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა თ----------–-–---–-ს სარჩელი და შეწყდა ქორწინება თეა ნარეკლშვილსა (N-----------) და გიორგი------–---- (N----------) შორის რეგისტრირებული 2006 წლის 12 ოქტომბერს (3.2.5.). დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობაა. საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით N-------- დამტკიცდა 07.02.2017 წელს შედგენილი N------ შემაკავებელი ორდერი შემდეგი პირობებით: ა) მოძალადე გიორგი------–---- (პირადი ნომერი N-----------, დაბადებული 1--------- წ. მცხოვრები: თ---–-------–----–----–--------------------) აეკრძალოს მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი თ----------–-–---–- (პირადი ნომერი N----------, დაბადებული 1--------- წელი, მცხოვრები თ---–---------------------------) იმყოფება. აღნიშნული შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 01 თვე (3.2.6.). შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში თ----------–-–---–- ცხოვრობდა დედასთან - ნ-----------–-–---–თან თბილისში, კ------- ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში. მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზედ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გ-------------–--ის დაკავება მოხდა სწორედ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ბინაში (თბილისი, პ---–--------------), ამავე ბინაში განხორციელდა ჩხრეკა და ნივთმტკიცებების ამოღება, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთან, წარმოდგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად, თ----------–-–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნით მიმართა 2017 წლის 14 თებერვალს. 2017 წლის 07 თებერვლის შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი „მოძალადე გ-------------–--- ნაწილობრივ დაეთანხმა ძალადობის ფაქტებს და განმარტა, რომ თ----------–-–---–ს სამსახურში მიაკითხა, რა დროსაც მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, თ----------–-–---–- შვილებთან ერთად ცხოვრობს დედამისთან და მასთან ურთიერთობა არ გააჩნია“. მოწმედ დაკითხულმა პირებმა ქ-----------------–--ემ და ნ---------------ემ ვერ მიუთითეს კონკრეტული პერიოდი, თუმცა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ მოწმედ დაკითხული პირები იმავე პერიოდზე მიუთითებდნენ, რა პერიოდშიც შედგენილია შემაკავებელი ორდერი. მოწმეებმა დაადასტურეს თ----------–-–---–თნ სამსახურში გ-------------–--ის მისვლის, იქ არსებული კონფლიქტის ფაქტი და ის გარემოებაც, რომ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, რომელმაც შეადგინა შესაბამისი აქტი. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის თარიღთან მიმართებით. მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის იმის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ თ----------–-–---–სა და გიორგი------–---- შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა 2016 წლის დეკემბრის თვიდან (3.2.5.).

 

საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ შედგენილი ხელწერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2016 წელს გიორგი------–---- წარმოეშვა ვალი, 3500 (სამი ათას ხუთასი) აშშ დოლარის მოცულობით, ზ--------–-----ის მიერ უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, პ---–-----------------------, სარემონტო მომსახურების გაწევის შედეგად. აღნიშნული ვალი გადახდილ უნდა იქნეს ხელწერილის შედგენიდან არაუგვიანეს 3 თვისა. ხელწერილზე ხელმოწერა დამოწმებულია სანოტარო წესით, სანოტარო მოქმედების თარიღი 28.02.2018 წელი. გ-------------–--- მიუთითებს, რომ მოსარჩელეს წარმოეშვა უძრავ ქონების სარემონტო სამუშაოების შედეგად ვალი ზ--------–-----ის მიმართ 3500 აშშ დოლარის ოდენობით. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დაცულია ხელშეკრულების წერილობითი ფორმა, კერძოდ, მხარის მიერ დაცულია ვალის არსებობის აღიარების თაობაზე ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონით დადგენილი მოთხოვნის ფორმალური მხარე, თუმცა სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ხელწერილზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება ნოტარიულად განხორციელდა 2018 წლის 28 თებერვალს, მაშინ როდესაც, ვალის წარმოშობის თარიღად მოსარჩელე მიუთითებს 2016 წელს.

 

დადგენილია, რომ გ-------------–--- წარმოადგენს დ-------------–--ის შვილს. დ-------------–--ემ 1999 წლის 21 მაისის ხელშეკრულებით გიორგი------–---- აჩუქა საცხოვრებელი სახლის 48/1967 წილი, მდებარე თბილისი, ვ-–----–----–--------------------------------------------. გ--------–------ესა („მეიჯარე“) და გიორგი------–---- („მოიჯარე“) შორის 2018 წლის 27 სექტემბერს დადებულია იჯარის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე ქალაქი ბ---------------–--------------------–--------------- საიჯარო ქონება გადაცემულია ცხოვრების მიზნით. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, იჯარით აღებული ქონებით სარგებლობისათვის საიჯარო ქირა თვეში შეადგენს 200 აშშ დოლარს ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით. ივნისის თვეში იქნება 300 აშშ დოლარი, ივლისის და აგვისტოს თვეში იქნება 350 აშშ დოლარი. მოსარჩელე მიუთითებს მასზედ, რომ უძრავი ქონება, რომელიც გ-------------–---მ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო დ-------------–--ისაგან, მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში იქნა გასხვისებული და სწორედ აღნიშნული თანხით მოხდა ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, პ---–--------------, ბ---------, შეძენა. დადგენილია, რომ გ-------------–--ის ანგარიშიდან (სს „პ-------------------“) 2014 წლის 27 მარტს ფიქსირდება 99 665 ლარის გადარიცხვა (დანიშნულება: „უძრავი ქონების შეძენა (თ----------–-–---–- პ/ნ 0----------) ს/კ 4-------- შპს E------“). თუმცა, ის ფაქტი, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ზემოთ მითითებული ქონების განკარგვით მიღებულ შემოსავალსა და სწორედ აღნიშნული თანხით იქნა შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე პ---–--------------, მხარემ ვერ დაადასტურა. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია უძრავი ქონების მდებარე მისამართზე, თბილისი, ვ-–----–----–--------------------------------------------, ნასყიდობის ხელშეკრულება ან ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განახლებული პერიოდის მდგომარეობით, რომელიც დაადასტურებდა, რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს არა გ-------------–--ის, არამედ სხვა პირის საკუთრებას. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონება წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას და სასამართლო არ იკვლევს იმ გარემოებას, რომელი მეუღლის მიერ რა ოდენობის თანხა იქნა საერთო ქონების შესაძენად გაღებული.

 

მოპასუხე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებობდა ასევე სხვა უძრავი ქონებაც (ავტოსადგომი). კერძოდ, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, 2017 წლის 09 იანვრის მდგომარეობით თ----------–-–---–-ს სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, ქ---------–---------------------–----–--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-------------------------. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე (ავტოსადგომი) რეგისტრირებულია იპოთეკა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N---------, დამოწმების თარიღი 05.01.2017, იპოთეკარი მ--------------–-–---–ი (პირადი N-----------). 2016 წლის 22 ოქტომბერს თ----------–-–---–მა გიორგი------–---- მინდობილობის N--------- საფუძველზე მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: გ-------------–--- უფლებამოსილია გააქირაოს ან იჯარით გასცეს, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთოს თ----------–-–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, ქ---------–-----------------------------------------–----–-, (საკადასტრო კოდი 0-------------------------), უფლებამოსილია განსაზღვროს გარიგების ღირებულება და პირობები, ხელი მოაწეროს ქირავნობის ან იჯარის, სესხის იპოთეკის ხელშეკრულებებს, მიიღოს და გასცეს თანხა. 2017 წლის 09 მარტს თ----------–-–---–მა გიორგი------–---- მინდობილობის N1-------- საფუძველზე მიანიჭა უძრავი ქონების, ავტოსადგომი N3, ნიშნული -3, ფართით 16,38 კვ.მ., მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ქ---------–--------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-------------------------, გასხვისების (გაყიდვის) უფლებამოსილება. ამავე მინდობილობით, თ----------–-–---–მა გიორგი------–---- მიანიჭა უფლებამოსილება, ხელი მოაწეროს მის ნაცვლად ნასყიდობის ხელშეკრულებას, აიღოს ნასყიდობის თანხა, იმოქმედოს საჯარო რეესტრში შესაბამის სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით (3.2.12.). მინდობილობის N1-------- საფუძველზე, 2017 წლის 09 მარტს თ----------–-–---–მა (რომელსაც ხელშეკრულებაში წარმოადგენს გ-------------–---) მ-----–--------–-–---–ს მიჰყიდა უძრავი ქონება. ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, ნასყიდობის საგანს წარმოადგენს ავტოსადგომი N3, ფართით 16,38 კვ.მ., მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ქ---------–---------------------–----–--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-------------------------. ხელშეკრულების მე-2 მუხლით, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარად, რაც აღნიშნული ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 19680 (ცხრამეტი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარს. გიორგი------–---- თ----------–-–---–-სათვის არ გადაუცია უძრავი ქონების (ავტოსადგომის) გასხვისების შედეგად მიღებული თანხა. მოსარჩელეს სადავო არ გაუხდია ის ფაქტი, რომ გიორგი------–---- ავტოსადგომის გასხვისების შედეგად მიღებული თანხიდან 8000 აშშ დოლარიდან (რომელიც ასევე წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას), თ----------–-–---–-სათვის არ გადაუცია კუთვნილი წილი. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზედ, რომ უძრავ ქონებაზე (ავტოსადგომზე) რეგისტრირებული იყო იპოთეკა და აღნიშნული ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხაც სრულად მოხმარდა იპოთეკის გაუქმებისათვის სესხის დაფარვას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ ავტოსადგომის გასხვისების შედეგად მიღებული 8000 აშშ დოლარი სრულად მოხმარდა ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლებას.

 

თ----------–-–---–-ს განმარტებით, მხარეთა ერთად ცხოვრების პერიოდში ოჯახის კეთილდღეობის მიზნით მოპასუხეს წარმოეშვა გარკვეული სასესხო ვალდებულებები, რომელთა დაფარვა სრულად უზრუნველყო მოპასუხემ. დადგენილია, რომ თ----------–-–---–ს სს „ს----------–----------ს“ წინაშე აქვს რამდენიმე სასესხო ვალდებულება. 2013 წლის სექტემბრის თვეში თ----------–-–---–მა აიღო სესხი სს „ს----------–--------ისაგან“ 4470 (ოთხი ათას ოთხას სამოცდაათი) ლარის მოცულობით, 2015 წლის აპრილის თვეში - 3470 (სამი ათას ოთხას სამოცდაათი) ლარის მოცულობით. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოდგენს, რომ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული 32040 ლარი წარმოადგენს მეუღლეების ქორწინების განმავლობაში ოჯახის საერთო ინტერესებისათვის აღებულ საერთო ვალს. სწორედ აღნიშნული სესხით მოხდა მეუღლეთა საერთო ქონების შეძენა, რომლის კუთვნილ წილზე მოსარჩელემ განსახილველი დავის ფარგლებში განაცხადა სამართლებრივი პრეტენზია. მოსარჩელეს სადავო არ გაუხდია არც ის გარემოება, რომ ოჯახის საერთო ინტერესების განხორციელებას მოხმარდა თ----------–-–---–-ს მიერ 2013 წლის სექტემბრის თვეში 4470 (ოთხი ათას ოთხას სამოცდაათი) ლარის ოდენობისა და 2015 წლის აპრილის თვეში - 3470 (სამი ათას ოთხას სამოცდაათი) ლარის ოდენობით აღებული კრედიტები.

მოპასუხე განმარტავს, რომ უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თ---–---------–---------------------------, გასხვისების შედეგად მიღებული თანხიდან (72 000 აშშ დოლარიდან) 20 000 აშშ დოლარი გადაეცა მოსარჩელეს (რასაც ადასტურებს თავად გ-------------–---ც), იპოთეკის ვალდებულების დასაფარად თ----------–-–---–-ს ანგარიშზე ფიქსირდება 2017 წლის 28 დეკემბერს (რაც ემთხვევა ნასყიდობის ხელშეკრულების თარიღს) 26468.25 ლარის შეტანა და ამავე დღეს 25673.25 ლარით სესხის დაფარვა, ხოლო 513.47 ლარით სესხის ვადაზე ადრე დაფარვისათვის ჯარიმის გადახდა. იპოთეკის ვალდებულების შესრულების მომენტისათვის მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და მეუღლეთა საერთო ვალი სრულად დაფარა თ----------–-–---–მა. მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის პერიოდისათვის (2016 წლის 08 დეკემბერი) სასესხო ვალდებულების ნაშთი შეადგენდა 30574.06 ლარს. მოპასუხის განმარტებით, ამ პერიოდიდან იგი დამოუკიდებლად ფარავდა იპოთეკის ვალდებულებისათვის საჭირო თანხას. თ----------–-–---–-ს ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ 2016 წლის დეკემბრის თვიდან სასესხო ვალდებულების დასაფარად გადახდილია შემდეგი ოდენობის თანხები: 08.12.2016 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 502.59 ლარი, სესხის დაფარვა - 346.46 ლარი, 09.01.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 530.00 ლარი, სესხის დაფარვა - 318.97 ლარი, 08.02.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 491.63 ლარი, სესხის დაფარვა - 358.24 ლარი, 09.03.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 469.54 ლარი, სესხის დაფარვა - 380.32 ლარი, 10.04.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 511.44 ლარი, სესხის დაფარვა - 338.41 ლარი, 08.05.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 442.33 ლარი, სესხის დაფარვა - 407.54 ლარი, 08.06.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 482.79 ლარი, სესხის დაფარვა - 367.07 ლარი, 10.07.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 491.93 ლარი, სესხის დაფარვა - 357.93 ლარი, 08.08.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 440.12 ლარი, სესხის დაფარვა - 409.74 ლარი, 08.09.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 463.52 ლარი, სესხის დაფარვა - 386.34 ლარი, 09.10.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 456.95 ლარი, სესხის დაფარვა - 392.91 ლარი, 08.11.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 435.76 ლარი, სესხის დაფარვა - 414.10 ლარი, 08.12.2017 - პროცენტის დაფარვა სესხი N------- – 428.94 ლარი, სესხის დაფარვა - 420.91 ლარი. ასევე, 2017 წლის 28 დეკემბერს თ----------–-–---–-ს ანგარიშიდან განხორციელდა საბანკო ოპერაცია დანიშნულებით „სესხის დაფარვა, სესხი N-------“ - 25673.42 ლარის ოდენობით. იმავე დღეს მოპასუხის ანგარიშიდან განხორციელდა საბანკო ოპერაცია დანიშნულებით „ჯარიმის გადახდა ვადაზე ადრე დაფარვისათვის“ – 513.47 ლარის ოდენობით (3.2.7.). გარდა ამისა, თ----------–-–---–ს, ოჯახის საერთო მიზნებიდან გამომდინარემ, დაფარული აქვს სხვა ორი სასესხო ვალდებულებაც. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხის მიერ აღებული სესხი არ მოხმარებია ოჯახის საერთო ინტერესებს და გამოყენებულ იქნა თ----------–-–---–-ს პირადი ინტერესებისათვის, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან დასმული არ ყოფილა შეგებებული სარჩელი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის, ან საერთო ვალების გაყოფის შესახებ, თუმცა დავის სამართლიანი გადაწყვეტიდან გამომდინარე, მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში არსებული, ოჯახის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე აღებული სასესხო ვალდებულებები, რომელთა დაფარვა განხორციელდა ერთი მხარის მიერ, მეორე მეუღლის ფინანსური მონაწილეობის გარეშე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, მართებულია სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, მოხდეს ოჯახის საერთო ინტერესებისათვის აღებული და მოვალის მიერ კონკრეტულ პერიოდამდე უკვე გადახდილი ვალიდან, მეორე მეუღლის (გ-------------–---ზე) მიერ გადასახდელი წილის გაანგარიშება.

 

მოპასუხე მიუთითებს მასზედ, რომ მხარეთა საერთო შვილები ცხოვრებენ თ----------–-–---–თან, მათ შორის ერთი - ლ----------–--ე (დაბადებული 2002 წლის 05 აპრილს) არასრულწლოვანია, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს გ-------------–--ის მხრიდან. დადგენილია, რომ გ-------------–--- და თ----------–-–---–- დაქორწინდნენ 2006 წლის 12 ოქტომბერს. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი: 1997 წლის 26 აგვისტოს დ-----------–--ე და 2002 წლის 05 აპრილს ლ----------–--ე. თ----------–-–---–- შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თ---–--------–----------------------------------------------------–-----------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებულია თ----------–-–---–-ს სახელზე (3.2.1., 3.2.4.).

 

სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, 1. იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. 3. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.

 

მეუღლეთა შორის განმსაზღვრელია პირადი ურთიერთობები, ქორწინება წარმოადგენს მეუღლეთა პირად კავშირს, რომელშიც არაქონებრივი ხასიათის უფლებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან მეუღლეთა პირადი და ქონებრივი უფლება-მოვალეობების თანაბრობა საოჯახო ურთიერთობათა არსებობის ყველა ეტაპისათვის გარანტირებული აუცილებლობაა. აღნიშნულის გამონაკლისს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლოსათვის მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისის გადახვევის შესაძლებლობის უფლების მინიჭება. კერძოდ, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის პრეზუმფციას არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გაიზარდოს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. განსახილველი ნორმა აკონკრეტებს, თუ რა ფაქტები და გარემოებები უნდა იქნას გათვალისწინებული არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების შემოწმების დროს, ეს შესაძლებელია იყოს: ერთ-ერთ მეუღლესთან არასრულწლოვანი შვილების ცხოვრების ფაქტი; მისი შრომისუუნარობა ან/და მეორე მეუღლის მიერ საერთო ქონების ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯვის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილით, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ არასრულწლოვანი ლ----------–--ის საცხოვრებელი ადგილი არის დედის, თ----------–-–---–-ს საცხოვრებელი ადგილი (3.1.1.,3.1.3., 3.2.1.) მოპასუხესთან ცხოვრობს ასევე მხარეთა საერთო სრულწლოვანი შვილი - 1997 წლის 26 აგვისტოს დაბადებული დ-----------–--ე. შესაბამისად, მოპასუხე თ----------–-–---–- იღებს ხარჯს არასრულწლოვანი შვილის რჩენასა და აღზრდისათვის და უზრუნველყოფს მას ასაკის შესაბამისი განვითარებისათვის საჭირო პირობებით.

ზემოთ როგორც აღინიშნა, ერთ-ერთ მეუღლესთან არასრულწლოვანი შვილების ცხოვრება, შესაძლოა, გახდეს მეუღლეთა წილის თანაბრობიდან გადახვევის საფუძველი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანი შვილების ცხოვრება უპირობოდ არ წარმოშობს ერთი მეუღლისათვის მეორესთან შედარებით გაზრდილი წილის მიკუთვნების წინაპირობას. ამისათვის, აუცილებელია სახეზე იყოს ის გარემოებები, რომელთა არსებობაც მიუთითებს მშობლის მოვალეობის არასათანადო განხორციელებას არასრულწლოვანი შვილების მიმართ, რაც ეწინააღმდეგება და ზღუდავს ბავშვების საუკეთესო ინტერესებს. ამდენად, მეუღლესთან ერთად მცხოვრები არასრულწლოვან შვილის იმ ჭეშმარიტი ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიზნით, კანონმდებლობა ანიჭებს სასამართლოს შესაძლებლობას გადაუხვიოს მეუღლეთა თანაბრობის საწყისს. სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილი მიუთითებს არასრულწლოვანი შვილის ან მეუღლის ყურადსაღები ინტერესებზე. შეფასებითია კატეგორია, თუ რა უნდა იქნეს მიჩნეულ საკმარის საფუძვლად, რათა გაიზარდოს ერთ-ერთი მეუღლის წილი მეორე მეუღლის უფლებების დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ შეუზღუდავად. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე თ----------–-–---–თან აღსაზრდელად იმყოფება არასრულწლოვანი შვილი, შესაძლოა საკმარის საფუძვლად არ ყოფილიყო მიჩნეული, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს გ-------------–---, როგორც ცალკე მცხოვრები მშობელი შვილის რჩენისა და აღზრდისათვის კანონით დადგენილ ვალდებულებებს, იხდის თუ არა ალიმენტს, გარდა ფინანსური კუთხისა, ზრუნავს თუ არა მის კეთილდღეობაზე. არასრულწლოვანთან ცხოვრების ფაქტი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მასთან მცხოვრები მშობელი ზრუნავს შვილების ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად. მათ შორის გასათვალისწინებელია არასრულწლოვანი შვილისათვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობების შექმნა. დადგენილია, რომ 2018 წლის 29 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა თ----------–-–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თ---–--------–----------------------------------------------------–-----------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------. სს „თ-----------ს“ მიერ 2018 წლის 29 იანვარს გაიცა იპოთეკური სესხი 42 000 (ორმოცდაორი ათასი) ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.6. პუნქტით, აღნიშნული კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა უძრავი ქონების შეძენა, საკადასტრო კოდი 0---------------------- (3.2.13). აღნიშნულ უძრავ ქონებაში თ----------–-–---–- ცხოვრობს მხარეთა საერთო არასრულწლოვან შვილთან - ლიზი------–----თან და სრულწლოვან შვილთან - დ-----------–--ესთან ერთად. მოპასუხის განმარტებით, სადავო ქონების გასხვისებით მიღებული თანხის ნაწილი მოხმარდა სწორედ ამჟამინდელი საცხოვრებელი ბინის შეძენას, შესაბამისად, არასრულწლოვან ლ----------–--ის მიმართ, მშობლის ვალდებულებას არასრულწლოვანის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფისათვის, ამ დროისათვის ასრულებს თ----------–-–---–-.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62).

 

სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისიდან გადახვევის საფუძველი. შესაბამისად, თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებით მიღებული სარგებლიდან, არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მისაღები კუთვნილი წილი უნდა ჩაითვალოს მიღებულად (20 000 აშშ დოლარის ფარგლებში) და გ-------------–--ის სარჩელი თ----------–-–---–-სათვის 16 000 აშშ დოლარი დაკისრების შესახებ მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელე გ-------------–--ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 1237.32 ლარის გადახდა (ს.ფ. 40).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით. ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმის გათვალისწინებით, რომ გ-------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მოპასუხე - გათავისუფლდეს მოსარჩელისათვის ამ უკნასკნელის მიერ გაღებული პროცესის ხარჯის ანაზღაურების მოვალეობისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება: ყადაღა დაედო თ----------–-–---–-ს საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სს,,ს----------–--------ში“ ჯამურად 16000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ფარგლებში.

 

ვინაიდან, გ-------------–--ის სარჩელი თანხის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სახეზეა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი. ყადაღა უნდა მოეხსნას თ----------–-–---–-ს საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სს,,ს----------–--------ში“ ჯამურად 16000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ფარგლებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 41-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. არ დაკმაყოფილდეს გ-------------–--ის (პირადი №-----------) სარჩელი მოპასუხე თ----------–-–---–-ს (პირადი №0----------) მიმართ თანხის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნით;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის №2251865 განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

ყადაღა მოეხსნას თ----------–-–---–-ს (პირადი N------------- საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სს,,ს----------–--------ში“ ჯამურად 16000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ფარგლებში.

 

3. მოპასუხე თ----------–-–---–ს არ გადახდეს მოსარჩელე გ-------------–--ის მიერ გაღებული პროცესის ხარჯი. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მხარისათვს ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენის წესით, რის შემდეგაც იგი გადაეგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე