განაჩენი

სისხლის სამართლის 05.10.2018
საქმის ნომერი
330100118002388990
ინსტანცია
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002388990

საქმე № 1ბ/1072-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული – გ------------–---ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ს----------------------------------–-----------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ----------------ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად მკაცრი და არ შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებულმა სადაო არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო მართლმსაჯულების სწრაფ და ეფექტურ განხორციელებას. აპელანტი მიუთითებს, რომ გ------------–---ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მას მართალია წარსულში ჩადენილი ჰქონდა დანაშაული, მაგრამ იგი სასჯელის მოხდის შემდეგ დაუბრუნდა სამოქალაქო საზოგადოებას. აღნიშნული სასამართლომ რატომღაც მიიჩნია დამამძიმებელ გარემოებად და არ გაითვალისწინა საქმის არსი და შინაარსი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა მსჯავრდებულ გ------------–---ის მიმართ კანონის სრული შეღავათით ალტერნატიული სასჯელის დანიშვნა.

 

ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

გ------------–---მა ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 22 იანვარს, თბილისში, საღამოს საათებში გ------------–---ი, ა–-------–--------ი და მათი თანმხლები ოთხი დაუდგენელი პირი შევიდნენ თბილისში, ა---------------------------------ში განთავსებულ რესტორან ,,ჩ--------––ი“, სადაც წინასწარი შეთანხმებისამებრ, ჯგუფურად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, კერძოდ შესვლისთანავე დაიწყეს ხმამაღალი საუბარი და უმისამართო სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულზე შეწუხდნენ რესტორანში მყოფი სხვა სტუმრები და მათმა ნაწილმა დატოვა რესტორნის ტერიტორია, ხოლო რესტორნის პერსინალმა შეწყვიტა მუშაობა. გარდა აღნიშნულისა, ასევე შეწუხდნენ რესტორნის მეორე სართულზე განთავსებულ სასტუმროში მყოფი სტუმრები და რესტორნის მფლობელები, რის გამოც სიტუაციის განმუხტვის მიზნით, რესტორნის პერსონალმა და მფლობელებმა მ----------–---–მა, გ--------------–---–მა და ზ------------–---–მა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. მიუხედავად ამისა გ------------–---მა, ა–-------–--------მა და ამ ეტაპზე დაუდგენელმა მათმა თანხმლებმა ოთხმა პირმა, განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და იმავდროულად, მ----------–---–ს, გ--------------–---–ს და ზ------------–---–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის განაჩენით გ------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ------------–---ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ------------–---ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: დ-------–---–---–ის, ი-------------ის, ნ-----------–--–--ის, ლ----------------–---–ის, მ----------–---–ის, გ--------------–---–ის, ზ------------–---–ის, გ------------–---ის, მ-------–------–---–ის, გ-----------–---–ის, გ----------------–---–ის, ა–-------–--------ის და ი-–----–---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მ----------–---–ის, გ--------------–---–ის და ზ------------–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ამოცნობის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ------------–---ის მიერ საქართველოს სსკ–ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------------–---მა ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ------------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გ------------–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი არის ნასამართლევი.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ გ------------–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი და კანონის შესაბამისად შესაძლებელი იყო მისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი გ------------–---ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ასევე დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით გ------------–---ს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი. პალატა თვლის, რომ გ------------–---ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი ალტერნატიული სასჯელით შეცვლა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების რელევანტური, თანაზომიერი და პროპორციული. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და მართლსაწინააღმდეგო შედეგი არ იძლევა როგორც სასჯელის შემცირების, ასევე სხვა შეღავათების გამოყენების საფუძველს. გ------------–---ისთვის 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს არასამართლიან და მკაცრ სასჯელს.

 

პალატას მიაჩნია, რომ გ------------–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: 02 (ორი) ცალი ლაზერული დისკი- შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. მინის ნამსხვრევები - განადგურდეს. გ------------–---ის კუთვნილი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი გ------------–---ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ------------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის განაჩენი გ------------–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

გ------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

გ------------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 25 ივლისიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 26 თებერვლიდან 2018 წლის 01 მარტის ჩათვლით.

 

გ------------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

02 (ორი) ცალი ლაზერული დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

მინის ნამსხვრევები - განადგურდეს.

 

გ------------–---ის კუთვნილი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე