განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018001604612
საქმე ?2/ბ-1--4-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 201- წელი ქ. ქ-------ი
ქ-------ის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე- ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - გ--- ა-----ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ჩ---–------ი“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სასამართლო განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1.სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,ჩ---–------მა“ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) 2016 წლის 14 ნოემბერს სარჩელი, .(იხ. ტომი 1-ლი ს.ფ. 1-13), ხოლო 2017 წლის 1- დეკემბერს დაზუსტებული სარჩელი აღძრა ქ-------ის საქალაქო სასამართლოში შპს ,,ჯ------ს“, შპს ,,ნ----ს“, შპს „ა-–-------ი 2---“-ის, შპს „ა-------ი“-ს, სს „ი------21“-ის, შპს „----------–- პ--–--ი“-ს, შპს „უ---–--ი“-ს, სს „ი-–-–--ი“-ს, შპს „ბ-------------ი“-ს, შპს „ს----.“-ის, შპს „ჯ--------------------------------“-ის, შპს „ტ------“-ს, შპს „გ--------------“-ის, შპს „---- X--”-ის, შპს „მ------ი“-ს, შპს „----–- 7-“-ის, შპს „ტ--------“-ის, შპს „--------- პ-–----ი“-ს, შპს „------ზ--“-ის, შპს „-------- გ-----ი“-ს, ი/მ გ-----------–--ის, ი/მ გ-------–- ჩ--------ის, შპს „----- M----”-ის, შპს „----5--”-ის, შპს „მ–------–ი-9-“-ისა და ი/მ გ--- ა-----ის, (შემდგომში მოპასუხე,, აპელანტი) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.(იხ. ტომი მ--- ს.ფ. 1-14)
მოსარჩელე შპს „ჩ---–------მა“ სარჩელით მოითხოვა მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდათ ჯამურად 597 101 (ხუთასოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ასერთი) ლარის გადახდა, სახელდობრ აღნიშნულიდან ინდივიდუალურად მოპასუხე ი/მ გ--- ა-----ესთან მიმართებაში მოითხოვა 13 582 (ცამეტი ათას ხუთასოთხმოცდაორი) ლარის გადახდის დაკისრება;
2.2.1.სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის ნოემბერში მოპასუხეებს გადასცა 597 101 ლარის შებენი სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის. ვალდებულება მოპასუხეების მხრიდან უნდა შესრულებულიყო 2016 წლის 01 სექტემბრამდე, თუმცა მათ ვალდებულება არ შეასრულეს და კვლავ თავს არიდებენ მის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. აღნიშნული გარემოება კი პირდაპირ საფრთხეს უქმნის შპს ,,ჩ---–------ის“ არსებობას და აყენებს გაკოტრების საფრთხის წინაშე, რადგან თანხა ნახევარ მილიონ ლარამდეა, რომელიც გამოთვლილი იყო ბიზნეს საქმიანობის წარმოებისათვის.
მოსარჩელის განმარტებით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა პირმა ვალდებულება აღიარა 2016 წელს, რაც ფაქტიურად ახალი ვალდებულებაა და ხანდაზმულობის ვადაც 2016 წლიდან აითვლება.
2.2.3.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეთაგან შესაგებელი წარმოადგინა მხოლოდ შპს ,,ი-–-–--მა“ , ხოლო სხვა დანარჩენ მოპასუხეებს სასამართლოს მიერ დადგენილ 10-დღიან ვადაში შესაგებელი არ წარუდგენიათ .
2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
1.შპს ,,ჩ---–------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.
2.მოპასუხეებს შპს ,,ჩ---–------ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ თანხების გადახდა შემდეგი ოდენობით: 1) შპს „ჯ------“ - 165 536 ლარი; 2) შპს „ნ----“ -7556 ლარი; 3) ი/მ გ--- ა-----ე - 13 582 ლარი; 4) შპს „ა-–-------ი 2---“ – 5068 ლარი; 5) შპს „ა-------ი“ – 3796 ლარი; 6) სს „ი------ 21“ – 1- 231 ლარი; 7) შპს „----------–- პ--–--ი“ - 20 830 ლარი; 8) შპს „უ---–--ი“ – 302- ლარი; 9) შპს „----5--“ – 7226 ლარი; 10) შპს „ბ-------------ი“ – 1- 568 ლარი; 1-) შპს „ს----.“ - 14 622 ლარი; 12) შპს „ჯ-------------------------------“ – 1720 ლარი; 13) შპს „ტ------“ - 1-- 828 ლარი; 14) შპს „გ--------------“ – 12 498 ლარი; 15) შპს „---- X--“ – 1232 ლარი; 16) შპს „მ------ი“ – 400 ლარი; 17) შპს „----–- 7-“ – 4390 ლარი; 18) შპს „ტ--------“ – 608 ლარი; 1-) შპს „--------- პ-–----ი“ – 8250 ლარი; 20) შპს „------ზ--“ – 864 ლარი; 21) შპს „-------- გ-----ი“ – 25005 ლარი; 22) ი/მ გ-----------–--ე - 9-4 ლარი; 23) ი/მ გ-------–- ჩ--------ე - 5504 ლარი; 2-) შპს „----- M----“ – 99 670 ლარი; 25) შპს „მ–------–ი-9-“ – 26 661 ლარი.
3.მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა შემდეგი ოდენობით:
1) შპს „ჯ------“ - 1300 ლარი; 2) შპს „ნ----“ - 60 ლარი; 3) ი/მ გ--- ა-----ე - 150 ლარი; 4) შპს „ა-–-------ი 2---“ – 40 ლარი; 5) შპს „ა-------ი“ – 30 ლარი; 6) სს „ი------ 21“ – 170 ლარი; 7) შპს „----------–- პ--–--ი“ - 185 ლარი; 8) შპს „უ---–--ი“ – 25 ლარი; 9) შპს „----5--“ – 50 ლარი; 10) შპს „ბ-------------ი“ – 120 ლარი; 1-) შპს „ს----.“ - 160 ლარი; 12) შპს „ჯ-------------------------------“ – 25 ლარი; 13) შპს „ტ------“ - 950 ლარი; 14) შპს „გ--------------“ – 150 ლარი; 15) შპს „---- X--“ – 25 ლარი; 16) შპს „მ------ი“ – 10 ლარი; 17) შპს „----–- 7-“ – 40 ლარი; 18) შპს „ტ--------“ – 15 ლარი; 1-) შპს „--------- პ-–----ი“ – 60 ლარი; 20) შპს „------ზ--“ – 20 ლარი; 21) შპს „-------- გ-----ი“ – 2-0 ლარი; 22) ი/მ გ-----------–--ე - 25 ლარი; 23) ი/მ გ-------–- ჩ--------ე - 50 ლარი; 2-) შპს „----- M----“ – 850 ლარი; 25) შპს „მ–------–ი-9-“ – 250 ლარი.
4.მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ იურიდიული მომსახურების ხარჯის გადახდა შემდეგი ოდენობით:
1) შპს „ჯ------“ - 400 ლარი; 2) შპს „ნ----“ - 30 ლარი; 3) ი/მ გ--- ა-----ე - 50 ლარი; 4) შპს „ა-–-------ი 2---“ – 20 ლარი; 5) შპს „ა-------ი“ – 15 ლარი; 6) სს „ი------ 21“ – 60 ლარი; 7) შპს „----------–- პ--–--ი“ - 70 ლარი; 8) შპს „უ---–--ი“ – 10 ლარი; 9) შპს „---- 5--“ – 20 ლარი; 10) შპს „ბ-------------ი“ – 40 ლარი; 1-) შპს „ს----.“ - 50 ლარი; 12) შპს „ჯ-------------------------------“ – 10 ლარი; 13) შპს „ტ------“ - 250 ლარი; 14) შპს „გ--------------“ – 40 ლარი; 15) შპს „---- X--“ – 10 ლარი; 16) შპს „მ------ი“ – 10 ლარი; 17) შპს „----–- 7-“ – 20 ლარი; 18) შპს „ტ--------“ – 5 ლარი; 1-) შპს „--------- პ-–----ი“ – 30 ლარი; 20) შპს „------ზ--“ – 10 ლარი; 21) შპს „-------- გ-----ი“ – 55 ლარი; 22) ი/მ გ-----------–--ე - 10 ლარი; 23) ი/მ გ-------–- ჩ--------ე - 25 ლარი; 2-) შპს „----- M----“ – 200 ლარი; 25) შპს „მ–------–ი-9-“ – 60 ლარი.
სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგს:
2.3.1 შპს ,,ჩ---–------მა“ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) 2017 წლის 1- დეკემბერს დაზუსტებული სარჩელი აღძრა ქ-------ის საქალაქო სასამართლოში შპს ,,ჯ------ს“, შპს ,,ნ----ს“, ი/მ გ--- ა-----ის, შპს „ა-–-------ი 2---“-ის, შპს „ა-------ი“-ს, სს „ი------21“-ის, შპს „----------–- პ--–--ი“-ს, შპს „უ---–--ი“-ს, სს „ი-–-–--ი“-ს, შპს „ბ-------------ი“-ს, შპს „ს----.“-ის, შპს „ჯ--------------------------------“-ის, შპს „ტ------“-ს, შპს „გ--------------“-ის, შპს „---- X--”-ის, შპს „მ------ი“-ს, შპს „----–- 7-“-ის, შპს „ტ--------“-ის, შპს „--------- პ-–----ი“-ს, შპს „------ზ--“-ის, შპს „-------- გ-----ი“-ს, ი/მ გ-----------–--ის, ი/მ გ-------–- ჩ--------ის, შპს „----- M----“-ის, შპს „----5--“-ის, შპს „მ–------–ი-9-“-ის (შემდგომში მოპასუხეები, აპელანტები) მიმართ, მათზე თანხის დაკისრების მოთხოვნით.(იხ.ტომი მ--- ს.ფ. 1-14)
2.3.2. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარდგენა 2 თვის ვადაში. (იხ. ტომი მ--- ს.ფ. 279-280)
2.3.3. 2017 წლის 18 დეკემბერს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს მიმართა შპს ,,ჩ---–------ის“ წარმომადგენელმა და წარუდგინა მოპასუხეებზე გ---ვნილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლის მიხედვით შპს ,,ჩ---–------ის“ სარჩელი ი/მ გ. ა-----ეს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 13 დეკემბერს, შპს ,,ა-------ი“ -ს დირექტორ მ--------------------ს - 2017 წლის 13 დეკემბერს, შპს ,,ბ-------------ი“ -ს დირექტორ გ--- ა-----ეს -2017 წლის 13 დეკემბერს, შპს ,,ზ--- -ზ--“ -ის ბუღალტერ ნ---- ჩ--------ეს 2017 წლის 13 დეკემბერს, შპს ,,მ–------–ი 9-“-ის დირექტორ ე-–--------------ს 2017 წლის 14 დეკემბერს, შპს ,,ტ---------“ -ის ბუღალტერ ნ---- ჩ--------ეს 2017 წლის 13 დეკემბერს, ი/მ გ. ფ--------–--ის შვილს, გ--- ფ--------–--ეს -2017 წლის 13 დეკემბერს, შპს ,,ნ----“ -ს დამფუძნებლის მამას ,შ-------–----ს -2017 წლის 13 დეკემბერს, შპს ,,ი------ 21“-ის ბუღალტერ მ-----–----------ს 2017 წლის 13 დეკემბერს. (იხ. ტომი მ--- ს.ფ. 282-298)
2017 წლის 20 დეკემბერს სასამართლოს მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და წარმოადგინა გ---ვნილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლის მიხედვით შპს ,,ჩ---–------ის“ სარჩელი ჩაბარდა ი/მ გ-------– ჩ--------ეს პირადად 2017 წლის 14 დეკემბერს და შპს ,,ტ------“-ს დირექტორის მეუღლეს - გ---–----------ს 2017 წლის 14 დეკემბერს. (იხ.ტომი მ--- ს.ფ. 299-301)
მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ გადაეგ---ვნათ სარჩელი მითითებულ მისამართებზე: შპს „ჯ------“ -ს (ს/ნ 2--------) - ქ. თ---–--ი, ქ.წ-------–-ს გამზ. ?-, შპს ,,ა-–-------ი 2---“ -ს (ს/ნ 2--------) - ქ. თ---–--ი, ვაზისუბნის მ--- მ/რ, მ--- კვ.კორპ. 3-----------, შპს ,,თ--------–- პ--–--ი“ -ს (ს/ნ 4--------) - თ--------–-, სოფელი ა-–-------ი, შპს „უ---–--ი“ -ს (ს/ნ 2--------) - თ---–--ი, ს----------–--ს ქუჩა, ?--, შპს ,,ს----“ -ს (ს/ნ 2--------) - ქ.ქ-------ი, შ--------- ?---, შპს ,,ჯ---------“-ს (ს/ნ 4--------) - მ–----ისრაიონი, სოფელი მ-------ი; შპს „---- ე---------“ -ს (ს/ნ 4--------) - ქ. თ---–--ი, ზ. ფ------------–ის, ?--, ბ.1--; შპს “გ--- X--” -ს (ს/ნ 4--------) - ქ. ბ------ი, ლ. ა-------ის, ?----, ბ.?2-; შპს „მ------ი“ -ს (ს/ნ 4--------) - ბ---–---ი, ნ. ბ-------–---–-ს ქ. ?-; შპს „----–- 7-“-ს (ს/ნ 2--------) - თ---–--ი, მ------ის მ--- მ/რ, კორპ ?-, ბ.?--; შპს ,,მ-------- პ-–----ი“ -ს (ს/ნ 4--------) - თ--------–-, სოფელი ნ--–-------–-; შპს „-------- გ-----ი“ -ს (ს/ნ 4--------) - ქ. თ---–--ი, ბ----------ის ?3--,ბინა N--; შპს „----- M----” - ს (ს/ნ 4--------) - ქ. თ---–--ი, კ--------- ქ. I-–--, ?--, კორპ 5--, ბინა N1- და შპს ,,E-- - 5--” -ს (ს/ნ 2--------) - ქ.ქ-------ი, სულხან-საბას ?55, ბინა ?-4, თუმცა ვერ ჩაბარდათ. (იხ.ტომი მ--- ,ს.ფ. 302-307)
2.3.4. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს - აჭარის სამმართველოს ბ------ის საქალაქო სამმართველოს, ქ.თ---–--ის პოლიციის დეპარტამენტს, მ–----ა- მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მ–----ის რაიონულ სამმართველოს, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბ---–---ის რაიონულ სამმართველოს, ქ.ქუთაისის პოლიციის საქალაქო სამმართველოსა და თერჯოლის პოლიციის რაიონულ სამმართველოს დაევალათ მოპასუხეებისათვის (შპს ,,გ--- 21“, შპს ,,ა-–-------ი 2---“, შპს ,,ჯ------ს“, შპს ,,უ---–--ს“, შპს ,,გ----------------ს“, შპს ,,დ--–- 7-“-ს, შპს ,,რ------ გ-----ს“, შპს „----- M----”-ს, შპს ,,ჯ---------“-ს, კ-----------------------“, შპს ,,მ------ს“, შპს „--------- პ-–----ი“-ს, შპს ,,თ--------–- პ--–--ის“, შპს ,,ს----.“, შპს „----5--”-ს) ჩაებარებინათ დაზუსტებული სარჩელი და თანდართული მასალები სარჩელში მითითებულ მისამართებზე. (იხ.ტომი მე-2 ს.ფ. 325-341)
2.3.5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წერილობითი მომართვებით ირკვევა, რომ 2018 წლის 12 იანვრის განჩინების საფუძველზე პოლიციის მეშვეობით სასამართლო გზავნილი ჩაბარდა შპს „გ--------------“-ის დირექტორ დ----------------ს 2018 წლის 02 თებერვალს, შპს „ჯ-------“-ს დირექტორ გიგა შ--------ს 2018 წლის 25 იანვარს, შპს „----------–- პ--–--ი“-ს წარმომადგენელ ტ--------- კ-----–---–ს 2018 წლის 23 იანვარს, შპს „--------- პ-–----ი“-ს წარმომადგენელ ფ-------–------ს 2018 წლის 23 იანვარს და შპს „----5--“-ის დირექტორ მ------- ა---–-------ს მეუღლეს - მ------------ს -2018 წლის 25 იანვარს. (იხ.ტომი მ---, ს.ფ. 354-355, 357-359, 366-371, 396-397).
2.3.6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განჩინებით შპს ,,ჩ---–------ის“ სარჩელი მოპასუხეებს-შპს „ჯ------“-ს (ს/ნ 2--------, მის: ქ. თ---–--ი, ქ.წ-------–-ს გამზ. ?-); შპს ,,ა-–-------ი 2---“-ს (ს/ნ 2--------, მის: ქ. თ---–--ი, ვ----------- მ--- მ/რ, მ--- კვ.კორპ. 3---------); შპს „უ---–--ი“-ს (ს/ნ 2--------, მის: თ---–--ი, ს----------–--ს ქუჩა, ?--); შპს ,,ს----“-ს (ს/ნ 2--------, მის: ქ.ქ-------ი, შ--------- N1--), შპს „---- X--”-ს (ს/ნ 4--------, მის: ქ. ბ------ი, ლ. ა-------ის, ?----, ბ.?2-); შპს „მ------ი“-ს (ს/ნ 4--------, მის: ბ---–---ი, ნ. ბ-------–---–-ს ქ. ?-); შპს „----–- 7-“-ს (ს/ნ 2--------, მის: თ---–--ი, მ------ის მ--- მ/რ, კორპ ?-, ბ.?--); შპს „-------- გ-----ი“-ს (ს/ნ 4--------, მის: ქ. თ---–--ი, ბ----------ის ?---, ბინა N--); შპს „----- M----”-ს (ს/ნ 4--------, მის: ქ. თ---–--ი, კ--------- I-–--, ?--, კორპ 5--, ბინა N1-) ჩაბარდათ საჯარო გამოქვეყნების გზით 2018 წლის 23 მაისს. (ტომი მ--- ს.ფ. 405-409, (იხ. ტომი მ--- ს.ფ. 410).
წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს განესაზღვრათ 10 დღის ვადა, თუმცა მათ შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის.
2.3.7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განჩინებით შპს ,,ჩ---–------ის“ სარჩელი, შპს ,,ი-–-–--ის“ მიმართ დარჩა განუხილველი გამოხმობის გამო. (იხ. ტომი მე-2, ს.ფ. 412-413)
2.3.8. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (შესაგებლის წარმოუდგენლობა) სასამართლომ მიიჩნია, რომ მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო (იხ. ტომი მე-3, ს.ფ. 2-8):
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 232I-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლითაც დადგენილია, რომ შპს ,,ჩ---–------ის“ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეებს ჩაბარდათ, სახელდობრ ი/მ გ. ა-----ეს პირადად , შპს ,,ა-------ი“-ს დირექტორს - მ--------------------ს, შპს ,,ბ-------------ი“ -ს დირექტორ - გ--- ა-----ეს, შპს ,,ზ----ზ--“-ის ბუღალტერს - ნ---- ჩ--------ეს შპს ,,ტ--------“-ის ბუღალტერს - ნ---- ჩ--------ეს, ი/მ გ. ფ--------–--ის შვილს - გ--- ფ--------–--ეს, შპს ,,ნ----“-ს დამფუძნებლის მამას - შ-------–----ს, შპს ,,ი------21“-ის ბუღალტერს - მ-----–----------ს 2017 წლის 13 დეკემბერს, შპს ,,მ–------–ი 9-“-ის დირექტორს - ე-–--------------ს, ი/მ გ-------– ჩ--------ეს პირადად, შპს ,,ტ------“-ს დირექტორის მეუღლეს- გ---–----------ს 2017 წლის 14 დეკემბერს, შპს „გ--------------“-ის დირექტორს - დ----------------ს 2018 წლის 2 თებერვალს, შპს „ჯ-------“-ს დირექტორს გ--- შ--------ს 2018 წლის 25 იანვარს, შპს „----------–- პ--–--ი“-ს წარმომადგენელს ტ--------- კ-----–---–ს 2018 წლის 23 იანვარს, შპს „--------- პ-–----ი“-ს წარმომადგენელს ფ---------–------ს 2018 წლის 23 იანვარს, შპს „----5--”-ის დირექტორის მ------- ა---–-------ს მეუღლეს - მ------------ს, 2018 წლის 25 იანვარს; შპს „ჯ------“-ს, შპს ,,ა-–-------ი 2---“-ს, შპს „უ---–--ი“-ს, შპს ,,ს----“-ს, შპს “გ--- X--”-ს, შპს „მ------ი“-ს, შპს „----–- 7-“-ს, შპს „-------- გ-----ი“-ს, შპს „----- M----”-ს, 2018 წლის 23 მაისს, თუმცა მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას და რადგან არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო გზავნილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე ი/მ გ--- ა-----ეს ჩაბარდა პირადად 2018 წლის 04 აგვისტოს (იხ.ტომი მე-3, ს.ფ. 11-12)
2.3.9. 2018 წლის 09 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა მოპასუხე გ--- ა-----ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. (იხ. ტომი მე-3 ს.ფ. 102-104)
2.3.9.1.საჩივრის ავტორის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან 2017 წლის 13 დეკემბერს შპს ,,ჩ---–------ის“ სარჩელი ჩაბარდა იმგვარად, რომ მას თან არ ახლდა თავფურცელი, რომელშიც მითითებული იქნებოდა, რომ მას როგორც მოპასუხეს შეეძლო შეედგინა და წარედგინა პასუხი სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, შესაბამისად არ მომხდარა განმარტება თუ რა დროის მონაკვეთში შეეძლო წარედგინა პასუხი. ამდენად, მის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა მოხდა საპატიო მიზეზით.
2.3.9.2. საჩივრის ავტორის მითითებით, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების ნაწილში, რადგან 2013 წლის შემდეგ შეჩერებული აქვს სამეწარმეო საქმიანობა და მოსარჩელის მიერ არ მომხდარა მასალების ი/მ გ--- ა-----ისათვის გადაცემა. ანუ სარჩელში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოხდა მოპასუხეზე შებენის გადაცემა და ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2016 წლის 01 სექტემბრამდე, არ მომხდარა.ამასთან არ არსებობს სარჩელში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება.
2.3.9.3. საჩივრის ავტორის თვალსაზრისით, სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ იყო იურიდიულად გამართლებული.
2.3.10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებით საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად, ხოლო ამავე სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საჩივრის განხილვის მიზნით 2018 წლის 03 ოქტომბერს 11:00 საათზე დაინიშნა შესაბამისი სხდომა.
2.3.11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით ი/მ გ--- ა-----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.(იხ. ტომი მე-3 ს.ფ. 181-187)
საჩივართან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 14 ნოემბერს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს ,,ჩ---–------ის“ წარმომადგენელმა მოპასუხეების: შპს „ჯ------“-ს, შპს „ნ----“-ს, ი/მ გ--- ა-----ის, შპს „ა-–-------ი 2---“-ის, შპს „ა-------ი“-ს, სს „ი------21“-ის, შპს „----------–- პ--–--ი“-ს, შპს „უ---–--ი“-ს, სს „ი-–-–--ი“-ს, შპს „ბ-------------ი“-ს, შპს „ს----.“-ის, შპს „ჯ------------------------------------“-ის, შპს „ტ------“-ს, შპს „გ--------------“-ის, შპს „---- X--”-ის, შპს „მ------ი“-ს, შპს „----–- 7-“-ის, შპს „ტ--------“-ის, შპს „--------- პ-–----ი“-ს, შპს „------ზ--“-ის, შპს „-------- გ-----ი“-ს, ი/მ გ-----------–--ის, ი/მ გ-------–- ჩ--------ის, შპს „----- M----”-ის, შპს „----5--”-ის, შპს „მ–------–ი-9-“-ის მიმართ, მისი მითითებით 2015 წლის ნოემბერში მოპასუხეებს გადაეცა 597101 (ხუთასოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ასერთი) ლარის შებენი სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით. მათი მხრიდან ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2016 წლის 01 სექტემბრამდე, თუმცა მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს და კვლავ თავს არიდებენ მის შესრულებას. აღნიშნული გარემოება პირდაპირ საფრთხეს უქმნის შპს „ჩ---–------ის“ არსებობას და აყენებს მას გაკოტრების საფრთხის წინაშე, რადგან თანხა ნახევარ მილიონ ლარამდეა, რომელიც გათვლილი იყო ბიზნეს საქმიანობის წარმოებისთვის. მოსარჩელე შპს „ჩ---–------ი“ სარჩელით მოითხოვს მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 597 101 (ხუთას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ასერთი) ლარის გადახდა, საიდანაც თითოეულ მოპასუხეს განესაზღვრება თანხების დაკისრება შემდეგი ოდენობით:
1) შპს „ჯ------“ - 165 536 ლარი; 2) შპს „ნ----“ -7556 ლარი; 3) ი/მ გ--- ა-----ე - 13 582 ლარი; 4) შპს „ა-–-------ი 2---“ – 5068 ლარი; 5) შპს „ა-------ი“ – 3796 ლარი; 6) სს „ი------ 21“ – 1- 231 ლარი; 7) შპს „----------–- პ--–--ი“ - 20 830 ლარი; 8) შპს „უ---–--ი“ – 302- ლარი; 9) სს „ი-–-–--ი“ – 20188 ლარი; 10) შპს „ბ-------------ი“ – 1- 568 ლარი; 1-) შპს „ს----.“ - 14 622 ლარი; 12) შპს „ჯ-------------------------------“ – 1720 ლარი; 13) შპს „ტ------“ - 1-- 828 ლარი; 14) შპს „გ--------------“ – 12 498 ლარი; 15) შპს „---- X--“ – 1232 ლარი; 16) შპს „მ------ი“ – 400 ლარი; 17) შპს „----–- 7-“ – 4390 ლარი; 18) შპს „ტ--------“ – 608 ლარი; 1-) შპს „--------- პ-–----ი“ – 8250 ლარი; 20) შპს „----- -ზ--“ – 864 ლარი; 21) შპს „-------- გ-----ი“ – 25005 ლარი; 22) ი/მ გია ფ------–--ე - 914 ლარი; 23) ი/მ გ-------–- ჩ--------ე - 5504 ლარი; 24) შპს „----- M----“ – 99 670 ლარი; 25) შპს „----5--“ – 7226 ლარი; 26) შპს „მ–------–ი-9-“ – 26 661 ლარი.
ი/მ გ--- ა-----ეს 2017 წლის 13 დეკემბერს პირადად ჩაბარდა სასარჩელო განცხადება.
წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
საჩივრის ავტორის მოსაზრებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით, კერძოდ, 2017 წლის 10 დეკემბრის აქტით დადგენილია, რომ სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ მოსარჩელის წარმომადგენელს გადასცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, გზავნილები სარჩელში მითითებული ყველა მოპასუხისათვის ჩასაბარებლად (იხ. ტომი მე-2, ს.ფ. 281). საქმეში არსებული მიმართვით, გზავნილით ასევე დასტურდება ის გარემოება, რომ სასამართლომ მოპასუხეებს განუსაზღვრა ათდღიანი ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად. (იხ. ტომი მე-2, ს.ფ. 282);
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 14 დეკემბერს შპს „ჩ---–------ის“ წარმომადგენელს სატელეფონო საშუალებით ეცნობა სარჩელის მიღების შესახებ და სასამართლო გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების) მის მიერ მოპასუხეებისათვის ჩაბარების თაობაზე (იხ. ტომი მე-2. ს.ფ.184), რის შემდეგაც მოსარჩელეს წარმოეშვა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება, უზრუნველეყო მოპასუხეებისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან ორი თვის ვადაში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ შეასრულა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, 2 თვის ვადაში უზრუნველყო მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დასტურდება, რომ სასამართლო გზავნილი ი/მ გ--- ა-----ეს 2017 წლის 13 დეკემბერს პირადად ჩაბარდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სარჩელს თან არ ერთვოდა შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი „----ვნილი“, რაც მისი განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით მოხდა.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელისათვის სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი მოხელის მიერ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, მათ შორის შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი „----ვნილის“ გადაცემა ხდება დალუქული კონვერტის სახით. ამასთან აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი წერილი გზავნილს არ ერთვოდა (რასაც მოპასუხე ვერ ადასტურებს), მოპასუხეს შესაძლებლობა ჰქონდა მიემართა სასამართლოსათვის და გაერკვია მოცემულ საქმეზე შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადა, რაც მას არ გაუკეთებია. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეა ვალდებული ამტკიცოს საწინააღმდეგო, ანდა გამოიჩინოს წინდახედულება და სასამართლოს მეშვეობით დააზუსტოს შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება კონკრეტული სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის ვერ გამოდგება, ვინაიდან, შეიქმნება ისეთი ვითარება, როდესაც მოპასუხე მის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოტივად მიუთითებს სასამართლოს მოხელის ანდა მოსარჩელის მიერ შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი „----ვნილის“ დავიწყებას, ანდა ამოღებას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე, რომლითაც განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის მოდავე მხარეთა შორის განაწილების საკითხი და დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების სამართლებრივი დასაბუთებისას მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, (საქმე ?ას-1082-1032-2014, 2015 წლის 30 ივლისი), სადაც განიმარტა, რომ „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლისა და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების თანახმად, არსებობდა პრეზუმფცია იმისა, რომ სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი მოხელის მიერ მოსარჩელის წარმომადგენელს მოპასუხისათვის ჩასაბარებლად გადაეცა გზავნილი მიმართვის სახით, სადაც მითითებული იყო სასამართლოს მიერ განსაზღვრული მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოდგენის ვადა – ჩაბარებიდან 10 დღე და სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი, გადადიოდა საჩივრის ავტორის მხარეზე, რომელმაც ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ შესაძლო იყო სასამართლოს მოხელეს დავიწყებოდა სარჩელსა და თანდართულ მასალებზე მიმართვის სახით გზავნილის დართვა, სადაც მითითებული იქნებოდა შესაგებლის წარდგენის ვადა.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ სარჩელს არ ერთვოდა შესაგებლის წარმოდგენის ვადის განმსაზღვრელი „----ვნილი“, რაც მოპასუხის განმარტებით თითქოდა მისი განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით მოხდა.
3. 1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მოპასუხემ ი/მ გ--- ა-----ემ წარმოადგინა საპელაციო საჩივარი, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.ამასთან მან საჩივარში მითითებულის გარდა ამჟამად მიუთითა ახალ ფაქტობრივ გარემოებებზეც, სახელდობრ აპელანტის მიერ მიეთითა შემდეგი:
3.1.1.1.შპს ,,ჩ---–------ის“ სარჩელს თან არ ახლდა თავფურცელი, რომელშიც მითითებული იქნებოდა რომ მას, როგორც მოპასუხეს, შეეძლო შეედგინა პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, შესაბამისად აგრეთვე არ მოხდა განმარტება თუ რა დროის მონაკვეთში შეეძლო წარედგინა პასუხი.
3.1.1.2. აპელანტის მიერ მიეთითა ახლა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ საქმეში მოპასუხეებს წარმოადგენენ რა შპს ,,ჯ------“, შპს ,,ნ----“, შპს ,,ა-–-------ი“, შპს ,,ა-------ი“, სს,,ი------“, შპს ,,თ--------–- პ--–--ი“ შპს ,,უ---–--ი“, შპს ,,E---5--”, შპს ,,ბ-------------ი“ , შპს ,,ს----.“, შპს ,,ჯ-------------------------------”-, შპს ,,ტ------“, შპს ,,გ--------------ი“ შპს ,,გ--- X--”, შპს ,,მ------ი“, შპს ,,დილა 7-“, შპს ,,ტ--------“, შპს ,,მ-------- პ-–----ი“, შპს ,,ზ----ზ--ი“, შპს ,,რ------ გ-----ი“, ი/მ გ-----------–--ე, ი/მ გ-------–- ჩ--------ე, შპს ,,T---- M----” , შპს ,,მ–------–ი-9-“, მათაც ასევე ამავე ფორმით ჩაბარდათ სარჩელი შპს ,,ჩ---–------ისგან“ და მათ მიერაც ამის გამო არ იქნა შესაგებელი წარდგენილი.
3.1.1.3.აპელანტის მიერ მიეთითა ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, სახელდობრ იმაზე, რომ იმ დროის მონაკვეთში, როდესაც სარჩელი ჩაბარდა, ქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და არნიშნულით განპირობებული მდგომარეობითაც ვერ შეძლო დროული რეაგირება მოეხდინა სარჩელთან დაკავშირებით და ამდენად, საპატიო მიზეზით ვერ შეძლო დროულად შესაგებლის წარმოდგენა.
3.1.1.4. აპელანტმა პატივსადებ გარემოებად მიუთითა იმაზეც, რომ მას მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ქონია ურთიერთობა სასამართლოსთან, არასდროს არც მოსარჩელედ და არც მოპასუხედ არ ჩართულა სასამართლოში დავის განხილვისას. შესაბამისად მის მიერ ვერ მოხერხდა იმის განსაზღვრა, რომ წარმოდგენილი სარჩელისთვის აუცილებლად შესაგებლით უნდა ეპასუხა. ამასთან როდესაც გაარკვია რომ აღნიშნულის წარდგენა აუცილებლობას წარმოადგენდა მიმართა შესაბამის ღონისძიებებს, თუმცა აღმოჩნდა რომ შესაგებლის წარდგენის ვადა უკვე გასული იყო.
3.1.1.5. აპელანტის მითითებით სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იმ თანხის გადახდა, რომლის მოთხოვნის არანაირი საფუძველი მოსარჩელეს არ ქონდა, რადგან არ არსებობს მტკიცებულებითი სახის დოკუმენტი, რომელიც მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ არსებულ დავალიანების არსებობას დაამტკიცებდა.
3.2.მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია
3.2.1.მოწინააღმდეგე მხარეს - შპს ,,ჩ---–------ს“ სააპელაციო შესაგებელი არ წარმოუდგენია.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1--ლი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა;ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი, ხოლო განსახილველი კანონის მე-3 ნაწილის თანახმად კი საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1.ფაქტობრივი დასაბუთება
4.1.1. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1.2. შპს ,,ჩ---–------მა“ 2016 წლის 14 ნოემბერს სარჩელი, .(იხ. ტომი 1-ლი ს.ფ. 1-13). ხოლო 2017 წლის 11 დეკემბერს კი დაზუსტებული სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შპს ,,ჯ------ს“, შპს ,,ნ----ს“, შპს „ა-–-------ი 2---“-ის, შპს „ა-------ი“-ს, სს „ი------21“-ის, შპს „----------–- პ--–--ი“-ს, შპს „უ---–--ი“-ს, სს „ი-–-–--ი“-ს, შპს „ბ-------------ი“-ს, შპს „ს----.“-ის, შპს „ჯ--------------------------------“-ის, შპს „ტ------“-ს, შპს „გ--------------“-ის, შპს „---- X--”-ის, შპს „მ------ი“-ს, შპს „----–- 7-“-ის, შპს „ტ--------“-ის, შპს „--------- პ-–----ი“-ს, შპს „------ზ--“-ის, შპს „-------- გ-----ი“-ს, ი/მ გ-----------–--ის, ი/მ გ-------–- ჩ--------ის, შპს „----- M----”-ის, შპს „----5--“-ის, შპს „მ–------–ი-9-“-ისა და ი/მ გ--- ა-----ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.(იხ. ტომი მ--- ს.ფ. 1-14)
მოსარჩელე შპს „ჩ---–------მა“ სარჩელით მოითხოვა მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდათ ჯამურად 597 101 (ხუთასოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ასერთი) ლარის გადახდა, ხოლო აღნიშნულიდან ინდივიდუალურად მოპასუხე ი/მ გ--- ა-----ესთან მიმართებაში მოითხოვა 13 582 (ცამეტი ათას ხუთასოთხმოცდაორი) ლარის გადახდის დაკისრება; (იხ.ტომი მ--- ს.ფ. 1-14)
4.1.3. მოპასუხე გ--- ა-----ეს გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, რაც პირადად ჩაბარდა 2017 წლის 13 დეკემბერს. (იხ. ტომი მე-2, ს.ფ. 289)
4.1.4. საქმეში განთავსებული სასამართლო გზავნილის ასლის თანახმად (იხ. ტომი მე-2 ,ს.ფ. 280), წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა (2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ვინაიდან 23-24 დეკემბერი იყო დასვენების დღეები შაბათი-კვირა), თუმცა ამ უკანასკნელმა მოცემულ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
4.8. შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ინდ. მეწარმე გ--- ა-----ეს მიაწოდა 13 582 (ცამეტი ათას ხუთასოთხმოცდაორი) ლარის სამშენებლო მასალა ე.წ. ,,შებენი“ სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით, ვალდებულება კი მის მიერ უნდა შესრულებულიყო 2016 წლის 01 სექტემბრამდე, მაგრამ შესრულებულ არ იქნა, დამტკიცებულად ითვლება.
4.2.სამართლებრივი დასაბუთება
4.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
4.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
4.2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება, ან სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას.
4.2.4.სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სარჩელთან ერთად არ ჩაბარებია სასამართლოს გზავნილი, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა შესაგებლის წარმოდგენის ვადა და ასეთის განუხორციელებლობის სამართლებრივი შედეგები, რის გამოც არსებობდა შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.
ზემოხსენებულთან ერთად პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით, კერძოდ, წერილობითი კორესპოდენციის ჩაბარებაზე საფოსტო უკუგზავნილით დგინდება, რომ მოპასუხეს ფოსტის (საქართველოს ფოსტა) მეშვეობით გაეგზავნა სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად (იხ.ტომი მე-2,ს.ფ.289)., ამასთან საქმეში არსებული გზავნილის ასლით ასევე დასტურდება ის გარემოება, რომ სასამართლომ მოპასუხეს განუსაზღვრა ათდღიანი ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად (იხ. ტომი მე-2, ს.ფ.280).
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე, რომლითაც განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის მოდავე მხარეთა შორის განაწილების საკითხი და დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-184-ე მუხლებისა და საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებების თანახმად,სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა პრეზუმფცია იმისა, რომ მოპასუხეს სასამართლოს მეშვეობით, სარჩელთან ერთად ჩაბარდა გზავნილი მიმართვის სახით, სადაც მითითებული იყო სასამართლოს მიერ განსაზღვრული მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოდგენის ვადა – ჩაბარებიდან 10 დღე და სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები.საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი გადადის საჩივრის ავტორის მხარეზე, რომელმაც ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ სარჩელსა და თანდართულ მასალებზე მიმართვის სახით არ იყო დართული გზავნილი, სადაც მითითებული იქნებოდა შესაგებლის წარდგენის ვადა.
განსახილველ შემთხვევაში,პირველი ინსტანციის სასამართლომ აბსოლუტურად სწორად აღნიშნა, რომ ,,მოსარჩელისათვის სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი მოხელის მიერ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, მათ შორის შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი „----ვნილის“ გადაცემა ხდება დალუქული კონვერტის სახით. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი წერილი გზავნილს არ ერთვოდა (რასაც მოპასუხე ვერ ადასტურებს), მოპასუხეს შესაძლებლობა ჰქონდა მიემართა სასამართლოსათვის და გაერკვია მოცემულ საქმეზე შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადა, რაც მას არ გაუკეთებია, მაშინ როდესაც ასეთ შემტხვევაში სწორედ მოპასუხეა ვალდებული ამტკიცოს საწინააღმდეგო ანდა გამოიჩინოს წინდახედულება და სასამართლოს მეშვეობით დააზუსტოს შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადა. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება კონკრეტული სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის არ განეკუთვნება სათანდაოდ ვარგის მტკიცებულებას, რადგან ასეთი განმარტების გაზიარებით შეიქმნება ისეთი ვითარება, როდესაც ნებისმიერი მოპასუხე მის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოტივად მიუთითებს სასამართლოს მოხელის ანდა მოსარჩელის მიერ შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი „----ვნილის“ დავიწყებას ანდა ამოღებას.“
პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობების შესახებ, და აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის შეტანისათვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ არსებობს კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობები. საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი:
1. მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე;
2. მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა;
ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას.
სააპალაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე.
განსახილველ შემთხვევაში პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა იმ საფუძვლითაც, რომ თითქოსდა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდნენ მოთხოვნას, რადგან სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას.
ამდენად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება, აპელანტის მიერ საპელაციო საჩივარში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ასეთივე ნაკლით ჩაბარდათ სარჩელი შპს ,,ჩ---–------ისგან“ დანარჩენ მოპასუხეებსაც და მათ მიერაც ამის გამო დაირღვა შესაგებლის წარდგენის ვადა და რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა განპირობებული იყო ჯანმრთელობის პრობლემების გამო, აღნიშნულს სააპელაციო სასამართლო შეფასებას ვერ მისცემს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებს და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა, თუმცა აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა მხოლოდ მიუთითა ახალ ფაქტებზე , მაგრამ ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ გ--- ა-----ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, ვინაიდან, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება, რაც შეიძლება გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობა.
5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა
5.1. სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ი/მ გ--- ა-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის ი/მ გ--- ა-----ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ გ--- ა-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა კალანდაძე