განაჩენი

სისხლის სამართლის 27.04.2018
საქმის ნომერი
330100118002268834
ინსტანცია
თარიღი
27.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002268834

საქმე №1ბ/400-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 აპრილი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული – კ------------ე, დაბადების თარიღი: 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მ---------------------------–----------------------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის და ორი ან მეტი პირის მიმართ).

 

სასჯელი:

ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის დროის (2017 წლის 14 დეკემბრიდან, 2017 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------მ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებს და დამნაშავედ ცნო კ------------ე ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. კ------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ინტენსივობა, ასევე ის, რომ დანაშაულებრივი ქმედება იყო ძალადობრივი ხასიათის, ჩადენილი ოთხი არასრულწლოვანის (მცირეწლოვანის) მიმართ, რითაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ კ------------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

 

მსჯავრდებულ კ------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---------------–---–-ამ წარმოადგინა შესაგებელი ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კ------------ისთვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ კ------------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებათად, საქმეზე დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

სასამართლომ დაადგინა:

კ------------ემ ჩაიდინა, სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის და ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 02 ნოემბერს, დღის საათებში, თბილისში, ს-–------------------------------–-------------–-------------–-, აღმზრდელის თანაშემწე კ------------ემ, ამავე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი მცირეწლოვნების: ლ------------–---–-ს, დ-----------–---–-ს, ა-------–-–---–--ა და ნ------------–--ის მიმართ განახორციელა ძალადობა. კერძოდ, კ------------ემ მცირეწლოვან ა-------–-–---–ს ხელით მოქაჩა მარცხენა ყურის მიდამოში და ძალის გამოყენებით დასვა სკამზე. ამის შემდგომ, კ------------ემ მცირეწლოვან ლ----------------------–---–--ს ხელი დაარტყა სხეულის მიდამოში, რის შემდეგაც მან ლ------------–---–ს ასევე ხელი დაარტყა მარჯვენა მხრის მიდამოში. იმავე დღეს, კ------------ემ მცირეწლოვან ნ------------–--ეს უხეშად მოკიდა ხელი მარცხენა ხელზე და ძალის გამოყენებით დასვა სკამზე. ამის შემდგომ, ნ------------–--ე ეთამაშებოდა მისსავე ჯგუფელს, რა დროსაც კ------------ე მივიდა მასთან, ძალის გამოყენებით გაწია გვერდზე და ხელით მოქაჩა მარჯვენა ყურის არეში. ძალადობის შედეგად ლ------------–---–მა, დ-----------–---–მა, ა-------–-–---–მა და ნ------------–--ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის განაჩენით კ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

კ------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის დროის (2017 წლის 14 დეკემბრიდან, 2017 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კ------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ კ------------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: ბრალდებულ კ------------ის, მოწმეების: ა--------------ს, მ----------–--ის, ი------------–-–---–ის, ნ-------------–---–ის, ე------------–---–ის, ლ--–-------–--–---–ის, თ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, 2017 წლის 08 დეკემბრის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, 2017 წლის 14 დეკემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ კ------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ------------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის და ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

კ------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულებს, წარსული არ აქვს შებღალული.

 

კ------------ეს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი კ------------ეს სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება, ქონებრივი მდგომარეობა და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით (აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად) ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით. პალატა თვლის, რომ კ------------ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:

 

ვიდეო ჩანაწერი სამ დისკად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირები არიან არასრულწლოვნები (მცირეწლოვნები). საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულებს და მათ კანონიერ წარმომადგენლებს უნდა ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვთ ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი კ------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი კი სამართლიანი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------ს სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

კ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

კ------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის დროის (2017 წლის 14 დეკემბრიდან, 2017 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ვიდეო ჩანაწერი სამ დისკად - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

არასრულწლოვან დაზარალებულებს და მათ კანონიერ წარმომადგენლებს ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე