განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018002381079
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ- 807-18 12 სექტემბერი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქ--------- სააპელაციო სასამართლო
სამოქ--–--ო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი(მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ა(ა)იპ ქ--–-- ქ--------- ს----------– დ-–-------–------ გ------------ ნ---- გ------–--ე ი-----–- კ-----ე ნ----- გ-----–---–ი
დავის საგანი - სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქ--------- საქ--–--ო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, ი-----–- კ-----ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის 04 იანვარს, ი-----–- კ-----ესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელე დასაქმდა ააიპ ს----------– დ-–-------–------ გ------------- საქ--–--ო ღონისძიების მართვის განყოფილების შტატგარეშე სპეციალისტის თანამდებობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით გამოსაცდელ ვადაზე შეთანხმება არ მომხდარა, 2018 წლის 02 მარტს, დამსაქმებელმა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, რითაც დაარღვია შრომის კოდექსის მოთხოვნები. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მისი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება, მოსარჩელე აღდგენილი უნდა იქნეს სამუშაოზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 04 იანვრის განცხადების საფუძველზე, ი-----–- კ-----ე დაინიშნა გ------------- საქ--–--ო ღონისძიების მართვის განყოფილების სპეციალისტის შტატგარეშე თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით. მისი დანიშვნის ბრძანების დასაბუთების ნაწილში მითითებული იქნა შრომის კოდექსის მე-9 მუხლი. შესაბამისად, ხელშეკრულების 2.1. პუნქტით განსაზღვრული 6 თვიანი ვადა, სწორედ, დასაქმებულის გამოსაცდელ ვადას წარმოადგენდა. ი-----–- კ-----ისათვის თავიდანვე ცნობილი იყო გამოსაცდელი ვადით დასაქმების შესახებ, რასაც ადასტურებს მისი პირადი განცხადება და ბრძანება, რომელიც წინ უსწრებდა შრომით ხელშეკრულებას. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული გამოსაცდელი ვადის შესახებ, აღნიშნული გამოწვეული იყო გ------------- კადრების სპეციალისტის, ი-----–- კ-----ის დის-ნ----- კ-----ის და იურისტის-ვ---- ბო------ას მიერ, დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების გამო. 2018 წლის 02 მარტს, გ------------ში დასრულდა რეორგანიზაციის პროცესი და დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი. გ------------- მმართველმა აღარ მიიჩნია საჭიროდ ი-----–- კ-----ის შტატგარეშედ, გამოსაცდელი ვადით შრომის ხელშეკრულების გაგრძელება და მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე, ი-----–- კ-----ისათვის შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება. გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე, არ ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისად, დამსაქმებლის ვალდებულებას არ წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის დასაბუთება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ი-----–- კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: 2. ბათილად იქნეს ცნობილი, ა(აი)პ ქ--–-- ქ--------- ს----------– დ-–-------–------ გ------------- საქ--–--ო ღონისძიებების მართვის განყოფილების შტატგარეშე სპეციალისტის, ი-----–- კ-----ისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, 2018 წლის 02 მარტის №165 ბრძანება; 3. ა(აი)პ ქ--–-- ქ--------- ს----------– დ-–-------–------ გ------------ს, ი-----–- კ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს, კომპენსაციის ანაზღაურება, 2018 წლის 02 მარტიდან (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან), შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე - 2018 წლის 01 ივლისამდე დროის მონაკვეთში, ყოველთვიური ხელფასის, 500 ლარის გათვალისწინებით; 4. ი-----–- კ-----ის სარჩელი, სამუშაოზე აღდგენის და იძულებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს; 5. ა(აი)პ ქ--–-- ქ--------- ს----------– დ-–-------–------ გ------------ს, ი-----–- კ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება; 6. ა(აი)პ ქ--–-- ქ--------- ს----------– დ-–-------–------ გ------------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის გადახდა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2018 წლის 04 იანვარს, ააიპ ს----------– დ-–-------–------ გ------------- მმართველის N08 ბრძანების საფუძველზე, ი-----–- კ-----ესთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით, 2018 წლის 04 იანვრიდან - 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით, რომლის მიხედვითაც, ი-----–- კ-----ე დასაქმდა ა(ა)იპ ს----------– დ-–-------–------ გ------------- საქ--–--ო ღონისძიებების მართვის განყოფილების შტატგარეშე სპეციალისტის თანამდებობაზე. შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრა 500 ლარით. 2.2. 2018 წლის 04 იანვარს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა შრომითი ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველები, კერძოდ: ა) დასაქმებულის ხანგრძლივი შრომისუუნარობა; ბ) დასაქმებულის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებისა და შრომის კოდექსის ან შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა; გ) თუ გამოვლინდა, რომ დასაქმებული არ შეესაბამება შესასრულებელ სამუშაოს არასაკმარისი კვალიფიკაციის ან ჯანმრთელობის მდგომაროების გამო; დ) ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების გამო, რაც განაპირობებს სამსახურისათვის აუცილებელ სამუშაო ძალის შემცირებას; ე) დასაქმებულის მიერ, თანამდებობის საკუთარი ინიციატივით დატოვების შემთხვევა; ვ) მხარეთა შეთანხმება; ზ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა. 2.3. ააიპ ქ--–-- ქ--------- ს----------– დ-–-------–------ გ------------- მმართველის, 2018 წლის 02 მარტის #165 ბრძანების საფუძველზე, ი-----–- კ-----ეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 02 მარტიდან, დამსაქმებლის ინიციატივით, საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით. 2.4. საქმეში წარმოდგენილი განცხადებების თანახმად, მოსარჩელე ი-----–- კ-----ის მიერ, ერთსა და იმავე დროს, 2018 წლის 04 იანვარს შესრულებული და ხელმოწერილი იქნა ორი განცხადება, სადაც ერთ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამსახურში ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნას, ხოლო მეორე შემთხვევაში ითხოვს, საქ--–--ო ღონისძიებების მართვის განყოფილების სპეციალისტის შტატგარეშე თანამდებობაზე დანიშვნას. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის მე-9, 32.1-ე, 38.8-ე, 44-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 408.1-ე და 411-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა შრომითი ხელშეკრულებიდან. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელე ი-----–- კ-----ესთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული იყო გამოსაცდელი ვადით. ამის დასტურად მოპასუხემ მიუთითა ი-----–- კ-----ის დანიშვნის შესახებ ბრძანების დასაბუთებით ნაწილში მითითებულ ჩანაწერზე, კერძოდ საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლზე, რაც სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან, წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ დამსაქმებელმა, ი-----–- კ-----ეს გააცნო და ჩააბარა 04.01.2018 წლის N08 ბრძანება და დასაქმებული ინფორმირებული იყო ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ჩანაწერის შესახებ. აღნიშნული გარემოების დადასტურება მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო. 2.6. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–- კ-----ე ა(აი)პ ქ--–-- ქ--------- ს----------– დ-–-------–------ გ------------ში მუშაობდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა 2018 წლის 04 იანვარს და ძალაში იყო 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით. ვინაიდან, არ დადასტურდა გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების არსებობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გამოცემული #165 ბრძანება, რომლითაც არარსებული საფუძვლის გამო, ვადაზე ადრე, 2018 წლის 02 მარტს შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, სამოქ--–--ო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად ბათილია, რაც ამ მოთხოვვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
2.7. სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან ხელშეკრულება წარმოადგენდა ვადიანს, მისი ვადის ამოწურვამდე (2018 წლის 30 ივნისი) სამსახურიდან გათავისუფლების მიუხედავად, არ არსებობდა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის საფუძველი.
სადაო ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად, საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 44-ე მუხლის, საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის და 411-ე მუხლის შესაბამისად, სამართლიანად ჩაითვალა, გათავისუფლებამდე, ი-----–- კ-----ის ყოველთვიური ხელფასის გათვალისწინებით (თვეში 500 ლარი) მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის ოთხი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის დაკისრება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ ი-----–- კ-----ისათვის თავიდანვე ცნობილი იყო გამოსაცდელი ვადით მისი დასაქმების შესახებ. ის, რომ მხარეებს შორის მიღწეული იყო შეთანხმება სწორედ ამ პირობაზე, ადასტურებს თავად დასაქმებულის პირადი განცხადება და გ------------- მმართველის ბრძანება №8 04.02.2018წ., რომელიც წინ უსწრებდა შრომით ხელშეკრულებას და დასაქმებულს გაეცნო ხელშეკრულების გაფორმებამდე. 3.2. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ გ------------- კადრების სპეციალისტის, ი-----–- კ-----ის დის-ნ----- კ-----ის მიერ მომზადებულ ხელშეკრულებაში არ იქნა მითითებული ხელშკრულების პროექტით გათვალისწინებული 6 თვიანი გამოსაცდელ ვადა, რაც გამიზნულად განხორციელდა ი-----–- კ-----ის ინტერესების დაცვის მიზნით. 3.3. შრომითი ხელშეკრულება შეწყდა გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე, რომლის უფლებაც (ნებისმიერ დროს შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება) დამსაქმებელს ჰქონდა შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მე-3, მე-4 პუნქტების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაზე კი, ამავე კოდექსის მე-9.4 მუხლის თანახმად, საერთოდ არ ვრცელდება კომპენსაციის დაკისრების თაობაზე 38-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. 3.4. ვინაიდან, ი-----–- კ-----ესთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა კანონშესაბამისია, არ არსებობს 2018 წლის 2 მარტის N 165 ბრძანების ბათილად ცნობისა და დასაქმებულისათვის იძულებითი მოცდენის ანაზღაურების საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ი-----–- კ-----ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ქ--------- საქ--–--ო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.4 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.5-2.7 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: საქართველოს შრომის კოდექსის მე-9, 32.1-ე, 38.8-ე 44-ე მუხლები, საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 408.1-ე, 411-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, 2018 წლის 04 იანვარს, ააიპ ს----------– დ-–-------–------ გ------------- მმართველსა და ი-----–- კ-----ეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება კონკრეტულად განსაზღვრული-6 თვის ვადით იყო დადებული, თუ 6 თვის გამოსაცდელი ვადით. 4.4. პალატა განმარტავს, რომ სამოქ--–--ო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს. გარდა ამისა, სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. სადავო საკითხების დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით, ასევე მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. საპროცესო კანონმდებლობა (სსკ-ის მე-4, 102-ე მუხლი) ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ 2018 წლის 04 იანვრის შრომით ხელშეკრულებაში, გამოსაცდელ ვადაზე ჩანაწერის არარსებობის მიუხედავად, ი-----–- კ-----ესთან დადებული ხელშეკრულება, რომ გამოსაცდელი ვადით დადებულს წარმოადგენდა -ეკისრება მოპასუხე მხარეს, ვინაიდან, დამსაქმებელს გააჩნია უპირატესობა სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რაც მისი მუშაკის შრომით მოვალეობებს ეხება. 4.5. სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, მართლმსაჯულება ხორციელდება ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 4.6. პალატა განმარტავს, რომ სამოქ--–--ო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, 2018 წლის 04 იანვრის შრომით ხელშეკრულებაში, ნათლად არის მითითებული, რომ ხელშეკრულება გაფორმებული იქნა კონკრეტულად განსაზღვრული ვადით-6 თვით, 2018 წლის 30 ივნისამდე. გარდა ამისა, საქმეზე წარმოდგენილია ი-----–- კ-----ის განცხადება ვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, ხოლო ის ფაქტი, რომ საქმეში ასევე არსებობს ი-----–- კ-----ის განცხადების ასლი გამოსაცდელი ვადით დასაქმების თაობაზე, არ წარმოადგენს საკმარისს იმის მტკიცებისათვის, რომ სწორედ ამ პირობაზე შეთანხმდნენ მხარეები. ვინაიდან, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გამოსაცდელი ვადით დასაქმებაზე მხარეთა შეთანხმების არსებობას, პალატას მიაჩია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ასეთ საფუძველზე მითითებით, ვადაზე ადრე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა კანონსაწინააღმდეგოა. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარჩენილი პერიოდისათვის კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა საფუძვლიანი. 4.7. სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, ი-----–- კ-----ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილულ ნაწილში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ა(ა)იპ ქ--–-- ქ--------- ს----------– დ-–-------–------ გ------------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქ--------- საქ--–--ო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის ა(ა)იპ ქ--–-- ქ--------- ს----------– დ-–-------–------ გ------------- მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-240 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქ--–--ო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა(ა)იპ ქ--–-- ქ--------- ს----------– დ-–-------–------ გ------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ქ--------- საქ--–--ო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქ--------- სააპელაციო სასამართლოს სამოქ--–--ო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქ--------- სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე