განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.01.2019
საქმის ნომერი
330310017001939556
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
22.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3ბ/1492-18

330310017001939556

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მირანდა ერემაძე

მოსამართლეები - მერაბ ლომიძე

თეა ძიმისტარაშვილი

 

სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე

 

აპელანტი - კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

 

წარმომადგენელი- კ---------------–-–---–-, გ---------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------“

 

წარმომადგენელი - კ---------------------–---

 

თავდაპირველი მოპასუხე - კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი

 

წარმომადგენელი- ე--------------------, დ---------------, გ------------------

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით;

 

აპელანტის მოთხოვნა:

 

1. აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის 2------ განკარგულება. 3. შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელე - ა(ა)იპ „ს-------–----------–-----------------–---------–------ის“ სარჩელზე მოპასუხე - სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიმართ, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში, სარჩელის დაუშვებლობის გამო.

 

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.. 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისათვის შექმნილი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 20 მარტის N- სხდომის ოქმის თანახმად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ს-------–-----------–-------------------–-----------–------ის“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომად საგრანტო თანხის ნაწილობრივ - 5975.88 ლარის ოდენობით უკან გამოთხოვის შესახებ.- ს/ფ 14-21.

 

3.2. სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------ს“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომად საგრანტო თანხის ნაწილობრივ - 5975.88 ლარის ოდენობით უკან გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული თანხის დაბრუნებისათვის განისაზღვრა 2017 წლის 29 მარტამდე პერიოდი. ს/ფ 12.

 

3.3. 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისათვის შექმნილი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 20 მარტის N- სხდომის ოქმის თანახმად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ს-------–-----------–-------------------–-----------–------ის“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომად საგრანტო თანხის ნაწილობრივ - 11760.71 ლარის ოდენობით უკან გამოთხოვის შესახებ. ს/ფ 22-27.

 

3.4. სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------ს“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომად საგრანტო თანხის ნაწილობრივ - 11760.71 ლარის ოდენობით უკან გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული თანხის დაბრუნებისათვის განისაზღვრა 2017 წლის 29 მარტამდე პერიოდი.- ს/ფ 13.

 

3.5. 2017 წლის 27 მარტს ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–------მა“ საჩივრით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის 2------ განკარგულებით ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული ბრძანებები.- ს/ფ 28-44.

 

3.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე N3/3100-17 - მოსარჩელე - სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, მოპასუხე - ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------“, დავის საგანი - არამიზნობრივად გახარჯული საგრანტო თანხის - 17736.59 (ჩვიდმეტიათას შვიდასოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის დაკისრება. - ს/ფ 92-93; 94-100

 

4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

4.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. სასამართლო მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტარციულ- სამართლებრივია აქტი, თუ ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისკენ. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება კი მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტარციულ-სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად მკაცრად განსახილველი სამართლებრივი შედეგისაკენ (ე.ი. ქმედების შედეგი - მოწესრიგება) არის მიმართული. ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ეს ელემენტი აღწერს მის ბუნებას, როგორც ღონისძიებას, რომელიც მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ, ე.ი. აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. სამართლებრივი მოწესრიგების არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება, ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად, იქითკენ არის მიმართული, რომ ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალის უშუალო სამართლებრივი შედეგი წარმოშვას. მოწესრიგება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტარციულ - სამართლებრივი აქტის ცნების ელემენტი, არ გვაქვს, როდესაც საჯარო სამართლებრივი ღონისძიება პირდაპირ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, ე.ი. როდესაც საჯარო დაწესებულების მხრიდან მხოლოდ ინფორმაციის, დარიგების ან ახსნა-განმარტების მოწოდებასთან ან ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის მიზნით განხორციელებულ მოქმედებასთან გვაქვს საქმე.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ს-------–----------–------------------–----------–------ის“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომად საგრანტო თანხის ნაწილობრივ - 5975.88 ლარის ოდენობით უკან გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული თანხის დაბრუნებისათვის განისაზღვრა 2017 წლის 29 მარტამდე პერიოდი. ასევე დადგენილია, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------ს“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომად საგრანტო თანხის ნაწილობრივ - 11760.71 ლარის ოდენობით უკან გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული თანხის დაბრუნებისათვის განისაზღვრა 2017 წლის 29 მარტამდე პერიოდი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად აღნიშნული ბრძანებების არსებობისა, ისინი ვერ წარმოშობენ ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე უშუალო სამართლებრივ შედეგს. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 3/3100-17 საქმეზე მსჯელობს უნდა დაეკისროს თუ არა ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–------ს“ ზემოაღნიშნული თანხის დაბრუნების ვალდებულება, ვინაიდან სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა სარჩელით მომართა სასამართლოს ა(ა)იპ "ს-------–---------–-----------------–---------–-------ს" მიმართ და მოითხოვა არამიზნობრივად გახარჯული საგრანტო თანხის - 17736.59 (ჩვიდმეტიათას შვიდასოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის დაკისრება. ამ პირობებში კი დასახელებული ბრძანებების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევა საფუძველს მოკლებულია, რის გამოც, სასამართლოს აზრით, სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმის წარმოების ამ ნაწილში შეწყვეტის საფუძველი.

 

ამდენად სასამართლო თვლის, რომ საქმის წარმოება მოსარჩელე - ა(ა)იპ „ს-------–---------–------------------–----------–------ის“ სარჩელზე მოპასუხე - სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიმართ, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

 

4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის 2------ განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომ − სწავლების ცენტრი) არის საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე სწავლების ცენტრის დებულებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ცესკო. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 03 თებერვლის N7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ცესკო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სწავლების ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. ამავე დებულებით გათვალისწინებული „გრანტის გაცემის წესის“ მე-13 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანება საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნის, კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების/დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს გასაჩივრებული აქტის მოქმედებას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 27 მარტს ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–------მა“ საჩივრით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის 2------ განკარგულებით ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული ბრძანება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართალია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის 2------ განკარგულება გამოცემულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსისა“ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 03 თებერვლის N7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ მიხედვით, თუმცა ამ განკარგულებით ძალაში დატოვებული სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებები სასამართლოს არ მიაჩნია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებად, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა ისინი ვერ წარმოშობენ ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე უშუალო სამართლებრივ შედეგს. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 3/3100-17 საქმეზე მსჯელობს უნდა დაეკისროს თუ არა ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–------ს“ ზემოაღნიშნული თანხის დაბრუნების ვალდებულება და იმ შემთხვევაში თუ 3/3100-17 სარჩელი არ დაკმაყოფილდება და მოსარჩელეს თანხის გადახდა არ დაეკისრება, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის 2------ განკარგულებით ძალაში მყოფი სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებები აღუსრულებელი დარჩება. ამდენად, ვინაიდან სასამართლოს ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტად მიაჩნია სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვერ აღსრულდება დამოუკიდებლად, თვლის, რომ ინფორმაციული ხასიათის შეტყობინების ძალაში დატოვების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის 2------ განკარგულებაც უსაფუძვლოა და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოს სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ დაუდგენია, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, დამოუკიდებლად ვერ წარმოშობდნენ შედეგებს, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, რომელიც ერთის მხრივ დაინტერესებული პირისათვის უფლების დაცვის საშუალებაა, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისე გამოსცა განკარგულება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებების ძალაში დატოვების შესახებ, რომ არ უმსჯელია მისი აღსრულების მექანიზმზე და არ გაუთვალისწინებია, რომ თანხის დაკისრების საკითხი სასამართლო დავის საგანია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის 2------ განკარგულება.

 

5. სააპელაციო საჩივრისა და კერძო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

5.1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სააპელაციო საჩივარი:

 

აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას

 

აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, rაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე–2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე" პრიმ ქვეპუნქტის თანახმად, ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძველია.

 

აპელანტი მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილს, და განმატავს რომ მოსარჩელე ა(ა)იპ-ის ,,ს-------–---------–-----------------–---------–-------ს" წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს ვერ წარუდგინეს ის მტკიცებულებები და სამართლებრივი არგუმენტები, რომლითაც დადასტურდება მათი მოთხოვნების საფუძვლიანობა. მიუხედავად აღნიშნულისა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცილმა საქმეთა კოლეგიამ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის №2------ განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დააკმაყოფილა. მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება, იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სააპელაციო მოთხოვნა

 

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაჩნია, რომ თბილისის სამოქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოტანილი, რადგან გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი, მე-60 პრიმ მუხლი და 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რამაც განაპირობა საქმეზე უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-2 პუნქტში სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, აგრეთვე ამ კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ დაუდგენია, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დამოუკიდებლად ვერ წარმოშობენ შედეგებს. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისე გამოსცა განკარგულება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებების ძალაში დატოვების შესახებ, რომ არ უმსჯელია მისი აღსრულების მექანიზმზე და არ გაუთვალისწინებია, რომ თანხის დაკისრების საკითხი სასამართლო დავის საგანია.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმ მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილიზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტავს რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებების ძალაში დატოვების შესახებ.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, 2017 წლის 27 მარტს, შევიდა ა(ა)იპ-ის „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ საჩივარი. საჩივრის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ აღნიშნულია, რომ სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის” დირექტორმა 2017 წლის 20 მარტს გამოსცა №-------------- ბრძანებები, რომლებითაც ა(ა)იპ-ის „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვრა საგრანტო თანხების ნაწილობრივ - 5975,88 ლარისა და 11760,71 ლარის უკან გამოთხოვა და აღნიშნული თანხების დაბრუნების ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 29 მარტი, ანუ ბრძანებების გაცნობიდან (21 მარტიდან) 8 კალენდარული დღე. მომჩივანს მიაჩნდა, რომ აღნიშნული არაგონივრული ვადის დაწესება იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაცია ვერ შეძლებს ფაქტობრივად გახარჯული თანხების უკან დაბრუნებას და ხაზინაში გადარიცხვას, იძლევა იმის გონივრული ეჭვის საფუძველს, რომ სწავლების ცენტრის დირექტორი, იცის რა ა(ა)იპ-ის „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ მიმდინარე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების მოსალოდნელი ფაქტობრივი შედეგებიდან გამომდინარე (ორგანიზაციის ანგარიშის დაყადაღება), მიზანმიმართულად ახდენდა არასამთავრობო ორგანიზაციის კონკურსიდან გამოთიშვას. მომჩივანი ასევე აღნიშნავდა, რომ გასაჩივრებული ბრძანებებით გამოთხოვილია თანხა სრულად, ანუ იმ 20%-ის ჩათვლით, რომელიც დაბეგრილია ბიუჯეტის სასარგებლოდ და რომელიც 3547,31 ლარის ოდენობით უკვე გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში და მისი დაბრუნების არანაირი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. მომჩივანი მიიჩნევდა, რომ სსიპ-ის „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი” დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №---- და №---- ბრძანებების გამოცემით გაუარესდა ა(ა)იპ-ის „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ სამართლებრივი მდგომარეობა. აღნიშნული ბრძანებები სწავლების ცენტრის დირექტორის მიერ გამოიცა ისე, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესის დაწყების შესახებ მომჩივანისთვის არ უცნობებია და არ უზრუნველყო მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. შესაბამისად, მომჩივანს მიაჩნდა, რომ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 97-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და 98-ე მუხლი. მომჩივანის აზრით, ბრძანებებში ჩამოთვლილი ნორმატიული ბაზა არ იყო საკმარისი პირობა იმისთვის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციულად მასზე დაუქვემდებარებელ ორგანოს - კერძო სამართლის იურიდიულ პირს ბრძანებით დაავალოს რაიმეს შესრულება, მითუმეტეს, სერიოზული ფინანსური სანქციების გადახდის ვალდებულება დააკისროს. მომჩივანი მიუთითებდა „გრანტის გაცემის წესის“ მე-14 მუხლის მე-3, მე-4, მე-5 პუნქტებზე და მე-16 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლებიც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის ვალდებულებას და აღნიშნული ნორმების დარღვევის შემთხვევაში გახარჯული თანხების სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვას. მომჩივანს მიაჩნდა, რომ ზემოხსენებულ ნორმათა ერთობლიობით მხოლოდ ის დგინდება, რომ პროექტის მიმდინარეობისას მისი მონიტორინგი იმდაგვარად უნდა ყოფილიყო შესრულებული, რომ ორგანიზაციას ჰქონოდა გასაგები, მკვეთრი და ზუსტი მითითებები, თუ რა ჩაითვლებოდა დარღვევად და რა არა. მომჩივანი საუბრობდა იმის შესახებ, რომ პროექტების ბიუჯეტებით განსაზღვრული სამივლინებო თანხების გადახარჯვას ადგილი არ ჰქონია, მისი აზრით, უფრო ნაკლებია გახარჯული, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული საშუალოდ სამივლინებო დღეზე. საჩივრის ავტორისთვის გაუგებარი იყო, რატომ იყო გამოყენებული ასე დაგვიანებით „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი ღონისძიება და არა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დაწესებული პასუხისმგებლობის ზომა. მომჩივანი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმ მუხლის საფუძველზე, ითხოვდა სსიპ-ის „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი” დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №-------------- ბრძანებების ბათილად ცნობას.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ გარდა ამისა მომჩივანი საჩივარში აყენებდა შუამდგომლობას სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის” დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №---- ბრძანების მოქმედების დავის დასრულებამდე შეჩერების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც მომჩივანს ეცნობა ცესკოს 2017 წლის 28 მარტის №--------- წერილით და განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული აქტის მოქმედება შეჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან. თუმცა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით (რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით თანდართული „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „კომისიის გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ მტკიცდება სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს გასაჩივრებული აქტის მოქმედებას“.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემოწმდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების პროცედურები და დადგინდა, რომ სსიპ-ის „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი” დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №-------------- ბრძანებები უფლებამოსილი პირის მიერ გასაჩივრებული იყო კანონით დადგენილ ვადაში. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემოსული საჩივარი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ცესკოს 2017 წლის 28 მარტის №------ წერილით გადაეგზავნა სსიპ-ს „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი” და ეთხოვა, რომ საჩივართან დაკავშირებით, წერილის მიღებიდან 5 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის წარმოედგინა საკუთარი პოზიცია.

 

აპელანტი განმარტავს, რომ ზემოხსენებულ საჩივარში მოყვანილ გარემოებებთან დაკავშირებით, წერილის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი პოზიციის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის წარმოდგენა აგრეთვე ეთხოვა საგრანტო საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს ნ---------–--ეს. 2017 წლის 4 აპრილს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შემოვიდა სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის” დირექტორის პოზიცია საჩივართან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით თანდართული „გრანტის გაცემის წესის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ (შემდგომში - ექსპერტიზის ბიურო) უზრუნველყო ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარება 2016 წლის 15 მარტსა და 17 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში მომჩივნის მიერ განხორციელებულ საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნების მიხედვით გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტთან დაკავშირებით ა(ა)იპ-მა „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ არ წარმოადგინა ხარჯვის დოკუმენტაცია 276,71 ლარზე (კომუნიკაციის ხარჯი); მომჩივანმა „გრანტის გაცემის წესის“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის დარღვევით, კერძოდ, საგრანტო საკონკურსო კომისიის თანხმობის გარეშე განახორციელა ხარჯვის 10%-ზე მეტი ოდენობით ზრდა (გადაჭარბებამ შეადგინა 4 ლარი); ასევე, მომჩივანმა არ წარმოადგინა მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი 11480 ლარზე (სამივლინებო ხარჯები), რაც დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით წარმოადგენს პირის მიერ მიღებულ სარგებელს.

 

აპელანტი მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება არ შედის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში. „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განსაზღვრულია 15 ლარის ოდენობით. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნიდან ირკვევა, რომ პროექტის ფარგლებში მივლენილ პირებზე ერთდღიან პერიოდზე სამივლინებო ხარჯები გაცემულია არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით, ხოლო ერთზე მეტდღიან პერიოდზე - არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით, მომჩივანმა მივლენილ პირებზე ფაქტობრივად ხელფასის სახით დამატებით გასცა თანხები და დაარღვია „გრანტის გაცემის წესის“ მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნა, რომ „დაუშვებელია დაფინანსებული პროექტის ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლში თანხის გადატანა, აგრეთვე ისეთი ხარჯის გაწევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული პროექტის ბიუჯეტით“.

 

აპელანტი განმარტავს, რომ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, ანალოგიური ხასიათის დარღვევები გამოიკვეთა 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტთან დაკავშირებით, კერძოდ, ა(ა)იპ-მა „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ არ წარმოადგინა მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი 5825 ლარზე (სამივლინებო ხარჯები) და ხარჯვის დოკუმენტაცია 150,88 ლარზე (საკომუნიკაციო ხარჯი). შესაბამისად, საკონკურსო კომისიამ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, 2017 წლის 20 მარტს ჩატარებულ სხდომებზე მიიღო გადაწყვეტილებები ა(ა)იპ-ის „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ მიმართ „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის (საგრანტო თანხების ნაწილობრივ უკან გამოთხოვა) გამოყენების შესახებ, რომლებიც აისახა 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში №- და 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში №-, კერძოდ, გამოსათხოვი თანხის ჯამურ ოდენობად, პირველ შემთხვევაში, განისაზღვრა 11760, 71 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 5975,88 ლარი და თანხების დაბრუნების თარიღად დადგინდა 2017 წლის არაუგვიანეს 29 მარტისა

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საკონკურსო კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები სწავლების ცენტრის დირექტორმა, „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დაამტკიცა 2017 წლის 20 მარტის №-------------- ბრძანებებით. სწავლების ცენტრის დირექტორის განცხადებით, სწავლების ცენტრმა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ხელი შეუწყო მომჩივანის მიერ ექსპერტიზის ბიუროსთვის დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას როგორც 2016 წლის 15 მარტს, ასევე 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში. 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საგრანტო პროექტის შესახებ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა №--------- სწავლების ცენტრის მიერ მომჩივანს გაეგზავნა 2017 წლის 20 თებერვალს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ეთხოვა ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით წერილობითი პოზიციის წარმოდგენა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის თანდართვით, 2017 წლის 22 თებერვლის ჩათვლით. მომჩივანმა ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით 2017 წლის 24 თებერვალს წერილობით წარმოადგინა მოსაზრებები, რომელიც სწავლების ცენტრის მიერ 2017 წლის 28 თებერვალს წარედგინა ექსპერტიზის ბიუროს. ექსპერტიზის ბიურომ, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, დამატებით განახორციელა მომჩივანის საგრანტო პროექტთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზა, რომლის საფუძველზე 2017 წლის 13 მარტს გამოიცა დასკვნა №--------- გარკვეული ცვლილებებით (დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, სამივლინებო თანხების ხარჯვის ნაწილში პირად სარგებლად მიჩნეულ იქნა 11480 ლარი, ნაცვლად 13 275 ლარისა, ასევე სადავო თანხად უცვლელად დარჩა კომუნიკაციის ხარჯი - 276,71 ლარი და ოფისის ხარჯი - 4 ლარი).

 

რაც შეეხება 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტთან დაკავშირებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დაზუსტებას, აპელანტი მიუთითებს, რომ სწავლების ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, რომ სწავლების ცენტრმა ხელი შეუწყო მომჩივნის მიერ ექსპერტიზის ბიუროსათვის დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას და პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე 2017 წლის 16 მარტს გამოიცა დასკვნა №---------, რომლის მიხედვითაც სადავო თანხად გამოიკვეთა სამივლინებო ხარჯი - 5825 ლარი და საკომუნიკაციო ხარჯი - 150,88 ლარი. სწავლების ცენტრის დირექტორის განცხადებით, მომჩივანის მიერ იმაზე მსჯელობა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და არ მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. რაც შეეხება მომჩივანის მოწვევას საგრანტო საკონკურსო კომისიის სხდომაზე, სწავლების ცენტრის დირექტორის აზრით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ითვალისწინებს ზეპირი მოსმენის გამართვისა და დაინტერესებული მხარის სხდომაზე მოწვევის სავალდებულოობას. სწავლების ცენტრის დირექტორის განცხადებით, „გრანტის გაცემის წესი“ არ ადგენს კონკრეტულ ვადას საგრანტო საკონკურსო კომისიის მიერ გამოთხოვილი თანხის დაბრუნებისათვის. აღნიშნული ვადა წარმოადგენს საგრანტო საკონკურსო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის მიზანშეწონილობის გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში თანხის დაბრუნების ბოლო ვადად 2017 წლის 29 მარტის განსაზღვრა განპირობებული იყო იმ ობიექტური გარემოებით, რომ მომჩივანს საკონკურსო განაცხადი სწავლების ცენტრში შეტანილი ჰქონდა 2017 წლის 3 თებერვალს გამოცხადებულ ახალ კონკურსზე, რომლის შესახებაც საკონკურსო კომისიის სხდომა უნდა ჩატარებულიყო 2017 წლის 30 მარტს. შესაბამისად, რადგან საკონკურსო კომისია ახლად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებამდე აფასებს დასრულებული საგრანტო პროექტების შემაჯამებელი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების პროცესს, გამოთხოვილი თანხის უკან დაბრუნების ვადად განსაზღვრა 29 მარტი, 2017 წლის 3 თებერვალს გამოცხადებული ახალი კონკურსისთვის საკონკურსო კომისიის სხდომის ჩატარების წინა დღე. ამდენად, სწავლების ცენტრის დირექტორის აზრით, სწავლების ცენტრისთვის გაუგებარი იყო, რას ემყარებოდა მომჩივანის მიერ გამოხატული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ დაკისრებული ფინანსური სანქცია მიზანმიმართულად ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციის კონკურსიდან გამოთიშვას, ეს მაშინ, როცა ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ არაერთხელ დაფინანსდა სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მათ შორის, 2016 წელს გამოცხადებულ ორივე საგრანტო კონკურსზე.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სწავლების ცენტრის დირექტორი არ დაეთანხმა საჩივრის იმ ნაწილსაც, სადაც ნათქვამი იყო, რომ „პროექტის მიმდინარეობისას მისი მონიტორინგი იმგვარად უნდა ყოფილიყო შესრულებული, რომ ორგანიზაციას ჰქონოდა გასაგები, მკვეთრი და ზუსტი მითითებები, თუ რა ჩაითვლებოდა დარღვევად და რა არა. არავითარი ასეთი ზუსტი ინსტრუქცია არ არსებობს”. სწავლების ცენტრის დირექტორის აზრით, გრანტის მიღების უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია საგრანტო ხელშეკრულებითა და „გრანტის გაცემის წესით“, რომლის გაცნობა მომჩივანს დადასტურებული აქვს გაცნობის ფურცელზე ხელმოწერით. ამასთან, „გრანტის გაცემის წესის“ მე-16 მუხლის შესაბამისად, საგრანტო თანხის საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ხარჯვასთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ მოწვეული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო/თანამდებობის პირი, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პროექტის დასრულების შემდგომ წარდგენილი შემაჯამებელი ანგარიშისა და მასზე დართული თანხის ხარჯვის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე. ასევე სწავლების ცენტრის დირექტორმა პოზიცია დააფიქსირა საჩივარში მითითებულ იმ გარემოებაზე, რომლის თანახმად მომჩივანი აცხადებდა, რომ გასაჩივრებული ბრძანებებით გამოთხოვილია თანხა სრულად, ანუ იმ 20%-ის ჩათვლით, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადარიცხულია ბიუჯეტში, ბიუჯეტში ჩარიცხული თანხის უკან გამოთხოვის არანაირი მექანიზმი, ფორმა, სამართლებრივი შედავების შესაძლებლობა კი, მომჩივანის აზრით, არ არსებობდა. სწავლების ცენტრის დირექტორმა წარმოდგენილ მოსაზრებებში აღნიშნა, რომ ექსპერტიზის ბიურო მიუთითებს თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის გარემოებაზე, თუმცა საგრანტო პროექტების ფარგლებში სახელმწიფო სახსრების სწორად ხარჯვის შეფასებისას ცალსახად აღნიშნავს სრული თანხის (11 480 ლარი და 5825 ლარი) არასწორად ხარჯვის ფაქტს. ამასთან, სწავლების ცენტრის დირექტორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტსა და 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომელთა თანახმად, ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის სამართლებრივი ურთიერთობის საგანს. ამდენად, სწავლების ცენტრის დირექტორი მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა მოხდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მომჩივანის მოთხოვნა მათი ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საგრანტო საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ ნ---------–--ემ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საკუთარი მოსაზრება წარმოუდგინა და განაცხადა, რომ საგრანტო კონკურსისთვის შექმნილმა საკონკურსო კომისიამ მითითებული გადაწყვეტილება მიიღო შესაბამის სამართლებრივ ბაზასა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე დაყრდნობით.

 

აპელანტი მოიხმობს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-17 მუხლის პირველი პუნქტს, რომლის თანახმად, სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი” წარმოადგენს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ახორციელებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სწავლების ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სწავლების ცენტრის დირექტორი შიდაუწყებრივ, საკადრო და სწავლების ცენტრის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას, ხოლო „გრანტის გაცემის წესის“ მე-13 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანება საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნის, კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების/დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრის განხილვისას უნდა შეამოწმოს სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის” დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №-------------- ბრძანებების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „გრანტის გაცემის წესით” დადგენილ დებულებებთან და თუ აღმოჩნდება, რომ მითითებული ბრძანებები ან რომელიმე მათგანი არამართლზომიერია, ცესკო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილია გააუქმოს იგი.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ „გრანტის გაცემის წესის“ მე-3 თავი ეძღვნება მონიტორინგს, რომლის მიზანია კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებისა და საგრანტო თანხის საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ხარჯვის კონტროლი. აღნიშნული თავის მე-16 მუხლის შესაბამისად, საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების კონტროლს ახორციელებს სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი, ხოლო საგრანტო თანხის საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ხარჯვასთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ მოწვეული შესაბამისი უფლებამოსილი პირი/ორგანო. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 2016 წლის 15 მარტსა და 17 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსების ფარგლებში განხორციელებულ საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარება უზრუნველყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, რომლის დასკვნის შესაბამისად დადგინდა, რომ 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ა(ა)იპ-ის „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ მიერ მიღებული 105 068 ლარიდან გახარჯული იყო 85 261,83 ლარი, საიდანაც სწორად გახარჯული იყო 71 670,12 ლარი. რაც შეეხებოდა მივლინების ხარჯებს (13 275 ლარი), საქმეში წარმოდგენილი იყო სამივლინებო თანხების ანაზღაურების უწყისები და საგადახდო დავალებები, ხოლო მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იყო საქმეში წარმოდგენილი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი იყო კომუნიკაციის ხარჯის საგადახდო დავალებები, ხოლო ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია 445 ლარიდან არ იყო წარმოდგენილი 276, 71 ლარზე. გარდა ამისა, არ იყო თანხმობა ფინანსური ანგარიშის 4.2 პუნქტის გაზრდასთან დაკავშირებით (10 %-ზე მეტი).

 

„გრანტის გაცემის წესის“ მე-16 მუხლის დანაწესის მიხედვით, მონიტორინგი ხორციელდება შემაჯამებელი მონიტორინგის ფორმით. მონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს, აგრეთვე, შუალედური მონიტორინგის ფორმით საგრანტო თანხის ეტაპობრივი გაცემის შემთხვევაში. შემაჯამებელი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია, სწავლების ცენტრს წარუდგინოს შემაჯამებელი ანგარიში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა დაურთოს მისთვის გადაცემული თანხის ხარჯვის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაციის ასლები 2 ეგზემპლარად. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციას ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ 2 სამუშაო დღისა შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 20 თებერვალს ა(ა)იპ-ს „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ გაეგზავნა შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე და ეთხოვა 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელებულ საგრანტო პროექტთან დაკავშირებით შედგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციის წარმოდგენა 2017 წლის 22 თებერვლის 18:00 საათამდე. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სწავლების ცენტრში 2017 წლის 24 თებერვალს წარმოდგენილ იქნა წერილობითი მოსაზრებები, რომელიც შემდგომში გადაგზავნილ იქნა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის. ექსპერტიზის ბიუროსათვის დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ა(ა)იპ-ის „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ მიერ მიღებული 105 068 ლარიდან, პროექტის „პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაზრდა კახეთის რეგიონში“ განხორციელებისათვის გახარჯული იყო სწორად 73501,12 ლარი. საქმეში წარმოდგენილი იყო კომუნიკაციის ხარჯის გადარიცხვის საგადახდო დავალებები, ხოლო ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იყო 445 ლარიდან 276,71 ლარზე. ექსპერტიზაზე არ იყო წარმოდგენილი საერთო ჯამში 11 480 ლარის (სამივლინებო ხარჯი) მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია. პროექტის დაგეგმილი ბიუჯეტის მე-4 მუხლის (ოფისის ხარჯი) 4.2 პუნქტით (პრინტერის შესყიდვა) გათვალისწინებული თანხის ოდენობა განსაზღვრული იყო 360 ლარით, ხოლო ფაქტიურად გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 400 ლარი. აღნიშნული სხვაობა (4 ლარი) ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხაზე 10%-ით მეტი იყო, რაც წარმოადგენს „გრანტის გაცემის წესის“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც, არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია დაფინანსებული პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში, ნებისმიერ მუხლსა და პუნქტში, გარდა შრომის ანაზღაურების მუხლისა და მისი პუნქტებისა, შეიტანოს ცვლილება პროექტის ბიუჯეტის მუხლის/პუნქტის არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. პროექტის ბიუჯეტის მუხლში/პუნქტში თანხის შემცირება დასაშვებია მხოლოდ ეკონომიის არსებობის შემთხვევაში. პროექტის ბიუჯეტის მუხლში/პუნქტში 10%-ის ოდენობის ზემოთ ცვლილების განხორციელებისთვის აუცილებელია კომისიის წინასწარი თანხმობა. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის მიერ 396 ლარი გახარჯული იყო სწორად, ხოლო დარჩენილ თანხაზე აღნიშნულ მუხლში/პუნქტში ხარჯვის თანხმობის შესახებ საქმეში არ არსებობდა შესაბამისი წერილობითი დასტური.

 

აპელანტი აღნიშნავს რომ ანალოგიური ხასიათის დარღვევები გამოიკვეთა 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტთან დაკავშირებითაც, კერძოდ, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით ა(ა)იპ-ის „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ მიერ მიღებული 29 975 ლარიდან, პროექტის „ყრუ პირთა მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში“ განხორციელებისათვის გახარჯული იყო სწორად 22 726,6 ლარი, 5825 ლარის (სამივლინებო თანხები) მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ექსპერტიზაზე არ იყო წარმოდგენილი, აგრეთვე პროექტის ბიუჯეტის მე-4 მუხლის 4.1 პუნქტით (საკომუნიკაციო ხარჯი) განსაზღვრული 400 ლარიდან ხარჯვის დოკუმენტაცია წარმოდგენილი იყო მხოლოდ 249,12 ლარზე, 150,88 ლარზე ხარჯვის დოკუმენტაცია არ იყო წარმოდგენილი. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, პროექტის დაგეგმილი ბიუჯეტის მუხლში/პუნქტში 10%-ს ზემოთ ცვლილება ორგანიზაციის მიერ არ განხორციელებულა.

 

„გრანტის გაცემის წესის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაციას/ანგარიშს წარუდგენს სწავლების ცენტრის დირექტორსა და კომისიას. მონიტორინგის ჯგუფის მიერ დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომისია წყვეტს არასამთავრობო ორგანიზაციის პასუხისმგებლობის საკითხს ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესით, ხოლო მე-18 მუხლის შესაბამისად კი კომისია უფლებამოსილია არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სახის პასუხისმგებლობის ზომები: ა) გაფრთხილება; ბ) მიმდინარე საგრანტო პროექტის შეწყვეტა ან/და საგრანტო თანხის ნაწილობრივ ან სრულად უკან გამოთხოვა; გ) საგრანტო თანხის ნაწილობრივ ან სრულად უკან გამოთხოვა.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ 2017 წლის 20 მარტს გაიმართა 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომა და 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომა. აღნიშნულ სხდომებზე ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნა ა(ა)იპ-ის „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ მიერ ზემოაღნიშნული საგრანტო კონკურსების შედეგად მიღებული დაფინანსების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით ჩატარებული ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის შედეგები. საკონკურსო კომისიამ ექსპერტიზის შედეგების განხილვის შედეგად ერთ შემთხვევაში 4 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ-ის „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ მიმართ გამოეყენებინა „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა და გამოსათხოვი თანხის ოდენობად განისაზღვრა 11760,71 ლარი და მეორე შემთხვევაში - 3 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ-ის „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ მიმართ გამოეყენებინა „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა და გამოსათხოვი თანხის ოდენობად განისაზღვრა 5975,88 ლარი.

 

„გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ მტკიცდება სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით. ამ ნორმის საფუძველზე კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები დამტკიცდა სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №-------------- ბრძანებებით.

 

მომჩივანის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ კომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ გამოყენებულ იქნა ყველაზე მკაცრი ღონისძიება, უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება და მხოლოდ კომისიაა უფლებამოსილი, პასუხისმგებლობის ჩამოთვლილ ზომათაგან შეარჩიოს ერთ-ერთი, მისთვის მისაღები პასუხისმგებლობის ზომა. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ კოლეგიური ორგანოს, სათათბირო ორგანოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემოწმება დაიშვება მხოლოდ კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. შესაბამისად, მომჩივანის პრეტენზია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. საგრანტო საკონკურსო კომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისათვის თანხების დასაბრუნებლად კონკრეტული ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ „გრანტის გაცემის წესი“ არ ადგენს პასუხისმგებლობის კონკრეტული ზომის გამოყენების შემთხვევაში საკონკურსო კომისიის მიერ ვადის დაწესებას, თუმცა აღნიშნულის შემზღუდავი რაიმე ნორმა არ არსებობს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში.

 

აპელანტს უსაფუძვლოდ მიაჩნია მომჩივანის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და რომ მას არ მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. როგორც ზემოთ აღინიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციას, ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის გზით, ეცნობა 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში საგრანტო პროექტთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნის შესახებ და ეთხოვა დასკვნაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენა. აღნიშნულ გარემოებებს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციისათვის ელ. მისამართზე გაგზავნილი ინფორმაცია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესახებ და ამის საპასუხოდ ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის 22 თებერვლის №--- წერილი. ფინანსური ექსპერტიზის დასკვნის შედეგებიდან გამომდინარე, მხარისათვის ცნობილი იყო იმ გარემოების შესახებ, რომ სწავლების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელი იყო გაუარესებულიყო მისი სამართლებრივი მდგომარეობა, მით უმეტეს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტი გაეცნო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით თანდართულ „გრანტის გაცემის წესს“, რაც დადასტურებულია მისივე ხელმოწერით. არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე იყო ჩართული ადმინისტრაციულ წარმოებაში 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საგრანტო პროექტთან დაკავშირებითაც, რასაც ადასტურებს სწავლების ცენტრის მიერ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები, საიდანაც ირკვევა, რომ სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსის სამსახურებრივი ნომრიდან (5-----------) 2017 წლის 13 მარტს მოხდა დაკავშირება 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებთან მიმართებაშიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით იკვეთებოდა საგრანტო პროექტების თანხების არასწორი ხარჯვის შემთხვევები. აღნიშნულ ორგანიზაციებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ასევე გაეგზავნათ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის ტელეფონის ნომერი. ამდენად, სწავლების ცენტრმა უზრუნველყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, მათ შორის, მომჩივანის დროული ინფორმირება და მას მიეცა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა, რაც შემდგომში გახდა ექპერტის საბოლოო დასკვნის შედგენის საფუძველი. ამდენად, კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოკვლეულ იქნა ყველა ფაქტი და გარემოება, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას.

 

რაც შეეხება მომჩივანის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ მიეცა საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისათვის შექმნილი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 20 მარტის სხდომაზე და ამით დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლით გარანტირებული უფლება, აპელანტი აღნიშნავს, რომ 98-ე მუხლის პირველი ნაწილი ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლებას ანიჭებს, წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით. მომჩივანმა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოიყენა ამ ნორმით მისთვის მინიჭებული უფლება, ხოლო იმ ფაქტის შესახებ, რომ აღნიშნული ვერ განახორციელა კომისიის სხდომაზე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრულია ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი და კერძოდ, დადგენილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ნორმები. კანონმდებელი სავალდებულოდ არ მიიჩნევს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დროს ზეპირი მოსმენის ჩატარებას და დაინტერესებული მხარის სხდომაზე მოწვევას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც „გრანტის გაცემის წესი“ ითვალისწინებს კომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების გადაწყვეტილების მიღების დროს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სავალდებულო დასწრებას.

 

მომჩივანის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გასაჩივრებული ბრძანებებით თანხების სრულად (20% საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) გამოთხოვას, უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო თანხების მიზნობრივად ხარჯვის შეფასებისას ექსპერტი მიუთითებს სრული თანხის ოდენობას (5825 ლარი და 11 480 ლარი), რომელშიც მოიაზრებს საშემოსავლო გადასახადსაც. შესაბამისად, უკან დაბრუნებას ექვემდებარება ექსპერტის მიერ დადგენილი არამიზნობრივად გახარჯული თანხების სრული ოდენობები, ხოლო მომჩივანის მიერ აღნიშნული თანხებიდან საშემოსავლო გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადახდის შემთხვევაში, საკითხის გარკვევა წარმოადგენს საგადასახადო კანონმდებლობით რეგულირებად სფეროს.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ-ის „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ საჩივარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ძალაში დატოვა „ა(ა)იპ-ის „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ-ის „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი” დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №-------------- ბრძანებები.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლზე, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტავს რომ მითითებული სამართლის ნორმების ანალიზით დგინდება, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათიალია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის არცერთი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებების აღსრულების მექანიზმს ასეთ შემთხვევაშიც ეს აქტები არ ეწინააწმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმ მუხლით დადგენილ დანაწესს. შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმ მუხლით გათვალისწინებულ დანაწესის დარღვევას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის 18 აპრილს მიიღო კანონშესაბამისი N------- განკარგულება და შესაბამისად, არ არსებობდა მისი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კერძო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არის მიღებული, რაც მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

კერძო საჩირვის ავტორი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ: სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №---- ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ა(ა)იპ-ის ,,ს-------–---------–-----------------–---------–-------" მიმართ პასუხისმგებლობის ზომად საგრანტო თანხის ნაწილობრივ - 5975.88 ლარის ოდენობით უკან გამოთხოვის შესახებ, ხოლო სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №---- ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ა(ა)იპ ,,ს-------–---------–-----------------–---------–-------ს" მიმართ პასუხისმგებლობის ზომად საგრანტო თანხის ნაწილობრივ - 11760,71 ლარის ოდენობით უკან გამოთხოვის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ბრძანებები ვერ წარმოშობენ ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე უშუალო სამართლებრივ შედეგს და ამ ბრძანებების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებად მიჩნევა საფუძველს მოკლებულია, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმის წარმოების ამ ნაწილში შეწყვეტის საფუძველი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ შეწყვიტა საქმის წარმოება მოსარჩელე ა(ა)იპ-ის ,,ს-------–---------–-----------------–---------–-------" სარჩელზე მოპასუხე სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიმართ, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №-------------- ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დადგენილებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულებას, ხოლო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სწავლების ცენტრის დირექტორი შიდაუწყებრივ, საკადრო და სწავლების ცენტრის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას.

 

მითითებული სამართლის ნორმების ერთობლივი ანალიზიდან დგინდება, რომ საქართველოს კანონმდებლობით სწავლების ცენტრის დირექტორს უფლებამოსილება ენიჭება, რომ შიდაუწყებრივ, საკადრო და სწავლების ცენტრის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა საკითხებზე ბრძანების სახით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

 

კერძო საჩირვის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვალის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დანართი №3-ის (გრანტის გაცემის წესი) მე-3 თავით რეგლამენტირებულია არასამთავრობო ორგანიზაციის საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებისა და საგრანტო თანხის საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ხარჯვის კონტროლის (მონიტორინგის) საკითხები. აღნიშნული წესის მე-16 მუხლის თანახმად, საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების კონტროლს ახორციელებს სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი, ხოლო საგრანტო თანხის საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ხარჯვასთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ მოწვეული შესაბამისი უფლებამოსილი პირი/ორგანო. მონიტორინგი ხორციელდება შემაჯამებელი მონიტორინგის ფორმით. მონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს, აგრეთვე, შუალედური მონიტორინგის ფორმით საგრანტო თანხის ეტაპობრივი გაცემის შემთხვევაში. არასამთავრობო ორგანიზაციის საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების კონტროლი ხორციელდება გასვლითი შემოწმებებისა ან/და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი შუალედური/შემაჯამებელი ანგარიშის საფუძველზე.

 

კერძო საჩირვის ავტორი განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული სამართლის ნორმების საფუძველზე, 2016 წლის 15 მარტსა და 17 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსების ფარგლებში განხორციელებულ საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარება უზრუნველყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, რომლის დასკვნის შესაბამისად დადგინდა, რომ 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ა(ა)იპ-ის „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ მიერ მიღებული 105 068 ლარიდან გახარჯული იყო 85 261,83 ლარი, საიდანაც სწორად გახარჯული იყო 71 670,12 ლარი. რაც შეეხებოდა მივლინების ხარჯებს (13 275 ლარი), საქმეში წარმოდგენილი იყო სამივლინებო თანხების ანაზღაურების უწყისები და საგადახდო დავალებები, ხოლო მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იყო საქმეში წარმოდგენილი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი იყო კომუნიკაციის ხარჯის საგადახდო დავალებები, ხოლო ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია 445 ლარიდან არ იყო წარმოდგენილი 276,71 ლარზე. გარდა ამისა, არ იყო თანხმობა ფინანსური ანგარიშის 4.2 პუნქტის გაზრდასთან დაკავშირებით (10 %-ზე მეტი). მითითებული მონიტორინგი განხორციელდა შემაჯამებელი მონიტორინგის ფორმით. მონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს, აგრეთვე, შუალედური მონიტორინგის ფორმით საგრანტო თანხის ეტაპობრივი გაცემის შემთხვევაში. შემაჯამებელი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია, სწავლების ცენტრს წარუდგინოს შემაჯამებელი ანგარიში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა დაურთოს მისთვის გადაცემული თანხის ხარჯვის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაციის ასლები 2 ეგზემპლარად. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციას ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ 2 სამუშაო დღისა შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად.

 

კერძო საჩირვის ავტორი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 20 თებერვალს ა(ა)იპ-ს „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ გაეგზავნა შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე და ეთხოვა 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელებულ საგრანტო პროექტთან დაკავშირებით შედგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციის წარმოდგენა 2017 წლის 22 თებერვლის 18:00 საათამდე. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სწავლების ცენტრში 2017 წლის 24 თებერვალს წარმოდგენილ იქნა წერილობითი მოსაზრებები, რომელიც შემდგომში გადაგზავნილ იქნა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის. ექსპერტიზის ბიუროსათვის დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ა(ა)იპ-ის „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ მიერ მიღებული 105 068 ლარიდან, პროექტის „პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაზრდა კახეთის რეგიონში“ განხორციელებისათვის გახარჯული იყო სწორად 73501,12 ლარი. საქმეში წარმოდგენილი იყო კომუნიკაციის ხარჯის გადარიცხვის საგადახდო დავალებები, ხოლო ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იყო 445 ლარიდან 276,71 ლარზე. ექსპერტიზაზე არ იყო წარმოდგენილი საერთო ჯამში 11 480 ლარის (სამივლინებო ხარჯი) მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია. პროექტის დაგეგმილი ბიუჯეტის მე-4 მუხლის (ოფისის ხარჯი) 4.2 პუნქტით (პრინტერის შესყიდვა) გათვალისწინებული თანხის ოდენობა განსაზღვრული იყო 360 ლარით, ხოლო ფაქტიურად გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 400 ლარი. აღნიშნული სხვაობა ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხაზე 10%-ით მეტი იყო, რაც წარმოადგენს „გრანტის გაცემის წესის“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც, არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია დაფინანსებული პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში, ნებისმიერ მუხლსა და პუნქტში, გარდა შრომის ანაზღაურების მუხლისა და მისი პუნქტებისა, შეიტანოს ცვლილება პროექტის ბიუჯეტის მუხლის/პუნქტის არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. პროექტის ბიუჯეტის მუხლში/პუნქტში თანხის შემცირება დასაშვებია მხოლოდ ეკონომიის არსებობის შემთხვევაში. პროექტის ბიუჯეტის მუხლში/პუნქტში 10%-ის ოდენობის ზემოთ ცვლილების განხორციელებისთვის აუცილებელია კომისიის წინასწარი თანხმობა. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის მიერ 396 ლარი გახარჯული იყო სწორად, ხოლო დარჩენილ თანხაზე (4 ლარი), აღნიშნულ მუხლში/პუნქტში ხარჯვის თანხმობის შესახებ საქმეში არ არსებობდა შესაბამისი წერილობითი დასტური.

 

ანალოგიური ხასიათის დარღვევები გამოიკვეთა 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტთან დაკავშირებითაც, კერძოდ, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით ა(ა)იპ-ის „ს-------–---------–-----------------–---------–-------“ მიერ მიღებული 29 975 ლარიდან, პროექტის „ყრუ პირთა მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში“ განხორციელებისათვის გახარჯული იყო სწორად 22 726,6 ლარი, 5825 ლარის (სამივლინებო თანხები) მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ექსპერტიზაზე არ იყო წარმოდგენილი, აგრეთვე პროექტის ბიუჯეტის მე-4 მუხლის 4.1 პუნქტით (საკომუნიკაციო ხარჯი) განსაზღვრული 400 ლარიდან ხარჯვის დოკუმენტაცია წარმოდგენილი იყო მხოლოდ 249,12 ლარზე, 150,88 ლარზე ხარჯვის დოკუმენტაცია არ იყო წარმოდგენილი. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, პროექტის დაგეგმილი ბიუჯეტის მუხლში/პუნქტში 10%-ს ზემოთ ცვლილება ორგანიზაციის მიერ არ განხორციელებულა.

 

კერძო საჩირვის ავტორი მიუთითებს „გრანტის გაცემის წესის“ მე-17 მუხლზე და განმარტავს, რომ 2017 წლის 20 მარტს გაიმართა 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომა და 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომა. საკონკურსო კომისიამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გადაწყვიტა, რომ ერთ შემთხვევაში ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------ს“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებულ იქნას საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა და გამოსათხოვი თანხის ოდენობა განისაზღვროს 11760,71 ლარით, ხოლო მეორე შემთხვევაში კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------ს“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომად ასევე გამოიყენა საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა, ხოლო გამოსათხოვი თანხის ოდენობა განისაზღვრა 5975,88 ლარით.

 

„გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ მტკიცდება სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით. ამ ნორმის საფუძველზე კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები დამტკიცდა სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №-------------- ბრძანებებით.

 

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალურ დეფინიციას იძლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაჩნია, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №-------------- ბრძანებები შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, კერძოდ მითითებული ბრძანებები გამოცემულია:

 

ა) ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის მიერ. ბ) ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობის - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვალის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების საფუძველზე. გ) პირთა შეზღუდული წრის - ა(ა)იპ-ის ,,ს-------–---------–-----------------–---------–-------" მიმართ აწესებს მოვალეობას - საგრანტო თანხის ნაწილობრივ - 5975.88 და 11760,71 ლარის ოდენობით უკან დაბრუნების მოვალეობას.

 

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ,,დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგია №3/3100-17 საქმეზე მსჯელობს უნდა დაეკისროს თუ არა ა(ა)იპ-ს ,,ს-------–---------–-----------------–---------–-------" ზემოაღნიშნული თანხის დაბრუნების ვალდებულება, ვინაიდან სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა სარჩელით სასამართლოს ა(ა)იპ-ის ,,ს-------–---------–-----------------–---------–-------" მიმართ და მოითხოვა არამიზნობრივად გახარჯული საგრანტო თანხის დაკისრება. ამ პირობებში დასახელებული ბრძანებების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად მიჩნევა საფუძველსმოკლებულია.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: 2017 წლის 28 აპრილს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოპასუხე ა(ა)იპ ,,ს-------–---------–-----------------–---------–-------ს" მიმართ და მოითხოვა არამიზნობრივად გახარჯული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 მაისის განჩინებით (საქმე №3/3100-17) სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი.

 

კერძო საჩივრის ავტორი მოიხმობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს, რომლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ინდივიდუალურ ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც მოპასუხეს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ" პუნქტით და განჩინებით შეეჩერებინა საქმის წარმოება ზემოაღნიშნული დავის გადაწყვეტამდე, რადგან ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (საქმე №3/3100-17) ცალსახად დადგინდებოდა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ა(ა)იპ-ს ,,ს-------–---------–-----------------–---------–-------" იურიდიული ინტერესი ვეღარ ექნებოდა, როგორც სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №---- და №-- ბრძანების მიმართ ასევე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის №2------ განკარგულების მიმართ, ანუ მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აღარ მიაყენებდა მოსარჩელე ა(ა)იპ-ის ,,ს-------–---------–-----------------–---------–-------" კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ასეთი მოცემულობის შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იქნებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26 2-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიეღო სარჩელის დაუშვებლად ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება.

 

5.2. სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის კერძო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციამ, ააიპ „ს-------–---------–-----------------–---------–------მა“ გაიმარჯვა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომში - სწავლების ცენტრი) მიერ 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რის საფუძველზეც მასთან 30/05/2016 წელს სწავლების ცენტრის მიერ გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება N-. გაცემული გრანტის ოდენობამ შეადგინა 105 068 (ას ხუთი ათას სამოცდარვა) ლარი. პროექტის განხორციელების პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

 

ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოსარჩელემ სწავლების ცენტრს წარუდგინა შემაჯამებელი ანგარიში ფინანსურ დოკუმენტაციასთან ერთად შემაჯამებელი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, ხელშეკრულების 2.6 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით თანდართული „გრანტის გაცემის წესის“ (შემდგომში - გრანტის გაცემის წესი) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საგრანტო თანხის საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ხარჯვასთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ მოწვეული შესაბამისი უფლებამოსილი პირი/ორგანო". ამ ნორმიდან გამომდინარე, სწავლების ცენტრი ზემოაღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მეშვეობით. შესაბამისად, ექსპერტიზის ბიურომ, სწავლების ცენტრის მიმართვის საფუძველზე, ამ კონკურსების ფარგლებში უზრუნველყო ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარება მოსარჩელის მიერ განხორციელებულ საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით. ექსპერტიზის ბიუროს N--------- დასკვნის თანახმად, 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან მიმართებაში მოსარჩელის მხრიდან გამოვლინდა საგრანტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა სამივლინებო თანხების ნაწილში 13275 ლარის, კომუნიკაციის ხარჯის ნაწილში 276,71 ლარის ოდენობით. აგრეთვე არ იყო წარდგენილი თანხმობა ფინანსური ანგარიშის 4.2. პუნქტის გაზრდასთან დაკავშირებით (10%-ზე მეტი). სწავლების ცენტრმა მოსარჩელე მხარეს ელექტრონული ფოსტის მისამართზე 20/02/2017 წელს აცნობა 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან მიმართებაში ექსპერტიზის დასკვნაში მოყვანილი გარემოებები და მისცა მას შესაძლებლობა წარმოედგინა მოსაზრებები და დამატებითი მასალები ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რისთვისაც განუსაზღვა ვადა 22/02/2017 წლის 18 საათამდე.

 

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით დამატებით იქნა წარმოდგენილი წერილობითი პოზიცია 24/02/2017 წელს, რომელიც სწავლების ცენტრის მიერ გადაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს 28/02/2017 წელს დამატებითი კვლევისთვის. დამატებითი დოკუმენტაცია კვლავ იქნა წარმოდგენილი 06/03/2017 წელს, რომელიც ჩვენს მიერ ასევე გადაიგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 09/03/2017 წელს. აღნიშნულის საფუძველზე დაკორექტირდა ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის ბიუროს განმეორებითი N--------- დასკვნის თანახმად 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან მიმართებაში მოსარჩელის მხრიდან საგრანტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტი კიდევ ერთხელ დადასტურდა. კერძოდ: 2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტთან დაკავშირებით ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–------მა“ არ წარმოადგინა ხარჯვის დოკუმენტაცია 276,71 ლარზე (კომუნიკაციის ხარჯი); მოსარჩელემ „გრანტის გაცემის წესის“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის დარღვევით, კერძოდ, საგრანტო საკონკურსო კომისიის თანხმობის გარეშე განახორციელა პროექტის ბიუჯეტის მე-4 მუხლის 4.2 პუნქტში (ოფისის ხარჯი) ხარჯვის 10%-ზე მეტი ოდენობით ზრდა (გადაჭარბებამ შეადგინა 4 ლარი); მოსარჩელემ არ წარმოადგინა მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი 11 480 ლარზე (სამივლინებო ხარჯები). ეს უკანასკნელი დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით წარმოადგენს პირის მიერ მიღებულ სარგებელს.

 

კერძო საჩივრის ავტორი აღმნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარემ გაიმარჯვა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომში - სწავლების ცენტრი) მიერ 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რის საფუძველზეც მასთან 03/08/2016 წელს სწავლების ცენტრის მიერ გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება N--. გაცემული გრანტის ოდენობამ შეადგინა 29 975 (ოცდაცხრა ათას ცხრაას სამოცდათხუთმეტი) ლარი. პროექტის განხორციელების პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 7 აგვისტოდან 2016 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოსარჩელემ სწავლების ცენტრს წარუდგინა შემაჯამებელი ანგარიში ფინანსურ დოკუმენტაციასთან ერთად შემაჯამებელი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, ხელშეკრულების 2.6 პუნქტის შესაბამისად. გრანტის გაცემის წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საგრანტო თანხის საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ხარჯვასთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ მოწვეული შესაბამისი უფლებამოსილი პირი/ორგანო". ამ ნორმიდან გამომდინარე, სწავლების ცენტრი ზემოაღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველოფს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მეშვეობით. შესაბამისად, ექსპერტიზის ბიურომ, სწავლების ცენტრის მიმართვის საფუძველზე, ამ კონკურსების ფარგლებში უზრუნველყო ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარება მოსარჩელის მიერ განხორციელებულ საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით. მოსარჩელე მხარის მიერ 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით დამატებით იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია 13/03/2017 წელს, რომელიც მოსარჩელის მიერ გადაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს 13/03/2017 წელს. ექსპერტიზის ბიუროს N--------- დასკვნის თანახმად, 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან მიმართებაში მოსარჩელის მხრიდან გამოვლინდა საგრანტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტი. კერძოდ: სამივლინებო თანხების ნაწილში 5825 ლარის, კომუნიკაციის ხარჯის ნაწილში 150,88 ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და არ მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის საშუალება. რაც შეეხება მის მოწვევას საგრანტო საკონკურსო კომისიის სხდომაზე, აღსანიშნავია, რომ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ითვალისწინებს ზეპირი მოსმენის გამართვისა და დაინტერესებული მხარის სხდომაზე მოწვევის ვალდებულებას.

 

საკონკურსო კომისიამ, „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის საფუძველზე, 2017 წლის 20 მარტის სხდომაზე განიხილა ექსპერტიზის ბიუროს ზემოაღნიშნული დასკვნები, მოსარჩელე მხარის მიერ წერილობით წარმოდგენილი პოზიცია საგრანტო თანხების ხარჯვის საკითხთან დაკავშირებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა არსებითი გარემოების გამოკვლევის, შედარებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება:ა)2016 წლის 15 მარტს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტთან დაკავშირებით ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------ს“ მიმართ გამოეყენებინა „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა და გამოსათხოვი თანხის ოდენობად განისაზღვრა 11760,71 ლარი. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ თანხის ნებაყოფლობით დაბრუნების თარიღად განისაზღვრა არაუგვიანეს 2017 წლის 29 მარტისა; ბ)2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტთან დაკავშირებით ა(ა)იპ ს-------–---------–-----------------–---------–-------ს მიმართ გამოეყენებინა „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - საგრანტო თანხის ნაწილობრივ უკან გამოთხოვა, გამოსათხოვი თანხის ოდენობად განისაზღვრა 5975,88 ლარი. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ თანხის ნებაყოფლობით დაბრუნების თარიღად განისაზღვრა არაუგვიანეს 2017 წლის 29 მარტისა.

 

სწავლების ცენტრის დირექტორმა, „გრანტის გაცემის წესის“ მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 20 მარტს №-------------- ბრძანებებით დაამტკიცა საკონკურსო კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები. მოსარჩელე მხარემ 2017 წლის 27 მარტს გაასაჩივრა სწავლების ცენტრის დირექტორის ზემოაღნიშნული ბრძანებები და მოითხოვა მათი ბათილად ცნობა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის N------- განკარგულებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა სამართლებრივი საფუძვლების არ არსებობის გამო. ააიპ „ს-------–---------–-----------------–---------–------მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მოპასუხის - სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №-------------- ბრძანებების ბათილად ცნობა.

 

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძვლად სასამართლო უთითებს შემდეგ გარემოებებს: ,,სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად აღნიშნული ბრძანებების არსებობისა, ისინი ვერ წარმოშობენ ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე უშუალო სამართლებრივ შედეგს. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 3/3100-17 საქმეზე მსჯელობს უნდა დაეკისროს თუ არა ააიპ „ს-------–---------–-----------------–---------–------ს“ ზემოაღნიშნული თანხის დაბრუნების ვალდებულება, ვინაიდან სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა სარჩელით მომართა სასამართლოს ააიპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------ს“ მიმართ და მოითხოვა არამიზნობრივად გახარჯული საგრანტო თანხის - 17736.59 (ჩვიდმეტიათას შვიდასოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის დაკისრება. ამ პირობებში კი დასახელებული ბრძანებების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებად მიჩნევა საფუძველს მოკლებულია, რის გამოც, სასამართლო აზრით, სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმის წარმოების ამ ნაწილში შეწყვეტის საფუძველი.“

 

კერძო საჩირვის ავტორი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასევე აღნიშნულია, რომ „სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 3/3100-17 საქმეზე მსჯელობს უნდა დაეკისროს თუ არა ააიპ „ს-------–---------–-----------------–---------–------ს“ ზემოაღნიშნული თანხის დაბრუნების ვალდებულება და იმ შემთხვევაში თუ 3/3100-17 სარჩელი არ დაკმაყოფილდება და მოსარჩელეს თანხის გადახდა არ დაეკისრება, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის 2------ განკარგულებით ძალაში მყოფი სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებები აღუსრულებელი დარჩება. ამდენად, ვინაიდან სასამართლოს ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტად მიაჩნია სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვერ აღსრულდება დამოუკიდებლად, თვლის რომ ინფორმაციული ხასითის შეტყობინების ძალაში დატოვების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის 2------ განკარგულებაც უსაფუძვლოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.“

 

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ჩანს, სასმართლო სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №-------------- ბრძანებებს არ მიიჩნევს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებად იმის გამო, რომ ისინი ვერ წარმოშობენ ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე უშუალო სამართლებრივ შედეგს და არ არსებობს მისი აღსრულების მექანიზმი. აღნიშნული მსჯელობა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

კერძო საჩივრის ავტორი მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცლი კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.“

 

კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სწავლების ცენტრის დირექტორის ზემოაღნიშნული აქტები თავის შინაარსით წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს შემდეგ გარემოებათა გამო: სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №-------------- ბრძანებები გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს (სწავლების ცენტრის) მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის - გრანტის გაცემის წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის (2018 წლის 5 თებერვლამდე არსებული რედაქცია) შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, „კომისიის გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ მტკიცდება სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით“. ამასთან, სახეზე გვაქვს პირთა შეზღუდული წრის - ააიპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------ს“- მიმართ მიმართული ქმედება, რომელსაც უწესებს კონკრეტული ქმედების - არამიზნობრივად გახარჯული საგრანტო თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების განხორციელების ვალდებულებას. მართალია პირველად გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე, გრანტის გაცემის წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ღებულობს საკონკურსო კომისია, თუმცა ეს ისე არ უნდა იქნეს გაგებული რომ სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანება საინფორმაციო ხასიათიაა და არ გააჩნია მოწესრიგების ელემენტი. ამავე გრანტის გაცემის წესის მე-13 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, „სწავლების ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია უარი თქვას კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცებაზე, თუ კომისიის საქმიანობაში გამოვლინდა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები, ან კომისიის გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, ან გამოვლინდა საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსის მიზნებთან შეუსაბამობის ფაქტი. სწავლების ცენტრის დირექტორის უარი კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცებაზე ფორმდება ბრძანებით.“ ამდენად, სწავლების ცენტრის დირექტორი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების დამტკიცებისას უფლებამოსილია არ დაეთანხმოს კომისიას და შეცვალოს მისი გადაწყვეტილებები. საბოლოო ინივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც არასამთავრობო ორგანიზაციას ეკისრება ქმედების განხორციელება, სწორედ სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებაა. შესაბამისად, სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №-------------- ბრძანებები აკმაყოფილებენ სზაკ-ით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ კრიტერიუმებს, ისინი თავისი შინაარსით წარმოადგენენ მავალდებულებელ ინდივიდიალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და სასამართლოს მოსაზრება რომ ეს აქტები ვერ წარმოშობენ ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე უშუალო სამართლებრივ შედეგს, საფუძველს მოკლებულია.

 

კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივად მიჩნევას უკავშირებს ამ აქტის აღსრულების მექანიზმის არსებობას. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს, ვინაიდან აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს აღსრულების მექანიზმის არსებობის სავალდებულოობას აქტის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივად მიჩნევისათვის.

 

გარდა ამისა, სზაკ-ის 175-ე მუხლის 1 - ლი - მე- 4 ნაწილების თანახმად: „ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების მიმართ არ გამოიყენება ამ კოდექსის 169-ე მუხლში მითითებული აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებანი. ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის აუცილებელია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ვალდებული პირი უარს აცხადებს გადაიხადოს ფულადი თანხა, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, რომლის შესაბამისად უფლებამოსილი პირი მოვალეს დააკისრებს ვალდებულებას, მისთვის გადასაცემი ფულადი თანხა ჩარიცხოს ადმინისტრაციული ორგანოს ანგარიშზე. პირისაგან თანხის იძულებითი ამოღება, ქონებაზე ყადაღის დადება წარმოებს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, კი ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება.

 

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სწავლების ცენტრის ქმედებები, რომელიც უკავშირდება ბრძანებების გამოცემას საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისათვის და ააიპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------ს“ მიერ თანხის გადახდაზე უარის თქმის შემდგომ სწავლების ცენტრის მხრიდან სასამართლოსადმი მიმართვა სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა, არ არსებობს სხვა საშუალება, რითაც სწავლების ცენტრს შეუძლება არასამთავრობო ორგანიზაციისაგან მოითხოვოს არამიზნობრივად გახარჯული საგრანტო თანხის იძულებით გადახდევინება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის N3/3744-17 გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელე ააიპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------ს“ სარჩელზე მოპასუხე - სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიმართ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №-------------- ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაუშვებლობის გამო.

 

6. პალატის მსჯელობა თავდაპირველად შეეხება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის კერძო საჩივრებს:

 

განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავოტრების პრეტენზია გამოიხატა იმაში, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №-------------- ბრძანებები ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტებად, მაშინ როდესაც ისინი წამოადგენდნენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტებს. აქედან გამომდინარე, პალატის მსჯელობაც შეეხება იმ გარემოების გამორკვევას, ზემოხსენებული ბრძანებების შინაარსი იძლეოდა თუ არა მათი ინდივიდუალრ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის შესაძლებლობას.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შეწყვეტა ან შესრულება; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა; ასევე სხვა დავები, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

 

პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლი განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება იყოს ადმინისტრაციული დავის საგანი. იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ასევე სხვა საქმეებიც, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.

 

პალატა განმარტავს, რომ მატერიალური მიზნის განსახორციელებლად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მოსარჩელეს აძლევს შესაძლებლობა გამოიყენოს სარჩელის სხვადასხვა ფორმები და საპროცესო მოქმედებები. კანონმდებლობა უშვებს შეცილებითი და მავალდებულებელი (მიკუთვნებითი და ნეგატორული) სარჩელების წარდგენის შესაძლებლობას სასამართლოში, შესაბამისად დაწესებულია ისეთი ადმინისტრაციული სარჩელის სახეები, როგორებიცაა სარჩელები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ქმედების განხორციელების თაობაზე, აღიარებითი სარჩელები და სახელშეკრულებო დავებიდან გამომდინარე სარჩელები, ამასთანავე კანონმდებლობა ადგენს მოთხოვნებს თითოეული ტიპის სარჩელთან დაკვშირებით და მოსარჩელეებს უწესებს გარკვეული სახის შეზღუდვებს.

 

პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები რეგლამენტირებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლში, რომლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 1. სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- ბრძანების და 2. სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- ბრძანების ბათილად ცნობას. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტისათვის კანონით დადგენილ წინაპირობებს.

 

პირველ რიგში პალატა მოიხმობს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 7 ოქტომბრის განჩინებას (ადმინისტრაციულ საქმეზე ¹ბს-713-300(კ-05), რომლითაც სასამართლომ განმარტა რომ: “ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, ის ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, კერძოდ: 1. სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო - ადმინისტრაციული აქტის ავტორი; 2. სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული /საჯარო/ სამართლის კანონმდებლობიდან; 3. ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისაკენ. 4. ადმინისტრაციული ორგანოს ეს ღონისძიება /იგულისხმება შემდეგი ელემენტი: “აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს”/ მიმართულია სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ე.ი. ის აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებებს, რომლითაც ერთ შემთხვევაში დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------ს“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომად საგრანტო თანხის ნაწილობრივ - 5975.88 ლარის ოდენობით უკან გამოთხოვის შესახებ, ხოლო მეორე შემთხვევაში დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------ს“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომად საგრანტო თანხის ნაწილობრივ - 11760.71 ლარის ოდენობით უკან გამოთხოვის შესახებ.

 

პალატას მაიჩნია, რომ ზემოხსენებული დირექტორის ბრძანებები არ შეიცავს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის შემადგენლობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებით დადგენილ ელემენტებს, რომელსაც მოსარჩელე მხარისათვის არ დაუწესებია, შეუცვლია, გადაუწყვეტია ან დაუდასტურებია გარკვეული სახის უფლებები და მოვალეობები, ანუ სახეზე არ არის ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტის შემადგენელობა. შესაბამისად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის პირობებში გამოცემული აქტის კანონიერების თაობაზე უფლების დაცვის საპროცესო-სამართლებრივ საშუალებად ვერ იქნება გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით (სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე) გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, რამეთუ როგორც უკვე აღინიშნა კანონმდებელმა მკაფიოდ გამიჯნა და შექმნა სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა ფორმები, როგორც ადეკვატური პროცესუალური საშუალებები.

 

გარდა ამისა საყურადღებოა ის უმთავრესი მოცემულობა, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობს, მისი საფუძველია ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–------სა“ და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს შორის დადებული 2016 წლის 30 მაისის საგრანტო ხელშეკრულება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი ადგენს სახელშეკრულებო დავების განხილვის წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ახდენს ადმინისტრაციული სამართლის პრაქტიკაში დამკვიდრებული წესის სამართლებრივ გაფორმებას: სახელშეკრულებო დავებთან დაკავშირებით დაუშვებელია ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა, ის შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ საერთო სასამართლოებისადმი მიმართვის გზით. ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ისევე როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობეს, მათი საერთო მახასიათებელია ის, რომ ორივე ადმინისტრაციული წარმოების პროდუქტია. ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი ფორმის არჩევანის თავისუფლება. იმ შემთხვევაში, როდესაც ის აირჩევს საქმიანობის სამართლებრივი ფორმას ადმინისტრაციული ხელშეკრულების სახით ის ვალდებულია ბოლომდე დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის ამ საფეხურზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ სადავო ბრძანებების შინაარსი ადასტურებს, რომ იგი გამოცემულია არა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, არამედ იგი წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოქმედების განხორციელების მოთხოვნის თაობაზე გამოცემულ აქტს, რომელიც მიმართულია ზემოხსენებული საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ, ვინაიდან ამ მითითებული ბრძანებებით განისაზღვრა დასაბრუნებელი თანხის ოდენობა და მოსარჩელეს მიეცა ვადა მის შესასრულებლად. ამდენად, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ის ფაქტი, რომ დავის საგანს წარმოადგენს ადმინსიტრაციული ორგანოს (დირექტორის) ბრძანებები არ ნიშნავს, რომ გასაჩივრებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ასეთად მიიჩნევისათვის აუცილებელია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის როგორც ზემოთ აღინიშნა 2.1. მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტის შემადგენლობა, რაც სახეზე არ არის.

 

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ მოცემული დავის ფარგლებში არსებული თანხების დაბრუნებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასარჩელო წარმოების წესით, რაც დაადასტურეს მხარეებმა.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენენ გადაწყვეტილების გასაჩივრებული პუნქტის გაუქმების წინაპირობას. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი.

 

7. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

7.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და დამატებით აღარ მიუთითებს მათზე.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

7.2. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ხოლო, ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

7.3. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)

 

7.4. პირველ რიგში პალატა შენიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გამოსაკვლევ საკითს წარმოადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის 2------ განკარგულება, რომლითაც ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–-------ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებები. ამდენად, პალატა შეამოწმებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლს, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომ − სწავლების ცენტრი) არის საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე სწავლების ცენტრის დებულებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ცესკო. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 03 თებერვლის N7/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების“ მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ცესკო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სწავლების ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. ამავე დებულებით გათვალისწინებული „გრანტის გაცემის წესის“ მე-13 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანება საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნის, კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების/დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს გასაჩივრებული აქტის მოქმედებას.

 

პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ისეთი ვითარება, როდესაც სასამართლოს მიერ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებები არ იქნა მიჩნეული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად, თუმცა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული აქტები განხილულ იქნენ როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტები და შესაბამისად მათზე გაავრცელა ის სამართელბრივი რეგულაციები, რომლებიც გათვალსიწინებულია ამ კატეგორიის აქტებისთვის

 

პირელ რიგში პალატა, როგორც ზემოაღნიშნული კერძო საჩივრებზე მსჯელობისას აღინიშნა, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლითაც სასამართლომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებები არ მიიჩნია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ისინი ვერ წარმოშობდნენ ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე უშუალო სამართლებრივ შედეგს. პალატა იზიარებს სასამაღთლოს პოზიციას და მიიჩნია, რომ მართებულად იქნა ყურადღება გამახვილებული იმ დადგენილ ფაქტობრივ გარეოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 3/3100-17 საქმეზე მსჯელობდა საკითხზე - უნდა დაკისრებოდა თუ არა ა(ა)იპ „ს-------–---------–-----------------–---------–------ს“ თანხის დაბრუნების ვალდებულება. იმ შემთხვევაში თუ 3/3100-17 სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა და მოსარჩელეს თანხის გადახდა არ დაეკისრებოდა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის 2------ განკარგულებით ძალაში მყოფი სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებები აღუსრულებელი დარჩებოდა. ამდენად, ვინაიდან სასამართლომ ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტად მიიჩია სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვერ აღსრულდებოდა დამოუკიდებლად, შესაბამისად სწორად ჩათვალა, რომ ინფორმაციული ხასიათის შეტყობინების ძალაში დატოვების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის 2------ განკარგულებაც უსაფუძვლო იყო და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული ისეთი მნივნელოვანი გარემოება, რომელიც დაადგენდა გასაჩივრებული ბრძანებები იყო თუ არა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული- სამართლებრივი ხასიათის აქეტები, თუ ისინი წარმოადგენდნენ ინფორაციული ხასიათის დოკუმენტებს. აღნიშნული გარემოების დადგენა პირდაპირ შედეგობრივ კავშირშია საბოლოო შედეგთან, რაც თავისთავად უკანონს ხდის საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ დაუდგენია, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, დამოუკიდებლად ვერ წარმოშობდნენ შედეგებს, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, რომელიც ერთის მხრივ დაინტერესებული პირისათვის უფლების დაცვის საშუალება იყო, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისე გამოსცა განკარგულება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის N---- და N---- ბრძანებების ძალაში დატოვების შესახებ, რომ არ უმსჯელია მისი აღსრულების მექანიზმზე და არ გაუთვალისწინებია, რომ თანხის დაკისრების საკითხი სასამართლო დავის საგანი იყო.

 

7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატას მაიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 18 აპრილის 2------ განკარგულება.

 

8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

8.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო და კერძო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე, 419-ე-420-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება;

 

4. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

5. განჩინების სარეზოლუცი ნაწილის მე-2 პუნქტი არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე

 

მოსამართლეები: მერაბ ლომიძე

 

თეა ძიმისტარაშვილი