განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002282288
საქმე №1ბ/365-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აპრილი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული – რ-------------–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–----------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----–----------------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზარხ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია).
სასჯელი:
ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, დაკავებაში ყოფნის დროის (2017 წლის 23 დეკემბრიდან, 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ--–--ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----------------–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოს სასჯელის მიზნების შესრულებას. სასამართლომ დამნაშავედ ცნო რ-------------–---–ი ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით. რაც შეეხება სასჯელის სახეს და ზომას, აპელანტი აღნიშნავს, რომ რ-------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ხერხი, გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება ის გარემოებებია, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნისას. აპელანტს მიაჩნია, რომ რ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას. ზამოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულმა რ-------------–---–მა დ---ისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ-------------–--–---–მა წარმოადგინეს შესაგებელი ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
რ-------------–---–მა ჩაიდინა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 დეკემბერს, ზ-----------------–ი იმყოფებოდა სამსახურში, ქალაქ თ--–--ში, დ-----------–-----–ის გამზირ N---ში მდებარე სს „ქ-----–----–-----ის“ თ--–--ის ფილიალში. დაახლოებით 14:00 საათზე, მაღაზიაში მივიდა რ-------------–---–ი, რომელმაც ზ----------------–ი გაიყვანა მაღაზიის წინ - ქუჩაში, სადაც მათ მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც რ-------------–---–მა ჯიბიდან ამოიღო დანა და ზ----------------–ს განზრახ, სხეულის დაზიანების მიზნით, მიაყენა სამი ჭრილობა. კერძოდ, ზ----------------–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მას აღენიშნებოდა მარცხენა მხრის სარტყელის არეში მრავლობითი ღია ჭრილობები, რაც განვითარებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნის მოქმედებით დ---იეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით რ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
რ-------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, დაკავებაში ყოფნის დროის (2017 წლის 23 დეკემბრიდან, 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა დ---ისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები რ-------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ რ-------------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: ბრალდებულ რ-------------–---–ის, მოწმეების: ა-----------–--ის, თ-------------–---–ის, ზ----------------–ის, ი--------------–---–ის, გ-----------–---–ის დაკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, რ--------------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმებით, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 დეკემბრის ექსპერტის N--------- დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ რ-------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ–ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი დ---იაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდ---ხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდ---ათ, მოხდ---ათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ-------------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზარხ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ბრალის აღიარებით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, წარსული არ აქვს შებღალული, შეურიგდა დაზარალებულ ზ----------------–ს. ამ უკანასკნელს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს და თანხმობას აცხადებს რ-------------–---–ის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
რ-------------–---–ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი რ-------------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა დ---იზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა დ---ართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი დ---იზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება, ქონებრივი მდგომარეობა და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით. პალატა თვლის, რომ რ-------------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:
ზ----------------–ის მაისური, დალუქული ერთ ფუთად, ზ----------------–ის ტანსაცმელი (ჯინსის შარვალი და ჯემპრი), დალუქული ერთ ფუთად და რ-------------–---–ის ტანსაცმელი (ჯინსის შარვალი და ქურთუკი), დალუქული ერთ ფუთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
ზ----------------–ის სისიხლის ნიმუში, დალუქული ერთ ფუთად და რ-------------–---–ის სისხლის ნიმუში, დალუქული ერთ ფუთად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველსაყოფად თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 იანვრის განჩინებით ყადაღა დაედო ზ--------------–---–ის უძრავ ქონებას, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ნამსჯელი არ იქნა თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით. პალატა თვლის, რომ საქართველოს სსსკ–ის მე-200 მუხლის შესაბამისად, თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 იანვრის №------- განჩინებით, რ-------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის 1500 ლარის ოდენობით უზრუნველსაყოფად, ზ--------------–---–ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებულ, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ-----–----------------------------, სართული 2----------, საკადასტრო კოდით 5------------------ (1500 ლარის ღირებულების პროპორციულ წილზე) - დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს ამ ნაწილში.
პალატას მიაჩნია, რომ სხვა ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი რ-------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი კი სამართლიანი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დ---ე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ--–--ის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.
ცვლილება შევიდეს თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში.
რ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
რ-------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, დაკავებაში ყოფნის დროის (2017 წლის 23 დეკემბრიდან, 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
რ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმდეს თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 იანვრის №------- განჩინებით, რ-------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის 1500 ლარის ოდენობით უზრუნველსაყოფად, ზ--------------–---–ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებულ, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ-----–----------------------------, სართული 2----------, საკადასტრო კოდით 5------------------, 1500 ლარის ღირებულების პროპორციულ წილზე - დადებული ყადაღა.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ზ----------------–ის მაისური, დალუქული ერთ ფუთად, ზ----------------–ის ტანსაცმელი (ჯინსის შარვალი და ჯემპრი), დალუქული ერთ ფუთად და რ-------------–---–ის ტანსაცმელი (ჯინსის შარვალი და ქურთუკი), დალუქული ერთ ფუთად - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
ზ----------------–ის სისიხლის ნიმუში, დალუქული ერთ ფუთად და რ-------------–---–ის სისხლის ნიმუში, დალუქული ერთ ფუთად - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.სანდოძე