განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.05.2018
საქმის ნომერი
010210116001389010
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210116001389010

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1140-17 03 მაისი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - შპს ,,აგ-----“ - რუ--–-ნ ც-–--–--- - შპს ,,ბა-- ბლ----“ - და----– ხ-------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბა--უმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შპს „ბა---ბლ----ს“ (ს/კ 4--------) სარჩელი დაკმაყოფილდა;

- მოპასუხე შპს „ა-----ს“ (ს/კ 4--------) მოსარჩელის შპს „ბა---ბლ----ს“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4359.2 ლარის გადახდა;

- მოპასუხე შპს „ა-----ს“ (ს/კ 4--------) მოსარჩელის შპს „ბა---ბლ----ს“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 130 ლარის გადახდა და იურიდიული მომსახურებისა--ვის წინასწარ გადახდილი საფასურის 175 ლარის, სულ 305 ლარის გადახდა.

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატივების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- შპს ,,აგ-----’’-ს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

- ძალაში დარჩა ბა--უმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2016 წლის 08 ივნისს ბა--უმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მომართა შპს „ბა---ბლ----“-ს წარმომადგენელმა მოპასუხის შპს „აგ-----“-ს მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით;

 

2.2. 2016 წლის 13 ივნისს ბა--უმის საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელე შპს „ბა--- ბლ----“-ს წარმომადგენელს და----– ხ-------ს განემარტა, რომ სარჩელი მიღებულია წარმოებაში და იგი ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისა--ვის გზავნილის ჩაბარება და გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა 2 თვის ვადაში;

 

2.3. მოსარჩელემ უზრუნველყო მოპასუხეზე სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება, კერძოდ მოპასუხე შპს „ა-----ს“ გზავნილი ჩაბარდა 2016 წლის 21 ივლისს;

 

2.4. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ა--ი) დღის ვადა, შესაბამისად მას შესაგებელი უნდა წარმოედგინა 2016 წლის 01 აგვისტოს ჩა--ვლით, მაგრამ მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსა--ვის;

 

2.5. შპს ,,აგ-----“-ს მიერ, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ვინაიდან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 477-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გა--ვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, სარჩელი დაკმაყოფილდა;

 

2.6. 2017 წლის 16 ივლისს ბა--უმის საქალაქო სასამართლოში საჩივარი წარადგინა შპს ,,აგ-----“-ს დირექტორმა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მა-- კანონით დადგენილი წესით სარჩელი თანდართული დოკუმენტებით არ ჩაბარებია--;

 

2.7. ბა--უმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განჩინებით შპს ,,აგ-----’’-ს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ბა--უმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

 

2.8. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასარჩელო განცხადება და თანდართული მასალები მოპასუხეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და იგი სარჩელში მითითებულ მისამართზე ჩაბარდა 2016 წლის 21 ივლისს, მაგრამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარმოუდგენია შესაგებელი. ამდენად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნული გზავნილით მოპასუხეს მიეცა სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა შეპასუხების შემოსატანად. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში არ წარმოუდგენია. ამასთან მოპასუხეს არ უცნობებია სასამართლოსა--ვის მის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის მიზეზების შესახებ;

 

2.9. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა მისამართზე, სადაც მოპასუხეს გააჩნია სამშენებლო ობიექტი, რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. კერძოდ, გზავნილი სასამართლოს კურიერმა ჩააბარა მოპასუხე შპს ,,აგ-----"-ს წარმომადგენელს დ--------------ეს (იხ. ს.ფ. 65), რომელსაც გააჩნდა საწარმოს შესაბამისი მინდობილობაც წარმომადგენლობაზე. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლოს დამტარებელმა ს------------ემ დაადასტურა აღნიშნული გარემოება (იხ. სხდომის ოქმი). სასამართლომ ასევე განმარტა, რომ დ--------------ე არის მოპასუხის შპს ,,აგ-----"-ს დამფუძნებლის-მესაკუთრის ხ--------–--–---ს მეუღლე, რაც სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს. გარდა აღნიშნულისა, თვით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლიც ჩაიბარა შპს ,,აგ-----"-ს დამფუძნებელმა-მესაკუთრე ხ--------–--–---მ და შპს ,,აგ-----’’-ს დირექტორის მითითება, რომ მას არც სარჩელი და არც დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, - უსაფუძვლო იყო, მიუხედავად ამისა, 10-დღიანი ვადის დაცვით შემოიტანა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. საჩივრის ავტორმა ამის გასაბა--ილებლად წარმოადგინა შემოსავლების სამსახურიდან ცნობა, რომ დ--------------ეს შპს ,,ა-----ში" რაიმე შემოსავალი არ უფიქსირდება, რითაც ამტკიცებდა, რომ დ--------------ე არაუფლებამოსილი იყო ჩაებარებინა შპს ,,აგ-----’’-სადმი განკუთვნილი გზავნილი. თუმცა სამართლომ ვერ გაიზიარა ეს, რადგან დ--------------ე არის კომპანიის მესაკუთრის მეუღლე, რომელსაც გააჩნდა კომპანიის მიერ გაცემული მინდობილობა (ადასტურებს კურიერი), მან გზავნილი ჩაიბარა კომპანიის კუთვნილ ობიექტზე და არ არის აუცილებელი, რომ კომპანიის წარმომადგენელი იყოს ამავე კომპანიის თანამშრომელი;

 

2.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას;

 

2.11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელში დაყენებული მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 477-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლების თანახმად ეს გარემოება წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს;

 

2.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გა--ვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსა--ვის. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გა--ვალისწინებული რომელიმე საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და შესაბამისად იგი უნდა დარჩეს ძალაში უცვლელად;

 

2.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საჩივარი დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნია.

 

3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება გაასაჩივრა შპს ,,აგ-----“-ს წარმომადგენელმა

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გამოკვლევის გარეშე, კერძოდ ის, რომ გზავნილი თითქოსდა ჩაბარდა მხარეს, არ შეესაბამება სინამდვილეს. შესაბამისად, არ მიეცა-- საშუალება პოზიციის სრულად ჩამოყალიბების და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მოეხდინა-- თავის დაცვა მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე;

 

3.2. საქმეზე 10.08.2017 წლის განჩინებაში (დასწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) სასამართლო უთითებს იმ გარემოებაზე, რომ გზავნილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლებით ჩაბარდა შპს „აგ-----“-ს წარმომადგენელს დ--------------ეს, თუმცა წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი მის მიმართ გაცემული საქმეში საერთოდ არ მოიპოვება. საჩივრის განხილვის ეტაპზე დაკითხულმა მოწმემაც კი განაცხადა, რომ მას აჩვენეს თითქოსდა მინდობილობა ან/და სხვა დოკუმენტი, თუმცა ასეთი სახის დოკუმენტი მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა, ვინაიდან ბუნებაში არ არსებობს. ამდენად, დ--------------ეზე საქმის მასალების ჩაბარება არ უნდა ჩაითვალოს იურიდიულ პირზე გზავნილის ჩაბარებად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულება--ა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მა--ზე მითითებით;

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ,,ბა---ბლ----ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ბა--უმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.4. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები;

 

4.5. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე და 201-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელეს - შპს ,,ბ------–----’’ დაევალა მოპასუხისა--ვის - შპს ,,აგ-----’’-სა--ვის ჩაებარებინა სარჩელი და თანდართული მასალა (შემდგომში გზავნილი);

 

4.6. დადგენილია, რომ სარჩელს და თანდართულ მასალას ერთვოდა ასევე სასამართლოს დოკუმენტი (გზავნილი), სადაც მითითებულია, რომ მოპასუხეს სსკ-ის 184-ე და 201-ე მუხლების შესაბამისად გადაეცემა სარჩელი და თანდართული დოკუმენტების ასლები 42 ფურცლად; ამავე დოკუმენტით მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა მასზედ, რომ მას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით უნდა შეედგინა პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე მოსაზრებები სარჩელზე დართული საბუთების შესახებ და წარედგინა სასამართლოსთვის მა--ი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში...სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში კი სასამართლო მიიღებდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით;

 

4.7. დადგენილია, რომ სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ - ნ----------------–---–მა ზემოთ მითითებული ინფორმაციის შემცველი გზავნილი, სარჩელი და თანდართული მასალა მოპასუხისა--ვის გადასაცემად ჩააბარა სასამართლოს დამტარებელს (კურიერს) - ს------------ეს მოპასუხისა--ვის გადასაცემად;

 

4.8. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს გზავნილი მოპასუხეს ჩააბარა სასამართლოს კორესპოდენციის დამტარებლის (კურიერის) - ს------------ის მეშვეობით;

 

4.9. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარმოადგინა გზავნილის ჩაბარების დამადასტურებლი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც 2016 წლის 21 ივლისს შპს ,,ბა---ბლ----“-ს სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა დ--------------ეს - შპს ,,ბა---ბლ----“-ს წარმომადგენელს;

 

4.10. დადგენილია, რომ სასამართლოს კურიერმა ს------------ემ მოპასუხეს გზავნილი ჩააბარა 2016 წლის 21 ივლისს კუთვნიოლ სამშენებლო ობიექტზე, კერძოდ სასამართლოსა--ვის დასაბრუნებელ საინფორმაციო გზავნილზე ხელი მოაწერა დ--------------ემ (პ/ნ.: 6----------), როგორც შპს ,,აგ-----’’-ს წარმომადგენელმა, ამასთან აქვე მიუთითა, რომ ჩაიბარა შპს ,,ბა---ბლ----’’-ს სარჩელი და თანდართული დოკუმენტების ასლები;

 

4.11. დადგენილია, რომ შუამდგომლობის საფუძველზე (რომელზედაც ორივე მხარე თანახმა იყო) 25.07.2017 წლის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა სასამართლოს კორესპოდენციის დამტარებელი - კურიერი ს------------ე, რომელმაც დაადასტურა, რომ ადგილზე მისვლისას, როგორც წესი ამოწმებენ მოპასუხის უფლებამოსილებას - ითხოვენ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან, რომლითაც ხდება შემოწმება ჩამბარებელი არის თუ არა დირექტორი, ან ითხოვენ მინდობილობას, რომლითაც შესაბამის ხელმომწერ პირს გააჩნია უფლებამოსილება კორესპოდენციის მიღებისა. განსახილველ შემთხვევაში დ--------------ემ კურიერს წარუდგინა შესაბამისი მინდობილობა, რომლითაც დადასტურდა, რომ ის იყო შპს ,,აგ-----’’-ს წარმომადგენელი და შესაბამისად პირი, რომელიც უფლებამოსილი იყო ჩაებარებინა კორესპოდენცია და ასეთივე შინაარსის მინაწერიც გაკეთდა მის მიერ გზავნილზე (იხ. 25.07.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

4.12. დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე შესაბამისი შუამდგომლობის დაკმაყოფილებით, მოპასუხის წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა გაექარწყლებინა დ--------------ის მიერ გზავნილზე მითითითებული ინფორმაცია - შპს ,,აგ-----’’-ს წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, კერძოდ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა, დ--------------ის მოწმის სახით სასამართლო სხდომაზე მოწვევის თაობაზე. მიუხედავად, იმისა, რომ აღნიშნულის შესახებ ეცნობა დ--------------ეს (კერძოდ სხდომის შესახებ გაფრთხილდა მისი მეუღლე ხ--------–--–---, რომელიც ამავდროულად არის მოპასუხე საწარმოს დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მესაკუთრე), იგი არ გამოცხადა სასამართლოზე, რა--ა უარეყო ან/და დაედასტურებინა მისი შპს ,,აგ-----’’-ს წარმომადგენლის სახით ხელმოწერა სასამართლო გზავნილზე (იხ. 08.08.2017 წლის სხდომის ოქმი - 16:27:44 - 16:28:00);

 

4.13. პალატას დადასტურებულად მიაჩნია ფაქტი, იმს შესახებ, რომ მოპასუხე - შპს ,,აგ-----’’-სა--ვის 2017 წლის 21 ივლისს ცნობილი იყო მის წინააღმდეგ შპს ,,ბა---ბლ----’’-ს მიერ აღძრული სარჩელის შინაარსის თაობაზე ამავე დღეს მისთვის სარჩელის და თანდართული მასალის ჩაბარების მეშვეობით. ამასთან ის გაეცნო წინამდებარე განჩინების 4.6. პუნქტში მითითებულ გზავნილის შინაარს და არასაპატიო მიზეზით გაუშვა შესაგებლის წარმოდგენის 10 დღიანი ვადა და არც უშუამდგომლია ამ ვადის გაგრძელების შესახებ;

 

4.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისა--ვის და მისი წარმომადგენლისა--ვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მა--განს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გა--ვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს;

 

4.15. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისა--ვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისა--ვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გა--ვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით;

 

4.16. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისა--ვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისა--ვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ შესაბამისი ორგანიზაციის სა--ანადოდ უფლებამოსილმა პირმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს;

 

4.17. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლო გზავნილი გაეგზავნა მოპასუხეს ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით (სამშენებლო ობიექტზე - მოპასუხის მითითებული მისამართი მხარეებს სადაოდ არ გაუხდია--) მოპასუხე - შპს ,,ა-----ს’’ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები (სასამართლო გზავნილი) მითითებულ მისამართზე 2016 წლის 21 ივლისს (ს.ფ. 65) ჩაბარდა გზავნილის მიმღებ ფიზიკურ პირს იმის მითითებით, რომ იგი არის შპს ,,აგ-----’’-ს წარმომადგენელი (ამავდროულად დადასტურებულია, რომ ის არის შპს ,,აგ-----’’-ს დამფუძნებლის და 100%-იანი წილის მფლობელის - ხ--------–--–---ს მეუღლე), საფოსტო უკუგზავნილზე დაფიქსირდა მიმღების პირადობის პირადი ნომერი. პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 13 ივნისის სასამართლოს უკუგზავნილებზე, რომლითაც ორგანიზაციას გაეგზავნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, გზავნილის მიმღები არის ,,შპს ,,აგ-----’’-ს დამფუძნებელი ხ--------–--–---’’. ამ უკანასკნელს გზავნილზე მიწერილი აქვს ასევე მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერიც, რაც ადასტურებს, რომ გზავნილის მიმღები მოპასუხე საზოგადოებისა--ვის გაგზავნილ საპროცესო დოკუმენტებს მოსარჩელის სახელით დაუბრკოლებლად იბარებდა;

 

4.18. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ გზავნილის მიმღები ფიზიკური პირი არ არის მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელი და მასთან არანაირი შეხება არ გააჩნია;

 

4.19. ანალოგიურ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლო 2018 წლის 04 მაისს მიღებულ განჩინებაში უთითებს, რომ ,,როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სასამართლო გზავნილი მოსარჩელეს გაეგზავნა იმ მისამართზე, რომელიც ამ უკანასკნელმა თავად მიუთითა სააპელაციო საჩივარში. ამავე მისამართზე წერილობითი კორესპონდენცია მოსარჩელეს მანამდეც – 2017 წლის 23 აგვისტოს გაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ და ჩაბარდა გზავნილის მიმღებ ფიზიკურ პირს იმავე მითითებით, რომ აღნიშნული ფიზიკური პირი ორგანიზაციის წარმომადგენელია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 2 თებერვლისა და 2017 წლის 23 აგვისტოს საფოსტო უკუგზავნილებზე გზავნილის მიმღების პირადობის მოწმობის პირადი ნომერიც იდენტურია, რაც ადასტურებს, რომ გზავნილის მიმღები მოსარჩელე საზოგადოებისა--ვის გაგზავნილ საპროცესო დოკუმენტებს მოსარჩელის სახელით დაუბრკოლებლად იბარებდა’’ (იხ. საქმე №ას-459-459-2018);

 

4.20. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოება--ა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

 

4.21. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, სა--ანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მა--ი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა;

 

4.22. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითება სადავო გზავნილის მიმღების არაუფლებამოსილებას მის მიერ დასახელებული გარემოების უპირობოდ დადგენილად მიჩნევისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება;

 

4.23. პალატა მიუთითებს მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რა დროსაც საკასაციო პალატამ გაიზიარა მხარის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გზავნილის მიმღები პირი ადრესატი მხარის თანამშრომელი არ იყო და აღნიშნული გარემოება დადასტურებულად მიიჩნია უტყუარი მტკიცებულების - შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ორგანიზაციის მიერ კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში გაცემული თანხისა და დაკავებული თანამდებობების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე (იხ. სუსგ 31.01.2017წ. №ას-1007-968-2016, სუსგ 9.02.2018წ. ას-17-17-2018);

 

4.24. ამდენად, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ სასამართლოს გზავნილი მოპასუხე მხარეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 201621 ივლისს;

 

4.25. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსა--ვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საა--ამდე;

 

4.26. პალატას მიაჩნია, რომ შესაგებლის წარმოდგენის საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 22 ივლისიდან და ამოიწურა ამავე წლის 31 ივლისს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს სასამართლოში არ წარმოუდგენია შესაგებელი და არც შუამდგომლობით მოუმართავს საპროცესო ვადის გაგრძელებაზე, ხოლო საჩივარში მითითებული გარემოება - რომ გზავნილი ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა - ვერ იქნა დადასტურებული მოპასუხის მიერ სა--ანადო მტკიცებულებებით;

 

4.27. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ჩაბარების დასტურიდან ირკვევა, რომ შპს ,,ბა---ბლ----“-ს სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა დ--------------ეს, რომელმაც თავად მიუთიუთა, რომ არის შპს ,,ბა---ბლ----“-ს წარმომადგენელი. მას როგორც კომპანიის წარმომადგენელს ჰქონდა ვალდებულება მის მიერ ჩაბარებული გზავნილი გადაეცა მოპასუხისა--ვის. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის უარყოფა, რომ დ--------------ე არ არის მისი წარმომადგენელი, რაც შესაბამისი მტკიცებულებებით მის მიერ დადასტურებული ვერ იქნა. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ მა-- გზავნილი არ ჩაბარებია-- კანონით დადგენილი წესით;

 

4.28. დადგენილია, რომ წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ა--ი) დღის ვადა, შესაბამისად მას შესაგებელი უნდა წარმოედგინა 2016 წლის 31 ივლისის ჩა--ვლით, მაგრამ მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსა--ვის;

 

4.29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა-გ" ქვეპუნქტების თანახმად, საქმის სასამართლო განხილვისა--ვის მომზადების მიზნით მოსამართლე - ა) უგზავნის მოპასუხეს სარჩელის (განცხადების) და ამ კოდექსით გა--ვალისწინებული დოკუმენტების ასლებს; ბ) დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას იმისთვის, რომ მან წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისა--ვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. გ) აფრთხილებს მოპასუხეს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ. მე-6-მე-7 ნაწილების მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია, თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისა--ვის დართული დოკუმენტების შესახებ წარუდგინოს სასამართლოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღებიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში;

 

4.30. ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას;

 

4.31. ვინაიდან, სასამართლოს გზავნილი (სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) ჩაბარდა მოპასუხე შპს ,,აგ-----“-ს წარმომადგენელს, პალატა მიიჩნევს, რომ ჩაბარება სრულად შეესაბაამება საპროცესო მოთხოვნებს და გამორიცხავს სსკ-ის 233.3-ე მუხლით გა--ვალისწინებული გარემოების არსებობას, რაც შეიძლება გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, შპს ,,აგ-----“-ს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი;

 

4.32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

4.33. იმის გა--ვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მა--, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება სსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, შპს ,,აგ-----“-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების, განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

შპს ,,აგ-----“-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ბა--უმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იქნა გადახდილი;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,აგ-----“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბა--უმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გა--ვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთა--ვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ა--ვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაურა მიქავა