განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.11.2018
საქმის ნომერი
330210116001246814
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210116001246814

საქმე №2ბ/6277-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

სხდომის მდივანი _ თამარ ბლიაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ლ----------–--ე

წარმომადგენელი - რ---- გ--–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ-------------ე

წარმომადგენელი - დ----- გ------ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ნ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ----------–--ეს (პირადი N-----------) მოსარჩელე ნ-------------ის (პირადი N-----------) სასარგებლოდ დეკისრა 105 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. ნ-------------ე და თ-----------–--ე ქორწინებაში იმყოფებიან 2005 წლის 25 აგვისტოდან. თანაცხოვრების პერიოდში, 2-----–-–-------------- შეეძინათ შვილი ნ--------–--ე;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 17);

- ნ--------–--ეს დაბადების მოწმობა (ს.ფ. 18).

 

2.2. მოსარჩელე ნ-------------ე და მოპასუხე თ-----------–--ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან საერთო მეურნეობას. არასრულწლოვანი შვილი, ნ--------–--ე ცხოვრობს დედასთან, ნ-------------ესთან ერთად;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

2.3. მხარეთა, ნ-------------ის და თ-----------–--ის ქორწინების პერიოდში, შეძენილი იქნა ორი უძრავი ქონება: მდებარე შემდეგ მისამართებზე, ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ------------------–----------------------------------------------------------------------------- და ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ------------–----------–-----------------------–------------------------------------------------------------. ორივე ქონება 2012 წლის 15 თებერვალს საკუთრების უფლებით აღირიცხა თ-----------–--ის სახელზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 1--------- წელი (ს.ფ. 19-20);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 1--------- წელი (ს.ფ. 32-33);

 

2.4. 2013 წლის 30 დეკემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე თ------------–--ემ კუთვნილი უძრავი ნივთი ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ------------------------–------------------------------------------------------------------- აჩუქა ლ----------–--ეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი აღირიცხა ამ უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------ს გადაწყვეტილებით აღნიშნულ უძრავ ქონებას შეეცვალა მისამართი, საკადასტრო კოდი და გახდა ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ------------------–----------------------------------------------- ;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 30 დეკემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 0--------- წელი (ს.ფ. 23-24);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 23-------- წელი (ს.ფ. 26-27);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-----–-–-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 39-40);

 

2.5. მოპასუხე ლ----------–--ემ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N-------------- 2014 წლის 23 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებისსაფუძველზე, გაასხვისა ა------------–-------ეზე. უძრავი ქონების საფასური შეადგენს 118000 (ას თვრამეტი ათასი) აშშ დოლარს. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ა------------–-------ე სახელზე აღირიცხა უძრავი ქონება - მდებარემისამართზე ქ.თბილისი, ო---–---–ის ქ. N----------- საკადასტრო კოდი№-----------------------, მესაკუთრედ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 23 მაისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-29);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 3--------- წელი (ს.ფ. 30-31).

 

2.6. 2013 წლის 30 დეკემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე თ------------–--ემ კუთვნილი უძრავი ნივთი ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ------------–----------–---------------------------–--------------------------------------------------------------- აჩუქა ლ---–- გ---–--ეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი აღირიცხა ამ უძრავი ქონების მესაკუთრედ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------- გადაწყვეტილებით აღნიშნულ უძრავ ქონებას შეეცვალა მისამართი, საკადასტრო კოდი და გახდა ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ------------------–-------------------------------------------;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 30 დეკემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 34-35);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 0--------- წელი (ს.ფ. 36-37).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 0--------- წელი (ს.ფ. 41-42).

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 39-40);

 

2.7. მოპასუხე ლ---–- გ---–--ემ თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ო---–---–ის ქუჩა N------------–------------, 2----–-–---------–--ის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა თ-- კ-------–---–ზე. უძრავი ქონების საფასური შეადგენს 93 000 (ოთხმოცდაცამეტი ათასი) აშშ დოლარს. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებით თ-- კ-------–---–ი აღირიცხა უძრავი ქონება - მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ო---–---–ის ქუჩა N------------–------------, საკადასტრო კოდი №-----------------------, მესაკუთრედ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 0--------- წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 43-44);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 0--------- წელი (ს.ფ. 45-46).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.8. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სადავო უძრავი ნივთი, მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N-----------------–---------------------------------------------------------- და ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N------------–--------------------------------------------- შეძენილია ნ-------------ის და თ-----------–--ის ქორწინების განმავლობაში. შესაბამისად, იგი წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. მოსარჩელე ნ-------------ეს აქვს უფლება მითითებულ ქონების 1/2 ნაწილზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 1--------- წელი (ს.ფ. 19-20);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 1--------- წელი (ს.ფ. 32-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

2.9. თ------------–--ეს კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისების, მოპასუხე ლ----------–--ისათვის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის შედეგად რაიმე სახის სარგებელი არ მიუღია. ნ-------------ის ყოფილმა მეუღლემ სადავო ქონება უსასყიდლოდ გადასცა მოპასუხე ლ----------–--ეს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

2.10. მოპასუხე ლ----------–--ისათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ მისთვის 2013 წლის 30 დეკემბერს ჩუქების ხელშეკრულებით გადმოცემული ქონების ½ ნაწილის თანამესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელე ნ-------------ე; მოპასუხე ლ----------–--ემ 2014 წლის 23 მაისს ა------------–-------ესთან და 2015 წლის 6 ივლისს თ-- კ-------–---–თან დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებით, განკარგა მოსარჩელე ნ-------------ის კუთვნილი წილი და მიიღო სარგებელი; სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს იმ გარემოებას, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N------------–--------------------------------------------------------------------------------- ა------------–-------ეზე ლ----------–--ის მიერ გასხვისდა 118000 (ას თვრამეტი ათასი) აშშ დოლარად, ხოლო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N------------–------------, ფართი 85.86 კვ.მ., საკადასტრო კოდი N-----------------------, თ-- კ-------–---–ზე გასხვისა 93 000 აშშ დოლარად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 23 მაისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-29);

- 2----–-–---------–--ის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 43-44);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

2.11. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ გამოიკვეთა 2014 წლის 23 მაისის და 2----–-–---------–--ის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. სადავო უძრავი ქონების შემძენი პირები ა------------–-------ე (2014 წლის 23 მაისის ხელშეკრულების მხარე - მყიდველი) და თ-- კ-------–---–ი (2----–-–---------–--ის ხელშეკრულების მხარე - მყიდველი) წარმოადგენენ კეთილსინდისიერ შემძენებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ქონების შეძენის მომენტისათვის, გამყიდველი ლ----------–--ე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ორივე ნივთის მესაკუთრედ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 23-------- წელი (ს.ფ. 26-27);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 0--------- წელი (ს.ფ. 41-42).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.12. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ნ-------------ემ მოითხოვა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის ანაზღაურება. ასევე, სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად დაედო მოპასუხის მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრება.

 

დადგენილია, რომ ნ-------------ე და თ-----------–--ე ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2005 წლის 25 აგვისტოდან. თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-----------ს შეეძინათ შვილი ნ--------–--ე. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან საერთო მეურნეობას. არასრულწლოვანი შვილი, ნ--------–--ე ცხოვრობს დედასთან, ნ-------------ესთან ერთად.

 

საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 183-ე მუხლით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მხარეების, ნ-------------ის და თ-----------–--ის ქორწინების პერიოდში, შეძენილი იქნა ორი უძრავი ქონება: მდებარე შემდეგ მისამართებზე, ქ. თბილისი, ო---–---–ის ქუჩა N-------------–---------------------------------------------------------------------- და ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N-----–----------–-----------------------–-----------------------------------------------------------. ორივე ქონება 2012 წლის 15 თებერვალს საკუთრების უფლებით აღირიცხა თ-----------–--ის სახელზე.

 

საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო უძრავ ნივთზე მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება არ ვრცელდება, ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს, რომელმაც სარწმუნოდ უნდა ადასტუროს, რომ სადავო უძრავი ქონების ნახევარზე არ წარმოშობილა მეორე მეუღლის თანასაკუთრების უფლება. კერძოდ, მან უნდა ამტკიცოს, რომ სადავო უძრავი ქონება არ არის შეძენილი ქორწინების განმავლობაში, მეურნეობის ერთობლივი გაძღოლის შედეგად. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ აღნიშნული სადავო ქონება შეძენილია უშუალოდ ლ---–- გ---–--ის (თ-----------–--ის დედა) მიერ მისივე სახსრებით და ამ ქონების შეძენაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ მეუღლეებს, ნ-------------ეს და თ-----------–--ეს. ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი გარკვეული გარემოების დასადგენად. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ნივთი, მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N-----------------–---------------------------------------------------------- და ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N------------–------------, ს/კ 0--------------------- შეძენილია ნ-------------ის და თ-----------–--ის ქორწინების განმავლობაში. შესაბამისად, იგი წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. შესაბამისად, ნ-------------ეს აქვს საკუთრების უფლება იმ უძრავი ქონებების ნახევარზე, რომელიც რეგისტრირებული იყო თ-----------–--ის სახელზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გასხვისება თ----- გ---–--ის მიერ მოხდა მეუღლესთან შეთანხმების გარეშე. კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის 30 დეკემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე თ-----------–--ემ კუთვნილი უძრავი ნივთი ქ. თბილისი, ო---–---–ის ქუჩა N------------–-------------------------------------------------------------------- აჩუქა ლ----------–--ეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი აღირიცხა ამ უძრავი ქონების მესაკუთრედ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------- გადაწყვეტილებით აღნიშნულ უძრავ ქონებას შეეცვალა მისამართი, საკადასტრო კოდი და გახდა ქ. თბილისი, ო---–---–ის ქუჩა N------------–-------------------------------------------. ხოლო 2013 წლის 30 დეკემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე თ-----------–--ემ კუთვნილი უძრავი ნივთი ქ. თბილისი, ო---–---–ის ქუჩა N-----–----------–------------------------–----------------------------------------------------------- აჩუქა ლ----------–--ეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი აღირიცხა ამ უძრავი ქონების მესაკუთრედ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------ს გადაწყვეტილებით აღნიშნულ უძრავ ქონებას შეეცვალა მისამართი, საკადასტრო კოდი და გახდა ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ------------------–-------------------------------------------. ამდენად, დადგენილია, რომ ორივე უძრავი ქონება, რაც მეუღლეთა ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში იქნა შეძენილი, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა სხვა პირს.

 

სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებაში მისი თანხმობით.

 

ჩუქების ხელშეკრულება განეკუთვნება ცალმხრივად მავალდებულებელ გარიგებათა რიცხვს და თავისი შინაარსით საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ჩუქების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების პირველივე მუხლი მიუთითებს, რომ იგი მიმართულია ქონებაზე დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ლ----------–--ისათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ სადავო ქონება შეძენილი იყო ნ-------------ის და ლ----------–---- ქორწინების განმავლობაში ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში. შესაბამისად, სადავო უძრავ ქონებაზე ვრცელდებოდა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი. მოსარჩელე ნ-------------ეს უკვე მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლების მოთხოვნის უფლება ქონების ერთ მეორედ ნაწილზე მეუღლეთა ერთად ცხოვრების განმავლობაში ერთობლივად ქონების შეძენით, რომელიც ჩუქების საფუძველზე გადაეცა მოპასუხე მხარეს. სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ლ----------–--ისათვის 30.12.2013 წელს ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ცნობილი იყო ჩუქების ხელშეკრულებით მისთვის გადმოცემული ქონების ½ ნაწილის თანამესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელე ნ----- ღ-----ე. შესაბამისად, იგი ვერ მიიჩნევა ხელშეკრულების კეთილსინდისიერ მხარედ.

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ოქნებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ლ---–- გ---–--ემ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N-----------, 2014 წლის 23 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა ა------------–-------ეზე. უძრავი ქონების საფასური შეადგენს 118000 (ას თვრამეტი ათასი) აშშ დოლარს. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზეც ა------------–-------ე აღირიცხა უძრავი ქონების - მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N-----------, საკადასტრო კოდი №-----------------------, მესაკუთრედ. ხოლო მეორე უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ო---–---–ის ქუჩა N------------–------------, ლ----------–--ემ 2----–-–---------–--ის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა თ-- კ-------–---–ზე. უძრავი ქონების საფასური შეადგენს 93 000 (ოთხმოცდაცამეტი ათასი) აშშ დოლარს. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თ-- კ-------–---–ის სახელზე აღირიცხა უძრავი ქონების - მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ო---–---–ის ქუჩა N------------–------------, საკადასტრო კოდი №-----------------------, მესაკუთრედ.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ თ-----------–--ის მიერ მის საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, ორივე საცხოვრებელ ბინაში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები, შეიძინა საყოფაცხოვრებო ინვენტარი, რის შედეგადაც გაიზარდა ქონების საბაზრო ღირებულება, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ამასთან, მხარეებს სადავო არ გაუხდიათ და სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივ გარემოება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N------------–--------------------------------------------------------------------------------- ა---------– ლ-------ეზე ლ---–- გ---–--ის მიერ გასხვისდა 118000 (ას თვრამეტი ათასი) აშშ დოლარად, ხოლო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N-------------–---------------, ფართი 85.86 კვ.მ., საკადასტრო კოდი N-----------------------, თ-- კ-------–---–ზე გასხვისდა 93 000 აშშ დოლარად. შესაბამისად, დადგენილია, რომ მოპასუხე ლ----------–--ემ, რომელმაც უსასყიდლოდ მიიღო სადავო უძრავი ქონება, აღნიშნული ქონების გასხვისების შედეგად მიიღო სარგებელი, სულ 211 000 (ორას თერთმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. მან უნებართვოდ, მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე განკარგა ქონების ის ნაწილიც, რომელიც საოჯახო-სამართლებრივი საფუძვლით ეკუთვნოდა მოსარჩელე ნ-------------ეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე დასტურდება საჯარო რეესტრის ჩანაწერებით. რეესტრის მონაცემების მიმართ კი მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეეტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა (სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, პირის კეთილსინდისიერ შემძენად აღიარება დამოკიდებულია მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე კანონით განსაზღვრული მოვლენის მიმართ. კეთილსინდისერების ფაქტი არ შეიძლება დამოკიდებული იყოს იმგვარ მოვლენაზე, რომელიც არ არის პირისათვის ცნობილი და არც უნდა ყოფილიყო ცნობილი ანუ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია შემძენის კეთილსინდისიერებაზე გამსხვისებლის მიერ შექმნილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ გამოიკვეთა 2014 წლის 23 მაისის და 2015 წლის 6 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეები ა---------– ლ-------ე (2014 წლის 23 მაისის ხელშეკრულების მხარე - მყიდველი) და თ-- კ-------–---–ი (2----–-–---------–--ის ხელშეკრულების მხარე - მყიდველი) წარმოადგენენ კეთილსინდისიერ შემძენ პირებს. ვინაიდან მათ არ იცოდნენ და არც შეიძლება სცოდონოდათ, რომ ლ----------–--ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე სამართლებრივი პრეტენზიის დაყენების უფლება ჰქონდა ნ-------------ეს, რომელთან ქორწინების ყოფნის პერიოდშიც იქნა შეძენილი და აღრიცხული აღნიშნული ქონება. ამასთან, ზემოთ როგორც აღინიშნა, ნ-------------ის ყოფილმა მეუღლემ, თ-----------–--ემ ჩუქების ხელშეკრულებით გაასხვისა ორივე უძრავი ნივთი, შესაბამისად, გარიგების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, მას არ მიუღია ამ ქონების განკარგვით რაიმე სახის სარგებელი.

 

სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ უტყუარი მტკიცებულების წარდგენით ვერ შეძლო გაებათილებინა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით აღიარებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი სადავო ან დარღვეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, მოპასუხე კი არის ის პირი, რომელმაც მოსარჩელის განცხადებით დაარღვია ან სადავო გახადა მისი კერძო სამართლებრივი უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხედ დასახელებულმა პირმა, ლ----------–--ემ, რომელსაც სადავო უძრავი ქონება უსასყიდლოდ, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა საკუთრებაში, აღნიშნული ხელშეკრულებების დადების შედეგად წარმოშობილი შედეგების მიმართ წარმოადგენდა არაკეთილსინდისიერ მხარეს, შესაბამისად, იგი ვალდებულია მოსარჩელე მხარეს აუნაზღაუროს მის მიერ იმ ქონების არამართებულად განკარგვით მიღებული სარგებელი, რომლის 1/2 ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელე ნ-------------ე. მოსარჩელის თანასაკუთრების უფლების თაობაზე მოპასუხე მხარისათვის ცნობილი იყო და მას აღნიშნული გარემოება საქმის განხილვის მიმდინარეობისას სადავო არ გაუხდია.

 

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ- კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. 2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა. შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან ბ. გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან გ. მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ. მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

 

სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

მოპასუხე ლ--------–------ არაკეთისილსინდისიერად განკარგა და უსაფუძლოდ მიიღო იმ ქონების სარგებელი, რომლის 1/2 ნაწილის მესაკუთრეს საოჯახო- სამართლებრივი ნორმის საფუძველზე წარმოადგენდა მოსარჩელე ნ-------------ე. მოპასუხემ უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე განკარგა მეორე პირის (ამ შემთხვევაში ნ-------------ის) სამართლებრივი სიკეთე, უძრავი ქონების წილი, რის გამოც მოპასუხე ლ--------–----- ვალდებულია აანაზღაუროს სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგი და უფლებამოსილ პირს, ნ-------------ეს გადაუხადოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებლიდან თანხის ოდენობა შესაბამისი წილის პროპორციულად.

 

სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, მოსარჩელე მხარისათვის ქონების განკარგვით მიღებული სარგებლიდან მისაკუთვნებელი წილის ოდენობა შეადგენს 105 000 (ასხუთი ათასი) აშშ დოლარს ექვივალენტს ლარში.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ-------------ის სარჩელი მოპასუხე ლ----------–--ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 3; 3.2 და 3.2.4. პუნქტი ფაქტობრივ გარემოებად არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ გარემოებებად და მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

აპელანტი განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 183-ე, 185-ე, 187-ე, 312-ე, 477-ე, 524-ე, 976-ე, 982-ე, 1158-ე, 1160-ე, 1164-ე, 1168-ე მუხლები შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

შესაბამისად, აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და უარი ეთქვას ნ-------------ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე(იხ. სააპელაციო საჩივარი, ტომი 1, ს.ფ. 216-220);

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.12. პუნქტები).

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). იმავე კოდექსის 1159-ე მუხლის მიხედვით, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად, მუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. სსკ-ის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მუღლეთა საერთო ქონება რომელიმე მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგაც, განსახილველ შემთხვევაში დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს მეუღლეთა ფაქტობრივ თანაცხოვრების ფაქტს.

 

4.3. სააპელაციო პალატას მოცემულ ეტაპზე უდავოდ მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

- ნ-------------ე და თ-----------–--ე ქორწინებაში იმყოფებიან 2005 წლის 25 აგვისტოდან. თანაცხოვრების პერიოდში, 2-----–-–-------------- შეეძინათ შვილი ნ--------–--ე;

 

- ნ-------------ე და მოპასუხე თ-----------–--ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან საერთო მეურნეობას. არასრულწლოვანი შვილი, ნ--------–--ე ცხოვრობს დედასთან, ნ-------------ესთან ერთად;

 

- მხარეთა, ნ-------------ის და თ-----------–--ის ქორწინების პერიოდში, შეძენილი იქნა ორი უძრავი ქონება: მდებარე შემდეგ მისამართებზე, ქ. თბილისი, ო---–---–ის ქუ-----------------–----------------------------------------------------------------------- და ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N------–----------–-----------------------–-------------------------------------------------------------. ორივე ქონება 2012 წლის 15 თებერვალს საკუთრების უფლებით აღირიცხა თ-----------–--ის სახელზე.

 

- 2013 წლის 30 დეკემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე თ------------–--ემ კუთვნილი უძრავი ნივთი ქ. თბილისი, ო---–---–ის ქუჩა N------------–------------------------------------------------------------------ აჩუქა ლ----------–--ეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი აღირიცხა ამ უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------- გადაწყვეტილებით აღნიშნულ უძრავ ქონებას შეეცვალა მისამართი, საკადასტრო კოდი და გახდა ქ. თბილისი, ო---–---–ის ქუჩა N------------–-------------- ს/კ N-----------------------;

 

- მოპასუხე ლ----------–--ემ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N-----------, 2014 წლის 23 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა ა------------–-------ეზე. უძრავი ქონების საფასური შეადგენს 118000 აშშ დოლარს. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ა------------–-------ე სახელზე აღირიცხა უძრავი ქონება - მდებარემისამართზე ქ.თბილისი, ო---–---–ის ქ.N----------- საკადასტრო კოდი№-----------------------, მესაკუთრედ.

 

2013 წლის 30 დეკემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე თ------------–--ემ კუთვნილი უძრავი ნივთი ქ. თბილისი, ო---–---–ის ქუჩა N------–----------–------------------------–---------------------------------------------------------- აჩუქა ლ----------–--ეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი აღირიცხა ამ უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------- გადაწყვეტილებით აღნიშნულ უძრავ ქონებას შეეცვალა მისამართი, საკადასტრო კოდი და გახდა ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ------------------–-------------------------------------------;

 

- მოპასუხე ლ----------–--ემ თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ო---–---–ის ქუჩა N------------–------------, 2015 წლის 6 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა თ-- კ-------–---–ზე. უძრავი ქონების საფასური შეადგენს 93 000 აშშ დოლარს. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებით თ-- კ-------–---–ი აღირიცხა უძრავი ქონება - მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ო---–---–ის ქუჩა N------------–------------, საკადასტრო კოდი №-----------------------, მესაკუთრედ.

 

- საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სადავო უძრავი ნივთი, მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N-----------------–---------------------------------------------------------- და ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N------------–------------, ს/კ 0--------------------- შეძენილია ნ-------------ის და თ-----------–--ის ქორწინების განმავლობაში. შესაბამისად, იგი წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. მოსარჩელე ნ-------------ეს აქვს უფლება მითითებულ ქონების 1/2 ნაწილზე.

 

- პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ თ-----------–--ეს კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისების, მოპასუხე ლ----------–--ისათვის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის შედეგად რაიმე სახის სარგებელი არ მიუღია. ნ-------------ის ყოფილმა მეუღლემ სადავო ქონება უსასყიდლოდ გადასცა მოპასუხე ლ----------–--ეს.

 

- დადგენილია, რომ მოპასუხე ლ----------–--ისათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ მისთვის 2013 წლის 30 დეკემბერს ჩუქების ხელშეკრულებით გადმოცემული ქონების ½ ნაწილის თანამესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელე ნ-------------ე; მოპასუხე ლ----------–--ემ 2014 წლის 23 მაისს ა------------–-------ესთან და 2015 წლის 6 ივლისს თ-- კ-------–---–თან დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებით, განკარგა მოსარჩელე ნ----- ღ-----ის კუთვნილი წილი და მიიღო სარგებელი; სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს იმ გარემოებას, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N------------–--------------------------------------------------------------------------------- ა------------–-------ეზე ლ----------–--ის მიერ გასხვისდა 118000 აშშ დოლარად, ხოლო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N------------–------------, ფართი 85.86 კვ.მ., საკადასტრო კოდი N-----------------------, თ-- კ-------–---–ზე გასხვისა 93 000 აშშ დოლარად.

 

- უდავოა, რომ სადავო უძრავი ქონების შემძენი პირები ა------------–-------ე (2014 წლის 23 მაისის ხელშეკრულების მხარე - მყიდველი) და თ-- კ-------–---–ი (2015 წლის 6 ივლისის ხელშეკრულების მხარე - მყიდველი) წარმოადგენენ კეთილსინდისიერ შემძენებს.

 

4.4. სარჩელის მოთხოვნა შეეხებოდა მოპასუხისათვის თანასაკუთრების განკარგვით მიღებული სარგებლიდან, წილთა თანაბრობის პრინციპიდან გადახვევის სამართლებრივი საფუძვლით (სსკ-ის 1158-ე და 1168-ე მუხლები) ½ წილის სახით 105 000 აშშ დოლარის დაკისრებას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილთა თანაბრობიდან გადახვევა და სადავო ქონების ½ წილის მიკუთვნება, სარჩელი დაკმაყოფილებადია სსკ-ის 1168-ე მუხლის წინაპირობების განხორციელების შემთხვევაში. პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ნორმის დანაწესით განსაზღვრულია მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. მისი ნორმატიული რეგულირების მიზანია ოჯახის ინტერესების დაცვა. პრეზუმირდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია, რომ მივიჩნიოთ ეს ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად.

 

საგულისხმოა, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნებოდა სულ ორი უძრავი ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის ½ წილზე უფლების მოპოვებას.

 

აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოთხოვნის ამ ნაწილიდან მოპასუხეს დაეკისრა 105 000 აშშ დოლარის გადახდა,სააპელაციო სასამართლოს უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიაჩნია, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2005 წლის 25 აგვისტოდან. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სადავო უძრავი ქონებები მოპასუხემ შეიძინა და გაასხვისა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, რაც სსკ-ის 1158-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით თანასაკუთრების უფლებას წარმოუშობდა მოსარჩელეს. თუმცა, ვინაიდან ორივე უძრავი ქონება გასხვისებული იყო და დავის საგნად მათი განკარგვით მიღებული შემოსავალიდან მოსარჩელის კუთვნილი წილი რჩებოდა, სასამართლოს შეფასების საგანად რჩებოდა განკარგვის შედეგად მიღებული ქონებრივი სარგებლის ოდენობა. ამ გარემოების დადგენისას, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ლ----------–--ემ 2014 წლის 23 მაისს ა------------–-------ესთან და 2015 წლის 6 ივლისს თ-- კ-------–---–თან დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებით, განკარგა მოსარჩელე ნ----- ღ-----ის კუთვნილი წილი და მიიღო სარგებელი; უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N------------–--------------------------------------------------------------------------------- ა------------–-------ეზე ლ----------–--ის მიერ გასხვისდა 118 000 აშშ დოლარად, ხოლო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ო---–---–ის ქ. N------------–-------------- ფართი 85.86 კვ.მ., საკადასტრო კოდი N-----------------------, თ-- კ-------–---–ზე გასხვისა 93 000 აშშ დოლარად (იხ. 2014 წლის 23 მაისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ტომი 1, ს.ფ. 28-29; 2015 წლის 6 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ტომი 1, ს.ფ. 43-44);

 

შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ ორივე უძრავი ქონება მოპასუხემ გაასხვისა 211 000 აშშ დოლარად.

 

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე უძრავი ქონება შეძენილი იყო თანაცხოვრების პერიოდში, იგი მიიჩნევა მეუღლეთა თანასაკუთრებად, ხოლო მისი განკარვით მიღებული შემოსავალი წარმოადგენს იმ ქონებრივ სარგებელს, რომელიც მიღებული იყო საზიარო ქონების გასხვისების შედეგად.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სწორად დაუდგინდა 211 000 აშშ დოლარიდან თავისი წილი სარგებლის მიღების მართლზომიერება სსკ-ის 1158-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით. ამ გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სწორედ ამიტომ მოსარჩელეს სასამართლომ მიეკუთვნა ½ წილი.

 

პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, აპელანტმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია (შედავება). აპელანტმა ვერ მიუთითა საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევაზე, რასაც შეეძლო მოცემულ საქმეზე სხვაგვარი იურიდიული შედეგის დადგომა (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი). შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს მართებულად დაეკისრა 105 000 აშშ დოლარის გადახდა, რამდენადაც ნასყიდობის საფასურს შეადგენდა 211 000 აშშ დოლარი, რომლის ½ ნაწილი ერგებოდა მოსარჩელეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტთა მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო წინასწარ იქნა გადახდილი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები ოთარ სიჭინავა

 

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი