განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210016001375614
საქმე №2ბ/7467-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი _ თამარ ბლიაძე
I. აპელანტი (მოსარჩელე) - ა-–---------- ჯ--------ე
წარმომადგენელი - ე---------- შ--------ე
II. აპელანტი (მოპასუხე) - შპს ,,თ---–--------------------------------ა“
წარმომადგენელი - მ------ კ-------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
I. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა-–---------- ჯ--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა-–---------- ჯ--------ის სასარჩელო მოთხოვნა ქალაქ თ---–----------–----–--------------------- 2016 წლის 27 აპრილის N1-------- განკარგულების პირველი პუნქტის ა-–---------- ჯ--------ის შპს „თ---–--------------------------------ის“ გ-------–--------------------- თანამდებობიდან გათავისუფლების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოთხოვნა ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ თ---–----------–----–--------------------- 2016 წლის 27 აპრილის N1-------- განკარგულების მე-2 პუნქტი შპს „თ---–------------------------------------ის“ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღიდან, არ დაკმაყოფილდა. ა-–---------- ჯ--------ის მოთხოვნა შპს „თ---–--------------------------------ის“ გ-------–--------------------- თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოთხოვნა დაეკისროს შპს „თ---–--------------------------------ას“ ა-–---------- ჯ--------ისათვის განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 28 აპრილიდან სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვიური თანამდებობრივი სარგოს (4 800 ლარი) ოდენობით იძულებითი მოცდენის ყოველი თვისთვის, არ დაკმაყოფილდა. შპს „თ---–--------------------------------ას“ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წინასწარი შეტყობინების ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრა ზიანის ანაზღაურება შპს „თ---–--------------------------------ის“ გ-------–--------------------- საშტატო განრიგით გათვალისწინებული ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. შპს „თ---–--------------------------------ას“ დაეკისრა დ------------ს საშტატო განრიგით გათვალისწინებული ერთი თვის თანამდებობრივი სარგო (4 800 ლარი) გამოუყენებელი შვებულების (24 სამუშაო დღე) სახით. მოსარჩელის მოთხოვნა შპს „თ---–--------------------------------ას'' ა-–---------- ჯ--------ისათვის განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ 2016 წლის 28 აპრილიდან სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე კვარტალური პრემიის/სახელფასო დანამატის (4 800 ლარი) ოდენობით იძულებით მოცდენის ყოველი 3 თვიანი პერიოდისთვის - არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. ქ. თ---–------------–----–---------------------ის 2014 წლის 20 აგვისტოს N0------- განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ა-–---------- ჯ--------ე დაინიშნა შპს „თ---–--------------------------------ის“ გ-------–--------------------- თანამდებობაზე.
შპს „თ---–--------------------------------ის“ წესდების მე-8 მუხლის 8.2. პუნქტით გ-------–------------------- კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საზოგადოების პარტნიორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 8.4 პუნქტიც განსაზღვრავს, რომ გ-------–---- დირექტორთან ხელშეკრულებას დებს საზოგადოების პარტნიორი. იგივე წესი არის განსაზღვრული შპს „თ---–--------------------------------ის“ დებულების 3.2. პუნქტის შესაბამისად.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს „-----–------------------------------------ ერთადერთ, 100% წილის მფლობელ აქციონერს წარმოადგენს ქ. თ---–------------, რომელმაც მიიღო შპს „თ---–--------------------------------ის“ გ-------–---- დ-------------- ა-–---------- ჯ--------ის დანიშვნის გადაწყვეტილება და რომელიც ამ სტატუსით დარეგისტრირდა რეესტრში.
(მტკიცებულება: განკარგულება, წესდება, დირექტორატის დებულება, ამონაწერი, ს.ფ. 27, 41-45, 46-53, 80-81, ტ.1)
2.2. ქ. თ---–-----------ის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის
01/07/2009წ. N0------- ბრძანებით შპს „თ---–--------------------------------ის“ გ-------–--------------------- შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 4 800 ლარით ყოველთვიურად (დარიცხული ხელფასი) და ყოველკვარტალური დანამატით ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით (4 800 ლარი).
შპს „თ---–--------------------------------ის“ 03/09/2015 წლის N--- ბრძანებით ასევე დამტკიცდა საშტატო განრიგის ძირითადი პარამეტრები დანართი N1-ის მიხედვით, რომლის შესაბამისადაც გ-------–--------------------- თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 4 800 ლარს.
ა-–---------- ჯ--------ის სასარგებლოდ ზემოაღნიშნული ოდენობებით ხელფასისა და დანამატების დარიცხვა დასტურდება შპს „თ---–--------------------------------ის“ მთ. ბუღალტრის მიერ გაცემული ინფორმაციით და მოსარჩელის საბანკო ამონაწერით.
(მტკიცებულება: N0------- ბრძანება, N--- ბრძანება, ინფორმაცია, საბანკო ამონაწერი, ს.ფ. 212, 55-57, 97, 28-40),2.3. 2016 წლის 26 აპრილის N1---------- მოხსენებითი ბარათით, რომელიც მიმართული იყო ქ. თ---–----------–----–------------- ბატონ დ----- ნ-------ასადმი, დგინდება, რომ ქ. თ---–----------–----–-------------იის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა შპს „თ---–--------------------------------აში“ განახორციელა შემდეგი საკითხების შესწავლა:
- შპს „თ---–--------------------------------ის“ მიერ მეტროს მოძრავი შემადგენლობის ვაგონების მოდერნიზაციის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული S----------- ელექტრონული ტენდერი;
- „ჭ------------------------------------------------- რეკონსტრუქცია -მოდერნიზაციის საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესახებ გამოცხადებული S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერი;
- „ჭ------------------------------------------------- რეკონსტრუქცია -მოდერნიზაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული S----------- ელექტრონული ტენდერი;
- შპს „თ---–--------------------------------ის“ მიერ სარეკლამო მომსახურების განხორციელების პროცესი;
- იჯარით გაცემული ფართების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მართვის ღონისძიებები;
- ქ. თბილისში მეტროსადგურ „ს---------“ და კ----------------–--–- შორის მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში (საკადასტრო კოდი 0--------) არსებული 1432.98 კვ.მ. ფართიდან 150 კვ.მ. ფართის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (იჯარა) გაცემის საკითხი;
- შპს „თ---–--------------------------------ის“ მიერ 2015 წელს წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვა;
- შპს „თ---–--------------------------------ის“ მიერ 2015 წელს გაწეული სამივლინებო ხარჯების ადეკვატურობა;
- შპს „თ---–--------------------------------ის“ გ-------–--------------------- „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
შემოწმების შედეგად ინსპექტირების ჯგუფის წევრების მიერ შედგენილ იქნა 2016 წლის 26 აპრილის მოხსენებითი ბარათი, რომლიდანაც ირკვევა, რომ შპს „თ---–--------------------------------ის“ მართვაში გამოვლენილია მნიშვნელოვანი დარღვევა - ნაკლოვანებები, როგორიცაა ჩატარებული ტენდერების არარაციონალურობა და კონკრეტულ პრეტენდენტებზე მორგება, იჯარით გაცემული ფართებისა და რეკლამის განთავსების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების არაეფექტური მართვა, ბუღალტრული აღრიცხვის შეუსაბამობები, მივლინების შედეგად დადგენილ ნორმაზე მეტი ხარჯების გაწევა, შპს „-----–------------------------------------ გ-------–--------------------- „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობა და სხვ. შესაბამისად, ამავე მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ ა-–---------- ჯ--------ის მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობითა და წესდებით დაკისრებული მოვალეობების უხეშ დარღვევას, რაც უარყოფითად აისახება საწარმოს საქმიანობაზე.
(მტკიცებულება: მოხსენებითი ბარათი დანართით, ს.ფ. 102-129, ტ.1)
2.4. ქ. თ---–-----------–----–-------- მთავრობის 2016 წლის 27 აპრილის N1-------- განკარგულებით, ქ. თ---–----------–----–-------------ის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) 2016 წლის 26 აპრილის N1--------- სამსახურებრივი ბარათის, ქალაქ თ---–----------–----–-------------იის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 26 აპრილის N1---------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ა-–---------- ჯ--------ე გათავისუფლდა შპს „თ---–--------------------------------ის“ გ-------–--------------------- თანამდებობიდან და ახალ გ-------–---- დ-------------- დაინიშნა ნ-------- ჭ--–---–ი.
შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შპს „თ---–--------------------------------ის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად - გ-------–---- დ-------------- დარეგისტრირდა ნ--------ი ჭ--–---–ი.
მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ დღის წესრიგში მისი გათავისუფლების საკითხი არ იყო მითითებული. აღნიშნულზე ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დღის წესრიგში 27-ე პუნქტად მითითებული იყო „სხვადასხვა“, რაც აღნიშნულ საკითხსაც მოიცავდა.
(მტკიცებულება: N1-------- განკარგულება, ამონაწერი, დღის წესრიგი, სხდომის ოქმი, ს.ფ. 59, 60-66, 80-81, 130-141)
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განცხადებას იმ გარემოებაზე, რომ დ----- ტ----–---–-ს სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემულ საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში მისი გათავისუფლება იყო უკანონო, რადგან მხარეს არ მიუთითებია სასამართლოსთვის კონკრეტულ საკანონმდებლო ნორმაზე ან წესდების ჩანაწერზე, რაც აღნიშნულ გარემოებას მიიჩნევდა თანამდებობიდან გათავისუფლების გამომრიცხავ გარემოებად.
2.5. შპს „თ---–---------------------------------“ გ-------–----ი დ------------ს ნ-------- ჭ--–---–ის 06/06/2016 წლის წერილით სასამართლომ დაადგინა, რომ გ-------–--------------------- თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ანაზღაურებადი და/ან ანაზღაურების გარეშე შვებულებით ა-–---------- ჯ--------ეს არ უსარგებლია.
(მტკიცებულება: წერილი, ს.ფ. 94, ტ.1)
2.6. მოპასუხე ქ. თ---–------------–----–---------------------ის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილია მთელი რიგი დოკუმენტაცია და ინსპექტირების მასალები ა-–---------- ჯ--------ის მხრიდან არსებული დარღვევების დასამტკიცებლად. კერძოდ, მოპასუხე მხარემ წარმოუდგინა სასამართლოს „ჭ----------------------------------“ საბაგირო გზის რეკონსტრუქცია -მოდერნიზაციის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაცია, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, კომისიის ოქმი, მიმოწერა, ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შპს „ბ------–--თან“ და შპს „რ-----–თან“, ანგარიშ -ფაქტურები, მიღება -ჩაბარების აქტები, საბანკო გარანტია და ასევე ექსპერტიზის დასკვნები. მათ შორის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ლ----------------–--------–-----------------–----------------- ეროვნული ბიუროს 15.07.2015წ. N---------- დასკვნაზე, რომელშიც დასკვნის სახით მითითებულია, რომ შპს „რ-----–ის“ მიერ წარმოდგენილ ვ------------------------ სამგზავრო კიდული ბაგირის გზის ქვედა და ზედა სადგურების, ბაქნებისა და პანდუსების გამაგრების კონსტრუქციულ კორექტირებულ პროექტს გააჩნია ტექნიკური ხარვეზები და შეუსაბამოებები, ასევე ექსპერტის მოსაზრებით, სასურველი იქნებოდა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მოუვლელი, 50-60 წლის წინ აშენებული მძიმე რკინა ბეტონის კონსტრუქციები შეცვლილიყო მსუბუქი, თანამედროვე კონსტრუქციებით. შემდგომ დასკვნებშიც, ექსპერტი გარკვეულ რეკომენდაციებზე მიუთითებს.
მოპასუხის მიერ ასევე წარმოდგენილია სატენდერო დოკუმენტაცია მეტროს მოძრავი შემადგენლობის ვაგონების მოდერნიზაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები სს „ე-–-----------------–---------–----------------------------------–---------–---–თან“. რაც შეეხება სადავოდ გამხდარ სარეკლამო და საიჯარო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, აღნიშნულზეც მოპასუხემ წარმოადგინა სარეკლამო მომსახურების დებულება, შესაბამისი ხელშეკრულებები, მიღება -ჩაბარების აქტები, იჯარის ხელშეკრულება და ღირებულებასთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნები.
(მტკიცებულება: სატენდერო დოკუმენტაცია, ხელშეკრულებები, ექსპერტიზის დასკვნები, მიღება-ჩაბარების აქტები, ანგარიშ-ფაქტურები, ს.ფ. 62, ტ. 2, 1-326, ტ. 3, 7-111, 113, ტ. 4)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
2.7. ა-–---------- ჯ--------ე სადავოდ ხდის მისი მხრიდან მასზე ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შეუსრულებლობის ფაქტს (როგორც ამას განმარტავდა მოპასუხე მხარე) და განმარტავს, რომ მის მიერ არც ერთ დარღვევას, რაც მოხსენებით ბარათშია მითითებული და რაზეც აპელირებდა მოპასუხე მხარე, ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნულის დასადასტურებლად მის მიერ წარმოდგენილია ევროპის ბიზნეს ასამბლეის წერილი, ხელწერილები, ტექნიკური დავალებები, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმები, მიმოწერები, აუდიტორული დასკვნა, ასევე სატენდერო დოკუმენტაცია და განმარტავს, რომ მისი, როგორც გ-------–----ი დ------------ს მხრიდან, ნაკისრი მოვალეობები კეთილსინდისიერად სრულდებოდა, ყოველგვარი დარღვევის გარეშე. ინტერესთა კონფლიქტზეც განმარტავს, რომ მას სხვა საქმიანობა არ ეკრძალებოდა და არანაირ ინტერესთა კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.
(მტკიცებულება: ევროპის ბიზნეს ასამბლეის წერილი, ხელწერილები, ტექნიკური დავალებები, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმები, მიმოწერები, აუდიტორული
დასკვნა, ს.ფ. 67-74, 255-340, ტ.1, 113-131, ტ.4, 1-23, ტ.5)
სასამართლომ მიიჩნია რომ დ------------ წესდების მიხედვით არის პარტნიორთა მიერ შემუშავებული ძირითადი მიმართულებებისა და პოლიტიკის განმახორციელებელი და სწორედ პარტნიორივეა უფლებამოსილი გაათავისუფლოს დ------------ თანამდებობიდან.
შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის და წესდების თანახმად, ქ. თ---–----------–----–-------- მთავრობა, როგორც შპს „თ---–--------------------------------ის“ 100%-იანი წილის მფლობელი, უფლებამოსილი იყო გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან ა-–---------- ჯ--------ე.
2.8. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უნდა ანაზღაურდეს ორი თვის კომპენსაცია და შვებულება, რადგან მოპასუხე მხარეთა მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება აღნიშნულის საპირისპიროდ, მათ შორის გათავისუფლებამდე წერილობითი შეტყობინების დამადასტურებელი და ა.შ. რაც შეეხება შვებულების საკითხს, საქმეში წარმოდგენილია ახალი გ-------–----ი დ------------ს - ნ-------- ჭ--–---–ის პასუხი, რომ მოსარჩელეს არ უსარგებლია შვებულებით. ამასთან, ვინაიდან საქმე ეხება გ-------–----ი დ------------ს გათავისუფლებას შპს - დან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა მოსაზრებას, რომ მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, ვინაიდან აღნიშნულ ნორმაზე არც თავად ქ. თ---–----------–----–-------- მთავრობა მიუთითებს სადავოდ გამხდარ გათავისუფლების შესახებ განკარგულებაში.
(მტკიცებულება: მიმართვა, ს.ფ. 94, ტ.1.)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტზე რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის
განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილზე რომლის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე მუხლის 11 ნაწილით კი, შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.
სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომელიც განსაზღვრავს, რომ შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ დავაში, მოსარჩელე ა-–---------- ჯ--------ის შპს „თ---–--------------------------------ის“ დ-------------- დანიშვნის საკითხი გადაწყვიტა კომპანიის ქ. თ---–----------–----–-------- მთავრობამ, რომელიც გახლავთ კომპანიის 100% წილის მესაკუთრე. განკარგულებას დამატებით რაიმე ხელშეკრულების გაფორმება არ მოჰყოლია, თუმცა, გ-------–---- დ-------------- ა-–---------- ჯ--------ის დანიშვნის ფაქტი. სადავო არ არის და ასევე დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით.
2.10. მოსარჩელე ა-–---------- ჯ--------ესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა შპს „თ---–--------------------------------ის“ ერთადერთი პარტნიორის - ქ. თ---–----------–----–--------------------- გადაწყვეტილების საფუძველზე.
სასამართლომ გაიზიარა დადგენილი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, დირექტორსა და საწარმოს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა მოიცავს როგორც კორპორაციულ, ასევე შრომით ურთიერთობისათვის დამახასიათებელ ელემენტებს. რადგანაც განსახილველ დავაში მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტა მეწარმე სუბიექტის პარტნიორმა, ამიტომ საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. ამავე კანონის 91-ე მუხლის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით კი პარტნიორთა კრების პრეროგატივაა დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება. ამავე მუხლის მე-8 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. წერილობითი თანხმობა კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
იგივე წესს ადგენს შპს „თ---–--------------------------------ის“ წესდებაც, რომლის მე-8 მუხლი 8.2. პუნქტით გ-------–------------------- კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საზოგადოების პარტნიორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. საზოგადოების ერთადერთ პარტნიორს კი წარმოადგენს ქ. თბილისის მერია.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით, დ------------ს კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
სასამართლომ განმარტა, რომ დ------------ს საქმიანობა არის სამეწარმეო და ამდენად, მისი ურთიერთობა პარტნიორებთან რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. დ------------ არის პირი, რომელიც პარტნიორთა ნდობით არის აღჭურვილი და მის კეთილსინდისიერებაზე და სამეწარმეო უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული საწარმოს განვითარება. რაც შეეხება მის უფლებამოსილებას, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. თ---–----------–----–-------------ია, როგორც საწარმოს ერთადერთი პარტნიორი და საზოგადოების მმართველობითი ორგანო, უფლებამოსილი იყო გ-------–---- დ-------------- ა-–---------- ჯ--------ის როგორც დანიშვნაზე, ისე გათავისუფლებაზე.
2.11. სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტზე ვრომლის შესაბამისად, ამ მუხლის 71 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეები ვალდებული არიან მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრირებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენამდე გააგზავნონ შეტყობინება საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით. ამ წესის დაცვის გარეშე რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
სასამართლო დ------------ს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს უკავშირებს რეგისტრაციის მომენტს. კანონმდებელმა დაადგინა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ვალდებულება და სწორედ შეტყობინების ვალდებულების რეგულაციისთვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი მიმართავს შრომის კოდექსის ნორმას და ამ შემთხვევაში გამოიყენება 38-ე მუხლი.
სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილიზე რომლის თანახმად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელეს არ აცნობა მოპასუხემ გათავისუფლების შესახებ და მას არც კომპენსაცია გადაუხდია.
2.12. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე რომლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
მოსარჩელე ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 27 აპრილის განკარგულების ბათილად ცნობას, რომლითაც მოხდა მისი გათავისუფლება გ-------–--------------------- თანამდებობიდან და მის აღდგენას ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავლისთვისაც: მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით.
სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე რომლის თანახმად, (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით), შრომის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ეფექტურად დაიცვან მუშაკის ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება.
სასამართლოს მოსაზრებით, ეფექტური დაცვა გულისხმობს დასაქმებისა და ხელფასის მიღების უფლების შენარჩუნებას. ამიტომ ამ უფლების წართმევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი წარმოადგენს კანონისმიერ წინაპირობებზე დაფუძნებულ ერთადერთ ქმედით გამოსავალს.
განსახილველ დავაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ა-–---------- ჯ--------ის გათავისუფლება თანამდებობიდან მოხდა საწარმოს მმართველობითი ორგანოს - პარტნიორის გადაწყვეტილებით და განმარტა, რომ მას აღნიშნულის უფლებამოსილება ჰქონდა როგორც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებით, ასევე საწარმოს წესდებით. შესაბამისად, არ არსებობს განკარგულების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.
2.13. სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპენსაციის დაკისრება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება წარმოადგენს უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის შრომით უფლებებში აღდგენის მატერიალურ სამართლებრივ საშუალებას. ასეთ შემთხვევაში მთელი იძულებითი მოცდენის პერიოდისათვის დასაქმებულს უნაზღაურდება მიუღებელი ხელფასი. განსახილველ შემთხვევაში რადგან გათავისუფლება მოხდა კანონიერად, არ არსებობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
კომპენსაციას რაც შეეხება, ამ ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის შრომის კოდექსის 38-ე მუხლით განსაზღვრული გაფრთხილების დამადასტურებელი მტკიცებულება გათავისუფლების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
2.14. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე თავად განმარტავდა მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში, რომ მოსარჩელეს არ უსარგებლია ანაზღაურებადი ანდა ანაზღაურების გარეშე შვებულებით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას აღნიშნულის მოთხოვნის უფლება აქვს და ამდენად, უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ნაწილში.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
І აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მიჩნეული სადავოდ ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების 3.2.1, 3.2.2 ქვეპუნქტებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს შორის სადავოდ არ ქცეულა.
აპელანტი განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.3 ქვეპუნქტით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს "თ---–--------------------------------აში" ქ. თ---–----------–----–-------------იის შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარდა რიგი საკითხების ინსპექტირება, თუმცა თავად ინსპექტირების განხორციელების ფაქტი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. იგივე ქვეპუნქტში სასამართლო უთითებს, რომ "შემოწმების შედეგად ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილ იქნა 2016 წლის 26 აპრილის მოხსენებითი ბარათი, რომლიდანაც ირკვევა, რომ "შპს "თ---–--------------------------------ის" მართვაში გამოვლენილია მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რაც უარყოფითად აისახება საწარმოს საქმიანობაზე." აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებლად სასამართლო მიიჩნევს მხოლოდ ინსპექტირების ჯგუფის მოხსენებით ბარათს, რაც თავის მხრივ ხსენებული საქალაქო სამსახურის სახელით ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის წევრების მიერ შედგენილი და ხელმოწერილი დოკუმენტია. ვერც აღნიშნული დოკუმენტი, ვერც მოპასუხეების მიერ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლები, მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებითურთ ვერ ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, ე. წ დარღვევებს, რაც მოხსენებით ბარათშია აღწერილი. მოსარჩელის მიერ არაერთი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი, რომელიც სარწმუნოდ უარყოფს და ხშირ შემთხვევაში მოხსენებით ბარათში აღწერილი გარემოებების საპირისპირო გარემოებებს ადასტურებს, თუმცა სასამართლოს მიერ მათი სათანადო შეფასება და ამგვარი შეფასების შედეგად გაზიარება/გათვალისწინება და/ან გაუთვალისწინებლობა არ ყოფილა სათანადოდ არგუმენტირებული. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.5, 3.2.6, 3.2.7 ქვეპუნტებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხარეების მიერ მტკიცებულებების წარმოდგენის ფაქტი, თუმცა მტკიცებულებები რომლებიც საქმეში მრავლადაა წარმოდგენილი და დიდი უმეტესობა სადავო საკითხებს საფუძვლიანად ამოწურავს, შეფასების მიღმა დატოვა.
აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა და საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ მიიჩნია მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ სარჩელში (2016 წლის 1 ნოემბრის) მითითებული მე-2 - მე-7 ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც სარწმუნოდ უარყოფს მეტროს მოძრავი შემადგენლობის შეკეთების მიზნით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის პროცესთან დაკავშირებით ინსპექტირების ჯგუფის მიერ აღწერილ ე.წ. დაღვევებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ სარჩელში მითითებული მე-8 ფაქტობრივი გარემოება, რომელიც აქარწყლებს ინსპექტირების ჯგუფის მიერ შუალედურ დასკვნაში აღწერილ გარემოებებს და მათ შეფასებას "ჭ--------------------------------" რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელბას უკავშირდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ სარჩელში მითითებული მე-9 ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ეხება სარეკლამო სამსახურის საქმიანობის და უფლებამოსილებების ფარგლებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ სარჩელში მითითებული მე-10 ფაქტორბივი გარემოება შპს "თ---–--------------------------------ის" ბალანსზე რიცხული საიჯარო ფართების მართვის ღონისძიებებთან დაკავშირებით.
აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ სარჩელში მითითებული მე-11 ფაქტობრივი გარემოება მეტროსადგურ "ს--------- და კ----------------–--–- შორის მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ფართის სარგებლობის უფლებით გაცემის ღონისძიებებთან დაკავშირებით. ასევე, არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ სარჩელში მითითებული მე-12 ფაქტობრივი გარემოება, შპს "თ---–--------------------------------ის" 2015 წელს წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვის თაობაზე.
აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ სარჩელში მითითებული მე-13 და მე-14 ფაქტობრივი გარემოებები შპს "თ---–--------------------------------ის" მიერ 2015 წელს გაწეული სამივლინებო ხარჯების და გ-------–--------------------- "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მოთხოვნათა დაცვის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ გარემოება, რომ მხარეებს შორის არ ყოფილა დადებული სასამსახურო ხელშეკრულება, უფრო მეტიც, მოსარჩელე უთითებს, რომ მის მიერ ცალმხრივად იქნა ხელმოწერილი სტანდარტული შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერის მიზნით გადაეცა მეორე მხარეს, თუმცა მოსარჩლეს აღნიშნული ხელშეკრულება ორმხრივად ხელმოწერილი აღარ გადასცემია. მასთან არ ყოფილა დადებული სასამსახურო (დავალების) ხელშეკრულება, რომლითაც პარტნიორს ურთიერთობის ცალმხრივად, უსაფუძვლოდ, ნებისმიერ დროს შეწყვეტის შესაძლებლობას მისცემდა, (გარემოება, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მნიშვნელოვან საფუძვლად იქნა მიჩნეული გადაწყვეტილებაში ას-23-23-2016).
აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ ის გარემოება, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე საწარმოს დამფუძნებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ ორგანოსთან მოსარჩელეს კონფლიქტი არ ჰქონია და არც იმის თაობაზე იყო ინფორმირებული, რომ საწარმოს საქმიანობის ინსპექტირება მისი თანამდებობიდან გათავისუფლება ისახავდა მიზნად. როგორც სარჩელშია მითითებული და შემდგომ გადაწყვეტილებაშიც აისახა, მოსარჩელეს ე.წ. დარღვევების თაობაზე მხოლოდ მას შემდგომ ეცნობა, და ინსპექტირების ე.წ. შუალედური აქტი მას შემდეგ გადაეცა, რაც სარჩელის შეტანის შემდეგ წარმომადგენლის მიერ გამოთხოვილ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში.
აპელანტის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი.
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უმთავრესად ეფუძნება უზენაესი სასამართლოს მიერ მხარეებს შორის მსგავსი ურთიერთობების შეფასების პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც პარტნიორის მიერ დ------------ს მიმართ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება ფასდებოდეს "შრომის კანონთა კოდექსით" და მის მიმართ მხოლოდ მეწარმეთა შესახებ კანონის გამოყენებაა დასაშვები. სასამართლოს მიერ აღნიშნული პრაქტიკის გაზიარება (და მასზე გადაწყვეტილების დაფუძნება) მოხდა იმგვარად, თითქოს საქმეში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სრულიად არ საჭიროებდნენ გამოკვლევას და შეფასებას. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ იმ საფუძველზე დაყრდნობით, თითქოს პარტნიორის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ადგილი აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულ დოკუმენტში აღწერილ დარღვევებს, არ ექვემდებარებოდეს გადახედვას და სასამართლოს მიერ შეფასებას. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც ერთგვარვაროვან სასამართლო პრაქტიკას აფუძნებს აღნიშნული სამართალურთიერთობების მიმართ, არ გულისხმობს, რომ პარტნიორის გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით რომ დ------------ს მიმართ პარტნიორის გადაწყვეტილებაა და არა საწარმოს გადაწყვეტილება სხვა დასაქმებულის მიმართ, არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ იქნეს დაყენებული. პარტნიორის გადაწყვეტილება ეფუძნება ფაქტებს, ე.წ. დარღვევებს, რომელთაც ადგილი არ ჰქონიათ, (გადასივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ მთავრობის სხდომაზე აღნიშნული დარღვევების განხილვა მოსარჩელის თანდასწრებით, იმგვარად რომ მას ამ ფაქტების თაობაზე ასხნა-განმარტების მიცემის და უარყოფის და /ან დადასტურების საშუალება ჰქონოდა არ მომხდარა), შესაბამისად, თუ პარტნიორისთვის ცხადი გახდებოდა რომ ე.წ. დარღევბის თაობაზე შედგენილი მოხსენებითი ბარათი მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლიანობას, იმ გარემოების ფონზე, რომ პარტნიორისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყოველთვის იყო უზრუნველყოფილი, პარტნიორის საწარმოო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების მიმართ მოსარჩელეს დაბრკოლება არ შეუქმნია და რიგი პროექტების განხორციელება მისი მმართველობის პერიოდში დაიწყო, პარტნიორი აღნიშნულ გადაწყვეტილებას, შესაძლოა, არ მიიღებდა. ამრიგად, მოსარჩელის წილი მტკიცების ტვირთი აკისრებდა მას იმ გარემოებებზე მითითებას (და მათ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენას), რაც სარწმუნოდ უარყოფდა შიდა აუდიტის და საქალაქო სამსახურის მოხსენებით ბარათში მითითებულ მცდარ ფაქტებს და ფაქტების არასწორ ინტერპრეტირებას. აღნიშნული მოსარჩელის მიერ სათანადოდ იქნა განხორციელებული. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უმრავლესობა შეუფასებელი დატოვა, საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ მიიჩია, და გადაწყვეტილება დააფუძნა მშრალად სამართლებრივ არგუმენტაციას მხარეებს შორის არსებული სამართალურთიერთობის სამართლებრივ ბუნებაზე.
აპელანტის მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ არ იქნა სათანადოდ შეფასებული ფაქტობრივ უსწორობებში მითითებული გარემოებები (არ დადებულა სასამსახურო ხელშეკრულება, დირექტორს პარტნიორთან არ ჰქონია კონფლიქტი, და სხვ.) რაც სამართლებრივი შეფასებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, სასამართლომ ასევე არასათანადოდ შეისწავლა და შეაფასა:
ა) შპს "თ---–--------------------------------ის" გ-------–--------------------- კომპეტენციის ფარგლები, კერძოდ: საწარმოს გ-------–----ი დ------------ შეზღუდულია თავის უფლებამოსილებებში და მისი კომპეტენციას ფარგლები დადგენილია არა მხოლოდ სადამფუძნებლო დოკუმენტებით, არამედ მრავალრიცხოვანი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, რომელიც, ერთი მხრივ, ზღუდავს დ------------ს წარმომადგენლობით და ხელმძღვანელობით უფლებამოსილებებს, და შესაბამისად, პროპორციულად ამცირებს დამფუძნებლის რისკს, რომლის სანაცვლოდ (სუსგ ას-23-23-2016 გადაწყვეტილების თანახმად) პარტნიორი დ------------ს გათავისუფლების საკითხში შეუზღუდავი უნდა იყოს. იმგვარი მმართველობითი ღონისძიებები, როგორიცაა ქონების განკარგვა, ფულადი სახსრების განკარგვა (სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები), ცვლილებები ბიუჯეტში (მიზნობრიობისა და სხვა ნებისმიერი კრიტერიუმის თვალსაზრისით), საწარმოს ძირითადი საქმიანობის შესაბამისი მომსახურების საფასურის (ტარიფი) დადგენა, საშტატო ნუსხის და სახელფასო ფონდის განსაზღვრა, და სხვა);
ბ) დ------------ს საწარმოში საქმიანობის თავისებურებები, რაც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვისაა დამახასიათებელი, კერძოდ: 1) საქმიანობის ორგანიზებული ხასიათი, 2) საშტატო განრიგით დამტკიცებული შრომითი ანაზღაურება, 3) თანამდებობრივი ფუნქციები.
გ) საწარმოს დამფუძნებლის საჯარო სამართლებრივი ხასიათი: საწარმოს დამფუძნებელი არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი, ხოლო მოპასუხე - ქ. თ---–----------–----–-------------იის მთავრობა არის კოლეგიური ორგანო, რომელიც დამფუძნებლის უფლებამოსილებას ახორციელებს (სამეთვალყურეო საბჭოს მსგავსად) და ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში იგი ვალდებულია (და არა უფლებამოსილი) გადაწყვეტილება დააფუძნოს მხოლოდ და მხოლოდ საწარმოს ინტერესებს. უფლებამოსილების შეწყვეტა გ-------–---------------------თვის, რომლის მიერ თანამდებობრივი ფუნქციების განხორციელების პერიოდში არაერთი წარმატებული პროექტი იქნა წამოწყებული, კომპანიას (გ-------–-------------------) ავტორიტეტული ევროპული ორგანიზაციის მიერ მიენიჭა საუკეთესო კომპანიის (მენეჯერის) საპატიო სტატუსი, საეჭვოა, კომპანიის ინტერესებს ემსახურებოდეს. მით უფრო მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს ემსჯელა და შეეფასებინა მოსარჩელის საქმიანობა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად განხორციელების თვალსაზრისით.
აპელანტის განმარტებით, ინსპექტირების ჯგუფის მიერ მიღებულ ე.წ. შუალედურ დასკვნაში აღწერილი "ე.წ" დარღვევების უარყოფის და გაქარწყლების განსაკუთრებული ინტერესი გააჩნდა. აღნიშნული დასკვნა არ წარმოადგენს ინდ. აქტს ადმინისტრაციული სამართლის თვალსაზრისით და მისი უარყოფა ვერ მოხდება ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით სახელმწიფო და/ან ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების დამფუძნებელთა სტატუსით მიღებული გადაწყვეტილებები სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში განსჯადი საქმეებია, შესაბამისად, მათი გასაჩივრება მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესითაა შესაძლებელი. აპელანტს მიაჩნია, რომ მიმდინარე დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ აუდიტის დასკვნაში მითითებული გარემოებების სათანადო შესწავლა და ობიექტური შეფასება მოსარჩელისთვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ტოლფას ინტერესს წარმოადგენს.
ІІ აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად სწორად მიღებული და დასაბუთებული კომპენსაციისა და შვებულების ანაზღაურების ნაწილში. ამასთან სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეფასებული მოსარჩელის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.
აპელანტი განმარტავს, რომ მოსარჩელე ა-–---------- ჯ--------ის თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ქ. თ---–----------–----–-------------იის შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნა და ქ,. თ---–----------–----–-------------ის პირველი მოადგილის სამსახურებრივი ბარათი. აღნიშნულ დასკვნაში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ა-–---------- ჯ--------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე კანონმდებლობით და წესდებით დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას, რომელიც უარყოფითად აისახა საწარმოს საქმიანობაზე და ქონებრივი ზიანი მიაყენა როგორც საწარმოს ასევე, მის დამფუძნებელს, რაც თავისთავად გამორიცხავს წინასწარი შეტყობინებისა და კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.14. პუნქტები).
4.2. უდავოა, რომ ქ. თ---–----------–----–--------------------- 2014 წლის 20 აგვისტოს N0------- განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ა-–---------- ჯ--------ე დაინიშნა შპს „თ---–--------------------------------ის“ გ-------–--------------------- თანამდებობაზე.
შპს „თ---–--------------------------------ის“ წესდების მე-8 მუხლის 8.2. პუნქტით გ-------–------------------- კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საზოგადოების პარტნიორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 8.4 პუნქტიც განსაზღვრავს, რომ გ-------–---- დირექტორთან ხელშეკრულებას დებს საზოგადოების პარტნიორი. იგივე წესი არის განსაზღვრული შპს „თ---–--------------------------------ის“ დირექტორატის დებულების 3.2. პუნქტის შესაბამისად.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს „-----–----------------------------------- ერთადერთ, 100% წილის მფლობელ აქციონერს წარმოადგენს ქ. თ---–------------, რომელმაც მიიღო შპს „თ---–--------------------------------ის“ გ-------–---- დ-------------- ა-–---------- ჯ--------ის დანიშვნის გადაწყვეტილება და რომელიც ამ სტატუსით დარეგისტრირდა რეესტრში.
4.3. ასევე, უდავოა, რომ ქ. თ---–-----------ის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 01/07/2009წ. N0------- ბრძანებით შპს „თ---–--------------------------------ის“ გ-------–--------------------- შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 4 800 ლარით ყოველთვიურად (დარიცხული ხელფასი) და ყოველკვარტალური დანამატით ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით (4 800 ლარი).
შპს „თ---–--------------------------------ის“ 03/09/2015 წლის N--- ბრძანებით ასევე დამტკიცდა საშტატო განრიგის ძირითადი პარამეტრები დანართი N1-ის მიხედვით, რომლის შესაბამისადაც გ-------–--------------------- თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 4 800 ლარს.
ა-–---------- ჯ--------ის სასარგებლოდ ზემოაღნიშნული ოდენობებით ხელფასისა და დანამატების დარიცხვა დასტურდება შპს „თ---–--------------------------------ის“ მთ. ბუღალტრის მიერ გაცემული ინფორმაციით და მოსარჩელის საბანკო ამონაწერით.
4.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 26 აპრილის N1---------- მოხსენებითი ბარათით, რომელიც მიმართული იყო ქ. თ---–----------–----–------------- ბატონ დ----- ნ-------ასადმი, დგინდება, რომ ქ. თ---–----------–----–-------------იის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა შპს „თ---–--------------------------------აში“ განახორციელა შემდეგი საკითხების შესწავლა:
- შპს „თ---–--------------------------------ის“ მიერ მეტროს მოძრავი შემადგენლობის ვაგონების მოდერნიზაციის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული S----------- ელექტრონული ტენდერი;
- „ჭ--------------------------------“ საბაგირო გზის რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესახებ გამოცხადებული S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერი;
- „ჭ--------------------------------“ საბაგირო გზის რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული S----------- ელექტრონული ტენდერი;
- შპს „თ---–--------------------------------ის“ მიერ სარეკლამო მომსახურების განხორციელების პროცესი;
- იჯარით გაცემული ფართების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მართვის ღონისძიებები;
- ქ. თბილისში მეტროსადგურ „ს---------“ და კ----------------–--–- შორის მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში (საკადასტრო კოდი 0--------) არსებული 1432.98 კვ.მ. ფართიდან 150 კვ.მ. ფართის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (იჯარა) გაცემის საკითხი;
- შპს „თ---–--------------------------------ის“ მიერ 2015 წელს წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვა;
- შპს „თ---–--------------------------------ის“ მიერ 2015 წელს გაწეული სამივლინებო ხარჯების ადეკვატურობა;
- შპს „თ---–--------------------------------ის“ გ-------–--------------------- „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
უდავოა, რომ შემოწმების შედეგად ინსპექტირების ჯგუფის წევრების მიერ შედგენილ იქნა 2016 წლის 26 აპრილის მოხსენებითი ბარათი, რომლიდანაც ირკვევა, რომ შპს „თ---–--------------------------------ის“ მართვაში გამოვლენილია მნიშვნელოვანი დარღვევა - ნაკლოვანებები, როგორიცაა ჩატარებული ტენდერების არარაციონალურობა და კონკრეტულ პრეტენდენტებზე მორგება, იჯარით გაცემული ფართებისა და რეკლამის განთავსების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების არაეფექტური მართვა, ბუღალტრული აღრიცხვის შეუსაბამობები, მივლინების შედეგად დადგენილ ნორმაზე მეტი ხარჯების გაწევა, შპს „თ---–--------------------------------ის“ გ-------–--------------------- „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობა და სხვ. შესაბამისად, ამავე მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ ა-–---------- ჯ--------ის მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობითა და წესდებით დაკისრებული მოვალეობების უხეშ დარღვევას, რაც უარყოფითად აისახება საწარმოს საქმიანობაზე.
4.5. უდავოა, რომ ქ. თ---–-----------–----–-------- მთავრობის 2016 წლის 27 აპრილის N1-------- განკარგულებით, ქ. თ---–----------–----–-------------ის პირველი მოადგილის (ვიცე -მერი) 2016 წლის 26 აპრილის N1--------- სამსახურებრივი ბარათის, ქალაქ თ---–----------–----–-------------იის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 26 აპრილის N1---------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ა-–---------- ჯ--------ე გათავისუფლდა შპს „თ---–--------------------------------ის“ გ-------–--------------------- თანამდებობიდან და ახალ გ-------–---- დ-------------- დაინიშნა ნ-------- ჭ--–---–ი.
შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შპს „თ---–--------------------------------ის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად - გ-------–---- დ-------------- დარეგისტრირდა ნ--------ი ჭ--–---–ი.
4.6. დადგენილია, რომ შპს „თ---–--------------------------------ის“ გ-------–----ი დ------------ს ნ-------- ჭ--–---–ის 06/06/2016 წლის წერილით დასტურდება, რომ გ-------–--------------------- თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ანაზღაურებადი და/ან ანაზღაურების გარეშე შვებულებით ა-–---------- ჯ--------ეს არ უსარგებლია.
4.7. დადგენილია, რომ მოპასუხე ქ. თ---–----------–----–--------------------- წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილია მთელი რიგი დოკუმენტაცია და ინსპექტირების მასალები ა-–---------- ჯ--------ის მხრიდან არსებული დარღვევების დასამტკიცებლად. კერძოდ, მოპასუხე მხარემ წარმოუდგინა სასამართლოს „ჭ----------------------------------“ საბაგირო გზის რეკონსტრუქცია - მოდერნიზაციის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაცია, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, კომისიის ოქმი, მიმოწერა, ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შპს „ბ------–--თან“ და შპს „რ-----–თან“, ანგარიშ - ფაქტურები, მიღება -ჩაბარების აქტები, საბანკო გარანტია და ასევე ექსპერტიზის დასკვნები. მათ შორის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ლ----------------–--------–-----------------–----------------- ეროვნული ბიუროს 15.07.2015წ. N---------- დასკვნაზე, რომელშიც დასკვნის სახით მითითებულია, რომ შპს „რ-----–ის“ მიერ წარმოდგენილ ვ------------------------ სამგზავრო კიდული ბაგირის გზის ქვედა და ზედა სადგურების, ბაქნებისა და პანდუსების გამაგრების კონსტრუქციულ კორექტირებულ პროექტს გააჩნია ტექნიკური ხარვეზები და შეუსაბამოებები, ასევე ექსპერტის მოსაზრებით, სასურველი იქნებოდა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მოუვლელი, 50-60 წლის წინ აშენებული მძიმე რკინა ბეტონის კონსტრუქციები შეცვლილიყო მსუბუქი, თანამედროვე კონსტრუქციებით. შემდგომ დასკვნებშიც, ექსპერტი გარკვეულ რეკომენდაციებზე მიუთითებს.
მოპასუხის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა სატენდერო დოკუმენტაცია მეტროს მოძრავი შემადგენლობის ვაგონების მოდერნიზაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები სს „ე-–-----------------–---------–----------------------------------–---------–---–თან“. რაც შეეხება სადავოდ გამხდარ სარეკლამო და საიჯარო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, აღნიშნულზეც მოპასუხემ წარმოადგინა სარეკლამო მომსახურების დებულება, შესაბამისი ხელშეკრულებები, მიღება - ჩაბარების აქტები, იჯარის ხელშეკრულება და ღირებულებასთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნები.
4.8. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
4.9. პალატა მიუთითებს, რომ ა. ჯ--------ის წარმომადგენელმა ე---------- შ--------ემ 2018 წლის 4 მაისის სასამართლო სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თ---–----------–----–--------------------- 2017 წლის 20 ნოემბრის #4-------- განკარგულების პირველი პუნქტი ა-–---------- ჯ--------ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღიდან (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის სხდომის ოქმი, 11:3632; 11:40:35). ე. შ--------ის შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 04.05.2018 წლის სხდომის ოქმი, 11:46:10);
4.10. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონიდან.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 46-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.
4.11. ამავე კანონის 47-ე მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. დ------------ს კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. მართვის ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით.
4.12. ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი, მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
4.13. პალატა არ იზიარებს, აპელანტის, ა-–---------- ჯ--------ის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოცემული დავის განხილვისას გამოყენებული უნდა იქნეს შრომის კოდექსის ნორმები.
მეწარმეთა შესახებ ზემოთ მითითებული ნორმებისა და შპს ”თ---–--------------------------------ის” წესდების საფუძველზე პარტნიორები აკონტროლებენ საზოგადოების ხელმძღვანელობას, მათ უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მოსთხოვონ დირექტორს საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და მნიშვნელოვანი საფუძვლის დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაოდან.
საზოგადოების დირექტორობიდან პირის გათავისუფლებისას შრომის კოდექსის ნორმები არ უნდა იქნეს გამოყენებული, ვინაიდან ამ თანამდებობის პირთა გათავისუფლებაში დაყოვნებამ, მათი უფლებამოსილების ფარგლებიდან გამომდინარე, შეიძლება საზოგადოებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ასეთ ვითარებაში შრომის სამართლის იმ ნორმების გამოყენება, რომლებიც შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს განსაზღვრავს (წინასწარი გაფრთხილება გათავისუფლების თაობაზე და სხვა) მიზანშეუწონელია.
ამდენად, საზოგადოების დირექტორთა სპეციფიური სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მათი მუშა-მოსამსახურეებთან გათანაბრება გაუმართლებელია. საზოგადოებას და დირექტორს შორის შრომითი ურთიერთობა მხოლოდ “მეწარმეთა შესახებ” კანონით დადგენილი ნორმებით უნდა მოწესრიგდეს.
შრომის კანონთა კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დ------------სა და მის დაქირავებულ მუშაკს შორის ურთიერთობა, ხოლო დ------------ წარმოადგენს მეწარმეს და მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან უნდა რეგულირდებოდეს მეწარმეთა შესახებ კანონით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დირექტორსა და საზოგადოებას შორის დ------------ს თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ არის ტიპიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის, ეს არის სპეციფიკური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც შრომის კოდექსის გავრცელება არ შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. შრომის კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის შრომითი ურთიერთობა, რომელიც, ჩვეულებრივ, შრომითსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა, ხოლო დ------------ს თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 30 მარტის განჩინება საქმეზე №3კ/259 -01, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 26 ივნისის განჩინება საქმეზე № ას-68-767-03;)
4.14. ამავე კოდექსის მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები და მტკიცებულებებს წარუდგენენ სასამართლოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა საზოგადოების დ------------ს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობა, ასევე საწარმოს დ------------ს გათავისუფლების თაობაზე პარტნიორის მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.
მოსარჩელე ა-–---------- ჯ--------ემ სადავო გახადა შპს ”თ---–--------------------------------ის” დ------------ს თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ქ. თბილისის, მ----–----–--------------------- 2016 წლის 27 აპრილის განკარგულებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ფაქტები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც.
სსსკ-ის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით, ასეთ შემთხვევაში, მოპასუხეა ვალდებული ამტკიცოს განკარგულებაში დაფიქსირებული ფაქტებისა და გარემოებების ნამდვილობა.
4.15. საქმეზე წარმოდგენილი აუდიტის დასკვნისა და მხარეთა შორის არსებული მიმოწერების (წერილების) შეფასების საფუძველზე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს აუდიტის დასკვნით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას:
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად ინსპექტირების ჯგუფის წევრების მიერ შედგენილ იქნა 2016 წლის 26 აპრილის მოხსენებითი ბარათი, რომლიდანაც ირკვევა, რომ შპს „თ---–--------------------------------ის“ მართვაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევა - ნაკლოვანებები, როგორიცაა ჩატარებული ტენდერების არარაციონალურობა და კონკრეტულ პრეტენდენტებზე მორგება, იჯარით გაცემული ფართებისა და რეკლამის განთავსების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების არაეფექტური მართვა, ბუღალტრული აღრიცხვის შეუსაბამობები, მივლინების შედეგად დადგენილ ნორმაზე მეტი ხარჯების გაწევა, შპს „თ---–--------------------------------ის“ გ-------–--------------------- „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობა და სხვ. შესაბამისად, ამავე მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ ა-–---------- ჯ--------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონმდებლობითა და წესდებით დაკისრებული მოვალეობების უხეშ დარღვევას, რაც უარყოფითად აისახება საწარმოს საქმიანობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ნამდვილობასთან დაკავშირებით, მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას. გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისაგან. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ეფუძნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მსჯელობას მის გადაწყვეტილებაში, რაც გაზიარებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ (იხ. სუს #ას-649-616-2014).
სასამართლო აღნიშნავს, რომ კომპენსაციის დაკისრება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება წარმოადგენს უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის შრომით უფლებებში აღდგენის მატერიალურ სამართლებრივ საშუალებას. ასეთ შემთხვევაში მთელი იძულებითი მოცდენის პერიოდისათვის დასაქმებულს უნაზღაურდება მიუღებელი ხელფასი. განსახილველ შემთხვევაში რადგან გათავისუფლება მოხდა კანონიერად, არ არსებობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
ამასთან პალატა მიიჩნევს, რომ საზოგადოების პარტნიორსა და დირექტორს შორის ურთიერთობა უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთნდობას. დირექტორსა და პარტნიორს შორის უთანხმოების შემთხვევაში სამეწარმეო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი საზოგადოების ხელმძღვანელთანაც კი, შრომითი ურთიერთობის გაგრძელება გაუმართლებელია.
მეწარმეთა შესახებ კანონის 47-ე მუხლისა და შპს “თ---–--------------------------------ის” წესდების 8.2. პუნქტის თანახმად, ქ. თ---–----------–----–-------------ია, როგორც საწარმოს ერთადერთი პარტნიორი და საზოგადოების მმართველობითი ორგანო, უფლებამოსილი იყო გ-------–---- დ-------------- ა-–---------- ჯ--------ის როგორც დანიშვნაზე, ისე გათავისუფლებაზე.
ვინაიდან, ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 46.4 მუხლის თანახმად პარტნიორები აკონტროლებენ საზოგადოების ხელმძღვანელობას, ისეთი მნიშვნელოვანი საფუძველი, როგორიც ა. ჯ--------ის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობების ნაწილობრივ არაჯეროვანი შესრულება საკმარისს წარმოადგენდა პარტნიორის მიერ დ------------ს სამუშაოდან განთავისუფლებისათვის.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ კომპენსაციის დაკისრება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება წარმოადგენს უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის შრომით უფლებებში აღდგენის მატერიალურ სამართლებრივ საშუალებას. ასეთ შემთხვევაში მთელი იძულებითი მოცდენის პერიოდისათვის დასაქმებულს უნაზღაურდება მიუღებელი ხელფასი. განსახილველ შემთხვევაში რადგან გათავისუფლება მოხდა კანონიერად, არ არსებობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
4.16. კომპენსაციას რაც შეეხება, ამ ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის შრომის კოდექსის 38-ე მუხლით განსაზღვრული გაფრთხილების დამადასტურებელი მტკიცებულება გათავისუფლების თაობაზე.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურდეს ორი თვის კომპენსაცია და შვებულება, რადგან მოპასუხე მხარეთა მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება აღნიშნულის საპირისპიროდ, მათ შორის გათავისუფლებამდე წერილობითი შეტყობინების დამადასტურებელი და ა.შ. რაც შეეხება შვებულების საკითხს, საქმეში წარმოდგენილია ახალი გ-------–----ი დ------------ს - ნ-------- ჭ--–---–ის პასუხი, რომ მოსარჩელეს არ უსარგებლია შვებულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა უსაფუძლოდ მიიჩნევს სააპელაციო საჩივრების პრეტენზიას და მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საქმეზე გამოტანილი იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტთა მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო წინასწარ იქნა გადახდილი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–---------- ჯ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „თ---–--------------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
4. ა-–---------- ჯ--------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 150 ლარის ოდენობით;
5. შპს „თ---–--------------------------------ას’’ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 577 ლარის ოდენობით;
6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სსს კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის განჩინების გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე