განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2018
საქმის ნომერი
010141318700051951
ინსტანცია
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700051951

საქმე №1აგ/99-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 თებერვალი 2018 წ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ნონო სანდოძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ თ-------- ა-------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დაკმაყოფილდა თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ–პროკურორ დ-------------ის შუამდგომლობა. დამტკიცდა თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ–პროკურორ დ-------------ეს და ბრალდებულ თ-------- ა-------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

თ-------- ა-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. თ-------- ა-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. თ-------- ა-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სხედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილით თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, თ-------- ა-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განაჩენით (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 (ერთი) წელით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ-------- ა-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64–ე მუხლებისა და 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

თ-------- ა-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2015 წლის 27 აპრილიდან.

 

2018 წლის 26 იანვარს, მსჯავრდებულმა თ-------- ა-------მა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) 2015 წლის 08 ივლისის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მისთვის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ თ-------- ა-------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა მსჯავრდებულ თ-------- ა-------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განაჩენით მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით, წინაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინი“-ს უკანონო დამზადებისთვის, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სსკ-ის XXXIII თავით გათვალიწინებული რომელიმე დანაშაული, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია). რაც სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე ვადით და წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, წინაწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამაზადებისთვის, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სსკ-ის XXXIII თავით გათვალიწინებული რომელიმე დანაშაული, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით განისაზღვრა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე ვადით და შესაბამისად განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ-------- ა-------ის მიერ ჩადენილი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან და მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), ვინაიდან დღეს მოქმედი რედაქციით ქმედება წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რაც ნასამართლეობის გაქარწყლების კუთხით ამსუბუქებს მსჯავრდებულის მდგომარეობას.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განაჩენით თ-------- ა-------ისათვის დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელი, ვინაიდან მსჯავრდებულს სასჯელი დანიშნული აქვს დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განაჩენში.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ თ-------- ა-------ის შუამდგომლობას მის მიმართ ამავე განაჩენით დადგენილი ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინი“-ს ოდენობიდან გამომდინარე განაჩენის გადახედვის თაობაზე, პალატას მიაჩნია, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე - ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი), ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის.

 

ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ მოხმარებისთვის.

 

განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განაჩენით თ-------- ა-------ს მსჯავრი დაედო საერთო წონით - 0,0076 გრამი ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის უკანონო დამზადებისათვის. ამავე განაჩენით მას მსჯავრი დაედო „ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის. ამდენად, მსჯარვებულ თ-------- ა-------ის მიმართ ზემოაღნიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ვერ გავრცელდება, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ 0,00009 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადება, შეძენა, შენახვის თაობაზე. ხოლო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლთან მიმართებაში იმსჯელა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების შესახებ.

 

ამრიგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ თ-------- ა-------ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტში მითითებულ საფუძველს და იგი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით თ-------- ა-------ს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნა სასჯელი, შესაბამისი ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განაჩენში, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ თ-------- ა-------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის და ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენებში შევიდეს ცვლილება.

 

თ-------- ა-------ის ქმედება (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განაჩენი) გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

 

დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის და ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენები დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნ.სანდოძე

 

მოსამართლეები: ვ.ლომიძე

 

გ.ჯეირანაშვილი