განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/30-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ვახტანგ ლობჟანიძის, მარინე თათრიაშვილის მდივნობით,პროკურორების - დ--------------–--ლის, ლ-----------–---ის,მსჯავრდებულების - ბ--------------–-–--ლის, მ-------------–-–-ილის,ადვოკატ - ნ------------ძის მონაწილეობით,მსჯავრდებულების ბ--------------–-–--ლის და მ-------------–-–-ილის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბ-------–-----------------–-–---–ის მიმართ - დაბადებული 19---–-–---------------ლს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
მ----- შოთას ძე მეგრელიშვილის მიმართ - დაბადებული 1----–-–--------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------------; დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 09 დეკემბრის განაჩენით:
ბ--------------–-–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
მსჯავრდებულ ბ--------------–-–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 12 მარტის, 01:00 საათიდან.
მ-------------–-–-ილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
მ-------------–-–-ილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-------------–-–-ილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ-------------–-–-ილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 12 მარტიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ბ--------------–-–--ლმა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
მ-------------–-–-ილმა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის; მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ;
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით, მ-------------–-–-ილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
2017 წლის 12 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში, ვ-–----–----–----------------------–----------–--------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ--------------–-–--ლმა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევმა მ-------------–-–-ილმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, წინა გვერდითა მინის დაზიანებით, შეაღწიეს ო-–-----–----–----ას კუთვნილ, „ნ------------“ მარკის ავტომანქანაში, საიდანაც შეეცადნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ სხვადასხვა დასახელების ნივთს, თუმცა ისინი შემჩნეულ იქნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ, რის გამოც ვერ შეძლეს განზრახვის სისრულეში მოყვანა.
2017 წლის 12 მარტს, ღამის საათებში, თბილისში, ვ-–----–----–----------------------–----------–-----------------სის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევმა მ-------------–-–-ილმა, წინა გვერდითა მინის დაზიანებით, შეაღწია ა-–------------–-ძის კუთვნილ, „ო---–---------ს“ მარკის ავტომანქანაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა აღნიშნული ავტომანქანის ,,სონის’’ ფირმის მაგნიტოფონის ე.წ. ,,პანელს’’, „ოპ--–-ს’’ მარკის ავტომანქანის ორ ცალ ინსტრუქცია - პასპორტს, ,,უნიქარდის’’ ბარათს და მოწითალო მუყაოს ბარათს, წარწერით „RADIO PASS’’.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა ბ--------------–-–--ლმა და მ-------------–-–-ილმა. აპელანტები ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 09 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულების განმარტებით, საქმის არსებითი განხილვისას კანონიერად და ობიექტურად არ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები; არასწორად იქნა შეფასებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამაც ხელი შეუწყო უკანონო გადაწყვეტილების მიღებას. სასამართლოზე დაკითხულმა მოწმეებმა და გამოკვლეულმა წერილობითმა მტკიცებულებებმა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურეს მათ მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა. გამამტყუნებელი განაჩენი დამყარებულია მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებული პირების - დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომელბის საეჭვოდ იდენტურ, არაობიექტურ და არადამაჯერებელ ჩვენებებზე. ბრალდების მხარის მიერ გამოძიება არ იქნა ჩატარებული სრულყოფილად, არ მომხდარა სუნის ნიმუშის, გენეტიკური პროფილის, ხელის კვლების ამოღება და შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარება, რაც უტყუარად დაადასტურებდა მათ უდანაშაულობას.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულებმა და მათმა ადვოკატმა ნ------------ძემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება;
პროკურორმა ლ-----------–---მა იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-----------------–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 12 მარტს, დაახლოებით 01:00 საათისთვის, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ის და მისი მეწყვილე ვ-–--------------ე, ვ-–----–----–----------–----------–-- მე-19 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ სხვა მორიგე ჯგუფის თანამშრომლებს - ბ-------------------------------------–--ლს. სწორედ ამ დროს მათ გაიგეს მინის მსხვრევის ხმა და გაემართნენ იმ მიმართულებით, საიდანაც ხმა შემოესმათ. დაახლოებით 10-15 წამში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც დაინახეს ვერცხლისფერი „ნ------------“ მარკის ავტომანქანა, რომლის წინა მარცხენა მინა იყო ჩამსხვრეული და ორი პიროვნება ნახევარი ტანით იყო წინა კარებებიდან ავტომანქანაში შესული. როგორც შემდეგ შეიტყვეს, აღნიშნული პირები იყვენენ ძმები ბ--------------–-–--ლი და მ-------------–-–-ილი. გარე განათების პირობებში კარგად ჩანდა, რომ მარცხენა მხარეს იმყოფებოდა მ-------------–-–-ილი, ხოლო მარჯვენა მხარეს, სადაც ავტომანქანას ჰქონდა საჭე - ბ--------------–-–--ლი. მოწმემ და მისმა თანამშრომლებმა დაუძახეს და აცნობეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ისინი უახლოვდებოდნენ უკანა მხრიდან, ხოლო ბრალდებულები გაიქცნენ საწინააღმდეგო მიმართულებით, რომლებსაც დაედევნენ და დააკავეს ავტომანქანიდან დაახლოებით 10-15 მეტრში. კერძოდ, მან (გ-----------------–მა) და ვ-–---------------- დააკავეს ბ--------------–-–--ლი და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მისგან ამოღებულ იქნა პარფიუმერიის ხელჩანთა, მასში მოთავსებული სხვადასხვა ნივთებით. ამოღებული ნივთები დაილუქა, ხოლო დადაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგა ადგილზე. ბ--------------–-–--ლმა არ თქვა პირადი ტელეფონის ნომერი, განმარტა, რომ არ ჰყავდა მშობლები და მის მიერ მითითებული საცხოვრებელი სახლის მისამართიც აღმოჩნდა არასწორი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ პარალელურად, ბ-----------------ემ და ბ------------–---–მა დააკავეს მ-------------–-–-ილი, რომლისგანაც პირად ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ავტომანქანის მაგნიტოფონის ე.წ. „პანელი“. შემთხვევის ადგილზე მოხდა დამხმარე ჯგუფის გამოძახება და ბრალდებულები გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
ანალოგიური შინაარსის ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ვ-–----------------.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 12 მარტს, დაახლოებით 01:00 საათისთვის, მეწყვილე ბ-------------------თან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც ვ-–----–----–----------–----------–--, მე-19 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ თანამშრომლებს - გ-----------------–ს და ვ-–--------------ეს, რომლებიც ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით მოძრაობდნენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე. შეხვედრისას შემოესმათ მინის მსხვრევის ხმა და გაემართნენ ამ მიმართულებით. დაინახეს ავტომანქანა, რომლის წინა მარცხენა მინა იყო ჩამსხვრეული და ავტომანქანაში ნახევრად შესული იყო ორი პიროვნება, როგორც შემდეგ გაირკვა - ბ------ და მ-------------–-–-ილები. ავტომანქანის მარცხენა მხარეს იმყოფებოდა მ-------------–-–-ილი, ხოლო მარჯვენა მხარეს - ბ--------------–-–--ლი. თანამშრომლებთან ერთად აღნიშნულ პირებს მიუახლოვდა მანქანის უკანა მხრიდან, მოუწოდეს, რომ შეჩერებულიყვნენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ და გაიქცნენ საპირისპირო მიმართულებით. ავტომანქანიდან, დაახლოებით 10-15 მეტრში მან და ბ-----------------ემ დააკავეს მ-------------–-–-ილი, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ამოღებულ იქნა რკინის ხელკეტი, თავზე რეზინის დეტალით, საათი ყავისფერი სამაჯურით, ავტომანქანის მაგნიტოფონის ე.წ. „პანელი“, „ოპ--–-ს“ მარკის ავტომანქანის წიგნაკი, „უნიქარდის“ ბარათი და რეზინის ხელთათმანები, რომლებიც დაილუქა ადგილზე. ასევე ადგილზე შედგა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ იმავდროულად, ბ--------------–-–--ლი დააკავეს და პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს გ-----------------–მა და ვ-–----------------, რომლისგანაც ამოიღეს ჩანთა, მასში მოთავსებული რაღაც ნივთებით. დაკავებული პირები გადაყვანილ იქნენ პოლიციის განყოფილებაში.
ანალოგიური შინაარსის ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა ბ-----------------ემ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ------------–-ა დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2017 წლის 12 მარტს, ღამის საათებში იმყოფებოდა სამსახურში - შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც თანამშრომლებმა გ-----------------–მა, ბ------------–---–მა, ვ-–---------------- და ბ-----------------ემ მიიყვანეს ავტომანქანის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დაკავებული პირები - მ-------------–-–-ილი და ბ--------------–-–--ლი. ასევე, მათ მიერ წარმოდგენილი იქნა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები, დალუქულ მდგომარეობაში. პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ბრალდებულების მიმართ შეურაცხყოფას ან სხვა უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. განყოფილებაში მიყვანის დროს ისინი იყვნენ აგრესიულები, ხელს არ აწერდნენ არცერთ დოკუმენტს და არ ამჟღავნებდნენ ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას. მათ მოგვიანებით დაადგინეს ბრალდებულების დედის ვინაობა, რომელსაც დაუბრუნეს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული კუთვნილი ნივთები, მათ შორის იყო მობილური ტელეფონები და ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩამორთმეული ფულადი თანხა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------------–---მ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 12 მარტს, ღამის საათებში, იყო მორიგე და იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც ამავე განყოფილების თანამშრომლების მიერ მიყვანილ იქნენ ავტომანქანის ქურდობის ფაქტზე დაკავებული მ----- და ბ--------------–-–--ლები. ბრალდებულები არ ამჟღავნებდნენ ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას, ხოლო მისამართთან დაკავშირებით განმარტეს, რომ ცხოვრობდნენ წერეთლის გამზირზე, ქირით. მითითებულ მისამართზე გასვლისას აღმოჩნდა, რომ ბინა იყო დაკეტილი და როგორც მეზობლებმა განმარტეს, აღნიშნული ბინა უკვე დიდი ხანია, რაც დაკეტილ მდგომარეობაშია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-----------–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 12 მარტს ა-–------------–-ძის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება „ოპ--–-ს“ მარკის ავტომანქანის გაქურდვის ფაქტზე. კერძოდ დაზარალებულის განმარტებით, მოპარული იყო ავტომანქანის მაგნიტოფონის ე.წ. „პანელი“, ავტომანქანის წიგნაკი და „უნიქარდის“ ბარათი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და მიუთითა, რომ თბილისში, ვ-–----–----–----------–----------–--, 2--ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს შემთხვევის ადგილი, სადაც გაჩერებული იყო ა-–------------–-ძის კუთვნილი „ოპ--–-ს“ მარკის ავტომანქანა. მისი წინა მარცხენა მინა იყო ჩამტვრეული, არეული იყო სალონი, მაგნიტოფონს არ ეკეთა ე.წ. „პანელი“ და ეყარა მინის ნამსხვრევები. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დამუშავდა შემთხვევის ადგილი და აღებულ იქნა ანაბეჭდები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ო-–-----–----–----ამ განმარტა, რომ საკუთრებაში ჰყავს „ნ------------“ მარკის ავტომანქანა. 2017 წლის 12 მარტს, დაახლოებით 07:00 საათისთვის, დაუკავშირდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და აცნობეს, რომ მის კუთვნილ ავტომანქანას ჩამტვრეული ჰქონდა წინა მარცხენა მინა. ჩავიდა ეზოში და ნახა, რომ ნამდვილად იყო ჩამტვრეული მინა, ასევე მოპარული იყო მისი კუთვნილი, პატარა, ლურჯი პარფიუმერიის ჩანთა, დათუნიას გამოსახულებით, მასში მოთავსებული პარფიუმერიით და მობილური ტელეფონის ჩასადებით. მოწმე გამოცხადდა თბილისში, ვა–----–----–-ს მე----ე კვარტალში მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც ამოიცნო, მისი კუთვნილი ნივთებით. შედგა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელისმოწერით. დაზარალებულმა ასევე სასამართლოს მოახსენა, რომ თავად ცხოვრობს მეხუთე სართულზე, ავტომანქანა კი იდგა კორპუსიდან დაახლოებით 20 მეტრში, რომელიც გარე განათების მეშვეობით კარგად ჩანდა კორპუსიდან, თუმცა მსხვრევის ხმა ან რაიმე ხმაური არ გაუგია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა-–------------–-ძემ განმარტა, რომ საკუთრებაში ჰყავდა „ო---–---------ს“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც მხედველობის პრობელმების გამო არ სარგებლობდა და იგი გაჩერებული იყო თბილისში, ვა–----–----–----------–----------–--------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, კორპუსიდან, დაახლოებით 50-60 მეტრში. 2017 წლის 12 მარტს, 10:00 საათიდან 12:00 საათის შუალედში ჩავიდა ეზოში და ნახა, რომ მის ავტომანქანას ჩამტვრეული ჰქონდა წინა მარცხენა მინა, მოპარული იყო ავტომანქანის მაგნიტოფონის ე.წ. „პანელი“, „ო---–---------ს“ წიგნაკი და ბარათი. მეზობლებისგან შეიტყო, რომ ვ-–----–----–----------–---------–ში ასევე გატეხილი იყო სხვა ავტომანქანაც. დაზარალებულს თავად არ ჰქონდა მობილური ტელეფონი და მეზობელს დაარეკინა პოლიციაში, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ დაახლოებით 15 წუთში. დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და აიღეს ანაბეჭდები. მას პოლიციის განყოფილებაში წარუდგინეს სხვადასხვა ნივთი, რომელთაგანაც ამოიცნო თავისი კუთვნილი მაგნიტოფონის ე.წ. „პანელი“, „ო---–---------ს“ მარკის ავტომანქანის წიგნაკი და ბარათი. აღნიშნულის შემდეგ შედგა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი. მოწმემ დამატებით მიუთითა, რომ ის და მისი მეზობელი ყოველდღიურად ასეირნებდნენ ძაღლებს ეზოში და ეს უკანასკნელი ყოველთვის ეუბნებოდა, რომ მშვიდობა იყო მანქანასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, დარწმუნებით შეუძლია თქვას - მანქანა 2017 წლის 12 მარტამდე რომ ყოფილიყო გატეხილი, აუცილებლად შეიტყობდა მეზობლისგან.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ ბ-----------------ის და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ბ------------–---–ის მიერ, 2017 წლის 12 მარტს, 01:00 საათზე, თბილისში, ვ-–----–----–----------–----------–--, მე-19 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკავებულ იქნა მ-------------–-–-ილი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა: მოყავისფრო ტყავის სამაჯურის მქონე მაჯის საათი; პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში მოთავსებული „ოპ--–-ს“ მარკის ავტომანქანის ორი ცალი პასპორტი; „უნიქარდის“ ბარათი; მოწითალო ფერის მუყაოს ბარათი; ავტომანქანის „სონის“ ფირმის მაგნიტოფონის ე.წ. „პანელი“; ლითონის ხელკეტისმაგვარი ნივთი, რეზინის ბურთულიანი თავით; მოთეთრო ერთი წყვილი რეზინის ხელთათმანი; „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმ-ბარათით და მ-------------–-–-ილის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს“ ჩასადებით. ამოღებული ნივთები დაილუქა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილების N2 ლუქით, შესრულდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ-----------------–ის და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე ვ-–--------------ის მიერ, 2017 წლის 12 მარტს, 01:00 საათზე, თბილისში, ვ-–----–----–----------–----------–--, მე-19 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკავებულ იქნა ბ--------------–-–--ლი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა: მოლურჯო-მოცისფრო, ოვალური ფორმის, ელვაშესაკრავიანი კოსმეტიკის ჩანთა, მასში მოთავსებული ფუნჯით, ე.წ. „ტუშით“, სილიკონის გამჭვირვალე მობილური ტელეფონის ჩასადებით, ერთი ცალი სანთებელით და შავი ფერის კოსმეტიკური საშუალებით; ერთი ცალი სუნამო; „LG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი; ბ--------------–-–--ლის პირადობის მოწმობა, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს“ ჩასადებით; მერიის ბარათი და მაგნიტი, ზედ არსებული ორი ცალი გასაღებით. ამოღებული ნივთები დაილუქა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილების N2 ლუქით, შესრულდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებელ კ------------–ის მიერ, დაზარალებულ ო-–-----–----–----ას და ექსპერტების მონაწილეობით, 2017 წლის 12 მარტს, თბილისში, ვ-–----–----–----------–----------–--, მე-19 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დათვალიერებულ იქნა ბორდიურზე გაჩერებული, ვერცხლისფერი „Nissan March”-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით G-------F. მანქანა იყო მარჯვენასაჭიანი, მარცხენა მხარეს ჩამტვრეული მინით. მძღოლის გვერდზე, მანქანის სალონში, ასევე მანქანის კარებთან, რომელ მხარესაც იყო ჩამტვრეული მინა, ეყარა მინის ნამსხვრევები. მანქანის შიგნით ე.წ „ბარდაჩოკი“ იყო გამოღებული და შიგნით იყო არეული მდგომარეობა. მანქანის წინა სალონში ეგდო შავი ფერის წიგნაკი და დისკების ჩასადები პლასტმასის მოწყობილობა. ვიზუალური დათვალიერების შედეგად, სხვა სახის დაზიანების კვალი მანქანაზე არ აღინიშნებოდა. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ ავტომანქანის მარცხენა სავარძლის ზედაპირიდან და ასევე, ავტომანქანის მარჯვენა კარების გვერდითა მიწის ზედაპირიდან აღებულ იქნა სუნის კვლის ნიმუშები, რომლებიც ცალ-ცალკე მოთავსდა 0,5 ლიტრი ტევადობის მინის გამჭვირვალე ქილებში, დაილუქა კინოლოგიის სამსახურის N4---- ლუქებით და შეიფუთა სპეციალურ პაკეტში, შტრიხკოდით F---------. ო-–-----–----–----ას მითითებით, ე.წ. „ბარდაჩოკში“ მოთავსებული ჰქონდა ნაჭრის პარფიუმერიის შესანახი ჩანთა, შიგნით არსებული პარფიუმერული ნაწარმით, რომელიც ადგილზე არ აღმოჩნდა დათვალიერების შედეგად. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ, ხოლო მანქანა დამუშავდა დაქტილოსკოპიური ფხვნილით და სითხით, თუმცა მასზე იდენტიფიკაციისთვის საჭირო ხელის კვლები არ აღმოჩნდა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებელ გ-----------–-–---–ის მიერ, დაზარალებულ ა-–------------–-ძის და ექსპერტების მონაწილეობით, 2017 წლის 12 მარტს, დათვალიერებულ იქნა თბილისში, ვ-–----–----–----------–----------–--, №2--ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერებული ლურჯი ფერის „O---------A’’-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - V------- რომელსაც ვიზუალური დათვალიერებით ეტყობოდა, რომ წინა, მარცხენა მხარეს, მძღოლის ადგილას, მინა ჰქონდა ჩამტვრეული და მინის ნამსხვრევები ეყარა მიწაზე, ასევე, ავტომანქანის სალონში. ავტომანქანის მაგნიტოფონი იყო თავის ადგილზე, მაგრამ მას მოხსნილი ჰქონდა ე.წ. ,,პანელი’’. მაგნიტოფონისგან ხელმარჯვნივ ე.წ. ,,ბარდაჩოკი’’ იყო გამოღებული. მძღოლის სავარძლის გვერდითა მხარეს არსებულ სავარძელზე ეყარა სხვადასხვა სახეობის ნივთი. ტექნიკური გაუმართაობის გამო, ავტომანქანის მარჯვენა წინა და უკანა კარები ვერ იქნა გაღებული. ავტომანქანის წინა სავარძლებიდან კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ აღებულ იქნა სუნის კვლის ნიმუშები. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, ასევე მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება. ავტომანქანის დამუშავების შედეგად, ხელის კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ კ------------–ის მიერ, 2017 წლის 13 მარტს, გაიხსნა დალუქული ნივთმტკიცების პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო: ნაჭრის, ოვალური ფორმის, მოლურჯო-მოცისფრო, ელვაშესაკრავიანი კოსმეტიკის ჩანთა, წარწერით „JUST BEEING ME WINNIE’’, ზედაპირზე გამოსახული ორი დათუნიით, მასში მოთავსებული შავტარიანი მოყვითალო ფუნჯით, წარწერით „ARTISTRY”; მოვერცხლისფრო, მომრგვალო ფორმის ე.წ. ,,ტუშით’’, წარწერით „CATALINA GEO’’; სილიკონის გამჭვირვალე მობილური ტელეფონის ჩასადებით; ერთი ცალი მოყავისფრო სანთებელით, მორიელის გამოსახულებით; შავი ფერის კოსმეტიკური საშუალებით, წარწერით „ALIX AVIEN’’ და „ჯეოსელის“ სიმ-ბარათის ჩასადები, პლასტიკური ბარათით, წარწერით 5------------ აღნიშნულ ნივთებზე ო-–-----–----–----ამ განმარტა, რომ ისინი ეკუთვნის მას. მითითებულ ნივთებს ინახავდა თბილისში, ვ-–----–----–---------რის, პირველი კვარტლის, №1-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ მის კუთვნილ ,,ნ------------’’ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით: G-------F, საიდანაც ისინი მოიპარეს 2017 წლის 12 მარტს, ღამის საათებში.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ კ------------–ის მიერ, 2017 წლის 13 მარტს, გაიხსნა დალუქული ნივთმტკიცების პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო: მოყავისფრო ტყავის სამაჯურიანი მაჯის საათი, ციფერბლატზე ლათინური წარწერით „daniel klein’’ და „TIME’’; ლითონის ხელკეტის მსგავსი ნივთი, ბოლოში დამაგრებული რეზინის ბურთულით; მოთეთრო ერთი წყვილი რეზინის ხელთათმანი; ,,ნოკიას’’ ფირმის მოვერცხლისფრო მობილური ტელეფონი, იმეი კოდით - 3--------------, მასში მოთავსებული სიმ-ბარათით; ,,ოპ--–-ს’’ მარკის ავტომანქანის ორი ცალი ინსტრუქცია - პასპორტი; ,,უნიქარდის’’ ბარათი, ნომრით - 1---------------; მოწითალო მუყაოს ბარათი, წარწერით „RADIO PASS’’ და ,,სონის’’ ფირმის მაგნიტოფონის ე.წ. ,,პანელი’’, შავი და მოვერცხლისფრო შეფერილობით. აღნიშნული ნივთებიდან ,,ოპ--–-ს’’ მარკის ავტომანქანის 2 ცალ ინსტრუქცია-პასპორტზე, ,,უნიქარდის’’ ბარათზე, ნომრით - 1---------------, მოწითალო მუყაოს ბარათზე წარწერით „RADIO PASS’’ და ,,სონის’’ ფირმის მაგნიტოფონის ე.წ. ,,პანელზე’’, ა-–------------–-ძემ განმარტა, რომ ისინი მას ეკუთვნის. აღნიშნულ ნივთებს ინახავდა თავის კუთვნილ ,,ოპელ ვექტრას’’ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით - V------- მითითებული ავტომანქანა გაჩერებული ჰყავდა თბილისში, ვ-–----–----–----------------------–----------–--------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ზემოაღნიშნული ნივთები მოიპარეს 2017 წლის 12 მარტს, ღამის საათებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით, მ-------------–-–-ილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით. მ-------------–-–-ილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2009 წლის 29 აპრილიდან და სასჯელის მოხდით, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 28 აპრილს.
ბ--------------–-–--ლმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 11 მარტს, დაახლოებით 19:40 საათზე, ძმასთან - მ-------------–-–-ილთან ერთად გამოვიდა სახლიდან. თვითონ ჩავიდა რუსთავში ბიძაშვილთან, სადაც გაჩერდა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, ხოლო მისი ძმა წავიდა თბილისში, კერძოდ, ვ-–----–----–-------------- მდებარე ავტოსადგომზე სამუშაოდ. დაახლოებით 22:00 საათისთვის იგი წამოვიდა რუსთავიდან სამარშრუტო ტაქსით და მივიდა ბიძასთან ორთაჭალაში, ნახევარი საათის შემდეგ კი დაურეკა ძმას, რომელმაც უთხრა, რომ მუშაობა არ იყო, გაევლო მისთვის და წასულიყვნენ სახლში. იგი (ბ--------------–-–--ლი) ვ-–----–----–-------------- მივიდა დაახლოებით 22:30 საათისთვის, რის შემდეგაც მ-----ს შესთავაზა, რომ ენახათ იქვე, ნ--–---------------- მცხოვრები ბაბუა და მერე წასულიყვნენ სახლში. ფეხით ავიდნენ ნ--–----------------, თუმცა ბაბუა სახლში არ დახვდათ და კვლავ ფეხით წამოვიდნენ ვ-–----–----–---------რის მიმართულებით. როდესაც იმყოფებოდნენ „----–----“ მეტროს ზემოთ, ეკლესიის უკანა მხარეს, ვ-–----–----–---------რიდან ნუ–------ს ქუჩის მიმართულებით, აუხვია ვერცხლისფერმა „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანამ, გაჩერდა მათთან, გადმოვიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, ორი პიროვნება, უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოსთხოვეს პირადობის მოწმობები. მან გადასცა პირადობის მოწმობა და სამსახურეობრივი მოწმობა, ხოლო ვინაიდან მ-----ს აქვს მეხსიერების პრობლემა, უთხრა, რომ არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, თუმცა განუმარტა თავის ვინაობა. მათ კითხვაზე, თუ რას აკეთებდნენ შუაღამისას ქუჩაში, განუმარტეს, რომ იყვნენ ბაბუასთან და აპირებდნენ სახლში წასვლას. პოლიციის თანამშრომლებმა გადაამოწმეს მათი მონაცემები ნასამართლობასთან დაკავშირებით და ვინაიდან ნახეს, რომ წარსულში იყვნენ ნასამართლევები, უთხრეს ჩამსხდარიყვნენ ავტომანქანაში და გაჰყოლოდნენ პოლიციის განყოფილებაში გადასამოწმებლად. დაახლოებით ღამის 12:00 საათზე მიიყვანეს ვა--------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, სადაც პოლიციის თანამშრომლები ექცეოდნენ აგრესიულად, აყენებდნენ შეურაცხყოფას, დაადეს ხელბორკილები. განყოფილებაში მან და მისმა ძმამ ნებაყოფლობით ამოიღეს პირადი ნივთები და გადასცეს პოლიციის თანამშრომლებს. ოთახის კარი იყო ღია და ესმოდათ, რომ ლუქავდნენ ლითონის ხელკეტს, რეზინის ხელთათმანებს და პარფიუმერიის ჩანთას. ითხოვეს დედასთან დარეკვა, რომლის ნომერიც ჰქონდა ტელეფონში ჩაწერილი, თუმცა უთხრეს, რომ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ გადამოწმების მიზნით და თუ გადაწყდებოდა მათი დაკავება, მაშინ დაარეკინებდნენ. ბაზაში გადამოწმების შემდეგ ნახეს, რომ ცხოვრობდა თბილისში, ბათუმის ქუჩაზე, რაზეც მან განუმარტა, რომ ადრე მართლაც ცხოვრობდა სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა აღნიშნულ ბინასთან მას არანაირი შეხება აღარ ჰქონდა. დილით მიუტანეს ჩხრეკის ოქმები, რომლებშიც მითითებული იყო ისეთი ნივთები, რაც მათ არ ჰქონიათ და ამის გამო უარი განუცხადეს ხელმოწერაზე. ბრალდებულმა დამატებით განმარტა, რომ ის ორი წლისა და ორი თვის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში, ჰქონდა ანაზღაურება და მანქანის ქურდობასთან შეხება არ ჰქონია. ასევე არ ჰქონიათ ხელკეტი და რეზინის ხელთათმანები, მაჯის საათიც უცნობია, თუ საიდან ჰქონდა პოლიციას. ამოღებული ნივთებიდან მას ეკუთვნოდა მხოლოდ სუნამო.
მ-------------–-–-ილმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 11 მარტს, დაახლოებით 20:00 საათისთვის, გამოვიდა სახლიდან ძმასთან - ბ--------------–-–--ლთან ერთად. ბ------ წავიდა რუსთავში ბიძაშვილთან, ხოლო თავად მივიდა თბილისში, ნ--–-----------------ნ მდებარე ავტოსადგომზე, სადაც ასრულებდა კერძო სამუშაოს. დაახლოებით 22:00 საათისთვის დაურეკა ბ------მ, რომელსაც უთხრა, რომ არ იყო მუშაობა და აპირებდა ბაბუასთან მისვლას. ბ------მ სთხოვა, დალოდებოდა და ერთად ასულიყვნენ. დაახლოებით 2-:00 საათისთვის მივიდა მისი ძმა. ფეხით ავიდნენ ნ--–----------------, მაგრამ ბაბუა არ დახვდათ სახლში და როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, გაჩერდა ვერცხლისფერი „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანა, გადმოვიდა ორი პიროვნება, უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოსთხოვეს საბუთები. ბ------მ გადასცა თავისი პირადობის მოწმობა, ხოლო თავად აქვს მეხსიერების პრობლემა, რის გამოც არ ახსოვდა თან თუ ჰქონდა პირადობის მოწმობა და პოლიციელებს უთხრა, რომ არ ჰქონდა, ამასთან ზეპირსიტყვიერად განუმარტა პოლიციის თანამშრომლებს ვინაობა, რის შემდეგაც გადაუგრიხეს ხელები, ჩასვეს ავტომანქანაში და ორივე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. შეიყვანეს ცალკე ოთახში, ამოალაგებინეს პირადი ნივთები და როდესაც ნახეს მისი პირადობის მოწმობა, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც დაეწყო კანკალი და გახდა ცუდად. ოთახის კარი იყო ღია და ესმოდათ როგორ ლუქავდნენ რაღაც ნივთებს. მე----ე დილას მიუტანეს ოქმები და უთხრეს მოეწერათ ხელი, რაზეც უარი განუცხადეს, რადგან მასში მითითებული ნივთები მათ არ ეკუთვნოდათ.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულთა აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხონ თავიანთ ქმედებებში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მათი განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ მსჯავრდებულთა მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს მსჯავრდებულების სააპელაციო საჩივრებში მითითებულ იმ არგუმენტებზე და აქცენტებზე, რომელთა მიხედვითაც ისინი ცდილობენ ბრალდების მხარის მტკიცებულებების არადამაჯერებლად წარმოჩენას და მათი ბრალეულობის გამორიცხვას იმ ქმედების ჩადენაში, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულად იქნენ ცნობილი.
სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეფუძნება მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებულ მოწმეთა (პოლიციელთა) იდენტურ და არადამაჯერებელ ჩვენებებს, აშკარად უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. მსჯავრდებულთა დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; სამართალდამცავების მიერ დეტალურად იქნა აღწერილი შემთხვევის ადგილას განვითარებული მოვლენები, კერძოდ: დაკავებაში მონაწილე ოთხივე პოლიციის თანამშრომელი განმარტავს, რომ თბილისში, ვ-–----–----–----------–----------–--, მე-19 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას მსხვრევის ხმის გაგების შემდეგ რეაგირების მიზნით გაემართნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დაინახეს ავტომანქანა და ორი პიროვნება. ავტომანქანას წინა მარცხენა მინა ჰქონდა ჩამსხვრეული და ორივე პირი ნახევრად იყო შესული. ისინი არ დაემორჩილნენ სამართალდამცავების მოწოდებას და სცადეს გაქცევა, თუმცა მალევე მოხდა მათი დაკავება. პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, აღნიშნული ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ ისინი არის მნიშვნელოვნად იდენტური. პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები დამაჯერებელი და სარწმუნოა სწორედ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულმა პირებმა წინააღმდეგობების გარეშე, ურთიერთთანხვედრილად და თანმიმდევრულად მოახსენეს სასამართლოს მათთვის ცნობილი ფაქტების და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე. ამასთან, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11.). გასნახილველ შემთხვევაში კი არ არსებობს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერებას და სანდოობას, ხოლო სასამართლოს სხვაგვარი შეფასების შესაძლებლობას მისცემდა.
პალატა, ასევე აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ დასდებია მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, მათი შეფასება მოხდა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და სათანადო დასაბუთების საფუძველზე იქნა გამოტანილი შესაბამისი დასკვნები. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია საქმეზე წარმოდგენილ ნივთიერ და წერილობით მტკიცებულებებთან, მათ შორის ბრალდებულთა პირადი ჩხრეკის, შემთხვევის ადგილის დათავლიერების და ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებთან. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ, ხოლო ხელმოწერის არარსებობის შემთხვევაში გაკეთებულია შესაბამისი შენიშვნები; ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია ასევე მასში მონაწილე პირთა ხელმოწერებით.
ამ მხრივ პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია მსჯავრდებულთა განმარტებები, რომ ვიანიდან მათ არ ეკუთვნოთათ ჩხრეკის ოქმში მითითებული საგნები, უარი განახცადეს ხელმოწერაზე. სასამართლო განმარტავს, რომ თუ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი არ ეთანხმება შესაბამისი ოქმის სისწორეს, შეუძლია შეიტანოს მასში შენიშვნა, რა გარემოებებს არ ეთანხმება და რა საფუძვლით აცხადებს მის ხელმოწერაზე უარს. იმ პირობებში, როდესაც მ----- და ბ--------------–-–--ლებს პირადი ჩხრეკის ოქმში არ გაუკეთებიათ მსგავსი სახის განმარტება, პალატას არ გააჩნია საფუძველი, რომ არ გაიზიაროს სამართალდამცავების მხრიდან გაკეთებული შენიშვნა, რომლის მიხედვითაც მათ გაურკევევლი მიზეზით განაცხადეს უარი პირადი ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე. ასევე, არცერთი მსჯავრდებულის მიერ არ მომხდარა პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმებზე იმის დაფიქსირება, რომ აღნიშნული დოკუმენტები შედგენილია არა შემთხვევის ადგილზე (როგორც ამას ადასტურებენ ბრალდების მხარის მოწმეები), არამედ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.
სამართალდამცავი ორგანოს თანამშორმლების ჩვენებები და მათ მიერ შედგენილი საგამოძიებო მოქმედებების ოქმები ასევე სრულ თანხვედრაშია დაზარალებულების ო-–-----–----–----ას და ა-–------------–-ძის ჩვენებებთან. თითოეულმა მათგანმა თანმიმდევრულად და დეტალურად მოახსენა სასამართლოს საკუთარი ავტომობილიდან სხავადასხვა ნივთების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებული მოვლენები, აღწერეს დაკარგული ნივთების ჩამონათვალი და მიუთითეს თუ რა მდგომარეობაში დახვდათ ავტომანქანები შემთხვევის ადგილზე მისვლისას. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმების თანახმად, ო-–-----–----–----ამ განმარტა, რომ დალუქულ პაკეტში მოთავსებული კოსმეტიკის ჩანთა, ზედაპირზე გამოსახული ორი დათუნიით, მასში მოთავსებული შავტარიანი მოყვითალო ფუნჯით, მოვერცხლისფრო, მომრგვალო ფორმის ე.წ. ,,ტუშით“, სილიკონის გამჭვირვალე მობილური ტელეფონის ჩასადებით, სანთებელით, შავი ფერის კოსმეტიკური საშუალებით და „ჯეოსელის“ სიმ-ბარათის ჩასადებით ეკუთვნის მას, რომლებსაც ინახავდა თბილისში, ვ-–----–----–---------რის, პირველი კვარტლის, №1-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ მის კუთვნილ ,,ნ------------’’ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით: G-------F. ხოლო დაზარალებულმა ა-–------------–-ძემ დალუქული ნივთმტკიცების პაკეტში მოთავსებული ნივთებიდან ამოიცნო ,,ოპ--–-ს’’ მარკის ავტომანქანის 2 ცალ ინსტრუქცია-პასპორტი, ,,უნიქარდის’’ ბარათი, მოწითალო მუყაოს ბარათი წარწერით „RADIO PASS’’ და ,,სონის’’ ფირმის მაგნიტოფონის ე.წ. ,,პანელი’’, რომლებიც ეკუთვნის მას და ინახავდა თავის კუთვნილ ,,ოპელ ვექტრას’’ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით - V-------
რაც შეეხება მ-------------–-–-ილის და ბ--------------–-–--ლის განმარტებებს, რომ პოლიციის თამაშრომლების მხრიდან მათზე განხორციელდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე არ აძლევდენენ ოჯახთან და ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას, პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულებს მათი უფლებების დარღვევის თაობაზე არ მიუმართავთ შესაბამისი ორაგნოებისათვის და აღნიშნული განმარტება გააკეთეს მხოლოდ სასამართლო სხდომაზე. ამასთან, გაჟღერებული პოზიციის გასამყარებლად, მათ მიერ არ მომხდარა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც სასამართლოს მათი ჩვენების სისწორესა და ობიექტურობაში დაარწმუნებდა.
დაცვის მხარე ასევე საეჭვოდ მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ სამართალდამცავების მიერ გამოძიება არ იქნა ჩატარებული სრულყოფილად, არ მომხდარა სუნის ნიმუშის, გენეტიკური პროფილის და ხელის კვლების ამოღება, რაც უტყუარად დაადასტურებდა მათ უდანაშაულობას. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულებები, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ მომხდარა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილებზე იდენტიფიკაციისთვის საჭირო ხელის კვლები არ აღმოჩნდა. რაც შეეხება სხვა სახის მტკიცებულებებს, თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და მათ შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა აღნიშნული მოქმედებების ჩაუტარებლობა ეჭვის ქვეშ არ აყენებს საქმეზე წარმოდგენილ იმ მტკიცებულებების სანდოობას და რელევანტურობას, რომელთა ერთობლიობაც უტყუარად ადასტურებს ბ--------------–-–--ლის და მ-------------–-–-ილის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.
ასევე, ვერ იქნება გაზიარებული მსჯავრდებულების განმარტება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაირღვა მათი უფლებები, სასამართლო იყო მიკერძებული და არ მიეცათ საშუალება, სრულყოფილად, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოეკვლიათ წარმოდეგნილი მტკიცებულებები. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა თამნასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას, სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე----ე ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
რაც შეეხება მ----- მ-------–-–---–-ს მიერ ქმედების ჩადენას არაერთგზის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით დგინდება, რომ სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მ----- მეგრელიშივილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 29 აპრილიდან; ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 28 აპრილს. ამდენად, დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მ-------------–-–-ილს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და სახეზეა ქურდობა ჩადენილი არაერთგზის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ: ბ------ მ-------–-–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; ხოლო, მ-------------–-–-ილმა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის და ასევე, ქურდობა, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ჩადენილი არაერთგზის - დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით;
რაც შეეხება მსჯავრდებულების მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და მსჯავრდებულების მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (მძიმე ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობა) და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნიათ), დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეის პიროვნების, და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში მათი მონაწილეობის ხარისხისა და როლის მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დანიშნა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავეთა რესოციალიზაცია.
შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 დეკემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების ბ--------------–-–--ლის და მ-------------–-–-ილის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 09 დეკემბრის განაჩენი;
მ-------------–-–-ილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
მ-------------–-–-ილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-------------–-–-ილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ-------------–-–-ილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 12 მარტიდან.
ბ--------------–-–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
მსჯავრდებულ ბ--------------–-–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 12 მარტიდან.
მსჯავრდებულების ბ--------------–-–--ლის და მ-------------–-–-ილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ბ--------------–-–--ლის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: კოსმეტიკის ჩანთა, წარწერით „JUST BEEING ME WINNIE”, მასში მოთავსებული შავტარიანი მოყვითალო ფერის ფუნჯით, წარწერით „ARTISTRY”; მოვერცხლისფრო, მომრგვალო ფორმის, ე.წ. ,,ტუშით’’, წარწერით „CATALINA GEO“; სილიკონის გამჭვირვალე, მობილური ტელეფონის ჩასადებით; ერთი ცალი მოყავისფრო სანთებელით; შავი ფერის კოსმეტიკური საშუალებით, წარწერით „ALIX AVIEN”; „ჯეოსელის“ სიმ-ბარათის ჩასადები, პლასტიკური ბარათით, წარწერით 5-----------; სუნამო წარწერით, „BLEU DE CHANEL”, ასევე, მ-------------–-–-ილის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: მოყავისფრო ტყავის სამაჯურიანი მაჯის საათი, წარწერით: „Daniel klein” და „TIME”; პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში მოთავსებული ,,ოპ--–-ს’’ მარკის ავტომანქანის ორი ცალი ინსტრუქცია-პასპორტი; ,,უნიქარდის“ ბარათი, ნომრით: 1---------------; მოწითალო ფერის მუყაოს ბარათი, წარწერით „RADIO PASS” და ,,სონის” ფირმის მაგნიტოფონის ე.წ. ,,პანელი’’, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს.
მ-------------–-–-ილის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ლითონის ხელკეტის მსგავსი ნივთი, რეზინის ბურთულიანი თავით და ერთი წყვილი რეზინის ხელთათმანი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე