განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100116001346717
საქმე № 1ბ/850-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნ---- სანდოძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული – დ----- გ--–-----ი (ი-----–ი უ----–--ე), დაბადების თარიღი: 1----–-–-----------ი, საქართველოს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ------------–---–---–----------------------.
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
განაჩენის მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დ--------------------ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ----- შ----–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ზემოხსენებულ განაჩენში ცვლილების შეტანა. კერძოდ, დ----- გ--–-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით და სასჯელის დანიშვნა ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. ამასთან, ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით მაქსიმალურ ზღვართან მიახლოვებული სასჯელის განსაზღვრა.
სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----- გ--–-----ს ბრალი ედება, მასში რომ მან ჩაიდინა თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქრითა და პატივისა და ღირების სისტემატიური დამცირებით. მანვე ჩაიდინა ყალბი დოუმენტების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის მაისის თვეში, ი-----–ი უ----–--ემ (იგივე დ----- გ--–-----მა) გაიცნო ქ--------ე მ--------ის ძმა - ლ---- მ--------ე, რომელთანაც ჩამოუყალიბდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. იმავე წლის ივლისში, ლ---- მ--------ე გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად, რის შემდეგაც ი-----–ი უ----–--ე, როგორც გარდაცვლილი ლ---- მ--------ის ახლო მეგობარი ხშირად მიდიოდა ამ უკანასკნელის ოჯახში და იჩენდა მზრუნველობას გარდაცვლილი მეგობრის ოჯახის მიმართ რა დროსაც დაუახლოვდა, როგორც ლ---- მ--------ის დას - ქ--------ე მ--------ეს, ასევე მის მშობლებს.
2012 წლის სექტემბერში ი-----–ი უ----–--ე სიყვარულში გამოუტყდა ქ--------ე მ--------ეს, რაც ამ უკანასკნელისთვის მეტად მოულოდნელი და აღმაშფოთებელი იყო, ამის შესახებ გაიგეს ქ--------ე მ--------ის მშობლებმაც. მათ აუკრძალეს ი-----–ი უ----–--ეს ყოველგვარი კონტაქტი ოჯახთან, ვინაიდან იცოდნენ, რომ მას ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი. ამასთან, იგი დაუახლოვდა მათ, როგორც გარდაცვლილი შვილის ახლო მეგობარი და უყურებდნენ, როგორც საკუთარ შვილს, ამიტომ მისი საქციელი მ--------ეების ოჯახისათვის მეტად შეურაცხმყოფელი იყო.
ი-----–ი უ----–--ემ კარგად იცოდა მ--------ეების ოჯახის მატერიალური მდგომარეობაც. ქ--------ე მ--------ის მამა თ------ მ--------ე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამშენებლო ბიზნესით იყო დაკავებული, ხოლო ბიძებს გ------ი და კ----–ო კ--------ეებს კი საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აქვთ საქართველოში, ამიტომ მისთვის მ--------ეების ოჯახის წევრად გახდომა მატერიალური კეთილდღეობის საწინდარი იქნებოდა.
ი-----–ი უ----–--ეს გადაწყვეტილი ჰქონდა რა ქ--------ე მ--------ის ცოლად მოყვანა, აღნიშნული მიზნით იგი 2014 წლის შემოდგომაზე, გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, სადაც გაიკეთა სახის პლასტიკური ოპერაცია, დაიფარა პარიკი და სრულად შეიცვალა გარეგნობა. ამის შემდგომ 2014 წლის 20 ნოემბერს, რუსეთში მან შეიცვალა სახელი, მამის სახელი, გვარი და ი-----–ი უ----–--ე გახდა დ----- ვ-–--------ის ძე გ--–-----ი.
2014 წლის დეკემბერში შეცვლილი იერითა და დემოგრაფიული მონაცემებით, ანუ როგორც 1----–-–-----------ს დაბადებული დ----- ვ-–--------ის ძე გ--–-----ი დაბრუნდა საქართველოში. იმავე თვეს თბილისში, ლ----–--ის ქუჩაზე, დ----- გ--–-----მა მოაწყო ავტოსაგზაო შემთხვევის იმიტაცია, თითქოს ქ--------ე მ--------ე მის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის დაძვრისას შეეჯანა ქვეითად მოსიარულე დ----- გ--–-----ს. ისარგებლა რა აღნიშნული შემთხვევით დ----- გ--–-----მა, იგი შეცვლილი იერით გაეცნო ქ--------ე მ--------ეს, როგორც დ----- გ--–-----ი. ქ--------ე მ--------ემ ვერ შეძლო მისი რეალური ვინაობის ამოცნობა. შემთხვევის შემდეგ, მათ შორის ჩამოყალიბდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. ქ--------ე მ--------ემ დ----- გ--–-----ისაგან, შეიტყო, რომ იყო ქართველი წარმოშობის რუსეთის მოქალაქე და საქართველოში აპირებდა ბიზნესის წარმოებას. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დ----- გ--–-----ი კიდევ უფრო დაუახლოვდა ქ--------ე მ--------ეს, გაიცნო მისი ოჯახის წევრები, ასევე ახლობლები და დაინიშნა მასზე.
ქორწინების წინა პერიოდში, ერთ-ერთი შეხვედრისას დ----- გ--–-----ს თავიდან მოსძვრა პარიკი, რა დროსაც ქ--------ე მ--------ემ მასში ამოიცნო ი-----–ი უ----–--ე. ეს უკანასკნელი დაემუქრა მას, რომ თუ გათქვამდა მის ნამდვილ ვინაობას თავის მშობლებთან, მაშინ იგი მოკლავდა მას და თავსაც მოიკლავდა. ქორწინების პერიოდში ქ--------ე მ--------ე განიცდიდა დ----- გ--–-----ის მხრიდან სისტემატიურ დამცირებასა და სხვადასხვა შინაარსის მუქარას, რის გამოც, ქ--------ე მ--------ე დაბრუნდა ოჯახში და თავის მშობლებს უთხრა სიმართლე. დ----- გ--–-----ი, მიუხედავად იმისა, რომ ქ--------ე მ--------ე მასთან აღარ ცხოვრობდა, განაგრძობდა მის დევნას, უგზავნიდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს, ფეისბუქის მეშვეობით აქვეყნებდა ქ--------ე მ--------ისა და მისი ოჯახის პატივისა და ღირსების შემლახველ სტატუსებს. სდევნიდა მას სამსახურშიც, რის გამოც ქ--------ე მ--------ე იძულებული გახდა მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისთვის შემაკავებელი ორდერის გაცემის მოთხოვნით. აღნიშნულ საქმეზე 2015 წლის 29 ივლისს დანიშნული იყო სხდომა. წინა დღეს, 28 ივლისს, ი-----–ი უ----–--ემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა მუქარის შემცველი სტატუსი, სადაც იგი წერდა - „ორშაბათს 12:00 საათზე თბილისის დროით, თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა ვიყო. როდესაც გამოვალ შენობიდან და იქ სულ რაღაც 15 წუთით შევყოვნდები, ძალიან გასაოცარ გამოცხადებულ ომს სათანადო პასუხს გავცემ. როგორც დავინახე ამ გამოწვევას საზღვარი არ აქვს და მეგობრებო მინდა წინასწარ გითხრათ რო ამ ფეისბუქ გვერდზე დაიდება ძალიან საინტერესო ვიდეო, აუდიო, ფოტო და დოკუმენტური მასალები, ეს იქნება ფარულად მაგრამ არა კანონდარღვევით მოპოვებული მასალები, ჩაწერილი ვიდეო ფაილები. აეხდება ფარდა ყველაფერს ზოგიერთი ადამიანებისთვის.“ ვინაიდან ქ--------ე მ--------ისთვის ცნობილი იყო, რომ დ----- გ--–-----ი თანაცხოვრების პერიოდში ახორციელებდა ინტიმური კავშირის (მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით სექსუალური კონტაქტის) ვიდეოჩაწერას, რაც ამის რეალური ეჭვის საფუძველს აძლევდა შემდეგი სტატუსიც - „... პირველი სერია ხვალ იქნება. მეორე ხვალვე იუთუბიზე. 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ვერ შეეძლება ნახვა“ ამის გამოქვეყნების შემდეგ, ქ--------ე მ--------ემ შეიგრძნო რა, რომ არსებობდა რეალური საფრთხე აღნიშნულის შესახებ გაეგო მის მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს, ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე მყოფმა იმავე საღამოს, ქ.თბილისში, წ-------–ის გამზირის N-------ში მდებარე მისსავე სახლში რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა, კერძოდ დალია 4 აბი „კლორაზეპამი“, სცადა ფანჯრიდან გადახტომაც. გვიან საღამოს კი, ჩაიკეტა სააბაზანო ოთახში სადაც ვენების გადაჭრის მიზნით, საპარსი ბრიტვით მიიყენა ჭრილობა მარჯვენა ხელის წინა მხრის მიდამოში. მამამისმა თ------ მ--------ემ შეამტვრია აბაზანის კარი და დასისხლიანებული ქ--------ე მ--------ე გამოიყვანა სასტუმრო ოთახში. ამის შემდგომ თ------ მ--------ემ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და ასევე აღნიშნულის შესახებ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, რის თაობაზეც ცნობილი გახდა დ----- გ--–-----ისთვისაც. ოჯახის წევრების აქტიური ჩარევის შედეგად, ქ--------ე მ--------ემ თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.
2014 წლის 20 ოქტომბერს ი-----–ი უ----–--ემ (იგივე დ----- გ--–-----მა) გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გაემგზავრა საზღვარგარეთ. რუსეთში მან გაიკეთა სახის პლასტიკური ოპერაცია და შეიცვალა გარეგნობა, რის შემდგომაც, 2014 წლის 20 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციაში მან ასევე შეიცვალა გვარ-სახელი და მამის სახელი, რაზედაც გაიცა შესაბამისი მოწმობა N 5----- და ი-----–ი თ----------ის ძე უ----–--ე პ/ნ N 6----------, გახდა დ----- ვ-–--------ის ძე გ--–-----ი. შესაბამისად 2014 წლის 02 დეკემბერს გაიცა ახალი რუსეთის ფედერაციის პასპორტი 6----------
დ----- გ--–-----ი 2014 წლის 03 დეკემბერს შეცვლილი სახელითა და გვარით როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში. დაბრუნების შემდეგ მან, როგორც რუსეთის მოქალაქემ დ----- ვ-–--------ის ძე გ--–-----მა 2015 წლის 17 თებერვალს მიმართა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე. დ----- გ--–-----მა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურში, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მიზნით, სამსახურის მიერ დადგენილი განცხადების ფორმაში მან, როგორც დ----- გ--–-----მა შეიტანა არასწორი მონაცემები. განცხადებაში მითითებულ იქნა არასწორი დაბადების ადგილი - ოჩამჩირის რაიონი, შესაბამის გრაფაში არ იქნა აღნიშნული, რომ მას შეცვლილი აქვს სახელი, მამის სახელი და გვარი. არ იქნა წარდგენილი გვარის შეცვლის დამადასტურებელი მოწმობა. ამასთან, დ----- გ--–-----მა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე რეკომენდატორის მ----------– დ----- ლ-----ის ნაცვლად შეავსო ზემოაღნიშნული ფორმის შესაბამისი გრაფა, რომლის მიხედვითაც რეკომენდატორი იძლეოდა დადებით რეკომენდაციას და მ----------– დ----- ლ-----ის სახელით თავადვე მოაწერა ხელი.
აღნიშნული ყალბი მონაცემების საფუძველზე შედგენილი განცხადების ფორმის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურში წარდგენის შემდგომ დ----- გ--–-----მა, საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 20 მარტის N-- ბრძანებულებით მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 ივნისის განაჩენით სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა დ----- გ--–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და დ----- გ--–-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ.
სასამართლომ დაადგინა, რომ დ----- გ--–-----მა ჩაიდინა ყალბი დოუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 20 ოქტომბერს ი-----–ი უ----–--ემ (იგივე დ----- გ--–-----მა) გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გაემგზავრა საზღვარგარეთ. რუსეთში მან გაიკეთა სახის პლასტიკური ოპერაცია და შეიცვალა გარეგნობა, რის შემდგომაც, 2014 წლის 20 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციაში მან ასევე შეიცვალა გვარ-სახელი და მამის სახელი, რაზედაც გაიცა შესაბამისი მოწმობა N 5----- და ი-----–ი თ----------ის ძე უ----–--ე პ/ნ N6----------, გახდა დ----- ვ-–--------ის ძე გ--–-----ი. შესაბამისად 2014 წლის 2 დეკემბერს გაიცა ახალი რუსეთის ფედერაციის პასპორტი 6----------
2014 წლის 03 დეკემბერს დ----- გ--–-----ი შეცვლილი სახელითა და გვარით, როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში. დაბრუნების შემდეგ მან, როგორც რუსეთის მოქალაქემ დ----- ვ-–--------ის ძე გ--–-----მა 2015 წლის 17 თებერვალს მიმართა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე. დ----- გ--–-----მა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურში, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მიზნით, სამსახურის მიერ დადგენილი განცხადების ფორმაში მან, როგორც დ----- გ--–-----ა შეიტანა არასწორი მონაცემები. განცხადებაში მითითებულ იქნა არასწორი დაბადების ადგილი - ოჩამჩირის რაიონი, შესაბამის გრაფაში არ იქნა აღნიშნული, რომ მას შეცვლილი აქვს სახელი, მამის სახელი და გვარი. არ იქნა წარდგენილი გვარის შეცვლის დამადასტურებელი მოწმობა. ამასთან, დ----- გ--–-----მა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე რეკომენდატორის მ----------– დ----- ლ-----ის ნაცვლად შეავსო ზემოაღნიშნული ფორმის შესაბამისი გრაფა, რომლის მიხედვითაც რეკომენდატორი იძლეოდა დადებით რეკომენდაციას და მ----------– დ----- ლ-----ის სახელით თავადვე მოაწერა ხელი. აღნიშნული ყალბი მონაცემების საფუძველზე შედგენილი განცხადების ფორმის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურში წარდგენის შემდგომ დ----- გ--–-----მა, საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 20 მარტის N-- ბრძანებულებით მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.
თბილისი საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განაჩენით დ----- გ--–-----ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ამავე განაჩენით დ----- გ--–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დ----- გ--–-----მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და უდავოდ გახადა აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - მხოლოდ სასჯელის ნაწილში.
მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ი-----–ი უ----–--ის და დ----- გ--–-----ის სახელზე გაცემული დოკუმენტები, სსიპ ლ---- სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 14 იანვრის ექსპერტის N--------- დასკვნა, საჯარო რეესტრის შიდა აუდიტის დასკვნა და სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 ივნისის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დ----- გ--–-----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალეულობასთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.
დ----- გ--–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამანაშავედ, კერძოდ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებაში თავი დამნაშავედ ცნო, ხოლო თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ინტერიერის დიზაინერად მუშაობდა ბათუმში, სადაც მივლინებით იყო ჩასული ქ--------ე მ--------ის ძმა, რომელიც 2012 წლის 12 მაისს გაიცნო ი-----–ი ო-----–--ისგან, რის შემდეგაც რამდენჯერმე დაეხმარა მას. ერთ-ერთი შეხვედრისას მას ლ---- მ--------ემ გააცნო ქ--------ე მ--------ე. 2012 წლის 17 ივნისს გარდაიცვალა ლ---- მ--------ე და იგი გარდაცვლილის ოჯახს ეხმარებოდა ფინანსურად. მას ლ---- მ--------ის ოჯახის წევრები ერთი წლის განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი, თუმცა ოჯახმა იცოდა მისი ტელეფონის ნომერი და ლ---- მ--------ის მამა - თ------ მ--------ე მას ამერიკიდან ურეკავდა ხოლმე მოკითხვის მიზნით. ამის შემდეგ მას სიყვარულში გამოუტყდა ქ--------ა მ--------ე და 2014 წლის ივნისში მათ ერთი თვის განმავლობაში ჰქონდათ ახლო ურთიერთობა, რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, ივლისში კი ერთად წავიდნენ ქობულეთში დასასვნებლად, თუმცა ქ--------ემ ოჯახს უთხრა, რომ ისვენებდა მეგობარ ნ---- მ-----–-–---–თან ერთად. მას ქ--------ე მ--------ესთან სექსუალური კავშირი პირველად ჰქონდა ივლისის ბოლოს თბილისში, დ-----ს მასივის მ----------------––---აქირავებ ბინაში. მასთან ყოფნისას ქ--------ე მ--------ე ოჯახის წევრებს ატყუებდა და ეუბნებოდა, რომ დადიოდა სატრენაჟორო დარბაზში. მანვე განმარტა, რომ ქ--------ე მ--------ესთან ინტიმური კავშირის ამსახველი ვიდეო არ გადაუღია. ქობულეთში ყოფნისას მათ არაერთხელ ისაუბრეს ერთად ყოფნაზე, თუმცა გარდა იმისა, რომ მას ჰყავდა მეუღლე, რომელთან დაშორებაც პრობლემას არ წარმოადგენდა, მათი ერთად ყოფნის შემაფერხებელი გარემოება იყო ქ--------ე მ--------ის მამა, რომელიც იქნებოდა მათი ურთიერთობის წინააღმდეგი, რადგან მას მიიჩნევდა მეგობრად. ამ სიტუაციისთვის თავის დაღწევის მიზნით, ქ--------ე მ--------ემ მოიფიქრა, რომ ი-----–ი უ----–--ეს უნდა შეეცვალა სახელი, გვარი და გაეკეთებინა პლასტიკური ოპერაცია. ქ--------ეს გეგმა მოუწონეს დედამ და მეგობრებმა. დ----- გ--–-----მა განმარტა, რომ მისთვის ოპერაციის გაკეთება და სახელი და გვარის შეცვლა იყო მარტივი, რადგან პროფესიით არის ექიმი და ჰყავს მეგობრები, რომლებიც არიან პლასტიკური ქირურგები. მან მოიშორა ნაოჭები, შეისწორა ცხვირის კეხი და გაიახალგაზრდავა სახის კანი, ამის შემდეგ რუსეთში შეიცვალა სახელი და გვარი, კერძოდ ქ--------ეს რჩევით გახდა გ--–-----ი. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, მან და ქ--------ემ შეთხზეს მათი გაცნობის ისტორია - თითქოსდა მას გზაზე გადასვლისას ავტომანქანით დაეჯახა ქ--------ე, რის შემდეგაც გაიცნეს ერთმანეთი. სწორედ ეს ვერსია მოუყვა ქ--------ემ ოჯახის წევრებს. 2014 წლის სექტემბერში, იგი დაშორდა მეუღლეს, რათა დაქორწინებულიყო ქ--------ე მ--------ეზე, რის შემდეგაც ,,Skype-ით” ესაუბრა ქ--------ეს მამას და ქორწინების თარიღად განსაზღვრეს 29 იანვარი, თუმცა მანამდე საჭირო იყო დ----- გ--–-----ს ქ--------ეს მამისთვის გაეცნო ოჯახის წევრები, ამიტომ მან ქ--------ესთან ერთად მოიფიქრა, რომ თითქოსდა მას მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედა კი ქორწილისთვის ჩამოფრინდებოდა მოსკოვიდან. ქ--------ე მ--------ემ აარჩია ქალბატონი, რომელსაც ქორწილში უნდა ეთამაშა დ----- გ--–-----ის დედის როლი, ხოლო დ----- გ--–-----ის მეგობარს უნდა ეთამაშა მისი ბიძაშვილის როლი, ამიტომ ეს უკანასკნელი ცოლთან ერთად მივიდა ქორწილში. მათ ხელი მოაწერეს სიღნაღში და გაფრინდნენ ეგვიპტეში, რისი ხარჯიც დაფარა თავად. ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ, ქ--------ეს მამის ჩამოსვლამდე ცხოვრობდნენ ცალკე. დ----- გ--–-----ის განმარტებით, მას სურდა ურთიერთობის დამთავრება, რადგან ეშინოდა ვინმეს არ ეცნო. მას ქ--------ემ უთხრა, რომ სავარუდოდ დედამისმა მამამისს უთხრა სიმართლე და იგი იყო საქმის კურსში. ამის შემდეგ გურიაში სასაფლაოზე ყოფნისას მეგობარმა, რომელმაც თავის დროზე გააცნო ლ---- მ--------ე იცნო იგი და მიხვდა, რომ დ----- გ--–-----ი რეალურად იყო ი-----–ი უ----–--ე. ამის შემდეგ მას ქ--------ემ და დედამისმა უთხრეს, რომ წასულიყო თბილისში და თ------ მ--------ესთან ყველაფერს მოაგვარებდა ქ--------ე. მეორე დილით მეზობელმა უთხრა, რომ იცოდა მომხდარის შესახებ და აუცილებლად ეტყოდა ქ--------ეს მამას. ამის შემდეგ ქ--------ეს დედა ხალხის დასანახად შევარდა სახლში და მეუღლეს უთხრა ტყუილი თითქოსდა მან არაფერი იცოდა. მას ქ--------ე უყვებოდა ყველაფერს და მასთან მიმოწერა აქვს შენახული. მოგვიანებით მას ქ--------ემ უთხრა, რომ თბილისში დაბრუნებისას მას და მისი ოჯახის წევრებს დიღომში დახვდათ ბიძამისი და წავიდნენ პოლიციაში, ამიტომ ურჩია გაქცეულიყო, რომ არ დაეკავებინათ. მისთვის ცნობილია, რომ ქ--------ეს არ სურდა მასზე საჩივარი შეეტანა, ეს იყო მისი მამის, დედის და ბიძის გადაწყვეტილება. მისთვის ცნობილია, რომ ქ--------ე იყო ფეხმძიმედ, იგი საავადმყოფოში შეიყვანეს სისხლდენით და ძალით მოაშორეს ბავშვი. იგი უკავშირდებოდა პალატაში ქ--------ესთან ერთად მყოფ გოგონას, რომელიც მას გადასცემდა ხოლმე ქ--------ეს დანაბარებს, კერძოდ ატყობინებდა რომ არ ენერვიულა, რადგან მართალია დაკარგა ბავშვი, მაგრამ თავად იყო კარგად. ამის შემდეგ მან იუსტიციის სახლში მოითხოვა პირადობის მოწმობა - ი-----–ი უ----–--ის სახელით და გვარით, რა დროსაც თანამშრომლებმა გამოიძახეს პოლიცია. მოგვიანებით მან გაარკვია, რომ შესაძლებელი იყო ქ--------ე მ--------ე ცრუ დასმენისთვის მიეცათ პასუხისგებაში, ამიტომ გადაწყვიტა თავის თავზე აეღო ყველაფერი. იგი შეხვდა ქ--------ე მ--------ეს, რომელსაც უთხრა, რომ მას ცრუ დასმენისათვის მისცემდნენ პასუხისგებაში და მოეგვარებინათ საქმე. ისინი მშვიდად საუბრობდნენ ავტომანქანაში, რა დროსაც ქ--------ეს ტელეფონზე დაურეკა მამამ და შეიგინა მისი მისმართით. მან ქ--------ეს გამოართვა ტელეფონი და თ------ მ--------ეს ჰკითხა ვის აგინებდა, იმავდროულად გადმოვიდა ავტომანქანიდან და შეიგინა რამდენჯერმე, თუმცა არა ქ--------ე მ--------ის მისამართით. ამის შემდეგ მას პროკურატურაში უთხრეს, რომ ქ--------ე მ--------ემ სცადა თავის მოკვლა, ამ ამბავმა იგი ძალიან ცუდად გახადა. მის დასახმარებლად მივიდა სასწრაფო დახმარების სწორედ ის ეკიპაჟი, რომელიც იყო მისული ქ--------ე მ--------ესთან. მას სასწრაფო დახმარების ექიმმა უთხრა, რომ გოგო იყო კარგად და თავად რატომ იკლავდა თავს. ამის შემდეგ გამომძიებლები ცდილობდნენ ეპოვათ ვიდეო ჩანაწერები, სადაც ასახული იქნებოდა ქ--------ე მ--------ესთან გადაღებული ინტიმური სცენები, თუმცა უშედეგოდ, მაგრამ მიუხედავად ამისა მას წარუდგინეს ბრალი. მანვე განმარტა, რომ მართალია ის არ იყო ლ---- მ--------ის მეგობარი, მაგრამ იცოდა, რომ ლ----ის მამა ცხოვრობდა ამერიკაში, ხოლო ბიძა იყო ბიზნესმენი. ლ----ის გარდაცვალების შემდეგ საჭიროდ ჩათვალა ოჯახს დახმარებოდა ფინანსურად, კერძოდ მოაპირკეთა ლ---- მ--------ის საფლავი. იგი ბევრ ადამიანს ეხმარება და ლ----ის ოჯახისთვის დახმარება არ იყო მისთვის პირველი შემთხვევა. მისთვის ქ--------ესგან ცნობილია, რომ დედამისმა ყველაფერი იცოდა, თუმცა იმიტომ გააცნო ი-----–ი უ----–--ე, როგორც დ----- გ--–-----ი, რომ დედამისს არ სურდა დ----- გ--–-----ისთვის ცნობილი ყოფილიყო, რომ მან ყველაფერი იცოდა. დ----- გ--–-----ის განმარტებით, მან 6 აგვისტოს ,,Facebook-ის“ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, რაც გამოწვეული იყო მძიმე ემოციური ფონით და უკავშირდებოდა სასამართლოში გამოძახებას და იმ ფაქტს, რომ ქ--------ეს ძალით შეუწყვიტეს ორსულობა, იგი აქვეყნებდა სტატუსებს, რომ გამოაქვეყნებდა მასალას და ხალხს აჩვენებდა ქ--------ეს ნამდვილ სახეს. იმ სტატუსის შინაარსში კი, სადაც ამბობდა, რომ გამოაქვეყნებდა +18 შინაარსის შემცველ ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალას არ გულისხმობდა ინტიმურ მასალას, იგი აპირებდა უხერხული ისტორიის, სურათებისა და ვიდეოს გამოქვეყნებას, რაც მისთვის საზიზღარი და ბინძურია. მისი ერთადერთი მიზანი იყო პარიკისგან გათავისუფლება და ი-----–ი უ----–--ედ ყოფნა. ის ფაქტი, რომ თითქოსდა ჯერ ი-----–ი უ----–--ე, შემდგომში დ----- გ--–-----ი აშანტაჟებდა და სახლში იჭერდა ქ--------ე მ--------ეს არის აბსურდი და არ შეესაბამება სიმართლეს, სინამდვილეში ყველაფერი იყო პირიქით, რადგან თავად ვერ გადიოდა სახლიდან გარეთ, რათა ვინმეს არ ეცნო.
დაზარალებულ ქ--------ე მ--------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან დაახლოებით 4-5 წლის წინ ბათუმში გაიცნო მისი ძმის - ლ---- მ--------ის ნაცნობი დ----- გ--–-----ი, იგივე ი-----–ი უ----–--ე. მისთვის ცნობილია, რომ დ----- გ--–-----ი ლ---- მ--------ეს გააცნო მეგობარმა, როგორც ი-----–ი უ----–--ე. მან ი-----–ი უ----–--ე ნახა ძმის დასაფლავებამდე. ამის შემდეგ იგი ხშირად სტუმრობდა მათ ოჯახს და მათ მიმართ იჩენდა დიდ სითბოს და სიყვარულს, რითაც მოიპოვა ოჯახის კეთილგანწყობა. ი-----–ი უ----–--ეს მათ ოჯახში მიჰყავდა ხოლმე მეუღლეც, თუმცა ორი წლის შემდეგ იგი მას გამოუტყდა სიყვარულში, რის შესახებაც ქ--------ე მ--------ემ უთხრა მშობლებს, მათ შორის ამერიკაში მყოფ მამას, რომელმაც ი-----–ი უ----–--ეს აუკრძალა მასთან მიახლოება. ამის შემდეგ ი-----–ი უ----–--ე მივიდა ქ--------ე მ--------ის ბიძასთან - გ------ი კ--------ესთან და უთხრა, რომ ყველაფერი იყო ტყუილი და იგი ქ--------ეზე ზრუნავდა, როგორც გარდაცვლილი მეგობრის დაზე და დაპირდა, რომ არასდროს შეაწუხებდა, თუმცა ი-----–ი უ----–--ე აგრძელებდა მის თვალთვალს, იგი ხშირად ხედავდა ი-----–ი უ----–--ის ავტომანქანას სახლთან და სამსახურთან. ამ ამბების გამო იგი თავს გრძნობდა შეუძლოდ, რის გამოც მეგობართან ნ---- მ-----–-–---–თან ერთად მატარებლით წავიდა ქობულეთში დასასვენებლად. მას ქობულეთში წაყვანა შეთავაზა ი-----–ი უ----–--ემ, რაზეც უთხრა უარი. ქობულეთში ჩასვლისას, მას და მის მეგობარს არ მოეწონათ ბინა, ამიტომ მათ ი-----–ი უ----–--ემ შეთავაზა, რომ თავად უშოვნიდა კარგ ბინას, რაზეც დათანხმდა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ის და მისი მეგობარი ბარში დაპატიჟა ი-----–ი უ----–--ემ, სადაც დალიეს კოქტეილი. მას ი-----–ი უ----–--ე ეუბნებოდა, რომ ბევრი დაელია, სახლში დაბრუნებისას კი მეგობარს სთხოვა ქ--------ესთან დაეტოვებინა მარტო, რა დროსაც მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. მეორე დღეს კი დაემუქრა, რომ თუ იგივეს არ გააკეთებდა, გადაღებულ ვიდეოს საჯაროდ გამოაქვეყნებდა, ამიტომ იგი იძულებული იყო დამორჩილებოდა ი-----–ი უ----–--ის ყველა სურვილს. მან ი-----–ი უ----–--ის მუქარა აღიქვა რეალურად. ქობულეთიდან დაბრუნებისას იგი ი-----–ი უ----–--ემ გააფრთხილა, რომ ხალხის თვალში შეენარჩუნებინა მეგობრული ურთიერთობა, რადგან არავის გაეგო მომხდარის შესახებ. ამის შემდეგ ი-----–ი უ----–--ე წავიდა რუსეთში, საიდანაც დაბრუნდა შეცვლილი სახელით და გვარით, მასვე შეცვლილი ჰქონდა სახე, გაკეთებული ჰქონდა ცხვირის პლასტიკა, ტუჩები ჰქონდა დაბერილი, ეკეთა ლინზები, ეხურა პარიკი, შეცვლილი ჰქონდა მანერები და ჩაცმის სტილი, საუბრობდა გატეხილი ქართულით. ი-----–ი უ----–--ე დაემუქრა მას, რომ თუ ხელს შეუშლიდა გაამჟღავნებდა ვიდეოებს. ეს უკანასკნელი ყოველთვის ძალადობდა მასზე და 2015 წლის 29 დეკემბერს მათ იქორწინეს იძულებით. ი-----–ი უ----–--ე შეცვლილი სახით და სახელით, კერძოდ ისე, როგორც დ----- გ--–-----ი გაეცნო მის მშობლებს, რომლებმაც იგი ვერ იცნეს. ქორწილში ვინმე ნ---- ასრულებდა დ----- გ--–-----ის დედის როლს, მისი დეიდაშვილის როლს ასრულებდა მსახიობი და მისი მეუღლე, ხოლო მეჯვარე იყო გივიკო, რომელიც ასევე გამოგონილი სახელი იყო. ქორწილის საღამოს იგი დ----- გ--–-----თან ერთად წავიდა საქორწინო მოგზაურობაში. დაზარალებულმა განამრტა, რომ მას თან ჰქონდა 500 აშშ დოლარი, რის გამოც გზაში ეჩხუბა დ----- გ--–-----ი, ამიტომ იძულებული იყო დაერეკა მამისთვის ამერიკაში და ეთხოვა ფული. ამასთან, დ----- გ--–-----ი მის ნაცვლად წერდა დედას და ეუბნებოდა, რომ იყო ძალიან ბედნიერი. ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ ცალკე, რა დროსაც მეუღლე ძალადობდა მასზე, კერძოდ ღამით აღვიძებდა უმიზეზოდ, დადიოდა დანით, აზეპირებინებდა ფრაზებს როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ დედამისს ეფიქრა, რომ მისი ქალიშვილი ძალიან ბედნიერი იყო. დ----- გ--–-----ი თოკზე ეკიდებოდა თავით, რაც მას აძლევს იმის ფიქრის შეასძლებლობას, რომ მეუღლეს სურდა მისი გაგიჟება, გარდა ამისა იგი იმ პერიოდში იყო ფეხმძიმედ და ყველაფერი ორმაგად მოქმედებდა მასზე. ასეთ სიტუაციაში მისთვის სიკვდილი იყო ყველაზე მარტივი გამოსავალი, თუმცა მშობლების გამო იკავებდა თავს. ორი თვიანი თანაცხოვრების პერიოდში ოჯახს არჩენდა დაზარალებული. ერთ დღეს მას დ----- გ--–-----მა უთხრა, რომ რაღაც ობიექტის დასამთავრებლად ჭირდებოდა 5000 ლარი და ეთხოვა დედისთვის, თუმცა თანხა დედას არ ჰქონდა, ამიტომ დაურეკა ბიზნესმენ ბიძას. მას შემდეგ, რაც შეხვდნენ ბიძას - გი-----------ეს, დ----- გ--–-----მა გაზარდა თანხის ოდენობა და განუცხადა, რომ ბიზნესის დაწყების მიზნით დამატებით სჭირდებოდა 18000 ლარი. გი-----------ემ დ----- გ--–-----ს მისცა 10000 ლარი. დ----- გ--–-----ი დაპირდა, რომ თანხას დაუბრუნებდა ორ კვირაში, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ დ----- გ--–-----მა დამატებით ითხოვა 8000 ლარი, იმ მოტივით, რომ იყო ცუდად და თუ ოპერაციას არ გაიკეთებდა მოკვდებოდა. იმ პერიოდში გ------ი კ--------ე არ იმყოფებოდა საქართველოში და მას თანხა ვეღარ გამოართვეს. დაზარალებულმა განმარტა, რომ სიმართლეს ვერავის ეუბნებოდა, ვინაიდან მუდმივად იმყოფებოდა შანტაჟის და მუქარის ქვეშ. მოგვიანებით მას დ----- გ--–-----მა უთხრა, რომ შეაწყვეტინებდა ორსულობას. იგი თხოვდა მეუღლეს ამის გაკეთება არ ეიძულებინა. დ----- გ--–-----მა იგი წაიყვანა დ-----ს ტყეში, სადაც წაართვა ტელეფონი და ორი საათის განმავლობაში ამყოფა ჩაკეტილ მანქანაში, თან ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ჯერ მისი და შემდეგ მისი ოჯახის წევრების მოკვლა, რაც მან აღიქვა რეალურად, ვინაიდან მეუღლეს მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ ვიღაცეები ჰყავდა დაჭრილი და მოკლული. ამ დროს დ----- გ--–-----ს დაურეკეს ტელეფონზე და გად-----ა ავტომანქანიდან, სწორედ ამ დროს მან მოახერხა თავის დაღწევა და წავიდა მშობლების სახლში, სადაც ცოტახნის შემდეგ მიაკითხა დ----- გ--–-----მა, შეიყვანა ცალკე ოთახში, გაახსენა ვიდეოს შესახებ და კვლავ დაემუქრა. ამიტომ იგი იძულებული იყო გაჰყოლოდა სახლში. დაზარალებულმა განმარტა, რომ დ----- გ--–-----ის ნამდვილი ვინაობა მისმა მშობლებმა გაიგეს, მას შემდეგ, რაც აღდგომა დღეს სოფელში ერთ-ერთმა მეზობელმა ამოიცნო ი-----–ი უ----–--ე. ამის შემდეგ ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა ეს უკანასკნელი აგრძელებდა მის შანტაჟს, იყენებდა დაზარალებულის ,,Facebook-ს“, სადაც აქვეყნებდა დამამცირებელ სტატუსებს. ამის შემდეგ მან მოითხოვა განქორწინება, ასევე განცხადება შეიტანა პოლიციაში, რადგან მას სამსახურში მიუვარდა ი-----–ი უ----–--ე და მიაყენა შეურაცხყოფა. ი-----–ი უ----–--ე ხშირად ეუბნებოდა მას, რომ ვერ დაიჭერდნენ, რადგან ყველგან ჰყავდა ნაცნობები, რაც როგორც ჩანს სიმართლეა, რადგან მან პოლიციაში რამდენჯერმე დაწერა განცხადება, რასაც პოლიციის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. მან ზეწოლის და სტრესის ფონზე დაკარგა ბავშვი, თუმცა ი-----–ი უ----–--ე არ ჩერდებოდა და აქვეყნებდა სტატუსებს, სადაც მასზე მიუთითებდა, რომ იყო დემონი, რადგან მოკლა თავისი შვილი, ასევე გატეხა ი-----------ის ,,Facebook-ის” გვერდი და გამოაქვეყნა ცუდი სტატუსები. ასევე წერდა და ხვდებოდა მის დაქალებს, რომლებასც მათ შორის განვითარებულ მოვლენებს თავისებური ინტერპრეტაციით უყვებოდა. მისი სახელით ქმნიდა ახალი მომხმარებლის გვერდებს და დებდა ქ--------ეს და მისი გარდაცვლილი ძმის ფოტოებს. ამის შემდეგ მან მიმართა დ--------------------ის დეტექტივების სამმართველოს და მისცა ჩვენებები. მის პირველ და მეორე ჩვენებებს შორის არის გარკვეული სხვაობა, რაც განპირობებულია ი-----–ი უ----–--ის შანტაჟითა და მუქარით. ი-----–ი უ----–--ემ უთხრა თუ რა ჩვენება უნდა მიეცა, კერძოდ უთხრა ეთქვა, რომ დ----- გ--–-----ს დაეჯახა ავტომანქანით და ასე გაიცნეს ერთმანეთი. დ----- გ--–-----ი გამოძიების პროცესში კვლავ აგრძელებდა მის შანტაჟს, ამიტომ შეიტანა განცხადება რათა გაეცათ დამცავი ორდერი. მას შემდეგ, რაც დ----- გ--–-----ი დაიბარეს სასამართლოში, ამ უკანასკნელმა გამოაქვეყნა სტატუსი, რომ სასამართლოდან გამოსვლისას იგი გამოაქვეყნებდა ფარულ კადრებს, რომელიც არ უნდა ენახათ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა თვითმკვლელობა, იგი ვიდეოს გამო იტანდა ყველაფერს და სიკვდილის შემთხვევაში კადრების გამოქვეყნებას აზრი აღარ ექნებოდა. მან ორჯერ სცადა თავის მოკვლა, პირველად დალია აბები, რა დროსაც შეუსწრო დედამ და კუჭი ამოარეცხინა, მეორედ კი აბაზანაში საპარსით გადაიჭრა ვენა, თუმცა აბაზანის კარი შეანგრია მამამ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა. სასამართლომ გასცა შემაკავებელი ორდერი და დ----- გ--–-----ი შეეშვა მათ ოჯახს. მისთვის ცნობილია, რომ დ----- გ--–-----ს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ეხმარებოდა გ------ი გ--------–ია.
მოწმე ი-----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ი-----–ი უ----–--ე, იგივე დ----- გ--–-----ი გაიცნო შვილის - ლ---- მ--------ის გარდაცვალების შემდგომ. ი-----–ი უ----–--ე მათ ოჯახში მივიდა, როგორც გარდაცვლილი შვილის უახლოესი მეგობარი. ი-----–ი უ----–--ე ყველანაირად ედგათ გვერდში და სიყვარულს იჩენდა მისი გარდაცვლილი შვილისადმი. ამით ი-----–ი უ----–--ემ მოიპოვა მათი ოჯახის კეთილგანწყობა. მისთვის ცნობილი იყო, რომ ი-----–ი უ----–--ეს ჰყავდა ცოლ-შვილი, ამიტომ დაახლოვდნენ ოჯახებით. ი-----–ი უ----–--ე ასევე დაუახლოვდა ქ--------ე მ--------ეს. ორი წლის შემდეგ, იგი იმყოფებოდა ლ---- მ--------ის საფლავზე, რა დროსაც დაურეკა ქ--------ე მ--------ემ და უთხრა, რომ ი-----–ი უ----–--ე გამოუტყდა სიყვარულში. მან ამის შესახებ უამბო ძმებს კ----–ო და გ------ი კ--------ეებს და ამერიკაში მყოფ მეუღლეს, რომლებიც დაელაპარაკნენ ი-----–ი უ----–--ეს. მისთვის ცნობილია რომ ზემოხსენებულ პირებს ი-----–ი უ----–--ემ უთხრა, რომ ქ--------ესთვის არაფერი უთქვამს და ეს ყველაფერი იყო მოგონილი. მოგვიანებით მან ქ--------ესგან შეიტყო, რომ ი-----–ი უ----–--ე დიდი ხნით მიდიოდა საზღვარგარეთ და აღარ შეაწუხებდა მას. 2014 წლის დეკემბერში, მას ქ--------ე მ--------ემ, როგორც მისი შეყვარებული, გააცნო უცნობი მამაკაცი - დ----- გ--–-----ი, რომელიც ცხოვრობდა მოსკოვში და საუბრობდა რუსული აქცენტით. მამაკაცი იყო საშუალო ტანის, შავგვრემანი, სწორი ცხვირით და უჭირდა ქართულად საუბარი. მამაკაცმა უთხრა, რომ ყავდა ერთი და და ორი დისშვილი, ხოლო დედა ჰყავდა ავსტრალიაში, მამა კი იყო გარდაცვლილი. ასევე უთხრა, რომ მუშაობდა სამშენებლო კომპანიაში და ექვსი თვით, მივლინებით იმყოფებოდა საქართველოში, სადაც გაიცნო ქ--------ე მ--------ე, რომელიც შეუყვარდა ერთი ნახვით. ამის შემდეგ ქ--------ე მ--------ემ და დ----- გ--–-----მა მოაწერეს ხელი და სამოგზაუროდ წავიდნენ ეგვიპტეში. მოგვიანებით მან შეიტყო, რომ დ----- გ--–-----ს გაკეთებული ჰქონდა მთელი სახის პლასტიკა, ასევე ეფარა პარიკი. მოწმემ განმარტა, რომ ი-----–ი უ----–--ეს არ ჰქონდა თმა და იცვამდა კლასიკურად, ხოლო დ----- გ--–-----ი იცვამდა სპორტულად. მას არასდროს შეპარვია ეჭვი დ----- გ--–-----ის პიროვნებაში. დ----- გ--–-----მა მას გააცნო დედა, სახელად ნატო. იმ დროს როდესაც მისი შვილი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა საქორწინო მოგზაურობაში, იგი დ----- გ--–-----ის ნომრიდან იღებდა შეტყობინებებს, იმის შესახებ რომ ქ--------ე იყო ძალიან ბედნიერი, ამის შემდეგ ქ--------ემ მამამისს სთხოვა 500 აშშ დოლარი, რაც ძალიან გაუკვირდათ, რადგან ქ--------ეს მათთვის არასდროს უთხოვია ფული. მოგვიანებით გაირკვა, რომ დ----- გ--–-----ს ქ--------ესთვის წაურთმევია ტელეფონი და თავად აგზავნიდა შეტყობინებებს. ერთ დღეს დ----- გ--–-----მა უთხრა, რომ ბიზნესის წამოსაწყებად ესაჭიროებოდა 5000 ლარი და თუ ჰქონდათ ესესხებინათ მისთვის, თუ არადა წავიდოდა მოსკოვში და ჩამოიტანდა. მან დაურეკა ძმას - გ------ი კ--------ეს, რომელიც მივიდა მათთან, რა დროსაც დ----- გ--–-----მა თანხის ოდენობა გაზარდა 17000 ლარამდე, თუმცა გ------ი კ--------ემ მისცა 10000 ლარი, რაც დ----- გ--–-----ს არ მოეწონა და გახდა აგრესიული. ქ--------ე მ--------ე იყო დათრგუნული, ხშირად აღარ დადიოდა სამსახურში, რამდენჯერმე ნახა ნამტირალევი, არ კონტაქტობდა მეგობრებთან, ამასთან იყო ორსულად. აპრილის თვეში, ამერიკიდან ქ--------ეს მამის ჩამოსვლის შემდეგ, წავიდნენ სოფელში, სადაც ერთ-ერთმა მეზობელმა, რომელიც იცნობდა ი-----–ი უ----–--ეს ამოიცნო ან შეიძლება გაიგო, რომ დ----- გ--–-----ი იყო ი-----–ი უ----–--ე. ხსენებულმა მეზობელმა უთხრა სხვა მეზობლებს და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის შესახებ ეთქვათ ქ--------ეს მამისთვის - თ------ მ--------ისთვის. ამის შემდეგ დ----- გ--–-----ი მივიდა მათთან და უთხრა, რომ ეტყოდა ისეთ ამბავს, რომელიც ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებდათ. დ----- გ--–-----მა უთხრა, რომ მას გაკეთებული ჰქონდა ოპერაცია და რეალურად იყო ი-----–ი უ----–--ე. ამის შემდეგ იგი წავიდა, თუმცა დაიწყო მუქარა, როგორც ოჯახის ისე ქ--------ე მ--------ის მისამართით. ქ--------ე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. მას მარტო არსად უშვებდნენ, რადგან ი-----–ი უ----–--ე დაყვებოდა, აშანტაჟებდა, უგზავნიდა მუქარის წერილებს და ითხოვდა, რომ საჩივარი გამოეტანათ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეარცხვენდა მათ. ი-----–ი უ----–--ე ცდილობდა სოციალური ქსელის საშუალებით დაკავშირებოდა ქ--------ე მ--------ეს, მის სახელზე ხსნიდა ,,Facebook-ის” მომხმარებლის ახალ გვერდს და წერდა საშინელ სტატუსებს, რომელიც ფსიქოლოგიურად მოქმედებდა ქ--------ე მ--------ეზე. ამ ყველაფრის გამო ქ--------ე მ--------ე იყო ძალიან დათრგუნული და შეშინებული. მისმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო ამდენ ნერვიულობას და მოეშალა მუცელი. ამის შემდეგ ქ--------ე მ--------ემ თვითმკვლელობის მიზნით დალია 3 აბი, ასევე სცადა აივნიდან გადახტომა, თუმცა გადაარჩინეს. ქ--------ე მ--------ე ჩაიკეტა აბაზანაში და სცადა ვენების გადაჭრა, თუმცა თ------ მ--------ე შევიდა აბაზანაში და ნახა, რომ ქ--------ე იყო ჩაცუცქული და მარჯვენა ხელიდან სდიოდა სისხლი. ამ ყველაფრის მიზეზი გახდა ი-----–ი უ----–--ის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი, სადაც იგი წერდა, რომ ჰქონდა ვიდეო, რომელიც არ უნდა ეყურებინა 18 წლამდე ასაკის პირებს, რითაც ახდიდა ფარდას თუ რა ადამიანი იყო ქ--------ე მ--------ე. ასევე წერდა, რომ ვიდეოს ნახვის შემდგომ ქ--------ეს მშობლები მოკვდებოდნენ, კერძოდ მამა მოკვდება დაბადების დღეზე, დედა - სიმსივნით, თვითონ კი ვენერიული დაავადებით გარდაიცვლებაო. მოწმემ განმარტა, რომ დ----- გ--–-----ს ნასესხები ფული არ დაუბრუნებია.
მოწმე თ------ მ--------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში ამერიკაში. 2012 წლის 17 ივლისს დაეღუპა შვილი - ლ---- მ--------ე, რომლის დასაფლავებისას გაიცნო ი-----–ი უ----–--ე, რომელმაც უთხრა, რომ ლ----ი იყო მისი ძმაკაცი. ამის შემდეგ ისინი დაახლოვდნენ ოჯახებით, მათ გაიცნეს ი-----–ი უ----–--ის მეუღლე და შვილი. დაახლოებით 4-5 თვეში იგი გაემგზავრა ამერიკაში. მას წასვლამდე ი-----–ი უ----–--ემ უთხრა, რომ იქნებოდა მისი ოჯახის გვერდით და ქ--------ე მიაჩნდა დად. მას ი-----–ი უ----–--ესთან ხშირი კონტაქტი ჰქონდა ამერიკიდან. გარკვეული ხნის შემდეგ მას დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ ი-----–ი უ----–--ე აწუხებდა ქ--------ე მ--------ეს, კერძოდ, ხვდებოდა სადარბაზოსთან და ავიწროვებდა. მან დაურეკა ი-----–ი უ----–--ეს, რომელმაც თავი იმართლა და უთხრა, რომ ყველაფერი იყო სხვაგვარად და დაპირდა, რომ დაიკარგებოდა და არ გამოჩნდებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მეუღლემ უთხრა, რომ ქ--------ემ გაიცნო ვინმე დ----- გ--–-----ი, რომელიც უცხოეთში მუშაობდა მენეჯერად ერთ-ერთ კომპანიაში და მივლინებით იმყოფებოდა საქართველოში. ასევე უთხრა, რომ ქ--------ე მ--------ეს და დ----- გ--–-----ს მოსწონდათ ერთმანეთი. ამის შემდეგ მას დაურეკა დ----- გ--–-----მაც, რომელმაც უთხრა, რომ წარმოშობით იყო რაჭიდან, თუმცა 3 წლიდან იმყოფებოდა რუსეთში. მან დ----- გ--–-----ი ხმაზე ვერ იცნო, რადგან რუსული აქცენტით საუბრობდა, ქართულად სიტყვებს ვერ წარმოთქვამდა სრულყოფილად და ვერ მიხვდა, რომ იყო ი-----–ი უ----–--ე. მან მეუღლეს უთხრა, რომ მათი შვილი იყო სრულწლოვანი და თავად გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო. ამის შემდეგ, დ----- გ--–-----მა და ქ--------ემ გადაწყვიტეს დაქორწინება, რა დროსაც დ----- გ--–-----მა ოჯახს გააცნო დედა - ნ----ლი მ---------ე, რომელიც თითქოსდა ქორწილის მეორე დღეს მიფრინავდა ავსტრალიაში, სადაც ელოდებოდა მეორე შვილი, რომელიც იყო ფეხმძიმედ. მოწმემ განმარტა, რომ მან ამერიკიდან საქართველოში ქორწილისთვის ჩამოსვლა ვერ მოახერხა, თუმცა სიძეს რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ იგი ი-----–ი უ----–--ე იქნებოდა, რადგან შეცვლილი ჰქონდა თმა, ტუჩები და საუბარი. ქორწინების შემდეგ ქ--------ე მ--------ე დ----- გ--–-----თან ერთად სამოგზაუროდ წავიდა ეგვიპტეში. ეგვიპტეში მოგზაურობისას მას დაურეკა ქ--------ემ და სთხოვა 500 აშშ დოლარი, რაც ეუცხოვა, ვინაიდან მის შვილებს არასოდეს უთხოვიათ მისთვის ფული. ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ, მისი შვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ცალკე. გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიგო, რომ ქ--------ე იყო ფეხმძიმედ, რამაც ძალიან გაახარა, თუმცა მალევე ქ--------ე საცხოვრებლად გად-----ა დედასთან. ამის შემდეგ მას დაურეკა დ----- გ--–-----მა და უთხრა, რომ ბავშვი მის გარეშე არ გაიზრდებოდა, რაზეც რა თქმა უნდა დაეთანხმა, რადგან მასაც არ სურდა მის შვილს მეუღლესთან რაიმე უთანხმოება ჰქონოდა. იგი გარკვეული ხნის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და პირველად შეხვდა დ----- გ--–-----ს, თუმცა მისი ამოცნობა ვერ შეძლო. ისინი ერთად წავიდნენ ლ--------ში, მეორე დღეს კი მას მეუღლემ უთხრა, რომ დ----- გ--–-----ი სინამდვილეში ყოფილა ი-----–ი უ----–--ე, რომელიც ამოიცნო ერთ-ერთმა მეზობელმა. მან გაარკვია, რომ ქ--------ეს სცოდნია, რომ დ----- გ--–-----ი იყო ი-----–ი უ----–--ე, რის შესახებაც მშობლებს არ უთხრა, რადგან იგი იყო შანტაჟის და ზეწოლის მსხვერპლი. თბილისში დაბრუნების შემდეგ, დ----- გ--–-----ი ხშირად ურეკავდა და აწუხებდა ქ--------ე მ--------ეს, რის გამოც ქ--------ემ თავის მოკვლის მიზნით სცადა აივნიდან გადახტომა, თუმცა მან შეძლო შვილის შეჩერება. ამის შემდეგ კარი შეამტვრია აბაზანაში და ნახა, რომ ქ--------ე იყო ჩაკეცილი და ხელიდან მოსდიოდა სისხლი. იგი ერთი თვის შემდეგ შეხვდა დ----- გ--–-----ს, რომელმაც საუბრისას არ აღიარა, რომ ქ--------ეს გამო გაიკეთა ოპერაცია და შეიცვალა იერი. მოგვიანებით სასამართლომ გასცა შემაკავებელი ორდერი, თუმცა დ----- გ--–-----ი განაგრძობდა მუქარას და სოციალურ გვერდ ,,Facebook-ზე“ აქვეყნებდა პოსტებს იმის შესახებ, რომ გამოაქვეყნებდა ისეთ ინფორმაციას, რომლისთვისაც არ უნდა ეყურებინათ 18 წლამდე ასაკის პირებს. ამ ყველაფრის შემდეგ მან დაურეკა დ----- გ--–-----ს და უთხრა, რომ მის შვილს არ გაკარებოდა. მოწმემ განმარტა, რომ ი-----–ი უ----–--ეს და დ----- გ--–-----ს შორის იყო მკვეთრი განსხვავება, კერძოდ დ----- გ--–-----ს ჰქონდა დაბერილი ტუჩები, თმა, ხალი, ეკეთა სათვალე, ამასთან მეტყველებდა და იქცეოდა განსხვავებულად.
მოწმე დ----- ლ-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ დაახლოებით 2015 წლის თებერვალში, სერიალის გადაღებისას, მას გ------ი გ--------–იამ უთხრა, რომ რუსეთის მოქალაქეს სჭირდებოდა საქართველოს მოქალაქეობა და წერილის სახით საჭირო იყო რეკომენდაცია. მოწმემ განმარტა, რომ იმ პერიოდში დ----- გ--–-----ი გამოიყურებოდა სხვანაირად. იგი დათანხმდა და შეადგინა სარეკომენდაციო წერილი, რომელსაც მოაწერა ხელი. ამის შემდეგ, მას აჩვენეს რეკომენდაციის წერილის ასლი, სადაც მისი დემოგრაფიული მონაცემები მითითებულია ზუსტად, თუმცა ხელმოწერა არ არის მის მიერ შესრულებული, ამასთან შეცვლილი იყო ტექსტიც.
მოწმე ჟ--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ქ--------ე მ--------ე არის მისი კოლეგა, რომელთან ერთადაც მუშაობს კლინიკაში. იგი არ იცნობს დ----- გ--–-----ს, თუმცა ერთხელ ჰყავს ნანახი, როდესაც ეს უკანასკნელი ეკამათებოდა ქ--------ეს კლინიკის ეზოში. მან კლინიკაში გაიგო ხმაური და დაინახა თანამშრომლები როგორ გადიოდნენ კლინიკის ეზოში, სადაც ქ--------ეს ეკამათებოდა მეუღლე, რაც გრძელდებოდა რამდენიმე წუთი. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ ამბის შემდეგ ქ--------ე და მისი მეუღლე დაშორდნენ ერთმანეთს. მოწმემ განმარტა, რომ ქ--------ე მ--------ეს იცნობს 5 წელია. იმ დროს როდესაც ქ--------ე გაიცნო იგი არ იყო დაოჯახებული. ქ--------ე იყო მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი, თუმცა გათხოვების შემდეგ იგი ერთხელ შეხვდა ქ--------ეს, რა დროსაც იგი თავის თავს არ ჰგავდა.
მოწმე კ----------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებული ქ--------ე მ--------ე არის მისი თანამშრომელი და მეგობარი, ხოლო დ----- გ--–-----ი იყო ქ--------ე მ--------ის მეუღლე. მათ კლინიკაში მუშაობს დაახლოებით 20 ადამიანი და ყველანი მეგობრობენ. 2015 წლის ზაფხულში, იმ დროს როდესაც ქ--------ე გაშორებული იყო მეუღლეს, დ----- გ--–-----მა რამდენჯერმე მიაკითხა ქ--------ეს სამსახურში და სურდა ქ--------ეს გარეთ გაყვანა. რადგან ქ--------ეს არ სურდა დ----- გ--–-----თან მარტო საუბარი, მათ ისაუბრეს კლინიკის შენობაში. მოწმემ განმარტა, რომ იყო მეორე შემთხვევაც, როდესაც დაინახა როგორ ჩაუჯდა სამსახურში მისულ ქ--------ე მ--------ესა დ----- გ--–-----ი, სანამ იგი გადმოვიდოდა ავტომანქანიდან და დაიწყეს საუბარი, თუმცა მოგვიანებით გაიგო ქ--------ეს ყვირილის ხმა, რა დროსაც ეს უკანასკნელი ითხოვდა დახმარებას და დაინახა, როგორ წაართვა დ----- გ--–-----მა მობილური ტელეფონი ქ--------ეს. თანამშრომლები გავიდნენ გარეთ, სადაც დ----- გ--–-----ი შეურაცხყოფას აყენებდა და აგინებდა ქ--------ეს. ერთ-ერთმა თანამშრომელმა დ----- გ--–-----ს მოუწოდა წასულიყო წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებდა პატრულს. რის გაგონებაზეც დ----- გ--–-----ი წავიდა. მოწმემ განმარტა, რომ მან ვერ გაიგო კონკრეტულად რაზე საუბრობდნენ დ----- გ--–-----ი და ქ--------ე, თუმცა გაიგო, როგორ აგინებდა დ----- გ--–-----ი ქ--------ეს და ეუბნებოდა, რომ გაამწარებდა. ამასთან, ემუქრებოდა მშობლების მიმართაც. ქ--------ე მ--------ეს არასდროს უთქვამს მისთვის რა იყო ქმართან გაშორების მიზეზი.
მოწმე ნ---------------–იას ჩვენებით ირკვევა, რომ დაახლოებით 5-6 წელია იცნობს ი-----–ი უ----–--ეს, რომელთანაც მეგობრობს. მისთვის ცნობილია, რომ ი-----–ი უ----–--ემ სახელი, გვარი და გარეგნობა შეიცვალა ქ--------ე მ--------ის მშობლების გამო. ის და ი-----–ი არიან ,,Facebook-ში“ მეგობრები, თუმცა იგი ყურადღებას არ აქცევდა ი-----–ი უ----–--ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს, რადგან ქ--------ე მ--------ესთან დაშორების გამო ი-----–ი უ----–--ე ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. მოწმემ განმარტა, რომ +18 ვიდეო ჩანაწერის შესახებ არაფერი იცის, პირიქით ყოველთვის ეუბნებოდა ი-----–ის, რომ არ ეთქვა ქ--------ე მ--------ის მშობლებისთვის, რომ ქ--------ემ წინასწარ იცოდა ყველაფერი, რადგან მან კარგად იცოდა თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ქ--------ეს მშობლებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი აზრით, აღნიშნული პოსტების გამოქვეყნება განპირობებული იყო იმით, რომ ი-----–ი უ----–--ეს გული ჰქონდა ნატკენი და იყო იმედგაცრუებული. მოწმის ჩვენებით, მან სახე შეცვლილი ი-----–ი უ----–--ე თავდაპირველად ვერ იცნო, შემდეგ კი დააკვირდა და იცნო.
მოწმე რ--------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ არის ექსპერტი. 2015 წლის 28 იანვარს, ქ--------ე მ--------ის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტთან დაკავშირებით გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა ქ--------ე მ--------ე, გამომძიებელი და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. ქ--------ე მ--------ე წამოწოლილი იყო მისაღებ ოთახში და მარჯვენა ხელი ჰქონდა შეხვეული. ამის შემდეგ, დათვალიერდა და დასურათდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც მისაღებში და სააბაზანო ოთახში აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის ლაქები და გატეხილი სამართებლის ფრაგმენტი, რასაც ასევე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქა.
თბილისის დ--------------------ის სამმართველოს მ--------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ----- პ----–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, ქ--------ე მ--------ის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე. ადგილზე მისვლისას, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სისხლის ნიმუშები. ადგილზე იმყოფებოდა ქ--------ე მ--------ე, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა ხელი და დახმარებას უწევდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი. ამის შემდეგ ჩაატარა დ----- გ--–-----ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა რამდენიმე კომპიუტერული დისკი და ტექნიკა. გამომძიებელმა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მის მიერ შედგენილი ოქმების სისწორე.
თბილისის დ--------------------ის შს მ-------------------–ოს უფროსის მოადგილე შ------–----–---–---ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2014 წლის გაზაფხულზე, ქ--------ე მ--------ის და მისი ოჯახის შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით. ამასთან ოჯახს განცხადებებით მიმართული ჰქონდათ პოლიცისთვის. განცხადებებში მითითებული იყო, რომ ი-----–ი უ----–--ე აწუხებდა მათ ოჯახს, კერძოდ არ აძლევდათ თავისუფლად ცხოვრების საშუალებას, ემუქრებოდათ, აშანტაჟებდათ, ერთ-ერთი ოჯახის წევრს გაუტეხა ,,Facebook-ის“ მომხმარებლის გვერდი. ამის შემდეგ მის მიერ დაკითხულ იქნა რამდენიმე მოწმე, ასევე ჩაატარა ავტომობილის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლები, კომპიუტერი და პლანშეტები. ოჯახის განცხადების საფუძველზე, ი-----–ი უ----–--ე გაფრთხილდა გამომძიებლის მიერ, რის შემდეგაც დამცავი ორდერის გაცემის თაობაზე მ--------ეების ოჯახმა მიმართა სასამართლოს, რაც დააკმაყოფილა სასამართლომ და გასცა დამცავი ორდერი. გამომძიებელმა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მის მიერ შედგენილი ოქმების სისწორე.
თბილისის დ--------------------ის შს სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ი-----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის აპრილში მოქალაქე ქ--------ე მ--------ემ, მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა განყოფილებას, რის საფუძველზეც გამოკითხული იქნა ი-----–ი უ----–--ე და დაიკითხა ქ--------ე მ--------ე. პარალელურად დაწყებულ იქნა გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.
ქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ 2015 წლის 29 იანვარს დაქორწინდნენ ქ--------ე მ--------ე და დ----- გ--–-----ი.
დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 28 ივნისის 23:55 საათიდან 2015 წლის 29 ივნისის 00:55 საათამდე პერიოდში დათვალიერებული იქნა თბილისში, აკ. წ-------–ის გამზირ N----–- მდებარე N-------, რომლის შესასვლელი დერეფნის და სააბაზანო ოთახის იატაკზე აღინიშნება სისხლის მაგვარი მოწითალო ფერის ლაქები. მოქალაქე ქ--------ა მ--------ეს მარჯვენა ხელის მაჯაზე დახვეული აქვს სამედიცინო ბინტი. დ---ა მ--------ის განმარტებით მან თავის მოკვლის მიზნით მიიყენა თვით დაზიანება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 30 სექტემბრის N------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ფლეშ მეხსიერების ბარათიდან და გარე მყარი დისკიდან ამოღებული იქნა არსებული და აღდგენილი იქნა წაშლილი დოკუმენტური, აუდიო, ვიდეო, ფოტო ფაილები.
▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,Nokia”-ს ფირმის, ,,105 RM-908” მოდელის მობილურ ტელეფონზე ჩვენს ხელთარსებული პროგრამულ-ტექნიკური საშუალებებით დოკუმენტების, აუდიო, ვიდეო, ფოტო ფაილების აღდგენა/ამოღება შეუძლებელია.
▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,Apple-ს ფირმის, ,,iPhone 4 A1332” მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებული იქნა მის მეხსიერებაში ამოღებული და აღდგენილი იქნა წაშლილი, აუდიო, ვიდეო, ფოტო ფაილები და ელექტრონული მიმოწერა.
▪ ექპერტიზაზე წარმოდგენილი კომპაქტ დისკებიდან სამ მათგანზე არსებული აუდიო (მუსიკალური) ფაილები ამოღებული და ჩაწერილი იქნა DVD დისკზე.
▪ ექპერტიზაზე წარმოდგენილი პერსონალური კომპიუტერის და ლეპტოპის მყარი დისკებიდან ამოღებული იქნა არსებული და აღდგენილი იქნა წაშლილი დოკუმენტური, აუდიო, ვიდეო, ფოტოფაილები და ელექტრონული მიმოწერა.
▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,Apple“-ს ფირმის, ,,iPad A1396” მოდელის პლანშეტური კომპიუტერიდან ამოღებული იქნა მის მეხსიერებაში არსებული აუდიო, ვიდეო, ფოტო ფაილები და ელექტრონული მიმოწერა, რომლებიც ჩაიწერა 56 DVD დისკზე, ხოლო მის მეხსიერებიდან წაშლილი ინფორმაციის აღდგენა ჩვენს ხელთ არსებული პროგრამულ-ტექნიკური საშუალებებით შეუძლებელია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი------------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
სსიპ ლ---- სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 15 სექტემბრის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ წარმოდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათის N----------ის, ქსეროასლის ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქე ქ--------ე მ--------ეს 2015 წლის 28 ივნისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2015 წლის 28 ივნისს აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალიზირებული იქნა „აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“, ფსიქიატრიულ დეპარტამენტში, დიაგნოზით: წინამხრის ზედაპირული ტრამვა. სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების და მასში არსებული სქემატური გამოსახულების მიხედვით, მოქ. ქ--------ე მ--------ეს აღენიშნებოდა მარჯვენა წინამხრის მიდამოში ნაკაწრი (ნაკაწრები).
▪ წარმოდგენილი შპს „აკად. ო.ღუდუშაურისს სახეობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N------ის ქსეროასლის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. ქ--------ე მ--------ე 2015 წლის 28 ივნისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკურნალობას გადიოდა 2015 წლის 29 ივნისს 00:10 საათიდან - 30 ივნისის 12:00 საათამდე, დიაგნოზით: მწვავე რეაქცია სტრესზე.
▪ დაზიანება მარჯვენა წინა მხრის მიდამოში ნაკაწრის (ნაკაწრების) სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და განეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთლობის მოშლის გარეშე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------ი მ-------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ქ--------ე მ--------ეს ჰქონდა თუ არა სუიციდის მცდელობა ეს საკითხი იმ სამედიცინო პერსონალის მიერ არის შესაფასებელი, რომელიც მივიდა შემთხვევის ადგილზე. ამ ტიპის დაზიანება შეიძლება განვითარდეს მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მაგალითად ქაღალდით, რომელიც შედის ბლაგვ საგანთა კატეგორიაში, ქაღალდით შეიძლება მოხდეს სისხლძარღვების გადაჭრა.
2015 წლის 8 დეკემბრის პიროვნების დაზუსტების შესახებ დადგენილების თანახმად რუსეთის მოქალაქე დ----- ვ-–--------ის ძე გ--–-----ი არის ი-----–ი თ----------ის ძე უ----–--ე.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ი-----–ი უ----–--ის სახელი და გვარით დარეგისტრირებული მომხმარებლის სოციალურ ქსელ ,,Facebook-ის“ გვერდზე შესრულებული ჩანაწერები, ასევე ნივთიერი მტკიცებულება - დაზიანებული სამართებლის ფრაგმენტი.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დასჯადია თვითმკვლელობამდე მიყვანა. თვითმკვლელობამდე მიყვანის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თვითმკვლელობამდე მიყვანა უნდა გამოიხატებოდეს მსხვერპლის მიმართ დამნაშავის მიერ რიგი არამართლზომიერი ქმედების ჩადენით. თვითმკვლელობამდე მიყვანა შეიძლება განხორციელდეს სასტიკი მოპყრობით, პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით. იმისათვის, რომ პირს ბრალად შეერაცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება აუცილებელია, რომ აღნიშნული მუხლის დისპოზიციაში ჩამოყალიბებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს, ან შედეგის საფრთხეს შორის არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა დ----- გ--–-----ის მიერ ქ--------ე მ--------ის მიმართ განხორციელებულ ქმედებებსა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტს შორის არსებული მიზეზობრივი კავშირი. პალატას დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ დ----- გ--–-----ი არის იგივე ი-----–ი უ----–--ე, რომელმაც ქ--------ე მ------------- იქორწინა დ----- გ--–-----ის სახელით. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, მათ შორის დაზარალებულის და მსჯავრდებულის ჩვენებები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. დაზარალებულ ქ--------ე მ--------ის ჩვენება ასევე წინააღმდეგობაშია პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებთან, რაც დაზარალებულის მიერ გამართლებულ იქნა იმ მოტივით, თითქოსდა მან გამოძებას სხვადასხვა შინაარსის ჩვენებები მისცა დ----- გ--–-----ის მიერ განხორციელებული შანტაჟის ფონზე. აღნიშნულს პალატა არ იზიარებს, რადგან საეჭვოა, რომ დ----- გ--–-----ის დანაშაულის ჩადენაში მხილებისას, საფრთხის წყაროსგან მოშორებით - სამართალდამცავ ორგანოში, დაზარალებულმა მოძალადის ზეგავლენით მიუთითოს გამოგონილი ფაქტები. ასეთი შანტაჟის არსებობის შემთხვევაში, მოძალადეს დაზარალებულისთვის შესაძლოა მოეთხოვა მის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა და არა რაიმე უმნიშვნელო ცვლილების შეტანა ჩვენებაში. კერძოდ: სასამართლო სხდომაზე ვერ დადგინდა 2012 წლის სექტემბერში ნამდვილად გამოუტყდა თუ არა სიყვარულში ი-----–ი უ----–--ე ქ--------ე მ--------ეს, ვინაიდან აღნიშნული მოვლენა არის ორ პირს შორის პრივატული ურთიერთობა. პირები დღეის მდგომარეობით არიან დაპირისპირებული მხარეები და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაცია არ ემთხვევა ერთმანეთს. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულის ოჯახის წევრებმა ი-----------ემ და თ------ მ--------ემ განმარტეს, რომ ი-----–ი უ----–--ემ უარყო ქ--------ე მ--------ისთვის სიყვარულის ახსნის ფაქტი. ქ--------ე მ--------ის განმარტებით, ქობულეთში ყოფნისას ი-----–ი უ----–--ემ ჯერ დაათრო იგი, შემდეგ კი განმარტოვდა მასთან და დაამყარა სქესობრივი კავშირი, რაც მომავალში გახდა მისი დაშანტაჟების საფუძველი, ვინაიდან როგორც ი-----–ი უ----–--ემ უთხრა მასთან სქესობრივი კავშირი აღბეჭდილი ჰქონდა ვიდეოჩანაწერის სახით. დაზარალებულის ჩვენება ასევე წინააღმდეგობაშია მის მონაყოლთან, კერძოდ მან განმარტა, რომ უარი უთხრა ი-----–ი უ----–--ეს ავტომანქანით ქობულეთში წაყვანაზე, თუმცა დათანხმდა, რომ ქობულეთში შეერჩია ბინა, ასევე მასთან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი. გარდა ამისა იგი მეგობარმა დატოვა მარტო იმ პირთან ერთად ვისთან კომუნიკაციაც არ სურდა და ვისი დევნისა და თვალთვალისაგან თავის დაღწევის გამო წავიდა თბილისიდან. დაზარალებულმა და მისმა ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ ი-----–ი უ----–--ე დაქორწინებამდე ზრუნავდა მათ ოჯახზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა, რომ ამას ი-----–ი უ----–--ე აკეთებდა ოჯახთან დასაახლოებლად და ნდობის მოსაპოვებლად. ამასთან, არ დასტურდება, რომ ი-----–ი უ----–--ეს ჰქონდა ფინანსური კრიზისი და საჭიროებდა მატერიალურად ძლიერ ოჯახს. საეჭვოა ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა, რომელიც ბრალს სდებს პირს, რომელმაც მიიყვანა თვითმკვლელობის ცდამდე, პარალელურად გაითვალისწინოს მისი მითითება გაცნობის ისტორიის არარსებული ფაქტის გამოგონებასთან დაკავშირებით. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ქობულეთში მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა ი-----–ი უ----–--ემ, ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ხალხის თვალში შეენარჩუნებინა მეგობრული დამოკიდებულება. რუსეთიდან შეცვლილი გარეგნობით და ვინაობით დაბრუნებული ი-----–ი უ----–--ე კი დაემუქრა, რომ თუ ხელს შეუშლიდა გეგმის განხორციელებაში გაამჟღავნებდა ვიდეოებს, რის გამოც მათ 2015 წლის 29 დეკემბერს იქორწინეს იძულებით. ყოველივე ზემოაღნიშნული კი წინააღმდეგობაშია დ----- გ--–-----ისთვის წარდგენილ ბრალდებასთან, სადაც მითითებულია, რომ ქ--------ე მ--------ემ მას შემდეგ ამოიცნო დ----- გ--–-----ში ი-----–ი უ----–--ე, რაც ამ უკანასკნელს მოძვრა პარიკი. ამასთან, აღნიშნულის საპირისპიროდ დ----- გ--–-----მა განმარტა, რომ მისთვის გარეგნობის, სახელის და გვარის შეცვლა სწორედ ქ--------ე მ--------ის იდეა იყო, რადგან თ------ მ--------ე არ დართავდათ დაქორწინების ნებას. ის ფაქტი, რომ ქ--------ე მ--------ეს მამის რიდი და შიში ნამდვილად ჰქონდა დადასტურებულია, თავად დაზარალებულის ჩვენებითაც. დაზარალებულმა და მსჯავრდებულმა ჩვენებაში ისაუბრეს თანაცხოვრების პერიოდში განვითარებულ არაერთ ურთიერთობებზე, თუმცა იმის გამიჯვნა მათ შორის რომელია სწორი შეუძლებელია, რადგან მათი ჩვენებების გარდა სხვა უტყუარი და პირდაპირი მტკიცებულება სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ნამდვილად სცადა თუ არა თვითმკვლელობა ქ--------ე მ--------ემ და აღნიშნული გამოწვეული იყო თუ არა სწორედ დ----- გ--–-----ის სტატუსებით. ასევე გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა ქ--------ე მ--------ემ თვითმკვლელობა სწორედ იმ დღეს და არა პირველი იძულებითი აქტის შემდეგ, რის საფუძველზეც ი-----–ი უ----–--ემ თითქოსდა აიძულა მისი გეგმის მიხედვით მოქმედება - ქორწინება, მშობლებისთვის იმის მტკიცება, რომ იყო ბედნიერი, ორსულობის შეწყვეტის მუქარა, ტყეში ავტომანქანაში გამოკეტვა და ა.შ. გარდა ამისა ქ--------ე და თ------ მ--------ების, ასევე ი-----------ის ჩვენებები ქ--------ე მ---------- მიერ თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით აბების დალევისა და აივნიდან გადახტომის ნაწილში არათანმიმდევრულია, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. რაც შეეხება აბაზანაში ვენების გადაჭრის მცდელობის ფაქტს, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ქ--------ე მ--------ეს სააბაზანოში ნამდვილად ჰქონდა ბასრი საგანი და შეეძლო განეხორციელებინა თვითმკვლელობა, თუმცა მის მიერ განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ მსუბუქი ხარისხის ნაკაწრის (ნაკაწრების) სახით განვითარებული დაზიანება მარჯვენა წინა მხრის მიდამოში, რაც არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს თვითმკვლელობის ცდად. პალატას არასაკმარისად მიაჩნია, მხოლოდ ქ--------ე მ--------ის და მისი ოჯახის წევრების განმარტებები იმის შესახებ, რომ ქ--------ე მ--------ემ დ----- გ--–-----ის მუქარისა და შანტაჟის გამო გადაწყვიტა თვითმკვლელობა, რაც რამდენჯერმე სცადა რადგან იცოდა, რომ დ----- გ--–-----ი თანაცხოვრების პერიოდში ახორციელებდა ინტიმური კავშირის (მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით სექსუალური კონტაქტის) ვიდეო ჩაწერას. და რომ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ, ქ--------ე მ--------ემ რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა, კერძოდ დალია აბები ,,კლორაზეპამი’’, სცადა ფანჯრიდან გადახტომაც. გვიან საღამოს კი, ჩაიკეტა სააბაზანო ოთახში, სადაც ვენების გადაჭრის მიზნით, საპარსი ბრიტვით მიიყენა ჭრილობა მარჯვენა ხელის წინა მხრის მიდამოში, რომ ქ--------ე მ--------ემ ოჯახის წევრების აქტიური ჩარევის შედეგად, თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო. ყოველივე ზემოაღნიშნული არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით, შესაბამისად პალატას მიაჩნია რომ დ----- გ--–-----ი ცნობილ ინდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი , პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა დ----- გ--–-----ის მიერ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტს, რისი გათვალისწინებითაც ბრალდებული დ----- გ--–-----ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ----- გ--–-----მა ჩაიდინა ყალბი დოუმენტების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება.
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, ასევე მოთხოვნას დანიშნული სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელით შეცვლაზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დ----- გ--–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორცილების ფაქტის დასადგენად და, შესაბამისად, მისი ამ ნაწილში დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა დასკვნამდე, რომ დ----- გ--–-----ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს დ----- გ--–-----ის ბრალეულობას თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის მიმართებით და ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას და თვლის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული დ----- გ--–-----ის მიერ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტი.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ----- გ--–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი. პალატა თვლის, რომ დ----- გ--–-----ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები ხელწერის ექსპერტიზიდან გადაგზავნილი დოკუმენტური მასალა 38 ფურცლად, ტექნიკური ექსპერტიზიდან გადაგზავნილი 56 ცალი კომპაქტ დისკი - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხუთი ცალი საკონტროლო ანაწმენდი ჩხირზე, დაზიანებული სამართებლის ფრაგმენტი მოწითალო ფერის ლაქებით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ტექნიკური ექსპერტიზიდან გადაგზავნილი სისტემური ბლოკი, ლეპტოპი და პლანშეტური კომპიუტერი, ფლეშ მეხსიერების ბარათი, გარე მყარი დისკი, ორი მობილური და შვიდი დისკი, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი დ----- გ--–-----ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის დ--------------------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- შ----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის დ--------------------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- შ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განაჩენი დ----- გ--–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
დ----- გ--–-----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
დ----- გ--–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
დ----- გ--–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გაუქმდეს 2016 წლის 13 მაისის განჩინებით თ---------- უ----–--ის (პ--------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით: №--------------------- მდებარე ქ. ბათუმი, მე-–---–---–------------, ბი-------–-, ბრალდებულ დ----- გ--–-----ის გირაოს თანხის 10 000 ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა.
ნივთიერი მტკიცებულებების ბედი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ხელწერის ექსპერტიზიდან გადაგზავნილი დოკუმენტური მასალა 38 ფურცლად, ტექნიკური ექსპერტიზიდან გადაგზავნილი 56 ცალი კომპაქტ დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხუთი ცალი საკონტროლო ანაწმენდი ჩხირზე, დაზიანებული სამართებლის ფრაგმენტი მოწითალო ფერის ლაქებით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ტექნიკური ექსპერტიზიდან გადაგზავნილი სისტემური ბლოკი, ლეპტოპი და პლანშეტური კომპიუტერი, ფლეშ მეხსიერების ბარათი, გარე მყარი დისკი, ორი მობილური და შვიდი დისკი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.სანდოძე