განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002218693
საქმე №1/ბ-194-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 აპრილი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები: მ---------------ი და ა---------.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ-------------–---, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------–---–-------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.
სასჯელი: ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების კუთხით, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ. აპელანტის აზრით, სასამართლოს მიერ სასჯელის შეფარდებისას არ იქნა გათვალისწინებული გ-------------–--ის მიერ ჩადენილი დანაშულის ხასიათი და ინტენსივობა, დანაშაულებრივი ქმედების შემდგომ ზიანის ანაზღაურების საკითხი და გ-------------–--ის მიმართ გამოიყენა სასჯელი ჯარიმის სახით, რაც აპელანტს მიაჩნია მსუბუქად და გ-------------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათთან შეუსაბამოდ, რითაც ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზანი – სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. შეფარდებული სასჯელი ასევე ვერ უზრუნველყოფს სასჯელის პრევენციული მიზნების მიღწევას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მსჯავრდებულ გ-------------–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა გ-------------–---მ, მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
გ-------------–---მ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, იმის მიერ, ვის მართლზომიერ მფლობელობაშიც ეს ნივთი იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 06, 10 და 20 აგვისტოს, თბილისში, კ----------------–--–-------ში გ-------------–---მ, რომლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა მ-----–-------–-ას კუთვნილი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით A--------, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ავტომანქანაში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ავზი, მაგნიტოფონი, აკუმულატორი, საბურავები დისკებთან ერთად და დანკრატი, რომლებიც შემდგომ თანხის სანაცვლოდ გაასხვისა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ-------------–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ-------------–--ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: თავად ბრალდებულ გ-------------–--ის ჩვენებით, დაზარალებულ მ-----–-------–-ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების შ--–----–-–-ის, ა-–------------------–---–ის, ა--------------–---ის, ნ---------------–---–ის, მ---------------ის, ს--------------ის და ო---------------–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, პირის ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, საგნის ამოცნობის ოქმით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ-------------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 182–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ-------------–---მ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, იმის მიერ, ვის მართლზომიერ მფლობელობაშიც ეს ნივთი იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მითვისების ფორმით. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. დამნაშავის მოქმედება კი მიმართულია ამ ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისკენ.
დამნაშავე ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას ახორციელებს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობისა თუ სპეციალური დავალების სახით. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრისაგან და მის დაუფლებას საკუთარი თავის ან სხვა პირთა სასარგებლოდ. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას.
პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, კერძოდ: მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ-------------–---ს მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდა დაზარალებულ მ-----–-------–-ას კუთვნილი ავტომანქანა, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ, დაზარალებულის ნებართვის გარეშე, მიითვისა მისი ნაწილები. გ-------------–--ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთების მითვისება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა, რა დროსაც, იგი მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, ხელმძღვანელობდა ანგარებითი მოტივით და მიზნად ისახავდა უკანონო შემოსავლის მიღებას სხვისი კუთნილი ავტომანქანის ნაწილების ხარჯზე.
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა მითვისების ჩადენა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ სემთხვევაში დაზარალებულ მ-----–-------–-ას ჩვენებით დასტურდება, რომ მისი ავტომანქანიდან სხვადსახვა ნაწილების მითვისებით, მას მიადგა 1050 ლარის მატერიალური ზიანი. ამდენად , სახეზე გვაქვს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მაკვალიფიცირებელი გარემოება.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის რომ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, აანაზღაურა მიყენებული ზიანის ნაწილი.
გ-------------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით. პალატა თვლის, რომ გ-------------–---ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში 2018 წლის 09 იანვრს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში მოითხოვა გ-------------–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მის მიმართ სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულს სრულად არ აქვს ზიანი ანაზღაურებული. საქართველოს სსკ-ის 182- მუხლის მეორე ნაწილი სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული მუხლის სანქცია სავალდებულოდ ითვალისწინებს დამატებით სასჯელს, იმ გარემოების გათვალისწინებით რომ ბრალდების მხარეს აღნიშნული მოთხოვნა არ ჰქონია პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე ხსენებული არ მოუთხოვია სააპალაციო საჩივრით, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას დამატებითი სასჯელის განსაზღვრით დაუმძიმოს დანიშნული სასჯელი გ-------------–---ს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 იანვრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: სუნის კვლები, მიკრონაწილაკები, პირადობის მოწმობის ასლი - განადგურდეს. დისკები - დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით. ავტომანქანა „ოპელ სინტრა“, 1 ცალი აირის ბალონი, ხელშეკრულება - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 იანვრის განაჩენი გ-------------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ-------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
გ-------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: სუნის კვლები, მიკრონაწილაკები, პირადობის მოწმობის ასლი - განადგურდეს, დისკები - დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით, ავტომანქანა „ოპელ სინტრა“, 1 ცალი აირის ბალონი, ხელშეკრულება - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.სანდოძე