განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020210018002229609
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-716-2018 17 ოქტომბერი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - სსიპ ე---------–- ს------- ს--------- ა--- ლ----------, თ----- ჭ----------- გ---- ხ---------- პ----- კ------
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით გ---- ხ---------- შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვი--------------------------------–---------------------- ს--------–-- ზ---- ს-------- ს------- სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
აღნიშნული ს---------ს 2017 წლის 14 აგვისტოს N----/კ ბრძანებით, გ---- ხ---------- შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, რის სამართლებრივ საფუძველზედაც გამოყენებული იქნა საქართველოს შრომიის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი, ხოლო ფაქტობრივ მიზეზად სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს შიდა კონტროლის სამსახურის 2017 წლის 11 აგვისტოს N--- დასკვნაში მითითებული გარემოებები, რომლითაც თითქოსდა გ---- ხ----------ს მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტები დასტურდება.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უსაფუძვლო და ყოვლად არაარგუმენტირებულ დასკვნებს ეფუძნება. რეალურად მიღებული გადაწყვეტილება დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.
შესაბამისად, წინამდებარე სარჩელით გ---- ხ---------- ითხოვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, იძულებით მოცდენილ პერიოდში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას.
მოპასუხის პოზიცია: მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ---- ხ---------- დასაქმებული იყო სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს ს--------–-- ზ---- ს-------- ს------- სამსახურის უფროსის პოზიციაზე 2015 წლის 19 ოქტომბრიდან.
სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის N523/ს ბრძანებით, ს---------ს შიდა კონტროლის დეპარტამენტის ინსპექტირების ჯგუფი მივლინებული იქნა ს--------–-- ზ---- ს-------- ს------- სამსახურის მართვას დაქვემდებარებული მ--------–-- ს------- უბანში. შემოწმების შედეგად გამოვლინდა არაერთი დარღვევის ფაქტი, რაც რეაგირებისათვის გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში.
აღნიშნული შემოწმების შედეგად, ს---------ს შიდა კონტროლის სამსახურის 2017 წლის 11 აგვისტოს N--- დასკვნის საფუძველზე, დარღვევის მნიშვნელობიდან და მოცულობიდან გამომდინარე ს---------ს უფროსის 2017 წლის 14 აგვისტოს N----/კ ბრძანებით გ---- ხ------------- შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველი გახდა მის სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლენილი კოლოსალური დარღვევები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გარემოს და რაზეც მისი მხრიდან არანაირი რეაგირება არ იყო განხორციელებული.
უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტები ს--------–-- ზ---- ს-------- მთელი რეგიონის მაშტაბით მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ 387 ფაქტს მოიცავს, რაც გაცილებით ნაკლებია იმ ფაქტებზე რასაც რეალურად ადგილი ჰქონდა და რაც, მხოლოდ ერთი ს------- უბნის ფარგლებში იქნა აღმოჩენილი შიდა კონტროლის სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმებით.
შიდა კონტროლის სამსახურისათვის მიცემულ ახსნა განმარტებაში გ---- ხ---------- ადასტურებს, რომ იცოდა ტყეებში არსებული სხვადასხვა დარღვევების შესახებ, რისთვისაც მან მოითხოვა რამდენიმე სამცველოს შემოწმება და გამოავლინა სხვადასხვა სამართალდაღვევები, თუმცა ეს მოხდა მას შემდეგ რაც 2016 წლის 19 ოქტომბრის თათბირზე ს---------ს უფროსმა მიუთითა სამოქმედო ტერიტორიის კონტროლზე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. მოსარჩელე გ---- ხ----------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს 2017 წლის 14 აგვისტოს №----/კ ბრძანება გ---- ხ------------- შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; 3. გ---- ხ---------- აღდგენილ იქნეს სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს ს--------–--- ზ---- ს-------- ს------- სამსახურის უფროსის თანამდებობაზე; 4. მოპასუხე სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს მოსარჩელე გ---- ხ----------ს სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი ხელფასის - 1875 ლარის ყოველთვიურად ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან (14.08.2017 წლიდან) სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 5. მოპასუხე სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს მოსარჩელე გ---- ხ----------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის - 1500 ლარის ანაზღაურება. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი გოდუაძის 2015 წლის 19 ოქტომბრის №1142/კ ბრძანებით, გ---- ხ---------- დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს ს--------–---ზ---- ს-------- სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2015 წლის 19 ოქტომბრიდან განუსაზღვრელი ვადით. მისი შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრა 1875 ლარის ოდენობით, ხოლო უფლება- მოვალეობები სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს დებულებით 2.2. ს--------–---ზ---- ს-------- სამსახურის ორგანიზაციისა და მართვის წესი რეგლამენტირებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ე---------–- ს------- ს---------ს დებულებით, ხოლო შემდეგში, 2017 წლის 1 იანვრიდან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 12/26/2016 №50 ბრძანებით, რომლის მიხედვითაც, გ---- ხ----------, როგორც სამსახურის უფროსს განესაზღვრა შემდეგი უფლება-მოვალეობები: 1. ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას; 2. პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვაზე; 3. თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს; 4. სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი; 5. კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ს------- სამსახურში მომზადებულ სასამართლო საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს. ამზადებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემდეგ მათი აღმოფხვრის თაობაზე ადმინისტრაციული მიწერილობების პროექტებს; 6. შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად; 7. აბარებს ს---------ს უფროსს სამსახურის საქმიანობის ანგარიშს. 2.3 .სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს ს--------–---ზ---- ს-------- სამსახურის უფროსად მუშაობის პერიოდში, გ---- ხ----------- განახორციელა შედეგი ღონისძიებები: 1. მოხსნებითი ბარათებით აბარებდა საქმიანობის ანგარიშს ს---------ს უფროსს და ითხოვდა ს--------–---ზ---- ს-------- ს------- სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე სპეციალისტების მივლენას სალიცენზიო ფართობების გადაბარებისა და სოციალური ტყეკაფის გამოყოფის სამუშაოებთან დაკავშირებით; 2. იწვევდა სხდომებს ს------- სამსახურის შემადგენლობასთან ს--------–---ზ---- ს-------- რეგიონში არსებული პრობლემური საკითხების განსახილველად, რა დროსაც მისი მხრიდან ხდებოდა დავალებებისა და მითითებების გაცემა ს------- უბნის უფროსებისადმი; 3. სხდომაზე, მისი თავმჯდომარეობით, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გასატარებლად იქმნებოდა ინსპექტირების ჯგუფები და წყდებოდა სამსახურის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი სხვა საკითხები; 4. ს------- უბნებში, მათ შორის, მ--------–-- ს------- უბანში გასატარებელი და გატარებული ღონისძიებების შესახებ ტარდებოდა სხდომები; 5. მოსარჩელე, მ--------–-- ს------- უბნის უფროსისაგან (ფ-------- რ-----------) იღებდა სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ტყეკაფის შემოწმებისა და გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ საველე აქტებს, ახსნა-განმარტებას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს აგზავნიდა სასამართლოში; 6. იღებდა მ--------–-- უბანში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის აღრიცხვისა და ზიანის გაანგარიშების უწყისებს; 7. ამუშავებდა ინფორმაციას ს--------–---ზ---- ს-------- ს------- სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ, ასევე ინფორმაციას ს--------–---ზ---- ს-------- რეგიონში ხე-ტყის დამზადებაზე გაცემული ლიცენზიის შესახებ; 8. თავად ათვალიერებდა ს------- უბნის ტერიტორიებს და უშუალოდ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის გამოვლენის ფაქტს; 9. ხე-ტყის დამზადების სამუშაოების განხორციელებისათვის, არაერთგზის დააყენა მოთხოვნა თანამშრომლების, მათ შორის, ტყის მცველების დამატების თაობაზე, რაც ს---------ს მიერ არ დაკმაყოფილდა; 10. სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს ს--------–---ზ---- ს-------- სამსახურში სამუშაო დღის განმავლობაში შედიოდა ათეულობით წერილი, რაზეც პასუხის გაცემა უწევდა გ---- ხ----------. 2.4. 2016 წლის 21 ოქტომბრის მოხსენებით ბარათით, გ---- ხ-----------, სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს უფროსს აცნობა, რომ იგი იმყოფებოდა მ--------–-- ს------- უბანში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის დათვალიერებისა და მოსახლეობაზე საშეშე მერქნის გაცემის პროცესის ადგილზე დასწრების მიზნით, რა დროსაც, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაფიქსირებული იქნა სხვადასხვა სახის სამართალდარღვევები. იმ მოტივით, რომ ს--------–---ზ---- ს-------- ს------- სამსახურის თანამშრომლების მიერ, აქტიურად მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულება და მ--------–-- ს------- უბნის ტერიტორიის სიდიდიდან გამომდინარე, სამსახურის მიერ, საკუთარი ძალებით შეუძლებელი იყო უკანონო ჭრებისა და სხვა სახის სამართალდარღვევების დროული შესწავლა-გამოვლენა, გ---- ხ----------- მოითხოვა ს---------ს შესაბამისი სპეციალისტების დახმარება. 2.5. თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, გ---- ხ----------ს მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული არ ყოფილა. 2.6. გ---- ხ----------ს 21.10.2016 წლის მოხსენებითი ბარათისა და სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს ს--------–---ზ---- ს-------- სამსახურის მ--------–-- ს------- უბნის ტყის დაცვის მდგომარეობის შესწავლისა და სოციალური ტყეკაფების შერჩევით შემოწმების მიზნით, სამუშაო ჯგუფის (კომისიის) შექმნის შესახებ სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, 2016 წლის 28 ოქტომბრის №325/ს ბრძანების საფუძველზე, სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს შიდა კონტროლის სამსახურის მიერ, 2017 წლის 11 აგვისტოს მომზადდა №--- დასკვნა. დასკვნის თანახმად, სამცველოებში შემოწმების შედეგად გამოვლენილ იქნა სოციალური ჭრის ტყეკაფების არასწორად გამოყოფის, ხე-ტყის უკანონო ჭრის და ასევე ს--------სამეურნეო გზების უნებართვოდ გაყვანის ფაქტები, რამაც გარემოზე ზიანის სახით ჯამში შეადგინა 986 299,55 ლარი. დასკვნის საფუძველზე, შიდა კონტროლის სამსახურმა გასცა რეკომენდაცია ს--------–---ზ---- ს-------- ს------- სამსახურის უფროსის, გ---- ხ----------ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. 2.7. შიდა კონტროლის სამსახურის დასკვნაში დაფიქსირებულია ს--------–---ზ---- ს-------- ს------- სამსახურის მ--------–-- ს------- უბნის უფროსის, ფ-------- რ------- ახსნა-განმარტება, სადაც ფ-------- რ------- განმარტა, რომ ტყეკაფი დიდი მანძილით არის დაშორებული მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილიდან, ამიტომ, მოსახლეობისაგან ხდება მათთვის მისადგომ ადგილებში ხე-ტყის უკანონოდ ჭრა. ტყის მცველები ძირითადად დაკავებული არიან ტყეკაფებიდან ხე-ტყის გაცემით და დრო არ რჩებათ გააკონტროლონ მათდამი დაქვემდებარებული ტერიტორია. ამასთან, ტყის მცველებზე ჩაბარებულია დიდი ფართობი. 2.8. 2017 წლის 19 ივლისს, კ---–------მ--------–-- ს------- უბანში ჩატარებული შემოწმების შესახებ, გ---- ხ----------ს მიერ შედგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ ს------- უბნის ყოფილი უფროსისაგან - ფ-------- რ-----------, მასშტაბური დარღვევის შესახებ ინფორმაცია მას არ მიუღია. გარდა ამისა, იგი პერიოდულად ახდენდა ტყის ფონდის ტერიტორიის შემოვლას, თუმცა მისი კუთვნილი სამსახურებრივი ავტომანქანით სიღრმეში შესვლა ვერ მოხერხდა გზის რელიეფიდან გამომდინარე. 2.9. 16.04.2018 წლის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ ს------- სამსახურს ჰყავდა ავტომანქანა ,,პიკაპი’’, რომლითაც სადავო ტერიტორიაზე ასვლა შეუძლებელი იყო გარემო პირობების გამო. შიდა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლებს სადავო ტერიტორიის შესამოწმებლად დაჭირდათ მაღალი გამავლობის ავტომობილი (ურალი). მსგავს ფაქტზე მიუთითებს კ---–------მ--------–-- ს------- უბნის უფროსი ნ-----–---- გ-----–--, რომელმაც განმარტა, რომ უგზოობის გამო, ვერ ახერხებდა სამცველოებში შესვლას და უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის აღრიცხვას. 2.10. დადგენილია, რომ მ--------–-- უბანში დაფიქსირებული დარღვევები საფუძვლად დაედო ფ-------- რ------- თანამდებობიდან გათავისუფლებას, რის შემდგომაც, კ---–------მ--------–-- ს------- უბნის უფროსად, 2017 წლის 03 იანვრიდან მუშაობს ნ-----–---- გ-----–--. 2.11. სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს 2017 წლის 14 აგვისტოს №----/კ ბრძანებით, გ---- ხ------------- შეწყდა შრომითი ურთიერთობა, რასაც სამართლებრივ საფუძვლად დაედო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.12. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, 42-ე მუხლებზე, შრომის კოდექსის მე-2, 37-38-ე, სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 54-ე, მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლებზე, ევროპის სოციალური ქარტიაზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლზე, დასაქმების პოლიტიკის შესახებ კონვენციაზე, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6-7 მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა შრომითი ხელშეკრულებიდან. წარმოდგენილი სარჩელით, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მასთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 14 აგვისტოს №----/კ ბრძანებას, რასაც სამართლებრივ საფუძვლად დაედო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტი. მითითებული ნორმა გულისხმობს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას დასაქმებულის მიერ, მისთვის, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო. 2.13. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების მართებულად მიღების ფაქტი უნდა ამტკიცოს დამქირავებელმა. ამ კუთხით, ყურადსაღებია სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რაც გულისხმობს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის იმგვარად განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. შრომით ურთიერთობებში, დამსაქმებელს გააჩნია უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა მუშაკმა დაარღვია შრომითი მოვალეობები, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე მუშაკმა ადასტუროს, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არამართლზომიერ და შრომითი პირობების დამრღვევ მოქმედებებს (იხ. საკასაციო სასამართლოს 24.06.2015 წლის განჩინება, საქმე №ას-499-473-2015, ვებ -გვერდი -www.supremecourt.ge). 2.14. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამ ნორმის ნორმატიული შინაარსის სადავო სამართლებრივ სივრცეში გადატანით, ცალსახაა, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილების (ბრძანების) გასაჩივრებისას, რომელსაც საფუძვლად უდევს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტი, დამსაქმებელი დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვალდებულია დაასაბუთოს ერთი მხრივ, დასაქმებულის მიერ უხეში დარღვევის ფაქტი, ხოლო მეორე მხრივ ის გარემოებები, რომ სამსახურიდან გათავისუფლების გარდა, სხვა ალტერნატივა მას არ გააჩნდა. ანუ, ვინაიდან ნდობა არ არსებობდა დასაქმებულის მიმართ, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო, რამდენადაც ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა დამსაქმებლისათვის სასარგებლო შედეგის მომტანი. 2.15. განსახილველ შემთხვევაში, გ---- ხ----------ს გათავისუფლებას ფაქტობრივ საფუძვლად დაედო სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს შიდა კონტროლის სამსახურის 11.08.2017 წლის №--- დასკვნა. მოცემული დავის ფარგლებში დასადგენია, დასტურდება თუ არა დასკვნაში მოყვანილი გარემოებები უტყუარი მტკიცებულებებით, კერძოდ, ადგილი ჰქონდა თუ არა, მოსარჩელის მხრიდან მისთვის დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულების უხეშ დარღვევას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დასკვნაში აღწერილი ინფორმაცია მასშტაბური დარღვევების შესახებ არარსებულ ფაქტებს ემყარება. დასკვნაში მითითებული გარემოება მასზედ, რომ გ---- ხ---------- არ ახდენდა დარღვევებზე რეაგირებას და ს---------ს ინფორმირებას, მოსარჩელის მოსაზრებით არ არის სწორი, რასაც არ იზიარებს მოპასუხე და მიიჩნევს, რომ დასკვნაში მოცემულია მოსარჩელის უხეში დარღვევის ფაქტები. იმის გათვალისწინებით, რომ №--- დასკვნის თანახმად, სადავო საკითხი ეხება კ---–------მ--------–-- უბანში სოციალური ჭრის ტყეკაფების არასწორად გამოყოფას, ხე-ტყის უკანონო ჭრას, ასევე ს--------სამეურნეო გზების უნებართვოდ გაყვანას, აუცილებელია მოსარჩელის სამსახურებრივი ფუნქციების შესწავლა და მათი კავშირის ანალიზი დასკვნაში ასახულ პრობლემურ საკითხებთან. 2.16. დადგენილია, რომ გ---- ხ---------- ს--------–---ზ---- ს-------- სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა 2015 წლის 19 ოქტომბრიდან-2017 წლის 14 აგვისტომდე და ამ პერიოდის განმავლობაში, მის მიმართ არცერთხელ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური ზომა. 2.17. მოპასუხის მხრიდან საუბარია მოსარჩელის უმოქმედობაზე, თუმცა მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებითა და საქმის მასალებით, ასევე რიგ შემთხვევაში, თავად მოპასუხე მხარის აღიარებით დადგენილია შემდეგი: 1) გ---- ხ----------, ს---------ს უფროსს მოხსნებითი ბარათებით აბარებდა საქმიანობის ანგარიშს და ითხოვდა, ს--------–---ზ---- ს-------- ს------- სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე სპეციალისტების მივლენას სალიცენზიო ფართობების გადაბარებისა და სოციალური ტყეკაფის გამოყოფის სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს მიერ არ იქნა გათვალისწინებული; 2) იწვევდა სხდომებს, რეგიონში ს------- სამსახურში არსებული პრობლემური საკითხების განსახილველად, რა დროსაც მისი მხრიდან ხდებოდა დავალებებისა და მითითებების გაცემა ს------- უბნის უფროსებისადმი; 3) სხდომაზე მისი თავმჯდომარეობით გარემოსდაცვითი ღონისძიებების გასატარებლად იქმნებოდა ინსპექტირების ჯგუფები და წყდებოდა სამსახურის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი სხვა საკითხები; 4) ს------- უბნებში, მათ შორის, მ--------–-- ს------- უბანში გასატარებელი და გატარებული ღონისძიებების შესახებ ტარდებოდა სხდომები; 5) მოსარჩელე, მ--------–-- ს------- უბნის უფროსისაგან (ფ-------- რ-----------) იღებდა სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ტყეკაფის შემოწმებისა და გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ საველე აქტებს, ახსნა-განმარტებას; 6) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს აგზავნიდა სასამართლოში; 7) იღებდა მ--------–-- უბანში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის აღრიცხვისა და ზიანის გაანგარიშების უწყისებს; 8) ამუშავებდა ინფორმაციას ს--------–---ზ---- ს-------- ს------- სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ, ასევე ინფორმაციას ს--------–---ზ---- ს-------- რეგიონში, ხე-ტყის დამზადებაზე გაცემული ლიცენზიის შესახებ; 9) თავად ათვალიერებდა ს------- უბნის ტერიტორიებს და უშუალოდ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის გამოვლენის ფაქტს, რაც დასტურდება როგორც გ---- ხ----------ს 21.04.2016 წლის წერილობითი ახსნა-განმარტებით, ისე №--- დასკვნითა და მოპასუხე მხარის პოზიციის ერთობლიობით. 2.18. მართალია, შიდა კონტროლის სამსახურის 11.08.2017 წლის №--- დასკვნით დადგენილია, რომ ზოგადად, კ---–------მ--------–-- უბანში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტებს ადგილი ჰქონდა, თუმცა დასკვნაში მითითებული კონკრეტული გარემოებები დარღვევების შესახებ, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს. დასკვნა არ პასუხობს საპროცესო კანონმდებლობით რეგლამენტირებულ სტანდარტს მასზედ, რომ გარემოებები დადგინდეს რელ----ტური და ეჭვგარეშე ხასიათის მქონე მტკიცებულებებით. დასკვნის შინაარსის გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელი იყო მოპასუხეს წარმოედგინა: სადავო ტერიტორიის საველე/დათვალიერების აქტები; ზიანის გაანგარიშების უწყისები, რომლითაც განისაზღვრებოდა მოჭრილი ხე-ტყის სახეები, ხარისხი (საშეშე/სამასალე), რაოდენობა, ღირებულება, ასევე, ზიანის ოდენობა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №-- დადგენილების შესაბამისად; ექსპერტიზის დასკვნა ხე-ტყის მოჭრის ხანდაზმულობის შესახებ; მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, თუ როდის იქნა გაყვანილი დასკვნაში მითითებული გზები, რამდენადაც მოსარჩელისათვის არსებული ინფორმაციით, სადავო ტერიტორიაზე გზების გაყვანა განხორციელდა კომუნისტების მმართველობის პერიოდში. ამრიგად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს რომ დასკვნაში ასახულია სათანადო მტკიცებულებებით დაუდასტურებელი გარემოებები, კერძოდ, სადავო ტერიტორიაზე რეალურად მოხდა ახალი გზების უკანონოდ გაჭრა, თუ დასკვნაში აისახა წარსულში გაყვანილი გზები. ეს საკითხი მოპასუხეს არ შეუსწავლია, რაც ადასტურებს, რომ დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე, სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს უფროსის 2017 წლის 14 აგვისტოს №----/კ ბრძანებით, გ---- ხ------------- შეწყდა შრომითი ურთიერთობა 2017 წლის 14 აგვისტოდან. 2.19. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან უხეში დარღვევის ფაქტი საქმის განხილვით არ დასტურდება, რის გამოც №--- დასკვნის საფუძველზე მიღებული №----/კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, ბათილია. 2.20. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, თუნდაც გარკვეულწილად დადასტურებულიყო მოსარჩელის ბრალეულობა დასკვნაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ გ---- ხ---------- არასოდეს დაკისრებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ასევე საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია მისი, როგორც სამსახურის უფროსის აქტივობა და დატვირთულობა სამსახურებრივ პროცესში, ხოლო სამსახურში არსებობდა კადრების დეფიციტი, სადავო ტერიტორია კი რთულად მისაწვდომია, შრომის სამართალში დამკვიდრებული “Ultima Ratio“-ს პრინციპიდან გამომდინარე (რაც ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას), გაუმართლებელი იქნებოდა მოსარჩელის მიმართ პირდაპირ უმკაცრესი ზომის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება. უფრო მეტიც, დასკვნაში ასახული დარღვევა საფუძვლად დაედო მ--------–-- ს------- უბნის უფროსის-ფ-------- რ------- სამსახურიდან გათავისუფლებას და ამ თანამდებობაზე შემდგომში ნ-----–---- გ-----–--ს გამწესებას. ასეთ ვითარებაში, გ---- ხ----------ს მიმართ უმკაცრესი დისციპლინური ღონისძიების - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება, მიანიშნებს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის, როგორც მენეჯერისა (ხელმძღვანელის) და მასზე დაქვემდებარებული პირის მიმართ კოლექტიური პასუხისმგებლობის გამოყენებაზე, რაც სასამართლოს მოსაზრებით გაუმართლებელი ქმედებაა. 2.21. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის №ას-1276 -1216 -2014 გადაწყვეტილებასთან, რომლითაც განიმარტა შემდეგი: „ის გარემოება, რომ მოსარჩელე აღჭურვილი იყო მენეჯერის უფლებამოსილებით, რაც მის დაქვემდებარებაში არსებული ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფასა და ყოველდღიური კონტროლის, პერსონალის ორგანიზაციულ მართვასა და სხვა ვალდებულებების დაცვის უზრუნველყოფას აკისრებდა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენდა საფუძველს, დასაქმებულის მიმართ კონკრეტულ შემთხვევაში, სახდელის სახით პირდაპირ უმკაცრესი ზომა - „დათხოვნა“ ყოფილიყო გამოყენებული. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მენეჯერის მხრიდან მკაცრად იყვნენ თანამშრომლები გაფრთხილებული სასადილოდან კვების პროდუქტებისა და მზა საჭმლის ნარჩენების გატანის აკრძალვის თაობაზე, რაც მათი მხრიდან ხელმოწერებითაა დადასტურებული“. შესაბამისად, ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან, დასახელებული პროდუქტების გატანისათვის ე.წ. კოლექტიური პასუხისმგებლობის გამოყენება, საკასაციო პალატამ დაუშვებლად მიიჩნია და განმარტა, რომ თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად შედის კომპანიასთან კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაში და კომპანიასთან ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზეც ინდივიდუალურადაა პასუხისმგებელი. 2.22. სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლება, დასაქმებულში იწვევს კანონიერ ინტერესს, აღიდგინოს დარღვეული შრომის უფლებები, სამსახურში აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაყენებით და მისი სამართლიანი დაკმაყოფილებით, რამდენადაც მუშაკი რჩება კანონიერი საფუძვლის გარეშე უმუშევარი, რითაც ბუნებრივია ადგება ზიანი. ეს უკანასკნელი ფაქტი კი გამოიხატება იმაში, რომ მუშაკი დამსაქმებლის ბრალით ვერ იღებს ხელფასს, რის გამოც მის მიერ ხდება განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაყენება. მითითებული მსჯელობის გამომხატველია შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რომლითაც, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. 2.23. იმავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. 2.24. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად არ გამოკვეთილა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შეუძლებლობა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 14 აგვისტოს ბრძანების, როგორც ბათილი გარიგების არსებობის პირობებში, მითითებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის წარმოშობს თანმდევ შედეგს - ვალდებულებას სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მოსარჩელე აღადგინოს სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს ს--------–---ზ---- ს-------- ს------- სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან - 2017 წლის 14 აგვისტოდან წინამდებარე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს-1875 ლარს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი გარემოებები. დაეყრდნო, მხოლოდ მოპასუხის ზეპირ ახსნა-განმარტებას, ხოლო რიგ შემთხვევაში მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც ვერ აქარწყლებდა სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლომ, ფაქტობრივად იურიდიული ძალა მიანიჭა მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ისე, რომ არ მოუხდენია საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან მათი ურთიერთშეჯერება, 3.2. გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილად ჩაითვალა, რომ სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს ს--------–---ზ---- ს-------- სამსახურში სამუშაო დღის განმავლობაში შედიოდა ათეულობით წერილი, რაზეც პასუხის გაცემა უწევდა მოსარჩელე გ---- ხ----------, რაც არასწორია. გ. ხ---------- დაქვემდებარებაში ჰყავდა არაერთი თანამშრომელი, რომლებზედაც, ელექტრონული პროგრამის გამოყენებით, კომპეტენციის მიხედვით ხდებოდა კორესპოდენციის განაწილება. პირადად, გ.ხ---------- არ ახდენდა წერილებზე პასუხის გაცემას. 3.3. გ---- ხ----------, 2015 წლის 19 ოქტომბერს დაინიშნა რა, ს--------–---ზ---- ს-------- ს------- სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, იგი შრომითი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, დაეთანხმა იმ სამუშაო პირობებს, რისი შეთავაზების შესაძლებლობაც ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა. შესაბამისად, მან აიღო ვალდებულება დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე და მხოლოდ იმაზე მითითება, რომ იგი დამატებითი სპეციალისტების მივლენას ითხოვდა, თავისთავად არ გამორიცხავს სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობას დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ს------- სამსახურში დასაქმებულთა საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება ყოველი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით და მისი გაზრდა ს---------ს უფროსის კომპეტენციას სცილდება. ფინანსური დეპარტამენტის უფროსმა მიწერა სამგვერდიანი წერილი გ---- ხ----------, თუ რატომ არ იყო მიზანშეწონილი დარაჯების და მუშების აყვანა დამატებით. გარდა ამისა, მის მიერ ხდებოდა ხარვეზიანი ტექნიკურ დავალებების წარმოდგენა. შესაბამისად, გ---- ხ---------- სამსახურებრივი ბარათებით ფაქტობრივად ისეთი ღონისძიებების გატარებას ითხოვდა, რაც მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს და სცილდებოდა ს---------ს კომპეტენციას. 3.4. გაურკვეველია, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ გ---- ხ----------, თითქოსდა იწვევდა თათბირებს, ამუშავებდა ინფორმაციას ლიცენზიების შესახებ და ქმნიდა ინსპექტირების ჯგუფებს გარემოსდაცვითი ღონისძიებების გასატარებლად. გაურკვეველია რა ინსპექტირების ჯგუფების შექმნაზე საუბრობს მოსამართლე, ვინაიდან, სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის დამუშავება ხდება ს---------ს ცენტრალური აპარატის ანალიტიკური განყოფილების მიერ, რომელიც ეყრდნობა ტერიტორიული სამსახურის საქმის მწარმოებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. 3.5. სასამართლომ, საერთოდ არ იმსჯელა მოსარჩელის მიერ წარდგენილ, 2016 წლის 19 ოქტომბრის თათბირის ოქმზე. იგი ერთის მხრივ ცდილობს დაადასტუროს, რომ გ---- ხ---------- ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის ნაწილში და თავად ახდენდა ს------- უბნების დათვალიერებას, მეორეს მხრივ ადასტურებს, რომ იგი, მხოლოდ ადვილად მისადგომ ადგილებზე მიდიოდა, სადაც მისი ავტომობილით შესვლა იქნებოდა შესაძლებელი, ხოლო სხვა ადგილებზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების მიზნით არ შედიოდა. რეალურად, შეიქმნა სიტუაცია, რომ მ--------–-- ს------- უბანი იყო სრულიად უკონტროლოდ დატოვებული, არავითარი რეაგირება იქ არსებული ქმედებებზე არ ხდებოდა და მხოლოდ იმ დროს, როდესაც გ---- ხ----------- შეიტყო, რომ შიდა კონტროლის სამსახური იწყებდა აღნიშნული ტერიტორიის შესწავლას, თავის დაზღვევისა და თითქოსდა პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით მოიწერა მოხსენებითი ბარათი. აღნიშნული მეტყველებს 2016 წლის ოქტომბრამდე მის უმოქმედებაზე, ანუ ერთი წლის განმავლობაში გამოევლინა ამგვარი მაშტაბური დარღვევების არსებობა და მოეხდინა შესაბამისი რეაირება. 3.6. სასამართლომ შეფასება არ მისცა შიდა კონტროლის სამსახურისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებას, სადაც გ---- ხ---------- თავად ადასტურებს, რომ იცოდა ტყეებში არსებული სხვადასხვა დარღვევების შესახებ, რისთვისაც მან მოითხოვა რამდენიმე სამცველოს შემოწმება და გამოავლინა სხვადასხვა სამართალდარღვევები, რომელთა შედეგადაც, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა, დაახლოებით 300 000 ლარი შეადგინა. 3.7. სასამართლომ, შიდა კონტროლის სამსახურის 11.08.2017 წლის N--- დასკვნა დაუსაბუთებლად ჩათვალა, თუმცა ვერ ამბობს რა არის ის კონკრეტული გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, დასკვნა ჩაითვლებოდა დასაბუთებულად. დასკვნის თანახმად, ს--------–---ზ---- ს-------- ს------- სამსახურის უფროსის, გ---- ხ----------ს მიერ დარღვეული იქნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის 50 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ე---------–- ს------- ს---------ს დებულების" დანართი N1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" და "ე" ქვეპუნქტები, ასევე უხეშად დაირღვა სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს უფროსის 2014 წლის 31 დეკემბრის N---/ს ბრძანებით დამტკიცებული " საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ე---------–- ს------- ს---------ს შინაგანაწესის" მე-9 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მოთხოვნა. გ---- ხ----------ს მიერ ვერ განხორციელდა მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის საქმიანობის სწორად წარმართვა, თანამშრომლებზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე სათანადო კონტროლი და შესაბამისი რეაგირება, რამაც გამოიწვია ს--------–---ზ---- ს-------- ს------- სამსახურის მ--------–-- ს------- უბანში უკანონო შედეგები, რის შედეგადაც დამდგარმა ზიანმა შეადგინა 986299.55 ლარი. რაც შეეხება გზების უკანონოდ გაყვანას, მათი გაყვანის პერიოდულობის დადგენაც, ასევე სრულად შეუძლია ს---------ს, რამდენადაც, თუ „კომუნისტების მმართველობის“ დროს იქებოდა აღნიშნული გზები გაყვანილი, ეს ცალსახად დადგინდებოდა სპეციალისტების მიერ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3 პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.2, 2.4-2.11 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს შიდა კონტროლის სამსახურის 11.08.2017 წლის №--- დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ 2016 წლის 31 ოქტომბრიდან, 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით, შიდა კონტროლის სამსახურის თანამშრომლების მიერ, სხვადასხვა პერიოდულობით, შერჩევითი წესით განხორციელდა ს--------–---ზ---- ს-------- ს------- სამსახურის მართვას დაქვემდებარებული კ---–------მ--------–-- ს------- უბანში ტყის დაცვისა და სოციალური ჭრის ტყეკაფების მდგომარეობა. შემოწმებულ სამცველოებში შემოწმების შედეგად გამოცვლენილი იქნა სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სოციალური ჭრის ტყეკაფის არასწორად გამოყოფისა და ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები, ს--------სამეურნეო გზების უნებართვოდ გაყვანის ფაქტები, ტყის ფონდში გზების პროექტების გარეშე გაყვანისას მიწის ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენის მოხსნა. ამ მიზნით მოჭრილ-მოტეხილია ხე-ბუჩქნარი, ტყეკაფში ჭრაში დანიშნული ხეების დიამეტრი ხშირ შემთხვევაში არ ედრება ტყეკაფის მასალებში მითითებულ ხეთა დიამეტრებს. მითითებული დარღვევების გამო, გარემოზე მიყენებული ზიანის თანხამ შეადგინა 986 299,55 ლარი. 4.4. N--- დასკვნის თანახმად, შემოწმებაში მონაწილეობას იღებდნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები: კ--- გ-------–----, გ------- ყ----–-–---–-, კ------------- ზ---------, ს------- სამსახურის მეტყევე-ლ-–- ჩ--–-----, ს------- უბნის უფროსი-ნ-----–---- გ-----–--, ტყის მცველები: ი----- ნ-------, ა-–---------- ფ--–---–---, ლ---- ბ–--–--- და ბ----- გ---------. ზ----თ მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ: გ---- ხ----------, მეტყევე გ------- დ--------–---–-, უბნის უფროსს ნ-----–---- გ-----–--ს, ტყის მცველებს: ი----- ნ-------ს, ა-–---------- ფ--–---–---ს, ლ---- ბ–--–---ს. ი----- ნ-------მ, კვ.8-ში გაჭრილ გზასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ტყეკაფამდე მისასვლელი იყო ძველი ნაგზაური, რომელიც გატყევებული იყო და შემდეგ მოხდა გზის რეკონსტრუქცია და ალაგ-ალაგ გზების შეჭრა. რაც შეეხება კვ.14-ში გაჭრილ გზას, აღნიშნნულის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ უფროსი ფ-------- რ------ და მეტყევე ლ----- ფ------- (ტ.1.ს.ფ.20-29). 4.5. 2017 წლის 19 ივლისს, კ---–------მ--------–-- ს------- უბანში ჩატარებული შემოწმების შესახებ, გ---- ხ----------ს მიერ შედგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ შემოწმებულ უბნებზე საერთო ჯამში გამოვლენილია 351 466,62 ლარის ზიანი. ასეთი რაოდენობის უკანონო ჭრები გამოწვეული იყო უბნის უფროსის, ფ-------- რ------- მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობით. მართლია, აღნიშნული უბნის ტყეკაფისა და სამცველოების შემოწმება მას (გ---- ხ----------) ჰქონდა დავალებული, თუმცა ასეთ მასშტაბურ დარღვევებზე არ უფიქრია. იგი პერიოდულად ახდენდა ტყის ფონდის დათვალიერებას, თუმცა ტყის სიღრმეში სამსახურებრივი მანქანით შესვლას ვერ ახერხებდა გზის რელიეფიდან გამომდინარე. უკანონო გზების ჭრასთან დაკავშირებით, არც უბნის უფროსს და არც სხვას მსგავსი მასშტაბური ფაქტები არ მიუწოდებიათ და წინადადებები არ წარუდგენიათ. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახდენდა რეაგირებას (ტ.1.ს.ფ.94-96). სამართლებრივი დასაბუთება 4.5. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა, სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს 2017 წლის 14 აგვისტოს №----/კ ბრძანებით, გ---- ხ------------- შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი (შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტი). აპელანტი სადავოდ ხდის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ დასაქმებულის-გ---- ხ----------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია დასაქმებულის მოქმედების შესაბამისობა შინაგანაწესთან და სხვა დებულებებთან. 4.6. სადავო საკითხების გარკვევის მიზნით, პალატა მიუთითებს სსკ-ის 105-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინაწარ დადგენილი ძალა. ყველა მტკიცებულება, საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს მათი დასაშვებობის, განკუთვნადობის, იურიდიული ძალისა და შინაარსის მიხედვით. 4.7. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვვაში, დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის ქმედება სამსახურეობრივი მოვალეობების დარღვევის კუთხით შეფასებულია საქმეში წარმოდგენილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის N--- დასკვნის, ასევე თავად გ---- ხ----------ს ახსნა-განმარტების მიხედვით, რაც გაზიარებული არ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. 4.8. საქმეზე წარმოდგენილი, შიდა აუდიტის N--- დასკვნის თანახმად, (იხ., ამ გადაწყვეტილების პ-4.3) 2016 წლის 31 ოქტომბრიდან, 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით, შიდა კონტროლის სამსახურის თანამშრომლების მიერ, სხვადასხვა პერიოდულობით, შერჩევითი წესით განხორციელდა ს--------–---ზ---- ს-------- ს------- სამსახურის მართვას დაქვემდებარებული, კ---–------მ--------–-- ს------- უბანში ტყის დაცვისა და სოციალური ჭრის ტყეკაფების მდგომარეობის შეწავლა. დასკვნა დაფუძნებულია მოკვლეული ტერიტორიის დათვალიერების შედეგებზე, იქ დასაქმებული ფიზიკური პირების, ასევე, თავად გ---- ხ----------ს ახსნა-განმარტებებზე. 4.9. აუდიტის დასკვნაში მოკვლეული გარემოებების შედავების კუთხით მოსარჩელეს, გარდა სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული ახსნა-განმარტებისა, რაიმე კონკრეტულ გარემოებებზე, რაც სხვაგვარად წარმოაჩენდა სასამართლოს წინაშე მოკვლევის შედეგებს და დასაქმებულის ქმედებას, არ წარმოუდგენია, ასევე არ წარმოუდგენია მტკიცებულებები (მაგ.დასკვნის მიხედვით გამოკითხული პირების, მოწმის სახით დაკითხვით მიღებული ჩვენებები), რაც გააქარწყლებდა დასკვნაში ასახულ ფაქტებს. რაც შეეხება დასკვნის შედგენამდე ს---------ს უფროსისადმი გაგზავნილ მოხსნებით ბარათებს საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით, ასევე ამ გადაწყვეტილების 2.3. პუნქტში დაფიქსირებული ქმედებებს, რაზედაც თავად მოსარჩელემ მიუთითა, პალატის აზრით არ წარმოადგენს იმგვარ ფაქტებს, რაც გამორიცხავდა აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევების არსებობას და დაადასტურებდა მის მიერ ვალდებულების ჯეროვან შესრულებას. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საკუთრივ შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მოკვლეული გარემოებები გასაზიარებლია. 4.10. მართალია, აუდიტის დასკვნის თანახმად, გ---- ხ----------ს მიერ დარღვეული იქნა სამსახურებრივი ვალდებულებები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მუშაკის მიერ, შრომითი ვალდებულების უხეში დარღვევა შეიძლება დაედოს საფუძვლად გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის ნორმა-პრინციპის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით. ამავე პრინციპის შესაბამისად, დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. გადაცდომის დროს, მიზანშეწონილობის კუთხით, არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. 4.11. აუდიტის დასკვნისა და თავად გ---- ხ----------ს 2017 წლის 19 ივლისის ახსნა-განმარტების შეფასების საფუძველზე ირკვევა, რომ უბნის ტყეკაფისა და სამცველოების შემოწმების ვალდებულება გ---- ხ----------- ვერ განახორციელა იმ მიზეზით, რომ გზის რელიეფიდან გამომდინარე ტყის სიღრმეში სამსახურებრივი მანქანით ვერ გადაადგილდებოდა, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებისათვის რაიმე ქმედება არ განუხორციელებია, თუნდაც მოეთხოვა ისეთი ავტომობილი, როგორიც აუდიტორული შემოწმების დროს იქნა გამოყენებული, რომლის უფლებაც მინიჭებული ჰქონდა ე---------–- ს------- ს---------ს დებულებით, ხოლო შემდეგში, 2017 წლის 1 იანვრიდან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 12/26/2016 №50 ბრძანებით. მითითებული დოკუმენტები ითვალისწინებდა ს---------სადმი შუამდგომლობით მიმართვის უფლებას იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭირო იყო სამსახურის ამოცანების შესასრულებლად (იხ. ამ გადაწყვეტილების 2.2 პუნქტი). 4.12. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, გ.ხ---------- ითხოვდა მის უბანზე დამატებითი სპეციალისტების დანიშვნას, მაგრამ სპეციალისტთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, როგორ მოახდენდა იმ ტერიტორიის შემოწმება-დაცვას, რაც მისი მითითებით შეუღწევადი იყო -გაურკვეველია. 4.13. უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის დასკვნაში, ტყის მცველებმა განმარტეს, რომ მოსახლეობისაგან ხე-ტყის უკანონოდ ჭრა ხდებოდა მათთვის მისადგომ ადგილებში, სადაც, ზოგიერთ შემთხვევაში არსებობდა ძველი ნაგზაური, რომელიც გატყევებული იყო და შემდეგ მოხდა გზის რეკონსტრუქცია და ალაგ-ალაგ გზების შეჭრა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, თუკი მოხდებოდა გ---- ხ----------ს მიერ თავისი ვალდებულების შესრულება და იმ ადგილების დათვალიერება, რაც მოსახლეობისთვის და მით უფრო ტყის მცველებისთვის მისადგომი იყო, ან მოითხოვდა მისივე სამსახურებრივი ავტომობილით მიუვალი ადგილების შემოწმებისათვის შესაბამისი გადაადგილების საშუალებას, დაადგენდა ხე-ტყის უკანონო ჭრის და ს--------სამეურნეო გზების უნებართვოდ გაყვანის ფაქტებს, რაც ასახული იქნა კიდეც აუდიტის დასკვნაში. 4.14. ზ----აღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურებულია გ---- ხ----------ს სამსახურებრივი უმოქმედობა, მისთვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, არასათანადო მენეჯერული უნარ-ჩვევები, რამაც გამოიწვია ს--------–---ზ---- ს-------- ს------- სამსახურის მ--------–-- ს------- უბანში უკანონო შედეგები, კერძოდ: 1. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სოციალური ჭრის ტყეკაფის არასწორად გამოყოფისა და ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები; 2. ს--------სამეურნეო გზების უნებართვოდ გაყვანის ფაქტები; 3. ტყის ფონდში გზების პროექტების გარეშე გაყვანისას მიწის ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენის მოხსნა; 4. ამ მიზნით მოჭრილ-მოტეხილი ხე-ბუჩქნარი; 5. ხშირ შემთხვევაში, ტყეკაფში ჭრაში დანიშნული ხეების დიამეტრის შეუსაბამობა ტყეკაფის მასალებში მითითებულ ხეთა დიამეტრებთან; 6. დარღვევების შედეგადაც დამდგარმა ზიანმა შეადგინა 986 299.55 ლარი. 4.15. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ, გ---- ხ----------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას, რაც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძველია. ამ მსჯელობის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლთაც დადგენილი იქნა საწინააღმდეგო, ასევე სათანადო შეფასება არ მიეცა შიდა აუდიტის დასკვნას და თავად გ. ხ----------ს წერილობით ახსნა-განმარტებას, დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც მისი გაუქმებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელზე უარის თქმის საფუძველია. 4.16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც გ---- ხ----------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გ---- ხ----------ს სასარჩელო მოთხოვნა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, გ---- ხ----------, სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2850 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ---- ხ----------ს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
4. გ---- ხ----------, სსიპ ე---------–- ს------- ს---------ს სასარგებლოდ დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2850 ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე