განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001254393
№2ბ/3289-2017
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტები (მოპასუხეები) - შ-- ,,ი------–--------’’, ნ-----–-----------–----
წარმომადგენელი - მურმან წიქვაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - შ------------- ი-------–------ (-----------------------
წარმომადგენელი - ც-–--------------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განჩინება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აპელანტების შ-- ,,ი------–--------ს’’ და ნ-----–-----------–----ს მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფა
აპელანტ შ------------- ი-------–-------ს (----------------------- მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებით, შ-- "-------- ინვესტიციების" (------------------------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შ-- "-------–--------" შ-- "------- ინვესტიციების"------------------------ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 220 000 აშშ დოლარის გადახდა; ნ-----–-----------–---ს შ-- "-------- ინვესტიციების" (----------------------- სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 247 500 აშშ დოლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოპასუხე ნ-----–-----------–---- იყო და არის შ-- ''ი------–--------ს'' ერთ-ერთი პარტნიორი, 50%-ანი წილის მფლობელი.
2.2. შ-- '--------- ინვესტიციების'' (------------------------ დირექტორია შ--–----------–---, ხოლო საწარმოს საიდენტიფიკაციო კოდია - 5--------.
2.3. შ-- '--------- ინვესტიციების'' (------------------------ ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან დადგენილია, რომ საწარმოს მისამართია: ი------–-, ა–-------, ჰ---–-------- 1, ინდექსი: 7---------- 2--------------------. ხოლო საწარმოს დირექტორებად მითითებულია 4 სუბიექტი: 1. შ-- '----–---------------- და ბუღალტერი'', 2. შ-- ''რ-------–------------------- და მ-------------- 3. შ-- '-–--–--------------–---–- - კ-------–---–--------------------''. 4. შ-- ''--------–--------–--------- ამონაწერით ასევე დგინდება, რომ თითოეული დირექტორი 25%-ანი წილის მფლობელია (იხ. ტ.1, ს.ფ. 45-52).
2.4. დადგენილია, რომ 2----–-–---------------------------- მოპასუხე შ-- ''ი------–--------ს'' სახელზე თანხები განხორციელებული აქვს მოსარჩელე კომპანიის ერთ-ერთ დირექტორს შ-- ''–--–-------------–---–- - კონსულტაცია და მენეჯმენტს'' (იხ. ტ.1, ს.ფ. 18-39).
2.5. დადგენილია ასევე, რომ 2----–-–-------------, 1---------, 2--------ს, 2---------, შ-- ''ი------–--------სთვის'', ხოლო 2--- წლის 21 ნოემბერს----------–-–-----------------------------------------------------ბი გადმორიცხული აქვს '-------- I------------ (იხ. ტ.1, ს.ფ. 20-37, 40-43, 172-173).
2.6. დადგენილია, რომ გადმორიცხვის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტში თანხის გადმომგზავნის საფოსტო ყუთის ნომრად, ასევე საწარმოს მისამართად მითითებულია ერთი და იგივე ნომერი - 2--------, რაც შესაბამისია - ი------–-, ა–-------, ჰ---–-------- 1, ინდექსი: 7---------- 2-------------------- (იხ. ტ.1, ს.ფ.18-43, 172-173).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.7. საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითებები მასზედ, რომ თანხების გადმორიცხვა განხორციელდა არა მოსარჩელის, არამედ სხვა სუბიექტის მიერ და, რომ სარჩელი ხანდაზმულია.
სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ყურადღება გაამახვილა რამოდენიმე გარემოებაზე და განმარტა შემდეგი:
2--- წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2---წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016).
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ერთ-ერთ მოპასუხეს შ-- '--------–---------- არ ჰქონდა წარდგენილი შესაგებელი, რასაც თავისთავად უკავშირდებოდა სსსკ-ის 201-ე მუხლით გათვალისწინებული პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი-სარჩელში მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება უდავოდ და შესაბამისად, დამტკიცებულად ითვლებოდა კონკრეტულად შ-- '--------–-------------- მიმართებით. რაც შეეხება მოპასუხე ნ-----–-----------–---ს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილებს, რომლის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს. ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე - ნ-----–-----------–---- არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებებს სსსკ-ის 201-ე მუხლით გათვალისწინებული და დადგენილი წესით, სრულყოფილად და თანამიმდევრობით არ იყო ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე მხარე არ ეთანხმებოდა სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, მათ შორის გადმორიცხვებს არაუფლებამოსილი სუბიექტის გამო, იგი ვალდებული იყო მიეთითებინა აღნიშნულის მიზეზი და დაესაბუთებინა შესაბამისი არგუმენტაციით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მის მიერ შესაგებელში მითითებული განმარტება - ''მოპასუხეს არ გადასცემია არც მიწა და არც მიწის შესაძენად გადმორიცხული თანხები'' - არ წარმოადგენდა სრულყოფილად და თანამიმდევრობით ასახულ მოპასუხის მოსაზრებებს სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. მას ასევე არ მიუთითებია სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე არც შესაგებელში და არც საქმის მოსამზადებელ ეტაპზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები წარმოადგენდნენ ახალ გარემოებებს, რის თაობაზეც მოპასუხე მხარეს არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე არ ჰქონდა მითითებული, ამდენად, მას ერთმევოდა უფლება, შეესრულებინა ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამასთან, ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ პროცესუალური თვალსაზრისით, სასარჩელო ხანდაზმულობას სასამართლო ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის თაობაზე მიუთითებს საქმის მონაწილე მხარე და იგი მოქმედებს, როგორც შეპასუხება სარჩელზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეს მოთხოვნის ხანდაზმულობა სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნა ამის თაობაზე, რის გამოც აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულის თაობაზე მოპასუხის მიერ საქმის მომზადების ეტაპზეც რომ ყოფილიყო განცხადებული, სასამართლო მაინც ვერ გაიზიარებდა მხარის მოსაზრებას.
ამ კუთხით სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. ამავე კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს. ხოლო, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით უცილოდ არ დგინდებოდა მხარეთა შორის უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე სახელშეკრულებო ურთიერთობის განხორციელების მიზნით თანხის გადმორიცხვის ფაქტი, თუმცა თანხის გადმორიცხვა უდავო იყო, შესაბამისად, ურთიერთობის დარეგულირება უნდა მომხდარიყო უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე დაყრდნობით. ამდენად, მასზე უნდა გავრცელებულიყო სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადაა - 10 წელი. ამასთან, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს სარჩელი აღძრული ჰქონდათ 2--- წლის 4 სექტემბერს, ხოლო გადმორიცხვები განხორციელებული იყო 2----2008 წლებში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ იყო ხანდაზმული.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება მასზედ, რომ გადმორიცხვები არ იყო განხორციელებული მოსარჩელე მხარის მიერ, თუნდაც მოპასუხე მხარეს აღნიშნულზე მითითება საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე განეხორციელებინა.
სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ რიგ შემთხვევებში გადმორიცხვა განხორციელებული იყო საწარმოს დირექტორის - შ-- ''–--–-------------–---–- - კ-------–---–----------------------ის, ხოლო, რიგ შემთხვევაში '-------- I-------------ს მიერ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გარდა ერთი ასოს სხვაობისა ('-----ის ნაცვლად მითითებულია '----), საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, რომ გადმომრიცხავი იყო სხვა სუბიექტი, ამასთან, საქმის მასალებით უდავოდ იყო დადგენილი, რომ გადმორიცხვების მაინდენტიფიცირებელი ნიშანი: საწარმოს მისამართი, საფოსტო ყუთის ნომერი ერთი და იგივე იყო ყველა გზავნილზე (ი------–-, ა–-------, ჰ---–-------- 1, ინდექსი: 7---------- 2--------------------), რაც სასამართლოს უქმნიდა შინაგან რწმენას იმის შესახებ, რომ აღნიშნული წარმოადგენდა ტექნიკურ შეცდომას, რამდენადაც სასამართლო აფასებდა მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება ს.ფ. 217-227 და თანხის გადმორიცხვის დოკუმენტები ს.ფ. 18-43, 172-173).
სასამართლოს განმარტებით, საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასების, ანუ სასამართლო მტკიცების პროცესში მხარეებს და სასამართლოს კანონით ზუსტად განსაზღვრული ვალდებულებები აკისრიათ. მტკიცებულებათა სასამართლოში წარდგენა მხარეთა ვალდებულებაა, ხოლო მათი საქმეში კანონის შესაბამისად დამაგრება და შეფასება სასამართლოს საქმიანობას წარმოადგენს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ იმ ფაქტის დასადგენად, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრებოდა, მტკიცებულებებად მოწმის ჩვენება, წერილობითი დოკუმენტაცია წარადგინა, რითაც კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება შეასრულა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე (ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან) და განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის მითითებით აღნიშნული თანხების გადმორიცხვა განახორციელა ზეპირი გარიგების საფუძველზე მიწის ნაკვეთის შესაძენად, თუმცა ამ ზეპირი გარიგების უცილოდ დადასტურება, საქმის განხილვის დროს მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო. ამასთან, დადგინდა მოსარჩელის მიერ საერთო ჯამში - 220 000 აშშ დოლარის შ-- ''ი------–--------ს'' ანგარიშზე გადმორიცხვის, ხოლო 247 500 აშშ დოლარის ნ-----–-----------–----ს ანგარიშზე გადმორიცხვის ფაქტი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტზე (რომლის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და განმარტა, რომ მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, პირს რომელიც სხვას გადასცემს რაიმე ქონებრივ სიკეთეს, წარმოეშობა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ მისი მოთხოვნის უფლება თუ გადაცემის მავალდებულებელი საფუძველი მოისპო, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში. შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა-დაზოგვა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადასტურებული იყო მოსარჩელე მხარის მიერ მოპასუხეთათვის გარკვეული ოდენობით თანხების გადმორიცხვის ფაქტი, თუმცა საქმის მასალებით უდავოდ არ დადგინდა ამ თანხებით მიწის ნაკვეთების შეძენის შესახებ მხარეთა შორის გარიგების დადების ფაქტი. შესაბამისად, აღნიშნული თანხები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაცემულად მიიჩნია რომელიც გამცემი მხარისათვის დაბრუნებას ექვემდებარებოდა.
2.7. სასამართლომ არ გაიზიარა სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად მითითითებული თანხების მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრებასთან მიმართებით მხარის პოზიცია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ამ თანხების გარკვეული ნაწილის, კერძოდ, 220 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას მოპასუხეთათვის ითხოვდა სოლიდარულად.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა რომ, სოლიდარული ვალდებულება პრაქტიკაში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული სახეა. სოლიდარულ მოვალეთა ცნებას კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლში აყალიბებს. ამ მუხლის დანაწესით, თუკი რამდენიმე მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ თითოეულმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ ერთჯერადი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მათ სოლიდარული მოვალეები ეწოდებათ.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომელიც რამდენიმე წინაპირობას შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებობდეს რამდენიმე მოვალე, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი. გარდა ამისა, აუცილებელია, ისინი ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე იყვნენ ვალდებულნი. ამასთან, მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება თითოეულის ვალდებულება კრედიტორის წინაშე. შესაბამისად, არ არის აუცილებელი, კრედიტორის მოთხოვნები სოლიდარულ მოვალეთა მიმართ ერთიანი სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობდეს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ''მეწარმეთა შესახებ'' საქართველოს კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის აღნიშნული წესი გამომდინარეობს იმ დოქტრინიდან, რომელსაც სამეწარმეო სამართლში ''კორპორატიული საფარველის გაჭოლვის'' ან სხვაგვარად, ''გამჭოლი პასუხისმგებლობის '' დოქტრინა ეწოდება.
''გამჭოლი პასუხისმგებლობის'' გამოყენების საჭიროება, როგორც წესი, წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როცა ვალდებულება წარმოეშვა კომპანიას, მაგრამ იგი არ არის გადახდისუნარიანი. კრედიტორი, გადახდისუნარიანი პირის ძიებაში, უჩივის კომპანიის პარტნიორს და მიუთითებს, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო, ის პირადად აგებს პასუხს კომპანიის სახელით წარმოშობილი ვალდებულებებისათვის. ასეთ შემთხვევაში, როდესაც კომპანია გადახდისუუნაროა და კრედიტორი ითხოვს გადახდას პარტნიორისაგან, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ვალდებულების შეუსრულებლობით წარმოშობილი დანაკარგი მესამე პირს თუ პარტნიორს დააკისროს. ''გამჭოლი პასუხისმგებლობის'' გამოყენების საფუძვლები პირველად განმარტებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოების მიერ. აღნიშნული განმარტების მიხედვით, გამჭოლი პასუხისმგებლობა გამოიყენება, როდესაც პარტნიორის მხრიდან ადგილი აქვს მოტყუებას, შეცდომაში შეყვანას ან მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას (-------------------------------------–-–----–-----. მოგვიანებით, სამოსამართლო სამართალი განევრცო აღნიშნულ თემაზე და გამჭოლი პასუხისმგებლობის გამოყენების საფუძვლად მიიჩნია ისეთი შემთხვევები, როცა კომპანია წარმოადგენს პატნიორის ხელში ''------------------ პარტნიორის ''ა-–------------' ან ''ფ--–--ს''.
გამჭოლი პასუხისმგებლობის გამოყენების ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული საფუძველია კომპანიის ''არაადექვატური კაპიტალიზაცია''. გამჭოლი პასუხისმგებლობის გამოყენების მიზნებისათვის არაადექვატური კაპიტალიზაცია არ გულისხმობს კანონით დადგენილი მინიმალური კაპიტალის ქონას (მრავალ ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, ასეთი მოთხოვნა კომპანიების მიმართ აღარ არსებობს). არაადექვატურ კაპიტალიზაციაში იგულისხმება ის შემთხვევა, როცა კომპანიის კაპიტალი ძალიან მცირე ან შეუსაბამოა იმ კომპანიის საქმიანობის სახისათვის და იმ რისკების დასაზღვევად, რომელსაც კომპანიის ბიზნეს საქმიანობა წარმოშობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქ იგულისხმება მოსალოდნელი ეკონომიკური საჭიროებები და არა ფორმალურ-სამართლებრივი მოთხოვნები. ''არაადექვატური კაპიტალიზაციის'' ელემენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არანებაყოფლობით კრედიტორებთან მიმართებაში პარტნიორის გამჭოლი პასუხისმგებლობის გამოყენებისას.
''გამჭოლი პასუხისმგებლობის'' კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ''კორპორაციული ფორმალობების დაუცველობა''. ამ ელემენტის დარღვევაა როცა არ ხდება დირექტორებისა და პარტნიორების კრებების მოწვევა და/ან ჩატარება, როცა პარტნიორებისა და დირექტორების მმართველობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები არ არის ნათლად გამიჯნული, როცა ხდება პარტნიორებისა და კომპანიის ქონების აღრევა, როცა კომპანიის სახსრები გამოიყენება პარტნიორთა პირადი მიზნებისათვის, ხოლო პირადი ხარჯები მიიჩნევა კომპანიის ხარჯებად ბუღალტრული ანგარიშგების წესების დარღვევით, ან როცა არ ხდება სათანადო ბუღალტრული და ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
სასამართლომ აღნიშნა, ''მეწარმეთა შესახებ'' საქართველოს კანონი კომპანიის პარტნიორთა გამჭოლ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა მაშინ, როდესაც ისინი ბოროტად იყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ფართოდ განიმარტება და თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ პასუხისმგებლობის შეზღუდვის კორპორატიული ფორმის ბოროტად გამოყენებას (მაგ., კორპორაციის, როგორც მხოლოდ პარტნიორის მიზნის მისაღწევი ''ინსტრუმენტის'' დანიშნულებით გამოყენება. ''კორპორაციული ფორმალობების დაუცველობა'' კორპორაციის, როგორც პარტნიორის ''ა-–------------' არსებობა), არამედ თავად შეზღუდული პასუხისმგებლობის, როგორც პასუხისმგებლობის ელემენტის, ბოროტად გამოყენებას, რაც გულისხმობს პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრივილეგიის მარტოოდენ სხვისი ინტერესების საზიანოდ გამოყენებას და საკუთარი ეკონომიკური რისკებისა და დანაკარგის სხვაზე გადაკისრებას კრედიტორის განზრახ შეცდომაში შეყვანით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენება სახეზეა, როცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი საზოგადოებაში უშუალოდ ხელმძღვანელობს და ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს მაგალითად, გადასახადებისაგან თავის არიდებას, ანუ როცა საზოგადოება პარტნიორის მიერ გამოიყენება არადეკლარირებული შემოსავლის მაგენერირებელი წყაროს დანიშნულებით. აღნიშნული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2--- წელი).
მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა საზოგადოების პარტნიორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდა უნდა დაკისრებოდა მხოლოდ საწარმოს და არა მის პარტნიორს საწარმოსთან ერთად სოლიდარულად, მით უფრო იმ პირობებში როდესაც საწარმოს მხოლოდ 50% წილს ფლობდა მოპასუხე ნ-----–-----------–----, ხოლო დანარჩენი 50%-იანი წილის მფლობელი იყო სხვა.
ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის თანხების სოლიდარულად დაკისრების შესახებ, ვინაიდან, აღნიშნულის (ე.წ. ''გამჭოლი პასუხისმგებლობის'') დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები საქმეში წამოდგენილი არ იყო.
2.8. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ასევე ითხოვდა მოპასუხეთათვის მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის გადახდის დაკისრებას. სასამართლო ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ გადარიცხული თანხების ბანკში განთავსებით, მას დაერიცხებოდა წლიური 10%-ი სარგებელი.
სასამართლომ განმარტა, რომ სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხ.).
როგორც საქმის მასალებით ირკვევოდა, შ-- ''ი------–--------ს'' და ნ-----–-----------–----ს წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ემყარებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას. ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის პირველ რიგში, უნდა გარკვეულიყო მიყენებული ზიანის შინაარსი და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.
სასამართლომ განმარტა, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა).
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე, რომელიც მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ, სუსგ -ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები .
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე აპელირებდა, რომ 220 000 აშშ დოლარის და 247 000 აშშ დოლარის საკრედიტო დაწესებულებაში ანაბარზე განთავსების შემთხვევაში, იგი მიიღებდა შემოსავალს წლიურ 10%-ს პროცენტის სახით. მოსარჩელის მხოლოდ ეს არგუმენტი, სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს, კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans).
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა.
სასამართლოს განმარტებით, მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია, რა დროსაც ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'' (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ -ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).
სასამართლომ აღნშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ახსნა-განმარტებით მიხედვით, მას 220 000 აშშ დოლარი და 247 000 აშშ დოლარი მოპასუხისათვის გადახდილი ჰქონდა უძრავი ქონების შეძენის მიზნით. შესაბამისად, მის ინტერესს წარმოადგენდა უძრავი ქონების შეძენა და არა ნასყიდობის საფასურის ბანკში ანაბარზე განთავსება და ამ გზით, სარგებლის მიღება. ამასთან, საგულისხმო იყო ის გარემოებაც, რომ საქმის მასალებით უდავოდ არ დადგინდა, რომ თანხის გადარიცხვა განხორციელდა უძრავი ქონების შეძენის მიზნით. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე არ იყო, რაც ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველს წარმოადგენდა. (იხ. სუსგ. საქმე №ას-459-438-2---).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ. მოპასუხე შ-- "-------–--------" მოსარჩელე შ-- "------- ი-------–------------------------------ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა დავალიანების - 220 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მოპასუხე ნ-----–-----------–---ს მოსარჩელე შ-- "-------. ი-------–----- (------------------------ის სასარგებლოდ - დავალიანების - 247 500 აშშ დოლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე კი დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
შ-- ,,ი------–--------ს’’ და ნ-----–-----------–----ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტების მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შ-- ,,ი------–--------ს" სახელზე თანხის გადმორიცხვა განხორციელდა მოსარჩელე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორის შ-- ,,–--–-------------–---–----------–---–--------------------- მიერ".
აპელანტების განმარტებით, მართალია, გარკვეული თანხები გადმორიცხული იყო შ-- ,,–--–-------------–---–----------–---–--------------------- მიერ და შ-- ,,შ--–-------------–---–----------–---–-------------------" პარტნიორი იყო შ-- ,,-------------–---ის", მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავდა იმას, რომ თანხები გადმორიცხა შ-- ,,-------------–---მა". შ-- ,,-------------–---ის" პარტნიორის გაიგივება სამეწარმეო სუბიექტ შ-- ,,-------------–---თან" იყო დაუშვებელი. აპელანტის მითითებით, შ-- ,,-------------–---ის" საიდენთიფიკაციო კოდი იყო 5--------- ხოლო შ-- ,,–--–-------------–---–----------–---–--------------------- საიდენთიფიკაციო კოდი - 5----------
3.2. აპელანტების მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ გადმორიცხვის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტში თანხის გადმომგზავნის საფოსტო ნომერი, ასევე საწარმოს მისამართად მითითებული იყო ერთი და იგივე ნომერი N2--------, რაც შესაბამისობაში იყო ა–------------–----- ქ. N- ინდექსი 7----- ს-------- ს--------------
აპელანტების განმარტებით, შ-- ,--------------–------ მიერ თანხების გადმორიცხვის დოკუმენტებში მითითებული კოდი N2--------, წარმოადგენს არა საწარმოს მისამართს, არამედ, შ-- ,--------------–------ საიდენთიფიკაციო კოდს. რაც შეეხება ერთი და იგივე მისამართზე რეგისტრაციის საკითხს, შესაძლებელია, რომ ერთიდაიგივე მისამართიდან რამდენიმე სამეწარმეო სუბიექტმა მოახდინოს ანგარიშწორება, ანდა ერთიდაიგივე მისამართზე დარეგისტრირებული იყოს რამდენიმე სამეწარმეო სუბიექტი. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოპასუხის მითითება მასზედ, რომ თანხების გადმორიცხვა განხორციელდა არა მოსარჩელის, არამედ სხვა სუბიექტის მიერ.
3.3. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 და მე-4 ნაწილებზე მითითებით განმარტა, რომ შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი, თავისთავად, განსაზღვრავს მტკიცების საგანს და იგი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა ერთ შემთხვევაში შესაგებლის წარუდგენლობაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში შესაგებლის არასრულყოფილებაზე. კერძოდ, პირველ შემთხვევაში შ-- ,,-------–------------ მიმართებაში სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, ხოლო მეორე შემთხვევაში ნ-----–-----------–---თან მიმართებით, მიუთითა, რომ თუ მოპასუხე არ ეთანხმებოდა მოსარჩელის პოზიციას, ვალდებული იყო მიეთითებინა აღნიშნულის მიზეზი და დასაბუთება.
აპელანტები არ იზიარებენ სასამართლოს მიერ მითითებულ ზემოაღნიშნულ გარემოებას შედეგ გარემოებათა გამო:
აპელანტების განმარტებით, შესაგებელში სრულყოფილად და თანმიმდევრობით იქნა ასახული მოსაზრება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა თუ მტკიცებულებებთან მიმართებაში. მიეთითა, თუ რატომ არ ეთანხმებოდა მოპასუხე სარჩელში მითითებულ გარემოებებს, რასაც ადასტურებდა შესაბამისი არგუმენტებით. ამასთან, აპელანტმა განმარტა, რომ მართალია შ-- ,,ი------–--------- საერთოდ არ ჰქონდა წარდგენილი შესაგებელი, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენდა საქმეზე არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველს და არც სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის საფუძველს.
აპელანტმა აქვე განმარტა, რომ ნ-----–-----------–---მა წარადგინა რა შესაგებელი, მასში მიუთითა, რომ შ-- ,,ი------–--------- და ნ-----–-----------–---ს მოსარჩელისაგან არ ჰქონდათ მიღებული სარჩელში მითითებული თანხები. აპელანტმა აღნიშნა, რომ მართალია, ერთი სოლიდარული მოვალის მიერ შესაგებლის შეტანა თავისთავად არ ნიშნავდა მეორე თანამოპასუხის მიერ შესაგებლის შეტანას, თუმცა გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ პირველი თანამოპასუხის მიერ შესაგებლის შეტანას შეიძლება გამოეწვია მეორის მიმართაც გარკვეული პოზიტიური შედეგების დადგომა. აღნიშნული პოზიცია გამომდინარეობდა დავის საგნის განუყოფლობის პრინციპიდან. აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ნ-----–-----------–---- იყო რა შ-- ,,ი------–--------ს" პარტნიორი და დირექტორი და შესაგებელში მიუთითა რა, რომ არც შ-- ,,ი------–--------- და არც ნ-----–-----------–---ს მოსარჩელისაგან არ მიუღიათ სარჩელში მითითებული თანხები, თავისთავად იგი ამ შესაგებლით იცავდა როგორც თავის თავს, ისე შ-- ,,ი------–--------- სარჩელისაგან. აქედან გამომდინარე შ-- ,,ი------–--------ს" მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ წარმოადგენდა საპროცესო დარღვევას.
3.4. აპელანტების მითითებით, სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული.
ამ კუთხით აპელანტმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევოდა ამ ურთიერთობის სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით დაკვალიფიცირების საფუძველს.
ამასთან, აპელანტებმა განმარტეს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ მოპასუხის პოზიცია აუცილებლად შესაგებელში უნდა ყოფილიყო მითითებული.
აპელანტის განმარტებით, ვალდებული მხარის მიერ თავისი უფლების დასაცავად ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოხმობა და ამ მოტივით ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა ფაქტის სამართლებრივი შეფასებაა და არა ფაქტობრივი გარემოება. აქედან გამომდინარე მოვალე მხარეს პროცესის ნებისმიერ სტადიაზე აქვს ამა თუ იმ ფაქტისათვის სამართლებრივი შეფასების მიცემა მოთხოვნის ხანდაზმულობის თვალსაზრისით.
3.5. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მოახდინა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაცია.
აპელანტის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცემოდა და ურთიერთობა დავალების ხელშეკრულებით დაკვალიფიცირდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ხანდაზმულობის ვადა სახელშეკრულებო ურთიერთობებში შეადგენს სამ წელს, სარჩელი ჯერ კიდევ 2010-2011 წლებში იქნებოდა ხანდაზმული, რამეთუ თანხები გადმორიცხული იყო 2----2008 წლებში.
3.6. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით, აპელანტები ასავე ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებებს, რომლებიც წინ უსწრებდა გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინებას და ამავე სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განჩინებას.
ა) აპელანტების მითითებით, სასამართლომ 2017 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინებით, არასწორად დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, მოწმის სახით პროცესზე ი-------------- დაკისთვის თაობაზე.
აპელანტების განმარტებით, მართალია, სასამართლომ მის განმარტებას გადაწყვეტილების მტკიცებულებით ნაწილში თითქმის არანაირი მნიშვნელობა არ მიანიჭა, თუმცა აღნიშნა, რომ პროცესში მისი მოწმის სახით დაკითხვა მოხდა კანონის დარღვევით.
აპელანტმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არც სარჩელში, არც საქმის მოსამზადებელ სხდომაზე არ დაუყენებია შუამდგომლობა მოწმის სახით ი-------------- მოწვევის შესახებ. მოწმის სახით პირის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა მოსარჩელე მხარემ დააყენა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
ამასთან, მოწმის სახით დაკითხული ი-------------- მიერ სასამართლო პროცესზე მიცემულ განმარტებას (როცა მან განაცხადა, რომ შ--–----------–---ს დავალებით იგი 2012 წლის ზაფხულში მისული იყო ნ-----–-----------–---თან და მოითხოვა შ--–----------–---ს მიერ მიწის შესაძენად გადარიცხული თანხების დაბრუნება, ნ-----–-----------–---მა კი სხვადასხვა მიზეზთა გამო თანხების დაბრუნებაზე უარი განუცხადა), თუ სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევდა, მაშინ გამოდის, რომ ,,მოთხოვნის" უფლება ბ-----–--- წარმოშობია თუ არა 2----2008 წლებში, როცა თანხები ,,გადაურიცხა" მოპასუხეს, 2012 წლის ზაფხულში მაინც. 2012 წლის ზაფხულიდან 2--- წლის სექტემბრამდე (სარჩელი შეტანილი 2--- წლის 4 სექტემბერს) კარგახნის გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (ეს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უკანონოდ მაინც მიიჩნევს, რომ ის თანხები, რომელიც სარჩელზე დართული დოკუმენტებით გადმორიცხა შ-- ,,-------------–------ და შ-- ,,შ--–-------------–---–----------–---–---------------------- გადარიცხა არა თანხების გადამრიცხველად დოკუმენტებში მითითებულმა პირებმა, არამედ მოსარჩელემ).
ბ) აპელანტებმა მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ მიღებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მითითებით, მოცემულ საქმეზე მთავარი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 24 იანვარს. ამ დროისათვის მოპასუხედ დასახელებული ნ-----–-----------–----სა და შ-- ,,ი------–--------საგან" სარჩელი და მასზე თანდართული მასალები ჩაბარებული ჰქონდა მხოლოდ ნ-----–-----------–---ს, ხოლო შ-- ,,ი------–--------- - არ ჩაბარებია. იგი დადგენილი წესით სასამართლო სხდომაზე მოწვეული არ ყოფილა. 2017 წლის 24 იანვარს, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხე ნ-----–-----------–----ს წარმომადგენელი, მაგრამ მითითებული სხდომა გადაიდო 2017 წლის 14 თებერვლისათვის.
2017 წლის 25 იანვარს, სასამართლომ ერთპიროვნულად, სასამართლო სხდომის გარეშე, გამოიტანა განჩინება შ--------------- სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსათვის გზავნილის შ-- ,,ი------–--------ს" და მისი პარტნიორ ნ-----–-----------–----სათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ იმავე დღეს, ანუ 2017 წლის 25 იანვარს გამოიტანა მეორე განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომელიც იმავე დღესვე გაავრცელა სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე.
აღნიშნული განჩინება შესასრულებლად იმავე დღესვე გაეგზავნა შ.ს. სამინისტროს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს საუბნო სამსახურს.
2017 წლის 30 იანვარს შ.ს. სამინისტროს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომელი წ---–------ გამოცხადდა განჩინებაში მითითებულ მისამართზე ქ. თბილისში, ძ------------–-–---–------------–ი, ნ-----–-----------–----ს საცხოვრებელ ადგილზე და შ-- ,,ი------–--------ს“ იურიდიულ მისამართზე, მაგრამ უწყება ნ----------–---- და ვერც შ-- ,,ი------–--------- ვერ ჩაბარდა ნ----------–---ის ადგილზე არყოფნის გამო, ხოლო კ-------–----- დამ უწყება არ ჩაიბარა, რის თაობაზეც შედგენილი იქნა ოქმი და სასამართლოს გაეგზავნა 2017 წლის 01 თებერვალს.
2017 წლის 14 თებერვალს, მთავარ სასამართლო სხდომაზე, გამოცხადდა მოსარჩელის და მოპასუხეების (ნ-----–-----------–----ს და შ-- ,,ი------–--------ს“) წარმომადგენლები.
გასაჩივრებული განჩინების უკანონობა გამოიხატება შემდეგში:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 25 იანვრისათვის სასამართლოსათვის ცნობილია, რომ შ-- ,,ი------–--------ს“ ადგილსამყოფელი და მისი პარტნიორის, ნ-----–-----------–----ს, საცხოვრებელი ადგილი ქ-------–------------------–-–---–------------–---
სასამართლო თავის 2017 წლის 25 იანვრის განჩინებაში შ-----------------ს შესაბამის სამსახურისათვის გზავნილის მხარისათვის გადაცემის შესახებ, სწორედ ამ მისამართს მიუთითებს და ავალებს შესაბამის სამსახურს ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარებას.
სასამართლო არ დაელოდა გზავნილის ჩაბარებას და არც გზავნილის ჩაუბარებლობაზე სამინისტროს პასუხს (გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა 2017 წლის 30 იანვარს, რის თაობაზეც ინფორმაცია სასამართლომ მხოლოდ 2017 წლის 1 თებერვალს მიიღო) და 2017 წლის 25 იანვარს წინსწრებით, გამოიტანა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების წინაპირობაა მხარის ადგილსამყოფელის უცნობობა, ანდა შეტყობინების ჩაბარების სხვაგვარად შეუძლებლობა.
მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 25 იანვრისათვის სასამართლოსთვის ცნობილი იყო მოპასუხის ადგილსამყოფელი. მისთვის მოპასუხისათვის გზავნილის სხვაგვარად ჩაუბარებლობის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ 2017 წლის 1 თებერვალს. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლი განსაზღვრული საჯარო შეტყობინების სავალდებულო განხორციელებას, 2017 წლის 25 იანვრისათვის, გამორიცხავდა. ანუ სასამართლოს 2017 წლის 25 იანვარს უფლება არ ჰქონდა გამოეტანა განჩინება საჯარო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
შ------------- ი-------–------’ (----------------------- სააპელაციო საჩივარი
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.7. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მე-2 სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა, რომ შ-- '--------–---------- და ნ-----–-----------–---ს სოლიდარულად დაკისრებოდათ ზიანის ანაზღაურება 220 000 აშშ დოლარის წლიური 10%-ის ოდენობით, 2013 წლის თებერვლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აპელანტის განმარტებით, კანონი ითვალისწინებს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურებას, შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ამ წაწილში, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3.8. აპელანტის მითითებით, სასამართლომ ასევე არასწორად არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრებას, გამომდინარე იქიდან, რომ მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 3.6. პუნქტი ითვალისწინებს კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის პარტნიორის პირად პასუხისმგებლობას, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. კერძოდ, პასუხისმგებლობის შეზღუდვის ბოროტად გამოყენება გამოიხატება იმაში, რომ ნ-----–-----------–---მა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენა საზოგადოებაში ჩარიცხული დიდი ოდენობის თანხა, რის შედეგადაც საზოგადოება მიიყვანა გაკოტრების პირას ...
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. მოპასუხე ნ-----–-----------–---- წარმოადგენს შ-- ''ი------–--------ს'' ერთ-ერთ პარტნიორს, კერძოდ, საზოგადოებაში 50%-ანი წილის მფლობელს;
4.2. 2--- წლის 11 ნოემბერს, შედგა '--------- ინვესტიციების'' (------------------------ პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის თანახმად, ფირმის სახელით დამტკიცდა წარმომადგენლობითი და ხელმოწერის უფლების მქონე პირის ვინაობა, კერძოდ, ფირმის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და ფირმის სახელით ხელმოწერის უფლება მიენიჭა შ--–----------–---ს;
ამავე კრების ოქმით დასტურდება ის გარემოება, რომ შე-–----------–--- მოქმედებს ფირმის შ-- '-–--–--------------–---–- - კონსულტაცია და მართვის’’-ს სახელით (იხ. ტ.1, ს/ფ 52);
4.3. სამეწარმეო რეესტრის 0---------წ. განახლებული ამონაწერით შ-- '--------- ინვესტიციების'' (------------------------ დირექტორებს წარმოადგენენ: 1. შ-- '----–---------------- და ბ------–-------'', 2. შ-- ''რ-------–------------------- და მ-------------- 3. შ-- '-–--–--------------–---–- - კ-------–---–--------------------''. 4. შ-- ''--------–--------–--------- ამონაწერით ასევე დგინდება, რომ თითოეული დირექტორი 25%-ანი წილის მფლობელია;
ამონაწერის თანახმად, საწარმოს მისამართია: ი------–-, ა–-------, ჰ---–-------- 1, ინდექსი: 7---------- 2--------------------. ხოლო, საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომერია - 5---------
ამავე ამონაწერის თანახმად, შ-- '-–--–--------------–---–- - კ-------–---–--------------------''-ს მისამართია - ი------–-, ა–-------, ჰ---–-------- 1/2, ინდექსი: 7---------- 2023, ხოლო, საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომერია - 5-------- (იხ. ტ.1, ს/ფ 47-49);
4.4. 2----–-–----------------------------, მოპასუხე შ-- ''ი------–--------ს'' სახელზე თანხის გადარიცხვა განახორციელა შ-- ''–--–-------------–---–- - კონსულტაცია და მენეჯმენტმა'' 25 000 / 25 000 აშშ დოლარის ოდენობით;
4.5. 2----–-–-------------, 2---------, 1---------, 2--------ს შ-- ''ი------–--------ს'', ხოლო 2--- წლის 21 ნოემბერს და 2--- წლის 3 დეკემბერს ნ-----–-----------–----ს სახელზე გადმორიცხვები განახორციელა '-------- I---------------'.
4.6. გადარიცხვის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტში თანხის გადმომგზავნის ('-------- I---------------' და შ-- '-–--–--------------–---–- - კ-------–---–--------------------'') საფოსტო ყუთის ნომრად და საწარმოს მისამართად მითითებულია ერთი და იგივე მონაცემები, კერძოდ ს/ყ - 2--------, რაც შესაბამისია - ი------–-, ა–-------, ჰ---–-------- 1, ინდექსი: 7---------- 2--------------------, ხოლო გამომგზავნი კომპანიების საიდენტიფიკაციო ნომრები მითითებული არ არის (იხ. ტ.1, ს/ფ 47-49, 19,21,27,31,41); .
4.7. საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელის მიერ საერთო ჯამში - 220 000 აშშ დოლარის შ-- ''ი------–--------ს'' ანგარიშზე გადმორიცხვის, ხოლო 247 500 აშშ დოლარის ნ-----–-----------–----ს ანგარიშზე გადმორიცხვის ფაქტი;
4.8. პალატა ვერ გაიზიარებს შ-- ,,ი------–--------ს’’-ს და ნ-----–-----------–----ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებულ გარემოებას მასზედ, რომ თანხების გადმორიცხვა განხორციელდა არა მოსარჩელე მხარის შ------------- ი-------–------’ (----------------------- არამედ სხვა სუბიექტების -'-------- I---------------'-ის და შ-- ''–--–-------------–---–- - კონსულტაცია და მენეჯმენტ''-ის მიერ, რომლებსაც ამ დავასთან, არანარი შემხებლობა არ გააჩნია.
აპელანტების მიერ მითითებული პოზიციის უარყოფის კუთხით, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
- აღძრულ სარჩელზე ნ-----–-----------–----ს მიერ არაკვალიციციური, ფორმალური შესაგებელის წარდგენაზე, ხოლო შ------------–---------’-ს მიერ შესაგებლის წარუდგენლობაზე;
- B-----------------------’’-სა და '-------- I---------------'-ს იდენტურობაზე;
- შ-- ''–--–-------------–---–- - კონსულტაცია და მენეჯმენტ''-ის უფლებამოსილებაზე, შ------------- ი-------–------’(----------------------- სახელით განეხორციელებინა ტრანზაქცია/თანხის გადარიცხვა;
- გადარიცხული თანხის ნაწილში (50 000 აშშ დოლარი), შ-- ''–--–-------------–---–- - კონსულტაცია და მენეჯმენტ''-ისათვის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულებაზე;
- სადავო ფაქტობრივი გარემოების (50 000 აშშ დოლარის) ნაწილში, აპელანტი/მოპასუხე მხარის მიერ მტკიცების ტვირთის განუხორციელებაზე;
ა) პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნ-----–-----------–----ს მიერ სარჩელზე წარდგენილია არაკვალიფიციური, ფორმალური შესაგებელი, ხოლო შ------------–---------’-ს მიერ სარჩელზე შესაგებელი წარდგენილი არ არის;
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია რა სასამართლო წესით უფლების დაცვის საყოველთაო პრინციპი, მისი კონკრეტული რეალიზაცია ასახულია საპროცესო კანონმდებლობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპებს კანონმდებელი ორ ძირითად ნაწილად ყოფს, ესაა საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად (იხ. სსსკ-ის 203-ე მუხლი) და სასამართლოს მთავარი სხდომის სტადია (სსსკ-ის 207-ე მუხლი). იმის მიხედით, თუ საქმე განხილვის რა ეტაპზეა, განსხვავებულია მხარეთა უფლებრივი მდგომარეობაც, რომელთაგან განსახილველ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია მოპასუხის უფლებები: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი ადგენს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითადი ინსტრუმენტის - შესაგებლის ინსტიტუტს და ნორმის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა. ამ საპროცესო წესის დარღვევით, ბუნებრივია, ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი, რამდენადაც ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე შ-- ,--------–---------- ,--------- ი-------–------’ (----------------------- მიმართ, არ განუხორციელებია მისი საპროცესო ვალდებულება და არ წარუდგენია შესაგებელი, ხოლო, მეორე მოპასუხე, სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, თუმცა არ წარუდგენია კვალიფიციური შედავება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობის შესახებ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტება, რომლის მიხედვით, „შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.
2--- წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2---წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას, ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).
როგორც აღინიშნა, ნ-----–-----------–----ს მიერ წარდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები): „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამდენად, თუ მოპასუხე მხარეები არ ეთანხმებოდნენ სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, უნდა წარედგინათ კვალიფიციური შესაგებელი, (რომელიც შ------------–---------’-ს საერთოდ არ წარმოუდგენია), სადაც მხარე სადავოდ გახდიდა გადმორიცხვებს არაუფლებამოსილი სუბიექტის გამო. ნ-----–-----------–----ს მიერ შესაგებელში მითითებული განმარტება, რომ ''მოპასუხეს არ გადასცემია არც მიწა და არც მიწის შესაძენად გადმორიცხული თანხები'', არ წარმოადგენს სრულყოფილად და თანამიმდევრობით ასახულ მოპასუხის მოსაზრებებს სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე და ზემდგომ ინსტანციებში მოპასუხე მხარეს ერთმევა ისეთ გარემოებებზე მითითების უფლება, რაზეც მოსამზადებელ ეტაპზე არ მიუთითებია.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შ------------–---------’-ს წარმომადგნელი შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაწესი, როდესაც მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების უზრუნველყოფის მიზნით ერთსა და იმავე დღეს (25.01.2017 წ) მიიღო ორი საპროცესო დოკუმენტი: 1. შ--------------- სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსათვის გზავნილის მხარისათვის გადაცემის დავალების შესახებ განჩინება; და 2. სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ განჩინება (აპელანტები სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებენ ამ განჩინებებს).
უპირველესყოვლისა, პალატა განმარტავს, რომ გზავნილის შს სამინისტროს ორგანოების და საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარების მიზანია გზვნილის მხარისათვის ჩაბარების უზრუნველყოფა, მაშინ როდესაც სსსკ-ის 73.1 მუხლით გათვალისწინებული სხვა საშუალებით ამის განხორციელება შეუძლებელი ხდება. დადგენილია და მხარეთა დავას არ იწვევს, რომ საწარმოს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გზავნილის ჩაბარება ფოსტის მეშვეობით ვერ გახდა შესაძლებებლი, მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა. საპროცესო კანონმდებლობა საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო შეტყობინების გზით მხარისათვის გზავნილის ჩაბარებას დასაშვებად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 იანვრის განჩინებით, საქართველოს შ--------------- სამინისტროს ტეროტორიულ ორგანოს შ------------–---------’-სათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება დაევალა, რაც ვერ განხორციელდა. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდებოდა, სასამართლო უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა სსსკ-ის 78-ე მუხლით. ამასთან, ის გარემოება, რომ სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება საჯარო შეტყობინების გავრცელების შესახებ, რომ არ დაელოდა შს სამინისტროს ორგანოებიდან პასუხის მიღებას, მოცემულ შემთხვევაში არსებითი ხასიათის არ არის, რადგან აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია საბოლოო შედეგზე, კერძოდ გზავნილი პოლიციის მეშვეობით მხარეს მაინც ვერ ჩაბარდა და მაინც გახდა აუცილებელი საჯარო შეტყობინების გავრცელება. ამასთან, მიუხედავად ყოველივე აღნიშნულისა, შ------------–---------’-ს წარმომადგენელი სხდომაზე მაინც გამოცხადდა, რადგან ორივე მოპასუხეს წარმოადგენდა ერთი წარმომადგენელი (მინდობილობა წარმოადგინა სხდომაზე, ტ.1, ს/ფ 223-224), რომლისთვისაც გადაცემული იყო როგორც სარჩელი თანდართული მასალებით, ისე უწყება მომდევნო სხდომის შესახებ, თუმცა შ------------–---------’-ს სახელით შესაგებლის წარმოსადგენად ვადის აღდგენა ან გაგრძელება არ მოუთხოვია.
საგულისხმოა ისიც, რომ ნ-----–-----------–----ს წარმომადგენელმა, სარჩელზე წარდგენილ არაკვალიფიციურ შესაგებელში გამოხატა როგორც ნ-----–-----------–----ს, ისე შ------------–---------’-ს პოზიცია, თუმცა ამ უკანასკნელისგან მხოლოდ მოგვიანებით მიენიჭა წარმომადგენლობის უფლებამოსილება. ამდენად, როგორც შ-- ,,ი------–--------სთვის’’ ისე მისი პარტნიორისთვის ნ-----–-----------–----სთვის ერთდროულად იყო ცნობილი მათ მიმართ აღძრული სარჩელის შესახებ და მიღებული აქვთ კიდევაც სარჩელი, თანდართული მასალებით. შესაბამისად, 2017 წლის 25 იანვარს ორი განჩინების ერთდროულად მიღება ვერ გახდება შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი.
ბ) მითითებულ სადავო საკითხთან მიმართებით, კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მითითებას, რომ გადმორიცხვები არ იყო განხორციელებული შ------------- ი-------–------’(----------------------- მიერ.
როგორც აღინიშნა, რიგ შემთხვევებში გადმორიცხვები განხორციელებული იყო საწარმოს დირექტორის - შ-- ''–--–-------------–---–- - კ-------–---–----------------------ის, ხოლო, რიგ შემთხვევაში - '-------- I---------------'-ს მიერ.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისიწნებით, რომ 11.11.2--- წლის '--------- ინვესტიციების'' (------------------------ პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და კომპანიის სახელით ხელმოწერის უფლება მიენიჭა კომპანიის ერთ-ერთ დირექტორს, შ--–----------–---ს, რომელიც მოქმედებდა შ-- ''–--–-------------–---–- - კონსულტაცია და მართვის (მენეჯმენტის)’’-ს სახელით, საწინააღმდეგო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, პალატა დადგენილად ვერ მიიჩნევს აპელანტის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებას, რომ თანხები გადმორიცხული იქნა სხვა სუბიექტის და არა შ-- '--------- ინვესტიციების'' (------------------------ მიერ.
რაც შეეხება '--------- ინვესტიციების'' (------------------------ (მოსარჩელე) და '-------- I---------------'-ის (გადმომრიცხავი) იდენტურობას, საქმის მასალებით მათი მაინდენტიფიცირებელი ნიშნები, კერძოდ საწარმოს მისამართი და საფოსტო ყუთის ნომერი და სხვა ერთი და იგივეა ყველა გზავნილზე (ი------–-, ა–-------, ჰ---–-------- 1, ინდექსი: 7---------- 2023, ინდ - ს---------, ხოლო გადმომრიცხავის სხვა განმასხვავებელი მონაცემების არარსებობა (არც ერთ გზავნილში კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი მითითებული არ არის) სასამართლოს უქმნის შინაგანი რწმენის საფუძველს იმის შესახებ, რომ კომპანიის სახელწოდებაში '-----ის ნაცვლად '-----ის მითითება, წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ შეცდომას.
გ) სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევას ასევე გამორიცხავს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეზე დართული 2016 წლის 04 დეკემბრის შ-- ,,შ--–-------------–---–----------–---–-------------------ს’’ უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება, სადაც უფლების დამთმობი აღნიშნავს, რომ სრულად გადასცემს მოთხოვნის უფლებას შ-- '--------- ი-------–------ (------------------------, შ-- ,,ი------–--------“-ს მიმართ, რაც ისედაც შ-- '--------- ი-------–------ (------------------------ ეკუთვნოდა (იხ. ტ.2, 02.05.2018წ. სხდომის ოქმის დანართი);
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 02 მაისის საოქმო განჩინებით, შ------------–---------’-სა და ნ-----–-----------–----ს წარმომადგენელს მიეცა ვადა დათმობილი მოთხოვნის (50 000 აშშ დოლარის) ფარგლებში დამატებითი მტკიცებულების წარმოსადგენად.
წამოდგენილ განცხადებაში აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შ-- ,,შ--–-------------–---–----------–---–-------------------სა’’ და '-------- I---------------'-ს სახელით გადმორიცხული თანხებით, შესყიდულია მიწები და მიმდინარეობს საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, საიდანაც 50 000 აშშ დოლარის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების ცალკე გამოყოფა შეუძლებელია.
საქართველოს სსკ-ის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებმა (მოპასუხეებმა) წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ვერ დაადასტურეს გადმორიცხული სადავო თანხის (50 000 აშშ დოლარის) გამოყენების მიზნობრიობა - მიწის შეძენა და მოსარჩელესთვის საკუთრებაში გადაცემა.
4.9. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების (მოპასუხეები) მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის ათვლის წერტილს, ამ ვადის გასვლა კი არ აქარწყლებს მოთხოვნას, არამედ მას განუხორციელებლად აქცევს. ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს ხანდაზმულობის საკითხის გამოკვლევა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სადავოდ ხდის მხარე. სასარჩელო ხანდაზმულობის შესახებ კანონმდებლობა ადგენს საშუალებას და არა უფლებას, ამასთან ხანდაზმულობას არ აქვს ეფექტი, მხარის მითითების გარეშე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება და არა მისი სამართლებრივი შეფასება, როგორც ამას მოპასუხე/აპელანტი მიიჩნევს. შესაბამისად, მხარე შეზღუდულია საპროცესო კანონმდებლობით, მიუთითოს აღნიშნულზე საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. მიჩნეულია, რომ ხანდაზმულობის საკითხის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლისა და 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დაწყების შემდეგ, ე.ი მთავარ სხდომაზე დაუშვებელია ისეთი შუამდგომლობებისა თუ განცხადებების აღძვრა, რომლებიც არ ყოფილა დაყენებული მოსამზადებელ სტადიაზე არასაპატიო მიზეზით. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, შესაგებელში და მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეს არ მიუთითებია და პირველად აღნიშნულზე მიუთითა მხოლოდ მთავარ სხდომაზე, პაექრობის ეტაპზე. მოცემულ ეტაპზე აღნიშნული გარემოების შეფასება ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად და ვინაიდან აპელანტმა ვერ დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე ხანდაზმულობაზე მიუთითებლობის საპატიო მიზეზი, სააპელაციო სასამართლოშ ამ გარემოებაზე აპელირება დაუშვებელია. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზედაც დამყარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე (სსსკ-ის 377.1 მუხლი). შესაბამისად, პალატა ვერ იმსჯელებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელზეც პირველი ინსტანციის სასამართლოში მითითებული (დროულად) არ ყოფილა და რომელზე მითითება სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.
4.10. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებდა მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმებაზე, რომლის თანახმად მოსარჩელე გადმოურიცხავდა გარკვეულ თანხებს საქართველოში მიწების შესაძენად, რომლებიც შემდგომ უნდა გადასცემოდა მოსარჩელეს საკუთრებაში. ამ შეთანხმების ფარგლებში მოსარჩელემ შ-- ''ი------–--------ს'' და ნ-----–-----------–----ს ანგარიშებზე გადარიცხა თანხები, ხოლო მოპასუხე მხარემ არც მიწის ნაკვეთები გადაცსა მოსარჩელეს საკუთრებაში და არც მისგან მიღებული თანხები არ დააბრუნა, მიუხედავად დაპირებებისა. მოსარჩელის მითითებით, თანხის დაბრუნების ვალდებულება უნდა დაეკისროს როგორც საზოგადოებას, ისე მის პარტნიორს და დირექტორს ნ-----–-----------–---ს სოლიდარულად, ვინაიდან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
პალატა განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში.
სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა უნდა დარეგულირებულიუყო უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმებით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადასტურებულია მოსარჩელე მხარის მიერ მოპასუხეთათვის გარკვეული ოდენობით თანხების გადმორიცხვის ფაქტი, თუმცა საქმის მასალებით უდავოდ არ დადგინდა ამ თანხებით მიწის ნაკვეთების შეძენის შესახებ მხარეთა შორის გარიგების დადების ფაქტი. შესაბამისად, აღნიშნული თანხები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაცემულად უნდა ჩაითვალოს და იგი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს.
4.11. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ,--------- ი-------–------’ (----------------------- მოთხოვნას მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხისათვის სადავო თანხის სოლიდარულად დაკისრების საფუძვლად მიუთითა ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლომ ''გამჭოლი პასუხისმგებლობის'' დოქტრინიდან გამომდინარე, მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა საზოგადოების პარტნიორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდა უნდა დაკისრებოდა მხოლოდ საწარმოს და არა მის პარტნიორს საწარმოსთან ერთად სოლიდარულად, მით უფრო იმ პირობებში როდესაც საწარმოს მხოლოდ 50% წილს ფლობდა მოპასუხე ნ-----–-----------–----, ხოლო დანარჩენი 50%-იანი წილის მფლობელი იყო სხვა.
4.12. უსაფუძვლოა ასევე ,--------- ი-------–------’(----------------------- მოთხოვნა მოპასუხეთათვის მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ სადავო თანხების საკრედიტო დაწესებულებაში ანაბარზე განთავსების შემთხვევაში, იგი მიიღებდა შემოსავალს წლიური 10%-ის სახით. მხოლოდ ეს არგუმენტი, სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1. 411-ე და 412-ე მუხლებზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება, რაც მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა (მოსარცელემ) ვერ დაადასტურა. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობებს და დასკვნებს, რომლის საწინააღმდეგო, სამართლებრივად ვარგისი არგუმენტაცია აპელანტს არ წარმოუდგენია.
4.13. საქართველოს სსკ-ის 377.3. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტები შ------------–---------’ და ნ-----–-----------–---- სააპელაციო საჩივრით, ასაჩივრებენ: ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინებას და ბ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 იანვრის განჩინებას.
ა) დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინებით ,--------- ი-------–------ (------------------------ს წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწმის - ი-------------- დაკითხვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აპელანტები საოქმო განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარის მიერ შუამდგომლობა დაყენებული იყო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რაც საპროცესო კანონმდებლობით აკრძალულია.
პალატა ვერ გაიზიარებს მითითებულ მოსაზრებას გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე მხარის მიერ შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის შესახებ დაყენებული იყო საქმის მოსამზადებელ სხდომაზე, თუმცა მისი განხილვა ვერ მოხდა, მოპასუხეთა გამოუცხადებლობისა და საქმის სხვა დროისათვის გადადების გამო. შესაბამისად, შუამდგომლობის განხილვა და მისი დაკმაყოფილება მოხდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე.
მოცემულ შემთვევაში, სადავო საკითხთან მიმართებით, საქალაქო სასამართლოს მიერ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის შემთხვევაშიც კი, ვერ იარსებებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილება და დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, არ ეფუძნება ამ მოწმის ჩვენებას.
ბ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 იანვრის განჩინებით, მოპასუხე შ------------–---------’-სთვის სასამართლო გზავნილის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარების შესახებ.
გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე მხარეს - შ-- ,,ი------–---------, სარჩელში მითითებულ მისამართზე სასამართლო გზავნილი ვერ ბარდებოდა, სასამართლომ მართებულად მიიჩნია გზავნილის საჯაროდ გამოქვეყნების გზით მოპასუხისთვის ჩაბარება, შესაბამისად, მართებულად მიიჩნია სასამართლო გზავნილი მოპასუხე მხარისათვის ჩაბარებულად და სწორად განიხილა დავა (ამ კუთხით სააპელაციო პალატის მიერ განვითარებული მსჯელობა მოცემულია განჩინების 4.8. „ა“ პუნქტში).
ამასთან, პალატა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 393.3. მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებებს გავლენა არ მოუხდენია შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე, რის გამოც არ არსებობს არც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 იანვრის განჩინებებისა და არც 2017 წლის 03 მაისის (შემაჯამებელი) სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტებს, რაც გადახდილია წინასწარ სააპელაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის სახით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ-- ,,ი------–--------ს’’ და ნ-----–-----------–----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შ------------- ი-------–------’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება;
4. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტებს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა
ამირან ძაბუნიძე