განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100117002318259
საქმე №1/ბ-184-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული – ზ--–-------------–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 5----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–-----------–ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (2017 წლის 24 ოქტომბრის და 2017 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდები).
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა – 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ--–-------------–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენის გაუქმება, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი უსაფუძვლოა, საქმეზე არ იქნა კანონიერად და ობიექტურად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიღემულ იქნა უსამართლო გადაწყვეტილება.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი ასევე გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო----- ხ--------–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ზემოაღნიშნულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ ზ--–-------------–---–მა ახალი დანაშაულები ჩაიდინა წინა ნასამართლობიდან მოკლე პერიოდში, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს. მან წარსულში და ბოლოს ჩადენილი ოჯახში ძალადობისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას – მ-----–---------–---–ს, რომელიც არის 85 წლის. 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, მის მიმართ გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული შეღავათი. მიუხედავად ამისა მსჯავრდებულმა კვლავ ჩაიდინა ახალი – იგივე სახის დანაშაული, რაც მოწმობს იმას, რომ ზ--–-------------–---–ის მიმართ ლოიალურმა დამოკიდებულებამ ვერ უზრუნველყო საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნის მიღწევა, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, პირველი ინსტანციის სასამართლომ, სასჯელის დანიშნვისას, გამოიყენა სასჯელთა შთანთქმის პრინციპი რაც არ შეესაბამება ბრალდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ბუნებას. საქართველოს სსკ–ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი ინიშნება მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივი ან მთლიანად შეიკრიბება. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მან ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა ახალი, ორი განზრახი დანაშაული, შესაბამისად სახეზეა დანაშაულის რეციდივი და დანაშაულთა ერთობლიობა, ამდენად სასჯელის დანიშვნისას დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
სასამართლომ დაადგინა:
ზ--–-------------–---–მა ჩაიდინა, ოჯახის ერთის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ზ--–-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და მიესაჯა 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განჩინებით, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული გამოსაცდელი ვადა გაგრძელდა 3 (სამი) თვით.
2017 წლის 24 ოქტომბერს, საღამოს საათებში, შელაპარაკების ნიადაგზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ--–-------------–---–მა, გორის რაიონის სოფელ ქ--------–ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ეზოს წინ, საუბნო გზაზე, დედას – მ-----–---------–---–ს ხის ჯოხი დაარტყა მარჯვენა ხელზე, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. მეორე დღეს, 2017 წლის 25 ოქტომბერს, საღამოს საათებში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ--–-------------–---–მა მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, შელაპარაკების ნიადაგზე, დედას – მ-----–- მ------–---–ს ხელი დაარტყა თავში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ზ--–-------------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მ-----–---------–---–ის, მოწმეების ლ---------------–---–ის, ბ-----–-----–--------–---–ის, გ--------------–--–ის ჩვენებებით, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით და ამავე სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განჩინებით, სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებულ ზ--–-------------–---–ის აღიარებითი ჩვენებით, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ზ--–-------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (დანაშაულის ორი ეპიზოდი).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ზ--–-------------–---–მა აღიარა ბრალად წარდგენილი დანაშაული.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზ--–-------------–---–მა ჩაიდინა, ოჯახის ერთის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ--–-------------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს და ითხოვს შვილის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას.
ზ--–-------------–---–ის მიმართ მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიემებელი გარემოებები არ არსებობს.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ ზ--–-------------–---–ს, მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პალატა არ იზიარებს აპელანტის, სახელმწიფო ბრალმდებლის, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო----- ხ--------–---–ის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ზ--–-------------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებულ უნდა ყოფილიყო დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესი, რადგან საქართველოს სსკ–ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
ამასთან პალატა აღნიშნავს, ასევე გაზიარებულლი არ უნდა იქნეს აპელანტის - მსჯავრდებულ ზ--–-------------–---–ის პოზიცია, რომ მის მიმართ განაჩენი არ არის სამართლიანი, ვინაიდან წინა განაჩენით პირობითი მსჯავრის გამოყენებით მისი სათანადო ქცევა ვერ იქნა უზრუნველყოფილი. პალატა სასჯელის განსაზღვრისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე ძალადობის ფაქტებს აქვს სისტემატიური ხაისათი. გამომდინარე აქედან, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელი ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულება - ჯოხი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი ზ--–-------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი კი სამართლიანი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ--–-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო----- ხ--------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი ზ--–-------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ზ--–-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2017 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით ზ--–-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, ზ--–-------------–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ზ--–-------------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზ--–-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2017 წლის 25 ოქტომბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება – ჯოხი, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.სანდოძე