განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210017002199466
საქმე №2ბ/5733-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ირაკლი ბონდარენკო
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ე-–--- გ----------ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ----- მ------ა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების და გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ----- მ------ას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ე-–--- გ----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე მ----- მ------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. მ--------–ი, ბ------------- ქ. N--, საკადასტრო კოდით: N------------ და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდა მოსარჩელე მ----- მ------ას.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით ე-–--- გ----------ის საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2017 წლის 5 დეკემბერს, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ----- მ------ამ მოპასუხე ე-–--- გ----------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2016 წლის 5 ოქტომბერს, მ----- მ------ას მიერ შეძენილი უქნა უძრავი ქონება მდებარე ქ. მ--------–ი, ბ------------- ქ. N--. აღნიშნულ ქონებას უკანონოდ ფლობს მოპასუხე ე-–--- გ----------ი და მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებს მას.
შესაბამისად მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ე-–--- გ----------ის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. მ--------–ი, ბ------------- ქ. N--, ს/კ 8----------- გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ მ----- მ------ას სარჩელის განსახილველად მიღების შემდეგ მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების ვალდებულება იკისრა მოსარჩელის წარმომადგენელმა ე---–--- კ------–--მ. 2018 წლის 05 იანვარს მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, გზავნილი ჩაბარდა პირადად მოპასუხე ე-–--- გ----------ს, 2017 წლის 26 დეკემბერს. მოპასუხეს შესაგებელის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღის ვადა. მოპასუხე ე-–--- გ----------ს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) უნდა წარმოედგინა სასამართლოში 2018 წლის 5 იანვრის ჩათვლით, მაგრამ მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი პასუხი (შესაგებელი) არ წარმოუდგენია. მოპასუხის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 8 იანვარს, შესაგებელის წარდგენისთვის განკუთვნილი ვადის გასვლიდან ერთი დღის დაგვიანებით. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 იანვრის განჩინებით, ე-–--- გ----------ის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი განუხილველად იქნა დატოვებული.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხეთა მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებელის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
-უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. მ--------–ი, ბ------------- ქ.N--, ს/კ N------------, რეგისტრირებულია მ----- მ------ას საკუთრების უფლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
-მ----- მ------ა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ვერ სარგებლობს, რადგან უძრავ ქონებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე ე-–--- გ----------ი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ისინი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებენ მოსარჩელის მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც, მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე, რომლის თანახმად, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
ამდენად, სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სარჩელში მითითებული დადასტურებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად სარჩელი დაკმაყოფილდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით 2018 წლის 1 ივნისს პირველი ინსტანციის სასამართლოს საჩივრით მიმართა მოპასუხე ე-–--- გ----------მა, რომელმაც მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საჩივრის ავტორის განმარტებით, ე-–--- გ----------ი არ ცხოვრობს ქ.მ--------–ში, ბ------------- ქ.N---ში. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა მოპასუხის ოჯახის წევრს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან, მითითებული პიროვნება არ წარმოადგენს მისი ოჯახის წევრს და შემდგომ მოპასუხეს არ გადასცემია სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები, რის გამოც მან ვერ შეძლო შესაგებელის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი ითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით საჩივრის ავტორის ე-–--- გ----------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებელის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული გარემოების არსებობისას. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებაა - ,,გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები’’.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებელის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ არასაპატიო მიზეზით სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელის წარმოუდგენლობისას სარჩელში მითითებული გარემოებები ითვლება დამტკიცებულად და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასკვნების გაკეთების მიზნით მტკიცებულებების გამოკვლევა არ ხდება. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები ჩაითვალა დამტკიცებულად და ვინაიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოებები, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო შესაგებელის წარმოდგენა იმის გამო, რომ გზავნილი ჩაბარდა სხვა პიროვნებას და მას არ გადასცემია. საქმეში წარმოდგენილია ჩაბარების დასტური, რომლის მიხედვითაც მოპასუხე ე-–--- გ----------ს პირადად ჩაბარდა სასამართლო გზავნილი 2017 წლის 26 დეკემბერს. ამასთან, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაშიც მითითებულია, რომ მოპასუხეს პირადად ჩაბარდა გზავნილი, საწინააღმდეგო გარემოებები საჩივრის ავტორის მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტმა მიუთითა, რომ არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, მოპასუხეს ე-–--- გ----------ს სარჩელი არ ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, კერძოდ მ----- მ------ას სარჩელი თანდართული მასალებით არ ჩაბარებია პირადად, რაც წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველს. ე-–--- გ----------ი ითხოვს გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ პროცესუალურ საფუძვლებზე, რომელთა გათვალისწინებითაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 3761-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებელის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
პალატას მიაჩნია, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ მ----- მ------ას სარჩელის განსახილველად მიღების შემდეგ, მოპასუხისთვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების ვალდებულება იკისრა მოსარჩელის წარმომადგენელმა ე---–--- კ------–--მ, რომელმაც 2018 წლის 5 იანვარს წარმოადგინა მოპასუხისთვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება. საფოსტო შეტყობინებით ირკვევა, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული მასალების ასლი) ადრესატს ე-–--- გ----------ს ჩაბარდა პირადად 2018 წლის 26 დეკემბერს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. (იხ. ტომი 1, ს.ფ.41) მოპასუხეს, მისთვის შესაგებელის წარმოსადგენად განსაზღვრულ 10 დღის ვადაში წერილობითი პასუხი (შესაგებელი) არ წარმოუდგენია, ამასთანავე არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. მოპასუხე ე-–--- გ----------მა შესაგებელი წარმოადგინა მხოლოდ 2018 წლის 8 იანვარს. საქმეზე დართული (ს.ფ. 53) საფოსტო კონვერტზე არსებული საფოსტო შტამპით ირკვევა, რომ გზავნილი ფოსტაში მოთავსდა 2018 წლის 6 იანვარს, ანუ შესაგებელის წარდგენისათვის განკუთვნილი ვადის გასვლიდან ერთი დღის დაგვიანებით. ამის გათვალისწინებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ 2018 წლის 13 იანვრის განჩინებით მოპასუხე ე-–--- გ----------ის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი დატოვა განუხილველად.
ასევე დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ----- მ------ას სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ე-–--- გ----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელე მ----- მ------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. მ--------–ი, ბ------------- ქ. N--, საკადასტრო კოდით: N------------ და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდა მოსარჩელე მ----- მ------ას.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით, ე-–--- გ----------ის საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, ასევე, ის ფაქტი, რომ მოპასუხე ე-–--- გ----------ისთვის სასამართლო გზავნილი (მ----- მ------ას სარჩელის და თანდართული მასალების ასლი) ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესების დარღვევით.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ე-–--- გ----------ის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზების არსებობა.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა განმარტავს, რომ მხარეს შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ე-–--- გ----------ის საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობების არარსებობის შესახებ, რაც აისახა სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებაში.
პალატა აგრეთვე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ მოპასუხე ე-–--- გ----------ს განსაზღვრულ ვადაში შესაგებელის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების არსებობის შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის, ხოლო მხარის მტკიცებამ, რომ შესაგებელის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო მის მიერ სასამართლო გზავნილის პირადად ჩაუბარებლობით, ვერ ჰპოვა სათანადო წესით დადასტურება, შესაბამისად ვერ იქნება გაზიარებული. მით უფრო, რომ საქმის მასალებით ცალსახად დადასტურებულია საწინააღმდეგო მდგომარეობა, კერძოდ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული მასალები) მოპასუხეს ე-–--- გ----------ს ჩაბარდა პირადად 2018 წლის 26 დეკემბერს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაბუთებულად არ გაიზიარა საჩივარში საპატიო მიზეზად მითითებული გარემოებები, რომლებიც ეხებოდა მოპასუხის მიერ შესაგებელის წარმოუდგენლობას.
როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
როგორც მითითებული ნორმიდან, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით კანონიერად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. მ--------–ი, ბ------------- ქ.N--, ს/კ N------------, რეგისტრირებულია მ----- მ------ას საკუთრების უფლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
- მ----- მ------ა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ვერ სარგებლობს, რადგან უძრავ ქონებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე ე-–--- გ----------ი.
სააპელაციო პალატა იზიარებს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლით და სარჩელი დააკმაყოფილა.
4.5. განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. მ--------–ი, ბ------------- (კე–------–ის) ქ. N-- მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №------------) მესაკუთრეა მ----- მ------ა (პირადი ნომერი 2----------); უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ. 30-31).
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ნივთს ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტის მითითება მასზედ, რომ მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე წლების წინ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რის გამოც წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელს, ვერ ჩაითვლება უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელ გარემოებად, აგრეთვე მესაკუთრის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის არამართლზომიერი მფლობელისაგან გამოთხოვის დამაბრკოლებელ წინაპირობას არ წარმოადგენს, ვინაიდან ქონებაზე უფელბის წარმოშობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელემ ქ. მ--------–ი, ბ------------- ქ (კე–------–ის) ქ. N---ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მოიპოვა 05.10.2016 წელს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ამდენად, აპელანტმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე შემთხვევას, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა განსაზღვრულ ვადაში შესაგებელის წარმოუდგენლობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტი ე-–--- გ----------ის მიერ სააპელაციო საჩივარზე, რომლის ღირებულება შეადგენს 4000 ლარს, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 160 (ას სამოცი) ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული დავა აღძრულია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით (ვინდიკაციური სარჩელი), შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ პუნქტის და 39-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხა შეადგენს 80 (ოთხმოცი) ლარს, ამიტომ აპელანტს ე-–--- გ----------ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 80 ლარი. ხოლო, ვინაიდან აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80 (ოთხმოცი) ლარი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–--- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; და ამავე საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. აპელანტის ე-–--- გ----------ის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი 80 (ოთხმოცი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. აპელანტს ე-–--- გ----------ს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,ტ---------“, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, საკრედიტო საგადახდო დავალება N1, თარიღი - 15.10.2018).
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32) მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო