განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100118002605330-1ბ/1463-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გ---------------–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: დ-----------–იძე, დაბადებული 1----–-–----------------- პი-------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–----–----–-----------------------------------------------–--
ადვოკატი: დ---------------–---
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე” ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ-----------–იძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ---------------–---მ და თხოვა მსჯავრდებულ დ-----------–იძის მიმართ სასჯელის შემცირება.
ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
დ-----------–იძეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე” ქვეპუნქტებით; ასევე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით;
სასამართლომ დაადგინა :
1.1.2015 წლის 27 ნოემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დ-----------–იძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2017 წლის 7 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დ-----------–იძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2018 წლის 1 აგვისტოს, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დ-----------–იძემ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. კერძოდ: 2018 წლის 1 აგვისტოს, 18:39 – 18:55 საათის შუალედში, თბილისში, სოფელ ფ-------–-–ი, ე-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა წითელი ქაღალდის 2 (ორი) ცალ ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერებები საერთო წონით - 0,2240 გრამი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობამ შეადგინა 0,0123 გრამი.
2.2.2018 წლის 1 აგვისტოს თბილისში, დ-----------–იძეს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ოპიუმის ჯგუფის უკანონო მოხმარების ფაქტი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დ-----------–იძის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა ამდენად, სასამართლოს დასკვნა დ-----------–იძის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მსჯავრდებულ დ-----------–იძის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას კერძოდ, დ-----------–იძის პირადი ჩხრეკის ოქმს, პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთმტკიცებას, ქიმიური ექსპერტიზის N----------------- დასკვნას, მოწმე სო------------------------------------ გამოკითხვის ოქმებს, მსჯავრდებულ დ-----------–იძის გამოკითხვის ოქმს, მსჯავრდებულ დ-----------–იძის ნარკოლოგიიური შემოწმების N-------- დასკვნას, 2015 წლის 27 ნოემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, 2017 წლის 07 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. პალატამ მოახდინა უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასება.მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის დ-----------–იძის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულიდანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი, ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დაცვას. ობიექტურ მხრივ განსახილველ დანაშაულთა უმრავლესობა აქტიურობითაა ჩადენილი. ასევე შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ობიექტურ მხრივ ამ დანაშაულთა უმრავლესობა ფორმალური შემადგენლობისაა. ე.ი. დამთავრებულია ქმედების ჩადენისთანავე.
ნარკოტიკული საშუალების ცნებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში. საქართველოს კანონში ,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია, სადაც მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’. მოცემულ საქმეზე ქიმიური ექსპერტიზის N----------------- დასკვნის თანახმად დ-----------–იძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული წითელ ფოლგიანი ქაღალდის 2 ცალ ნაჭერში მოთავსებული, კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერებები, საერთო წონით 0,2240 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 0,0123 გრამის ოდენობით;
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ სხვადასხვა გზით. რაც შეეხება უკანონო შენახვას ეს არის განზრახ ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფლის მიჩენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში;
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება და დ-----------–იძე გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განაჩენით) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. დ-----------–იძეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 ივლისის განაჩენით) სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით; ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 თებერვლის განაჩენით დ-----------–იძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად 1 (ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 03 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დაენიშნა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით; ამასთან 2015 წლის 31 დეკემბრის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით დ-----------–იძე გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 27 დღით ადრე, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 12 ოქტომბრის განკარგულებით შეწყალებული იქნა დ-----------–იძე (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,დ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით) და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; მიუხედავად აღნიშნულისა დ-----------–იძემ კვლავ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას საერთო წონით - 0,2240 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობამ შეადგინა 0,0123 გრამი; რაც ამოღებული იქნა 2018 წლის 1 აგვისტოს, 18:39 – 18:55 საათის შუალედში, თბილისში, სოფელ ფ-------–-–ი, ე-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკის შედეგად. ამდენად, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის შესაბამისად, სახეზეა არაერთგზისი დანაშაული.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება დ-----------–იძის მიერ ჩადენილი ქმედების ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის ფაქტი, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული კერძოდ, სასამართლოს დასკვნა დ-----------–იძის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მსჯავრდებულ დ-----------–იძის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას მოწმე სო------------------------------------ გამოკითხვის ოქმებს, დ-----------–იძის პირადი ჩხრეკის ოქმს და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთმტკიცებას, ქიმიური ექპსერტიზის N----------------- დასკვნას, 2015 წლის 27 ნოემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, 2017 წლის 07 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს.
მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. დ-----------–იძის პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით და დასტურდება, რომ დ-----------–იძეს 2018 წლის 1 აგვისტოს, 18:39 – 18:55 საათის შუალედში, თბილისში, სოფელ ფ-------–-–ი, ე-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა წითელი ქაღალდის 2 (ორი) ცალ ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერებები საერთო წონით - 0,2240 გრამი, სწორედ ქიმიური კვლევების საფუძველზე დადგინდა,რომ ამოღებული ნივთიერება წარმოადგენდა საერთო წონით 0,2240 გრამს და შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 0,0123 გრამის ოდენობით.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დ-----------–იძის მიერ ჩადენილია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად დანაშაულია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;
აღნიშნული დანაშაულის ობიექტია კონკრეტული პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. დანაშაულის საგანია მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალება, მისი ანალოგი ან პრეკურსორი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული ნივთიერების , მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებაში, შეძენაში ან შენახვაში პირადი მოხმარების მიზნით ან და ექიმის დანიშნულების გარეშე მათ უკანონო მოხმარებაში, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ; რაც შეეხება ნარკოლოგიური მოხმარების ფაქტს დგინდება ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე;
სუბიექტურ მხრივ განსახილველი დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით: პირს შეგნებული აქვს, რომ უკანონოდ ამზადებს, იძენს ან ინახავს კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას მცირე ოდენობით და სურს ეს, თანაც ამ შემთხვევაში მას უნდა ამოძრავებდეს სპეციალური მიზანი ამ ნივთიერებათა პირადი მოხმარება; ანდა შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე, დადგენილი წესის დაუცველად მოიხმარს ამ ნივთიერებას მცირე ოდენობით;
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა დ-----------–იძეს ნარკოლოგიური N7021427 დასკვნის თანახმად, 2018 წლის 1 აგვისტოს თბილისში, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ოპიუმის ჯგუფის უკანონო მოხმარების ფაქტი.გარდა ამისა,უდავო მტკიცებულებად ცნობილი გამომძიებელ სო--------------------------------------- გამოკითხვის ოქმების თანახმად დ-----------–იძე სავარაუდოდ იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ და მათი ინფორმაციით მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. დ-----------–იძე გადამოწმების მიზნით გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, სადაც დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ დ-----------–იძემ ჩაიდინა პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთ ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება და დ-----------–იძე გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განაჩენით) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. დ----- ბ----–--ეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 ივლისის განაჩენით) სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით; 2018 წლის 01 აგვისტოს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დ-----------–იძეს ლაბორატორიულად დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია დ-----------–იძის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებას, ჩადენილს ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ. საქართველოს სსსკ-ი 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. პალატას მიაჩნია, რომ დ-----------–იძის მიერ განხორციელებული ქმედებით -პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ სახეზეა, შესაბამისად დ-----------–იძე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ-----------–იძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე” ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დ-----------–იძის ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ-----------–იძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ის სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არის ის რომ, მან პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა დანაშაული და ეს მაშინ, როცა კონტროლს მის ყოფაქცევაზე ახორციელებდა პრობაციის სამსახური.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ დ-----------–იძის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ---------------–---ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემცირების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, კერძოდ დ-----------–იძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე” ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, დ-----------–იძეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა დ-----------–იძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 6 (ექვსი) წლის ვადით ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ-----------–იძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები (პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა დანაშაული) გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისთვის და მის მიმართ გამოყენებულმა სასჯელმა ვერ იქონია შემაკავებელი ხასიათი, პირიქით ჩაიდინა იგივე ხასიათის დანაშაული, რაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად მეტყველებს მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათზე და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის განსაკუთრებით მომეტებულ საზოგადოებრივ საფრთხეზე.
გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ დ-----------–იძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით;
ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ დ-----------–იძისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი, დ-----------–იძის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად,სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში დაყენებულ მეორე მოთხოვნას, რომ თავით ბალთიძის მიმართ 2018 წლის 23 ოქტომრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი, პალატის აზრით წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლით განსახილველ საკითხს.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; ნერწყვის ნიმუში და ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
დ-----------–იძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ,სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ დ-----------–იძის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ---------------–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3. დ-----------–იძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე” ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე” ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, დ-----------–იძეს სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს დ-----------–იძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 6 (ექვსი) წლის ვადით ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ-----------–იძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით;
4.დ-----------–იძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
5.დ-----------–იძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 4 ოქტომბრიდან;
6.დ-----------–იძეს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 1 აგვიტოდან 2018 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;
7.დ-----------–იძეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს;
8. ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; ნერწყვის ნიმუში და ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. ჯეირანაშვილი