განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2018
საქმის ნომერი
330210015816593
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/6107-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ს----------–ოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ანა გოგიშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე;

 

აპელანტი - ხ---------------;

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს--------------------“;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება.

 

2.1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეების მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო და სს „ს--------------------ს“ სარჩელი მოპასუხეების - ხ---------------------, თ------ გ------------- და ხ---------------- მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების და ქონების რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს - ხ---------------------ა და თ------ გ-----–---–ს მოსარჩელე სს „ს--------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 18 936.29 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 17938,45 აშშ დოლარი, პროცენტი - 641,28 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 383.56 აშშ დოლარი. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული მოპასუხე ხ---------------- კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ბ---------–----------------------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: № 6-----------; იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცა მოპასუხეთა - ხ---------------------ა და თ------ გ-----–---–ის სხვა ქონებებზე.

 

2.1.1. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მოპასუხე ხ---------------- საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა 2016 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმეზე №2---------, რომლითაც დაკმაყოფილდა სს „ს--------------------ს“ სარჩელი მოპასუხეების - ხ---------------------, თ------ გ------------- და ხ---------------- მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების და ქონების რეალიზაციის თაობაზე.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:

 

2012 წლის 23 აპრილს სს „ს---------------------“ და ხ--------------------- შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №5-----, რომლითაც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ლიმიტი 150 000 აშშ დოლარის ან შესაბამისი ექვივალენტი ლარში ოდენობით. ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 25 ოქტომბერს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №1----- და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 14%-იანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, თუმცა ვალდებულება დარღვეული იქნა;

 

2014 წლის 22 ივლისს შემადგენელ საკრედიტო ხელშკრულებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მსესხებელს კრედიტის ვადა გაეზარდა 48 თვით. თუმცა ვალდებულება კვლავ დარღვეული იქნა.

 

საკრედიტო ხაზისა და მისგან გამომდინარე სესხების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშკრულებები, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ხ---------------- (პ/ნ 0----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ----------------------------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №6-----------;

 

იპოთეკის ხელშეკრულების 15.4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცევა მოვალის სხვა ქონებაზე.

 

სესხის უზრუნველყოფის მიზნით ბ---სა და თ------ გ-----–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის თანახმადაც თავდები იღებს ვალდებულებას სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოს ბ---სა და ხ--------------------- შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

 

მოპასუხეთა დავალიანებას შეადგენს 18 936,29 აშშ დოლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 17938,45 აშშ დოლარი; პროცენტი - 641,28 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო - 383.56 აშშ დოლარი. სესხი ვადაგადაცილებაშია 16.02 2015 წლიდან.

 

მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები, რომლითაც მიეცათ ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.

 

სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე, 301-ე, 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან, მოპასუხეს არ მიეცა შესაძლებლობა სასამართლო გზით დაეცვა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. წინამდებარე შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ხ---------------ს განკუთვნილი სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაჰბარდა თუ არა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები _ საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321 მუხლი), სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარეს სურვილი არ გააჩნია, უარყოს მოსარჩელის პრეტენზიები მის მიმართ და თანახმაა, სასამართლომ გაიზიაროს მისი მოთხოვნები. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების იურიდიულ შეფასებას.

 

შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა პირის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

განმცხადებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ გზავნილი არ ჩაჰბარებია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, იმ პირებს, რომლებიც ჩამოთვლილია სსკ-ის 74-ე მუხლში, კერძოდ, მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. განსახილველ შემთხვევაში, ხ---------------ს გაეგზავნა სარჩელი თანდართული საბუთებით იგი ჩაჰბარდა მისი ოჯახის წევრ, დის შვილს. ამასთან, საყურადღებოა, რომ მისამართი, რომელზედაც გაგზავნილი იქნა შეტყობინება, ასევე ფიქსირდება ხ---------------- მიერ გაცემულ რწმუნებულებაშიც (იხ. ტ.1; ს.ფ. 104). ამასთან, სარჩელი თანდართული საბუთებით მოსარჩელის მიერ გაგზავნილ იქნა იმ მისამართზე რომელზეც განთავსებულია მისი კუთვნილი უძრავი ქონება (ქ------------------------------). დასახელებულ მისამართზე გზავნილის მიმღები ასევე მისი ოჯახის წევრი - ხ-------------------- იყო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია სარჩელი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარებულად. როგორც, მ------ თ-----–---–ი, ასევე ხ-------------------- მართებულად იქნენ მიჩნეული კორესპონდენციის მიღებისათვის უფლებამოსილ პირად, რომლებიც გზავნილის მიღებით ადასტურებდნენ, რომ გააჩნდათ ამგვარი უფლებამოსილება, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, ივარაუდება, რომ უწყება მოპასუხეს ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი, დასაბარებელ პირს ეკისრება, რაც მის მიერ ვერ განხორციელდა.

 

ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული რომელიმე საფუძველი, რაც გახდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა. არც საჩივართან ერთად და არც სასამართლოში საჩივრის განხილვისას მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარების წესის დარღვევას (მაგალითად, არასწორი მისამართი და ა.შ). საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სარჩელი თანდართული მასალით ჩაბარებული აქვს უფლებამოსილ პირს, შესაგებელი არ არის წარმოდგენილი დადგენილი წესით, არც წარმოუდგენლობის საპატიო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოიპოვება საქმეში, შესაბამისად, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება მართლზომიერია და აკმაყოფილებს სსსკ-ის 233-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნებს. ხ---------------ს დროულად და კანონით დადგენილი წესით (სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლები) ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობა კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ხ---------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ს----------–ოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი