განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2018
საქმის ნომერი
060210018002391112
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 060210018002391112

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-837-2017 16 ოქტომბერი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - სსიპ შ--------–---------------ი

წარმომადგენელი - მ----------–---

მოწინააღმდეგე მხარე - თ----------------ე

მოპასუხე - ი-------------–---–ი

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. თ----------------ე ცნობილ იქნა მოძრავი ქონების, ავტოსატრანსპორტო საშუალება მერსედეს ბენცი E230, სახელმწიფო ნომერი I------, გამოშვების წელი 1995წ, W---------- A-------, ფერი რუხი, ½ ნაწილის მესაკუთრედ. ყადაღისაგან გათავისუფლდა სსიპ შ--------–---------------ის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 18 მაისის N0------ ბრძანებით დაყადაღებული მოძრავი ქონების ავტოსატრანსპორტო საშუალება მერსედეს ბენცი E230, სახელმწიფო ნომერი I------, გამოშვების წელი 1995წ, W---------- A-------, ფერი რუხი, ½ ნაწილი. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მოსარჩელე თ----------------ე 1979 წლის 25 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი-------------–---–თან. 2.2. ქორწინების პერიოდში შეძენილი იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება მერსედეს ბენცი E230, სახელმწიფო ნომერი I------, გამოშვების წელი 1995წ, W---------- A-------, ფერი რუხი, რომელიც 2009 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით რეგისტრირებულია ი-------------–---–ის სახელზე. 2.3. მოძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალება მერსედეს ბენცი E230, სახელმწიფო ნომერი I------, გამოშვების წელი 1995წ, W---------- A-------, ფერი რუხი, წარმოადგენს თ----------------ის და ი-------------–---–ის თანასაკუთრებას. 2.4. ი-------------–---–ი არის ინდივიდუალური მეწარმე, იგი რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს ს/ნ 1---------4. 2.5. ი/მ ი-------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხება აღიარებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება 97 371.89 ლარი. 2.6. საბიუჯეტო დავალიანების გადაუხდელობის გამო, დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ შ--------–---------------მა 2017 წლის 18 მაისს გამოსცა №0------ ბრძანება მოვალის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; 2.7. სსიპ შ--------–---------------ის 2017 წლის 18 მაისის ბრძანების საფუძველზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო ოფიცრის მიერ 2017 წლის 19 ივნისს განხორციელებული იქნა ი-------------–---–ის ქონებაზე ყადაღის დადება, მათ შორის დაყადაღებულ იქნა მოვალის სახელზე აღრიცხული სადავო მოძრავი ქონება, 2.8. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის ბრძანებით დაკმაყოფილდა სსიპ შ--------–---------------ის შუამდგომლობა, დადგინდა დაყადაღებული ქონების რეალიზაცია აუქციონის გზით რეალიზაციის დროისათვის არსებული დავალიანების ფარგლებში. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგან ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა ქონებრივ უფლებებს. 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. 2.11 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით, შეიძლება გაიყოს, როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. 2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვინაიდან ქორწინების განმავლობაში შეძენილ მოძრავ ქონებაში მეუღლეთა წილ ი თანაბარია და არ არსებობს შეთანხმება მეუღლეთა ქონებრივი უფლებების შესახებ თითოეული მათგანის წილი მოძრავი ქონებიდან უნდა განისაზღვროს 1/2 ნაწილით. 2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის დანაწესი ქმნის ნორმატიულ საფუძველს იმისათვის, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ სათანადო წესით დაირეგისტრიროს თანასაკუთრების უფლება. ამასთან, ვინაიდან საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონისმიერი ვალდებულება ან რაიმე კონკრეტული ვადა საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი არ არის, პირი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოახდინოს თავისი უფლების რეალიზაცია, საკუთრების უფლების რეგისტრაციის გზით, მხოლოდ, რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ, საკუთრების ობიექტის განკარგვამდე. ი-------------–---–ს მოძრავი ნივთი არ გაუსხვისებია და ამ მხრივ რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება (კეთილსინდისიერი შემძენის სახით), რაც გამორიცხავს უძრავი ნივთის მიმართ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებას, არ არსებობს. 2.14. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 2.15. საგადასახადო ორგანოების და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილი პირების მიერ კონტროლის განხორციელების, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების და სამართალდარღვევების საქმის წარმოების პროცედურები, განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №994 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინებისუზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესით“. ამავე წესის 41-ე მუხლით დადგენილია პირის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, რომლის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/ მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რომლის გამოცემა და გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენა ხორციელდება ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად. ამავე წესის 42ე მუხლით კი, დადგენილია ქონებაზე ყადაღის დადების პროცედ ურა, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ან/და მისი წარმომადგენელი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარების შემდეგ ვალდებულია სრულად წარმოადგინოს მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხა (ქონების დასახელებისა და ადგილმდებარეობის ზუსტი მისამართის ჩვენებით), რომელშიც უნდა მიუთითოს ის ქონებაც, რომელიც მას სხვებისაგან ეკუთვნის (42-ე მუხლის პირველი პუნქტი). საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოებიდან გადასახადის გადამხდელის ქონების შესახებ ინფორმაციის მიღებას (42-ე მუხლის მეორე პუნქტი), საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული და საგადასახადო ორგანოში არსებული მონაცემების შესწავლის საფუძველზე ახორციელებს ქონებაზე ყადაღის დადებას (42-ე მუხლის მესამე პუნქტი). მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ ყადაღის დადება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დასაშვებია მხოლოდ გადასახადის გადამხდელის (მოვალის) კუთვნილ ნივთებზე. დადგენილია, რომ სადავო მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა გადასახადის გადამხდელის - ინდ. მეწარმის ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გამო, რაც გამორიცხავს, მისი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, იმ პირის კუთვნილი ქონების აღწერა-დაყადაღებასა და რეალიზაციას, რომელიც გადასახადის გადამხდელს(მოვალეს) არ წარმოადგენს და საგადასახადო დავალიანებაც არ ერიცხება. მოსარჩელე არ არის გადასახადის გადამხდელი, ანუ პირი, ვინც შეიძლება პასუხი აგოს კრედიტორის (სახელმწიფო ბიუჯეტის) წინაშე. შესაბამისად,მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთის დაყადაღები თამოპასუხე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუშვებელია. მოსარჩელე სადავოდ ხდის მეუღლის - ინდ.მეწარმის, საგადასახადო ვალდებულებათა აღსრულების მიზნით, მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გამოყენებულ ყადაღას. მოსარჩელე უთითებს, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთი მისი საკუთრებაც იყო. აღსანიშნავია, რომ მესამე პირთა უფლებების დაცვის მექანიზმი, ყადაღის აქტიდან ამ პირთა კუთვნილი ქონების ამორიცხვის გზით, დადგენილია,ასევე,საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანო ან საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაერთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები,ამორიცხოს მესამე პირის ქონება ქონებაზე ყადაღის დადების აქტიდან. მითითებული ნორმები ქმნიან ნორმატიულ საფუძვლებს საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაცვის თვალსაზრისით. ამავე ნორმებით დაცულია სამართლის ზოგადი -კანონიერების პრინციპი, რაც გამორიცხავს კონკრეტული პირის ვალდებულების გამო, არავალდებული პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, მანვე დაამტკიცა აღსრულების საგნის - დაყადაღებული ნივთის ნაწილზე მისი საკუთრების უფლების არსებობა, რის გამოც ეს ნივთი უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან. 2.16. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. (იხ. სუსგ-ებები: №ას-1777-1755-2011,4ივნისი, 2012 წელი; №ას-1101-1050-2014, 6 თებერვალი, 2015 წელი). 2.17. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად საკუთრება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ შ--------–---------------მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საშუალებაა ქონებაზე ყადაღის დადება, ხოლო ამავე კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 3.2. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში. 3.3. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან ი/მ ი-------------–---–ს გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შ--------–---------------ის მიერ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღება. მით უმეტეს, რომ დაყადაღებული მოძრავი ქონების მესაკუთრეს შინაგან საქმეთა სამინისტოს მომსახურების სააგენტოს მონაცემებით წარმოადგენდა და წარმოადგენს ი/მ ი-------------–---–ი. 3.4. სამოქალაქო საროცესო კოდექსის 180–ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი სარჩელი). 3.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1164–ე მუხლის თანახმად მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე თ----------------ის მიერ აღიარებითი სარჩელის შეტანა ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული, მაშინ როცა მას ჰქონდა უფლება გაეყო მეუღლეთა საერთო საკუთრებაში არსებული ქონება და დაერეგისტრირებინა მის საკუთრებად. შესაბამისად ვინაიდან ქონებაზე მეუღლეთა საკუთრება გაყოფილი არ არის, უსაფუძვლოა ასევე მოთხოვნა დაყადაღებული მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ. 3.6. საქმის მასალებით დგინდება, რომ ავტომანქანის მესაკუთრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემებით წარმოადგენს მოვალე ი-------------–---–ი (პ/ნ 1---------4). 3.7. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 პრიმა მუხლით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლება წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში–საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. ამდენად დასახელებული ნორმით რეგულირებულია სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტი, რომლის მიხედვითაც გამონაკლისის გარდა ყველა სახის მექანიკური საშუალების საკუთრების უფლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში–საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან წარმოიშობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში კი ყადაღადადებული ავტომანქანა რეგისტრირებულია ი/მ ი-------------–---–ის საკუთრებად, რადგან კანონმა განმარტა, რომ პირი მანქანის მესაკუთრე ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციით. ამდენად უდავოა ის გარემოება, რომ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს დაყადაღებულ ქონებაზე რეალიზაციის შეჩერების საფუძველი, მით უმეტეს რომ მოვალეს ი/მ ი-------------–---–ს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება 83818.75 ლარის ოდენობით, რომლესაც ყოველ დღე ერიცხება საურავი. 3.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე კოდექსის 103–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულებებს წარუდგენენ მხარეები. მოსარჩელეს თ----------------ეს არ აქვს რაიმე მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ი-------------–---–ის საკუთრებად დარეგისტრირებული უძრავი ქონება შეძენილია ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. 3.9. ამასთან აღსანიშნავია, რომ დაყადაღებული უძრავი ქონება ი.მ ი-------------–---–ის მიერ გამოიყენებოდა სამეწარმეო საქმიანობისათვის, რაც თავისთავად ცნობილი იყო მისი მეუღლისათვის, რაც დაადასტურა კიდეც მოსარჩელემ სასამართლო პროცესზე. ამდენად თ----------------ე წარმოადგენს ასევე ვალდებულ პირს მისი მეუღლის მიერ ამ ქონების სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოშობილ ვალდებულებებზეც. 3.10. გასათვალისწინებელია, რომ მეუღლეთა თანასაკუთრება, წარმოადგენს განსაკუთრებულ ინსტიტუტს, რომლითაც დაცული უნდა იქნეს არა მარტო მეუღლეთა ინტერესები, არამედ მეუღლეთა მიმართ წარმოშობილი ვალდებულებებიდან გამომდინარე მესამე პირების ინტერესებიც, რათა მიღებული არ იქნეს არამართლზომიერი და უსამართლო შედეგები და თავიდან იქნას აცილებული მესამე პირებისათვის საზიანო და არაკეთილსინდისიერი და წინასწარ შეთანხმებული ქმედებები. 3.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად: „საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო საგადასახადო საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი რგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები-სარჩელზე გადასახადის, მოსაკრებლების სახელწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე“ შესაბამისად ნათელია, რომ მოცემული მუხლის დეპინიციიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ თ----------------ე და ი-------------–---–ი დაქორწინდნენ 1979 წლის 25 აპრილს. 4.2. ქორწინების პერიოდში მათ შეიძინეს ავტომობილი მერსედეს ბენც E230, სახელმწიფო ნომრით I------, გამოშვების წელი 1995 წ. W---------- A-------. შეძენილი ავტომობილი 2009 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აღირიცხა ი-------------–---–ის სახელზე. 4.3. ი-------------–---–ი ინდივიდუალური მეწარმეა და რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად. 4.3.1. მას ერიცხება აღიარებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება, 97 371.89 ლარი. 4.4. ამ დავალიანების დასაფარად სსიპ შ--------–---------------მა 2017 წლის 18 მაისს გამოსცა №0------ ბრძანება „მოვალის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“. 4.5. ბრძანების საფუძველზე სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო ოფიცერმა 2017 წლის 19 ივნისს სადავო ავტომობილს დაადო ყადაღა. 4.6. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის ბრძანებით დაკმაყოფილდა სსიპ შ--------–---------------ის შუამდგომლობა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.7.1. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის, 170-ე მუხლის 1 ნაწილისა და 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი. 4.8. პალატის აზრით, საგადასახადო აქტების გამოცემის კანონიერებას დავის საგანთან შემხებლობა არა აქვს, რადგან დავის საგანს არა მათი კანონიერება, არამედ მესაკუთრის კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება წარმოადგენს. 4.9. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე დაუშვებელი იყო და სადავო ქონებაზე აღსრულება უნდა მიექცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. 4.9.1. მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „52. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მოვალეს გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რის გამოც, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის დაცვით, განხორციელდა იმ ქონების დაყადაღება, რომელიც საჯარო რეესტრში მოვალის საკუთრებად იყო რეგისტრირებული (სსკ-ის 311-ე და 312-ე მუხლები), შესაბამისად, სსსკ-ის 180-ე მუხლის ფარგლებში სასამართლოს ჯერ დაყადაღების კანონიერებაზე უნდა ემსჯელა, ხოლო შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. განსახილველი აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, რადგანაც მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, გაეყო თანასაკუთრება, ხოლო სარჩელის მიზანს, გადასახადის გადახდისაგან თავის არიდება წარმოადგენს; ასევე, კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 1151-ე და 1158-ე მუხლების საფუძველზე, დასაბუთებულად მიიჩნია სარჩელი და არ გაიზიარა სასამართლო პრაქტიკა (სუსგ №3კ/932-02). ასევე, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება (სუსგ№ას-1035-1228-08), რითაც სასამართლოს მიერ დარღვეულია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები. 53. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიათა საპირისპიროდ განმარტავს, რომ სსსკ-ის 1158-ე მუხლი „წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგანაც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს (სკ-ის 1151-ემუხლი). განსახილველ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქონების დაყადაღება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული მესამე პირის დაცვითი ფუნქცია არ გამოიყენება, რამდენადაც სპეციალური კანონი - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ ითვალისწინებს სასარჩელო წარმოების გზით მესაკუთრის უფლების დაცვის გარანტიას“ (იხ. სუსგ № ას-621-588-2015წ.) 54. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგების ბათილობა არ წარმოადგენს, რის გამოც სასამართლო არ იზიარებს კასატორის შედავებას გასაჩივრებული განჩინების სასამართლო პრაქტიკისაგან განსხვავებულობის თაობაზე (იხ. სუს დიდი პალატის 09.12.2002წ. №3კ/932-02 განჩინება), ხოლო უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის განჩინებაზე (საქმე №ას-1035-1228-08), კასატორის მითითების შესახებ, საკასაციო სასამართლო სსკ-ის 1170-ე მუხლის დისპოზიციაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმის მე-2 ნაწილით სარგებლობისათვის, სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმის დადგენა, რომ ვალდებულება, რომელსაც მოვალეს ედავებიან, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. „მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს შეგებებული სარჩელის უფლებით არ უსარგებლია, რის გამოც, მხოლოდ შესაგებლის ფარგლებში სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია“ (იხ. სუსგ № ას-621-588-2015წ.). 55. სასამართლო, სააღსრულებო კანონის 32-ე მუხლის დანაწესზე უთითებს, რომლითაც დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცვის გარანტია და ნორმის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება (იხ. ამ განჩინების 47-ე პუნქტში მითითება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე). 56. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულება - საგადასახადო დავალიანება წარმოიშვა საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე, რაც საჯარო მართლწესრიგის მოწესრიგებას განეკუთვნება და მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი რეჟიმის შეფასებისას ვერ გახდება მხარეთა კერძო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, დადგენილია, რომ სადავო ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს და მათ შორის არ ყოფილა შეთანხმება (საქორწინო კონტრაქტი - სსკ-ის 1158-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რაც ქონების განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმზე მიუთითებდა და ცაკლე მსჯელობის საგანი გახდებოდა. 57. კანონმდებელი ერთმანეთისაგან მიჯნავს სსკ-ის 1170-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებს, როგორც მოთხოვნის წარმოშობის ორ დამოუკიდებელ საფუძველს, დასახელებული ნორმის მე-2ნაწილზე, საკასაციო სასამართლომ გაამახვილა ყურადღება წინამდებარე განჩინების 53-ე პუნქტში და სრულად იზიარებს სააპელაციო სასმართლოს დასკვნას, რომელიც 35-ე პუნქტშია ასახული, ხოლო სსკ-ის 1170-ე მუხლის მე-3 ნაწილის წინაპირობა სრულიად განსხვავებულია და ერთ-ერთი მეუღლის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გადახდევინებას შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ მაშინ, თუკი განაჩენით დადგინდება, რომ ეს ქონება შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით. ამდენად, 1170-ე მუხლის მოწესრიგება მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გამომდინარე ერთ-ერთი მეუღლის ვალის დაფარვის სპეციალურ წინაპირობებს ადგენს...“ - (სუსგ-1 ივლისი, 2016 წელი, საქმე №ას-569-540-2015, პ. 52-57; ამასთან დაკავშირებით იხ. აგრეთვე სუსგ - 02 მარტი, 2018 წელი, საქმე №ას-1426-1346-2017). 4.9.2. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობა აპელანტის პრეტენზიას პრაქტიკულად სრულად სცემს პასუხს. 4.10. პალატა არ ეთანხმება აპელანტს, რომ სადავო ავტმობილის მესაკუთრე ი-------------–---–ია. 4.10.1. მართალია, შსს მომსახურების სააგენტოში ავტომობილი მოპასუხის საკუთრებადაა რეგისტრირებული, თუმცა როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მოძრავი ნივთის შეძენის წესებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსი და არა საჯარო სფეროს მიკუთვნებული რომელიმე კანონი ან კანონქვემდებარე აქტი (მათ შორის კასატორის მიერ მოხმობილი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი)“ - (სუსგ - 23 თებერვალი, 2018 წელი, საქმე №ას-1107-1027-2017 პ. 1.2). 4.10.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე კი მოსარჩელე სადავო ავტომობილის თანამესაკუთრეა. 4.11. პალატა ეთანხმება აპელანტს, რომ სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1 პუნქტის „ლ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. 4.11.1. ამის შესაბამისად, სასამართლომ აპელანტს მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის ანაზღაურება მართებულად დააკისრა. 4.12. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. სსიპ შ--------–---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე