განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №120100118002738481
საქმე №1ბ/150-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ზ---------–--–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №4----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ქ-----––--------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ა-------ს რაიონის სოფელი ვ------ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ---------–--–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო-------------–--ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად მკაცრი და იგი უნდა გაუქმდეს რადგან ზ---------–--–---–მა აღიარა და მოინანია დანაშაული, მას შეურიგდა დაზარალებული, რომელსაც დღეის მდგომარეობით პრეტენზია არ გააჩნია, იგი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე და დიდი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, ხასიათდება დადებითად, ჰყავს სამი შვილი. ზ---------–--–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს მის მიმართ დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი ალტერნატიული სასჯელით შეცვლას ან მის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას.
ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
ზ---------–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 10 ოქტომბერს დაახლოებით 18:07 საათზე, ა-------ს რაიონის სოფელ ვ------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ---------–--–---–მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლეს ნ-------------------ეს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი მოუჭირა ხელში, ასევე დაარტყა ხელი სახის არეში და ხელის კვრით მიაჯახა კარებზე, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2018 წლის 10 ოქტომბერს, დაახლოებით 18:07 საათზე, ა-------ს რაიონის სოფელ ვ------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ---------–--–---–მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე ცეცხლის წაკიდებით დაემუქრა მეუღლეს ნ------------------ეს, სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით, რაც ნ------------------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, ზ---------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ზ---------–--–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
ზ---------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 10 ოქტომბრიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ზ---------–--–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ზ---------–--–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ------------------ის, მოწმე მ----------------–---–ის, ბრალდებულ ზ---------–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 27 ნოემბრის N-------- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ზ---------–--–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზ---------–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ---------–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, შეურიგდა დაზარალებულს, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წინააღმდეგ წარმოებული ომის მონაწილე.
ზ---------–--–---–ის მიმართ მუქარის ბრალდებასთან მიმართებით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 05 აპრილის N543-IIს დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ---------–--–---–მა ნ------------------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი მოუჭირა ხელზე, ასევე დაარტყა ხელი სახის არეში და ხელის კვრით მიაჯახა კარზე, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ქალის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ნიშანდობლივია, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, ქალის მიმართ, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი და აქვს დამანგრეველი გავლენა მსხვერპლზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი (ზ---------–--–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხასიათდება დადებითად, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წინააღმდეგ წარმოებული ომის მონაწილე) გარემოების, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, პირადი და ეკონომიური პირობების, ქმედებების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ჩადენილია ოჯახური დანაშაული, ხოლო მსხვერპლი არის მეუღლე - ნ------------------ე.
წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფონზე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედებათა განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მიზანშეუწონელია ზ---------–--–---–ისთვის თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის განსაზღვრა. დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტები, რომ ნ------------------ე შერიგებულია მსჯავრდებულთან, რასაც მოწმობს დაზარალებულის განცხადება, ვერ გახდება სასჯელის იმაზე მეტად შემცირების საფუძველი, რაც განსაზღვრული აქვს ზ---------–--–---–ს. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო იცავს ნ------------------ის ინტერესებს, რათა არ მოხდეს მისი ფსიქოლოგიური ტრამვირება და ტანჯვა.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, ზ---------–--–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთა ერთადერთი სასჯელია, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. სასჯელის დასაბუთებისას ასევე მხედველობაშია მისაღები საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაცია.
რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს, რომ ზ---------–--–---–ი არის ნასამართლობის არმქონე, აღიარა, მოინანია დანაშაული და შეურიგდა დაზარალებულს, ხასიათდება დადებითად, ჰყავს სამი შვილი, მხედველობაში იქნა მიღებული სასჯელის დანიშვნისას და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით, თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. ნ------------------ესთან შერიგება და დაზარალებულის მხრიდან პრეტენზიის არქონა, ვერ გახდება დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის საფუძველი. უდავო მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი შეუწყობს ხელს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლის, ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი, როგორც სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: ხის მაგიდა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილს პირს. ერთი ცალი სითხით სავსე ბოთლი, მოთეთრო ფერის ჯამი, ერთი ცალი სანთებელა და დამტვრეული ჭურჭელი - განადგურდეს.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ზ---------–--–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო-------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ---------–--–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ო-------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ზ---------–--–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ზ---------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ზ---------–--–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
ზ---------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 ოქტომბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებების ბედი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ხის მაგიდა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილს პირს.
ერთი ცალი სითხით სავსე ბოთლი, მოთეთრო ფერის ჯამი, ერთი ცალი სანთებელა და დამტვრეული ჭურჭელი - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე