განაჩენი

სისხლის სამართლის 27.04.2018
საქმის ნომერი
150100117002247118
ინსტანცია
თარიღი
27.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100117002247118

საქმე №1ბ/403-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 აპრილი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული – ა----------------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა---–---–--ის რაიონი, სოფელი ო-----.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (2017 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (2017 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა---–---–--ი-ნ----–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, ვინაიდან ა----------------------ი მსჯავრდებულია მისი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ეპიზოდისთვის არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. ასვე მსჯავრდებულია მისი მეუღლის მშობლის მიმართ ფიზიკური ძალადობისთვის, რომელიც ასევე არასრულწლოვანთა თანდასწრებით განხორციელდა. მსგავსი სახის ქმედებები გამოუსწორებელ ტრავმას აყენებს მცირეწლოვან ბავშვს. ბრალდებულის ძალადობრივი და აგრესიული ქმედებებისგან დაცვის ობიექტს წარმოადგენს არამარტო დაზარალებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, არამედ მცირეწლოვანი ბავშვის ფსიქიკაც. მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები მიუთითებს ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისკენ მის მიდრეკილებაზე და ქმედების ამორალურ ხასიათზე. აპელანტი განმარტავს, რომ დაზარალებული მ---------------ი შეშინებული და დათრგუნულია მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, ეშინია რომ მსჯავრდებული კვლავ იძალადებს მასზე, რის გამოც მან რამდენჯერმე დატოვა მეუღლის საცხოვრებელი სახლი და ძალადობისგან თავის დასაცავად საცხოვრებლად გადავიდა მშობლების სახლში. აპელანტი თვლის, ის ფაქტი, რომ მოძალადე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და წარსულში არ არის ნასამართლევი, არ შეიძლება გახდეს დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის საფუძველი. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა იძალადა არამარტო მის მეუღლეზე, არამედ მეუღლის მშობელზეც, რომელსაც რკინის ნივთის დარტყმით სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

 

მსჯავრდებულ ა----------------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ------–----–-----–---–მა წარმოადგინა შესაგებელი ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ა----------------------ი, რომელიც ქორწინებაში იმყოფება მ---------------თან, ქორწინების პერიოდში ცემდა მის მეუღლეს მ---------------ს, მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. მათ შორის: 2017 წლის ივლისის თვეში, საღამოს საათებში, ა----------------------მა ა---–---–--ის რაიონის სოფელ ო-----ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით ცემა მისი მეუღლე მ---------------ი, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ასევე, 2017 წლის 26 ოქტომბერს, დღის საათებში, ა----------------------მა ა---–---–--ის რაიონის სოფელ ო-----ს საავტომობილო გზაზე გააჩერა მ---------------ი, რომელმაც მისი გაუსაძლისი მდგომარეობიდან გამომდინარე დატოვა მეუღლის საცხოვრებელი სახლი და მშობლების ავტომანქანით მათთან საცხოვრებლად მიდიოდა, არასრულწლოვანი შვილებისა და ძმის თანდასწრებით, აგინა მეუღლეს მ---------------ს, რის შემდეგაც ავტომანქანის ღია კარი ძლიერად მიაჯახუნა, რაც ფეხში მოხვდა მ---------------ს, რომელმაც მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის 26 ოქტომბერს, დღის საათებში, ა---–---–--ის რაიონის სოფელ ო-----ს საავტომობილო გზაზე მომხდარი კონფლიქტისას, ა----------------------მა მის ხელთ არსებული მეტალის ნივთი დასარტყმელად მოუქნია მისი მეუღლის მამას - მ------------------ს, რომელსაც მისთვის მოქნეული ზემოაღნიშნული მეტალის ნივთი მოხვდა მარჯვენა ხელის მტევანზე და მიიღო მარჯვენა მტევნის მეხუთე თითის საფრჩხილე ფალანგის მოტეხილობა, რაც განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს.

 

ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით, ა----------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ა----------------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ა----------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის საფუძველზე, ა----------------------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა----------------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა----------------------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების მ---------------ის და მ------------------ის დაკითხვის ოქმებით, მოწმეების : ა----------------ის, ჰ-------–-----------ის, მ-----------------ის, ა-------------------ის, რ----–----------–---ის, გ------–----------------ის, ხ----------------ის დაკითვის ოქმებით, მ------------------ის გამოკითხვის ოქმით, 2017 წლის 27 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავების ოქმით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ოქტომბრის ექსპერტის N--------- დასკვნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ოქტომბრის ექსპერტის 6--------- დასკვნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 31 ოქტომბრის ექსპერტის N--------- დასკვნით, შემაკავებელი ორდერის ოქმებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 07 თებერვლის ექსპერტის N--------- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა----------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა----------------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა----------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულებს.

 

ა----------------------ის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებასთან მიმართებით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგეს ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 05 აპრილის N543-IIს დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა----------------------მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით სცემა მისი მეუღლე მ---------------ი, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოგვიანებით კი არასრულწლოვანი შვილებისა და ძმის თანდასწრებით, აგინა მეუღლეს მ---------------ს, რის შემდეგაც ავტომანქანის ღია კარი ძლიერად მიაჯახუნა, რაც ფეხში მოხვდა მ---------------ს, რომელმაც მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ქალის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ნიშანდობლივია, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, ქალის მიმართ, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი, აქვს დამანგრეველი გავლენა მსხვერპლზე, ასევე ძალადობის შემსწრე არასრულწლოვნებზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების რელევანტური, თანაზომიერი და პროპორციული. მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ა----------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელით ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული.

პალატას მიაჩნია, რომ ა----------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა დამძიმდეს, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლის, ქალის მიმართ ასევე ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა---–---–--ი-ნ----–-----ის რაიონული პოროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენში, სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

პალატას მიაჩნია, რომ სხვა ნაწილში პირველი ინსტანციის განაჩენი ა----------------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ნაცვლად მითითებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-1181-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რაც წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას და უნდა გასწორდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ა---–---–--ი-ნ----–-----ის რაიონული პოროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრი დაკმაყოფილდეს.

 

ცვლილება შევიდეს ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენში.

 

ა----------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, ა----------------------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ა----------------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ა----------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, ა----------------------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ა----------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

 

ა----------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 27 ოქტომბრიდან 2017 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით.

 

ა----------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი თანხა, სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება, ასევე ა----------------------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე