განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2018
საქმის ნომერი
330100114448513
ინსტანცია
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100114448513

საქმე №1ბ/684-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

ლევან თევზაძე

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: გი----------------ს და ქეთ-----------ს

ადვოკატების: გი----------------–---–-ს, ბე--------–---ს, ირ----------–---ს

მსჯავრდებულების: ალ------------–---–-ს, და-------–-----ს, და---------–----ს

გამართლებულის: დი--------------ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულების: გი-------------–---ს, გი---------------ს

მონაწილეობის გარეშე,საქართველოს მ---------------------------------------------–--–------------------------------------–------------------–--- პროკურორების გი----------------ს და ქეთ-----------ს, ასევე, მსჯავრდებულ გი-------------–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ბე--------–---ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გი---------------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N5----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------–-----–----------------- (ძებნილი); დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

გი-------------–---ს მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ------–-----–--------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------------------------- დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

და-------–-----ს მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–----------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ალ------------–---–-ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.------–----------------------–---------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

და---------–----ს მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ------–-------------–---–---------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------–------------------- დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დი--------------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------------; გამართლებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:

გი---------------ს ბრალი წარედგინა მასში, რომ ჩაიდინა გაფლანგვა, ესე იგი, პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში მყოფი სხვისი ნივთის დიდი ოდენობით გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

გი-------------–---ს ბრალი წარედგინა მასში, რომ ჩაიდინა გაფლანგვა, ესე იგი პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში მყოფი სხვისი ნივთის დიდი ოდენობით გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით.

და-------–-----ს ბრალი წარედგინა მასში, რომ ჩაიდინა გაფლანგვა, ესე იგი პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში მყოფი სხვისი ნივთის დიდი ოდენობით გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

ალ------------–---–ს ბრალი წარედგინა მასში, რომ ჩაიდინა გაფლანგვა, ესე იგი პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში მყოფი სხვისი ნივთის დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

და---------–---ს ბრალი წარედგინა მასში, რომ ჩაიდინა გაფლანგვა, ესე იგი პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში მყოფი სხვისი ნივთის დიდი ოდენობით გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

დი--------------ს ბრალი წარედგინა მასში, რომ ჩაიდინა გაფლანგვაში დახმარება, ესე იგი პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში მყოფი სხვისი ნივთის დიდი ოდენობით გაფლანგვაში დახმარება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით.

მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2010 წლის 16 ივლისს, ქ.თბილისის მთავრობის N--------- დადგენილებით ქ.თბილისის მერიამ ერთპიროვნულად დააფუძნა ააიპ „-----–------------------------------ რომლის ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს ქ.თბილისის ტერიტორიაზე ისტორიული და სხვა მნიშვნელოვანი შენობების რეაბილიტაცია-გამაგრების მიზნით სტრატეგიის შემუშავება, მისი განხორციელების ხელშეწყობა და შესრულებაზე კონტროლი. ამ მიზნით ცენტრალური და ადგილობრივი (ქ.თბილისის მერია) ბიუჯეტიდან ფონდს გამოეყო თანხები, რომელთა ხარჯვის მიზნობრიობაზე, წესდების მიხედვით, ფონდის ხელმძღვანელობა ანგარიშვალდებულია ქ.თბილისის მერიის, როგორც დამფუძნებლის წინაშე.

ააიპ „-----–------------------------------ საქმიანობის ზედამხედველობას უწევს ფონდის გამგეობა, რომლის წევრებიც იმავდროულად შედიოდნენ ქ.თბილისის მთავრობის შემადგენლობაში. ფონდის გამგეობამ, ფონდის თავმჯდომარესთან ერთად კონტროლი უნდა განახორციელოს ფონდის ფინანსური სახსრების მიზნობრივ განკარგვასა და ქონების დაცვაზე.

2010 წლის 16 ივლისიდან 2012 წლის 16 ოქტომბრამდე ფონდის თავმჯდომარე იყო გი---------------.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული წინასაარჩევნო პარტიული ხარჯები ააიპ „-----–------------------------------ მეშვეობით ქ.თბილისის მერიის საბიუჯეტო სახსრებით უკანონოდ არაერთხელ დაფინანსების მიზნით, ქ.თბილისის მერმა (მთავრობის თავმჯდომარე) და ამავდროულად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,------------–------–------------------- თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ - გი-------------–---მ, ააიპ „-----–------------------------------ თავმჯდომარემ - გი---------------მ, ქ. თბილისის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსმა - ალ------------–---–მა, რომელიც ამავდროულად იყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „------------–------–------------------- ქ. თბილისის საორგანიზაციო მდივანი, ქ.თბილისის მერის მოადგილემ - და-------–-----მ, 2011 წლის შემოდგომაზე დაგეგმეს და შემდგომ რიგი თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების მონაწილეობით შექმნეს ორგანიზებული ჯგუფი. ჯგუფის წევრები წინასწარი შეთანხმებით, ერთიანი მიზნით, ურთიერთშეთანხმებული მოქმედებებით, მოახდენდნენ ქ.თბილისის მერიის საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას - „------------–------–------------------- წინასაარჩევნო სხვადასხვა საჭიროებებში გახარჯვას. ამ მიზნით აღნიშნულმა პირებმა ორგანიზებულ ჯგუფში გარდა ქ.თბილისის მერიისა და ადგილობრივი გამგეობების სხვა თანამშრომლებისა ჩართეს ძველი თბილისის რაიონის გამგებელი და ფონდის გამგეობის წევრი - და---------–---- (პოლიტიკური პარტიის მ---–------- რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე) და ძველი თბილისის რაიონის გამგებლის მოადგილე - დი-------------- („------------–------–------------------- მ---–------- რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი).

ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, 2011 წლის აგვისტოდან 2011 წლის დეკემბრამდე, ქ.თბილისის მერის - გი-------------–---ს გადაწყვეტილებითა და ქალაქის მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, სს „-–-------------–-- ააიპ „-----–------------------------------ ანგარიშებზე წინასაარჩევნო პარტიული ხარჯების დაფარვის მიზნით აკუმულირებული იქნა 100 000 000 ლარი.

აღნიშნულის შემდგომ ქ. თბილისის მერის გი-------------–---ს დავალებით, ააიპ „-----–------------------------------ თავმჯდომარემ გი---------------მ 2011 წლის 9 ნოემბერს წერილობით მიმართა სს „ლ-----------------აიპ „-----–------------------------------ შენობის კვლევის 719 სპეციალისტისათვის პლასტიკური სახელფასო ბარათების დამზადების თხოვნით, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „------------–------–---------------------------- დამზადებული პლასტიკური ბარათები, რომლებზეც სხვადასხვა დროს ააიპ „-----–------------------------------ მეშვეობით უკანონოდ ირიცხებოდა ქ. თბილისის მერიის საბიუჯეტო თანხები, გი---------------მ თავის მხრივ გადასცა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრს - ალ------------–---–ს, რომელიც ქ.თბილისის მასშტაბით უზრუნველყოფდა წინასაარჩევნო პროცესის დროს „------------–------–------------------- რაიონული ორგანიზაციებისათვის ფულადი სახსრების განაწილებას. ალ------------–---–მა პლასტიკური ბარათები გადაანაწილა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „------------–------–------------------- ქ. თბილისის 10 რაიონულ ორგანიზაციაზე, მათ შორის გადასცა ამავე პარტიის მ---–------- რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და---------–---ს, რომელმაც თავის მხრივ მ---–------- რაიონული ორგანიზაციის პარტიული აქტივის დაფინანსებისათვის განკუთვნილი ბარათების ნაწილი გადასცა თავის მოადგილეს - დი--------------ს.

თბილისის მასშტაბით გადანაწილებული პლასტიკური ბარათებიდან ყოველთვიურად ფარულად თანხები გამოჰქონდათ უშუალოდ ალ------------–---–ს, და---------–---ს, დი--------------ს, წინასწარ შერჩეულ ნდობით აღჭურვილ ქ.თბილისის მერიისა და ადგილობრივი გამგეობების თანამშრომლებსა და სხვა პირებს, რომლებიც ბანკომატებიდან აღებულ თანხას წინასაარჩევნოდ გაწეული სამუშაოების სანაცვლოდ ხელფასის სახით ურიგებდნენ „------------–------–------------------- პარტიულ აქტივისტებს - 719 უბნის უფროსსა და დაახლოებით 20 000 მიკრო კოორდინატორს ისე, რომ თავად ბარათის რეალურ მესაკუთრეთათვის არაფერი იყო ცნობილი თანხის წარმომავლობის თაობაზე.

2011 წლის ნოემბრიდან - 2012 წლის ივნისის ჩათვლით დასახელებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ პარტიული ინტერესებისათვის მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ქ.თბილისის მერიის კუთვნილი საბიუჯეტო სახსრები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, 13 852 497 ლარი. მას შემდეგ, რაც ააიპ „-----–---------------------------–-- ფიქტიურად დასაქმებულ ე.წ. „შენობების კვლევის სპეციალისტთა“ მიერ მიღებული შემოსავალი მიუახლოვდა 40 000 ლარს, საიდანაც დგება ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება და შესაბამისად, ბარათების რეალური მესაკუთრეებისათვის ცნობილი გახდებოდა დანაშაულებრივი სქემის შესახებ, ქ.თბილისის მერისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „------------–------–------------------- თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის, გი-------------–---ს ბრძანებით გადაწყდა, რომ აღარ მომხდარიყო პლასტიკურ ბარათებზე თანხის ჩარიცხვა და პარტიული აქტივის დაფინანსება გაგრძელებულიყო ფონდის ანგარიშიდან გამოტანილი ნაღდი ფულით.

აღნიშნული მიზნით, 2012 წლის 16 ივნისიდან 2012 წლის 03 ოქტომბრის ჩათვლით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა - ქ. თბილისის მერის მოადგილე და-------–-----მ და ააიპ „-----–------------------------------ თავმჯდომარე გი---------------მ, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, საინკასაციო მომსახურების გარეშე, და-------–-----ს სამსახურებრივი ავტომანქანით, ააიპ „-----–------------------------------ სს „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშებიდან შესაბამისი მიზნობრიობის მითითების გარეშე, საბანკო ჩეკების საშუალებით ნაღდი ფულის სახით შვიდჯერ გაიტანეს ჯამში 34 328 463 ლარი. გამოტანილი თანხა ალ------------–---–-ს მეშვეობით 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე, კოორდინატორების რაოდენობის მიხედვით ეტაპობრივად ხელზე გადაეცემოდა პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, მათ შორის და---------–---სა და დი--------------ს, ხოლო მათი მეშვეობით უშუალოდ პარტიულ აქტივისტებს.

ამავდროულად, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით ჯგუფის წევრები, და-------–----- და გი--------------- დაუკავშირდნენ შპს „-----------------------–------------------- წარმომადგენელ - თ----------–-------- რა დროსაც შეთანხმდნენ მომსახურების დეტალებსა და ფასზე, რაც მიზნად ისახავდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „------------–------–------------------- ხელმძღვანელი პირების წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში მხარდამჭერებთან შეხვედრებისას მათ საკვებით გამასპინძლებას. 2012 წლის თებერვლიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით გი---------------მ და-------–-----სთან შეთანხმებით შპს „------------------------–--------------------- ააიპ „-----–------------------------------ სახელით გააფორმა ხელშეკრულებები ფურშეტის ორგანიზების თაობაზე, რის შედეგადაც 2012 წლის თებერვლიდან 2012 წლის ივლისის ჩათვლით ფონდის სახსრებით მართლსაწინააღმდეგოდ დაფინანსდა „------------–------–------------------- წინასაარჩევნო კამპანია და პარტიის ლიდერების შეხვედრები მათ მხარდამჭერებთან.

ამ გზით, გი---------------სა და და-------–-----ს მიერ 2012 წლის თებერვლიდან 2012 წლის ივლისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ქ.თბილისის მერიის კუთვნილი საბიუჯეტო სახსრები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, 719 862 ლარი.

2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით ააიპ „-----–------------------------------ თავმჯდომარის - გი---------------სა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების მიერ, პარტიული ინტერესებისათვის, მთლიანობაში მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ქ. თბილისის მერიის კუთვნილი საბიუჯეტო სახსრები, დიდი ოდენობით თანხა 48 900 822 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით:

გი---------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებიდან ამოირიცხა მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

გი--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლის ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 1(ერთი)წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

გი---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ავდის ათვლა განესაზღვრა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

გი-------------–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 333 -ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გი-------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 8(რვა)თვის ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 8(რვა)თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, გი-------------–---ს ¼-ით შეუმცირდა როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 3(სამი)თვის ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

საქარათველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, გი-------------–---ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი სრულად შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 იანვრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 1(ერთი)წლით 3(სამი)თვით და 22(ოცდაორი)დღით თავისუფლების აღკვეთამ და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულმა სასჯელმა 6(ექვსი)თვით სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევამ და საბოლოოდ, გი-------------–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1(ერთი)წლით 3(სამი)თვით და 22(ოცდაორი)დღით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით 6(ექვსი)თვით სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა..

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გი-------------–---ს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 06 იანვრის განაჩენით მთლიანად მოხდილი სასჯელი.

და-------–-----ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

და-------–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის, 6(ექვსი)თვის და 20(ოცი)დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 8(რვა)თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, და-------–-----ს ¼-ით შეუმცირდა, როგორც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის, ასევე პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი და დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 2(ორი)თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე 1(ერთი)წლის და 2(ორი)თვის გამოსაცდელი ვადით. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

და-------–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2013 წლის 27 ივნისიდან - 2013 წლის 26 ივლისის ჩათვლით და 2017 წლის 29 დეკემბერი.

ალ------------–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ალ------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის, 6(ექვსი)თვის და 20(ოცი)დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 8(რვა)თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ალ------------–---–ს ¼-ით შეუმცირდა, როგორც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის, ასევე პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი და დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 2(ორი)თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე, 1(ერთი)წლის და 2(ორი)თვის გამოსაცდელი ვადით. ასევე დამატებითი სასჯელის სახით 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ალ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2013 წლის 27 ივნისიდან - 2013 წლის 26 ივლისის ჩათვლით და 2017 წლის 11 ივლისი.

და---------–----ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

და---------–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის, 6(ექვსი)თვის და 20(ოცი)დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 8(რვა)თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, და---------–---ს ¼-ით შეუმცირდა როგორც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის, ასევე პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი და დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 2(ორი)თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე, 1(ერთი)წლის და 2(ორი)თვის გამოსაცდელი ვადით. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

და---------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2013 წლის 27 ივნისიდან - 2013 წლის 26 ივლისის ჩათვლით.

დი-------------- საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გი---------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა გაფლანგვა, ესე იგი პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში მყოფი სხვისი ნივთის დიდი ოდენობით გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

გი-------------–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

და-------–-----ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ალ------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

და---------–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2010 წლის 16 ივლისს, ქ. თბილისის მთავრობის N--------- დადგენილებით ქ.თბილისის მერიამ ერთპიროვნულად დააფუძნა ააიპ „-----–------------------------------ რომლის ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის ტერიტორიაზე ისტორიული და სხვა მნიშვნელოვანი შენობების რეაბილიტაცია-გამაგრების მიზნით სტრატეგიის შემუშავება, მისი განხორციელების ხელშეწყობა და შესრულებაზე კონტროლი. ამ მიზნით ცენტრალური და ადგილობრივი (ქ. თბილისის მერია) ბიუჯეტიდან ფონდს გამოეყო თანხები, რომელთა ხარჯვის მიზნობრიობაზე, წესდების მიხედვით, ფონდის ხელმძღვანელობა ანგარიშვალდებულია ქ. თბილისის მერიის, როგორც დამფუძნებლის წინაშე.

ააიპ „-----–------------------------------ საქმიანობის ზედამხედველობას უწევს ფონდის გამგეობა, რომლის წევრებიც იმავდროულად შედიოდნენ ქ. თბილისის მთავრობის შემადგენლობაში. ფონდის გამგეობამ, ფონდის თავმჯდომარესთან ერთად კონტროლი უნდა განახორციელოს ფონდის ფინანსური სახსრების მიზნობრივ განკარგვასა და ქონების დაცვაზე.

2010 წლის 16 ივლისიდან 2012 წლის 16 ოქტომბრამდე ფონდის თავმჯდომარე იყო გი---------------.

2011 წლის აგვისტოდან 2011 წლის დეკემბრამდე, ქ. თბილისის მერის - გი-------------–---ს გადაწყვეტილებითა და ქალაქის მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, სს „-–-------------–-- ააიპ „-----–------------------------------ ანგარიშებზე წინასაარჩევნო პარტიული ხარჯების დაფარვის მიზნით აკუმულირებული იქნა 100 000 000 ლარი.

აღნიშნულის შემდგომ ქ. თბილისის მერის - გი-------------–---ს დავალებით, ააიპ „-----–------------------------------ თავმჯდომარემ - გი---------------მ 2011 წლის 9 ნოემბერს წერილობით მიმართა სს „ლ-----------------აიპ „-----–------------------------------ შენობის კვლევის 719 სპეციალისტისათვის პლასტიკური სახელფასო ბარათების დამზადების თხოვნით, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „------------–------–---------------------------- დამზადებული პლასტიკური ბარათები, რომლებზეც სხვადასხვა დროს ააიპ „-----–------------------------------ მეშვეობით უკანონოდ ირიცხებოდა თანხები, გი---------------მ თავის მხრივ გადასცა ალ------------–---–ს, რომელიც ქ. თბილისის მასშტაბით უზრუნველყოფდა წინასაარჩევნო პროცესის დროს „------------–------–------------------- რაიონული ორგანიზაციებისათვის ფულადი სახსრების განაწილებას. ალ------------–---–მა პლასტიკური ბარათები გადაანაწილა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „------------–------–------------------- ქ. თბილისის 10 რაიონულ ორგანიზაციაზე, მათ შორის გადასცა ამავე პარტიის მ---–------- რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და---------–---ს, რომელმაც თავის მხრივ მ---–------- რაიონული ორგანიზაციის პარტიული აქტივის დაფინანსებისათვის განკუთვნილი ბარათების ნაწილი გადასცა თავის მოადგილეს - დი--------------ს.

თბილისის მასშტაბით გადანაწილებული პლასტიკური ბარათებიდან ყოველთვიურად ფარულად თანხები გამოჰქონდათ უშუალოდ ალ------------–---–ს, და---------–---ს, დი--------------ს, წინასწარ შერჩეულ ნდობით აღჭურვილ ქ. თბილისის მერიისა და ადგილობრივი გამგეობების თანამშრომლებსა და სხვა პირებს, რომლებიც ბანკომატებიდან აღებულ თანხას წინასაარჩევნოდ გაწეული სამუშაოების სანაცვლოდ ხელფასის სახით ურიგებდნენ „------------–------–------------------- პარტიულ აქტივისტებს - 719 უბნის უფროსსა და დაახლოებით 20 000 მიკრო კოორდინატორს ისე, რომ თავად ბარათის რეალურ მესაკუთრეთათვის არაფერი იყო ცნობილი თანხის წარმომავლობის თაობაზე.

2011 წლის ნოემბრიდან - 2012 წლის ივნისის ჩათვლით გი---------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, 13 852 497 ლარი. მას შემდეგ, რაც ააიპ „-----–---------------------------–-- ფიქტიურად დასაქმებულ ე.წ. „შენობების კვლევის სპეციალისტთა“ მიერ მიღებული შემოსავალი მიუახლოვდა 40 000 ლარს, საიდანაც დგება ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება და შესაბამისად ბარათების რეალური მესაკუთრეებისათვის ცნობილი გახდებოდა დანაშაულებრივი სქემის შესახებ, ქ. თბილისის მერისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „------------–------–------------------- თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის, გი-------------–---ს ბრძანებით გადაწყდა, რომ აღარ მომხდარიყო პლასტიკურ ბარათებზე თანხის ჩარიცხვა და პარტიული აქტივის დაფინანსება გაგრძელებულიყო ფონდის ანგარიშიდან გამოტანილი ნაღდი ფულით.

აღნიშნული მიზნით, 2012 წლის 16 ივნისიდან 2012 წლის 03 ოქტომბრის ჩათვლით, ქ.თბილისის მერის მოადგილე და-------–-----მ და ააიპ „-----–------------------------------ თავმჯდომარე გი---------------მ, საინკასაციო მომსახურების გარეშე, და-------–-----ს სამსახურებრივი ავტომანქანით, ააიპ „-----–------------------------------ სს „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშებიდან შესაბამისი მიზნობრიობის მითითების გარეშე, საბანკო ჩეკების საშუალებით ნაღდი ფულის სახით გაიტანეს ჯამში 34 328 463 ლარი. გამოტანილი თანხა ალ------------–---–-ს მეშვეობით 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე, კოორდინატორების რაოდენობის მიხედვით ეტაპობრივად ხელზე გადაეცემოდა პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, მათ შორის და---------–---სა და დი--------------ს, ხოლო მათი მეშვეობით უშუალოდ პარტიულ აქტივისტებს.

ამავდროულად, და-------–----- და გი--------------- დაუკავშირდნენ შპს „-----------------------–------------------- წარმომადგენელ - თ----------–-------- რა დროსაც შეთანხმდნენ მომსახურების დეტალებსა და ფასზე, რაც მიზნად ისახავდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „------------–------–------------------- ხელმძღვანელი პირების წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში მხარდამჭერებთან შეხვედრებისას მათ საკვებით გამასპინძლებას. 2012 წლის თებერვლიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით გი---------------მ და-------–-----სთან შეთანხმებით შპს „------------------------–--------------------- ააიპ „-----–------------------------------ სახელით გააფორმა ხელშეკრულებები ფურშეტის ორგანიზების თაობაზე, რის შედეგადაც 2012 წლის თებერვლიდან 2012 წლის ივლისის ჩათვლით ფონდის სახსრებით მართლსაწინააღმდეგოდ დაფინანსდა „------------–------–------------------- წინასაარჩევნო კამპანია და პარტიის ლიდერების შეხვედრები მათ მხარდამჭერებთან.

ამ გზით გი---------------ს მიერ 2012 წლის თებერვლიდან 2012 წლის ივლისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ფონდში გადარიცხული დიდი ოდენობით ფულადი თანხა, 719 862 ლარი.

2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით ააიპ „-----–------------------------------ თავმჯდომარის - გი---------------ს მიერ მთლიანობაში მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა დიდი ოდენობით თანხა 48 900 822 ლარი.

2011 წლის ნოემბრიდან - 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით ქალაქ თბილისის მერის - გი-------------–---სა და სხვა პირების მიერ პარტიული ინტერესებისათვის, მთლიანობაში მართლსაწინააღმდეგოდ დაიხარჯა ააიპ „-----–---------------------------–--, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა 48 180 960 ლარის ოდენობით, რითაც მათ გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დი-------------- წარდგენილ ბრალდებაში - უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა დი--------------ს მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მ---------------------------------------------–--–------------------------------------–------------------–--- პროკურორებმა გ------------------ და ქეთ-----------მ, ასევე, მსჯავრდებულ გი-------------–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბე--------–---მ.

ბრალდების მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა. გი-------------–---ს, და-------–-----ს, გი---------------ს და და---------–----ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; ალ------------–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; დი--------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა. ასევე, სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა და გი-------------–---ს მიმართ გირაოს სახით შეფარდებული თანხის ამოღების მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნ-------–---- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ------–-----–----------------–--–--------------–-----------–--------------------------------–----------------------------------------------------- აღსასრულებლად მიქცევა.

მსჯავრდებულ გი-------------–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა გი-------------–---ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

მსჯავრდებულებმა: ალ------------–---–მა, და-------–-----მ, და---------–---მა, ასევე გამართლებულმა დი--------------მ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1.აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გი---------------ს, გი-------------–---ს, და-------–-----ს, ალ------------–---–-ს, და---------–----ს და დი--------------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. შესაბამისი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების თანახმად, ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტის ხარჯვას აკონტროლებდა სწორედ ქალაქის მერი, 2011-2012 წლებში გი-------------–---. გარდა აღნიშნულისა, გი-------------–---ს მოადგილის - მოწმე ტარ---–---------–---–-ს ჩვენებითაც დადგენილია, რომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების განკარგვა აუცილებლად თანხმდებოდა თბილისის მერთან. ამავდროულად, მოწმეების ნი----------------ის, მე-------------ს და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების ჩვენებებით დადგენილია, რომ პარტიულ საქმიანობაში საკადრო პოლიტიკასთან და თანხების განკარგვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებდა გი-------------–---, როგორც პოლიტიკური გაერთიანება „------------–------–------------------- საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე. რაც შეეხება უშუალოდ ქალაქ თბილისის მერიის საბიუჯეტო თანხით პარტიული აქტივის დაფინანსებას, ორგანიზებული ჯგუფის წევრების: გი-------------–---ს, გი---------------ს, და-------–-----ს, და---------–----ს და ალ------------–---–-ს მონაწილეობით, 2011 წლის აგვისტოდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით, ქ.თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურების საბიუჯეტო კოდზე არსებული 100 000 000 ლარი გადატანილი იქნა ააიპ „-----–------------------------------ ანგარიშზე. თანხის გადატანას საფუძვლად დაედო ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებები. გი-------------–---, და-------–-----, ალ------------–---–- და და---------–---- იყვნენ მთავრობის წევრები და სწორედ მათი მონაწილეობითაა მიღებული გადაწყვეტილებები საბიუჯეტო სახსრების ააიპ „-----–------------------------------ ანგარიშზე გადატანის თაობაზე. აღნიშნული დადასტურებულია სასამართლოზე გამოკვლეული მთავრობის სხდომის ოქმებითა და მთავრობის დადგენილებებით. თანხა ფონდის ანგარიშზე გადატანილი იქნა ყოველგვარი დასაბუთების, მიზნობრიობისა და ხარჯთაღრიცხვის ამსახველი დოკუმენტაციის გარეშე. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ფონდს მოცემულ პერიოდში ძვირადღირებული პროექტი ან პროგრამა არ განუხორციელებია და არც გეგმაში ჰქონდა. გაფლანგვის მიზანს ასევე ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ააიპ „-----–------------------------------ მომსახურე ბანკი იყო სს „საქართველოს ბანკი“, თუმცა ფონდისათვის გამოყოფილი თანხა - 100 000 000 ლარი გადაირიცხა სს „ლიბერთის ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე. ზემოაღნიშნული ქმედებების განხორციელებას და ასევე გი-------------–---ს მიერ პარტიული აქტივისათვის ხელფასების გაზრდის დაპირებას ადგილი ჰქონდა 2011 წლის ზაფხულიდან, რაც პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მომზადდა წინაპირობები დანაშაულებრივი სქემის სისრულეში მოსაყვანად და ააიპ „თბილისის განვითრების ფონდის“ სახსრებიდან პარტიულ აქტივზე ხელფასების გასაცემად. სასამართლო განხილვის დროს დადგინდა, რომ ააიპ „-----–---------------------------–-- „------------–------–------------------- უბნის უფროსებს არ უმუშავიათ და მათი „შენობის კვლევის სპეციალისტებად“ გაფორმება მხოლოდ და მხოლოდ ფიქტიურ ხასიათს ატარებდა. აღნიშნულს ასევე ადასტურებს ის გარემოებები, რომ ფონდის მიერ არ გადახდილა გაცემულ ხელფასზე საშემოსავლო გადასახადი; ფონდში მათ დასაქმებასთან და მუშაობასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის დოკუმენტი; როდესაც უბნის უფროსების სახელზე დარიცხული თანხა მიუახლოვდა 40 000 ლარს და დადგა სავალდებულო წესით ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გადახდის აუცილებლობა, ხელფასების გაცემა გაგრძელდა ფონდიდან ნაღდი ანგარიშსწორებით გამოტანილი თანხით, რადგან უბნის უფროსებს არ გაეგოთ მათი ფონდში დასაქმების და მათ სახელზე დიდი ოდენობით თანხების გაცემის თაობაზე. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ აღნიშნულ პირებზე გაცემული პლასტიკური ბარათები გი---------------მ გადასცა ალ------------–---–ს. ალ------------–---–- კი ქ.თბილისის მერიაში, საკუთარ სამუშაო ოთახში არიგებდა უბნის უფროსების სახელზე დამზადებულ პლასტიკურ ბარათებს. ასევე, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები მკაცრად გააფრთხილეს არ გაემჟღავნებინათ პლასტიკური ბარათების არსებობა. მათი არსებობის საიდუმლოდ შენახვა ემსახურებოდა მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის დეტალების დაფარვას, ვინაიდან ამ ფაქტის გახმაურება გამოიწვევდა მათ მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის გამოაშკარავებას. მოწმე ტ.ხ-------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ შემდგომ პერიოდში ფონდიდან ნაღდი ანგარიშსწორებით გამოტანილი თანხით პარტიულ აქტივზე ხელფასების გაცემის საკითხი შეთანხმდა გი-------------–---სთან, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება.

ასევე, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ და-------–-----ს და გი---------------ს ერთობლივი მოქმედებით ააიპ „-----–--------------------------------- უკანონოდ დაფინანსდა პოლიტიკური პარტია „------------–------–------------------- ლიდერების მხარდამჭერებთან შეხვედრებისას ფურშეტით გამასპინძლება. რაშიც გაიფლანგა ქ.თბილისის მერიის კუთვნილი საბიუჯეტო სახსრები - 719 862 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია თ.--–------ს ჩვენებითა და ფონდიდან ამოღებული დოკუმენტაციით. ამდენად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით გაფლანგვის ჩადენის ფაქტს ადასტურებს მონაწილე პირთა ზემოაღნიშნული მოქმედებები და ასევე ის ფაქტი, რომ 2011-2012 წლებში ქ.თბილისის მერი, მერის მოადგილე, ქ.თბილისის მთავრობა, ფონდის თავმჯდომარე და ფონდის გამგეობა შეთანხმებულად, კანონით დადგენილი წესის მიუხედავად, არ აკონტროლებს ფონდის მიერ გაწეული ხარჯის მიზნობრიობას. მერიაში არ წარმოდგენილა ფონდის საქმიანობისა შესახებ ინფორმაცია, ფინანსური და სხვა სახის ანგარიშები. ამასთან, მერიაში ააიპ „-----–------------------------------ ზედამხედველობის ან მის საქმიანობაზე კონტროლის თაობაზე რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტი მიღებული არ არის. ფონდის საქმიანობის უკონტროლოდ დატოვება კი აისახება მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის შენიღბვით. რაც შეეხება დი--------------ს ქმედებას, ბრალდებას დადასტურებულად მიაჩნია, რომ დი--------------ს ააიპ „-----–---------------------------–-- შენობის კვლევის სპეციალისტებად გაფორმებული 33 პირის სახელზე დამზადებული სახელფასე პლასტიკური ბარათებით, ბანკომატიდან გამოჰქონდა თანხა, რითაც დასტურდება მის მიერ გაფლანგვაში ორგანიზებული ჯგუფის დახმარების ფაქტი.

ბრალდების მხარე ასევე აპელირებს, რომ როგორც გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის დასრულების თარიღი არის 2012 წლის 3 ოქტომბერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის განსაზღვრისას არ უნდა გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ შეფასებებს და არგუმენტაციებს, ვინაიდან ისინი არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის უდაოდ მიჩნეული მოწმეთა ჩვენებებით, ექპერტიზის დასკვნებით, რევიზიის ცნობით, ფოტო-ვიდეო მასალით დადგენილად მიიჩნია, რომ ააიპ ,------–--------------------------------- ხელმძღვანელს გი---------------ს მიერ, რომელიც იყო წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მოხდა სს ,,ლიბერთი ბანკში“ 719 პირზე პლასტიკური ბარათების დამზადება; 719 პირს ფონდში, როგორც შენობის კვლევის სპეციალისტებს, არასდროს უმუშავიათ; 2011 წლის აგვისტოდან 2011 წლის დეკემბრამდე ფონდის ანგარიშზე აკუმულირებული იქნა თანხა 100 000 000 ლარი, საიდანაც ხდებოდა პლასტიკურ ბარათებზე თანხების დარიცხვა; პლასტიკური ბარათებიდან გამოტანილი თანხები ურიგდებოდათ ამ პირებს, პარტია ,,------------–------–------------------- სასარგებლოდ შესრულებულ სამუშაოებში და აქტივობებში. ასევე 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით პლასტიკური ბარათების მეშვეობით ფონდიდან გადაირიცხა 13 852 497 ლარი. 2012 წლიდან 2012 წლის აგვისტო -სექტემბრამდე ასევე ფონდის თავმჯდომარის გი---------------ს მიერ ბანკიდან გამოტანილი იქნა ფულადი თანხები და ხელფასების სახით გაიცა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე. ასევე უტყუარად დადასტურებულია, რომ ფონდის მეშვეობით ფინანსდებოდა 2012 წლის თებერვლიდან 2012 წლის ივლისის ჩათვლით ,,------------–------–------------------- 2012 წლის საპარლამენტო წინასაარჩევნო კამპანია და ლიდერების შეხვედრები მათ მხარდამჭერებთან, რისთვისაც ფურშეტის ორგანიზებაზე გაიხარჯა 719 862 ლარი; ყველა ზემოაღნიშნული აქტივობების თაობაზე ინფორმირებული იყვნენ და მონაწილეობდნენ გ---------------–--------------------------------------–---------------–--------------–---–- და ამ ფაქტებს თავად მსჯავრდებულები, და---------–----, და-------–----- და ალ------------–---–- არ უარყოფენ.

აქედან გამომდინარე, პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებს განმეორებით აღარ შეაფასებს და იმსჯელებს ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში რასაც ბრალდების მხარე სადაოდ ხდის.

სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გი---------------ს, გი-------------–---ს, და-------–-----ს, ალ------------–---–-ს, და---------–----სა და დი--------------ს ქმედებებს მიეცათ სწორი სამართლებრივი შეფასება და განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

ბრალდების მხარე გი---------------ს, გი-------------–---ს, და-------–-----ს, ალ------------–---–ს და და---------–---ს ედავება ქ. თბილისის მერიის კუთვნილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას. თუმცა, პალატა სრულიად ეთანხმება განაჩენში მოყვანილ არგუმენტაციას და აღნიშნავს, რომ 2011-2012 წლებში მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზით, ქ.თბილისის მერიის ბიუჯეტის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა განეკუთვნებოდა კოლეგიური ორგანოს - საკრებულოს უფლებამოსილებას. ხოლო მერია, როგორც კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, აღასრულებდა საკრებულოს გადაწყვეტილებებს. ამდენად, კონკრეტული პირების: გი-------------–---ს, და-------–-----ს, ალ------------–---–-ს და და---------–----ს მართლზომიერ მფლობელობაში შეუძლებელია ყოფილიყო ქ. თბილისის მერიის საბიუჯეტო სახსრები, ანუ ის თანხა, რომელსაც ამტკიცებდა, მასში ცვლილებები შეჰქონდა და შესრულების კონტროლს ახორციელებდა კოლეგიური ორგანო. რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას, რომ ქ.თბილისის მერიის საბიუჯეტო ანგარიშზე არსებული თანხის ააიპ „-----–------------------------------ ანგარიშზე გადატანას საფუძვლად დაედო ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებები, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ გი-------------–---, და-------–-----, ალ------------–---–- და და---------–----, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული პირები იყვნენ მთავრობის ცალკეული წევრები და მხოლოდ მათი უფლებამოსილება არ ყოფილა ქ.თბილისის მერიის საბიუჯეტო სახსრების ააიპ „-----–------------------------------ ანგარიშზე გადატანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში ასევე მიუთითებს, რომ 2011 წლის აგვისტოდან 2011 წლის დეკემბრამდე „-----–------------------------------ ანგარიშზე ქ.თბილისის მერიის ბიუჯეტიდან აკუმულირებული იქნა თანხა 100 000 000 ლარი, ააიპ „-----–------------------------------ ხელმძღვანელს გი---------------ს მიერ სს „-–-------------–-- 719 პირზე - პოლიტიკური პარტია „------------–------–------------------- უბნის უფროსებზე, დამზადდა პლასტიკური ბარათები, მათზე ააიპ „-----–--------------------------------- ირიცხებოდა თანხები და ნაწილდებოდა „------------–------–------------------- აქტივისტებზე, ისე რომ ბარათის მესაკუთრეებს არასოდეს უმუშავით ფონდში და მათთვის ცნობილიც კი არ იყო მათ სახელზე ბარათების გაცემის შესახებ, ასევე მოგვიანებით ხელფასების პლასტიკური ბარათებიდან მოხსნა შეწყდა და თანხა ხელზე გაიტანა გი---------------მ შემდგომში აქტივისტებისათვის ხელფასების გადასაცემად, ხოლო ყოველივე ზემოაღნიშნულში მონაწილებოდნენ გი-------------–---, და---------–----, და-------–----- და ალ------------–---–-.

პალატას სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, აღნიშნული გარემოებები მიაჩნია უტყუარად დადასტურებულად. თუმცა, ისინი არ ქმნიან საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების - გაფლანგვის ობიექტურ შემადგენლობას, ვინაიდან სახეზე არ გვაქვს ქონების გაფლანგვა იმ პირის მიერ, რომლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაშიც იმყოფებოდა იგი.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ქ.თბილისის მერი და ამავდროულად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „------------–------–------------------- თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გი-------------–---, ასევე, და-------–-----, და---------–---- და ალ------------–---–- უშუალოდ იყვნენ ჩართულები ააიპ „-----–------------------------------ სახსრების არამიზნობრივად გამოყენების - პარტია „------------–------–------------------- საარჩევნო კამპანიის დაფინანსების პროცედურებში, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, ქ.თბილისის მერის - გი-------------–---ს, ქ.თბილისის მერის მოადგილის - და-------–-----ს, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის ალ------------–---–-ს და ძველი თბილისის რაიონის გამგებლის და---------–----ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე არ გვაქვს არც მსჯავრდებულ გი---------------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, როგორც ორგანიზებული ჯგუფის წევრის მიერ.

ასევე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას ბრალდებულ დი--------------ს უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით. დი--------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება ემყარება მხოლოდ სს „ლიბერთი ბანკიდან“ ამოღებულ ვიდეო-ჩანაწერს, სადაც დაფიქსირებულია, რომ დი--------------ს ბანკომატიდან გამოაქვს თანხა. თუმცა, ის გარემოება, რომ დი--------------ს ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნული თანხის წარმომავლობის შესახებ და იცოდა, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირებს დახმარებას უწევდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გი--------------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გი-------------–---, და-------–-----, და---------–---- და ალ------------–---–- კი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. რაც შეეხება დი--------------ს, იგი უნდა გამართლდეს ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში.

პალატა არ ეთანხმება ბრალდების მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაულის ჩადენის დასრულების თარიღი არის 2012 წლის 3 ოქტომბერი და 2013 წლის 3 ოქტომბერს გ----------–------ მიერ თანხის გამოტანაც წარმოადგენს დანაშაულებრივი განზრახვით განხორციელებულ ქმედებას, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადგინდა, კოორდინატორებსა და მიკრო კოორდინატორებზე ხელფასების გაცემა ბოლოს მოხდა 2012 წლის აგვისტოს თვეში. ასევე დადგენილია, რომ გი---------------მ აღნიშნულ პერიოდამდე რამდენიმე თვით ადრე სრულიად გამოიტანა სს „ლიბერთი ბანკიდან“ პარტიული აქტივისტებისათვის გადასაცემი თანხა, რის შემდეგაც ხდებოდა მისი ხელზე დარიგება. შესაბამისად, იმაზე მითითება, რომ მსჯავრდებულთა მიმართ არ უნდა გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, ვერ იქნება გაზიარებული.

აპელანტი, სააპელაციო საჩივრით ასევე ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანას(სააპელაციო საჩივარში განჩინების თარიღად მითითებულია 2016 წლის 1 მარტი, რაც ტექნიკური ხასითის შეცდომაა, ვინიდან რეალურად გადაწყვეტილება 23 თებერვალს იქნა მიღებული, ხოლო 1 მარტის სასამართლო სხდომაზე გაგრძელდა მოწმეთა დაკითხვა) და გი-------------–---ს მიმართ გირაოს სახით შეფარდებული თანხის ამოღების მიზნით ნ-------–---- საკუთრებაში არსებული ქონების - მდებარე, წ----------------–--–--------------–-----------–--------------------------------–------------------------------- - აღსასრულებლად მიქცევა.

აპელანტის მტკიცებით, ვინაიდან მსჯავრდებული გი-------------–--- 2013 წლის 21 დეკემბრის განჩინებით იმყოფებოდა აღკვეთის ღონისძიების - გირაოს ქვეშ და ევალებოდა სათანადო ქცევა, მის მიერ კი 2014 წლის აპრილის მეორე ნახევარში და 2014 წლის 05 ივნისს ჩადენილი იქნა ახალი დანაშაულები, სახეზეა მის მიერ საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების წინაპირობა - გირაოს პირობების დარღვევა.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, პირველი ინსტანციის სასამართლო 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით გაუქმდა გი-------------–---ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო -50.000 ლარის ოდენებით. ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით, შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა ნ-------–---- საკუთრებაში არსებული ქონების - მდებარე, წ----------------–--–--------------–-----------–--------------------------------–---------------------------------

ამასთან განჩინებაში მითითებული იქნა, რომ განჩინება ყადაღის მოხსნის ნაწილში აღსასრულებლად მიექცეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრულიად ამომწურავი მსჯელობა იქონია პირველი ინსტანციის სასამართლომ 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით, რასაც თავის მხრივ პალატაც ეთანხმება.

 

2. აპელანტის - დაცვის მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გი-------------–---ს მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ გი-------------–--- ინფორმირებული იყო ააიპ „-----–------------------------------ სახსრებით პოლიტიკური პარტია „------------–------–------------------- აქტივისტებისა და პარტიული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ არასწორი შეფასება მიეცა მოწეების: ნი----------------ის, ტარ---–---------–---–-ს და მე-------------ს ჩვენებებს. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არავითარი დოკუმენტალური მტკიცებულება იმისა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ ნი----------------ე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციაში იკავებდა რაიმე თანამდებობას და პარტიის საკადრო საკითხები მას რაიმე ფორმით ეხებოდა. საქმეზე დაკითხულმა არაერთმა მოწმემ, მათ შორის რაიონული პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ნი----------------ესთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. ასევე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ გი-------------–---ს ტ------–---------–---–---- ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ენდობოდა მას; არ არის დადასტურებული, რომ ტარ---–---------–---–- ჩართული იყო „------------–------–------------------- თბილისის ორგანიზაციის საქმიანობაში, იღებდა და წყვეტდა პარტიულ დავალებებს. მისი მითითებით გი-------------–---მ მას და გ-----------–---ს გააცნო გადაწყვეტილება ააიპ „-----–------------------------------ სახსრებით „------------–------–------------------- აქტივისტებისა და პარტიული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე, თუმცა საქმეზე გ-----------–--- არ დაკითხულა, რის გამოც ტარ---–---------–---–-ს ჩვენება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ნი----------------ის და ტარ---–---------–---–-ს განმარტებით, ინფორმაციას დასაქმებული პირების თაობაზე იღებდა პარტიის რაიონული ორგანიზაციებიდან, თუმცა საქმეზე მოწმედ დაკითხულმა რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ასეთი სახის ინფორმაცია არ დაადასტურეს. რაც შეეხება მოწმე მე-------------ს, იგი ეყრდნობა სრულიად ვარაუდებს, რომ გი-------------–--- მიიღებდა ააიპ „თბილისის განვიათარების ფონდის“ სახსრებით „------------–------–------------------- აქტივისტებისა და პარტიული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას. დაცვის მხარის შეფასებით აღნიშნულ საკითხებში გი-------------–---ს მონაწილეობა ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქმეზე დაკითხულმა რამდენიმე ათეულმა პარტიულმა ფუნქციონერმა, რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა და მათმა მოადგილეებმა დაადასტურეს, რომ არ ფლობდნენ ინფორმაციას ამ პროცესებში გი-------------–---ს რაიმე ფორმით მონაწილეობის შესახებ. გარდა ამისა, საქართველოს კანონის „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმების, რომელის ააიპ-ს ფუნქციონირების წესს განსაზღვრავს და უშუალოდ ააიპ „-----–------------------------------ წესდების ანალიზი გვაძლევს მკაფიო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ გი-------------–---ს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა ააიპ „-----–------------------------------ სახსრებთან მიმართებაში, შესაბამისად, მას არ შეეძლო მოცემულ შემთხვევაში, როგორც თბილისის მერს, გადაემეტებინა უფლებამოსილებისათვის.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საშიშროება განპირობებულია იმით, რომ მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი განზრახ ახორციელებს ისეთ მოქმედებას, რომელიც აშკარად სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და იწვევს მოქალაქეთა უფლებების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების არსებით დარღვევას. ამასთან, დამნაშავის მოქმედება დაკავშირებული უნდა იყოს მის სამსახურებრივ მდგომარეობასთან, მისგან გამომდინარეობდეს და ჩადენილი უნდა იქნეს მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში და მასთან დაკავშირებით.

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ მოწმეების ტარ---–---------–---–-ს, ნი----------------ის და მე-------------ს ჩვენებების შეფასებას, ვინაიდან არა მხოლოდ ხსენებული პირების, არამედ საქმის არსებით განხილვისას დაკითხული არაერთი მოწმის - რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების და მათ დაქვემდებარებაში არსებული სხვა პირების, ასევე საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2011 წელს ქალაქის მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე სს „-–-------------–-- ააიპ „-----–------------------------------ ანგარიშებზე აკუმულირებული იქნა 100 000 000 ლარი. ამის შემდეგ სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ ააიპ „-----–------------------------------ შენობის კვლევის 719 სპეციალისტისთვის დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები, თუმცა რეალურად აღნიშნული პირები წარმოადგენდნენ „------------–------–------------------- აქტივისტებს. აღნიშნული პლასტიკური ბარათებიდან გამოტანილ თანხებს იღებდნენ ქალაქ თბილისის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები და წინასაარჩევნოდ გაწეული სამუშაოების სანაცვლოდ ხელფასის სახით ურიგებდნენ „------------–------–------------------- პარტიულ აქტივისტებს. მოგვიანებით კი აღნიშნული პირების სახელფასო ანაზღაურება ხდებოდა არა პლასტიკური ბარათებიდან, არამედ გი---------------ს მიერ სს „ლიბერთი ბანკიდან“ ხელზე აღებული თანხით. იმ პირობებში კი, როდესაც გი-------------–--- წარმოადგენდა ქალაქის მერს და ამავდროულად, იყო პოლიტიკური გაერთიანება „------------–------–------------------- თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზემოაღნიშნული, პარტიული აქტივისტების დაფინანსების საკითხები და პროცედურები უშუალოდ გამომდინარეობდა მისი, ისევე როგორც და-------–-----ს, და---------–----ს და ალ------------–---–-ს სამსახურებრივი საქმიანობიდან.

რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად გი-------------–---ს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა ააიპ „-----–------------------------------ სახსრების განკარგვასთან მიმართებაში, პალატის განმარტებით, გი-------------–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების საფუძველი გახდა სწორედ ის გარემოება, რომ იგი უშუალოდ არ იყო უფლებამოსილი განეკარგა როგორც ქ.თბილისის მერიის, ასევე „-----–------------------------------ ბალანსზე რიცხული თანხები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.მსჯავრდებულ გი-------------–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

4.ბრალდებულ გი---------------ს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებიდან ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

გი--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლის ვადით.

მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 1(ერთი)წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

5. გი---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

6.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გი---------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

7.გი-------------–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გი-------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 8(რვა)თვის ვადით.

მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 8(რვა)თვის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, გი-------------–---ს ¼-ით შეუმცირდეს როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 3(სამი)თვის ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

საქარათველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, გი-------------–---ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი სრულად შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 06 იანვრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 1(ერთი)წლით, 3(სამი)თვით და 22(ოცდაორი)დღით თავისუფლების აღკვეთამ და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულმა სასჯელმა 6(ექვსი)თვის ვადით სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევამ და საბოლოოდ, გი-------------–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის, 3(სამი)თვის და 22(ოცდაორი)დღის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით 6(ექვსი)თვის ვადით სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გი-------------–---ს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 იანვრის განაჩენით მთლიანად მოხდილი სასჯელი.

8.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით, გაუქმდა გი-------------–---ს მიმართ 2013 წლის 21 დეკემბერს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო 50 000(ორმოცდაათი ათასი)ლარის ოდენობით.

ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა ნ-------–---- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისი,-–----------------–--–--------------–-----------–--------------------------------–-------------- (საკადასტრო კოდი 0------------------------ რომლის აღსრულება უნდა მოხდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

9.და-------–-----ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

და-------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის, 6(ექვსი)თვის და 20(ოცი)დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 8 (რვა) თვის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16მუხლის საფუძველზე, და-------–-----ს ¼-ით შეუმცირდეს როგორც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის, ასევე პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა და დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 2(ორი)თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად იმავე, 1(ერთი)წლის და 2(ორი)თვის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

10.და-------–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2013 წლის 27 ივნისიდან - 2013 წლის 26 ივლისის ჩათვლით და 2017 წლის 29 დეკემბერი.

11.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ და-------–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის საოქმო განჩინებით აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველსაყოფად, ზ---------–------ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: თბილისი, კ--–---------------------–------------------------------------------------------------------- 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის პროპორციულ წილზე) დადებული ყადაღა.

12. ალ------------–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ალ------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის, 6(ექვსი )თვის და 20(ოცი)დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით.

მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 8(რვა)თვის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ალ------------–---–ს ¼-ით შეუმცირდეს როგორც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის, ასევე პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა და დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 2(ორი)თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად იმავე, 1(ერთი)წლის და 2(ორი)თვის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

13. ალ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2013 წლის 27 ივნისიდან - 2013 წლის 26 ივლისის ჩათვლით და 2017 წლის 11 ივლისი.

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ალ------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

14.და---------–----ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

და---------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის, 6(ექვსი)თვის და 20(ოცი)დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 8(რვა)თვის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, და---------–---ს ¼-ით შეუმცირდეს როგორც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის, ასევე პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა და დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 2(ორი)თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად იმავე, 1(ერთი)წლის და 2(ორი)თვის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

15.და---------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2013 წლის 27 ივნისიდან - 2013 წლის 26 ივლისის ჩათვლით.

16.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ და---------–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

17.დი-------------- საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

18.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ დი--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

19.დი--------------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

20. მსჯავრდებულების და-------–-----ს, ალ------------–---–-ს, და---------–----ს ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრისა და არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების პერიოდში განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

21. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

22. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

პალატის განაჩენი მსჯავდებულ გი---------------ს მიერ შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში; ან განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: მ. კაპანაძე

 

ლ. თევზაძე