განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.05.2018
საქმის ნომერი
080210016001468061
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მუშაკის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული დავები
თარიღი
03.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210016001468061

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 58

03 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: ირმა პერანიძე

სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი _ მირანდა ირემაძე

აპელანტი: შპს ,,სა----–---ი“ (ჯ------------------);

წარმომადგენელი: ი-----–- ა-–-----–---–ი;

მოწინააღმდეგე მხარე: ო---- ტ----------ე

წარმომადგენელი: ლია ო------ე, დ----- ბ------ე;

დავის საგანი _ საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დანიშვნა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

სააპელაციო პალატამ გამოარკვია:

ო---- ტ----------ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე შპს ,,სა----–---ის“ მიმართ და ითხოვა დაეკისროს მოპასუხეს: 1. 2----–-–---------------- წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის (საწარმოო ტრავმის) შედეგად საწარმოო ტრავმის სარჩოს (დაგროვილი) ერთობლივი თანხა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 01/06/2015 წლიდან სასამართლოში სარჩელის შეტანის დღემდე, 11/08/2016 წლის ჩათვლით, პერიოდი 14 თვე, თვიური სარჩო 595 ლარი, სულ 14X595=8330 ლარი; 2. საწარმოო ტრამვისათვის სარჩოს გადახდა, ყოველთვიურად 595 ლარის ოდენობით, სარჩელის შეტანის დღიდან 12/08/2016 წლიდან (საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის განაკვეთის ჩათვლით); 3. მატერიალური ხარჯი, მეორე ოპერაციისთვის გადახდილი თანხა 2000 ლარი; 4. სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის საფასური 2500 ლარი და საადვოკატო მომსახურების თანხა 700 ლარი.

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 01 აგვისტოდან იგი მუშაობდა მოპასუხე საწარმოში, კერძოდ, ტ------–----------–--------–------------------–- მიწისქვეშა სამთო აღდგენითი სამუშაოების მუშად. 2------–-–---------------- საწარმოში უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მან მიიღო საწარმოო ტრავმა. სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით დადგინდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის როლანდ სულამანიძის ბრალეულობა, ხოლო ო----ი ტ----------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ იქნა, რომ საწარმოო ტრავმის შედეგად მან მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რის შედეგადაც დაკარგა პროფესიული და საერთო შრომის უნარი 70%-ით. მოსარჩელე მოპასუხისაგან იღებდა ხელფასს 850 ლარის ოდენობით. ო----ი ტ----------ეს წარმოებაში მიღებული ტრავმის გამო აუნაზღაურდა სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–--------’ მიერ 26/08/2016წ. სულ 3529.40 ლარი. მოსარჩელეს წარმოებაში მიღებული ტრავმის შემდეგ 2014 წლის 11 ნოემბრიდან 2015 წლის 29 ივნისის ჩათვლით მოპასუხისაგან მიღებული აქვს სულ 5733.45 ლარი (ამ თანხაში შედის ხელფასი, ბიულეტინი, ერთჯერადი დახმარების თანხები). ხოლო 2015 წლის 01 ივნისიდან ო---- ტ----------ეს შეუწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება. საწარმოო ტრავმის გამო მოსარჩელეს კვლავ დასჭირდა მეორე ოპერაცია, რომლის საფასური 2200 ლარი ო---- ტ----------ემ გადაიხადა და რომელიც არ ანაზღაურებულა. მოსარჩელემ ასევე გადაიხადა ექსპერტიზის დასკვნის საფასური 2500 ლარი და ადვოკატის მომსახურების 700 ლარი.

მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე სსკ-ის 268-ე მუხლის საფუძველზე, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ საწარმოო ტრავმის შედეგად ო---- ტ----------ის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი 70%-ით დაკარგა შრომის უნარი, დასახიჩრებულია ტერფის ამპუტაციის შედეგად, ოჯახს ფინანსურად სხვა შემოსავალი არ გააჩნია.

მოპასუხე შპს ,,სა----–---ის’’ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. კერძოდ, მიუთითა, რომ მოსარჩელემ 2014 წლის 14 ოქტომბერს უბედური შემთხვევისას მართლაც მიიღო ტრავმა, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა უსაფრთხოების წესების დარღვევა, ეს დასტურდება 2014 წლის 14 ოქტომბრის უბედური შემთხვევის აქტით, სადაც მითითებულია მომხდარი შემთხვევის რეალური მიზეზი-დაზარალებულის უყურადღებობა, ეს კი გამორიცხავს დამსაქმებლის პასუხისმგებლობას. გამამტყუნებელ განაჩენს რაც შეეხება, ის არ არის განმსაზღვრელი მტკიცებულება სამოქალაქო-სამართლებრივ დავაში და მას პრეზუმფციის ძალა არ აქვს. ასევე დაუდასტურებელია მკურნალობისა და ოპერაციების განმაპირობებელი ფაქტორი, რაც გამორიცხავს დამსაქმებლის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოვალეობა.

მოპასუხემ მიუთითა, რომ 2015 წლის 21 მაისს კომპანიის მიერ განხილულ იქნა კომპანიის თანამშრომელთა შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობებთან მიმართებით, ჯანმრთელობის მდგო----ეობის გამო რა დროსაც ო---- ტ----------ეს არ მიეცა რეკომენდაცია მიწისქვეშა სამუშაოებზე დასაქმებისათვის და იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გარდა ამისა მოპასუხემ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება პირდაპირი კავშირი უბედურ შემთხვევასა და ოპერაციის აუცილებლობას შორის, რაც ერთ-ერთი წინაპირობაა ხარჯების ანაზღაურების ვალდებულების დამსაქმებლისათვის გადასაკისრებლად. რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის აზრით მოთხოვნის წინაპირობა არ არსებობს იმის გამო, რომ მოსარჩელეს საწარმომ გათავისუფლებამდე ყველანაირი ხარჯი აუნაზღაურა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსარჩელე საპენსიო რეგულაციებიდან გამომდინარე, ხელფასს მიიღებდა პენსიამდე მუშაობის შემთხვევაში და არა მთელი ცხოვრების მანძილზე. ამასთან, განაჩენით დადგენილია დამნაშავე პირი, რომლის მიმართაც უნდა ჰქონდეს მოსარჩელეს მოთხოვნა და არა საწარმოს მიმართ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო---- ტ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

სარჩელის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილი იქნა, რომ ო----ი ტ----------ე მუშაობდა შპს ,,სა----–---ის’’ ტ------–----------–----------–------------------–- მიწისქვეშა წმენდითი სანგრევის სამთო მუშის თანამდებობაზე 2011 წლის 01 აგვისტოდან და მისი საშუალო ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 850 ლარს.

დადგენილი იქნა, რომ ო----ი ტ----------ე დაზღვეული იყო სს ,,-------------------------------------–-----–-’’ 2----–-–-------------- დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე.

საწარმოში მომხდარი უბედურის შემთხვევის შედეგად, 2----–-–----------------, მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა და დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უვადოდ.

შპს ,,სა----–---ის’’ გენერალური დირექტორის 2----–-–------------- ბრძანების საფუძველზე ო----ი ტ----------ე გათავისუფლდა სამუშაოდან, რადგან აღენიშნებოდა მარჯვენა ტერფის კანისა და რბილი ქსოვილების პოსტტრავმული ნეკროზი, წვივისა და ტერფის ძვლების მოტეხილობა, ტერფის ტრავმული ამპუტაცია ნაწილობრივი, აქილევსის მყესის გაგლეჯვა (იმყოფება საავადმყოფო ფურცელზე 168კ/დ).

დადგენილი იქნა, რომ წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის აქტის თანახმად, რომელიც შედგენილია თავად მოპასუხე ორგანიზაციის მიერ, 2----–-–---------------- 3 საათსა და 10 წუთზე გაურკვეველ ვითარებაში კვერშლაგის კონვეიერს ჩამოჰყვა სპეცპროფილის სადგარი, რომელმაც ო----ი ტ----------ეს, რომელიც იმყოფებოდა +210ჰორ-ის კვერშლაგის კონვეიერის ახლოს, გამოედო მარჯვენა ფეხში და მიაყენა ტრავმა კოჭის არეში ღია მოტეხილობის სახით. მას უბანში გაუწიეს პირველადი დახმარება და გამოყვანილ იქნა შახტის ზედაპირზე. ცვლას ხელმძღვანელობდა სამთო ოსტატი რ---–---------–-------. უბედური შემთხვევის მიზეზად მითითებულია-თვით ტრავმირებულის მოდუნება მუშაობის პროცესში, ხოლო შედეგი არის მძიმე. ამავე აქტში აღნიშნულია, რომ ,,კომისიის დასკვნით შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია’’.

დადგენილი იქნა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვ----------’’ მიერ 2----–-–------------–-- კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოსარჩელე ო----ი ტ----------ის პროფესიული და შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი არის 70%. იმის გათვალისწინებით, რომ ო----ი ტ----------ის პროფესიაა ,,მუშა’’ (მუშაობდა ნახშირმომპოვებელი უბნის მიწისქვეშა წმენდითი სანგრევის სამთო მუშად), მისი ფიზიკური დატვირთვის მხედველობაში მიღებით, აღნიშნული საქმიანობის გაგრძელებისათვის იგი უნარმოკლებულად იქნა მიჩნეული.

კომისიური ექსპერტიზის ჩატარების და დასკვნის მომზადებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილია 2500 ლარი.

ო----ი ტ----------ეს შპს ,,ინოვა’’-ში ჩაუტარდა მეორე ოპერაცია 2017 წლის 15 იანვარს, რომელშიც გადახდილია 2200 ლარი.

დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის ივნისიდან არც სარჩელის შეტანამდე და არც შემდეგ, ო----ი ტ----------ეს, გარდა მატერიალური დახმარებისა, არ მიუღია მოპასუხე საწარმოს მხრიდან სარჩოს სახით რაიმე თანხა.

ო----ი ტ----------ეს სს ,,ს------------------------------------–------’’-ს მიერ ანაზღაურებული აქვს მკურნალობის ხარჯები 3529.40 ლარის ოდენობით.

სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მოპასუხე საწარმოს თანამშრომელთა მ------------–-–---–-ს, კ-----–---------–---–-ს, მ-------------------ის და გ---------------ის ახსნა-განმარტებები იდენტურია და მიუთითებენ მხოლოდ საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ო----ი ტ----------ის ტრავმირებისა და მისთვის პირველადი დახმარების გაწევის ფაქტს. სხვა გარემოებები მათთვის უცნობია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 აპრილის განაჩენით ტ------–----------–--------–---------------- სამთო ოსტატი რ-----------–------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. განაჩენის მიხედვით, რ---–---------–------- მუშაობდა რა აღნიშნულ თანამდებობაზე, 2014 წლის 11-12 ნოემბერს პასუხისმგებელი იყო ხსენებულ საწარმოში უსაფრთხოების წესების დაცვაზე. მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ,,ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის’’ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის შედეგადაც 2----–-–----------------, დაახლოებით ღამის სამ საათსა და 10 წუთზე ქ.ტყიბულში მინდელის სახელობის ,,შახტაზე’’ სამთო სამუშაოების წარმოებისას ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო სამთო მუშამ, ტ------–--------------------–---–----ში მცხოვრებმა ო----ი ტ----------ემ. რაც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით და ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე დაზარალებულ ო---- ტ----------ის და თავად რ---–----------–------ის ჩვენებებით.

ზემოაღნიშნული მტკიცებულების (განაჩენის) შეფასებით სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება, რომ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი იყო არა უსაფრთხოების წესების დარღვევა, არამედ დაზარალებულის უყურადღებობა, და რომ პასუხისმგებელ პირს მოსარჩელის მოთხოვნაზე წარმოადგენდა რ---–---------–------- და არა საწარმო. სასამართლომ მიუთითა, რომ განაჩენით ცალსახად დადგენილია დამნაშავე პირი რ---–----------–-------, რომლის ბრალეულმა ქმედებამაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (უსაფრთხოების წესების დაუცველობა) გამოიწვია დაზარალებულ ო----ი ტ----------ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, სასამართლო არ დაეთანხმა წარმოდგენილ უბედური შემთხვევის აქტში დაფიქსირებულ პოზიციას, რომ შრომის და უსაფრთხოების წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და რომ შემთხვევა გამოწვეული იყო თავად ო----ი ტ----------ის უყურადღებობით. სასამართლომ მიუთითა, რომ თავად სამთო ოსტატი უნდა დარწმუნებულიყო, რომ მუშას უსაფრთხო პირობებში უწევდა მუშაობა. ამასთან აქტი შედგენილია თავად დაინტერესებული პირის, მოპასუხე ორგანიზაციის მიერ და არა ნეიტრალური პირების მიერ. საწარმოს ბრალეულობა კი დადგენილია ხსენებული გამამტყუნებელი განაჩენით.

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მკურნალობის კურსის და ოპერაციების განმაპირობებელი ფაქტორი არ ფიქსირდება. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებელი დასაბუთებული არგუმენტები ან მტკიცებულებები მოპასუხის მიერ არ წარმოდგენილა.

ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 12 ნოემბერს ტ------–----------–--------–-------------------–- მომხდარი შემთხვევის შედეგად ო----ი ტ----------ემ მიიღო საწარმოო ტრავმა და დაკარგა პროფესიული და საერთო შრომის უნარი 70%-ით უვადოდ. შესაბამისად, მას უნდა აუნაზღაურდეს თანხა სარჩოს სახით სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2015 წლის 01 ივნისიდან სარჩელის შეტანის დღემდე, ხოლო სარჩელის აღძვრიდან 2016 წლის 12 აგვისტოდან სარჩოს სახით 595 ლარი (850 ლარის 70%=595) საგადასახადო განაკვეთის გათვალისწინებით, ყოველთვიურად; მასვე უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გაწეული მატერიალური ხარჯი, ასევე სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

სარჩელის დაკმაყოფლების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე, ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ’’ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლზე; საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე, 44-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 408-ე, 411-ე-413-ე, 992-ე, 997-ე მუხლებზე.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი საფუძვლები:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე შპს ,,სა----–---ის’’ მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით.

აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

აპელანტის განმარტებით, 2014 წლის 14 ოქტომბრის აქტის თანხმად დაზარალებულისათვის უბედური შემთხვევის დადგომა გამოიწვია მისმა უყურადღებობამ სამუშაო პროცესში, რადგან წინდახედულობის გამოჩენის შემთხვევაში შესაძლებელი იყო დამდაგარი შედეგის თავიდან აცილება. იმის გათვალისწინებით, რომ აქტში ცალსახად დასტურდება დასახელებული გარემოება და მოსარჩელეს არ წამოუდგენია ხსენებული აქტის საპირისპირო მტკიცებულება შეუძლებელია მისი უგულებელყოფა. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლომ უგულებელყო და არასარწმუნო მტკიცებულებად მიიჩნია 2014 წლის 14 ოქტომბრის აქტი და მითითებული საფუძველი უბედური შემთხვევის დადგომასთან დაკავშირებით, ამ აქტის სათანადოდ შეფასების შემთხვევაში სრულიად გამორიცხებოდა მოპასუხის პასუხისმგებლობა.

სამოქალაქო საპროცესო სამართალში განმტკიცებულია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრიციპები, რაც მხარეს ავალდებულებს წარმოადგინოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რითაც მის მოთხოვნას ამყარებს და მხოლოდ ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმეში მოსარჩელე დაზარალებულად იქნა ცნობილი არ ადასტურებს მოცემული აქტის მცდარობას.

არც ის არის მნიშვნელოვანი, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 აპრილის განაჩენით ტ------–----------–-------–---------------- სამთო ოსტატი რ-----------–------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში. დასახელებული განაჩენი არ წარმოადგენს პრეიუდიციული ძალის მქონეს განსახილველი სამოქალაქო საქმისათვის, რადგან განაჩენში პირდაპირ ფიქსირდება, რომ ის მიღებულია არა მტკიცებულებათა გამოკვლევის, არამედ რომან სულამანიძის აღიარების საფუძველზე.

დასახელებული გარემოებების გათავალისწინებით, გაუგებარია რა საფუძვლებით მოხდა სასამართლოს მხრიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

2015 წლის 21 მაისს განხილულ იქნა კომპანიის თანამშრომელთა ჯანმრთრელობის მდგო----ეობის შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობებთან მიმართებით, სადაც დადგინდა, რომ მოსარჩელე ო---- ტ----------ეს არ ეძლეოდა მიწისქვეშა სამუშაოებზე დასაქმების რეკომენდაცია, რის საფუძველზეც გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელეს გათავისუფლებამდე ყველაფერი აუნაზღაურდა მოპასუხე მხარის მხრიდან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელე ხელფასს მიიღებდა მხოლოდ სამუშაოს შესრულების პერიოდში, კერძოდ, პენსიამდე მუშაობის შემთხვევაში და არა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ო---- ტ----------ე 63 წლის არის საქმის განხილვის პერიოდში ადასტურებს უახლოეს პერიოდში მისი პენსიაზე გასვლის სავარაუდო ფაქტს, რადგან მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის საპენსიო ასაკის მქონე პირის მუშაობას არ არის რეკომენდირებული. შესაბამისად, მისი სახელფასო ანაზღაურებაც დამოკიდებული იქნებოდა საპენსიო ასაკის მიღწევაზე, რაც ასევე გამოირცხავს მისთვის სარჩოს მუდმივად მინიჭების შესაძლებლობას. შესაბამისად, დაუდგენელია რა საფძვლებით იხელმძღვანელა სასამართლომ სარჩოს დაკისრების ნაწილში, როდესაც ის გარკვეული პერიოდით არ შემოფარგლა.

ამ და სხვა გარემოებების გამო აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ შპს ,,სა----–---ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ო---- ტ----------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, შპს ,,სა----–---ს’’ ო----ი ტ----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 12 აგვისტოდან საპენსიო ასაკის მიღწევამდე სარჩოს გადახდა ყოველთვიურად 595 ლარის ოდენობით, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტყილება უნდა დარჩეს უცვლელი.

ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა

პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ ო----ი ტ----------ე მუშაობდა შპს ,,სა----–---ის’’ ტ------–----------–--------–------------------–- მიწისქვეშა წმენდითი სანგრევის სამთო მუშის თანამდებობაზე 2011 წლის 01 აგვისტოდან და მისი საშუალო ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 850 ლარს.

საწარმოში მომხდარი უბედურის შემთხვევის შედეგად, 2----–-–----------------, მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა და დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უვადოდ. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვ----------’’ მიერ 2----–-–------------–-- კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ მოსარჩელე ო----ი ტ----------ის პროფესიული და შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი არის 70%. იმის გათვალისწინებით, რომ ო----ი ტ----------ის პროფესიაა ,,მუშა’’(მუშაობდა ნახშირმომპოვებელი უბნის მიწისქვეშა წმენდითი სანგრევის სამთო მუშად), მისი ფიზიკური დატვირთვის მხედველობაში მიღებით, იგი აღნიშნული საქმიანობის გასაგრძელებლად უნარმოკლებულია.

დადგენილია, რომ საექსპერტო დასკვნის მომზადებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილია 2500 ლარი.

ო----ი ტ----------ეს შპს ,,ინოვა’’-ში ჩაუტარდა მეორე ოპერაცია 2017 წლის 15 იანვარს, რომელშიც გადახდილია 2200 ლარი.

შპს ,,სა----–---ის’’ გენერალური დირექტორის 2----–-–------------- ბრძანების საფუძველზე ო----ი ტ----------ე გათავისუფლდა სამუშაოდან, ჯანმრთელობის მდგო----ებოს გამო.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ მოსაზარებას, რომ უბედური შემთხვევა გამოწვეული იყო თვით ო---- ტ----------ის უყურადღებობით. უბედური შემთხვევის მიზეზის ამგვარ შეფასებას სრულად გამორიცხავს საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 აპრილის განაჩენი, რომლითაც დგინდება, რომ რ---–---------–-------, რომელიც მუშაობდა მინდელის სახელობის მაღაროს სამთო ოსტატად 2014 წლის 11-12 ნოემბერს პასუხისმგებელი იყო ხსენებულ საწარმოში უსაფრთხოების წესების დაცვაზე. მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ,,ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის’’ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის შედეგადაც 2----–-–----------------, დაახლოებით ღამის სამ საათსა და 10 წუთზე ქ.ტყიბულში მინდელის სახელობის ,,შახტაზე’’ სამთო სამუშაოების წარმოებისას ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო სამთო მუშამ, ტ------–--------------------–---–----ში მცხოვრებმა ო----ი ტ----------ემ, რაც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით და ექსპერტიზის დასკვნებით, სამსახურებრივი მოკვლევის მასალებით, ასევე დაზარალებულ ო---- ტ----------ის და თავად რ---–----------–------ის ჩვენებებით.

პალატა არ იზიარებს აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ რ------–-------- აღიარებას. განაჩენითვე დგინდება, რომ იგი მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზეა გამოტანილი, სახელდობრ მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დაკვნით, ახსნა-განმარტებით და ა.შ.

პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ საწარმოო ტრამვის მიღებაში ბრალეულია არა ო.ტ----------ე, არამედ, მოპასუხე საწარმოს პასუხისმგებელი პირი რ-----–--------

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

საქმეში წარმოდგენილი უბედური შემთხვევის აქტის თანახმად, მოპასუხე ამტკიცებს, რომ უბედური შემთხვევის მიზეზია თვით ტრავმირებულის მოდუნება, სადაც მითითებულია, რომ შრომის და უსაფრთხოების წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რომ იგი გამოწვეული იყო თავად ო.ტ----------ის უყურადღებობით. გამომდინარე იქედან, რომ აქტი შედგენილია თავად დაინტერესებული პირის, პროცესში მხარედ ჩართული საწარმოს მიერ, მასში მოყვანილმა გარემობებემა არ შეიძლება გააბათილოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (რომელიც გამოტანილია მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე) დადგენილი უტყუარი ფაქტი იმის თაობაზე, რომ საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევა შრომის უსაფრთხოებისა და წესების დარღვევას მოყვა, შესაბამისად, ამ ნაწილში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ საწარმო პასუხისმგებელია მისი ბრალით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე.

საქმეზე წარმოდგენილი კომისიური ექსპერტიზის №--------- დასკვნაში დეტალურადაა აღწერილი მოსარჩელის ავადმყოფობის ისტორია და ის ოპერაციები, რაც მას აქვს ჩატარებული. შესაბამისად ამით დადგენილია, რომ მხარემ მეორე ოპერაციისათვის მიიღო ფულადი თანხები 2200 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამაბათილებელი დასაბუთებული არგუმენტები ან მტკიცებულებები მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საწარმოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ბრალეულმა ქმედებამ, საწარმოში უსაფრთხოების წესების დაუცველობამ, გამოიწვია მოსარჩელის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რასაც შედეგად მოჰყვა მისი პროფესიული და საერთო შრომის უნარის დაკარგვა 70%-ით უვადოდ. პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესშია მიყენებული წარმოადგენს საწარმოო ტრავმას, საწარმოო ტრავმაა ასევე წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევა. საწარმოს ბრალის შემთხვევაში კი ზიანი სრულად უნდა იქნეს ანაზღაურებული.

შერეული ბრალის შემთხვევაშიც კი, უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით, ზიანის დადგომაში საწარმოს ბრალის არსებობა საწარმოს პასუხისმგებლობის საფუძველია, შესაბამისად, საწარმო პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება (საქმე №ას-364-346-2015, საქმე №ას-300-284-2017).

ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2----–-–---------------- ტ------–----------–--------–-------------------–- მომხდარი შემთხვევის შედეგად ო----ი ტ----------ემ მიიღო საწარმოო ტრავმა და დაკარგა პროფესიული და საერთო შრომის უნარი 70%-ით უვადოდ. შესაბამისად, მას უნდა აუნაზღაურდეს თანხა სარჩოს სახით სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2015 წლის 01 ივნისიდან სარჩელის შეტანის დღემდე, ხოლო სარჩელის აღძვრიდან 2016 წლის 12 აგვისტოდან სარჩოს სახით 595 ლარი (850 ლარის 70%=595) საგადასახადო განაკვეთის გათვალისწინებით, ყოველთვიურად; მასვე უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გაწეული მატერიალური ხარჯი, ოპერაციის, ასევე სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

განსახილველ შემთხვევაში, ო----ი ტ----------ემ საწარმოო ტრავმა მიიღო 2----–-–----------------. მას დაკარგული აქვს პროფესიული და საერთო შრომის უნარი 70%-ით, უვადოდ. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების, საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში სრულიად დასაბუთებულია ვარაუდი, იმისა, რომ მოსარჩელე, რომელიც ამჟამად არის 63 წლის, იმუშავებდა თავისი პროფესიით და მიიღებდა იმ შეღავათებს და უპირატესობას, რასაც ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი მუშაკი. ამასთან, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად.

რაც შეეხება დადგენილი სარჩოს გადახდის პერიოდს, პალატა მიუთითებს 2017 წლის 11 ივლისის #ას-738-690-2017 უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად, მოსარჩელის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა პირდაპირ, პროპორციულად დაკავშირებულია დაზარალებულის მხრიდან ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომა, პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის შრომით ანაზღაურებას. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა ზიანის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ, ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს. თუმცა განუსაზღვრელი ვადით სარჩოს დაწესება, თავისთავად არ გულისხმობს სარჩოს უვადოდ გადახდის ვალდებულებას. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საპენსიო ასაკს წარმოდგენს 65 წელი, რაც პენსიის დანიშვნის საფუძველია. ერთ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ 65 წლამდე დაზარალებული იმუშავებდა და ზიანის მიმყენებელი ვალდებულია, სარჩოს სახით აუნაზღაუროს მას ზიანი. საპენსიო ასაკის მიღწევისას კი, იცვლება პრეზუმფციის შინაარსი და იგი მოქმედებს საწინააღმდეგო მნიშვნელობით. ვარაუდის ჭრილში, უკვე განიხილება დაზარალებულის მუშაობის პერსპექტივა და ამგვარი, საგამონაკლისო შემთხვევების დადასტურების მოვალეობა დაზარალებულის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნულის დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც გონივრულად არის მოსალოდნელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

პალატის მოსაზრებით, იმისათვის, რომ პენსიის ასაკის შემდგომაც პირის სასარგებლოდ სარჩოს გადახდა განხორციელდეს, ასეთმა პირმა უნდა ამტკიცოს, რომ მის ასაკში მყოფი პირები დასაქმებულნი არიან კონკრეტულ დარგში და რომ ხანდაზმული ასაკი დაბრკოლებას არ წარმოადგენს კონკრეტულ სფეროში საქმიანობისთვის. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მას ზიანის არარსებობის პირობებში შეეძლო, შეესრულებინა აღნიშნული სამუშაო იმგვარად, რომ დამსაქმებელთან შეენარჩუნებინა მისთვის ამ მიმართულებით სამუშაო ადგილი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც. ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამართლებრივი დასაბუთება:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის’’ 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება მოახდინოს თავისი ღირსების შენარჩუნება და პიროვნების თავისუფალი განვითარება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა განხორციელებით ეროვნული ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და თითოეული სახელმწიფო სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად. ხოლო

,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ’’ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს, მოსარჩელემ მიიჩნია რა მისი უფლება დარღვეულად, მო----თა სასამართლოს სარჩელით.

საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. დამსაქმებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში მიაწოდოს დასაქმებულს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომლებიც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე. დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს დამსაქმებელს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც იგი უარს ამბობს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება დელიქტური პასუხისმგებლობის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2. სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

ამავე კოდექსის 997-ე მუხლით კი განსაზღვრულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი, რომლის თანახმადაც, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი(სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.

მოცემულ საქმეში დადგენილია საწარმოს მუშაკის რ.სულამანიძის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რომლის ბრალეულმა ქმედებამაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოიწვია ო.ტ----------ის მიერ საწარმოო ტრავმის მიღება, რაც დელიქტური ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგო----ეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს სახით. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ.

ამავე კოდექსის 411-ე მუხლი კი ადგენს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა ვითარებაში ო.ტ----------ეს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი მხოლოდ იმ ფარგლებში და იმ ვადის გათვალისწინებით (საპენსიო ასაკამდე), რაზედაც გადაწყვეტილებაში უკვე იყო მსჯელობა.

საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. დადგენილია, რომ შპს ,,სა----–---ის“ მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით 856.8 ლარი, რაც უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

1. შპს ,,სა----–---ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქოს სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ო---- ტ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ცვლილება იქნას შეტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების 1.2. პუნქტში იმ მიმართებაში, რომ შპს ,,სა----–---ს (ჯ-----------------------)’’ (ს/ნ 2--------) ო----ი ტ----------ის (პ/ნ 4----------) სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 12 აგვისტოდან სარჩოს გადახდა ყოველთვიურად 595 ლარის ოდენობით, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით ო---- ტ----------ის საპენსიო ასაკის მიღწევამდე (ე.ი. 65 წლის ასაკის მიღწევამდე);

5. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

6. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

9. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-6-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: ირმა პერანიძე

სიმონ ჩხაიძე