განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2018
საქმის ნომერი
010210016001409461
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
18.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001409461

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-1297-17 18 აპრილი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ნ-----–- გ----ა დ----- მ---------ე ლ-------- გ--–-----ე კ----- ნ----–------ე

დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: 1) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, ლ-------- გ--–-----ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; 2) ნ-----–- გ----ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, 2015 წლის 5 ოქტომბერს, ნ-----–- გ----ასა და ლ-------- გ--–-----ეს შორის გაფორმებული, გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქ. ბ------–---------------------------–--–------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-------.7--- მესაკუთრედ ნ-----–- გ----ას აღრიცხვა.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

 

მოსარჩელე ლ-------- გ--–-----ეს (იგივე, ნ-----–- გ----ას სარჩელზე მოპასუხე) მითითებით, საკუთრებაში გააჩნია ქ. ბ------–---------------------------–--–-------ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0-------.7---, რომელსაც კანონიერი საფუძვლის გარეშე, დღემდე ფლობს ყოფილი მესაკუთრე - მოპასუხე ნ-----–- გ----ა და მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, არ აძლევს საცხოვრებელი ბინით თავისუფლად სარგებლობის უფლებას.

შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა იქნეს დადგენილი ნ-----–- გ----ას გამოსახლება სადავო საცხოვრებელი სახლიდან.

 

მოსარჩელე ნ-----–- გ----ას (იგივე,ლ-------- გ--–-----ეს სარჩელზე მოპასუხე) მითითებით, 2015 წლის 5 ოქტომბერს, ნ-----–- გ----ასა და ლ-------- გ--–-----ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების (ს/კ 0-------.7--- ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 6250 აშშ დოლარით. ხელშეკრულებით განისაზღვრა გამყიდველის ვალდებულება სამი თვის ვადაში გამოესყიდა ნასყიდობის საგანი.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რეალურად ადგილი ჰქონდა არა ნასყიდობას, არამედ სასესხო სამართლებრივ ურთიერთობას.

ნ-----–- გ----ამ ლ-------- გ--–-----ესაგან ისესხა 5500 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით. სესხი იყო სარგებლიანი და ის თვეში შეადგენდა 250 აშშ დოლარს. უძრავი ქონება საკადასტრო კოდით - 0-------.7-- წარმოადგენდა ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას (იპოთეკის საგანს).

ამგვარი შეთანხმების მიუხედავად, მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ბათილი ხელშეკრულება, რითაც თვალთმაქცურად დაიფარა რეალური სესხის ხელშეკრულება.

შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, 2015 წლის 5 ოქტომბერს, ნ-----–- გ----ასა და ლ-------- გ--–-----ეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების (ს/კ 0-------.7--- ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ნ-----–- გ----ას სარჩელი, მოპასუხე ლ-------- გ--–-----ეს მიმართ, 2015 წლის 5 ოქტომბერს, მხარეთა შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლებით, ბათილად ცნობისა და ქ. ბ------–-------------------------------–--–--------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-------.7--- მესაკუთრედ ნ-----–- გ----ას აღრიცხვის თაობაზე. 2. დაკმაყოფილდეს, მოსარჩელე ლ-------- გ--–-----ეს მოთხოვნა მოპასუხე ნ-----–- გ----ას მიმართ. 3. მოპასუხე ნ-----–- გ----ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს, მოსარჩელე ლ-------- გ--–-----ეს საკუთრებაში არსებული, ქ. ბ------–----------------------------–--–------ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0-------.7--- და ის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე ლ-------- გ--–-----ეს. 4. მოპასუხე ნ-----–- გ----ას, მოსარჩელე ლ-------- გ--–-----ეს სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარისა და გაწეული საადვოკატო ხარჯის ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით. 5. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის განჩინებით (13უზრ/16) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ლ-------- გ--–-----ეს აეკრძალა, მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბ---------------------------------–--–----- (ს/კ 0-------.7--- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. მოპასუხე ნ-----–- გ----ა 2015 წლის 5 ოქტომბრამდე საკუთრების უფლებით ფლობდა ქ. ბ------–---------------------------–--–------ში მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით - 0-------.7-- 2.2. 2015 წლის 5 ოქტომბერს, ნ-----–- გ----ასა და ლ-------- გ--–-----ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბ------–-------------------------------–--–--------ში, საკადასტრო კოდით -0-------.7--. უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 6250 აშშ დოლარით. ხელშეკრულების მე-3 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა უფლება - მოვალეობები, რომლის მიხედვით, გამყიდველი ნ-----–- გ----ა ვალდებული იყო, 3 თვის ვადაში დაებრუნებინა ნასყიდობის ღირებულება მყიდველისათვის (ლ-------- გ--–-----ესათვის). წინააღმდეგ შემთხვევაში, ლ-------- გ--–-----ეს ენიჭებოდა უფლებამოსილება მიემართა საჯარო რეესტრისათვის ვალდებულების ჩახსნისა და უძრავი ქონების ნებისმიერი ფორმით განკარგვის თაობაზე. 2.3. ნასყიდობის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლებით გაფორმებიდან სამი თვის ვადაში გამყიდველმა, ნ-----–- გ----ამ ვერ უზრუნველყო მყიდველისათვის - ლ-------- გ--–-----ესათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 6250 აშშ დოლარის დაბრუნება, რის შემდეგაც, ნ-----–- გ----ას უფლება, გამოესყიდა უძრავი ქონება გაუქმდა და ლ-------- გ--–-----ეს საკუთრების უფლება ქ. ბ------–---------------------------–--–------ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. 2.4. გარიგების დადების მომენტიდან, დავის განხილვის დროისათვის, ლ-------- გ--–-----ეს საკუთრებაში რეგისტრირებულ, ქ. ბ------–---------------------------–--–------ში მდებარე სადავო უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით - 0-------.7-- ფაქტობრივად ფლობს ნ-----–- გ----ა. 2.5. სასამართლო სხდომაზე ნ-----–- გ----ას შუამდგომლობით, მოწმის სახით დაკითხულმა რ--------- მი---–--ემ აჩვენა, რომ ეწევა სამაკლერო საქმიანობას. მოდავე მხარეები, ლ-------- გ--–-----ე და ნ-----–- გ----ა ერთმანეთს დაუკავშირდნენ სწორედ მისი მეშვეობით. ლ-------- გ--–-----ეს ნებას წარმოადგენდა თანხის გასესხება, სარგებლის მიღებით, ხოლო ნ-----–- გ----ას ესაჭიროებოდა თანხა სესხის სახით. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა არცერთი მხარის ინტერესში არ შედიოდა. ის რეალურად წარმოადგენდა სესხის უზრუნველყოფის საშუალებას. გარდა ამისა, სესხის თანხა შეადგენდა 5500 აშშ დოლარს, ხოლო 250 აშშ დოლარი - ყოველთვიურ სარგებელს. მოწმის განმარტებით, უშუალოდ თანხის გადაცემის ფაქტს არ დასწრებია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 54-56-ე, 319-ე, 327-ე, 509-510-ე, 477-ე, 170-ე, 172-ე, 311-ე, 312-ე მუხლებზე და განმარტა: მხარეთა შორის სადავოა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება - მათ შორის დადებული, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა და კანონშესაბამისობა. ნ-----–- გ----ას მითითებით, სადავო გარიგება რეალურად წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულებას, ხოლო ლ-------- გ--–-----ეს მითითებით, გარიგება ნამდვილია და სესხისა და იპოთეკის შესახებ გარიგებას მხარეთა შორის ადგილი არ ჰქონია. 2.7. დავის არსიდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის თაობაზე გარიგების დადასტურება შესაძლებელია მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში გამოხატული ნების ანალიზით, სესხის სახით თანხის გადაცემის ან მიღების ხელწერილით, ვალის აღიარების ხელშეკრულებით, თანხის გადახდის გრაფიკით, პროცენტის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებით ან სხვა მტკიცებულებით. მოსარჩელე ნ-----–- გ----ამ თავისი პოზიციის დასადასტურებლად წარმოადგინა სარჩელი და ზეპირი განმარტება, ასევე მოწმე რ--------- მი---–--ის ჩვენება, თუმცა სესხის ხელშეკრულების არსებობის დადასტურებას სჭირდება სათანადო, კანონით დადგენილი მტკიცება, რაც ნ-----–- გ----ას მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა და მისი არსებობა, მხოლოდ მოწმეთა ჩვენების საფუძველზე ვერ დადგინდება. 2.8. სასამართლომ მიუთითა, რომ ნ-----–- გ----ას მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ არსებობს მხარეებს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ეს ხელშეკრულება დადებულია მარეგისტრირებელ ორგანოში მხარეთა მონაწილეობით. მასზე შესრულებული ხელმოწერები სადავო არაა. თავად მოსარჩელის განმარტებით, ის დაჟინებით სთავაზობდა მოპასუხეს (ლ-------- გ--–-----ეს) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას, თუმცა ლ-------- გ--–-----ე არ ეთანმებოდა მას და ითხოვდა ნასყიდობის გარიგების გაფორმებას. ნ-----–- გ----ას ამ განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომ მხარეები საკმაოდ კარგად იყვნენ გარკვეული გარიგების არსში, მათთვის ცნობილი იყო განსხვავება ნასყიდობასა და სესხს შორის და აცნობიერებდნენ თითოეული ხელშეკრულების გაფორმების სამართლებრივ შედეგებს. ამდენად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ 2015 წლის 5 ოქტომბერს, ნ-----–- გ----ასა და ლ-------- გ--–-----ეს შორის ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის უფლებით გაფორმდა მხარეთა თავისუფალი და ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე. სესხისა და იპოთეკის შესახებ გარიგებას მხარეთა შორის ადგილი არ ჰქონია; უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით არ წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას - ამ ხელშეკრულებით სესხის თაობაზე შეთანხმება არ დაფარულა. ნ-----–- გ----ამ, 3 თვეში ვერ გადაიხადა ქონების საფასური, შესაბამისად, მან ხელიდან გაუშვა ყველა ის საშეღავათო უფლება, რაც მინიჭებული ჰქონდა გამოსყიდვის უფლებით. 2.9. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერი გამყიდველის ვალდებულების შესახებ სამი თვის ვადაში გამოესყიდა ნასყიდობის საგანი, ფაქტობრივად მოიცავდა/გულისხმობდა გამყიდველის უფლებას და არა ვალდებულებას, სამი თვის ვადაში გამოესყიდა ნასყიდობის საგანი. 2.10. ნ-----–- გ----ას წარმომადგენლის მტკიცება იმის შესახებ, რომ ნასყიდობის ფასი აშკარად არ შეესაბამება ნასყიდობის საგნის რეალურ ღირებულებას, გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან სადავო უძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულების ამსახველი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, მხარეები უფლებამოსილი არიან კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, მათ შორის ნასყიდობის ღირებულება. 2.11. უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ ლ-------- გ--–-----ეს სარჩელთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა: სარჩელის წარდგენის უფლება გააჩნია მხოლოდ მესაკუთრეს. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ-------- გ--–-----ე აღრიცხულია ქ. ბ------–---------------------------–--–-------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ. ასევე დადგენილია, რომ ამ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოსარჩელის (მესაკუთრის) ნების საწინააღმდეგოდ ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე ნ-----–- გ----ა და მესაკუთრეს არ აძლევს საკუთრებით თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს აქვს სრული უფლება მოსთხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხეს ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. შესაბამისად, ლ-------- გ--–-----ეს სასარჩელო მოთხოვნა, უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე დასაბუთებულია და სკ-ის 170-ე 172-ე მუხლების საფუძველზე უნდა დაკმაყოფილდეს.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მხარეთა ახსნა განმარტებებს და აღნიშნულის გათვალისწინებით შინაგანი რწმენის საფუძველზე ღებულობს საბოლოო გადაწყვეტილებას, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწმის ჩვენება, რომელმაც ნათლად აჩვენა რომ მხარეებს შორის არსებობდა მხოლოდ სასესხო ურთიერთობა და დაეყრდნო, მხოლოდ მოპასუხის ახსნა განმარტებას და ისე მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. 3.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ ნასყიდობის ფასს რეალურად აჭარბებდა ქონების საბაზრო ღირებულება, ამასთან ეგრეთწოდებული მყიდველი არ დაუფლებია ნასყიდობის საგანს. შესაბამისად, რეალურ ნასყიდობას ადგილი არ ქონია. 3.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ანალოგიურ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ გადაწყვეტილებები დაფუძნებულია მოწმეთა ჩვენებაზე.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 39--ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3.მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.5 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით ადგენს: 4.4. 2018 წლის 28 მარტს, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოწინააღმდეგე მხარის, ლ-------- გ--–-----ეს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ნ-----–- გ----ას სჭირდებოდა ფული და ლ-------- გ--–-----ემ ასესხა, მაგრამ რადგანაც საუბარი იყო ბინის ნასყიდობაზე, ლ-------- გ--–-----ე მხოლოდ იმ პირობით დაეთანხმა თანხის გადაცემას, თუ გაფორმდებოდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება (16:41:42-16:43:00). 4.5. დაზუსტებულ სარჩელში ლ-------- გ--–-----ემ მიუთითა, რომ ვინაიდან, სხვა საცხოვრებელი არ გაჩნდა, 2016 წლის 23 მაისს, ოფიციალური წერილით მიმართა მოპასუხეს (ნ-----–- გ----ას), რომლითაც განუმარტა, რომ თუ ის უარს იტყოდა მითითებული ქონებიდან გამოსვლაზე და მისთვის (ლ-------- გ--–-----ესათვის) თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარებაზე, ასეთ შემთხვევაში, თანახმა იყო, რომ ნასყიდობის საგანი მოპასუხისათვის (ნ-----–- გ----ასათვის) უკან დაებრუნებია მისთვის (ლ-------- გ--–-----ესათვის) 15000 აშშ დოლარის ერთი თვის ვადაში ანაზღაურების შემთხვევაში, რაზედაც მოპასუხემ არც უპასუხა. (იხ.ს.ფ.50) სამართლებრივი დასაბუთება სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს: 4.6. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ და საკომპენსაციოდაც შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს. ეს კარგად ჩანს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებშიც კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 511-ე და 512-ე მუხლების განმარტების საფუძველზე ირკვევა, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ნივთი გადადის მყიდველის მფლობელობაში, ე.ი. ამ გარიგების დადებისას შემძენის ინტერესი სწორედ ქონების დაუფლება და, გარიგების პერიოდში, ქონებით სარგებლობაა ამიტომ, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, ჩვეულებრივ, ხანგრძლივი დროით იდება. სამოქალაქო კოდექსის 514-ე მუხლით, გამოსყიდვის უფლების განხორციელების მაქსიმალური ვადაც (10 წელი) კი არის დაწესებული. ის რომ გამოსყიდვის უფლებით ნივთის შეძენისას მხარეთა ინტერესი სწორედ განკარგული ქონებისკენ არის მიმართული, ჩანს სამოქალაქო კოდექსის 510-ე მუხლიდანაც, რომლის თანახმად, გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. 4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო ამავე კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით, სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნიშნული ნორმებიდან ნათლად ჩანს, რომ სესხის ხელშეკრულება მიმართულია ფულის ან გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემისაკენ სასყიდლით ან უსასყიდლოდ. ე.ი. ამ გარიგების ობიექტი, სწორედ ფული ან გვაროვნული ნივთია, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე მეორეს გადასცემს და მხარეთა ინტერესიც სწორედ აქეთკენაა მიმართული. 4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა, მარტოოდენ, გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ამ ნორმის შესაბამისად, სადავო 2015 წლის 5 ოქტომბრის ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ გამოხატული ნებაც გონივრული განსჯის შედეგად უნდა დადგინდეს. იმისათვის, რომ სადავო გარიგება ჩაითვალოს ნასყიდობად, აუცილებელია, დადგინდეს, რომ გარიგებით მხარეებმა გამოხატეს უძრავ ქონებაზე ნ-----–- გ----ას საკუთრების დაკარგვისა და ლ-------- გ--–-----ეს მიერ, საკუთრების მოპოვების ნება, მხარეები შეთანხმდნენ გარიგების ფასზე და აპელანტისათვის გადახდილი თანხა წარმოადგენდა, სწორედ, ნასყიდობის საზღაურს. 4.9. ნ-----–- გ----ასა და ლ-------- გ--–-----ეს შორის 2015 წლის 5 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებიდან, ასევე საქმეზე მოწმის სახით დაკითხული რ--------- მი---–--ის ჩვენებით, ასევე სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის, ლ-------- გ--–-----ეს წარმოადგენლის განმარტებითა და დაზუსტებულ სარჩელში დაფიქსირებული ლ-------- გ--–-----ეს მოსაზრების შეფასების საფუძველზე ირკვევა, რომ გარიგების საგანი არა უძრავი ქონება, არამედ ფული იყო, კერძოდ: ხელშეკრულება დაიდო ძალზე მოკლე ვადით - სამი თვით; ნ-----–- გ----ას, ე.წ. გამყიდველს გასხვისების ნება არ ჰქონია, მისი სურვილი იყო უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის მიღება და გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადება ე.წ. მყიდველის, ლ-------- გ--–-----ეს მოთხოვნით გაფორმდა; ხელშეკრულების დადებისთანავე და მას შემდეგ, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, ე.წ. მყიდველი არ დაუფლებია უძრავ ქონებას და ასეთი სურვილი თავიდანვე არ გამოუხატავს; მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასი არ შეესაბამება ნივთის რეალურ ღირებულებას, რადგანაც გარიგების დადებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ ამ ქონების დაბრუნების სანაცვლოდ ე.წ. მყიდველმა ლ-------- გ--–-----ემ ნაცვლად თავდაპირველი ფასისა, გამოსყიდვის საფასურად ნ-----–- გ----ასაგან 15000 აშშ დოლარი მოითხოვა. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ დგინდება, რომ გარიგებით მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება მიმართული იყო, ერთი მხრივ, ნ-----–- გ----ას მიერ ქონებაზე საკუთრების დაკარგვისაკენ და, მეორე მხრივ, ამ ქონებაზე ლ-------- გ--–-----ეს საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ. შესაბამისად, გონივრულია აპელანტი (მოსარჩელე ნ-----–- გ----ა) მხარის პოზიცია, რომ სინამდვილეში, მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და რომ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა-6250 აშშ დოლარი წარმოადგენდა სესხად აღებულ თანხას და გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. 4.10. პალატა იმავდროულად აღნიშნავს, რომ მართალია, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობითაც, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, გარიგებით განსაზღვრული ფასი ძალზე შეუსაბამო და არაგონივრულია, ეს კი, დამატებით ადასტურებს, რომ გარიგებაში მითითებული ფასი იყო არა ნასყიდობის საზღაური, არამედ უზრუნველყოფილი ვალდებულების მოცულობა. 4.11. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). მოცემულ შემთხვევაში სადაო ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას. ამ შემთხვევაში მხარეებს სურდათ სხვა გარიგების დაფარვა. თუ მოჩვენებითი გარგების დროს მისი ბათილობის საკითხი წყდება მხარეთა ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერება-არამართლზომიერებით, თვალთმაქცური გარიგებისას გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ბათილი, ასევე ნამდვილი. რა სახისაც არ უნდა იყოს დაფარული გარიგება, თვალთმაქცური გარიგება მაინც უნდა ჩაითვალოს ბათილად, ხოლო თუ დაფარული გარიგება ნამდვილია, მაშინ იგი დაიკავებს თვალთმაქცური გარიგების ადგილს. 4.12. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 5 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა შეთანხმებას სესხის ხელშეკრულების თაობაზე, რომლის უზრუნველყოფაც მოხდა იმ დროისათვის ნ-----–- გ----ას საკუთრებაში რიცხული, ქ. ბ------–---------------------------–--–------ში მდებარე სადავო უძრავ ქონებით, საკადასტრო კოდით - 0-------.7--. შესაბამისად, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით, როგორც თვალთმაქცური გარიგებით დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად, მისი ბათილად ცნობისა და აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. 4.13. სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 312-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 4.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმისათვის, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი პირდაპირ გადავიდეს კრედიტორის საკუთრებაში, აუცილებელია, ეს პირდაპირ იყოს გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოვალე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის საკუთრებაში, თუ კრედიტორი და მოვალე, ამის თაობაზე, ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საჯარო რეესტრს. ვინაიდან, 2015 წლის 5 ოქტომბრის სადავო ხელშკრულება წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში მოპასუხე ლ-------- გ--–-----ეს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არასწორია. 4.15. რადგანაც მოპასუხეს, სადავო ნივთზე ფაქტობრივად გააჩნია არა საკუთრების, არამედ იპოთეკის უფლება, სასარჩელო მოთხოვნა უძრავი ქონების მესაკუთრედ ნ-----–- გ----ას აღრიცხვის თაობაზე საფუძვლიანია. 4.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. 4.17. ამავე კოდექსის 289-ე მუხლის თანახმად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ვინაიდან, მხარეებს შორის 2015 წლის 5 ოქტომბერს დადებული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით, როგორც თვალთმაქცური გარიგებით დაფარული იქნა ნამდვილი გარიგება-სესხისა და იპოთეკის თაობაზე, შესაბამისად თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სწორედ ზ/აღნიშნული დაფარული გარიგება და აღნიშნული გარიგების ძალაში შესვლისათვის, სკ-ის 289-ე მუხლის საფუძველზე უნდა მოხდეს მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. შესაბამისად, აპელანტის (მოსარჩელეს) მოთხოვნა იმ მიმართებით, რომ გარიგების ბათილად ცნობის შემთვევაში, სადავო უძრავ ქონებაზე, მხოლოდ მისი საკუთრების უფლება აღირიცხოს ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ქ. ბ------–--------------------------–--–------ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი 0-------.7---, ნ-----–- გ----ას საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად, უნდა განხორციელდეს ლ-------- გ--–-----ეს სასარგებლოდ, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაცია. 4.18. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ლ-------- გ--–-----ეს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, კერძოდ: ლ-------- გ--–-----ეს სასარჩელო მოთხოვნა ნ-----–- გ----ას უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე გამომდინარეობს უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და მუხლებში. მითითებული ნორმების მიხედვით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. 4.19. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. ბ------–--------------------------–--–------ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი 0-------.7--- საკუთრების უფლება გააჩნია ნ-----–- გ----ას, ლ-------- გ--–-----ეს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე უსაფუძვლოა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ლ-------- გ--–-----ეს სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. 4.20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 39--ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც ნ-----–- გ----ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმითა და ლ-------- გ--–-----ეს სარჩელის დაკმაყოფილებით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ნ-----–- გ----ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ლ-------- გ--–-----ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ ნ-----–- გ----ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ლ-------- გ--–-----ეს სასარჩელო მოთხოვნა, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს; ნ-----–- გ----ას სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად იქნეს ცნობილი, 2015 წლის 5 ოქტომბერს, ნ-----–- გ----ასა და ლ-------- გ--–-----ეს შორის გაფორმებული, ქ. ბ------–---------------------------–--–------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-------.7--- ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და ქ. ბ------–---------------------------–--–------ში მდებარე ს/კ 0-------.7-- უძრავი ქონება უნდა აღირიცხოს ნ-----–- გ----ას საკუთრებად და მასზე, ლ-------- გ--–-----ეს სასარგებლოდ განხორციელდეს იპოთეკის რეგისტრაცია.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ლ-------- გ--–-----ეს, ნ-----–- გ----ას სასარგებლოდ უნდა გადახდეს, მოცემული დავის ფარგლებში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1271 ლარის ანაზღაურება

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის განჩინებით (13უზრ/16) ნ-----–- გ----ას სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებით, ლ-------- გ--–-----ეს აეკრძალა, მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბ---------------------------------–--–----- (ს/კ 0-------.7--- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ვინაიდან, ნ-----–- გ----ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ არსებობს, ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-----–- გ----ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ლ-------- გ--–-----ეს სასარჩელო მოთხოვნა, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. ნ-----–- გ----ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

5. ბათილად იქნეს ცნობილი, 2015 წლის 5 ოქტომბერს, ნ-----–- გ----ასა და ლ-------- გ--–-----ეს შორის გაფორმებული ქ. ბ------–---------------------------–--–------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-------.7--- ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით;

6. ქ. ბ------–---------------------------–--–------ში მდებარე ს/კ 0-------.7-- უძრავი ქონება აღირიცხოს ნ-----–- გ----ას საკუთრებად და მასზე, ლ-------- გ--–-----ეს სასარგებლოდ განხორციელდეს იპოთეკის რეგისტრაცია;

7. ლ-------- გ--–-----ეს, ნ-----–- გ----ას სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი საპროცესო ხარჯის-1271 ლარის ანაზღაურება;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე