განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210016001302987
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-524-17 25 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლაურა მიქავა მოსამართლეები - ირმა პერანიძე თამარ სვანიძე სხდომის მდივანი - ონისე გურეშიძე
აპელანტი/მოწინააღმდე მხარე წარმომადგენელი აპელანტი/მოწინააღმდე მხარე წარმომადგენელი - სს ,--------------------- - ი-----–------–--- - თ--------------, შპს ,-------------------, შპს ,---------------------------------- - ზ--------–-------
დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება -
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სს ,,ს----------–---------” ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას; მეორე აპელანტი: თ--------------, შპს ,------------------- და შპს ,------------------------------ ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სრულად. ახალი გადაწყვეტილებით სს ,,ს----------–---------”-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და მათი შეგებებული სარჩლის დაკმაყოფილებას 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - სს „ს----------–---------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; - შეწყდა 2016 წლის 24 თებერვალს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება N----------------- და მისგან გამომდინარე ყველა საკრედიტო ხელშეკრულება; - მოპასუხეებს თ--------------ს და შპს „ო–------------–-“ მოსარჩელე სს „ს----------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 27 348.73 აშშ დოლარის გადახდა; - გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა იპოთეკით დატვირთული შპს „ნ-----------------------------“–ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი თამარ მეფის ქ----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტო კოდი 0-----------, რეალიზაციის გზით; - იმ შემთხვევაში, თუკი უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეთა სხვა ქონებაზე; - თ---------------, შპს „ო–--------------“-ს და შპს „ნ-----------------------------“–ის შეგებებული სარჩელი სს „ს----------–---------“-ს მიმართ არ დაკმაყოფილდა; - მოპასუხეებს თ--------------ს, შპს „ო–------------–-“, შპს „ნ-----------------------------“-ს სს „ს----------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 1669.5 ლარის გადახდა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. დადგენილია და მხრეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ 2016 წლის 24 თებერვალს ერთი მხრივ სს „ს----------–--------ს“ და მეორე მხრივ, თანამსესხებლებს თ--------------ს და შპს „ო–------------–-“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება №---------------------, რომლითაც მსესხებელზე გამოიყო საკრედიტო ლიმიტი 5000000 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 24 თებერვალი, ხანგრძლივობა - 240 თვე; 2.2. 2016 წლის 24 თებერვალს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №-----------------------, რომლითაც დამტკიცდა კრედიტის თანხა 1 700 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 8% სარგებლის დარიცხვის პირობით. კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა 1 130 000 აშშ დოლარით სს „ბაზის ბა---“-ს სესხის რეფინანსირება, 570 000 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო ძირითადი საშუალებების (კინო-თეატრის აღჭურვილობის დანადგარები) შესაძენად; 2.3. იმავე დღეს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების №---------------------, დამატებითი პირობები (დანართი N2), რომლის 4.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ მსესხებელი იღებდა ვალდებულებას, სს „ს----------–---------’’-საგან სესხის პირველი ტრანშის აღებიდან 20 დღის ვადაში, სს „ს----------–---------“ იქნებოდა პირველი რიგის იპოთეკარი უზრუნველყოფაში შემოთავაზებულ ყველა ქონებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკს მიენიჭებოდა უფლება ვადამდე ადრე გამოეთხოვა სესხი ან/და მოეხდინა უზრუნველყოფის მიზნით დატვირთული ქონების რეალიზაცია ან/და მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 50000 აშშ დოლარის ოდენობით ან/და გაიზრდებოდა საპროცენტო განაკვეთი გენ.ლიმიტის ფარგლებში გაცემულ სესხზე წლიური 4%. ამავე დანართის 4.4 პუნქტით, ძირითადი გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ან/და შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ბა--- უფლებამოსილი იყო მსესხებელზე დაეკისრებინა ჯარიმა 20000 აშშ დოლარის ოდენობით ან/და წლიური საპროცენტო განაკვეთი გაეზარდა წლიური 10%; 2.4. 2016 წლის 24 თებერვალს სს „ს----------–--------ს“ განცხადებით მიმართა შპს „ო–--------------“-ს წარმომადგენელმა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით №---------------------, ნაკისრ ვალდებულებებზე სოლიდარული თავდებობის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება; 2.5. 2016 წლის 24 თებერვალს სს „ს----------–--------ს“ და შპს „ნო----- კაპ-----–ს პა---------“ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით №--------------------- ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შესაბამისად იპოთეკით დაიტვირთა შპს „ნო----- კაპ-----–ს პა---------ის“ კუთვნული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი თამარ მეფის ქ----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტო კოდი 0-----------. ხელშეკრულებას უძრავი ქონების მესაკუთრის მხრიდან ხელს აწერს თ--------------; 2.6. დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ 2016 წლის 24 თებერვალს თ--------------მ სესხის სახით მიიღო 1 130 000 აშშ დოლარი; 2.7. დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ თ--------------ს და შპს „ო–------------–-“ შეთანხმებული ოცი დღის ვადაში არ მოუხდენიათ სს „ბაზის ბა---“-ს სესხის რეფინანსირება, შესაბამისად, იპოთეკისაგან არ გათავისუფლებულა უზრუნველყოფის საგანი და სს „ს----------–---------“ არ გამხდარა პირველი რიგის იპოთეკარი; 2.8. დადგენილია, რომ 2016 წლის 22 მარტს სს „ს----------–---------“-ს განცხადების საფუძველზე სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო თ--------------- და შპს „ო–--------------“-ს საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 1 135 696.44 აშშ დოლარის ფარგლებში, საქართველოში ლიცენზირებულ მოქმედ კომერციულ ბანკებში, გარდა სს „ს----------–---------’’-სა; 2.9. 2016 წლის 30 მარტის განჩინებით, დაკმაყოფილდა რა თ--------------- და შპს „ო–--------------“-ს საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაუქმდა 2016 წლის 22 მარტის განჩინება. სასამართლომ გაიზიარა საჩივრის ავტორების მოსაზრება, რომ ვინაიდან 2016 წლის 23 მარტს მათ მიერ ჩარიცხული იქნა სს „ს----------–---------’’-სათვის 1 137 000 აშშ დოლარი, აღარ არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა; 2.10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის განჩინება, რასთან დაკავშირებითაც 2016 წლის 05 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი; 2.11. დადგენილია, რომ შპს „ნ-----------------------------“-ის დირექტორია თ--------------, ის და მისი მეუღლე არიან 50-50% წილის მფლობელებიც; 2.12. დადგენილია, რომ 2016 წლის 18 მარტს სს „ს----------–--------მა“ შპს „ო–------------–-“, თ--------------ს და შპს „ნ-----------------------------“-ს გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება, რომელშიც მითითებული იყო, რომ მიუხედავად შეთანხმების და არაერთგზის გაფრთხილებისა, მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება, იპოთეკით დატვირთული ქონების სხვა ვალდებულებებისაგან გათავისუფლების შესახებ. სს „ს----------–---------“ წინადადებას აძლევდა შპს „ო–------------–-“ არაუგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში სრულად და ჯეროვნად შეესრულებინა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი 2-ით გათვალისწინებული პირობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებდა სანქციებს (იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციას, ან/და ერთჯერად პირგასამტეხლოს 50000 აშშ დოლარის ოდენობით, ან/და საპროცენტო განაკვეთის გაზრდას) მხარეების მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, თუ როდის ჩაბარდა ადრესატებს მითითებული წერილი; 2.13. 2016 წლის 23 მარტს „ს----------–--------მა“ შპს „ო–------------–-“, თ--------------ს და შპს „ნ-----------------------------“-ს კვლავ გაუგზავნა წერილი, სადაც მიუთითა, რომ ვინაიდან 2016 წლის 18 მარტის წერილით განსაზღვრულ სამდღიან ვადაში მათ მიერ არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება, იპოთეკით დატვირთული ქონების სს „ბაზის ბა---“-ს იპოთეკისაგან გათავისუფლების შესახებ, დაერიცხათ პირგასამტეხლო 50000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი 4%-ით; 2.14. 2016 წლის 23 მარტს სს „ს----------–--------მა“ შპს „ო–------------–-“, თ--------------ს და შპს „ნ-----------------------------“-ს აცნობა, რომ გენერალური ხაზის შესახებ ხელშეკრულების 9.2.1. და 9.4. პუნქტების საფუძველზე წყვეტდა საკრედიტო ხელშეკრულებას. წერილში ბა---ს მიერ განიმარტა, რომ ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია შეთანხმება 20 დღის ვადაში იპოთეკით დატვირთული ქონების სხვა ვალდებულებებისაგან გათავისუფლების თაობაზე და აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა 18 მარტის წერილით განსაზღვრული დამატებითი ვადის განსაზღვრის შემდეგაც, საკრედიტო ხელშეკრულების დანართი №2-ის 4.1. პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი პირაგასამტეხლო 50000 აშშ დოლარის ოდენობით. 2.15. 2016 წლის 23 მარტს სს „ს----------–---------“-ს ანგარიშზე თ--------------- მიერ სესხის დაფარვის მიზნით ჩარიცხული იქნა 1 146 106.46 აშშ დოლარი, რომლითაც დაიფარა სესხი №3364496, შემდეგი თანმიმდევრობით: სესხის დაფარვის საკომისიო - 20959.81 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 70000 აშშ დოლარი, პროცენტი - 7306.30 აშშ დოლარი და ძირითადი თანხა 1 047 840.35 აშშ დოლარი; 2.16. 2016 წლის 25 მარტს სს „ს----------–--------მა“ შპს „ო–------------–-“, თ--------------ს და შპს „ნ-----------------------------“ აცნობა, რომ მას გადასახდელი დარჩა 83829.85 აშშ დოლარი და მისცა ხუთი დღის ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად, ასევე აცნობა, რომ გენერალური ხაზის შესახებ ხელშეკრულების 9.2.1. და 9.4. პუნქტების საფუძველზე წყვეტდა საკრედიტო ხელშეკრულებას. წერილით ბა---ს მიერ განიმარტა, რომ ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია შეთანხმება 20 დღის ვადაში იპოთეკით დატვირთული ქონების სხვა. ვალდებულებებისაგან გათავისუფლების თაობაზე, საკრედიტო ხელშეკრულების დანართი №2-ის 4.1 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი პირაგასამტეხლო 50000 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, ვინაიდან არ იქნა შესრულებული ხელშეკრულების სხვა პირობაც, მათ შორის ყველა საბანკო ოპერაციის წარმოების ვალდებულება სს „ს----------–--------ში“ გახსნილ ანგარიშებზე (პუნქტი 4.2.) იმავე ხელშეკრულების 4.4 პუნქტის საფუძველზე დაეკისრებოდა ერთჯერადი პირგასამტეხლო 20000 აშშ დოლარის ოდენობით და გაეზრდებოდა საპროცენტო განაკვეთი 10%-ით; 2.17. სს „ს----------–---------“-ს მიერ წარმოდგენილი ცნობით თ--------------- დავალიანება 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით შეადგენს 82348.73 აშშ დოლარს, საიდანაც 82159.65 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, ხოლო 189.08 აშშ დოლარი პროცენტი; 2.18. დადგენილია, რომ 2016 წლის 10 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 07 ოქტომბრის განცხადების პასუხად შპს „ო–--------------“-ს დირექტორს აცნობა, რომ შპს „ო–--------------“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 412705684) რეგისტრირებულია შპს „ნ-----------------------------ი“-ს საკუთრებაში უძრავი ნივთის (მისამართი ქ. ქუთაისი თამარ მეფის ქ----) მინდობილ მესაკუთრედ. რეგისტრაციის საფუძველია შპს „ო–------------–-“ და შპს „ნ-----------------------------ს“ შორის გაფორმებული საკუთრების მინდობის შესახებ ხელშეკრულება (დამოწმებული 2015 წლის 23 ივლისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ). მითითებული ხელშეკრულების 3.5 პუნქტის მიხედვით, მინდობილ მესაკუთრეს შეუძლია მინდობილი საკუთრების მართვისას მხოლოდ იჯარით გასცეს აღნიშნული ქონების ფართობი, ხოლო სხვა სახის სამეწარმეო საქმიანობისას მას სჭირდება მიმნდობი მესაკუთრის წერილობითი ნებართვა; 2.19. სასამართლომ არ გაიზიარა თ---------------, შპს „ო–--------------’’-ს და შპს „ნ-----------------------------“-ის წარმომადგენლის განმარტება, რომ სს „ბაზის ბა---’’-ს დავალიანების რეფინანსირება და შესაბამისად, მის სასარგებლოდ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება ვერ შესძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო; 2.20. სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხეები სხვადასხვა ეტაპზე მიუთითებდნენ სრულიად სხვადასხვა მიზეზებზე, კერძოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მიღებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში 2016 წლის 25 მარტს შემოტანილ საჩივარში მითითებულია, რომ სს „ს----------–---------’’-ს პირველი ტრანშის გადარიცხვის დოკუმენტში არსებული ბუნდოვანების გამო დროულად ვერ მოხერხდა სს „ბაზის ბა---’’-ს ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, რის შესახებაც სს „ს----------–---------“ ინფორმირებული იყო. ეს იყო არა სს „ს----------–--------ს“ და მსესხებელს შორის წარმოქმნილი პრობლემა, არამედ ორ ბანკს სს „ს----------–--------ს“ და სს „ბაზის ბანკს“ შორის წარმოქმნილი პრობლემაა, მათი სპეციფიკური ურთიერთდამოკიდებულების გამო (იხ.ს.ფ. 42. ტ.3); 2.21. 2016 წლის 15 მაისს სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში იგივე მხარე აპელირებდა სხვა მიზეზებზე და განმარტავდა, რომ სს „ს----------–---------’’-ს 2016 წლის 18 მარტის წერილით, რომელიც მათ ჩაბარდათ 22 მარტს, სამი სამუშაო დღით გაუგრძელდათ სესხის რეფინანსირების 20 დღიანი ვადა, თუმცა 22 მარტს სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო მათ საბანკო ანგარიშებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ბანკში, რამაც შეუძლებელი გახადა ვალდებულების შესრულება; 2.22. 2016 წლის 08 აგვისტოს სასამართლოში შემოტანილ შეგებებულ სარჩელში კი მოპასუხეები მიუთითებენ ვალდებულების შეუსრულებლობის სრულიად ახალ მიზეზს, კერძოდ, მათი განმარტებით სს „ს----------–---------’’-ს მიერ გამოყოფილი თანხა არ იყო საკმარისი სს „ბაზის ბა---’’-ს სესხის რეფინანსირებისათვის, ამასთან, შპს „ო–------------–-“, როგორც მინდობილ მესაკუთრეს არ შეეძლო საკუთრების მიმნდობი შპს „ნ-----------------------------“–ის უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება; 2.23. სასამართლომ მიიჩნია, რომ გარდა წინააღმდეგობრივი ხასიათისა, არცერთი ზემოთ დასახელებული მიზეზი არ იყო დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით. კერძოდ, 2016 წლის 24 თებერვალს თ--------------მ მიიღო 1 130 000 აშშ დოლარი სესხის რეფინანსირებისათვის, რაც უნდა განეხორციელებინა 20 დღის ვადაში, ანუ 2016 წლის 15 მარტის ჩათვლით, სასამართლოში არ იყო წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მსესხებლებმა მიმართეს სს „ბაზის ბანკს“ თანხის რეფინანსირების მიზნით, რაზეც უარი ეთქვათ გადარიცხვის დოკუმენტის ბუნდოვანების, ან ორ ბანკს შორის სპეციფიკური ურთიერთობის, ან არასაკმარისი თანხის გამო, ასევე არ იყო წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი, საიდანაც გაირკვეოდა, ტრანშის სახით გამოყოფილი 1 130 000 აშშ დოლარის ნაცვლად რამდენი იყო საჭირო სესხის რეფინანსირებისათვის, კიდევ რამდენი მოითხოვა სს „ბაზის ბანკმა“ და რა საფუძვლით, არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით მსესხებლებმა მიმართეს სს „ს----------–--------ს“ და მოითხოვეს დამატებით თანხის გამოყოფა, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა დამტკიცებული ჰქონდათ საკრედიტო ლიმიტი 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობით და სს „საქართველოს ბა---’’-ს მიზანს, სწორედ რეფინანსირების გზით ახალი კლიენტის მოძებნა და ამ გზით მოგების მიღება იყო. მოპასუხე მხარემ ვერც სასამართლო სხდომაზე მიუთითა, ზუსტად რამდენი იყო საჭირო სესხის რეფინანსირებისათვის, რა საფუძვლით და რამ შეუშალათ ხელი მიეღოთ ეს თანხა სს „ს----------–---------’’-საგან; 2.24. ასევე არ გაიზიარა სასამართლომ მსესხებლების პოზიცია, თითქოს სასამართლო ყადაღის გამო, მათ ვერ შესძლეს სესხის რეფინანსირება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებით, ყადაღა დაედო მათ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში, თუმცა არა სს „ს----------–--------ში“, რაც სრულ შესაძლებლობას აძლევდათ განეხორციელებინათ სასურველი ოპერაცია, სურვილის შემთხვევაში. გარდა აღნიშნულისა, მათივე განმარტებით, სს „ს----------–---------’’-ს 2016 წლის 18 მარტის გაფრთხილების წერილი ჩაბარდათ 22 მარტს, მეორე დღეს 2016 წლის 23 მარტს კი ნაცვლად იმისა, რომ ხელშეკრულების პირობა შეესრულებინათ (მოეხდინათ სესხის რეფინანსირება), 1 146 103.46 აშშ დოლარი ჩარიცხეს მოსარჩელის ანგარიშზე, რაშიც მათთვის სასამართლოს მიერ გამოყენებულ ყადაღას ხელი არ შეუშლია (მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით, მათ არც კი იცოდნენ ამ დროისათვის ყადაღის არსებობის შესახებ), ეს კი ადასტურებს, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ობიექტური მიზეზებით კი არ იყო განპირობებული, არამედ მსესხებელის სურვილით - არ გაეგრძელებინა სს „ს----------–--------თან“ ურთიერობა; 2.25. სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ არ დასტურდებოდა რაიმე მტკიცებულებით ის ფაქტი რომ მსესხებელმა მიიღო უარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, იპოთეკის მოხსნის თაობაზე, რადგან არ იყო წარმოდგენილი აღნიშნული ორგანოს პასუხი მათ განცხადებაზე. შესაბამისად, მხოლოდ მხარის განმარტება, რომ იგი შეხვდა მითითებული სამსახურის „მაღალჩინოსნებს“ პრობლემის მოსაგვარებლად და მიიღო უარი, არ იყო საკმარისი მტკიცებულება სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად; დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამავე კოდექსის 316.1 მუხლით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 867-ე მუხლით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო 623-ე მუხლით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; 2.27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი; 2.28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას; 2.29. მსესხებლებმა 2016 წლის 24 თებერვალს მიიღეს 1 130 000 აშშ დოლარი, თუმცა ოცდღიან ვადაში არ განახორციელეს სესხის რეფინანსირება. შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ, კრედიტორს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეეძლო სანქციების გამოყენება, მიუხედავად ამისა, 2016 წლის 18 მარტს მაინც გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება მოპასუხეებს და მოსთხოვა ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ასევე გააფრთხილა მოსალოდნელი სანქციების შესახებ. მოპასუხეთა განმარტებით, გაფრთხილების წერილი ჩაბარდათ 2016 წლის 22 მარტს, თუმცა იმის ნაცვალად, რომ მიღებული თანხა წარემართათ დანიშნულებისამებრ, იგი დაუბრუნეს სს „ს----------–--------ს“ 2016 წლის 23 მარტს. ამდენად, მოპასუხეებმა არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება, რაც მათზე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია; 2.30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2.31. მოცემულ შემთხვევაში სს „ს----------–--------მა“ მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით დააკისრა 50000 აშშ დოლარი. 2.32. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო; 2.33. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ვალდებულების დარღვევის ხასიათი, აღნიშნულით გამოწვეული ზიანი, მისი თანაფარდობა, მხარეთა ფინანსური მდგომარეობა, მოსარჩელის ეკონომიკური ინტერესი, აგრეთვე, სხვა ობიექტური გარემოებები; 2.34. განსახილველ შემთხვევაში თ--------------მ თანხა მოსარჩელისაგან მიიღო 2016 წლის 24 თებერვალს და სესხის ძირითადი ნაწილი პროცენტთან ერთად დააბრუნა 2016 წლის 23 მარტს, ასევე გადაიხადა სესხის დაფარვის საკომისიო (სულ 1 146 106.46 აშშ დოლარი), შესაბამისად, სს „ს----------–--------მა“ მართალია განიცადა ფინანსური ზიანი, მაგრამ არა ისეთი მასშტაბის, რომ მოპასუხეს დაეკისროს ფინანსური სანქცია 50000 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით მისი ოდენობა უნდა შემცირდეს 15000 აშშ დოლარამდე; 2.35. რაც შეეხება პირგასამტეხლოს 20000 აშშ დოლარის ოდენობით, ის სასამართლოს აზრით საერთოდ არ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს შემდეგ გარემოებათა გამო: - 2016 წლის 23 მარტს სს „ს----------–--------მა“ შპს „ო–------------–-“, თ--------------ს და შპს „ნ-----------------------------“ წერილობით აცნობა, რომ გენერალური ხაზის შესახებ ხელშეკრულების 9.2.1 და 9.4 პუნქტების საფუძველზე წყვეტდა საკრედიტო ხელშეკრულებას. წერილში ბა---ს მიერ განიმარტა, რომ ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია შეთანხმება 20 დღის ვადაში იპოთეკით დატვირთული ქონების სხვა ვალდებულებებისაგან გათავისუფლების თაობაზე და აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა 18 მარტის წერილით განსაზღვრული დამატებითი ვადის განსაზღვრის შემდეგაც, საკრედიტო ხელშეკრულების დანართი №2-ის 4.1 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი პირაგასამტეხლო 50000 აშშ დოლარის ოდენობით. ბა--- წყვეტდა მსესხებლებთან საკრედიტო ხელშეკრულებას და აძლევდა წინადადებას შვიდი დღის ვადაში სრულად დაეფარათ, როგორც დარიცხული პირგასამტეხლო 50000 აშშ დოლარი, ასევე საპროცენტო სარგებელი და გაცემული კრედიტი; - სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც მითითებული წერილის შინაარსიდან ირკვევა ბა--- პირგასამტეხლოს სახით ითხოვდა მხოლოდ 50000 აშშ დოლარს, იმავე დღეს, ანუ 2016 წლის 23 მარტს სს „ს----------–---------’’-ს ანგარიშზე თ--------------მ სესხის დაფარვის მიზნით ჩარიცხა 1 146 106.46 აშშ დოლარი, საიდანაც მიუხედავად ზემოთაღნიშნული წერილის შინაარსისა, ბანკმა პირგასამტეხლოს სახით მოაჭრა 70000 აშშ დოლარი და 2016 წლის 25 მარტს შპს „ო–------------–-“, თ--------------ს და შპს „ნ-----------------------------“ აცნობა, რომ მათ გადასახდელი დარჩათ 83829.85 აშშ დოლარი. ამავე წერილით მისცა ხუთი დღის ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად და აცნობა, რომ გენერალური ხაზის შესახებ ხელშეკრულების 9.2.1 და 9.4 პუნქტების საფუძველზე წყვეტდა საკრედიტო ხელშეკრულებას. წერილში ბა---ს მიერ განიმარტა, რომ ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია შეთანხმება 20 დღის ვადაში იპოთეკით დატვირთული ქონების სხვა ვალდებულებებისაგან გათავისუფლების თაობაზე, საკრედიტო ხელშეკრულების დანართი №2-ის 4.1 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი პირაგასამტეხლო 50000 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, ვინაიდან არ იქნა შესრულებული ხელშეკრულების სხვა პირობაც, მათ შორის ყველა საბანკო ოპერაციის წარმოების ვალდებულება სს „ს----------–--------ში“ გახსნილ ანგარიშებზე (პუნქტი 4.2.) იმავე ხელშეკრულების 4.4 პუნქტის საფუძველზე დაერიცხებოდა ერთჯერადი პირგასამტეხლო 20000 აშშ დოლარის ოდენობით და გაეზრდებოდა საპროცენტო განაკვეთი 10%-ით; 2.36. სასამართლომ მიიჩნია, რომ მას შემდეგ, რაც მსესხებელმა შეასრულა კრედიტორის 2016 წლის 23 მარტის წინადადება, სადაც პირგასამტეხლოს სახით 50000 აშშ დოლარის დაკისრებაზე იყო საუბარი, დაუსაბუთებელია დამატებით 20000 აშშ დოლარის მოთხოვნა 25 მარტს, რადგან ასეთი ლოგიკით მოსარჩელეს ყველა იმ სანქციის გამოყენების უფლება ეძლევა, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, მანამ სანამ ეს ხელშეკრულება არ შეწყდება, ასეთი დამოკიდებულება კი დაუსაბუთებელ ზიანს აყენებდა მესეხებელს და იწვევდა კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას; 2.37. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას; 2.38. ამდენად, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ--------------- მიერ 2016 წლის 23 მარტს გადახდილი 1 146 106.46 აშშ დოლარიდან 20959.81 აშშ დოლარი უნდა ჩათვლილიყო საკომისიოდ სესხის ვადამდე ადრე დაფარვისათვის, 7306.30 აშშ დოლარი იმ დროისათვის დარიცხული პროცენტი, 15000 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო, დარჩენილი 1102840.35 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხა. ვინაიდან სესხის სახით გატანილი იქნა 1 130 000 აშშ დოლარი, საიდანაც დაიფარა 1102840.35 აშშ დოლარი, გადასახდელი დარჩება ძირითადი თანხა 27348.73 აშშ დოლარი და სესხის პროცენტი 189.08 აშშ დოლარი; 2.39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა; 2.40. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 24 თებერვალს სს „ს----------–--------ს“ განცხადებით მიმართა შპს „ო–--------------’’-ს წარმომადგენელმა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით №---------------------, ნაკისრ ვალდებულებებზე სოლიდარული თავდებობის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება; 2.41. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე; 2.42. კონკრეტულ შემთხვევაში თავდებობის ხელშეკრულებებით თავდების - პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 10 000 000 აშშ დოლარი, შესაბამისად, თავდები პასუხისმგებელია მოსარჩელის წინაშე მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე სრული მოცულობით; 2.43. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა) ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან; 2.44. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; 2.45. ამდენად, იპოთეკა წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, ეს არის კრედიტორის გარანტია, მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით; 2.46. მოცემულ შემთხვევაში გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით №--------------------- ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა შპს „ნო----- კაპ-----–ს პა---------“-ის კუთვნული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი თამარ მეფის ქ----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტო კოდი 0-----------. ვინაიდან მოპასუხეებმა ვერ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები, მითითებული უძრავი ქონებების რელიზაცია უნდა მოხდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით; 2.47. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301 -მუხლის 11. ნაწილით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი; 2.48. მოცემულ შემთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეოდა მოვალის სხვა ქონებაზე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა, თუ უზრუნველყოფის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდება უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეთა სხვა ქონებაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს; 2.49. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405–ე მუხლით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი; 2.50. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა არ შეასრულეს მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულებების პირობები დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგაც, რაც 2016 წლის 24 თებერვალს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების N----------------- და მისგან გამომდინარე ყველა საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია; 2.51. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლით, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. ამავე კოდექსის 75-ე მუხლით, შეცდომა უფლებაში არსებითი მნიშვნელობისაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი გარიგების დადებისას ერთადერთი და მთავარი საფუძველი იყო; 2.52. განსახილველ შემთხვევაში შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეები ითხოვენ სს „ს----------–--------ს“ და თანამსესხებლებს შორის დადებული ხელშეკრულების დანართი №2 - 000139918- 3159710-3-ის ბათილად ცნობას, რადგან მათი განმარტებით ეს ხელშეკრულებები დადებულია შეცდომით. კერძოდ, ამ ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა თ--------------მ, როგორც ფიზიკურმა პირმა და არა როგორც შპს „ნო----- კაპ-----–ს პა---------“-ის დირექტორმა, შესაბამისად, მას არ შეეძლო აეღო ვალდებულება, შპს-ს კუთვნილი ქონება გაეთავისუფლებინა სს „ბაზის ბა---’’-ს იპოთეკისაკან მოცემული ხელშეკრულების საფუძველზე; 2.53. მოსარჩელის ეს მოსაზრება ეყრდნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 ოქტომბერის პასუხს შპს „ო–--------------’’-ს დირექტორის 2016 წლის 07 ოქტომბრის განცხადებაზე, სადაც მითითებულია, რომ შპს „ო–--------------“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 412705684) რეგისტრირებულია შპს „ნო----- კაპ-----– პარტნერის“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთის (მისამართი ქ. ქუთაისი თამარ მეფის ქ----) მინდობილ მესაკუთრედ. რეგისტრაციის საფუძველია შპს „ო–------------–-“ და შპს „ნ-----------------------------ს“ შორის გაფორმებული საკუთრების მინდობის შესახებ ხელშეკრულება (დამოწმებული 2015 წლის 23 ივლისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ). მითითებული ხელშეკრულების 3.5 პუნქტის მიხედვით, მინდობილ მესაკუთრეს შეუძლია მინდობილი საკუთრების მართვისას მხოლოდ იჯარით გასცეს აღნიშნული ქონების ფართობი, ხოლო სხვა სახის სამეწარმეო საქმიანობისას მას სჭირდება მიმნდობი მესაკუთრის წერილობითი ნებართვა; 2.54. სადავო საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ პირველ რიგში ყურადღება მიაქცია 2016 წლის 24 თებერვალს დადებულ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების №---------------------, 4.3.1 პუნქტს, რომლის თანახმადაც, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება და ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N1), ხოლო მათი არსებობის შემთხვევაში, ასევე ხელშეკრულების დამატებითი პირობები (საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N2) და დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების პირობები (მათ შორის დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების სტანდარტული პირობები დანართი N4) წარმოადგენენ ერთ მთლიან შეთანხმებას მხარეთა შორის; 2.55. შპს „ნო----- კაპ-----–ს“-თან გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 3.4. პუნქტით იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნებია ძირითადი ხელშეკრულებიდან (იგულისხმება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება №---------------------) ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე ბა---ს სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალ(ეებ)ის მიმართ (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად: ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბა---სათვის მიყენებული ზიანი/ზარალი), ასევე სასამართლოს, (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს), აღსრულების, და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი; 2.56. ამდენად, იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, შპს „ნო----- კაპ-----–ს პა---------“ -მა აიღო პასუხისმგებლობა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი №2-ის შესრულებაზეც, რაც გამორიცხავს რაიმე შეცდომას უფლებაში; 2.57. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შეცდომის არსებობის შემთხვევაშიც გასულია შეცილების ვადა. კერძოდ, მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის 15 მარტისათვის ვერ განახორციელა სს „ბაზის ბა---’’-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების გათავისუფლება, სწორედ მითითებული შეცდომის გამო; 2.58. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლით, შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში; 2.59. ამდენად, თუკი მოსარჩელემ ჯერ კიდევ 2016 წლის მარტში იცოდა შეცილების უფლების შესახებ, მას შეცილება უნდა მოეხდინა ერთ თვეში, სასამართლოში კი სარჩელი შემოტანილია 2016 წლის 08 აგვისტოს, ანუ ვადის დარღვევით, რაც მოთხოვნას უსაფუძვლოს ხდის; 2.60. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მესამე ნაწილით, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად; 2.61. განსახილველ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მისი განმარტებით გამოიწვია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამ – ყადაღამ მათ ფულად სახსრებზე 1135696.44 აშშ დოლარზე 51 დღის განმავლობაში, რის გამოც სწორედ მითითებული დროით შეფერხდა კინო–თეატრის ექსპლოატაციში გაშვება და მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 111089 ლარი, ასევე მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს ყადაღადადებული თანხისაგან მისაღები სარგებელი წლიური 8% ოდენობით, რაც შეადგენს 10193 აშშ დოლარს; 2.62. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან სახეზე არაა სსსკ 199–ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალიწინებული ორი შემთხვევიდან არცერთი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის უფლება კი მოსარჩელეს კანონის საფუძველზე აქვს მინიჭებული, რადგან იგი ემსახურება მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებას; 2.63. სასამართლოს აზრით ასევე არაა დადასტურებული სს „ს----------–---------’’-ს ქმედებით მოსაჩელეებზე რაიმე სახის ზიანის მიყენება, რადგან კინო–თეატრი, რომელზედაც მიუთითებს მოსარჩელე, არათუ 51 დღის შემდეგ, არამედ საქმის სასამართლოში განხილვის დროისთვისაც არაა გახსნილი. ასევე გაურკვეველია, რატომ შეუშალა ფულად სახსრებზე 2016 წლის 22 მარტიდან 05 მაისამდე ყადაღის არებობამ ხელი კინო–თეატრის გახსნას მაშინ, როდესაც მისი აღჭურვილობის შესაძენად სს „ს----------–---------’’-ს მიერ გამოყოფილი იყო ტრანში 570000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც არც მოუთხოვია და არც გამოუყენებია მსესხებელს. სასამართლო სხდომაზე თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმაც განმარტეს, რომ ტექნიკის დამონტაჟება დაიწყეს 2016 წლის აპრილის თვიდან, მოწმის სახით დაკითხულმა კომპიუტერული ტექნიკის სპეციალისტმა კი განმარტა, რომ ჯერ კიდევ 2016 წლის იანვარში დაითხოვეს სამუშაოდან გარკვეული პერიოდით და მხოლოდ აპრილის ბოლოს დაუკავშირდნენ მუშაობის გასაგრძელებლად; 2.64. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო; 2.65. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. 2.66. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (სუსგ 11.06.2012 განჩინება, საქმე №ას-630-593-2012); 2.67. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა წარმომადგნელი ითხოვდა იმ ზიანის ანაზღაურებას, რაც მიადგა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, მიუღებელი შემოსავლის სახით, თუმცა სასამართლომ მიუთითა, რომ მან ვერ შესძლო ვერც ზიანის არსებობის და ვერც მოპასუხის ბრალეულობის დადასტურება, რაც საჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის საფუძვლი იყო. 3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. აპელანტ - სს ,, ს----------–---------’’-ს წარმომადგენლის ი-----–------–---ს განმარტებით, სს ,,ს----------–---------’’-ს მიერ მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრება და შესაბამისად მისი გადახდის მოთხოვნა გამომდინარეობდა მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან; 3.2. სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი და განმარტებული ფაქტობრივი გარემოებები. დამტკიცებულია, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რამაც ავტომატურად გამოიწვია ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ამოქმედება; 3.3. თუმცა აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში იურიდიულად არ არის დასაბუთებული. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. მართალია სასამართლოს აქვს უფლება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, დავალიანების თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ოდენობა იყო გონივრული. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხეთათვის თავიდანვე ცნობილი იყო ხელშეკრულების ყველა პირობა, მათ დამატებით გაეგზავნათ გაფრთხილების წერილებიც, სადაც მითითებული იყო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზეც. მიუხედავად ამისა, მათ ნებაყოფლობით, ბა---ს მოთხოვნის გარეშე, მოახდინეს ვალდებულების წინსწრებით დაფარვა. მათი მხრიდან არც შესაგებელში და არც პროცესის მიმდინარეობისას არ გამხდარა სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სასარჩელო განცხადებაში სადავო თანხას წარმოადგენდა სესხის ძირი და პროცენტი. შესაბამისად, მსჯელობა პირგასამტეხლოზე ან მის ოდენობაზე არ ყოფილა. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირგასამტეხლო მიჩნეულია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და მისი ასახვა განვლილ პერიოდზე, სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიაჩნია აპელანტს. სასამართლო გაცდა დავის საგანს და დაარღვია მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპი; 3.4. აპელანტების თე----- ბესაძის, შპს ,,ო–--------------’’-ს და შპს ,,ნოვა კაპ-----– პა---------’’-ის წარმომადგენელის ზვიად ნიშნიანიძის განმარტებით, სს ,,ბაზის ბა---’’-ს სესხის რეფინანსირება არ შეეძლოთ მოეხდინათ აპელანტებს, ვინაიდან სესხის რეფინანსირება მხოლოდ ბანკს შეუძლია, ამ შემთხვევასი სს ,,ბაზის ბანკს”. აპელანტების მხრიდან სს ,,ბაზის ბა---’’-ს მიმართ გაცხადებული იყო რეფინანსირების მოთხოვნა. სს ,,ს----------–---------” ვალდებული იყო გამოეყო შესაბამისი თანხა - 1 143 826,47 აშშ დოლარი, რაც მისი მხრიდან ჯეროვნად არ იყო შესრულებული. სწორედ ამ მიზეზით მოხდა რეფინანსირების პროცედურის გაჭიანურება; 3.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში მითითებულია არასწორი ფაქტობრივი გარემოება კერძოდ: სს ,,ს----------–--------მა” 2016 წლის 18 მარტს წერილი გაუგზავნა არა სამივე აპელანტს, არამედ მხოლოდ ფიზიკურ პირს თ--------------ს, რომელიც იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა და იგი არც მიუღია. არანაირი საბუთი, რომ ფიზიკურმა პირმა თ--------------მ ჩაიბარა აღნიშნული წერილი არ არსებობს. ასევე არასწორია, სასამართლოს გადაწყვეტილების ამავე პუნქტში მითითებული გარემოება, რომ 2016 წლის 18 მარტის წერილამდე აპელანტები არაერთგზის იყვნენ გაფრთხილებულები ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების თაობაზე, ამ გარემოების დამადაქსტურებელი მტკიცებულება არ არსებობს; 3.6. სამი მიზეზი, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე დასახელებული იყო მათ მიერ, როგორც სს ,,ბაზის ბა---’’-ს სესხის რეფინანსირების დამაბრკოლებელი გარემოება, ნამდვილად არსებობდა და სასამართლომ არასწორად მიიჩნია ისინი დაუდასტურებლად. კერძოდ, 1 130 000 აშშ დოლარის ტრანშის სს ,,ს----------–---------’’-დან მიღების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში არ იყო ზუსტად გაწერილი საბანკო დანიშნულება, რომელიც აუცილებელი იყო ასეთი ტრანშის განსახორციელებლად, რამაც უდავოთ გამოიწვია შეფერხება. თვით რეფინანსირებისთვის საკმარისი თანხა არ იყო გადმორიცხული სს ,,ს----------–---------’’-ს მიერ. მისივე 2016 წლის 18 მარტით დათარიღებულ წერილში მოცემული ვადის გასვლამდე, 23 მარტამდე, სს ,,ს----------–--------მა” აპელანტების ყველა ანგარიშს დაადო ყადაღა 2016 წლის 22 მარტს; 3.7. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.5. პუნქტში მითითებული გარემოება, რომ თითქოს სასამართლოში არ იყო წარდგენილი არცერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მსესხებელთა მიმართვას სს ,,ბაზის ბა---’’-სადმი თანხის რეფინანსირების მიზნით, რაზეც უარი ეთქვათ გადარიცხვის დოკუმენტის ბუნდოვანების, ამ ორ ბანკს შორის სპეციფიკური ურთიერთობის ან არასაკმარისი თანხის გამო, ასევე თითქოს არ იყო წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი საიდანაც გაირკვეოდა ტრანშის სახით გამოყოფილი 1 130 000 აშშ დოლარის ნაცვლად რამდენი იყო საჭირო სესხის რეფინანსირებისათვის, არ იყო წარდგენილი მტკიცებულება, რომ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით მსესხებლებმა მიმართეს სს ,,ს----------–--------ს” და მოითხოვეს დამატებითი თანხის გამოთხოვა, მცდარია. რეფინანსირების მოთხოვნას არ ჭირდება რაიმე ცალკე დოკუმენტის შექმნა და საკმარისი არის მსესხებლის ზეპირი განცხადება. ასევე, სასამართლოს სხდომაზე აპელანტების მიერ, წარდგენილი იყო ზუსტი გათვლა, თუ რა თანხა იყო საჭირო სესხის რეფინანსირებისათვის, ეს თანხა შეადგენდა 1 143 826 , 47 აშშ დოლარს, რომელიც შედგებოდა ძირი თანხისაგან და სს ,,ბაზის ბანკთან” გაფორმებული ხელშეკრულების 5.3., 5.9 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციებისაგან. აღნიშნული დეტალურად იქნა განმარტებული სასამართლო პროცესზე და ასევე იცოდა სს ,,ს----------–--------მა”. ამადროულად, ვინაიდან რეფინანსირების თანხის გამოთვლა იყო სს ,,ს----------–---------’’-ს ვალდებულება და აპელანტები ამ თანხის დადგენაში მონაწიელობაზე დაშვებული არ იყვნენ, შესაბამისად ვერანაირი დოკუმენტი ვერ იარსებებდა, რომლითაც აპელანტები სს ,,ს----------–--------ს” აცნობებდნენ თუ დამატებით რა თანხა იყო საჭირო. ეს ფაქტი სრულად დაადასტურა სასამართლო პროცესზე დაკითხულმა თვით სს ,,ს----------–---------’’-ს თანამშრომელმა. ასევე, აპელანტებისათვის გაუგებარია სასამართლოს პოზიცია იმ ნაწილში, როდესაც მტკიცებით ფორმაში საუბრობს, რომ მათ ანგარიშებზე დადებულ ყადაღას ხელი არ შეუშლია სს ,,ბაზის ბანკში” სესხის რეფინანსირებისათვის. ცხადია შეუძლებელია ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრების მართვა, თუკი ამ ანგარიშებზე არის ყადაღა დადებული; 3.8. სასამართლოს განმარტება - არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით, რომ მსესხებელმა მიიღო უარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან იპოთეკის მოხსნის თაობაზე, რადგანაც არ არის წარმოდგენილი აღნიშნული ორგანოს პასუხი მათ განცხადებაზე, მცდარია. იპოთეკის მოხსნის თაობაზე განცხადებას აუცილებლად თან უნდა დართვოდა სს ,,ბაზის ბა---’’-დან ცნობა, რომ სესხი დაფარული იყო, რადგანაც რეფინანსირება ვერ მოხდა, იპოთეკის მოხსნის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე მიმართვა ყოველივე აზრს მოკლებული იყო და არც მომხდარა. სასამართლოს აერია აღნიშნული გარემოება იმ ფაქტობრივ გარემოებაში, სადაც აპელანტები მიუთითებდნენ, რომ 2016 წლის ივლისის თვეში საჯარო რეესტრისთვის მიმართვისას მათთვის ცნობილი გახდა, რომ სს ,,ს----------–--------თან” დადებული ხელშეკრულება შეცდომით დადებული ხელშეკრულება იყო. სამართლებრივი საფუძვლები 3.9. სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, სადაც აღნიშნულია რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროს და ადგილას. მიუხედავათ იმისა რომ, სასამართლო პროცესზე უდავოდ დადგინდა სს ,,ს----------–---------ს” მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, კერძოდ მან არ გადარიცხა სს ,,ბაზის ბანკში” სესხის რეფინანსირებისთვის საკმარისი თანხა, სასამართლომ არ შეაფასა ეს უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, როგორც სს ,,ს----------–---------ს” მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება; 3.10. ასევე, მიუხედავად იმისა რომ სასამართლო პროცესზე უდავოდ დადგინდა, რომ სს ,,ს----------–--------მა” 2016 წლის 18 მარტის წერილით ვალდებულების შესრულების ვადა გაუგრძელა აპელანტებს 2016 წლის 23 მარტამდე, ხოლო ვადის გასვლამდე 2016 წლის 22 მარტს, ყადაღა დაადო აპელანტების ყველა ანგარიშს, სასამართლომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ შეაფასა როგორც არაკეთილსინდისიერად ვალდებულების შესრულება სს ,,ს----------–---------’’-ს მიერ; 3.11. ამ ორი უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა დაედგინა სს ,,ს----------–---------’’-ს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა, რაც შეუძლებელს ხდიდა აპელანტების მხრიდან მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და აქედან გამომდინარე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო სს ,,ს----------–---------’’-ს სასარჩელო მოთხოვნა; 3.12. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, თავის 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაში სათანადო შეფასება ვერ მისცა იმ გარემოებას, რომ სწორედ აპელანტებისათვის ფინანსური მხრივ იყო ხელსაყრელი სს ,,ს----------–--------თან” დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულება. ვინაიდან სს ,,ს----------–---------”, სესხს იძლეოდა წლიური 8% განაკვეთით, ხოლო მანამდე იგივე თანხა სს ,,ბაზის ბა---’’-დან წლიური 9% განაკვეთით ქონდათ აღებული. სს ,,ს----------–--------ს” ჯეროვნად და კეთილსინდისიერად რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, აპელანტების მხრიდან არანაირ წინაამღდეგობას ადგილი არ ექნებოდა; 3.13. სასამართლომ არასწორად გაიგო მხარის პოზიცია იმ ნაწილში, თუ ვის მიერ იქნა დაშვებული შეცდეომა გარიგებაში. შეცდომა გარიგებაში დაუშვა როგორც შპს ,,ოც------- სახლმა”, რომელსაც ეგონა რომ საკუთრების მინდობის ხელშეკრულების თანახმად მას ჰქონდა უფლება განეკარგა ქონება, ასევე შეცდომა დაუშვა სს ,,ს----------–--------მაც” რომელმაც ქონებასთან დაკავშირებული ვალდებულება დააკისრა, შპს ,,ო–------------–-” და ფიზიკურ პირს თ--------------ს, რომლებსაც ამის უფლება არ ქონდათ, რაც ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა. 2016 წლის ივნისის თვეში, მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ შენობას გაუჩნდა მეორე მინდობილი მესაკუთრე - შპს ,,კინო -საქართველო”. სწორედ, ამ მეორე მინდობილი მესაკუთრის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთან წარმოებული მიმოწერის შედეგათ (2016 წლის 15 ივლისს საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ) გახდა ცნობილი აპელანტებისთვის, რომ სს ,,ს----------–--------თან” დადებულ ხელშეკრულებაში მოხდა შეცდომა უფლებებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისიდან უნდა დაეწყო ხანდაზმულობის ერთვიანი ვადის ათვლა და იმის გათვალისწინებით რომ შეგეგებული სარჩელი შეტანილია 2016 წლის 08 აგვისტოს, აპელატების მიერ დაყენებული მოთხოვნა კანონიერია, ხანდაზმულობის ვადა არ არის დარღვეული და ეს საკითხი უნდა გახდეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი; 3.14. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გასაივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად არის გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლები; 3.15. სასამართლო სხდომაზე მათ მიერ წარდგენილი იქნა აუდიტის დასკვნა, რომლითაც უდავოთ დადგინდა, თუ რა სავარაუდო ზიანი მიადგათ სს ,,ს----------–---------ს” მხრიდან, რომლებმაც ჯერ არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად შეასრულეს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება, შემდეგ კი დაუსაბუთებელი მოთხოვნით ყადაღის დადებაზე, სრული პარალიზება. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით; 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით; მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სს ,----------------------ს, თ---------------, შპს ,--------------------ს და შპს ,,ნ-----------------------------’’-ის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.25. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე, 2.26-2.67. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ დასაბუთებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ასევე, ამ თვალსაზრისით სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, რაც გამორიცხავს სს ,,ს----------–---------’’-ს სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებას; 4.4. სააპელაციო საჩივრებში მითითებული პრეტენზიებიდან პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; 4.5. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი შეეხება საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის საფუძველზე წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულებას; 4.6. სს ,,ს----------–---------’’-ს სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული პრეტენზია დარიცხულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით არ არის დასაბუთებული. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნიდან გამომდინარე, მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, სწორად მიიჩნია თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხე მხარისათვის დარიცხული თანხა პირგასამტეხლოდ და სწორად შეამცირა თუ არა მისი ოდენობა; 4.7. პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს სს ,,ს----------–---------’’-ს სააპელაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ ,,სარჩელით მოთხოვნილი თანხა იყო სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი. შესაბამისად მსჯელობა პირგასამტეხლოზე არ უნდა ყოფილიყო’’. აქ საყურადღებოა ის მომენტი, რომ აპელანტს სადაოდ არ გაუხდია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი იმის შესახებ, რომ ,,2016 წლის 23 მარტს სს „ს----------–---------“-ს ანგარიშზე თ--------------- მიერ სესხის დაფარვის მიზნით ჩარიცხული იქნა 1 146 106.46 აშშ დოლარი, რომლითაც დაიფარა სესხი №3364496, შემდეგი თანმიმდევრობით: სესხის დაფარვის საკომისიო - 20959.81 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 70000 აშშ დოლარი, პროცენტი - 7306.30 აშშ დოლარი და ძირითადი თანხა 1 047 840.35 აშშ დოლარი’’ (იხ. წინამდებარე განჩინების 2.15. პუნქტი), არათუ სადაოდ, არამედ უფრო მეტიც, მოსარჩელე ამ ფაქტობრივ გარემოებაზე თავადვე მიუთითებს სარჩელში მე-3 ფაქტობრივი გარემოების ბოლო აბზაცში (იხ. ტ. I, ს/ფ.: 6); - იმისთვის, რომ პალატა თანმიმდევრული იყოს ამ საკითხის გარკვევის თვალსაზრისით, აქვე მიუთითებს აპელანტის მიერ პირველ ინსტანციაში მის მიერ წარდგენილ წერილობით საპაექრო სიტყვაში დაფიქსირებულ პოზიციაზე დავის საგანთან მიმართებით, კერძოდ მოსარჩელე აღნიშნავს: ,,რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - 82348.73 აშშ დოლარს, გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ მოპასუხეებმა წინსწრებით მოახდინეს სესხის დაფარვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ ვალდებულების დარღვევის გამო მათზე გავრცელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, ასევე წინსწრების საკომისიო - 2%, რამაც გამოიწვია ზ/აღნიშნული სხვაობა’’(იხ. ტ. II, ს/ფ.: 294); პალატა აქვე მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულების - გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 3.1.3. პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია ,,პირგასამტეხლო (ჯარიმა) კრედიტის სარგებლობის პირობების დარღვევისათვის და მისი დარიცხვის წესი’’, კერძოდ მითითებული წესის თანახმად ,,კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შემდეგ შემთხვევებში: ... კრედიტის თანხის ან/და საპროცენტო სარგებლის ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილ ვადამდე წინსწრებით გადახდისათვის’’. (იხ. ტ. I, ს/ფ.: 20). მაშასადამე სასარჩელო მოთხოვნისა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების, ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგად რაიონული სასამართლოს მიერ სწორად მოხდა სარჩელით მოთხოვნილი თანხის შემცირება, რადგან მითითებული თანხა წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს (ჯარიმას, წინსწრების საკომისიოს) და არა სესხის ძირ თანხას და პროცენტს, როგორც ამას აპელანტი უთითებს სააპელაციო საჩივარში. პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს თანხის შემცირებას სამართლიანად და გონივრულ ფარგლებში შემცირებულად მიიჩნევს და ამ თვალსაზრისით სააპელაციო საჩივარი არ არის დასაბუთებული; 4.8. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადამდე კრედიტის თანხის წინსწრებით დაბრუნებისათვის პირგასამტეხლო (წინსწრების საკომისიო) მხარეთა შორის წერილობითი ფორმითაა შეთანხმებული და დაკონკრეტებული, კერძოდ 24.02.2016 წლის საკრედიტო ხელშეკრულების 4.15. პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლო კრედიტის თანხის ან/და საპროცენტო სარგებლის ვადამდე დაფარვისათვის არის წინსწრებით დაფარული თანხის 7% (იხ. ხელშეკრულება, ტ. I, ს/ფ.: 27), დადგენილია, რომ 2016 წლის 24 თებერვალს თ--------------მ სესხის სახით მიიღო 1 130 000 აშშ დოლარი, ხოლო ამავე წლის 23 მარტს (1 თვეში) მოვალემ მის მიერ გამოტანილი კრედიტის თანხა ერთბაშად დაუნრუნა საკრედიტო ორგანიზაციას, რითაც გადაიხადა ძირი თანხაც და პროცენტიც. აღნიშნულიდან გამომდინარე სწორედ, რომ მხარეთა შეთანხმება კრედიტის თანხის წინსწებით დაბრუნებას მიიჩნევდა რა ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად და აღნიშნულისათვის ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს; სხვა შემთხვევაში ამავე ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის ბანკს მიენიჭებოდა უფლება ვადამდე ადრე გამოეთხოვა სესხი ან/და მოეხდინა უზრუნველყოფის მიზნით დატვირთული ქონების რეალიზაცია ან/და მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 50000 აშშ დოლარის ოდენობით... ასევე ბა--- უფლებამოსილი იყო მსესხებელზე დაეკისრებინა ჯარიმა 20000 აშშ დოლარის ოდენობით ან/და წლიური საპროცენტო განაკვეთი გაეზარდა წლიური 10%; 4.9. დადგენილია, რომ მოვალის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები (ი. წინამდებარე განჩინების 2.12.-2.15. პუნქტები), ხოლო კრედიტორმა აღძრა სარჩელი მოვალისათვის ხელშეკრულების დარღვევისათვის ტანხის დაკისრების მოთხოვნით. 4.10. სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება; 4.11. პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი განმტკიცებულია სსკ-ის 394-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ. 4.12. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, სს „ს.ბ-ს“, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბა---ს მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ (იხ. სუსგ # ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ.); 4.13. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები; 4.14. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09); 4.15. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; 4.16. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან; 4.17. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა; 4.18. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მოპასუხეებისათვის დასაკისრებული თანხა გონივრულია. პალატამ მხედველობაში მიიღო, რა გაცემული კრედიტის მოცულობა (1 130 000 აშშ დოლარი), ხელშეკრულების დარღვევის სიმძიმე და ხასიათი (ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით კრედიტის წინსწრებით დაფარვა - 1 146 106.46 აშშ დოლარი), დარღვევის ხანგრძლივობა (29 დღე) და თვლის, რომ აღნიშნულის გამო კრედიტორისათვის (მოსარჩელისათვის) მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა - 27 348.73 აშშ დოლარის ოდენობით სრულიად გონივრულია; 4.19. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოვალისადმი არ ყოფილა უსაფუძვლო, თუმცა საკრედიტო დავალიანების თანხის სრულად, წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში მოვალეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო(ჯარიმა/საკომისიო) გონივრილ ფარგლებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირს (მოვალეს), რომელიც საკრედიტო დაწესებულებასთან ურთიერთობაში, ცხადია, ფიზიკური პირი „სუსტ“ მხარედ გამოდის, მის მიერ შეუსრულებელი/შესრულებული ვალდებულების მოცულობის, მისი დარღვევის სიმძიმისა და ხასიათის, ხანგრძლივობის და ზიანის გათვალისწინებით, კაბალურად არ უნდა დააწვეს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესასრულებელი ვალდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით; 4.20. აპელანტმა სს ,,ს----------–--------მა’’ მოთხოვნა ძირითადად დაუკავშირა მსესხებელთან გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებებში ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისას გათვალისწინებულ - პირგასამტეხლოს/ჯარიმის/წინსწრების საკომისიოს თანხებს. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, რომელიც არ საჭიროებს მტკიცებას, შესაძლებელია მნიშვნელოვნად აღემატებოდეს კიდეც მხარის მიერ მოთხოვნილ მიუღებელ შემოსავალს (ამ უკანასკნელს, როგორც ზიანის ერთ-ერთ სახეს, დამტკიცება სჭირდება). პალატა აღნიშნავს, რომ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით ზ/მითითებული თანხების შემცირების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შედეგად არ იკვეთება კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი (შდრ. სუსგ #ას-307-291-2011, 24.10.2011წ.); ამასთან აპელანტმა ვერ შეძლო დასაბუთებული და სამართლებრივად წონადი არგუმენტებით დაეძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მჯელობა და დასკვნები, რაც მთითებული სააპელაციო სჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია; 4.21. განსახილველ შემთხვევაში, დამატებით შეიძლება ითქვას, რომ ბა---ს სასარჩელო მოთხოვნა არ არის დასაბუთებული თუნდაც იმ კუთხით, რომ მოსარჩელე მის მიერ მოთხოვნილ თანხას ერთგან მიიჩნევს ძირ თანხად და პროცენტად, მეორე შემთხვევაში აღნიშნავს, რომ მოთხოვნა სესხის წინსწრებით დაფარვისა და ვალდებულების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციებიდან გამომდინარეობს, სარჩელში ფაქტობრივ გარემოებად უთითებს, რომ: მოპასუხე მხარის მიერ წინსწრებით თანხის დაფარვისას მოხდა ძირის და პროცენტის დაფარვაც. ანუ მოსარჩელე სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და მოთხოვნის ჩამოყალიბებისას არ არის თანმიმდევრული, თუმცა აპელანტი ამ კუთხით არ დაობს და პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მასზე მსჯელობას. პალატა აქვე აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიიღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება; 4.22. რაც შეეხება თ---------------, შპს ,--------------------ს, შპს ,,ნ-----------------------------’’-ის სააპელაციო საჩივარს, პალატა უთითებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კუთხით ასევე დასაბუთებულია და მიღებულია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად (იხ. წინამდებარე განჩინების 2.52-2.67 პუნქტები). სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულებაზე შპს „ნო----- კაპ-----–ს პა---------’’-ის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით მხარის მიერ აღებულ იქნა პასუხისმგებლობა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი №2-ის შესრულებაზეც, რაც გამორიცხავს რაიმე შეცდომას უფლებაში, ხოლო შეცდომის არსებობის შემთხვევაშიც კი გასულია შეცილების ერთ თვიანი ვადა, რადგან დადგენილია, რომ მოსარჩელემ ჯერ კიდევ 2016 წლის მარტში იცოდა შეცილების უფლების შესახებ; 4.23. ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ. სს „ს----------–---------’’-ს ქმედებით მოსაჩელეებზე რაიმე სახის ზიანის მიყენება აპელანტებმა ვერ დაადასტურეს და ამ კუთხით პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას; 4.24. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში აპელანტებმა ვერ წარმოადგინეს არგუმენტირებული პოზიცია საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად, ასევე ვერ დაასაბუთეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობის არსებობა, როს გამოც სააპელაციო საჩივრები არ უნდა გაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩიბრებული გადაწყვეტილება. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 5.1. სს ,,ს----------–---------’’-ს, თ---------------, შპს ,,ო–--------------’’-ს და შპს ,,ნოვა კაპ-----– პა---------ი’’-ს სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება. საპროცესო ხარჯები 6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა; 6.2. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის სს ,,ს----------–---------”-ს მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 5 288,36 ლარის, ასევე თ---------------, შპს ,--------------------ს და შპს ,-------------------------------ს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6158 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა 1. სს ,,ს----------–---------”-ს და თ---------------, შპს ,--------------------ს, შპს ,-------------------------------ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს; 2. ძალაში დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება; 3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია; 4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით; 5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია; თავმჯდომარე: ლაურა მიქავა მოსამართლეები: ირმა პერანიძე თამარ სვანიძე