განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.12.2018
საქმის ნომერი
330310017001991948
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001991948

საქმე N3ბ/1976-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - გ---------------ი;

წარმომადგენელი - დ-------–-------ე, ნ-------------------ე;

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს მთავარი პროკურატურა;

წარმომადგენელი - ა----------ე, ნ---------------ე;

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

1. აპელანტების მოთხოვნა:

1.1. აპელანტი გ---------------ი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს;

 

1.2. აპელანტი საქართველოს მთავარი პროკურატურა ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით გ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს მთავარ პროკურატურას გ---------------ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 224 400 (ორას ოცდაოთხი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით, ხოლო მატერიალური ზიანის სახით - 55 440.71 (ორმოცდათხუთმეტი ათას ოთხას ორმოცი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. 2----–-–------------ გ---------------ი დაკავებულ იქნა ეჭვმიტანილის სახით.

 

იმავე დღეს გ---------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „გ“, „თ“, „ი“ და „-–“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ს.ფ. 41-51).

 

2.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის ბრძანებით გ---------------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა ორი თვის ვადით. ბრალდებულის დაპატიმრების ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების მომენტიდან და შესახლებულ იქნა №- საპყრობილეში.

 

აღნიშნული ბრძანება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2----–-–------------ის დადგენილებით (ს.ფ. 50-52).

 

2.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------ის ბრძანებით გ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - დაპატიმრების ვადა გაგრძელდა ერთი თვით (ს.ფ. 53-54).

 

2.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ს განაჩენით (საქმე №---------) გ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „გ“, „თ“, „ი“ და „-–“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. გ---------------ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაიწყო 2----–-–------------დან (ს.ფ. 55-57).

 

2.2.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------–ის განაჩენით (საქმე №-----------) არ დაკმაყოფილდა გ---------------ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ს განაჩენის გაუქმების თაობაზე. ამასთან, შეიცვალა დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია და გ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (იმჟამად მოქმედი რედაქცია), 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–---------------ის განჩინებით (საქმე №-----) გ---------------ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------–ის განაჩენის გაუქმების თაობაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად (ს.ფ. 58-101).

 

2.2.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-----------–ის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი გ---------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე (ს.ფ. 102-108).

 

2.2.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------–--ის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------–ის განაჩენში შევიდა ცვლილება და გ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მის მიმართ დამატებით გავრცელდა 2----–-–----------------- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით (ს.ფ. 109-142).

 

2.2.8. 2----–-–--------------ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გ---------------ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 2----–-–------------------ს გამოტანილი იქნა პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულების მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მათი უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებულ იქნა არა ერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, რამაც არსებითად შეცვალა გამოტანილ განაჩენებში აქამდე არსებული სურათი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------------–ის განაჩენით გ---------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. გ---------------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან (ს.ფ. 143-208).

 

2.2.9. სს „-–-------------ის“ 2----–-–----------ის №-------- ცნობის მიხედვით, გ---------------ის ანგარიშზე, 2----–-–-----------იდან 2----–-–---------------–ამდე ჩათვლით, არსებულმა ბრუნვამ შეადგინა 45 815,30 ლარი (ს.ფ. 211).

 

2.2.10. ს------–---------–--------------------ის №- დ-–-------–------------------ის 2----–-–--------–--ის №--- დადგენილებით გ---------------ი, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, განთავსებულ იქნა №- საკანში, 30 დღე-ღამის ვადით.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ს------–---------–--------------------ის №- დ-–-------–------------------ის 2----–-–---------------ის №--- ბრძანებით გ---------------ი, პირადი უსაფრთხოების მიზნით, განთავსებულ იქნა დ-–-------–------------–------------- №- საკანში, 30 დღე-ღამის ვადით.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ს------–---------–--------------------ის №- დ-–-------–------------------ის 2----–-–------------ის №-- ბრძანებით გ---------------ი, პირადი უსაფრთხოების მიზნით, განთავსებულ იქნა დ-–-------–------------–------------- №- საკანში, 30 დღე-ღამის ვადით (ს.ფ. 220, 222, 225).

 

2.2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–--ის დადგენილებით სს „-----–----ის“ გ-------–-------------------ი გ--------–-–---–---–ი გათავისუფლდა თანამდებობიდან და დაინიშნა გ---------------ი (ს.ფ. 340).

 

2.2.12. სს „-----–----ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2----–-–----------------ის №-- ოქმით გ---------------ი გათავისუფლდა საწარმოს გ-------–-------------------ის თანამდებობიდან (პირადი განცხადების საფუძველზე) და გ-------–-------------------ის მოვალეობის შესრულება დროებით დაევალა დ---------------–-ას.

 

ს----------–---------------------------------------------------------------------–---------------------------–--- 2----–-–-----------------ის ბრძანებით განხორციელდა ცვლილებები სს „-----–----ის“ სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცემებში საზოგადოების დირექტორის შეცვლასთან დაკავშირებით. საზოგადოების დირექტორად მითითებულია დ---------------–-ა (ს.ფ. 342-344, 346).

 

2.2.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------------ის განჩინებით გახსნილ იქნა სს „-----–----ის“ გაკოტრების საქმის წარმოება და გ-----------------------–--- დაინიშნა გ---------------ი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის განჩინებით სს „-----–----ის“ გაკოტრების მმართველი გ---------------ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და საწარმოს გ-----------------------–--- დაინიშნა ი-–-------–---–ი. განჩინებაში მითითებულია, რომ გ---------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის ბრძანებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა ორი თვის ვადით, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ თავისი მოვალეობების შესრულებას გაკოტრების მმართველის თანამდებობაზე.

 

ს----------–------------------------------–--------–-----------------------–---------------–------–--------------------------------–--- 2----–-–--------------ის ბრძანებით შეიცვალა სს „-----–----ის“ გაკოტრების მმართველი მ--–------------ე და მის ნაცვლად დაინიშნა მ-----------ა.

 

ს----------–------------------------------–--------–-----------------------–---------------–------–--------------------------------–--- 2----–-–----------------- ბრძანებით შეიცვალა სს „-----–----ის“ გაკოტრების მმართველი მ-----------ა და მის ნაცვლად დაინიშნა შ--–------------–--ე (ს.ფ. 228-229,230,231,332-336,338,339).

 

2.2.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------ს განჩინებით დაკმაყოფილდა სს „-----–----ის“ გაკოტრების მმართველის - ი-–-------–---–ის განცხადება გაკოტრების მმართველის გასამრჯელოს დანიშვნის თაობაზე გასამრჯელოდ განისაზღვრა კრედიტორთა კომიტეტის მიერ დადგენილი ოდენობა - გაკოტრების მასის 0,6%.

 

განჩინების აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ არ მომხდარა გაკოტრების მმართველის გასამრჯელოს დანიშვნა, მმართველმა იშუამდგომლა, მმართველის გასამრჯელო განსაზღვრულიყო გაკოტრების მასის 0,6%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 81 155 ლარს (ს.ფ. 358-361).

 

2.2.15. სს „-----–----ის“ გაკოტრების მმართველის შ--–------------–--ის 2----–-–------------ის ანგარიშის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხებიდან 22 014 169 ლარი მიმართულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღებული სესხების დასაფარად. 2----–-–---------–--ის კრედიტორთა კრების ოქმით გამოხატული თანხმობისა და გაკოტრების მმართველის განცხადების საფუძველზე მმართველს განესაზღვრა გასამრჯელო, გაკოტრების მასაში შესული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხის 0,6%-ის ოდენობით, რამაც 81 155 ლარი შეადგინა (ს.ფ. 362-371).

 

2.2.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2----–-–------------ს დაადგინა, რომ დასრულდა სს „-----–----ის“ გაკოტრების საქმის წარმოება და გაუქმდა სს „-----–----ის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში (ს.ფ. 373-377).

 

2.2.17. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სს „-----–----ის“ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით 2----–-–------------–ს წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1--------- წ. განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. სააგენტოსა და არქივში დაცული დოკუმენტაციის თანახმად, სს „-----–----ის“ სამართალმემკვიდრე არ დგინდება (ს.ფ. 337).

 

2.2.18. სს „-----–----ის“ 2----–-–--------------ის №----- წერილის შესაბამისად, გ---------------ს, სს „-----–----ის“ გაკოტრების წარმოების საქმის გახსნის დღიდან - 2----–-–-----------------იდან ავანსის სახით მიღებული აქვს 25 714,29 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------ს განჩინებით გაკოტრების მმართველს უნდა მიეღო გაკოტრების მასის - 22 014 469 ლარის 0,6%. ი. ბ---–---–მა, სს „-----–----ის“ აქტივების რეალიზაციის შედეგად, მიიღო 104 050,56 ლარი (ს.ფ. 234).

 

2.2.19. სს „ს----------–--------ში“ გ---------------ის ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად (პერიოდი - 0----------------), მოსარჩელეს სს „-----–----ისაგან“ 2----–--–- ხელფასის სახით მიღებული აქვს - 3 498,90 ლარი (აგვისტო), 4 444,98 ლარი (სექტემბერი), 4 400 ლარი (ოქტომბერი), 3 617,60 ლარი (ნოემბერი), 4 400 ლარი (დეკემბერი), ხოლო 2006 წელს - 4 400 ლარი (იანვარი), 628,58 ლარი (მარტი), 4 400 ლარი (თებერვალი) (ს.ფ. 235-243).

 

2.2.20. ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ის 2----–-–---------ის №--- გადაწყვეტილებით გათავისუფლდა შპს „ყ--------------------–--ის“ სპეციალური მმართველი და დაინიშნა ახალი, რომლის ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებად განისაზღვრა 7 500 ლარი.

 

ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ის 2----–-–---------------ს №---- გადაწყვეტილებით გათავისუფლდა შპს „ყ--------------------–--ის“ სპეციალური მმართველი და დაინიშნა ახალი, რომლის ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებად განისაზღვრა 10 000 ლარი (ს.ფ. 244-249).

 

2.2.21. 2----–-–----------–----–--- შპს „---------------------------სა“ (დამსაქმებელი) და გ---------------ს (დასაქმებული) შორის დადებულია შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 5 000 ლარს.

 

მხარეთა შორის 2----–-–----------–----------ს დადებული ხელშეკრულებით ყოველთვიური ხელფასის ანაზღაურება განისაზღვრა 6 250 ლარს (ს.ფ. 271-278).

 

2.2.22. „------------------ს“ მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, 2----–-–--------–--ს გ---------------ისათვის გაწეული სამედიცინო სერვისის ღირებულებამ შეადგინა 100,91 ლარი.

 

გ--–---------------–--ის დ------–----------–-------–----ის ცენტრის მიერ გაცემული გაანგარიშების მიხედვით, გ---------------ისათვის 2----–-–-----------------------–-–-------------------- პერიოდში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ჯამში 6 244 ლარი (ს.ფ. 282, 284-289).

 

2.2.23. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------------ის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე №---------) დაკმაყოფილდა სს „----–--ის“ სარჩელი და მოპასუხე გ---------------ს დაეკისრა სს „----–--ის“ სასარგებლოდ 74 362 ლარის და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 859 ლარის გადახდა.

 

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მხარეებს ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად ამისა, მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

გადაწყვეტილების მიხედვით, სასარჩელო მოთხოვნით საქმეზე თანდართული მასალებით დადგენილია, რომ 2----–-–-----------ს „ს----------–--------სა“ და გ---------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 50 000 აშშ დოლარის 24% წლიური საპროცენტო განაკვეთით, ხოლო სესხის ვადა განისაზღვრა 3 წლით. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო სს „-----------------“ თავდებობით. მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება ბანკის წინაშე და შესაბამისად, ბანკმა გამოიყენა სს „-----------------“ პასუხისმგებლობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------------ის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებულია იძულებითი აღსრულება (ს.ფ. 310-315).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №23/630 აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.

 

სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

საქალაქო სასამართლომ, ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, კერძოდ: საქმეზე №3გ-ად-329-კ-02 (24.03.2003 წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციით გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. ევროპის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2-5 პუნქტები ადგენენ უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლების გარანტიებს. პიროვნების ფიზიკური თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს აღიარებს, იგი, როგორც წესი, ყოველმხრივ დაცულია. ეს უფლება ყველა იმ სახელმწიფოებრივი სისტემის ქვაკუთხედია, რომელიც კანონიერების პატივისცემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტულ მნიშვნელობას აღიარებს. კონვენცია ადგენს კომპენსაციის შესაძლებლობას მასში გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისათვის. კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის უფლება, ამ მუხლის დებულებათა დარღვევით განხორციელებული თავისუფლების აღკვეთისათვის, ავსებს 50-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებას “სამართლიან ანაზღაურებაზე". “სამართლიანი ანაზღაურების" მინიჭება ევროპული სასამართლოს კომპეტენციაა, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია, უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ეროვნული სასამართლოების მიერაც უნდა განხორციელდეს. მე-5 პუნქტის გამოყენების წინაპირობას მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლების ხელყოფა წარმოადგენს. კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული დაამტკიცებს მისთვის ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, ვინაიდან კომპენსაციის შესახებ საკითხი არ დგება ასეთი ზიანის გარეშე. კომპენსაცია მოიცავს როგორც მატერიალურ, ისე მორალურ ზიანს.“

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით დადგენილია პირის თავისუფლების უფლების დაცვის ვალდებულება, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში, კანონით დადგენილი ვადებითა და წესით. პირის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფოს მიერ და აღნიშნული აუცილებლად უნდა განხორციელდეს კანონშესაბამისად, რამეთუ თავისუფლების უფლებაში ჩარევა დაკავშირებულია მხარისთვის ნეგატიურ განცდებთან, ფსიქოლოგიურ სტრესთან, სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობის შეზღუდვასთან. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი უკანონოდ დაკავებულ პირს ანიჭებს სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას. ამასთან, ზემოთ მითითებული ნორმები შეიცავს ზოგადი ხასიათის დანაწესს, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას, უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას სამართლებრივი შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითა საქმეზე №3გ-ად-329-კ-02 (24.03.2003 წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციით გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულს პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა, ვინაიდან გ---------------ი ეჭვმიტანილის სახით დაკავებულ იქნა 2----–-–------------ და იმავე დღეს წარედგინა ბრალდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის ბრძანებით მოსარჩელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ს განაჩენით კი გ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------–--ის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------–ის განაჩენში შევიდა ცვლილება და გ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მის მიმართ დამატებით გავრცელდა 2----–-–----------------- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------------–ის განაჩენით გ---------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისას, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი, განსახილველ შემთხვევაში, არის სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, მის მიმართ გამოყენებული იყო აღკვეთის ღონისძიება, იგი იმყოფებოდა პატიმრობაში, რაც იწვევს პირის ღირსების შელახვას. აღნიშნული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა კი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველია.

 

ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, უკანონო პატიმრობაში ყოფნა ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მორალური ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და აღკვეთის ღონისძიების მოქმედება არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებული არის გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის პერიოდი, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებისა და სასჯელის სახე, წარდგენილი ბრალდების სიმძიმე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა - 224 400 (ორასოცდაოთხიათასოთხასი) ლარია.

 

მიუღებელი ხელფასის, გაკოტრების მმართველის ჰონორარის მიუღებლობის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაწეული ხარჯებისა და მკურნალობის ხარჯების, სამოქალაქო საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით დაკისრებული თანხის მატერიალური ზიანის სახით ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე:

 

მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წ.) 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, უკანონოდ და დაუსაბუთებლად თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს მისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება, ხოლო 150-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული.

 

სასამართლომ, ასევე, მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის) 223-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა ანაზღაურდეს ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა, მათ შორის, ანაცდენი სარგებელი. მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 176-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით კი, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული, მას უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით აუნაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

ამრიგად, ზემომითითებული ნორმები შეიცავს ზოგადი ხასიათის დანაწესს, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას, უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას სამართლებრივი შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები, მათ შორის, მოითხოვოს და მიიღოს გაცდენილი ხელფასი ან სხვა შემოსავალი.

 

სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისას იყო სს „-----–----ის“ გაკოტრების მმართველი. შესაბამისად, მოსარჩელეს ზიანის სახით უნდა აუნაზღაურდეს თანხის ის ოდენობა, რასაც გ-----------------------–--- მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში მიიღებდა.

 

საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ს განჩინებით, სს ,------–----ის“ გაკოტრების მმართველის 2----–-–------------ის ანგარიშით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გაკოტრების მმართველს განესაზღვრა გასამრჯელო გაკოტრების მასაში შესული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხის 0,6%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 81 155 ლარი. ამასთან, სს ,------–----ის“ 2----–-–--------------ის N----- წერილის შესაბამისად, გ---------------ს სს ,------–----ის“ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის დღიდან - 2----–-–-----------------იდან ავანსის სახით მიღებული აქვს 25 714,29 ლარი. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიჩანია, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 55 440,71 ლარი.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, ასევე, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ იგი დაკავებამდე იყო დასაქმებული და გათავისუფლების შემდეგ მალევე დასაქმდა მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე. მითითებულ არგუმენტაციას სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან იგი დაკავებამდე იყო რა გაკოტრების მმართველი, სს ,------–----ის“ გაკოტრების საქმისწარმოება კი დასრულდა 2----–-–------------ს. ამასთან, პირის დასაქმება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და მისი კვალიფიკაცია არის დასაქმების მაღალი ალბათობის მაჩვენებელი, მაგრამ არა გარანტი. მუშაობის ფაქტი არ გამორიცხავს სამუშაოდან გაშვებას ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის გასვლის და ა.შ. გამო. გარდა ამისა, ანაზღაურების ოდენობაც განსხვავებულია როგორც სხვადასხვა ორგანიზაციაში, ისე სხვადასხვა თანამდებობაზე.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, მართალია, სს „ს----------–--------ში“ გ---------------ის ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად (პერიოდი - 0----------------), მოსარჩელეს სს „-----–----ისაგან“ 2----–--–- ხელფასის სახით მიღებული აქვს - 3 498,90 ლარი (აგვისტო), 4 444,98 ლარი (სექტემბერი), 4 400 ლარი (ოქტომბერი), 3 617,60 ლარი (ნოემბერი), 4 400 ლარი (დეკემბერი), ხოლო 2006 წელს - 4 400 ლარი (იანვარი), 628,58 ლარი (მარტი), 4 400 ლარი (თებერვალი), თუმცა, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სამართლებრივი აქტი, რის საფუძველზეც ერიცხებოდა ხელფასი და იმავდროულად, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სადავო პერიოდში მოქმედ ,,გაკოტრების საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გაკოტრების მმართველის გასამრჯელო გამოითვლება გაკოტრების მასის იმ ღირებულებიდან, რომელიც მოცემულია სასამართლოს მიერ დამტკიცებულ საბოლოო ანგარიშში. გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი კანონით დადგენილი პროპორციით. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებით გაკოტრების მმართველს შეიძლება მიეცეს დამატებითი გასამრჯელო მისი საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით.

 

მოსარჩელის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაწეული და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით სასამართლომ განმარტავს, რომ მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ხარჯების გაწევის ნამდვილობის დადასტურება, ხოლო, მეორე მხრივ, მათი გაწევის აუცილებლობა. მოცემულ შემთხვევაში კი არ დასტურდება ხარჯის მოთხოვნილი ოდენობით გაწევის ფაქტი. ამასთან, არ არის დადასტურებული, რომ მოსარჩელეს მკურნალობის საჭიროება წარმოეშვა მოპასუხის თანამშრომელთა უკანონო ქმედების შედეგად. სასამართლომ დამატებით მიუთითა პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; სამედიცინო მომსახურებით. ამდენად, ბრალდებული უზრუნველყოფილია საკვებით, ტანსაცმლით, პირადი ჰიგიენითა და სამედიცინო მომსახურებით, რაც არ გამორიცხავს მის უფლებას, რომ შეიძინოს სხვა დამატებითი ნივთებიც, რაც აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუკი სხვა ნივთების შეძენა სახელმწიფოს ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით არის გამოწვეული ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა პირის წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, უსაფრთხოების დაუცველობას, აღნიშნული წარმოშობს ზიანის მოთხოვნას, თუმცაღა არა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ.

 

მოსარჩელე, ასევე, ითხოვს სს „----–--ის“ სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით დაკისრებული თანხის ზიანის სახით ანაზღაურებას. სასამართლომ განმარტა, რომ მხარისთვის მიყენებული მხოლოდ ის ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------------ის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე №---------) სს „----–--ის“ სარჩელი და მოპასუხე გ---------------ს დაეკისრა სს „----–--ის“ სასარგებლოდ 74 362 ლარის და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 859 ლარის გადახდა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მხარეებს ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად ამისა, მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა. ამასთან, გადაწყვეტილების მიხედვით, 2----–-–-----------ს „ს----------–--------სა“ და გ---------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 50 000 აშშ დოლარის 24% წლიური საპროცენტო განაკვეთით, ხოლო სესხის ვადა განისაზღვრა 3 წლით. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო სს „-----------------“ თავდებობით. მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება ბანკის წინაშე და შესაბამისად, ბანკმა გამოიყენა სს „-----------------“ პასუხისმგებლობა. სასამართლომ, ერთი მხრივ, გაითვალისწინა ვალდებულების წარმოშობისა და შესრულების პერიოდი, მეორე მხრივ, აღნიშნა, რომ პირის პატიმრობაში ყოფნა მისი სასამართლო პროცესზე გამოცხადების დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, რამეთუ დადგენილი არ არის, მოპასუხის ქმედება როგორ გამოიწვევდა მოსარჩელის მიერ თანხის გადახდისა ან სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მატერიალური ზიანის სახით უნდა აუნაზღაურდეს 55 440.71 (ორმოცდათხუთმეტი ათას ოთხას ორმოცი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარი, ხოლო მორალური ზიანის სახით - 224 400 (ორას ოცდაოთხი ათას ოთხასი) ლარი.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:

3.1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტმა მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ გ----------------ის მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, მის მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის ბრძანებით იგი დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ს განაჩენით გ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასაჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის საააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლი საქმეთა პალატის 2----–-–------------–ის განაჩენით არ დაკმაყოფილდა გ---------------ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ს განაჩენის გაუქმების თაობაზე. ამასთან, შეიცვალა დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით გ---------------ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------–--ის განჩინებით, ამავე სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენში შევიდა ცვლილება და გ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისულების აღკვეთა. მის მიმართ დამატებით გავრცელდა 2----–-–----------------- `ამნისტიის შესახებ~ საქართველოს კანონი და დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით.

 

2----–-–--------------ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქარველოს მთავარმა პროკურატურამ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------------–ის განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და გ---------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ. იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, არაქონებრივი ზიანიათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ მორალური ზიანის საკითხის განხილვისას გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენლი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით დადგენილი პრაქტიკა, ასევე, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა ანალოგიურ საქმეებზე.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის გარემოება, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს პროკურატურის მხრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ს განაჩენის გაუქმებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით, რაც საფუძველი გახდა გ---------------ის სამართლებრივ უფლებებში აღდგენისა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის მიღების.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ მსგავს საქმეებზე საერთო სასამართლოების პრაქტიკისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გ---------------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ 224 400 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს.

 

რაც შეეხება მატერიალური ზიანის სახით 55 440.71 ლარის მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის დაკისრებას, სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2012 წლის 20 იანვრის (ას-1156-1176-211) განჩინებაში განმარტა რომ, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლომ უნდა შეაფასოს რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება მხარე მიიღებდა ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებებზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტითა და მტკიცებულებებით.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირის დასაქმება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და მისი კვალიფიკაცია არის მისი დასაქმების მაღალი ალბათობის მაჩვენებლი, მაგრამ არა გარანტი. რაღაც პერიოდში მუშაობის ფაქტი არ გამორიცხავს, სამუშაოდან გაშვებას ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის გასვლისგამო. ამასთან, ანაზღაურების ოდენობაც განსხვავებულია, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციაში, ისე სხვადასხვა თანამდებობაზე.

 

`მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ზიანის ანაზღაურება, ისე რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება~. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის #ას-307-291-2011 განჩინება.

 

`მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს `წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს~, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება, რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავალის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს~ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2015 წლის 07 ოქტომბრის #ას-459-438-2015 განჩინება).

 

აპელანტი მიუთითებს, რომ წინამდებარე საქმის მასალების თანახმად, სს `თ---–----ის~ გ-----------------------–--- სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა პირი დაინიშნა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ გ---------------ი მომდევნო წლებში უდაოდ იმუშავებდა და მიიღებდა ამ ოდენობით თანხას, საქმის მასალებით არ დგინდება.

 

ამდენად, აპელანტი ითხოვს, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

3.2. . გ---------------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

1) გაკოტრების მმართველის გასამრჯელო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა იმ თანხის ოდენობა, რომელსაც გ---------------ი, როგორც გაკოტრების მმართველი მიიღებდა, რომ არ მომხდარიყო მისი დაკავება. სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ გაკოტრების მასა იყო 22 014 469 ლარი, შესაბამისად, ამ თანხის 0.6% იქნება - 22 014 469 X 0.6%=132 086.81 (ასოცდათორმეტიათას ოთხმოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდაერთი თეთრი) ლარი, შესაბამისად, გაკოტრების დასრულების დროისათვის გაკოტრების მასის 0.6% იყო არა 81 155 ლარი, როგორც ეს სასამართლოს აქვს დადგენილი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, არამედ იყო 132 086.81 (ასოცდათორმეტიათას ოთხმოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდაერთი თეთრი) ლარი. 132 086.81 (გაკოტრების მმართველის გასამრჯელო) - 25 714.29 (გ---------------ის მიერ ავანსად მიღებული თანხა) = 106 372.52 (ასექვსიათას სამასსამოცდათორმეტი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარი. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ გ---------------ი მიიღებდა 32 086.81 (ასოცდათორმეტიათას ოთხმოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდაერთი თეთრი) ლარს, მას რომ ემუშავა კვლავ გ-----------------------–---, რადგან, გ---------------ი უკვე აღარ იყო გაკოტრების მმართველი, როდესაც მოხდა გაკოტრების მმართველის გასამრჯელოს განსაზღვრა, შესაბამისად, ფიზიკურად შეუძლებელია სასამართლოს მასში გაეთვალისწინებია გ---------------ის მიერ მიღებული 25714.29 ლარი. სასამართლომ იმ სამუშაოების ჩატარების შემდეგ, რომელიც გაკოტრების პროცესში გ---------------მა, როგორც გაკოტრების მმართველმა ჩაატარა, განსაზღვრა გაკოტრების მმართველის გასამრჯელოდ გაკოტრების მასის 0.6%.

 

2) მიუღებელი შემოსავალი/ხელფასი:

გ---------------ს დაკავებამდე ჰქონდა წარმატებული კარიერა და იყო მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი. იგი 1----–-–---------------–----- მუშაობდა თ---–------------------–----–--------–--------------------- ,-----–--ი“-ს გ-------–-------------------ის მ--------–-----------------------ში. 1----–-–--------–--- დაინიშნა ფ-------------------------- თანამდებობაზე. 1----–-–---------–--- იგი გადაყვანილ იქნა სააქციო საზოგადოება ,,ე--------------ი“-ს კ------–----–----------------–---------------------------–-- თანამდებობაზე, ხოლო 2----–--–- დაინიშნა ტა---------------–----------- ექსპერტად. 2----–-–---------–------- დაინიშნა ,------–----ის“ გ-------–---------------------. 2----–-–-----------------იდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინების საფუძველზე გ---------------ი დაინიშნა სს ,------–----ი“-ს გ-----------------------–---. დაკავებამდე გ---------------ის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 5000 ლარს (დარიცხული). არსებითად იმავე პოზიციაზე, რომელიც გ---------------ს დაკავებამდე ეკავა, მოგვიანებით, 2----–-–----- სახელფასო განაკვეთი გაიზარდა და გახდა ჯერ 7500, ხოლო 2----–-–----- - 10000 ლარი. საქმეში ფაქტობრივ გარემოებადაა დადგენილი, რომ 2----–-–----------–----–--- შპს „---------------------------სა“ (დამსაქმებელი) და გ---------------ს (დასაქმებული) შორის დადებულია შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 5 000 ლარს. მხარეთა შორის 2----–-–----------–----------ს დადებული ხელშეკრულებით ყოველთვიური ხელფასის ანაზღაურება განისაზღვრა 6 250 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ გ---------------ი წლების განმავლობაში მუშაობდა ე------- ბიზნესში მაღალ თანამდებობებზე და ჰქონდა მაღალანაზღაურებადი სამსახურები, იმის გათვალისწინებით რომ პირს დაკავების მომენტში ჰქონდა იმ დროისათვის ძალიან მაღალი ანაზღაურების მქონე სამსახური და პირმა 11 წლიანი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებიდან რამოდენიმე თვეში შეძლო კვლავ დაეწყო იმავე პროფესიით მაღალანაზღაურებადი სამსახური, რომლითაც იგი მუშაობდა დაკავებამდე, ადასტურებს სავარაუდო შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, ხოლო სავარაუდო შემოსავლის ოდენობა განსაზღვრულ უნდა იქნას იმის მიხედვით, თუ რა ჰქონდა ამ პირს დაკავებისას შემოსავალი და შემდგომ იგივე თანამდებობაზე რა შემოსავალს მიიღებდა ხელფასის გაზრდასთან ერთად, რაც სასამართლოს ფაქტობრივ გარემოებად აქვს დადგენილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თანახმად მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“ (იხ., სუსგ #ას-307-291-2011, 24 ოქტომბერი, 2011 წელი; სუსგ #ას-899-845- 2012, 22 ნოემბერი, 2012 წელი). საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია შრომის თავისუფლება. კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს წაერთვა შესაძლებლობა დაკავებულიყო სამსახურეობრივი საქმიანობით და მიეღო შემოსავალი. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის სახით დაუბეგრავი ოდენობით თანხის ანაზღაურებას, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადს მიეკუთვნება საშემოსავლო გადასახადი. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი, ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა მოსარჩელისათვის წარმოადგენს შემოსავალს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურება მოხდება დარიცხვის გამოკლებით, მაშინ ხელზე ასაღები თანხიდან დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით, და საბოლოო ჯამში მიიღებს იმაზე ნაკლებ თანხას, ვიდრე ხელფასის აღებს შემთხვევაში მიიღებდა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე- ასანიძე საქაქართველოს წინააღმდეგ განმარტავს, რომ "რაც შეეხება მატერიალურ ზარალს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც ასახავდა დაკავებამდე მის ყოველთვიურ შემოსავალს, სასამართლოს არ ძალუძს განახორციელოს ზუსტი გამოანგარიშება. თუმცა, სასამართლო თვლის, რომ მომჩივანს უნდა განეცადა ასეთი დანაკარგი 2001 წლის 29 იანვრის შემდგომ უკანონო პატიმრობის გამო. ხსენებული თარიღის შემდგომ მას უნდა შეძლებოდა სამსახურის ნახვა და საქმიანობის განახლება." მოცემულ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა როგორც მატერიალური ისე მორალური ზიანის არსებობა, მაშინ როდესაც პირს არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება წარდგენილი, რომ იგი ოდესმე მუშაობდა ან დაკავების დროს მუშაობდა, ხოლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში პირდაპირაა მითითებული, რომ გ---------------ი მუშაობდა და უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომაც მას მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვს, შესაბამისად, იგი აუცილებლად მიიღებდა შემოსავალს მაღალანაზღაურებიანი სამსახურიდან.

 

3) მკურნალობისათვის გაწეული ხარჯები და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაწეული ხარჯები:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ მან ამ ნაწილშიც დაადასტურა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და მისთვის გაუგებარია თუ რა დამატებითი მტკიცებულების წარდგენა შეეძლო მას ამ ხარჯების დასადასტურებლად. ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ ხარჯების გაღება მას მოუხდა რადგან იგი უკანონოდ იმყოფებოდა პატიმრობაში და იქ არსებული პირობებისა და მიღებული დაზიანებების გმაო მოუხდა დამატებითი ხარჯების გაღება.

 

4) მორალური ზიანის ანაზღაურება:

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ დაყენებული იყო უცხოურ ვალუტაში, კონკრეტულად კი აშშ დოლარებში, ხოლო სასამართლომ დააკმაყოფილა ლარებში, რაც წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის დარღვევას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა, საიანაც ნათლად დგინდება, რომ მორალური ზიანი შეიძლება ანაზღაურებულ იქნას უცხოურ ვალუტაში, თუ ამას მოსარჩელე თავის სასარჩელო მთხოვნაში უთითებს (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: Noას-321-306-2016; ას-774-724-2010; საქმე Noას-660-627-2013).

 

მორალური ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას არ აქვს მითითებული არც ერთი კრიტერიუმი რომელიც მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით შეაფასა და არ უმსჯელია აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მხარის ახსნა-განმარტებაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის უმძიმესი პირობები რომელიც იმ დროს არსებობდა ციხეში და არ გაითვალისწინა, რომ უდანაშაულო ადამიანს თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები სახელმწიფომ წაართვა და სამუდამოდ გამოკეტა ციხეში და რომ არა მისი გამძლეობა და ნებისყოფა შესაძლოა მას ციხიდან გამოსვლაც ვერ მოეხერხებინა. სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებაში მითითებული მსჯელობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მორალური ზიანის ანაზღაურების რამოდენიმე საფუძველი. კერძოდ, მოპასუხის მიერ ბრალეულად შელახულია მოსარჩელის პატივი და ღირსება, ასევე, ვნება მიყენებულია მისი ჯანმრთელობისათვის და დარღვეულია პირადი ცხოვრების უფლება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

4.1.1. 2----–-–------------ გ---------------ი დაკავებულ იქნა ეჭვმიტანილის სახით.

 

იმავე დღეს გ---------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „გ“, „თ“, „ი“ და „-–“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

4.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის ბრძანებით გ---------------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა ორი თვის ვადით. ბრალდებულის დაპატიმრების ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების მომენტიდან და შესახლებულ იქნა №- საპყრობილეში.

 

აღნიშნული ბრძანება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2----–-–------------ის დადგენილებით.

 

4.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------ის ბრძანებით გ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - დაპატიმრების ვადა გაგრძელდა ერთი თვით.

 

4.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ს განაჩენით (საქმე №---------) გ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „გ“, „თ“, „ი“ და „-–“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. გ---------------ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაიწყო 2----–-–------------დან.

 

4.1.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------–ის განაჩენით (საქმე №-----------) არ დაკმაყოფილდა გ---------------ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ს განაჩენის გაუქმების თაობაზე. ამასთან, შეიცვალა დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია და გ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (იმჟამად მოქმედი რედაქცია), 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–---------------ის განჩინებით (საქმე №-----) გ---------------ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------–ის განაჩენის გაუქმების თაობაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

4.1.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-----------–ის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი გ---------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

4.1.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------–--ის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------–ის განაჩენში შევიდა ცვლილება და გ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მის მიმართ დამატებით გავრცელდა 2----–-–----------------- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით.

 

4.1.8. 2----–-–--------------ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გ---------------ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 2----–-–------------------ს გამოტანილი იქნა პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულების მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მათი უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებულ იქნა არა ერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, რამაც არსებითად შეცვალა გამოტანილ განაჩენებში აქამდე არსებული სურათი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------------–ის განაჩენით გ---------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. გ---------------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4.1.9. სს „-–-------------ის“ 2----–-–----------ის №-------- ცნობის მიხედვით, გ---------------ის ანგარიშზე, 2----–-–-----------იდან 2----–-–---------------–ამდე ჩათვლით, არსებულმა ბრუნვამ შეადგინა 45 815,30 ლარი.

 

4.1.10. ს------–---------–--------------------ის №- დ-–-------–------------------ის 2----–-–--------–--ის №--- დადგენილებით გ---------------ი, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, განთავსებულ იქნა №- საკანში, 30 დღე-ღამის ვადით.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ს------–---------–--------------------ის №- დ-–-------–------------------ის 2----–-–---------------ის №--- ბრძანებით გ---------------ი, პირადი უსაფრთხოების მიზნით, განთავსებულ იქნა დ-–-------–------------–------------- №- საკანში, 30 დღე-ღამის ვადით.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ს------–---------–--------------------ის №- დ-–-------–------------------ის 2----–-–------------ის №-- ბრძანებით გ---------------ი, პირადი უსაფრთხოების მიზნით, განთავსებულ იქნა დ-–-------–------------–------------- №- საკანში, 30 დღე-ღამის ვადით.

 

4.1.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–--ის დადგენილებით სს „-----–----ის“ გ-------–-------------------ი გ--------–-–---–---–ი გათავისუფლდა თანამდებობიდან და დაინიშნა გ---------------ი.

 

4.1.12. სს „-----–----ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2----–-–----------------ის №-- ოქმით გ---------------ი გათავისუფლდა საწარმოს გ-------–-------------------ის თანამდებობიდან (პირადი განცხადების საფუძველზე) და გ-------–-------------------ის მოვალეობის შესრულება დროებით დაევალა დ---------------–-ას.

 

ს----------–---------------------------------------------------------------------–---------------------------–--- 2----–-–-----------------ის ბრძანებით განხორციელდა ცვლილებები სს „-----–----ის“ სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცემებში საზოგადოების დირექტორის შეცვლასთან დაკავშირებით. საზოგადოების დირექტორად მითითებულია დ---------------–-ა.

 

4.1.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------------ის განჩინებით გახსნილ იქნა სს „-----–----ის“ გაკოტრების საქმის წარმოება და გ-----------------------–--- დაინიშნა გ---------------ი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის განჩინებით სს „-----–----ის“ გაკოტრების მმართველი გ---------------ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და საწარმოს გ-----------------------–--- დაინიშნა ი-–-------–---–ი. განჩინებაში მითითებულია, რომ გ---------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის ბრძანებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა ორი თვის ვადით, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ თავისი მოვალეობების შესრულებას გაკოტრების მმართველის თანამდებობაზე.

 

ს----------–------------------------------–--------–-----------------------–---------------–------–--------------------------------–--- 2----–-–--------------ის ბრძანებით შეიცვალა სს „-----–----ის“ გაკოტრების მმართველი მ--–------------ე და მის ნაცვლად დაინიშნა მ-----------ა.

 

ს----------–------------------------------–--------–-----------------------–---------------–------–--------------------------------–--- 2----–-–----------------- ბრძანებით შეიცვალა სს „-----–----ის“ გაკოტრების მმართველი მ-----------ა და მის ნაცვლად დაინიშნა შ--–------------–--ე.

 

4.1.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------ს განჩინებით დაკმაყოფილდა სს „-----–----ის“ გაკოტრების მმართველის - ი-–-------–---–ის განცხადება გაკოტრების მმართველის გასამრჯელოს დანიშვნის თაობაზე გასამრჯელოდ განისაზღვრა კრედიტორთა კომიტეტის მიერ დადგენილი ოდენობა - გაკოტრების მასის 0,6%.

 

განჩინების აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ არ მომხდარა გაკოტრების მმართველის გასამრჯელოს დანიშვნა, მმართველმა იშუამდგომლა, მმართველის გასამრჯელო განსაზღვრულიყო გაკოტრების მასის 0,6%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 81 155 ლარს.

 

4.1.15. სს „-----–----ის“ გაკოტრების მმართველის შ--–------------–--ის 2----–-–------------ის ანგარიშის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხებიდან 22 014 169 ლარი მიმართულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღებული სესხების დასაფარად. 2----–-–---------–--ის კრედიტორთა კრების ოქმით გამოხატული თანხმობისა და გაკოტრების მმართველის განცხადების საფუძველზე მმართველს განესაზღვრა გასამრჯელო, გაკოტრების მასაში შესული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხის 0,6%-ის ოდენობით, რამაც 81 155 ლარი შეადგინა.

 

4.1.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2----–-–------------ს დაადგინა, რომ დასრულდა სს „-----–----ის“ გაკოტრების საქმის წარმოება და გაუქმდა სს „-----–----ის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 

4.1.17. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სს „-----–----ის“ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით 2----–-–------------–ს წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1--------- წ. განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. სააგენტოსა და არქივში დაცული დოკუმენტაციის თანახმად, სს „-----–----ის“ სამართალმემკვიდრე არ დგინდება.

 

4.1.18. სს „-----–----ის“ 2----–-–--------------ის №----- წერილის შესაბამისად, გ---------------ს, სს „-----–----ის“ გაკოტრების წარმოების საქმის გახსნის დღიდან - 2----–-–-----------------იდან ავანსის სახით მიღებული აქვს 25 714,29 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------ს განჩინებით გაკოტრების მმართველს უნდა მიეღო გაკოტრების მასის - 22 014 469 ლარის 0,6%. ი. ბ---–---–მა, სს „-----–----ის“ აქტივების რეალიზაციის შედეგად, მიიღო 104 050,56 ლარი.

 

4.1.19. სს „ს----------–--------ში“ გ---------------ის ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად (პერიოდი - 0----------------), მოსარჩელეს სს „-----–----ისაგან“ 2----–--–- ხელფასის სახით მიღებული აქვს - 3 498,90 ლარი (აგვისტო), 4 444,98 ლარი (სექტემბერი), 4 400 ლარი (ოქტომბერი), 3 617,60 ლარი (ნოემბერი), 4 400 ლარი (დეკემბერი), ხოლო 2006 წელს - 4 400 ლარი (იანვარი), 628,58 ლარი (მარტი), 4 400 ლარი (თებერვალი).

 

4.1.20. ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ის 2----–-–---------ის №--- გადაწყვეტილებით გათავისუფლდა შპს „ყ--------------------–--ის“ სპეციალური მმართველი და დაინიშნა ახალი, რომლის ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებად განისაზღვრა 7 500 ლარი.

 

ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ის 2----–-–---------------ს №---- გადაწყვეტილებით გათავისუფლდა შპს „ყ--------------------–--ის“ სპეციალური მმართველი და დაინიშნა ახალი, რომლის ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებად განისაზღვრა 10 000 ლარი.

 

4.1.21. 2----–-–----------–----–--- შპს „---------------------------სა“ (დამსაქმებელი) და გ---------------ს (დასაქმებული) შორის დადებულია შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 5 000 ლარს.

 

მხარეთა შორის 2----–-–----------–----------ს დადებული ხელშეკრულებით ყოველთვიური ხელფასის ანაზღაურება განისაზღვრა 6 250 ლარს.

 

4.1.22. „------------------ს“ მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, 2----–-–--------–--ს გ---------------ისათვის გაწეული სამედიცინო სერვისის ღირებულებამ შეადგინა 100,91 ლარი.

 

გ--–---------------–--ის დ------–----------–-------–----ის ცენტრის მიერ გაცემული გაანგარიშების მიხედვით, გ---------------ისათვის 2----–-–-----------------------–-–-------------------- პერიოდში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ჯამში 6 244 ლარი.

 

4.1.23. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------------ის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე №---------) დაკმაყოფილდა სს „----–--ის“ სარჩელი და მოპასუხე გ---------------ს დაეკისრა სს „----–--ის“ სასარგებლოდ 74 362 ლარის და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 859 ლარის გადახდა.

 

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მხარეებს ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად ამისა, მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

გადაწყვეტილების მიხედვით, სასარჩელო მოთხოვნით საქმეზე თანდართული მასალებით დადგენილია, რომ 2----–-–-----------ს „ს----------–--------სა“ და გ---------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 50 000 აშშ დოლარის 24% წლიური საპროცენტო განაკვეთით, ხოლო სესხის ვადა განისაზღვრა 3 წლით. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო სს „-----------------“ თავდებობით. მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება ბანკის წინაშე და შესაბამისად, ბანკმა გამოიყენა სს „-----------------“ პასუხისმგებლობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------------ის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებულია იძულებითი აღსრულება.

 

4.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §38-42).

 

4.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღარურებას უკანონო მსჯავრდების გამო. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის სახით 55 440.71, ხოლო მორალური ზიანის სახით 224 400 ლარის ოდენიბით დაკმაყოფილდა. აპელატი არ ეთანხმება აღნიშნულ ოდენობას და ითხოვს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორი სამართებრივი შეფასება მისცა მათ.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ განმარტებებს, იზიარებს გადაწყვეტილებაში მოხმობილ საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკასა და ევრო სასამართლოს განმარტებებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება გარანტირებულია როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით. აღნიშნულ პოზიციას იზიარებს როგორც პროცესის მონაწილე მხარეები, ასევე სასამართლოც, თუმცა განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს ზიანის ოდენის გაანგარიშება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანიც უნდა გახდეს ზიანის ანაზღაურების სახით დაკისრებული თანხის მოცულობის განსაზღვრის საკითხი. აღნიშნული მიზნით, მნიშვნელოვანია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასება.

 

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მორალურ ზიანზე მსჯელობისას სწორად მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: გ---------------ი ეჭვმიტანილის სახით დაკავებულ იქნა 2----–-–------------ და იმავე დღეს წარედგინა ბრალდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის ბრძანებით მოსარჩელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ს განაჩენით კი გ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------–--ის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------–ის განაჩენში შევიდა ცვლილება და გ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მის მიმართ დამატებით გავრცელდა 2----–-–----------------- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------------–ის განაჩენით გ---------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. ამდენად, გ---------------ს უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა 2----–-–-----------იდან 2----–-–---------------–ამდე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მორალური ზიანის გაანგარიშების მიზნით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სწორედ დროის აღნიშნული პერიოდი, როგორც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის პერიოდი და მისგან გამოწვეული უარყოფითი მორალური განცდები.

 

რაც შეეხება ზემოაღნიშნულ პერიოდში არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას და მის საფუძველზე ზიანის ანაზღაურებას, პალატას მიაჩნია, იმისათვის, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოება გახდეს ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი საფუძველი, იგი უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით, რასაც მოცემულ შემთვევაში ადგილი არ აქვს. ზიანის ანაზღაურებისთვის უტყუარად უნდა დასტრდებოდეს ზიანის მიმყენებელი პირის მირ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მისგან გამოწვეული ზიანი. პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ უკანონო მსჯავრდების 11 წლიანი პერიოდი უსათუოდ წარმოადგენს მძიმე მორალური ზიანის გამომწვევ ფაქტორს, თუმცა აღნიშნული სახის ზიანის კომპენსაციის გაანგარიშებისას მონაწილეობას ვერ მიიღებს ის გარემოებები, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ არის დადასატურებული, კერძოდ კი -აპელანტის მიერ მითითებული არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობა. ამასთან, აღნიშნული სახის ქმედება განსახილველი დავის ფარგლებში ვერ იქნება დადგენილი.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.

 

მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, უკანონო პატიმრობაში ყოფნა ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მიერ მორალური ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და აღკვეთის ღონისძიების მოქმედება არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებული არის გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის პერიოდი, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებისა და სასჯელის სახე, წარდგენილი ბრალდების სიმძიმე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა - 224 400 (ორასოცდაოთხიათასოთხასი) ლარია.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებზე და საქმისათვის არსებთი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.

 

მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისას იყო სს „-----–----ის“ გაკოტრების მმართველი. შესაბამისად, მოსარჩელეს ზიანის სახით უნდა აუნაზღაურდეს თანხის ის ოდენობა, რასაც გ-----------------------–--- მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში მიიღებდა.

 

საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ს განჩინებით, სს ,------–----ის“ გაკოტრების მმართველის 2----–-–------------ის ანგარიშით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გაკოტრების მმართველს განესაზღვრა გასამრჯელო გაკოტრების მასაში შესული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხის 0,6%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 81 155 ლარი. ამასთან, სს ,------–----ის“ 2----–-–--------------ის N----- წერილის შესაბამისად, გ---------------ს სს ,------–----ის“ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის დღიდან - 2----–-–-----------------იდან ავანსის სახით მიღებული აქვს 25 714,29 ლარი. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 55 440,71 ლარი.

 

აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს, ასევე, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ იგი დაკავებამდე იყო დასაქმებული და გათავისუფლების შემდეგ მალევე დასაქმდა მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე. მითითებული არგუმენტაცია მართებულად არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ, ვინაიდან იგი დაკავებამდე იყო რა გაკოტრების მმართველი, სს ,------–----ის“ გაკოტრების საქმისწარმოება კი დასრულდა 2----–-–------------ს. ამასთან, პირის დასაქმება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და მისი კვალიფიკაცია არის დასაქმების მაღალი ალბათობის მაჩვენებელი, მაგრამ არა გარანტი. მუშაობის ფაქტი არ გამორიცხავს სამუშაოდან გაშვებას ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის გასვლის და ა.შ. გამო. გარდა ამისა, ანაზღაურების ოდენობაც განსხვავებულია როგორც სხვადასხვა ორგანიზაციაში, ისე სხვადასხვა თანამდებობაზე.

 

მოსარჩელის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაწეული და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით სასამართლოს სწორად მიუთითა, რომ მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ხარჯების გაწევის ნამდვილობის დადასტურება, ხოლო, მეორე მხრივ, მათი გაწევის აუცილებლობა. მოცემულ შემთხვევაში კი არ დასტურდება ხარჯის მოთხოვნილი ოდენობით გაწევის ფაქტი. ამასთან, არ არის დადასტურებული, რომ მოსარჩელეს მკურნალობის საჭიროება წარმოეშვა მოპასუხის თანამშრომელთა უკანონო ქმედების შედეგად. სასამართლომ სწორად მიუთითა პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; სამედიცინო მომსახურებით. ამდენად, ბრალდებული უზრუნველყოფილია საკვებით, ტანსაცმლით, პირადი ჰიგიენითა და სამედიცინო მომსახურებით, რაც არ გამორიცხავს მის უფლებას, რომ შეიძინოს სხვა დამატებითი ნივთებიც, რაც აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუკი სხვა ნივთების შეძენა სახელმწიფოს ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით არის გამოწვეული ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა პირის წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, უსაფრთხოების დაუცველობას, აღნიშნული წარმოშობს ზიანის მოთხოვნას, თუმცაღა არა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ.

 

სს „----–--ის“ სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით დაკისრებული თანხის ზიანის სახით ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სააპელაცო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ მხარისთვის მიყენებული მხოლოდ ის მატერიალური ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------------ის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე №---------) დაკმაყოფილდა სს „----–--ის“ სარჩელი და მოპასუხე გ---------------ს დაეკისრა სს „----–--ის“ სასარგებლოდ 74 362 ლარის და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 859 ლარის გადახდა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მხარეებს ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად ამისა, მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა. ამასთან, გადაწყვეტილების მიხედვით, 2----–-–-----------ს „ს----------–--------სა“ და გ---------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 50 000 აშშ დოლარის 24% წლიური საპროცენტო განაკვეთით, ხოლო სესხის ვადა განისაზღვრა 3 წლით. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო სს „-----------------“ თავდებობით. მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება ბანკის წინაშე და შესაბამისად, ბანკმა გამოიყენა სს „-----------------“ პასუხისმგებლობა. პალატა აღნიშნავს, რომ პირის პატიმრობაში ყოფნა არ ზღუდავს მის უფლებას მონაწილეობას მიიღოს სასამართლო პროცესზე, სადაც იგი წარმოადგენს მხარეს. ამდენად, პატიმრობაში ყოფნასა და სასამართლო სხოდამზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელ გადაწყვეტილების მიღებას შორის მიზეზობრვი კავშირი არ არსებობს, შესაბამისად, ამ საფუძვლით ზიანის ანაზღაურება არ დაიშვება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს მატერიალური ზიანის სახით უნდა აუნაზღაურდეს 55 440.71 ლარი (ორმოცდათხუთმეტი ათას ოთხას ორმოცი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი), ხოლო მორალური ზიანის სახით - 224 400 (ორას ოცდაოთხი ათას ოთხასი) ლარი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

5.2. სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---------------ის და საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა