განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100117002008913 - 1ბ/103-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
13 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლ-----------–---ი
მსჯავრდებული: დ-----------–---–ი (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: თბილისი, ნ--–------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მ-------------–---–------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ადვოკატი: ი--------------ე
მსჯავრდებული: დ--------------ი (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე ნასამართლეობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–------------------------------------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
სასჯელი: - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ადვოკატი: გ-------------------–---–ი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-----------–---მა, მსჯავრდებულმა დ-----------–---–მა და მსჯავრდებულ დ--------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ვ-----–-------------მა და გ-------------------–---–მა.
ბრალდების მხარე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენში და დ-----------–---–ისა და დ--------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ნ----------------იუსა და ზ-------–---–----ის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მათთვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას.
მსჯავრდებული დ-----------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
მსჯავრდებულ დ--------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ვ-----–-------------მა და გ-------------------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება ზ-------–---–----ის ეპიზოდში.
ბრალდების არსი:
2017 წლის 1 ივნისს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ნ--–----------------------–-----------–-------–--------------–---–- მდებარე ზ-------–---–----ის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწიეს დ-----------–---–მა და დ--------------მა, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ცენტრალური გათბობის ქვაბს, ოთახის განათების ჭაღს, ბოშის ფირმის ე.წ. „ბარგალკას“ და ხელსაწყოების ყუთს, რომელშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა დასახელების ხელსაწყოები. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 2510 (ორი ათას ხუთას ათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2017 წლის 24 მაისს, ღამის საათებში, ქ-------–--–------–---------------------------------------ში მდებარე ნ------------------ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწიეს დ-----------–---–მა და დ--------------მა, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ცენტრალური გათბობის ქვაბს. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 1750 (ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 1 ივნისს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ნ--–----------------------–-----------–-------–--------------–---–-, დ-----------–---–ი და დ--------------ი ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ზ-------–---–----ის კუთვნილ ცენტრალური გათბობის ქვაბს, ოთახის განათების ჭაღს, ბოშის ფირმის ე.წ. „ბარგალკას“ და ხელსაწყოების ყუთს, რომელშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა დასახელების ხელსაწყოები. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 2510 (ორიათას ხუთასათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2017 წლის 24 მაისს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ნ--–---------------------------------------ში მდებარე ნ------------------ საცხოვრებელი ბინის აივანზე უკანონოდ შეაღწია დ-----------–---–მა, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ცენტრალური გათბობის ქვაბს. ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 1750 (ათასშვიდას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (დაზარალებულ ზ-------–---–----ის ეპიზოდი):
მოწმე ე-----–----–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის მუშაობს ვ---------------–--- სამმართველოს მესამე განყოფილებაში. 2017 წლის 1 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც ასრულებდა სამსახურებრივად დაკისრებულ მოვალეობას, პატრულირებდა ნ--–------ს პლატოს ტერიტორიაზე თავის მეწყვილესთან ერთად. იმ დღეს ნ--–------ს ტერიტორიაზე, პატრულირებდა ორი ჯგუფი, პირველ ჯგუფში იყვნენ ე-----–----–----- და მისი მეწყვილე ვ-–--------ე, მეორე ჯგუფი შედგებოდა - მისი ყოფილი თანამშრომლებისგან კ--------------–---–ისგან და შ-------–---–---–ისგან. დღის განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუმცა ღამის საათებში, დაახლოებით სამ საათზე ნ--–------ს მეოთხე მიკრო რაიონის ტერიტორიაზე, ე.წ. ფერმწერთა დასახლებასთან მეორე ჯგუფს დაუკავშირდნენ, რათა ფერმწერთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩიხთან გაჩერებულიყვენენ და ერთად შეესვენათ, ამ დროს ქუჩაში ხალხი არ მოძრაობდა. ჩიხში ასვლის დროს განსაკუთრებული არაფერი შეუნიშნიათ, ჩიხის მიმდებარე ტერიტორია არის ახალი განაშენიანებული, რომელში მოსახვედრადაც ცენტრალური გზიდან არის ასახვევი, საიდანაც დაახლოებით 50 მეტრში ჩიხი ორ ნაწილად იყოფა. ოთხივე თანამშრომელი იმყოფებოდა ჩიხის გზა გასაყარზე, რა დროსაც ორი პიროვნება გამოვიდა ჩიხის ასასვლელში მდებარე მარცხენა სახლიდან, სახლიდან ოც მეტრში იდგა მანქანა, რომელშიც პიროვნებებმა დაიწყეს ნივთების ჩალაგება. თანამშრომლები დაინტერესდნენ ნანახით და შეეცადნენ გაერკვიათ, თუ ვინ იყვნენ ეს პიროვნებები და რა ნივთებს ალაგებდნენ „ოპელის“ მარკის ავტომანქაში. ამინდი იყო ძალიან ცუდი, ქროდა ქარი და იყო სიცივე, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ თუ რაიმე სასწრაფო არ იყო ასეთ დროს მსგავსი ქმედება მოსალოდნელი არ იყო, თან მიბნელებულ ქუჩაში. თანამშრომლები მივიდნენ ამ პიროვნებებთან, რომლებიც უკვე მანქანაში ისხდნენ და საჭესთან მჯდომს ჰკითხეს ვინაობა. მძღოლმა განაცხადა, რომ იყო დ--------------ი, რომელ წელს დაბადებული მოწმეს არ ახსოვს, თუ რას აკეთებდა აღნიშნულ ტერიტორიაზე პასუხი არ გაუცია. მის გვერდით მჯდომ პიროვნებას, თუ არ ცდება, ესაუბრებოდა შ-------–---–---–ი. მანქანაში მჯდომმა მეორე პიროვნებამ განმარტა რომ იყო დ-----------–---–ი, კითხვაზე თუ რას აკეთებდნენ ის და დ--------------ი ამ დროს ამ ჩიხში, დ-----------–---–მა პირდაპირ განმარტა, რომ გარკვეული ნივთები, რომლებიც ელაგათ მანქანაში მოიპარეს სახლიდან და ხელით მიუთითა სახლზე საიდანაც გამოვიდნენ. ნივთების ნაწილი მანქანის უკანა ნაწილში იყო, რაც თავისთავად ჩანდა. ამის შემდეგ თანამშრომლების მიერ მოხდა მათი დაკავება კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს ხელმძღვანელობას განყოფილებაში. შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა განყოფილების უფროსის მოადგილემ და სხვა დამხმარე ჯგუფებმა, რომლებიც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. ასევე ამოვიდნენ გამომძიებლები დ-----------–-–---–ი და დ------------–---–ი. დ--------------ის დაკავება მოახდინა ე-----–----–-----მ, ხოლო დ-----------–---–ის კი შ-------–---–---–მა. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს ექსპერტები, რომლებიც საათნახევარში გამოცხადდნენ, მათ მიერ მოხდა ავტომანქანის და სახლის დათვალიერება. ავტომანქანის დათვალიერების შედეგად მანქანაში აღმოჩენილ იქნა გამათბობელი ქვაბი, ჭაღი, ხელსაწყოების ყუთი, მილების საჭრელი, ხელთათმანები და ეგრეთწოდებული „ბალგარკა“.
მოწმე ვ-–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის იცნობს ბრალდებულებს, კერძოდ მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჰქონდა შეხება. 2017 წლის 1 ივნისს, ღამის საათებში ვ-–--------ე იმყოფებოდა სამსახურში, ახორციელებდა პატრულირებას ნ--–------ს მეოთხე მიკრო რაიონში, მეწყვილე ე-----–----–-----სთან ერთად. მეოთხე მიკრო რაიონის ტერიტორიაზე ორი ჯგუფი იყო განაწილებული. ძლიერი ქარის გამო გადაწყვიტეს 5 წუთიანი შესვენება გაეკეთებინათ, ამიტომ ახალი დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ავიდნენ ვიწრო ქუჩის მეშვეობით, აღნიშნული ტერიტორია არის ახალი დასახლებაა, სადაც ხშირად ხდება ქურდობები და გადაწყვიტეს ამ ტერიტორიის შემოწმებაც. მორიგე ჯგუფების თანამშრომლები ისვენებდნენ და საუბრობდნენ, რა დროსაც შენიშნეს ,,ოპელ ასტრას“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც ორი უცნობი პიროვნება რაღაცეებს ალაგებდა. სამართალდამცავი ორგანოს ოთხივე თანამშრომელი მიუახლოვდა მანქანას, რომელშიც უკვე იჯდა ორი პიროვნება, პირველი მორიგე ჯგუფის თანამშრომელები მანქანას მიუახლოვდნენ მძღოლს მხრიდან, ხოლო მეორე მორიგე ჯგუფის თანამშრომლები მეორე მხრიდან. მანქანის საჭესთან მჯდომი პიროვნება აღმოჩნდა დ--------------ი, ხოლო გვერდზე მჯდომი დ-----------–---–ი. თანამშრომლებმა ავტომანქაში მსხდომ პირებს წარუდგინეს თავი და სთხოვეს თავი წარედგინათ, საპასუხოდ გაირკვა, რომ ავტომანქანაში მსხდომი პირები იყვნენ დ-----------–---–ი და დ--------------ი. კითხვაზე თუ რას აკეთებდნენ ამ დროს ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ--------------მა კითხვას პასუხი არ გასცა, ხოლო დ-----------–---–მა განაცხადა, რომ მათ გამოჰქონდათ ნაქურდალი ნივთები. ამის შემდეგ ჩაატარეს პირადი ჩხრეკა, პირადი ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებულ არ იქნა, მხოლოდ თ---–---–ს აღმოუჩნდა მობილური ტელეფონი. ამის შემდგომ მოხდა დ-----------–---–ის და დ--------------ის დაკავება, პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმი შედგენილ იქნა ადგილზე. მანქანის ვიზუალური დათვალიერებით შესაძლებელი იყო მანქანაში ნივთების გარჩევა, კერძოდ გამათბობლის ქვაბის, ხელთათმანების და პლასტმასის საჭრელი მაკრატლის. ამის შემდგომ ე-----–----–-----მ დარეკა განყოფილებაში, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილზე ამოვიდნენ განყოფილების უფროსის მოადგილე და გამომძიებლები, რათა ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები. როდესაც გამომძიებლები ავიდნენ შემთხვევის ადგილზე დ-----------–---–ი გადაიყვანეს ნ--–------ს ქუჩაზე მდებარე განყოფილებაში, ხოლო დ--------------ი დარჩა შემთხვევის ადგილზე, იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული მანქანა იყო მის მფლობელობაში და უნდა მომხდარიყო მანქანის დათვალიერება. დათვალიერება უნდა განეხორციელებინათ გამოძახებულ ექსპერტებს. ექსპერტების მიერ ჩატარებული საექსპერტო კვლევების შემდგომ დ--------------იც გადაყვანილ იქნა განყოფილებაში.
მოწმის, ვ---------------–--- სამმართველოს მეორე განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის კ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 1 ივნისს, როდესაც იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მეწყვილე შ-------–---–---–თან ერთად, მის მიერ მოხდა დ-----------–---–ის დაკავება. მორიგეობის დროს ისინი შეხვდნენ მეორე მორიგე ჯგუფს ვ-–--------ეს და ე-----–----–-----ს შემადგენლობით, რომლებთან ერთადაც გადაწყვიტეს დროის გაყვანა, შეარჩიეს ისეთი ადგილი, სადაც ნებისმიერ მანქანას რომელიც გამოივლიდა, უნდა გაევლო მათ წინ. ამ დროს დაახლოებით 50-60 მეტრში დაინახეს გაჩერებული მანქანა, მანქანასთან ორი პირი მიდიოდა და ორივეს ერთად მოჰქონდათ ნივთი, რომელიც ჩადეს საბარგულში. თანამშრომლები ფეხით მიუახლოვდნენ მანქანას, მანქანა იყო ოპელის ფირმის, მარცხენა მხრიდან მივიდნენ პ-----–---–ი და ლ---–---–ი, მარჯვენა მხრიდან კი წ----–----- და ჩ-----ე. საუბარი დაიწყეს ჩ-----ემ და წ----–-----მ, ვინაიდან ისინი მივიდნენ მძღოლთან. მძღოლმა ჩაუწია შუშას, პოლიციის თანამშრომლებმა ჰკითხეს თუ ვინ იყვნენ და რას აკეთებდნენ, რა ნივთი ჩადეს საბარგულში, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს. შემდეგ ჩ-----ემ და წ----–-----მ მოთხოვეს მძღოლს მანქანიდან გადმოსვლა, ხოლო პ-----–---–მა და ლ---–---–მა გადმოიყვანეს გვერდზე მჯდომი პიროვნება. პარალელურ რეჟიმში კ--------------–---–მა დაუწყო საუბარი აღნიშნულ პიროვნებას. წ----–----- და ჩ-----ე ესაუბრებოდნენ ს-------ს, პ-----–---–ი და ლ---–---–ი თ---–---–ს, გამოკითხეს ვინ იყვნენ, რას აკეთებდნენ, რაზეც თ---–---–მა განაცხადა, რომ მოპარული ნივთი ჩადეს მანქანაში. მოხდა აღნიშნული პიროვნების პირადი ჩხრეკა და დაკავება. ს-------ი კითხვებს არ პასუხობდა. ამ პერიოდში როგორც კ--------------–---–ი აღნიშნავს, მან მანქანაში ჩაიხედა, ბალგარკა და სხვა სამუშაო ხელსაწყოები იყო, რაც ეჭვს იწვევდა. ღამის 4 საათი იყო დაწყებული, ვინაიდან დ-----------–---–მა აღიარა, რომ ნივთი მოიპარა მოხდა მისი დაკავება, დაკავების შემდეგ ჩატარდა პირადი ჩხრეკა. ლ---–---–მა ჩაატარა პირადი ჩხრეკა, თ---–---–ს ამ დროს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. მათი მანქანა რამდენიმე მეტრით იყო დაშორებული სახლისგან, საიდანაც მოიპარეს ეს ნივთი. პოლიციის მანქანა იდგა მოშორებით, სადაც იყო კალამი, ფურცელი და ოქმები. ვ-–--------ე წავიდა მანქანის მოსაყვანად, რომელსაც კ--------------–---–მა უთხრა, რომ იქნებ მეზობლებისგან გაეგო, ვის ეკუთვნის აღნიშნული ბინა, რათა შეეტყობინებინათ მომხდარის შესახებ. შ-------–---–---–მა მანქანაში შეავსო დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი. სანამ ვაჟა მანქანას მოიყვანდა მანამდე რაციით ლ---–---–მა შეატყობინა სამორიგეოს. რის შემდეგაც დაახლოებით 10-15 წუთში ადგილზე მოვიდნენ მორიგე გამომძიებლები, მოწმის თქმით, ოქმის შევსება დაამთავრა თუ არა ლ---–---–მა და მოვიდნენ თუ არა თანამშრომლები მათ წაიყვანეს დაკავებულები განყოფილებაში. დაკავების ოქმში აღნიშნულია დაკავების დრო, მოწმის თქმით, თ---–---–ი პოლიციის განყოფილებაში მან და ლ---–---–მა ჩაიყვანეს. თ---–---–მა აღიარა მანამდე, სანამ უფლებებს განუმარტავდნენ, რადგან მიხვდა, რომ აზრი აღარ ჰქონდა დამალვას. განყოფილებამდე მისასვლელ გზაზე თანამშრომლებს თ---–---–მა განუცხადა, რომ თუ ისინი დაეხმარებოდნენ რათა მისთვის სასჯელი შეემსუბუქებინათ ის მათ სხვა დანაშაულის გახსნაში აღმოუჩენდა დახმარებას.
მოწმე შ-------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა ქალაქ თბილისის ვ---------------–--- სამმართველოს მესამე განყოფილებაში, ნ--–------ს პლატოზე. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2017 წლის 1 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, თავის თანამშრომლებთან ერთად, რა დროსაც დაახლოებით სამი საათისთვის, როდესაც ის და მისი სამი თანამშრომელი გაჩერებულები იყვნენ ფერმწერთა დასახლებაში ერთ-ერთ ქუჩაზე, შენიშნეს ორი პიროვნება, რომლებიც გამოვიდნენ ერთ-ერთი სახლიდან, რაღაცა მოჰქონდათ ხელში, რომელიც ჩადეს მანქანაში და ჩასხდნენ. მორიგე თანამშრომლებმა ერთმანეთს გადასძახეს, თუ რა ხდებოდა და მივიდნენ გასარკვევად, ოპელის მარკის ავტომანქანასთან. მისულებმა პირველ რიგში მონაცემები კითხეს, წარუდგინეს თავი, რომ პოლიციელები იყვნენ, ხოლო მანქანაში მსხდომმა პირებმა მათ უთხრეს თავიანთი სახელი-გვარი და პირადი მონაცემები. შ-------–---–---–ი და კ--------------–---–ი მივიდნენ მძღოლის გვერდით მჯდომი პიროვნების მხრიდან. საჭესთან დ--------------ი იჯდა, მის გვერდზე მჯდომი დ-----------–---–ი აღმოჩნდა. შემდეგ ჰკითხეს იქ რას აკეთებდნენ, რატომ იყვნენ გაჩერებულები ან რა მოჰქონდათ ან ვისი იყო ეს ნივთები. ს-------ი, რომელიც საჭესთან იჯდა საერთოდ ხმას არ იღებდა და კითხვებზე არ პასუხობდა. ხოლო მეორე პირმა უთხრა, რომ ესენი ჰქონდათ მოპარული ერთ-ერთი სახლიდან, რომელზეც მიუთითა. როდესაც გაიგეს, რომ ეს იყო მოპარული ნივთები, მოხდა მათი დაკავება, დაკავებისთანავე განუმარტეს უფლებები, შემდეგ ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და აცნობეს ხელმძღვანელობას. მანქანის შეთვალიერებით შეიძლებოდა მასში ჩალაგებული ნივთების გარჩევა ე.წ. ბალგარკა, ყუთი, პატარა ჭაღი და გამათბობელი ქვაბი, რომელიც იდო უკან, საბარგულში. სხვა ნივთები უკანა სავარძელში. პიროვნებების დაკავების დროს მათ ჩაუტარდათ ასევე პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მათგან კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ, ამოღებულ იქნა მხოლოდ ტელეფონი. ოქმი შეადგინა ვ-–--------ემ, მას ოქმი თან არ ჰქონდა ამიტომ მანქანასთან ავიდა და ჩამოიტანა. დ-----------–---–ი ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს და ისიც უთხრა, რომ წინა ფაქტზე აღიარებდა დანაშაულს და ამოაღებინებდა ნაქურდალ ნივთებს.
დაზარალებულ ზ-------–---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, დაახლოებით ღამის 04:00 საათზე, მას დაურეკეს პოლიციიდან და უთხრეს, რომ მისი ბინა იყო გაქურდული. იგი მაშინვე მივიდა სახლში, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ნ--–----------------------–-----------–-------–--------------–---–-. ადგილზე, სახლის წინ მას დახვდნენ პოლიციელები, რომლებმაც აჩვენეს იქვე მდგარი „ოპელის“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც იდო მისი ცენტრალური გათბობის ქვაბი და სხვადასხვა ნივთები - ჭაღი, ე.წ. „ბარგალკა“, ხელსაწყოების ყუთი. პოლიციელებთან ერთად სახლში შესულმა დაზარალებულმა ასევე აღმოაჩინა, რომ გათბობის ქვაბთან ერთად წაღებული იყო მისი ჭაღი, ე.წ. „ბალგარკა“ და ხელსაწყოების ყუთი. ჯამში მათი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 2800-3000 ლარს.
ბრალდებულ დ-----------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 1 ივნისს, 03:22 საათზე დ-----------–---–ი დაკავებული იქნა ზ-------–---–----ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ. თბილისში, ნ--–----------------------–-----------–-------–--------------–---–-.
ბრალდებულ დ--------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 1 ივნისს, 03:22 საათზე დ--------------ი დაკავებული იქნა ზ-------–---–----ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ. თბილისში, ნ--–----------------------–-----------–-------–--------------–---–-.
2017 წლის 1 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დაგენილია, რომ დათვალიერდა ქ. თბილისი, ფერმწერთა დასახლებაში მდებარე ზ-------–---–----ის საცხოვრებელი სახლი. სახლი არის ერთსართულიანი. პირველი ოთახის შესასვლელი კარის მოპირდაპირე მხარეს კედელში ჩაყოლებულია ფანჯარა, რომელიც არის ღია მდგომარეობაში. აღნიშნული ფანჯრის „მეტალოპლასტმასის“ ჩარჩოს აღენიშნება დაზიანებები. სახლის მარჯვენა კედელზე, გარეთა მხრიდან დამონტაჟებულია „მეტალოპლასტმასის“ კარადა. აღნიშნულ კარადაში ჩანს 4 ცალი გადაჭრილი პლასტმასის მილი და ცენტრალური გათბობის ქვაბის საკვამური მილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდა კინოლოგიის სამსახურის ექსპერტი, რომლის მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუშები, ორ ქილად, რომლებიც დაილუქა სათანადო წესით და გაკეთდა ხელმოწერები. დაზიანებული ფანჯრის დამუშავების შედეგად ფანჯრის ჩარჩოზე, როგორც გარე, ისე შიდა მხარეს აღმოჩენილი იქნა ხელის კვლები, რომლებიც ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ დასურათდა.
2017 წლის 1 ივნისის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გაჩხრეკილი იქნა ქ. თ---–--–---------–-----ა დასახლებაში, ზ-------–---–----ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული, დ--------------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „opel astra”, სახ. ნომრით Q------- ავტომანქანის წინა მარკვენა და მარცხენა სავარძლებიდან ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები. ავტომანქნიდან ასევე ამოღებული იქნა ლურჯი ფერის „ბოშის“ ფირმის ე.წ. „ბალგარკა“, სამუშაო იარაღების ყუთი, ე.წ. ძალაყინი, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული კრემისფერი ჭაღი, მართკუთხედი ფორმის თეთრი ფერის ცენტრალური გათბობის ქვაბი, 4 ცალი რეზინის ხელთათმანი და მოწითალო ფერის სახელოსნო მაკრატელი, ერთი ცალი სახრახნისი. ექსპერტების მიერ წებოვან ლენტზე ზემოაღნშნული ავტომანქანიდან ამოღებული იქნა მიკრონაწილაკების ნიმუშები. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონოით დადგენილი წესით.
მოწმეებმა დ---------------–---–მა, პ-------------ემ, თ----------------–---–მა, ალ------------------–---–მა, დ------------–---–მა, გ-----------------ემ, ე-–----------–--------ემ, ა-----–-–----–-–---–მა და დ-----------–-–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებათა შესახებ.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (დაზარალებულ ზ-------–---–----ის ეპიზოდი):
დაზარალებულ ზ-------–---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ გათბობის ქვაბთან ერთად წაღებული მისი ჭაღის, ე.წ. „ბარგალკის“ და ხელსაწყოების ყუთის ღირებულება ჯამში შეადგენდა დაახლოებით 2800-3000 ლარს.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონოდ შეღწევით გამოიწვია (დაზარალებულ ნ------------------ ეპიზოდი):
დაზარალებულ ნ------------------ ჩვენებით დადგენილია, რომ იგი, მეუღლესთან ერთად, ცხოვრობს ქ. თბილისში, ნ--–------------------ში. 2017 წლის 24 მაისის ღამეს ერთ-ერთ ბინაში, რომლის გაქირავებასც აპირებდა, ელოდებოდა სტუმრებს. ამ ბინაში წინა დღეს იყო ნამყოფი, რომელიც დაალაგა და გასაღებით დაკეტა. ბინაში შესულმა, აივანზე, სადაც გათბობის სისტემის ქვაბი იყო დამონტაჟებული, აღმოაჩინა, რომ ქვაბი აღარ იყო, მილები - ერთი მიმართულებით გადაჭრილი იყო, გამწოვის მილი კი იქვე იდო. მან დაურეკა მეუღლეს, რომლის რჩევითაც შემდეგ დარეკა 112-ზე. პოლიციაში დარეკვიდან ნახევარ საათში ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები. დაზარალებულის განმარტებით, ხსენებული ბინა ადვილად შეღწევადია, რადგან მდებარეობს პირველ სართულზე, ვიტრაჟები გადის გ-------–-ს ქუჩაზე, იგი გზასთან ძალიან ახლოსაა, რომელსაც შესასვლელი სადარბაზოდან აქვს, რკინის კარით. ქუჩა აივანთან ახლოს არის, იქ არსებული პატარა მონაკვეთით. ნ----------------მა ზუსტად ვერ დაასახელა, თუ მიწის დონიდან რა სიმაღლეზეა ბინა, აღწერა, რომ სართულის ქვემოთ არის ავტოსადგომი, საიდანაც შეიძლება სადარბაზოში შესვლა. დაზარალებულის თქმით, ქვაბის ფასი სავარაუდოდ 1750 ლარი იყო, რომელსაც შეძენისას მოჰყვა საგარანტიო ფურცელი და მოხმარების ინსტრუქცია ქვაბის უნიკალური ნომრით, რაც მოთხოვნისთანავე წარუდგინა სამართალდამცველებს. ქვაბი დაზარალებულმა მოგვიანებით ამოიცნო პოლიციის განყოფილებაში, ამასთან მასზე არსებული სერიული ნომერი დაემთხვა საბუთებში მითითებულს. ქვაბზე რაიმე გარეგნული დაზიანება არ შეუნიშნავს. ბ---------ის განმარტებით, მისი ქვაბის აწევა ერთ ადამიანსაც შეეძლო. შემთხვევის შემდეგ აივნის გარდა, ბინაში ყველაფერი ხელუხლებელი იყო. მისი ვარაუდით, ბინიდან არავინ შესულა აივანზე, გარედან ავიდნენ აივანზე, რომლის სიმაღლე მიწიდან დაახლოებით 50 სმ-ია.
მოწმე დ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ბრალდებულ დ--------------ს იცნობს დაახლოებით წელიწადნახევარია, ისინი გლდანში ერთ უბანში ცხოვრობენ, ხოლო ბრალდებულ დ-----------–---–ს არ იცნობს, იგი მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი. მას სურდა მეორადი გამათბობლის შეძენა, რადგან მეორადი ახალთან შედარებით იაფია. ამის შესახებ იცოდა დ--------------მაც. რომელმაც დ-----------–---–თან ერთად მას სახლში მიუტანა მეორადი გამათბობელი ქვაბი, რომელიც მოწმეს მოეწონა და შეიძინა. შეძენის დრო მოწმემ ზუსტად ვერ გაიხსენა. მან ქვაბის საფასური გადაუხადა დ--------------ს. მოწმე დარწმუნებული იყო, რომ დ--------------ი მას მოპარულ გამათბობელს არ შესთავაზებდა და არც რაიმეს დაუმალავდა.
2017 წლის 24 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა ქ. თბილისი, ნ--–---------------------------------------ში მდებარე ნ------------------ საცხოვრებელი ბინა. ოქმის მიხედვით, გ-------–-ს ქუჩისკენ ამავალი ქუჩიდან კორპუსს აქვს ტექნიკურ სართულზე შესასვლელი, სადაც განთავსებულია ავტოფარეხები. იგივე შესასვლელი არის შესასვლელი კორპუსის უკანა პატარა ეზოში, სადაც კორპუსის ძირიდან დაახლოებით 3,5 მეტრში არის ბეტონის კედელი, რომლის თავზეც გაკეთებულია გ-------–-ს ქუჩის მხრიდან ტროტუარის მოაჯირი, კედლის ბოლოში კორპუსის უკანა მარცხენა კუთხის გასწვრივ გაკეთებულია ბეტონის კედელი, რომლის თავზეც დაგებულია ქვის დაახლოებით 30 სმ სიგანის ქვის ფილები. აღნიშნული კედელი უერთდება ნ------------------ საცხოვრებელი ბინის აივნის კედელს. აღნიშნული კედლის მარჯვნივ აივანს აქვს რკინის ე.წ. ,,ტრუბა კვადრატით“ აწყობილი მოაჯირი, შეღებილი შავად. აივანზე გამოდის ორი მეტალოპლასტმასის კარები. ორივე ერთნაირი, გვერდზე და ზემოთა მხარეს უძრავი ფრთებით და ფანჯრებით. გარედან გზის მხრიდან აივნამდე მიმავალი კედლის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 3 მეტრს. აივანზე კარების ხელმარჯვნივ არსებულ კედელთან, რომელიც წარმოადგენს უკანა მხრიდან კორპუსის მარცხენა კედელს, შიდა მხრიდან მეტლახიდან ამოდის გათბობის ცენტრალური სისტემის შემაერთებელი, თეთრი ფერის პლასტმასის მილები, რომელთა ნაწილიც უერთდება ე.წ. ,,კოლექტორს“ და ადის ზემოთ, ასევე მეტლახიდან ამოდის გაზის გაყვანილობის ყვითელი მილები, რომელზეც ვენტილით შეერთებულია თეთრი ფერის სილიკონის მილი, რომელიც არის გადაჭრილი. ასევე გადაჭრილია გათბობის ქვაბთან მიმავალი ოთხი თეთრი ფერის პლასტმასის მილი, რომელთაგან ორს უყენია დაკეტილი ვინტილები და ფილტრები. ბინაში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემის რადიატორები. აივანზე გამავალი ორივე კარების საკეტი არის მუშა მდგომარეობაში, დაზიანების გარეშე, ბინაში არეულობა არ აღინიშნება. ნ------------------ განმარტებით, ბინაში შეღწევას ადგილი არ ჰქონია და უარი განაცხადა ბინაში არსებულ ზედაპირულ დამუშავებაზე. აივანზე დაგებულია მეტლახი, აივანი გადის კორპუსის უკანა ეზოსკენ და გადაჰყურებს გ-------–-ს ქუჩას. აივნის წინ არის გ-------–-ს ქუჩის #---------- კერძო ტიპის სახლები. აივანზე დამონტაჟებულია 1,07 მეტრი სიმაღლის მოაჯირი. აივნის მარჯვენა კედელზე არის დამაგრებული გათბობის ცენტრალური სისტემის ქვაბის დასაკიდებელი ორი სამაგრი, ქვემოთ არის ზემოაღნიშნული წყლისა და გაზის მიწოდების გადაჭრილი მილები და დევს გათბობის ქვაბის თეთრი ფერის გამწოვი მილი. აივნის მოაჯირს გარედან, იატაკის გაყოლებაზე აქვს ლითონის ზედაპირიანი საწვიმარი ზოლი, რომელზეც მარჯვენა მხარეს აღინიშნება ფეხსაცმლის ანაბეჭდები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა ხელის კვლები და ფეხსაცმლის კვლები (ს.ფ. 167-178).
2017 წლის 1 ივნისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ქ. თბილისი, გ-–----------------------------------------------ში მდებარე დ------------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის გათბობის „SIME”-ს ფირმის ქვაბი.
2017 წლის 28 ივნისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ნ------------------გან ამოღებული იქნა გათბობის ქვაბის საგარანტიო დოკუმენტი, სადაც იკითხება: ბრენდი „სიმე“, მოდელი „ბრავა ვან 30 BF“ და სერიული/ქარხნული ნომერი - 4---------. ასევე უცხოენოვანი გათბობის ქვაბის დოკუმენტი, რომელზეც ასევე იკითხება „BRAVA ONE 30 BF“, სერიული ნომერი 4--------- და ასევე ქვაბის რუსულენოვანი პასპორტი.
2017 წლის 20 იანვრის საგარანტიო ტალონით და ქვაბის საბუთებით დასტურდება, რომ შპს „თერმორუმში“ მ--------------–--ის მიერ (რომელიც არის დაზარალებულ ნ------------------ მეუღლე) ნაყიდი იქნა „სიმე“-ს ბრენდის გათბობის ცენტრალური სისტემის ქვაბი.
2017 წლის 29 ივნისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა ცენტრალური გათბობის ქვაბი. გათბობის ქვაბს გააჩნია პატარა ზომის ეკრანი, სადაც განთავსებულია ღილაკები, აღნიშნულ ადგილას ლათინურად იკითხება „SIME“, „BRAVA ONE“. გათბობის ქვაბის ხუფი გახსნილი იქნა სახრახნისის მეშვეობით, ხუფის შიდა კედელზე დაკრულია სტიკერი, სადაც იკითხება გათბობის ქვაბის მოდელი ,,BRAVA ONE 30 BF” და სერიული ნომერი „4---------“.
ბრალდებულებმა დ-----------–---–მა და დ--------------მა ამ ეპიზოდშიც არ აღიარეს ბრალადშერაცხული ქმედება და ითხოვეს გამართლება.
მოწმე თ----------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი მეუღლე - დ--------------ი, მის ძმასთან ერთად, ეწეოდა მცირე მეწარმეობას, კერძოდ, იგი დაკავებული იყო ქსოვილებისა და თეთრეულის ვაჭრობით. ს-------ი სან-ტექნიკით არ ვაჭრობდა. მას ბრალდებულ დ-----------–---–თან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. მისი თქმით, მან არ იცის, თუ სად იმყოფებოდა დ--------------ი 24 მაისის დილიდან 06:00 საათამდე და არც 2017 წლის 01 ივნისის ღამის 12:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდებში.
დაცვის მხარის პოზიცია:
ბრალდებულ დ-----------–---–მა არ აღიარა ბრალად შერაცხული არცერთი ეპიზოდი და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დ--------------ი არის მისი მეგობარი. მისი დაკავების დღეს იგი ტაქსაობდა, იმყოფებოდა ვ-–----–----–-ს გამზირზე, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა ჰკითხა, თუ ეცალა თხინვალში ასასვლელად, რაზეც ბრალდებული დათანხმდა. ხსენებულმა პირმა თ---–---–ს სთხოვა დახმარება სხვა მანქანის საბარგულიდან მის მანქანაში რაღაც ნივთის გადატანაში. მათ მანქანის საბარგულიდან გათბობის სისტემის ქვაბი გადაიტანეს მის ავტომანქანაში. თხინვალში ასვლისას მგზავრი ერთ-ერთ სახლის ჭიშკართან მივიდა და ეზოში იხედებოდა. შემდეგ დაბრუნდა და ავტომანქანის უკანა სავარძელზე დაჯდა. მან ბრალდებულს ჰკითხა, ხომ არ ეჩქარებოდა და ასევე უთხრა, რომ რაღაც ჰქონდა სახლში მისატანი. მან ასევე განმარტა, რომ მეგობარს ფული ასესხა, რომელიც ემალებოდა და ტელეფონი ჰქონდა გათიშული, რის გამოც შეიძლებოდა ორი საათი დარჩენილიყვნენ იმ ადგილას, რაზედაც მძღოლი დათანხმდა. მგზავრს 200 აშშ დოლარი, რომელიც მეგობარს ასესხა, უკრაინაში წასასვლელად სჭირდებოდა. მგზავრი მანქანაში „სმს“ შეტყობინებებს აგზავნიდა, რის შემდეგაც ვიღაცამ დაურეკა და იგი ავტომანქანიდან გადავიდა. ბრალდებულის ვარაუდით, მგზავრი მას ვიდეოს უღებდა, შემდეგ ისევ ჭიშკართან მივიდა და „იჭყიტებოდა“. მანქანაში დაბრუნებულ მგზავრს კვლავ დაურეკა ვიღაცამ, რის გამოც იგი კვლავ გადავიდა, შემდეგ კი ისევ ჩაჯდა მანქანაში და მძღოლს სთხოვა, წასულიყვნენ. ცუდი გზის მიუხედავად, მგზავრი თ---–---–ს აჩქარებდა. ბრალდებულმა იგი ნ--–------ს მე-4 პლატოზე მიიყვანა, სადაც მგზავრი გადავიდა მანქანიდან და უკან აღარ დაბრუნებულა. გათბობის ქვაბი კი მას მანქანაში დარჩა. თავად დაახლოებით ღამის 04:00 საათზე სახლში წავიდა. მეორე დღეს თ---–---–მა დ--------------ს დაურეკა, რომელსაც ბენზინის ფული - 10 ლარი და მასთან სახლში მისვლა სთხოვა. ს-------ი მივიდა მასთან, რა დროსაც იგი ყველაფერს მოუყვა, რის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. ბრალდებულმა სცადა მგზავრის მიერ დატოვებული ქვაბის ელიავას ბაზრობაზე ჩაბარება, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან საბუთების გარეშე ნივთს არ იბარებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ მას ს-------მა დაურეკა და უთხრა, რომ მის მეზობელს სურდა მეორადი ქვაბი და სთხოვა ქვაბის ფოტოები მის მიერ დასახელებულ ტელეფონის ნომერზე, პროგრამა - viber-ის მეშვეობით გადაეგზავნა. დაახლოებით ნახევარ საათში დ--------------მა დაურეკა და უთხრა, რომ ქვაბს 600 ლარად იყიდიდნენ. თ---–---–მა ქვაბი წაიღო გლდანში, სადაც შეხვდა ს-------ი და მყიდველს მიუტანეს ქვაბი, რომელმაც 600 ლარად შეიძინა. თ---–---–ი ს-------ს 100 ლარს ჩუქნიდა, თუმცა მან არ გამოართვა და ურჩია, ფული ცოტა ხანს არ დაეხარჯა, რადგან შეიძლებოდა ნივთის პატრონი გამოჩენილიყო.
იქიდან რომ წამოვიდა, რამდენი ხანი იყო გასული არ ახსოვს, ბნელოდა მაგრამ გვიანი არ იყო, ტაქსაობდა, დელისზე გააჩერა ახალგაზრდა ბიჭმა და უთხრა მაღლივთან ამიყვანეო, მაღლივამდე ჩასახვევში ჩაუხვია თუ არა ერთი მანქანა გვერდზე ამოუდგა მეორე წინ გადაუდგა, გადაიყვანეს ავტომანქანიდან, ძირს დააწვინეს, ხელბორკილები დაადეს, სხვა მანქანაში ჩასვეს უკან, თავი დაახრევინეს, ზურგზე აწვებოდნენ, რომ თავი არ ამოეყო, თხუთმეტი წუთი იარეს და სადღაც გააჩერდნენ. ასე ოთხი შეიძლება ხუთი საათი იდგნენ. ბოლოს მანქანა დაიძრა, ასე სამი წუთი იარეს მოასფალტებულ გზაზე, შემდეგ გრუნტიან გზაზე გადაუხვიეს და სამი წუთი იარეს, გარჩერდნენ ხალხის ხმა ესმოდა, მასთან ვიღაც მივიდა და რეზინა მოუსვა იღლიებში და ტანზე, თავი ჰქონდა ჩახრილი, ზემოთ არ წევინევდნენ და ვერ დაინახა ვინ იყო, თუმცა ფეხებზე შეხედა და განყოფილებაში რომ მიიყვანეს იქ ამოიცნო. გამოიტანეს გათბობის ქვაბი იკითხეს ქვაბი სად წავიღოთო, ერთმა მსუქანმა კაცმა თქვა ს-------ის მანქანა სადააო, უპასუხეს მოდისო, მოიყვანეს ს-------ის მანქანა და ქვაბი შიგ ჩადეს. ამის შემდეგ ის წაიყვანეს პოლიციაში სადაც სთხოვდნენ ბრალის აღიარებას.
ბრალდებულმა დ--------------მა სასამართლოში განმარტა, რომ დ-----------–---–მა მას დაურეკა და სთხოვა 10 ლარი ესესხებინა, ს-------თან რომ ავიდა, ამ უკანასკნელმა მას უთხრა, რომ წინა დღეს მის მაქანაში კლიენტმა გათბობის ქვაბი დატოვა და სურდა მისი გაყიდვა. მეორე დღეს მან თავის უბანში გაიკითხა ვინმეს ხომ არ უნდოდა გათობის ქვაბის შეძენა, იმავე დღეს საღამოს დაუკავშირდა დ------------ე და ქვაბის შეძენის სურვილი გამოთქვა. მან დ------------ეს უთხრა, რომ გათბობის ქვაბი დ-----------–---–ს კლიენტმა დაუტოვა მანქანაში, არ იყო მოპარული. მეორე დღეს ქვაბის სურათები გადაუგზავნა დ------------ეს და იმავე საღამოს ან მომავალ დღეს მიუტანეს მას გათბობის ქვაბი, რომელმაც 600 ლარად შეიძინა იგი. ქვაბის ნახვიდან მის გასხვისებამდე გავიდა სამი ხუთი დღეს.
31 მაისს იმყოფებოდა გაგარინზე და ელაპარაკებოდა მეუღლეს. მივიდა მასთან რამდენიმე პიროვნება, უთხრეს პოლიციიდან ვართ და საბუთები მოსთხოვეს, საბუთები რომ ამოიღო უთხრა გვარი, ს-------ი ვარო, რაზეც გადმოიყვანეს, მანქანაში ჩატენეს და წაიყვანეს, გამთენიისას მიიყვანეს თავის მანქანასთან და უთხრეს, რომ მანქანის ჩხრეკას ვატარებთ, რაღაცეები ამოვიღეთ და ხელი მოაწერეო, რაზეც უარი განუცხადა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა აღნიშნავს, რომ გონივრილ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა რომლებიც ადგენენ და გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდენდეს პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.
პალატა ვერ გაიზიარებს, დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ დ-----------–---–ის მანქანაში ჩადეს მოპარული გამათბობლის ქვაბი, რომელიც ეკუთვნოდა ნ----------------ს, ხოლო შემდეგ დ--------------ის მანქანაში ჩადეს ასევე მოპარული გათბობის ქვაბი, სხვა ნივთებთან ერთად, რომელიც ეკუთვნოდა ზ-------–---–----ეს, ვინაიდან აღნიშნული გარემოებები არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებიდან, ამასთან ერთად არადამაჯერებელია და მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა მხრიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან თავის დაღწევისაკენ, რაც ნათლად ჩანს დ-----------–---–ის ჩვენებითაც, რომელშიც ჯერ მიუთითებს, რომ მან ვერ დაინახა სად მიიყვანეს პოლიციის თანამშრომლება, ვინაიდან თავს ზემოთ არ აწევინებდნენ, ასევე აღნიშნა, რომ პოლიციაში მიყვანის შემდეგ ფეხზე ჩაცმულობით იცნო ერთ-ერთი პოლიციელი ვინც ორჯერ მოუსვა „რეზინა“ ტანზე, ვინაიდან თავს ზემოთ არ აწევინებდნენ, ხოლო შემდეგ მიუთითა, რომ დაინახა დ--------------ის ავტომანქანა მოიყვანეს და შიგ გათბობის ქვაბი ჩადეს.
სააპელაციო პალატა იზიარებს ბრლადების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ-----------–---–ისა და დ--------------ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ზ-------–---–----ის ეპიზოდი) მსჯავრდების თაობაზე.
პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმეების ე-----–----–-----ს, ვ-–--------ის, კახა პ-----–---–ის და შ-------–---–---–ის ჩვენებებზე, რითაც დადგენილია, რომ 2017 წლის 1 ივნისს, ღამის 4 საათი იქნებოდა დაწყებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, შესვენების მიზნით გაჩერდნენ ნ--–------ს მე-4 მ/რაიონში, ე.წ. ფერმწერთა დასახლებაში, რა დროსაც დაინახეს ერთ-ერთი სახლიდან გამოსული ორი პიროვნება, რომლებმაც იქვე ახლოს მდგომ „ოპელის“ მარკის ავტომანქანაში ჩალააგეს რაღაც ნივთები. აღნიშნული ფაქტი მათ მიერ აღქმული იქნა საეჭვოდ და როდესაც გადასამოწმებლად მივიდნენ ავტომანქანასთან, უკვე ავტომანქანაში მჯდომმა დ-----------–---–მა უპასუხა, რომ ავტომანქანაში არსებული ნივთები იყო მოპარული და მიუთითა კონკრეტულ სახლზე, საიდანაც წამოიღეს აღნიშნული ნივთები. დაზარალებულ ზ-------–---–----ის ჩვენებით დადგენილია, როდესაც იგი მივიდა სახლთან, „ოპელის“ მარკის ავტომანქანაში დაინახა მისი ნივთები, ხოლო პოლიციელებთან ერთად სახლში შესულმა აღმოაჩინა, რომ გათბობის ქვაბთან ერთად წაღებული იყო მისი ჭაღი, ე.წ. „ბალგარკა“ და ხელსაწყოების ყუთი. ჯამში მათი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 2800-3000 ლარს, რაც სრულ შესაბამისობაშია 2017 წლის ივნისის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმთან, რითაც დადგენილია, რომ, ქ. თ---–--–---------–-----ა დასახლებაში, ზ-------–---–----ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული, დ--------------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანიდან „opel astra”, სახ. ნომრით Q------- ამოღებული იქნა ლურჯი ფერის „ბოშის“ ფირმის ე.წ. „ბალგარკა“, სამუშაო იარაღების ყუთი, ე.წ. ძალაყინი, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული კრემისფერი ჭაღი, მართკუთხედი ფორმის თეთრი ფერის ცენტრალური გათბობის ქვაბი.
პალატა მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს 20/05/2016 წ. N618აპ-15 და 21/06/2017 წ. N79აპ-17 გადაწყვეტილებში მოცემული მსჯელობის, ამ საქმეთან დაკავშირებით გამოყენება, სხვადასხვა საქმის გარემოებების არსებობის გამო არარელევანტურია. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებებში მსჯელობა მიმართულია არასაკმარის მტკიცებულებებზე, კერძოდ საქმეში არ არსებობდა ისეთი მტკიცებულება, მათ შორის რაიმე ისეთი ტიპის კომუნიკაცია, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ერთი დანაშაულის ჩამდენ პირებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობას.
საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. პალატა აღნიშნავს, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების დაუფლების ცნებაში იგულისხმება ქურდობა, რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი პირი, წინასწარშეთანხმებული ქურდობის ჩასადენად. ამასთან „წინასწარ შეთანხმებაში“ უნდა ივარაუდებოდეს ორი ან მეტი პირის შეთანხმება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა დანაშაულის უშუალო განხორციელებამდე. დროს, თუ როდის შეთანხმდნენ თანამონაწილენი დანაშაულის ჩასადენად, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომ ორ ახლობელ ადამიანს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გაუჩნდა დამოუკიდებელი აზრი, ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას, ერთი სატრანსპორტო საშუალებით, ერთი და იმავე ნივთის ქურდობისა და განახორციელეს აღნიშნული ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე. ამასთან მოწმე პოლიციელების ჩვენებით, დგინდება, რომ მათ ორი პირი დაინახეს, რომლებიც მანქანაში რაღაცას დებდნენ და ეს ნივთები, როგორც გამოძიებით იქნა დადგენილი ეკუთვნოდა ზ-------–---–----ეს. სწორედ ზემოთაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით პალატა თვლის, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ დ-----------–---–ი და დ--------------ი ფარულად, მარლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით დაეუფლენ ზ-------–---–----ის კუთვნილ ნივთებს.
ამდენად, პალატა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდგომ მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ ეპიზოდში სახეზეა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობა.
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპლაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების დ--------------ის და დ-----------–---–ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ-------–---–----ის ეპიზოდი) მსჯავრდების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და აღნიშნავს, „ბინაში უკანონო შეღწევის“ ნაწილში არსებობს მხოლოდ ერთი მტკიცებულება - ავტომანქანის ჩხრეკა, რომლიდანაც ამოღებული იქნა ქვაბი, ჭაღი, ე.წ. „ბალგარკა“ და ხელსაწყოების ყუთი, თუმცა კონკრეტულად საიდან იქნა ისინი მოპარული, გათბობის ქვაბის გარდა, ამასთან დაკავშირებით საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმშიც საუბარია მხოლოდ გამათბობელ ქვაბზე - 4 ცალ გადაჭრილ პლასტმასის მილსა და ცენტრალური გათბობის ქვაბის საკვამურ მილზე, ხოლო დანარჩენ ნივთებზე არაფერია ნახსენები. დადასტურებულია, რომ გათბობის ქვაბი დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი სახლის გარე კედელზე, მისი მოხსნა რა თქმა უნდა ბინაში შეღწევის გარეშე მოხდა, ხოლო დარჩენილი ნივთები კონკრეტულად სად იდო - ბინაში, საცავში თუ სადგომში - ამის თაობაზე არც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმშია აღნიშნული და არც დაზარალებული და მოწმეები უთითებენ. შესაბამისად, ბრალდებულთა მიერ ქურდობის ჩადენა ბინაში უკანონო შეღწევით, ბრალდების მხარის ვარაუდს წარმოადგენს, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
პალატა იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ-----------–---–ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ------------------ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული უტყუარად დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
კერძოდ: დაზარალებულ ნ------------------ ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 24 მაისს, თბილისში, ნ--–------ს ქ---------–-, აღმოაჩინა რომ აივანზე დამოტაჟებული გათბობის ქვაბი, რომლის ღირებულება იყო 1750 ლარი, იყო მოპარული, რის შესახებაც განაცხადა პოლიციაში და მათ გადასცა ქვაბთან დაკავშირებული ყველა საბუთი.
2017 წლის 1 ივნისის ამოღების ოქმით, 2017 წლის 28 ივნისის ამოღების ოქმით და 2017 წლის 29 ივნისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დ------------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული თეთრის ფერის გათბობის ქვაბი არის „SIME“-ს ფირმის, ხოლო ნ------------------აგან ამოღებული გათბობის ქვაბის საგარანტიო დოკუმეტზე და ნივთმტკიცების გახსნისას დათვალიერებულ გათბობის ქვაბზე იკითხება ერთი და იგივე: ბრენდი „SIME“, მოდელი BRAVA ONE 30 BF“, სერიული ნომერი 4---------.
დ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან გათბობის ქვაბი (რომელიც ეკუთვნოდა ნ----------------ს) შეიძინა დ--------------ისაგან და დ-----------–---–ისაგან. დ--------------ის განმარტებით აღნიშნული გათბობის ქვაბის გაყიდვაში დახმარება სთხოვა დ-----------–---–მა. რაც შეეხება დ-----------–---–ის განმარტებას იმის შესახებ, რომ მას აღნიშნული გათბობის ქვაბი მანქანაში ჩაუდო უცხო პიროვნებამ, პალატის აზრით მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას. ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ დ-----------–---–ი ჩვენებაში აღნიშნავს, მის ავტომანქანაში უცხო პიროვნების მიერ გათბობის ქვაბის ჩადებიდან მეორე დღეს ანახვა ქვაბი დ--------------ს და იმავე დღეს მიჰყიდა ეს ქვაბი დ------------ეს, ხოლო დ--------------ი განმარტავს, რომ მას შემდეგ რაც მან თ---–---–თან ნახა გათბობის ქვაბი დ------------ისათვის მიყიდვამდე გავიდა სამი ხუთი დღე.
რაც შეეხება დანაშაულებრივი ქმედების მეორე მაკვალიფიცირებელ ნიშანს „ბინაში უკანონო შეღწევას“, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში ნ--–---------------------------–---------- ში. ამდენად როგორც დაზარალებულ ნ------------------, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ქურდობა მოხდა მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლის ერთი ბინის აივნიდა.
პალატა აღნიშნავს რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ განმარტავს ბინის დეფინიციას, შესაბამისად ბინა განმარტებული უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობაში არსებული ნორმების მიხედვით. „ბინათმესაკუტრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ბინა მრავალბინიან სახლში განმარტებულია, როგორც „მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსების ერთობლიობა), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის“.
საქმის მასალებით დასტურდება, გათბობის ქვაბი მდებარეობდა ბინის აივანზე, რომელიც შესაძლოა გამოიყენებოდეს არასაცხოვრებლად თუმცა გაერთიანებულია ერთ სისტემაში, ბინის შემადგენელი ნაწილია ქონების შესანახად ან ადამიანის სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოყოფილი სათავსები და სხვა საცხოვრებელ სათავსებთან ერთად ქმნის ბინის დეფინიციას. ამდენად, პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, მსჯელობას იმის შესახებ, რომ ბინის აივანი წარმოადგენს საცავს ან სადგომს და განმარტავს, რომ აივანი იმ შენობის შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს, რომლისთვისაცაა განკუთვნილი, შესაბამისად სადგომის აივანი განიხილება სადგომად, საცავის აივანი საცავად და ა.შ.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და არ იზიარებს ბრალების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ--------------ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და დ-----------–---–ის სსკ-ი 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ------------------ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, ზემოთ განხილულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არ დასტურდება დ--------------ის თანამონაწილეობა დ-----------–---–ის მიერ განოხრციელებული ქურდობის ჩადენაში (ნ------------------ ეპიზოდი) და შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს წარდგებილ ბრალდებაში, რაც თავისთავად გამორიცხავს დ-----------–---–ისათვის დანაშაულის ისეთი მაკვალიფიცირებელი ნიშნის შერაცხას, როგირცაა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობა (ნ------------------ ეპიზოდი), დანაშაული გათვალსიწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის პოზიცია გამომდინარეობს მხოლოდ ვარაუდიდან, რაც სასამართლოს აზრით, არ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რის გამოც, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ-----------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარეული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწივია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული სსქართველოს სსკ-ის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით; დ--------------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ-----------–---–სა და დ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, მის მიმართ არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და ისე განუსაზღვრავს სასჯელს, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები -
ზ-------–---–----ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ამოღებული სუნის კვალი და ხელის კვალი, ავტომაქანის ჩხრეკისას ამოღებული სუნის კვალი და ხელის კვლები, ორი ცალი რეზინის ხელთათმანი, სახრახნისი, პლასტმასის მილის საჭრელი მაკრატელი, ნ------------------ საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ამოღებული ხელის კვალი, დ-----------–---–ის და დ--------------ის ხელის, სუნის და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს;
ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული „ბალგარკა“, „ტოლსენის“ ფირმის ყუთში მოთავსებული ხელსაწყოები, ლითონის ძალაყინი, ჭაღი, ცენტრალური გათბობის ქვაბი,დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
დ------------ისგან ამოღებული ცენტრალური გათბობის ქვაბი, რომელიც ინახება დაზარალებულ ნ----------------თან, ნ------------------აგან ამოღებული დოკუმენტაცია, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
ამოღებული ავტომანქანა, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-----------–---ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-----------–---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
მსჯავრდებულ დ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ დ--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ვ-----–-------------ისა და გ-------------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
დ-----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ------------------ ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ-------–---–----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
_ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით -თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, დ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
დ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1 ივნისიდან.
დ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
დ--------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ნ------------------ ეპიზოდი);
დ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუქნტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაზარალებულ ზ-------–---–----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
დ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1 ივნისიდან.
დ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები -
ზ-------–---–----ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ამოღებული სუნის კვალი და ხელის კვალი, ავტომაქანის ჩხრეკისას ამოღებული სუნის კვალი და ხელის კვლები, ორი ცალი რეზინის ხელთათმანი, სახრახნისი, პლასტმასის მილის საჭრელი მაკრატელი, ნ------------------ საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ამოღებული ხელის კვალი, დ-----------–---–ის და დ--------------ის ხელის, სუნის და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს;
ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული „ბალგარკა“, „ტოლსენის“ ფირმის ყუთში მოთავსებული ხელსაწყოები, ლითონის ძალაყინი, ჭაღი, ცენტრალური გათბობის ქვაბი,დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
დ------------ისგან ამოღებული ცენტრალური გათბობის ქვაბი, რომელიც ინახება დაზარალებულ ნ----------------თან, ნ------------------აგან ამოღებული დოკუმენტაცია, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
ამოღებული ავტომანქანა, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი