განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700050679
საქმე #1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
სხდომის მდივანი: ეკატერინე დიხამინჯია
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენით;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ------–-------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი: ნ--------–--–--ე
მსჯავრდებული - ნ-----–---------------ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: №-------------------------–-------–-–--------------------------------–--------------–------------------------–-----------–--------------–-------------------–--------------------------------–--
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ნ-----–---------------ეს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ ნ-----–---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ--------–--–--ემ (აპელანტი) წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ნ-----–---------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ყველა ეტაპზე დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმები და შესაბამისად, მსჯავრდებულის უფლებები. პროცესუალური ნორმების დარღვევას ჰქონდა ადგილი, როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე საქმის არსებითი განხილვის დროს, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა ტენდეციურად და ბრალდების მხარის დაუსაბუთებელი შუამდგომლობები დააკმაყოფილა. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას დაშვებულია არაერთი დარღვევა. კერძოდ, ბრალდების მხარის ხელოვნურად შექმნილ „მტკიცებულებზე“ დაყრდნობით 2016 წლის 20 სექტემბერს განხორციელდა ნ-----–---------------ის უკანონო დაკავება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება.
საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს მხრიდან დაირღვა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი, ვინაიდან, სასამართლოს მიერ ხდებოდა დაცვის მხარის მიერ დასმული შეკითხვების განრიდება, მაშინ როცა, ბრალდების მხარის იგივე შეკითხვები დაშვებული იყო.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში აპელირებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 251-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმადაც მხარეებს უფლება არ აქვთ, გამოსვლაში დაიმოწმონ ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში არ გამოკვლეულა, შესაბამისად, სასამართლოსაც აღარ შეუძლია აღნიშნული მტკიცებულება შემაჯამებელი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად გამოიყენოს.
დაცვის მხარე ასევე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოხდა მტკიცებულებების, კერძოდ, მ-----–------–-–---–ისაგან შესყიდვის აქტის, სასაქონლო ზედნადების და მინდობილობის ამოღება სასამართლო კონტროლს გარეშე, რაც უკანონოა.
საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის №0-------- დასკვნაში მითითებულია, რომ მილები არის მეორადი დანიშნულების, თუმცა მათი მდგომარეობის აღწერა დასკვნაში საერთოდ არ არის ასახული. რაც შეეხება სასამართლო სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- დასკვნას, რომლის თანახმადაც 425-იანი მეორადი მილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 110 ლარს, ხოლო 520-იანი მილისა - 130 ლარს, მინიმუმ საეჭვოა, ვინაიდან დასკვნის ავტორმა ნ-----–---------–---მა დაკითხვისას დაადასტურა, რომ ამა თუ იმ მეორადი საქონლისა თუ ნივთის ღირებულება გამომდინარეობს მისი ფიზიკური მდგომარეობიდან. მას გამოსაკვლევი მილები არ უნახავს და მათი შეფასებისას იხელმძღვანელა საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით. თუმცა დაცვის მხარის შეკითხვაზე მიეთითებინა საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში კონკრეტული ჩანაწერი, რომელიც მილების მდგომარეობას ასახავდა, ვერ შეძლო, რადგანაც ასეთი ჩანაწერი დასკვნაში არ არსებობს. უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ მილების ფასი დაადგინა ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გასვლის შედეგად მილების გამყიდველებთან ფასის შესახებ დასმული შეკითხვით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრულია, რომ ექსპერტიზა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებათა დადგენა. ამდენად აშკარაა, რომ ლითონის მილების ღირებულების შეფასება კანონის დადგენილი წესით, არც დადგენილა და არც სასამართლოში გამოკვლეულა.
დაცვის მხარე მიუთითებს, რომ სასამართლოს მსჯელობა ქურდობის მცდელობის ნაწილშიც დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლოში დაკითხულმა არაერთმა მოწმემ და მათ შორის მილების მჭრელებმაც დაადასტურეს, რომ მათი ი---–--ს მთაზე მისვლისას ადგილზე ნახეს დიდი რაოდენობით დაჭრილი მილები, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ძველი დაჭრის კვალი. სასამართლომ უკრიტიკოდ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და დაუდგენელ პირთა მიერ, სხვა დროს დაჭრილი მილების ქურდობის მცდელობაც ნ-----–---------------ეს დააბრალა.
საპელაციო სასამართლოში რეპლიკის ეტაპზე ნ-----–---------------ემ გ-------------ეზე გასხვისებული 16 ნაწილად დაჭრილი, 520 მმ დიამეტრის მქონე ლითონის მილის ქურდობის ეპიზოდში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, რაც გამოიხატა იმაში, რომ მითითებული მილების ქურდობის ფაქტი დაადასტურა, მაგრამ არ დაეთანხმა საქმეში არსებულ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას და განმარტა, რომ ამ მილების ღირებულება არის 10000 ლარზე ნაკლები, შესაბამისად დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად ითხოვა კვალიფიკაციის შეცვლა, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტის გადაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტზე (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). იმავე რეპლიკის ეტაპზე ნ-----–---------------ემ ქურდობის მცდელობის ეპიზოდშიც თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას განზრახული ჰქონდა მხოლოდ სატვირთო მანქანაზე დატვირთული 13 ცალი 6,5 მეტრი სიგრძის და 425 მმ დიამეტრის ლითონის მილების ქურდობა, რომლის ღირებულება ასევე არ აღემატება 10000 ლარს, ხოლო ადგილზე არსებული დანარჩენი დაჭრილი მილები მას არ დაუჭრია, მათი წაღების განზრახვაც არ ჰქონია და ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტის გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტზე (ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და საბოლოოდ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.
დაცვის მხარე, განაჩენის უცვლელად დატოვების ან/და სხვა კვალიფიკაციით მსჯავრდებულისათვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში ალტერნატივის სახით ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის შესაბამისად, ნ-----–---------------ისათვის სასჯელის მოხდის გადავადებას და სხდომის დარბაზიდან გათავისუფლება, ვინაიდან მას აქვს ე.წ. ბეხტერეევის დაავადება და აღნიშნული მიეკუთნება დაავადებათა იმ კატეგორიას, რომელიც ხელს უშლის სასჯელის შემდგომ მოხდას.
მსჯავრდებული ნ-----–---------------ე სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო განაჩენი. სისხლის სამართლის მთელი პროცესის დროს ირღვეოდა, როგორც მისი და მისი ადვოკატის, ასევე, მისი ოჯახის წევრების უფლებები. სასამართლომ პროცესის ბოლომდე დარბაზიდან უსაფუძვლოდ გააძევა მისი მეუღლე და შვილი. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მან მოითხოვა რ-----------------ის გამოძიების დროს მიცემული ჩვენების გასაჯაროვება, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის კატეგორიული წინააღმდეგობისა და რ-----------------ის უარის გამო. ხოლო გ-------------ის ჩვენება, იმის მიუხედავად, რომ მას ასეთზე თანხმობა არ განუცხადებია, მაინც გასაჯაროვდა. აპელანტის მტკიცებით განაჩენის სამოტივაციო ნაწილში მსჯავრდებულის სასარგებლო ჩვენებას და მტკიცებულებას ავლილი აქვს გვერდი. მსჯავრდებული ასევე მიუთითებს, რომ მას აქვს მრავალი დაავადება, მათ შორის ერთერთი ურთულესი დაავადებაა ე.წ. ხრტილების გაძვლოვანება, რაც უზღუდავს მოძრაობას და ძილის დროს გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს, რის გამოც მისთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში ითხოვს სასჯელის გადავადებას.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ლ------–-------–---–მა სააპელაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება, ვინაიდან, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არის დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყარად დადასტურდა ნ-----–---------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მოწმეების ჩვენებებით უდავოდ დადასტურდა, რომ 2016 წლის 02 აგვისტოს ნ-----–---------------ის მითითებით დ------- რაიონში ი---–--ს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე აყვანილი იქნა სპეციალური ტექნიკა, რომლებმაც ამ უკანასკნელის მითითებით მიწიდან ამოიღეს 520 მმ დიამეტრის მქონე 180,8 მეტრი ლითონის მილი, რომელიც დაჭრილი იყო 16 ნაწილად. დაზარალებულისგან ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მილები ნ-----–---------------ემ გადასცა გ-------------ეს, რომელმაც თავის მხრივ მილები გაასხვისა 13500 ლარად. აღნიშნული ქურდობით ნ-----–---------------ემ დ------- მუნიციპალიტეტს მიაყენა 23 504 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.
2016 წლის 03 აგვისტოს ნ-----–---------------ემ განიზრახა იმავე ტერიტორიიდან ლითონის მილების ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. იმავე დღეს დ------- რაიონის ი---–--ს მთაზე გამავალი სარწყავი სისტემის შემადგენელი ლითონის მილები ნ-----–---------------ის მითითებით დაიჭრა რამდენიმე ნაჭრად, წასაღებად გამზადებული ლითონის მილების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 52 699 ლარი, თუმცა მან ვერ შეძლო დანაშაულის სისრულეში მოყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ლითონის მილების ვარგისიანობა და ღირებულება დადასტურებულია სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზების დასკვნებით. ბრალდების მხარემ, ასევე, წარმოადგინა ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული მასალები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რაც უდავოდ ადასტურებს ნ-----–---------------ის ბრალეულობას და მის მიერ ორი დამოუკიდებელი განზრახ დანაშაულის ჩადენას. ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს პირდაპირი მტკიცებულება, რაც ნ-----–---------------ის ორგანიზატორობას ადასტურებს და ამაში არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. როგორც წერილობითი დოკუმენტით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ მილები იყო დ------- მუნიციპალიტეტის საკუთრება და არსებული კანონის შესაბამისად აღრიცხული იყო თვითმართველი ერთეულის ბალანსზე.
ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის აპელირება თითქოს და ლითონის მილების ღირებულება 10 000 ლარზე ნაკლებია, არ შეესაბამება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებეს, ვინაიდან, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და დაკითხული პირი ი-----–----------–---–ი არ არის ექსპერტი, მას არ გააჩნია არანაირი ლიცენზია და ამავდროულად არის ნ-----–---------------ის ნაცნობი. დაცვის მხარის პოზიცია ამ ნაწილში წინაარმდეგობაში მოდის საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივ გარემოებასთან. მათ შორის უნდა აღინიშნოს სასამართლოზე დაკითხული გ-------------ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა რომ 2016 წლის 02 აგვისტოს ნ-----–---------------ისგან შეძენილი 16 ცალი მილი გაყიდა 13 500 ლარად შპს „ნ---------–ზე“, ამ უკანასკნელმა კი მილები შეიძინა შემდგომი რეალიზაციის მიზნით და ბუნებრივია ექსპერტების მიერ ლითონის მილების შეფასება მოხდა აბსოლუტურად ობიექტურად საბაზრო ფასის გათვალისწინებით. მსჯავრდებულ ნ-----–---------------ე და მისი ადვოკატი სააპელაციო საჩივარში მოიხსენიებენ ნ-----–---------------ის ბრალდებულად დაკავებისა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების კანონიერების საკითხს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულს დანიშნული აქვს სასჯელი, შესაბამისად დაკავებისა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების კანონიერების განხილვა არ წარმოადგენს სასამართლოს განსახილველ საკითხს. ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ნ-----–---------------ის და მისი ადვოკატის პოზიცია გაურკვეველია, ვინაიდან უთითებენ მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებს მათ ბრალეულობას და სურთ, რომ მათი სურვილებისამებრ წარიმართოს მართლმსაჯულება, რაც არასწორი და არაკანონიერია. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებელია სასჯელის გადაავადების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილშიც და ყოველივე ზემაღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სასამართლომ დაადგინა:
ნ-----–---------------ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ-----–---------------ემ განიზრახა დ------- რაიონში ი---–--ს მთებზე გამავალი, დ------- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარწყავი სისტემის შემადგენელი ლითონის მილების ქურდობა. 2016 წლის 02 აგვისტოს ნ-----–---------------ის მითითებით ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე აყვანილი იქნა მუშები და სპეციალური ტექნიკა, რომლებმაც ამ უკანასკნელის მითითებით მიწიდან ამოიღეს 520 მმ დიამეტრის მქონე 180,8 მეტრი ლითონის მილი, რომელიც დაიჭრა 16 ნაწილად. დაზარალებულისგან ფარულად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მილები ნ-----–---------------ემ გადასცა გ-------------ეს, რომელმაც თავის მხრივ მილები გაასხვისა ერთი მეტრი 75 ლარად. აღნიშნული ქურდობით ნ-----–---------------ემ დ------- მუნიციპალიტეტს მიაყენა 23 504 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.
ნ-----–---------------ე ასევე ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 03 აგვისტოს ნ-----–---------------ემ განიზრახა იმავე ტერიტორიიდან ლითონის მილების ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგი მისაკუთრების მიზნით. იმავე დღეს, დ------- რაიონის ი---–--ს მთაზე სარწყავი სისტემის შემადგენელი ლითონის მილები ნ-----–---------------ის მითითებით დაიჭრა რამოდენიმე ნაჭრად. საიდანაც 13 ცალი 425 მმ ლითონის მილი, საერთო სიგრძით 82 მეტრი, დაიტვირთა ავტომობილზე, ხოლო 327 მეტრი 520 მმ დიამეტრის მილები დაიჭრა 30 ნაჭრად და გამზადდა წასაღებად, ასევე წასაღებად გამზადდა 6 მეტრი სიგრძის 425 მმ დიამეტრის ერთი ცალი ლითონის მილი. ნ-----–---------------ის მიერ 2016 წლის 03 აგვისტოს წასაღებად გამზადებული ლითონის მილების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 52 699 ლარი, თუმცა ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის მუშაკებმა შეაჩერეს ავტომობილი და აღკვეთეს ნ-----–---------------ის დანაშაული.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სააპელაციო სასამართლოში ნ-----–---------------ემ განმარტა, რომ ქურდობის მცდელობის ეპიზოდში 13 მილის გადასატანად, რომელიც ადგილზე დააკავეს, დაქირავებული ჰქონდა პატარა მანქანა, ამიტომ მასზე დატვირთული მილები ექსპერტების შეფასებითაც კი 10 000 ლარს არ აღემატება, რადგან დაჭრილი იყო მოკლედ - 6,50 მეტრად. მართალია, მან რ-----------------ს დააველა ამ მილების ამოღება, მაგრამ მეტის წაღება არ სურდა. წინააღმდეგ შემთხევავში დიდ მანქანას დაიქირვებდა და ისე წაიღებდა. მართალია, ამოთხარეს 500-იანი მილები, მაგრამ ნახეს, რომ არ ვარგოდა, ჯართადაც არ ივარგებდა და ამიტომ გადავიდნენ სხვა ადგილას, შედარებით უფრო ქვემოთ. ამოიღეს იმდენი მილი, რამდენის წაღებაც სურდა კლიენტს. დამთავრებული ქურდობის ეპიზოდში კი მან ხ------ მილები 9000 ლარად მიყიდა, რაც მთლიანად არც გადაუხდია. მართალია, შეთანხმებული სხვა თანხაზე იყვნენ, მაგრამ ნახა, რომ მილები უვარგისი იყო მეტი არ გადაუხადა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის დაკითხული რ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის ზაფხულში, ივლისის თვის ბოლოს, ორთაჭალაში გაიცნო ნ-----–---------------ე. მოგვიანებით, ნ-----–------ დაურეკა და უთხრა, რომ მილების ამოღებაზე 10 დღიანი სამუშაოები იყო შესასრულებელი და სჭირდებოდა ტრაქტორი და ამწეკრანი. ნ-----–---------------ის დავალებით, ზუსტი დღე არ ახსოვს, ი---–--ს მთაზე მილების ამოსაღებად დაიქირავა ექსკავატორი და ორი მუშა. მისთვის უცნობია, თუ საიდან იცოდა ნ-----–---------------ემ მილების არსებობის თაობაზე. მისთვის, როგორც, მილების ამოღებაზე ზედამხედველი მუშისთვის, უნდა გადაეხადა დღიურად 50 ლარი. ტექნიკის მძღოლთან შეთანხმების თანახმად, კი ნ-----–---------------ეს მომსახურებაში უნდა გადაეხადა 450 ლარი. ერთ დღეს, დაურეკეს და უთხრეს, რომ მისულიყო იმ ადგილას, სადაც მილების ამოღების სამუშაოები მიმდინარეობდა. მისვლისას დახვდა პოლიცია, რომელსაც აინტერესებდა თუ ვინ უწევდა ზედამხედველობას მათ საქმიანობას. მან განუმარტა, რომ ეს ტექნიკა და მუშები მან მიიყვანა, ხოლო ზედამხედველობას უწევდა ნ-----–---------------ე. პოლიციის მისვლის თაობაზე შეატყობინა ვინმე ა------- და ნ-----–---------------ეს. ამ უკანასკნელს, მოგვიანებით, სოფელ კარაბულახის გასასვლელთან შეხვდა და მიიღო დავალება, რომ სამუშაოები დროებით შეეჩერებინა. თავდაპირველად, მან ნ-----–---------------ისგან იცოდა, რომ მილები, რომლებსაც ი---–--ს მთაზე იღებდნენ, არავის ბალანსზე არ იყო აღრიცხული. მოგვიანებით, გამგეობაში გაიგო, რომ მილები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა, რის თაობაზეც საქმის კურსში ჩააყენა რაიონის გამგებელი. ი---–--ს მთაზე ამოღებული მილები ნ-----–---------------ემ გ-------------ეს მიჰყიდა, რაც დადასტურებულია დოკუმენტაციაზე ნ-----–-----ს ხელმოწერით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე-–-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ (ზუსტი თარიღი არ ახსოვს) დაურეკა მისმა ნაცნობა რ-----------------მა და უთხრა, რომ სჭირდებოდა მუშები მილების დახსნასა და შეერთებაზე, რაზეც დასთანხმდნენ თვითონ და მისი ნათესავი - ნ-----–-----–---ი. ი---–--ს მთაზე, სამუშაოების წარმოების ადგილას მან ნახა სამი ქართველი პიროვნება, რომლებიც მათ უყურებდნენ და აკვირდებოდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი ნ-----–---------------ეს გავდა, რისი დაბეჯითებით თქმაც დიდი დროის გასვლის გამო არ შუძლია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-----–-----–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ მილების ამოღებაზე მუშაობდა მუშად ე-–-------------თან ერთად. სატვირთო მანქანაზე დატვირთეს 13-15 ცალი მილი. რ-----------------ისაგან იცის, რომ ამ საქმის უფროსი იყო ვინმე ნ----, რომლის გვარიც არ იცის. თითოეულს ორ დღეში შესრულებული სამუშაოსთვის უნდა აეღოთ 80 ლარი. სამუშაოების შესრულების მეორე დღეს მათთან მივიდა პოლიცია და იქ მყოფები წაიყვანეს. მუშაობისას მიწიდან წყლის მილები ამოიღეს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ პირადად ნ-----–---------------ეს არ იცნობს. ის არის ექსკავატორის (ტრაქტორის) მფლობელი - მძღოლი. 2016 წლის 31 ივლისს დაურეკა რ-----------------მა და უთხრა, რომ სურდა მისი ნახვა. შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ მისი ექსკავატორით, სამი თვის განმავლობაში იმუშავებდა დმანისში მილების მიწიდან ამოღებაზე. გადასახდელ თანხაზე მხოლოდ მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც რ-----------------მა აღნიშნული ოდენობა ტელეფონით შეატყობინა მისთვის უცნობ პიროვნებას. მუშაობის დროს, საღამოს, დაახლოებით 5 საათზე, დაურეკა ტრაქტორის მძღოლმა და უთხრა, რომ პოლიცილები იყვნენ მისულები და სამუშაოები შეაჩერეს. რ-----------------ისგან იცის, რომ აღნიშნული საქმის ხელმძღვანელი იყო ნ-----–---------------ე, რომელსაც დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა. 03 აგვისტოს, მას შემდეგ რაც, მისი ტექნიკა პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს, რ-----------------მა მისცა მას საქმის ხელმძღვანელის - ნ-----–---------------ის მობილური ტელეფონის ნომერი 5-----------, რომელზეც ამ უკანასკნელს ეკონტაქტებოდა. 2016 წლის სექტემბრის თვეში, კვლავ ცდილობდა დაკავშირებოდა ნ-----–-----, თუმცა არ პასუხობდა. 2016 წლის 20 სექტემბერს 12:27 საათზე მისგან მიიღო მოკლეტექსტური შეტყობინება, რომ იმყოფებოდა დაკითხვაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----–---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ამწეკრანის მფლობელი. 2016 წლის 02 აგვისტოს დილით დაუკავშირდა პიროვნება, როგორც მოგვიანებით გაარკვია, რ-----------------ი, რომელმაც უთხრა, რომ დმანინსის რაიონში მილების დასატვირთად სჭირდებოდა ამწეკრანი. მის შეკითხვაზე კი უპასუხა, რომ ყველაფერი კანონიერად ხდებოდა. შეთანხმების თანახმად, ამწეკრანით განხორციელებული სამუშაოს საფასურად დღეში გადაუხდიდნენ 400 ლარს. მანქანაზე მილების დატვირთვის დროს, იქ სადაც გათხრები მიმდინარეობდა, მივიდა პოლიცია. პოლიციის თანამშრომლებმა, მას და მის მანქანასაც გადაუღეს სურათები, ჩაინიშნეს მონაცემები და არკვევდნენ, თუ ვისი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა სამუშაოები. ის დაუკავშირდა რ-----------------ს, რომელსაც ამცნო განვითარებული მოვლენების შესახებ. რ-----------------ი მალევე მივიდა მათთან და უთხრა, რომ პრობლემა არ შეიქმნებოდა და ყველაფერი მოგვარდებოდა. პოლიციის უფროსის შეკითხვაზე რ-----------------მა განმარტა, რომ ის დაიქირავა ნ-----–---------------ემ. მან მიიღო მითითება, რომ სანამ ყველაფერი არ გაირკვეოდა, მუშაობა არ გაეგრძელებინათ. ადგილზე ერთი პოლიციის თანამშრომელი დარჩა, რომელიც მოგვიანებით წავიდა. რის შემდეგ კვლავ გააგრძელეს მუშაობა, რადგან დარეკა პიროვნებამ, რომელმაც ისინი დაარწმუნა გაეგრძელებინათ მილების ამოღება. მიწიდან ამოიღო კოდევ 18 მილი. ვინაიდან მისი მანქანა ტალახში ჩაეფლო და ვერ ამოიყვანა საღამოს უკან რ-----------------ის მანქანით ბრუნდებოდნენ, რა დროსაც სოფელ კარაბულახთან საპირისპიროდ მომავლმა მანქანამ ფარები აუნთო. რ------------------ თქვა, რომ მისი უფროსები იყვნენ და ისინი გაჩერდნენ, მოპირდაპირე მანქანიდან ნ-----–---------------ე გადმოვიდა. ეს პიროვნება, რომ ნ-----–---------------ე იყო მისთვის ცნობილი გახდა რ-----------------ისგან, მეორე დღეს კვლავ მიდიოდა მუშაობა, რა დროსაც დააკავა პოლიციამ. მას არანაირი საბუთები არ მოუთხოვია რ-----ისათვის და შესაბამისად არც უნახავს ისინი.
რ----–---------–---–ის ჩვენება ასევე დადასტურებულია 2016 წლის 05 აგვისტოს დ------- რაიონის სოფელ ი---–--ში მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და მასზე დართული ფოტოსურათებით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-----–---------------ე მივიდა მასთან სამსახურში და შეუთანხმდა, რომ 500 ლარს გადაუხდიდა და მისი სატვირთო ავტომანქანით ბოლნისიდან თბილისში ე.წ. ელიავას ბაზრობაზე მილები უნდა ჩამოეტანა. წინასწარ მისცა საწვავის თანხა 200 ლარი. როდესაც სოფელ გ---------თან მთაზე ავიდა, სადაც მილები იყო დაჭრილი, დახვდა მილების მჭრელები და ტრაქტორისტები. მათ დაიწყეს ტრაქტორით მილების მანქანაზე დატვირთვა. როდესაც 13 ცალი მილი მანქანაზე დააწყვეს, მათთან პოლიცია მივიდა და სთხოვა საბუთების წარდგენა. აღნიშნული აცნობა ნ-----–---------------ეს, რომელმაც უთხრა, რომ ეს მილები იყო მისი საკუთრება და დაელაპარაკებინა ის კაცი, თუმცა პოლიციელი მას არ დაელაპარაკა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დ------–------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 1 აგვისტოს დაუკავშირდა ნ-----–---------------ე და შეხვდა ქ.რუსთავში სასტუმრო „რუსთავთან”. მისგან გაიგო, რომ დმანისში მილები ჰქონდა დასაჭრელი, რომელსაც ხუთი დღე დასჭირდებოდა. შეთანხმდნენ ფასზე, დღიურად 80 ლარზე. სამუშაო უნდა დაეწყო 2 აგვისტოდან. იგი თავის მხრივ დაუკავშირდა გ-----------–---–ს და პ-------------ეს დასახმარებლად. მეორე დღეს, დილით სამივე იყვნენ სამუშაო ადგილას, ი---–--ს მთაზე. მითითების თანახმად, სასწრაფოდ უნდა დაეჭრათ 13 ცალი 6 მეტრი სიგრძის 400-იანი მილები. 02 აგვისტოს სამივემ დაჭრეს 14 ცალი მილი. 3 აგვისტოს დაჭრეს 29 ცალი დაახლოებით 10-10,50 მ სიგრძის 500 მმ-იანი მილი. იმავე დღეს - 3 აგვისტოს, 2 აგვისტოს დაჭრილი 13 მილი დაიტვირთა სატვირთო ავტომობილზე, მათ კი დატოვეს აღნიშნული ადგილი და უნდა შეხვედროდნენ ნ-----–---------------ეს ანაზღაურების ასაღებად. გზაში გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და წაიყვანეს დასაკითხად.
დ------–------------ის ჩვენება დადასტურებულია, 2016 წლის 4 აგვისტოს მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და მასზე დართული ფოტოსურათებით.
დ------–------------ის მიერ წარმოდგენილი, მის სახელზე რეგისტრირებული ტელეფონის ნომრის დეტალური ამონაბეჭდით დადგენილია, რომ 2016 წლის 01 აგვისტოდან 03 აგვისტომდე მასსა და ნ-----–---------------ეს შორის იყო ინტენსიური სატელეფონო კომუნიკაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------–---–ის ჩვენებით დაგენილია, რომ 2016 წლის 01 აგვისტოს დ------–------------ემ დაურეკა და უთხრა, რომ დმანისში მილები იყო მიწიდან ამოსაღები და დასაჭრელი და შესთავაზა მასთან მუშაობა. მეორე დღეს დ------–---ის მანქანით ჩავიდნენ გ---------ში მითითებულ ადგილას, სადაც აირმჭრელით უნდა დაეჭრათ მილები. შესრულებული სამუშაოსთვის ასანაზღაურებელ თანხას დ------–------------ეს ნ-----–---------------ე აძლევდა. პირველ დღეს დ------–------------ის მითითებით დაიჭრა 400-იანი მილები, რაც მეორე დღის საღამოს დაიტვირთა მანქანაზე, დაახლოებით 12-13 მილი. ასევე დაიჭრა 500-იანი სარწყავი მილები. მილები იყო ძველი ამოღებული და დაჟანგებული. დ------–------------ე ნ-----–---------------ისგან იღებდა მითითებებს, თუ რა რაოდენობის მილები უნდა დაჭრილიყო. ყველაფერს დ------–---ის მითითებით აკეთებდა. დ------–---ი და ნიკა ურეკვდნენ ერთმანეთს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პ-------------ემ სასამართლოს მისცა გ-----------–---–ის ჩვენების ანალოგიური ჩვენება და დამატებით განმარტა, რომ დ------–------------ის დამკვეთი იყო ნ-----–---------------ე. გზაში როდესაც მიდიოდნენ დ------–---ს ნ-----–----- ურეკავდა და გზას ასწავლიდა. ამ სამუშაოების დროს მუშების მიმართულებას დ------–---ი ხელმძღვანელობდა, ხოლო თუ ვინ ხელმძღვანელობდა ტექნიკის მიმართულებას, მისთვის უცნობია. როგორც მისთვის ცნობილია, მათ მიერ დატვირთული მანქანა პოლიციამ დააკვა, რადგან მილები მოპარული იყო. პ-------------ემ ასევე განმარტა, რომ რ-----------------ს არ იცნობს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--------------ის ჩვენებით დადგენელია, რომ არის დ------- მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2016 წლის აგვისტოს დასაწყისში მისთვის ცნობილი გახდა, რომ დ------- მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მილების მოპარვის ფაქტს ჰქონდა ადგილი. როგორც მას უთხრეს, თითქოს საქმის კურსში თვითონაც იყო. ამის თაობაზე მიმართა პოლიციას და პროკურატურას. მოგვიანებით შეიტყო, რომ აღნიშნულ ფაქტზე დაკავებული იყო ვინმე ნ-----–---------------ე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის მძღოლი, რომელიც დაიქირავა გ-------------ემ დმანისიდან მილების ქ.ხ-–----ში გადასაზიდად. როგორც გ-------------ისგან მისთვის ცნობილი გახდა მილები მოპარული არ იყო, შეიძინა ნ-----–---------------ისგან და დოკუმენტაცია ჰქონდა წესრიგში. 2016 წლის 2 აგვისტოს ავიდა ი---–--ს მთაზე, სადაც ეწყო დასატვირთი მილები. ადგილზე მობილიზებული იყო ტექნიკა და მუშები. მილების დატვირთის დროს შეჩერდა მუშაობა პოლიციის მოთხოვნით, შემდეგ ისევ განახლდა და საღამოს, დაახლოებით 7 საათზე, მის ა/მანქანაზე დატვირთული იყო 11 მეტრიანი 16 მილი. აღნიშნული მილები მეორე დილით ხ-–----ში მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში დაცალა. აღნიშნული მილების კანონირების საბუთი გ-------------ეს ხელში ეჭირა, თუმცა მას არ წაუკითხავს.
გ-------------–-–---–ის ჩვენება დადასტურებულია 2016 წლის 18 აგვისტოს ქ. ხ-–----ში შედგენილი მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და მასზე დართული ფოტოსურათებით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ექსკავატორის მძღოლის ფ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 2 აგვისტოს დ------- რაიონის ერთ-ერთ სოფლის მიმდებარე მთიდან, რომლის სახელი არ იცის, რ-----ის დაქირავებით მიწაში ჩაფლული - 500 მილიმეტრიანი დიამეტრის მილები მიწისგან გაათავისუფლა, ტერიტორიაზე ელაგა სხვა გასუფთავებული და დაჭრილი მილებიც, დაახლოებით 12 მეტრი სიგრძის 16 ან 17 ცალი, აღნიშნული მილები გადააგორა ექსკავატორით, რადგან მანქანაზე დატვირთვა ადვილად მომხდარიყო. 2 აგვისტოს ტრაილერი დაიტვირთა 16-17 მილით, ასევე მიიღო მონაწილეობა დაახლოებით 13-14 მილის დატვირთვაში. (იხ. ტ.1. ს.ფ. 223-229).
ფ----------------ის ჩვენება დადასტურებულია, 2016 წლის 4 აგვისტოს დ------- რაიონის სოფელ ი---–--ში მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და მასზე დართული ფოტოსურათებით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ა-–----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის დ------- რაიონული სამმართველოს უფროსი. მისთვის, 2016 წლის 03 აგვისტოს გ---------ის განყოფილების უფროსის გ--------------–---–ისგან ცნობილი გახდა, რომ ი---–-- მთაზე დაუდგენელი პირების მიერ ხდებოდა მიწაში არსებული სარწყავი მილების ქურდობა, რაზეც მის მიერ გაიცა დავალება გამოძიების დაწყების თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის ზაფხულში დაურეკა ნ-----–---------------ემ და უთხრა, რომ ჰქონდა მილები, რაც აჩვენა კიდეც დ------- რაიონში სოფ. გ---------ის თავზე. მილები ვიზუალურად ნორმალური ჩანდა, დატვირთვის დროს კი აღმოაჩინა, რომ იყო ძველი დაჭრილი, დაზიანებული. შეთანხმებისამებრ 1 მეტრში უნდა გადაეხადა 30 ლარი და 30 თეთრი. რაც მთლიანად დაახლოებით 5 000 ლარს შეადგენდა. სულ ერთი მანქანა ანუ 16 მილი იყიდა, რაც დაახლოებით 180 მეტრია, რომლებიც ფაქტობრივად არ ვარგოდა, თუმცა ვისზეც უნდა გაეყიდა მისთვის ხარისხს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ნ-----–---------------ისგან იცოდა, რომ ეს მილები მას ეკუთვნოდა და ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაციაც. აღნიშნული მილები შემდგომ გაყიდა 1 გრძივი მეტრი 75 ლარად. თანხის გადაცემა ნ-----–---------------ეზე მოხდა ქ. თბილისში, წერეთლის გამზირზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა შპს ,,ი-----”-ს დირექტორი. ყიდვა-გაყიდვა დაფიქსირებულია წერილობითაც შესყიდვის აქტით. მან თავისი ა/მანქანა ნ-----–---------------ეს ათხოვა, ამ უკანასკნელმა კი რ-----------------ს ათხოვა და რამდენიმე დღე ის იყენებდა. ნ-----–---------------ის გარდა მილების ყიდვა-გაყიდვის და გადასახდელი თანხის შესახებ არავისთან არ ქონია საუბარი. გ-------------ემ ასევე დაადასტურა გამოძიებისას მიცემული ჩვენების სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული, შპს ,,ი-----”-ს დამფუძნებლის ი------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-----–---------------ეს იცნობს. მასთან თანამშრომლობს გ-------------ე. 2016 წლის ზაფხულში გ-------------ისგან შეიტყო, რომ იყიდებოდა მილები. მისთვის ცნობილია, რომ მილები შეისყიდეს ვიღაც ნ---- მაისურაძისგან, რაზეც შედგა შესყიდვის აქტი. მილები შეიძინა 1 მეტრი დაახლოებით 33 ლარად 30 თეთრად, და როგორც ახსოვს გაყიდა 1 მეტრი 75 ლარად. მილების შესყიდვას ახორციელებდა გ-------------ე, ნ-----–---------------ეზე ფულის გადაცემა მოხდა ქ. თბილისში ”საქართველოს ბანკის” წინ, რა დროსაც ნახა ნ-----–---------------ე. ფული ხ------ მისცა, რომელმაც გადასცა ნ-----–---------------ეს. ნ-----–----- საიდან ქონდა მილები მისთვის უცნობია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის შპს ,,ი-----”-ს ბუღალტერი. მისი მოვალეობა არის ზედნადების და ანგარიშფაქტურის გამოწერა. 2016 წლის აგვისტოში ფირმის დამფუძნებლის და დირქტორის ი---------------------–---–ის შუამავლობით, მას დაუკავშირდა გ-------------ე, რომლისგანაც ჩაიწერა იმ მილების მონაცემები, რომელიც მათ ფირმას ჰქონდა ნაყიდი და რაც შემდეგ უნდა გადაეწერა ხ-–----ში მდებარე ფირმისთვის, რომელზედაც იყო ეს მილები გასხვისებული. გ-------------ისგან იცოდა, რომ შპს ,,ი-----”-ს მილები ნაყიდი ჰქონდა ნ-----–---------------ისგან, რაც დადასტურებული იყო ასევე შესყიდვის აქტით. არც შესყიდვის აქტი და არც ნ-----–---------------ე პირადად არ უნახავს. არ ახსოვს ვის სახელზე გამოწერა ზედნადები. როგორც წესი, ზედნადებში მითითებულია მანქანის ნომერი, ტრანსპორტირების დაწყება-დამთავრების დრო, მძღოლის სახელი გვარი, პირადი ნომერი, მილების რაოდენობა, აღწერა, ღირებულება. მისთვის ცნობილია, რომ სულ იყო 16 მილი, რომლის შესყიდვის ფასი არ ახსოვს, თუმცა გაიყიდა თორმეტი ათას შვიდას ლარად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა------------–------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის შპს „ნ----------–ი”-ს დირექტორი და დამფუძნებელი. მ-----–------–-–---–ი არის მისი მინდობილი პირი. ამ უკანასკნელმა აგვისტოს თვის დასაწყისში აცნობა, რომ უნდა შეეძინა მილები, რაზეც დაეთანხმა. შეიძინა 530 მმ. დიამეტრიანი მილი სულ 173 მეტრი. ბანკის მეშვეობით თავდაპირველად გადარიცხა 7000 ლარი, შემდეგ კი 1200 ლარი. მილები დალაგებული იქნა ქ. ხ-–----ში, იმერეთის №90-ში. რამდენიმე დღეში გაიგო, რომ აღნიშნული მილების ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება. მას მიადგა ზიანი, როგორც გადახდილი თანხით, ასევე იმით, რომ საქონელი უდევთ და მისგან სარგებელს ვერ ნახულობენ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----–------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის შპს ,,ნ----------–ის“ მენჯერი შესყიდვების ნაწილში. ნ-----–---------------ეს არ იცნობს. გ-------------ე დაუკავშირდა და უთხრა, რომ ანგარიშფაქტურით ყიდდა 530 მმ. დიამეტრის მილებს, რის შეძენაზეც მან თანხმობა განაცხადა. გ-------------ემ მიუტანა 16 ცალი მილი, სულ - 173 გრძივი მეტრი. მეტრის შესაძენი ფასი იყო 75 ლარი. მთლიანად, დაახლოებით 12900 ლარი უნდა გადაეხადა. აქედან, 9400 ლარი გადაუხადეს, 2 ან 3 აგვისტოს საქართველოს ბანკის მეშვეობით გადაურიცხა 8200 ლარი, ნაწილი კი - 1200 ლარი მძღოლს ხელზე გაატანა. დასაწყობების შემდეგ დაუკავშირდა პოლიცია და უთხრა, რომ მილები მოპარული იყო. შეძენილი მილები იყო კოროზირებული და მეორედი დანიშნულების.
სასაქონლო ზედნადებით №--–----------- და 2016 წლის 03 და 04 აგვისტოს საგადასახადო დავალებებით №1 დადასტურებულია, რომ შპს „ნ----------–მა“ შპს ,,ი-----საგან“ 2016 წლის 03 აგვისტოს შეიძინა ფოლადის მილები და ეს მილები გადატანილი იქნა ქ.ხ-–----ში, ი--------------------ში.
2016 წლის 01 ოქტომბრის დ------- მუნიციპალიტეტის გამგებლის გ--------------ის მიმართვის თანახმად, ი---–--ს მთაზე გამავალი სარწყავი სისტემის მილების რაოდენობა 7665,5 გრძ/მეტრი იმყოფება დ------- მუნუციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 20 ოქტომბრის საინჟინრო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად:
დ------- მუნიციპალიტეტში, ე.წ ი---–--ს მთიდან სოფელ გ---------ამდე მოწყობილი სარწყავი სისტემის მილსადენების სიგრძეები და დიამეტრებია: D-520მმ-იანი (კედლის სისქე &-6მმ) სწორნაკერიანი მილები -1946.2 გრძ/მეტრი; D-425მმ-იანი (კედლის სისქე &-5მმ) სწორნაკერიანი მილები-1476.4 გრძ/მეტრი; D-370მმ-იანი (კედლის სისქე &-6მმ) სპირალისებურნაკერიანი მილები -1191 გრძ/მეტრი და D-300მმ-იანი (კედლის სისქე &-4მმ) სწორნაკერიანი მილები - 2774 გრძ/მეტრი.
რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენ მეტრზეა მოშლილი სარწყავი არხის ის მილები, რომლებიც ადგილზე არ არის განთავსებული, აღნიშნულზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, ვინაიდან ექსპერტიზაზე ვერ იქნა წარმოდგენილი სარწყავი სისტემის პროექტი.
დ------- რაიონში ე.წ ი---–--ს მთაზე გამავალი 328,1 მეტრი სიგრძის 29 ნაწილად დაჭრილი 520 მმ. დიამეტრის სარწყავი მილების აღსადგენად საჭირო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო საორიენტაციო ღირებულება ლიმიტირებული დანარიცხებისა და დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 3719,84 ლარს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა გი-------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ დასკვნაში აღნიშნული მილები იყო მცირე კოროზიით, როგორც შიგნით ასევე გარეთ და მეორადი გამოყენებისთვის ვარგისი. მილების კოროზია არ აღემატება იმ ზღვარს, რაც მის ჯართში ჩაბარებას ითვალისწინებს. გამოყენება შესაძლებელია, როგორც სამშებელო, ასევე სარწყავი მიზნებისთვის. ზოგადად, ღუმელიდან გამოსვლის დროს ჰაერთან შეხების მომენტში, მილებს მაშინათვე უჩნდება კოროზია. შემდეგ ემატება და განისაზღვრება ხარისხებით. სასაქონლო ექსპერტებმა მილების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მისგან მიიღეს და იხელმძღვანელს დასკვნის იმ ნაწილით, რომელიც მას ეხებოდა და მის მიერ იქნა შედგენილი. იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მასთან ერთად სასაქონლო ექსპერტები არ იყვნენ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა მ--–--------–------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გი-------------ის მონაცემებს დაეყრდნო მილების სიგრძის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში დასკვნა თვითონ შეადგინა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------------- სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად:
ე.წ ი---–--ს მთაზე არსებული სარწყავი სისტემის მთლიანი საბაზრო ღირებულება (როგორც მეორადი მასალის ღირებულება) მიმდინარე პერიოდისთვის შეადგენს 625570 ლარს, აქედან:
ლითონის სწორნაკერიანი მეორადი მილის (დიამეტრით დ=520 მმ, კედლის სისქე 6 მმ) 1 გრძ.მ-ს საბაზრო ღირებულება მიმდინარე პერიოდისთვის შეადგენს 130 ლარს, შესაბამისად 1946,2 მეტრი ლითონის მილების ღირებულება შეადგენს 253006 ლარს აქედან: 1597 მეტრი ლითონის მილების ღირებულება შეადგენს 207610 ლარს; 328.1 მეტრი ლითონის მილების ღირებულება შეადგენს 42653 ლარს; 21.1 მეტრი ლითონის მილების ღირებულება შეადგენს 2743 ლარს.
ლითონის სწორნაკერიანი მეორადი მილის (დიამეტრით დ=425მმ,კედლის სისქე 5მმ ) 1 გრძ.მ-ს საბაზო ღირებულება მიმდინარე პერიოდისთვის შეადგენს 110 ლარს, შესაბამისად 1476.4 მეტრი ლითონის მილების ღირებულება შეადგენს 162404 ლარს, აქედან 282,5 მეტრი ლითონის მილების ღირებულება შეადგენს 31075 ლარს; 80 მეტრი ლითონის მილების ღირებულება შეადგენს 8800 ლარს; 843 მეტრი ლითონის მილების ღირებულება შეადგენს 92730 ლარს; 122.2 მეტრი ლითონის მილების ღირებულება შეადგენს 13442 ლარს; 148.7 მეტრი ლითონის მილების ღირებულება შეადგენს 16357 ლარს.
ლითონის სპირალურნაკერიანი მეორადი მილის (დიამეტრით დ=370 მმ, კედლის სისქე 6 მმ) 1 გრძ.მ-ს საბაზრო ღირებულება მიმდინარე პერიოდისთვის შეადგენს 60 ლარს, შესაბამისად 1191 მეტრი ლითონის მილების ღირებულება შეადგენს 71460 ლარს, აქედან: 400 მეტრი ლითონის მილების ღირებულება შეადგენს 24000 ლარს; 665 მეტრი ლითონის მილების ღირებულება შეადგენს 39900 ლარს; 126 მეტრი ლითონის მილების ღირებულება შეადგენს 7560 ლარს.
ლითონის სწორნაკერიანი მეორადი მილის (დიამეტრით დ=300 მმ, კედლის სისქე 4 მმ) 1 გრძ.მ-ს საბაზო ღირებულება მიმდინარე პერიოდისთვის შეადგენს 50 ლარს, შესაბამისად 2774 მეტრი ლითონის მილების ღირებულება შეადგენს 138700 ლარს, აქედან: 734 მეტრი ლითონის ღირებულება შეადგენს 36700 ლარს; 2040 მეტრი ლითონის მილების ღირებულება შეადგენს 102000 ლარს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის ექსპერტმა ნ-----–---------–---მა. მან დამატებით განმარტა, რომ თითოეული მილის დიამეტრი ცალკე იქნა აღწერილი და თითოეულის ფასი განისაზღვრა ცალკე. მილების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტის, გი-------------ისაგან. ბაზრის კვლევის დროს რაიმე სახის დოკუმენტაცია არ შეუდგენია, რადგან ბიურო არ ავალდებულებს და როგორც წესი არასოდეს ადგენს. თანამშრომელთან - გ----------------თან ერთად იმყოფებოდა ე.წ. ელიავას ბაზარში მილების საბაზრო ფასების დასადგენად. როგორც წესი გამყიდველებს არ ეუბნებიან რომ არიან ექსპერტრიზის ბიუროდან, რადგან შესაძლებელია ვერ იქნეს დადგენილი ზუსტი ფასი. ბაზრობაზე თავდაპირველი ფასი 130-150 ლარი დაუსახელეს. შევაჭრების შემდეგ კი გრძივ მეტრზე 10-20 ლარს აკლებდნენ. ზოგადად, ბაზრის კვლევა სხვა არაფერს გულისხმობს, ეს არის პირდაპირი გამოკითხვის მეთოდი. საბაზრო ღირებულება არის გამოთვლადი სიდიდე. ბაზარზე მოძიებეული მონაცემების შეჯერებით მიიღება საორიენტაციო ღირებულება, რაც არ გამორიცხავს ანლოგიური საქონლის განსხვავებული ფასით რეალიზების შესაძლებლობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქ-------------–--------------------------–----------- სამსახურის უფროსი ექსპერტის ფ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ფ------------------–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო მონაწილეობა 2016 წლის 03 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობს დ------- რაიონის სოფელ ი---–--ს მიმდებარე ტერიტორიაზე. ხელოვნური განათების პირობებში მოახდინა მილების დათვალიერება და დასურათება. მილები დაახლოებით შეადგენდა 6,5 მეტრიდან 6,7 მეტრამდე საშუალოდ. დიამეტრი იყო 425 მილიმეტრი, მოახდინა ფოტოგრაფირება მილის და მანქანის. ავტომანქანაზე დატვირთული იყო 13 ცალი აღნიშნული ზომების მილი, რომლებიც გადაჭიმული იყო თასმებით. ადგილზე დათვალირების დროს ნახა რომ იყო კვალი, საიდანც ეს მილები იყო ამოღებული. ადგილზე მყოფი მილები სავარაუდოდ ახალი გადაჭრილი იყო აირმჭრელით და ეს გრძელდებოდა ძალიან დიდ სიგრძეში, რაც ასევე დაასურათა. ეს მილები მეორადი იყო, მაგრამ კარგ მდგომარეობაში, შეეძლო ემუშავა სრული საპროექტო დატვირთვით. მანქანაში რომ ისხდნენ, ესმოდა დ------–------------ის საუბარი ნ-----–---------------ესთან. დ------–---მა უთხრა, რომ ნ---- მაისურაძე იყო მისი ხელმძღვანელი და ისინი მისი დაქირავებულები იყვნენ. დ------–---ს რ-----ი არ უხსენებია. დ------–---მა უთხრა, რომ თუ სად რომელი მილი უნდა ამოეღოთ, მას ეუბნებოდა ნ-----–---------------ე.
2016 წლის 03 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს დ------- რაიონის სოფელ ი---–--ს მიმდებარე ტერიტორიაზე. კერძოდ, სოფლის მიმართულებით გამავალი საავტომობილო გზის მარჯვნივ 400 მეტრის მანძილზე, სადაც გაჭრილია 2 მეტრი სიგანის არხი. მარცხნივ გასდევს არხი, არხიდან ჩრდილოეთით მინდორში 14 მეტრში გაჩერებულია „მანის“ მარკის სატვირთო ა/მანქანა სახ. ნომრით XQX-920. ძარაზე დევს 13 ცალი ლითონის მილი სიგრძით 6,60 მ, მისი დიამეტრია 400მმ, ძარაზე ლითონის მილები დამაგრებულია ღვედებით, ა/მანქანიდან 4 მეტრ მანძილში არხის მიმართულებით დევს 6 მეტრი სიგრძის და 400 მმ დიამეტრის ერთი ცალი ლითონის მილი. მათ გასწვრივ არხის ზედაპირზე შეიმჩნევა მილის კვალი, კვალის სიგრძეა 92 მეტრი. კვალის ბოლოში მარჯვენა და მარცხენა მხარეს ჩალაგებულია ლითონის მილები, რომლის კიდეზეც შეიმჩნევა ახალი გადაჭრის კვალი. მილის დასაწყისიდან 12 მეტრში მილი არის გადაჭრილი წრიულად და სიგრძეზე, მთლიანად ჩალაგებულია 12 ცალი 12 მეტრი სიგრძის გადაჭრილი მილები, რომლის ბოლოში მილი ჩადის მიწაში და მისი ბოლო აღარ ჩანს. არხში არსებული მილის კვალის მარჯვნივ სიგრძეზე არხში ჩალაგებულია 3 ცალი 12 მ სიგრძის ლითონის მილი 400 მმ დიამეტრის, რომლის გაგრძელება გადის მიწაში 15 მეტრ სიგრძეზე, შემდეგ მილი მიწის ზედაპირიდან ნახევრად ამოწეულია და გადაჭრილია სვარკით, რომლის შემდეგ დევს მიწაში ნახევრად ჩადებული 7 ცალი 12 მ სიგრძის მილი, რომლის შემდეგ 15 მ სიგრძის არხში არეულად ყრია 3 ცალი ლითონის მილი, რომლის ბოლოები არის ჟანგიანი ზედაპირით. აღნიშნულიდან დასავლეთით არხის მაღლა მიწის ზედაპირზე ნახევრად მიწაში ჩაფლულ მდგომარეობაში დევს 25 მეტრი სიგრძის მილი, რომელიც ბოლოდან 10 მეტრში ნახევრად არის გადაჭრილ მდგომარეობაში, ხოლო მილის ბოლო ძველი გადაჭრილია და მისი კიდეები ჟანგიანია. მის გაგრძელებაზე კი მილის კვალი არ შეიმჩნევა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა ,,მანის“ ფირმის სატვირთო ავტომანქანა მასზე დალაგებული 6,6მ სიგრძის 400 მმ. დიამეტრის მილებით და ერთი ცალი ლითონის მილი 6 მეტრი სიგრძის 400 მმ დიამეტრის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაცვის მხარის მოწმე ი-----–----------–---–მა განმარტა, რომ არის მ–-----–------–----------–-------–----- წარმომადგენელი და არ აქვს ექსპერტის ლიცენზია. ქ. ხ-–----ში განთავსებული მილების დათვალიერება მოახდინა ნ-----–---------------ის ძმის თხოვნით. მილები იყო კოროზირებული, აღენიშნებოდა დაზიანებები ნაპირებში, ნიჟარები, ნახვრეტები, შეჭეჭყილები. ზოგიერთ მილს აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები. მისი განმარტებით, აღნიშნული მილების მეორადი გამოყენება ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან ეს მილები წნევის ქვეშ ვერ იმუშავებს და წარმოადგენს ჯართს. მათი საერთო ღირებულება შეადგენს 6760 ლარს. ახალი მილების ფასის დასადგენად იხელმძღვანელა მშენებელობის შემფასებელთა კავშირის და სამშენებლო რესურსების ფასების ბუკლეტით (ჟურნალი).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაცვის მხარის მოწმე ვ-–--------ემ განმარტა, რომ არის სამშენებლო საპროექტო ორგანიზაცია „დ----------------”-ს დირექტორი. ი-----–----------–---–ი მუშაობს მასთან და აკეთებს ხარჯთაღრიცხვებს, ის არის კვალიფიციური სპეციალისტი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაცვის მხარის მოწმე რ-------------–--ემ განმარტა, რომ არის ნ-----–---------------ის მეგობარი. მილების ამოღებამდე ორი კვირით ადრე რ-----------------მა მასაც შესთავაზა მილების ამოღება, მაგრამ არ ენდო. ამ უკანასკნელისგან ასევე იცოდა, რომ გამგებელმა მას გადასცა მილები და უნდა აეყვანა ტექნიკა ამოსაღებად.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შპს ,,ვექტორის” მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №-------- დასკვნის თანახმად:
ნ-----–---------------ეს დაუდგინდა გულის იშემიური დაავადება, არასტაბილური სტენოკარდია (I20.0), არტერიული ჰიპერტენზია I სტადია, (JNC VII) (I10), გულის უკმარისობა II ფუნ. კლ. (NYHA) (I 50.9), ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების სტადია (J. 20.9), ჰეპატო-სპლენომეგალია (R 16.2) მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი - ბეხტერევის დაავადება. ორმხრივი საკროიელიტი II-III სტადია (M45). კოქსართროზი I სტადია (M16). ხერხემლის ოსტეოქონდროზი (M42), სპონდილოზი (M47), დისკოპათია (M51), ვერტებრა-ბაზილარული უკმარისობა (G45.0). ფარისებრი ჯირკვლის მრავალკვანძოვანი არატოქსიური ჩიყვი, (E04.2), პროსტატის ჰიპერპლაზია, ინფრავეზიკალური ობსტრუქცია (N40).
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ნ------------ეს ესაჭიროება მულტიპროფილური (კარდიოლოგი, ნევროლოგი, რევმატოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი) მაღალკვალიფიციური საექიმო მეთვალყურეობა და ხანგრძლივი კურსობრივი მედიკამენტური თერაპია:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ნაჩვენებია სპეციალიზირებული კარდიოლოგიური კლინიკის პირობებში დატვირთვის ტესტისა და კორონოგრაფიის ჩატარება რისკ-ფაქტორების შეფასების და მკურნალობის ადეკვატური ტაქტიკის შერჩევის მიზნით:
საყრდენ მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიის მხრივ ძალზედ საყურადღებოა ბეხტერევის დაავადება, რომელიც წარმოადგენს მძიმე და განუკურნებელ დაავადებას, წლების განმავლობაში განუხრელად პროგრესირებს, იწვევს მძიმე ინვალიდობას მოტორული ფუნქციების პროგრესირებადი შეზღუდვით და შემდგომში სრული მოშლით. ესაჭირობა ხანგრძილივი ადეკვატური კურსობრივი მედიკამენტური მკურნალობა და ფიზიოპროცედურები (ფონოფორეზი), სამკურნალო მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა პროფესიულ დონეზე, რითაც შესაძლებელი ხდება პათოლოგიური პროცესის პროგრესირების შენელება, მაგრამ არა სრულად განკურნება.
ფარისებრ ჯირკვალში არსებული პათოლოგიური პროცესის ხასიათის და ამავდროულად დატვირთული ოჯახური ანამნეზიდან გამომდინარე, ავთვისებიანი სიმსივნის გამოსარიცხად, ესაჭიროება სპეციფიური კვლევა - ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ბიოფსია (ციტოლოგიური კველვა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გულ-სისხლძრღვთა სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიების, უარყოფითი ფსიქო-ემოციური ფონის და შესაბამისად, მოსალოდნელი გართულებების მხედველობაში მიღებით, ბრალდებული ნ-----–---------------ე თვითმოსახურების უნარს დაქვეითებული, ქრონიკული და მძიმე ავადმყოფია.
იზოლაციაში ყოფნა (პენიტენციური დაწესებულება) სამედიცინო თვალსაზრისით, ნეგატიურად იმოქმედებს ნ------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს ,,ვექტორის” დ--------------------------------–--------------------
სამართლებრივი შეფასება, (სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება):
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან აშკარაა, რომ განაჩენის, როგორც სასამართლოს მიერ საბოლოოდ მიღებული საპროცესო აქტის საფუძველი მტკიცებულებათა უტყუარობაა. ამასთან არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ვინაიდან განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ-----–---------------ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით და ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში (საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ პუნქტი). იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება.
საპელაციო სასამართლოში, რეპლიკის ეტაპზე მართალია ნ-----–---------------ემ გ-------------ეზე გასხვისებული, 16 ნაწილად დაჭრილი 520 მმ. დიამეტრის მქონე ლითონის მილის ქურდობის ფაქტში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ, სადავოდ მიიჩნია მხოლოდ მისი ღირებულება, თუმცა გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ნ-----–---------------ის მიერ აღნიშნული ლითონის მილების ქურდობის ფაქტს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს საქმეზე გამოკვლეული, განაჩენში მითითებული, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სააპელაციო სასამართლოში რეპლიკის ეტაპზე, ნ-----–---------------ემ თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ ქურდობის მცდელობის ეპიზოდშიც, კერძოდ, 425 მმ. დიამეტრის, 6,5 მეტრი სიგრძის 13 ცალი ლითონის მილის, რომელიც დატვირთული იყო სატვირთო მანქანაზე, ქურდობის მცდელობის ნაწილში. პალატა აღნიშნავს, რომ ამ ნაწილშიც, გარდა ნ-----–---------------ის აღიარებითი ჩვენებისა, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს საქმეზე გამოკვლეული, განაჩენში მითითებული, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ნ-----–---------------ემ ქურდობის მცდელობის ეპიზოდში თავი დამნაშავედ არ ცნო ადგილზე არსებული დანარჩენი დაჭრილი მილების ქურდობის მცდელობის ნაწილში, რასაც პალატა არ იზიარებს, რადგან ამ მილების ქურდობის მცდელობაც დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: დ------–------------ის ჩვენებით და მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 3 აგვისტოს, მას შემდეგ რაც 02 აგვისტოს უკვე გატანილი იყო გ-------------ეზე გასხვისებული 16 ცალი 520 მმ. დიამეტრის მქონე მილები, დაჭრეს 29 ცალი დაახლოებით 10-10,50 მ სიგრძის 500 მმ-იანი მილი. იმავე დღეს - 3 აგვისტოს, 2 აგვისტოს დაჭრილი 13 მილი დაიტვირთა სატვირთო ავტომობილზე. ფ----------------ის ჩვენებით და მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 2 და 3 აგვისტოს დ------- რაიონის ერთ-ერთ სოფლის მიმდებარე მთიდან, რომლის სახელი არ იცის, რ-----ის დაქირავებით მიწაში ჩაფლული 500 მილიმეტრიანი დიამეტრის მილები მიწისგან გაათავისუფლა. გ-----------–---–ის და პ-------------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ დ------–------------ის მითითებით, რომელიც თავის მხრივ მითითებებს იღებდა ნ-----–---------------ისაგან, ი---–--ს მთებზე დაჭრეს 400 მმ. დიამეტრის და 500 მმ. დიამეტრის ლითონის მილები. მოწმეთა აღნიშნულ ჩვენებებს ადასტურებს 2016 წლის 03 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფ----------------–---–ის ჩვენებით. ამდენად, ნ-----–---------------ის მიერ სატვირთო ა/მანქანაზე დატვირთული 13 ცალი 425 მმ. დიამეტრის ლითონის მილის ქურდობის მცდელობასთან ერთად, ასევე დადასტურებულია 30 ნაწილად დაჭრილი, 520 მმ დიამეტრის ლითონის მილების და 6 მეტრი სიგრძის 425 მმ. დიამეტრის ერთი ცალი ლითონის მილის ქურდობის მცდელობის ფაქტიც.
პალატა, დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ლითონის მილების ღირებულება არ შეესაბამება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ღირებულებას და მათი ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, ვინაიდან ექსპერტმა აღნიშნული მილების ღირებულება დაადგინა ე.წ. ელიავას ბაზარზე ფასების გაკითხვის გზით, ამასთან სასაქონლო ექსპერტიზის ჩამტარებელ ექსპერტს არ შეუსწავლია შესაფასებელი მილების ფაქტობრივი მდგომარეობა, ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს, ვინაიდან მოწმის სახით დაკითხულმა საინჟინრო ექპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტმა გი-------------ემ განმარტა, რომ სასაქონლო ექსპერტმა მილების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მისგან მიიღო, რაც იმას ადასტურებს, რომ სასაქონლო ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტისათვის, ნ-----–---------–---ისათვის ცნობილი იყო შესაფასებელი მილების ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ. რაც შეეხება შეფასების წესს, სასაქონლო ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტმა ნ-----–---------–---მა განმარტა, რომ შესაფასებელი ნივთის ღირებულების განსაზღვრა ხდება ბაზარზე მოძიებული მონაცემების შეჯერების გზით, რა დროსაც გამყიდველებს არ ეუბნებიან, რომ არიან ექსპერტები, რადგან შესაძლებელია ვერ იქნეს დადგენილი ზუსტი ფასი. ასე მოხდა მოცემულ შემთხვევაშიც, ამასთან მილების ფასები განისაზღვრა ბაზარზე დაფიქსირებული ფასების ყველაზე მინიმალური ოდენობით.
პალატა იზიარებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------------- სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- დასკვნას რომლის თანახმად 01 გრძივი მეტრი 520 მმ დიამეტრის ლითონის მეორადი მილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 130 ლარს, ხოლო 1 გრძივი მეტრი 425 მმ დიემეტრის მილის საბაზო ღირებულება შეადგენს 110 ლარს, და არ გააჩნია ამ დასკვნის უტყუარობაში ეჭვი შეტანის საფუძველი, თუმცა მისი გაუზიარებლობის შემთხვევაშიც კი, საქმეში არსებული, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №------ და №------ დასკვნების თანახმად 01 გრძივი მეტრი 520 მმ დიამეტრის ლითონის მეორადი მილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 60 ლარს, ხოლო 1 გრძივი მეტრი 425 მმ დიემეტრის მილის საბაზო ღირებულება შეადგენს 50 ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლითონის მილების ღირებულება ნ-----–---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში ამ დასკვნების თანახმადაც კი 10000 ლარს აღემატება. იმ, ფაქტს, რომ ლითონის მილების ღირებულება აღემატება 10000 ლარს, ასევე ადასტურებს შპს „ი-----ს“ მიერ აღნიშნული 16 ცალი მილის შპს ,,ნ----------–ისათვის“ მიყიდვის ფასი, რაც, როგორც დადგენილია შეადგენს 12900 ლარს.
პალატა, დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა ტენდენციურად, რადგან ბრალდების მხარის დაუსაბუთებელი შუამდგომლობები დააკმაყოფილა, ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, ის ფაქტი, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოტივირებული შუამდგომლობები, არ ნიშნავს საქმის ტენდენციურ განხილვას. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივრით შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად არ არის გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ მიღებული რომელიმე კონკრეტული განჩინება.
პალატა, დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ნ-----–---------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას დაშვებულია არაერთი დარღვევა, კერძოდ, ბრალდების მხარის ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით 2016 წლის 20 სექტემბერს განხორციელდა ნ-----–---------------ის უკანონო დაკავება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, ასევე ვერ გაიზიარებს, რადგან აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განჩინება საქართველოს სსსკ-ის 207-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად საჩივრდება ამ განჩინების გამოტნიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში და მხოლოდ აღნიშნული კოლეგია არის უფლებამოსილი იმსჯელოს პირველი ინსტანციის მიერ ა/ღონისძიების გამოყენების შესახებ გამოტანილი განჩინების კანონიერებაზე. საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სააპელაციო წესით საჩივრდება მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და არა განჩინება ა/ღონისძიების გამოყენების შესახებ. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, პირის მიმართ გამოყენებული ა/ღონისძიება უქმდება და საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე მის კანონიერებაზე მსჯელობა სრულიად არარელევანტურია. რაც შეეხება ნ-----–---------------ის დაკავების კანონიერების საკითხს, საქმის მასალების მიხედვით მისი დაკავებისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებით დარღვევას და დაკავების ოქმი შედგენილია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ სასამართლომ თავის გადაწყვეტილების დასასაბუთებლად გამოიყენა ის მტკიცებულება, რომელიც არ გამოკვლეულა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ასევე დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით საქმეში არსებული ყველა წერილობითი მტკიცებულება გამოკვლეული იქნა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.“
მტკიცებულებათა უტყუარობის მნიშვნელობის საკითხთან დაკავშირებით პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად, აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ: თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, სასამართლოს კომპეტენციაა; რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე და სხვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის #397აპ-14 განაჩენი).
მოცემულ შემთხვევაში კი საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა, დამაჯერებელ, საკმარის და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-----–---------------ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და და ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნ-----–---------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--------–--–--ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ-----–---------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. პალატა, ასევე ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ნ-----–---------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, თითოეული მუხლისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოო სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს და აღნიშნული სასჯელი გახდება მისთვის დამაფიქრებელი, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციას და რესოციალიზაციას, ასევე უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულებას.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას ნ-----–---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის გადავადების თაობაზე, პალატა განმარტავს შემდეგს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტის თანახმად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;
აღნიშნული ნორმა კუმულაციურია და იურიდიული შედეგის დადგომა დაკავშირებულია რამდენიმე პირობის ერთდროულად არსებობასთან. კანონის უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს, რომ მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობა დასტურდებოდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ამავდროულად ექსპერტიზით დადგენილი მძიმე ავადმყოფობა ამავე დასკვნის თანახმად, ხელს უნდა უშლიდეს სასჯელის მოხდას.
შესაბამისად, მძიმე ავადმყოფობის არსებობა განაჩენის აღსრულების გადავადების არა იმპერატიული, არამედ შეფასებითი საფუძველია, ანუ ამ გარემოების არსებობა a priori არ იწვევს განაჩენის აღსრულების გადავადებას. უპირველეს ყოვილისა სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნაწილზე, რომელშიც არ არის მითითება იმის შესახებ, რომ ნ-----–---------------ის დაავადებები ხელს უშლის სასჯელის მოხდას. დასკვნაში მითითებულია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა, სამედიცინო თვალსაზრისით, ნეგატიურად იმოქმედებს ნ------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ის რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა ნეგატიურად იმოქმედებს ნ-----–---------------ის ჯანმრთლობის მდგომარეობაზე, არ ნიშნავს იმას, რომ ეს დაავადებები ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ამდენად, ამ შემთხვევაში დაცული არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტის მოთხოვნები.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული/შესაძლებელი მკურნალობა, დაავადების მიმდინარეობა, აგრეთვე მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ამ მხრივ, ნიშანდობლიავია ს------–---------–---------------------------–--------------------------–---------–--------------------–---–ის სასამართლოსათვის მეცემულ ჩვენება, რომლის თანახმად, ნ-----–---------------ეს მკურნალობა უტარდება ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად. მსჯავრდებულთათვის მკურნალობა უზრუნველყოფილია, როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არსებული პირველადი ჯანდაცვის მიღებითა და საჭირობის შემთხვევაში ვიწროსპეციალიზებული ექიმების მოწვევით, ასევე ხდება მსაჯვრდებულთა გაყვანა საერთო პროფილის ან მონოპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ ნ-----–---------------ის დაავადებები ხელს უშლის დანიშნული სასჯელის მოხდას. ამავდროულად არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები სასჯელის გადავადებისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი სასჯელის გადავადების ნაწილშიც არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 ივნისის №1585-16 განაჩენი ნ-----–---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 283-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ-----–---------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--------–--–--ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 ივნისის №1-585-16 განაჩენში ნ-----–---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
3. ნ-----–---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ნ-----–---------------ეს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ნ-----–---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
8. ნ-----–---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2016 წლის 20 სექტემბრიდან;
9. საქმეზე მტკიცებულებად ცნობილი: გ-------------ის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის აქტის დედანი, სასაქონლო ზედნადები, მ-----–------–-–---–ის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადები, ორი საბანკო ქვითარი და მინდობილობა, მაგთიკომიდან, ბილაინიდან, ჯეოსელიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, გ--------------–---–ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია სულ 07 (შვიდი) დისკი, დალუქული 07 (შვიდი) ცალ პაკეტად, ასევე ფარული სატელეფონო საუბრების ფონოგრამები, მოთავსებული 01 (ერთი) ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
10. საქმეზე მტკიცებულებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 14 ცალი 425 მმ დიამეტრის მილი, საიდანაც 01 ცალი მდებარეობს ი---–--ს მთაზე, ხოლო 13 ცალი გ---------ის პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე; დ------–------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული 30 ცალი 520 მმ დიამეტრის მილი, საიდანაც 29 ცალი მდებარეობს ი---–--ს მთაზე, ხოლო 01 ცალი გადაეცა დ------- მუნიციპალიტეტის გამგეობას, 16 ცალი 520 მმ დიამეტრის ლითონის მილი, რომელიც ინახება ქ. ხ-–----ში, ჯართის მიმღებ პუნქტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონით დადგენილი წესით.
11. საქმეზე მტკიცებულებად ცნობილი: დ------–------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული 03 ცალი გაზის ბალონი, 02 ცალი რკინის საჭრელი მოწყობილობა ე.წ. რეზაკი და 10 ცალი ჟანგბადის ბალონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონით დადგენილი წესით.
12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
13. განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე რევაზ ნადარაია