განაჩენი

სისხლის სამართლის 11.03.2019
საქმის ნომერი
170100118002622922
ინსტანცია
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100118002622922

საქმე №1ბ/289-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გი------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: თეთრიწყაროს რაიონის ს------–----------, ფაქტობრივად მცხოვრების: თეთრიწყაროს რაიონის ს------–--------–----------------–----------ში, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 იანვრის განაჩენით:

გი------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

გი------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 5 აგვისტოს ეპიზოდი, ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

გი------–---–ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

1) 2017 წლის 25 ნოემბერს, საღამოს, თეთრიწყაროს რაიონის ს------–--------ში მდებარე გი------–---–ისა და მა--------------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, გი------–---–მა ხელების სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი ცოლის - მა--------------ის მიმართ, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ლ---------–---–-.

 

2) 2018 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის ს------–--------ში მდებარე გი------–---–ისა და მა--------------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, კომპიუტერის შესაძლო დაზიანებასთან დაკავშირებით მეუღლის შენიშვნის გამო განაწყენებულმა გი------–---–მა თმაზე მოქაჩვისა და მარჯვენა ხელის სახის არეში დარტყმის გზით ფიზიკურად, ხოლო თანაცხოვრების ბოლო ორი წლის განმავლობაში სისტემატური შეურაცხყოფითა და გინებით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი ცოლის - მა--------------ის მიმართ, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი აკ--------–---–ი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა მა--------------ის მიმართ გი------–---–ის მიერ 2017 წლის 25 ნოემბერს ფიზიკური ძალადობის, ასევე 2018 წლის 5 აგვისტოს ფიზიკური ძალადობისა და ბოლო ორი წლის მანძილზე ფსიქოლოგიური ძალადობის, აგრეთვე აღნიშნულით გამოწვეული ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენების ფაქტები.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გი------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარის მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გი------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ: გამომძიებელმა ნა--------–---–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მიუთითა, თუ რა ინფორმაცია მიაწოდეს მას დაზარალებულმა და მოწმეებმა.

სასამართლოში გამოკვლეული იქნა ვითარების აღდგენის ოქმი, რომელშიც დაზარალებული მა--------------ე მიუთითებს, რომ მასზე იძალადა გი------–---–მა და შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები. ნიშანდობლივია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაზარალებულმა აღიდგინა ვითარება, არ მომხდარა მისი ჩვენების ადგილზე შემოწმება. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი სასამართლომ უნდა მიიღოს მხედველობაში, მიუხედავად იმისა, რომ მა--------------ემ უარი თქვა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულ პრაქტიკაზე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის N 561აპ-15 გადაწყვეტილება.

ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ მა--------------ეს აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალ-ბუდის მიდამოში, განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გი------–---–ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ გი------–---–მა მეუღლის - მა--------------ის მიმართ განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, კერძოდ:

ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ მა--------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ალ----------–---–---–ის, თე-----------–---–ის, კა-------–---–ის, ლ---------–---–-ს, აკ--------–---–ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეები: ნა--------–---–---–ი და მი-------–----------ე.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი უდავოდ გახადა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენენ უდავო მტკიცებულებებს და შესაბამისად მათი გამოკვლევა არ მომხდარა.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების შეფასება უნდა მოხდეს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

დაზარალებულმა მა--------------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. არასრულწლოვანი მოწმეების: ლიანა და აკ--------–---–ების კანონიერმა წარმომადგენელმა თა--------–--ემ უარი განაცხადა მათ დაკითხვაზე, ხოლო გი------–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა ცალსახად არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, თუ პირის ბრალეულობა დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. მოცემულ შემთხვევაში მოწმის გამოკითხვის ოქმის/ჩვენების გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, პალატა ვერ დაეყრდნობა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

რაც შეეხება ბრალდების მოწმეების: გამომძიებელ ნა--------–---–---–ის და გი------–---–ის მეზობლის თ-----------–---–-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სხვა პირთა მონათხრობს ეფუძნება და ძალადობის ფაქტების მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

პალატა ასევე მხედველობაში იღებს, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმეების: ალ----------–---–---–ისა და კა-------–---–ის ჩვენებებით ასევე არ დადასტურდა გი------–---–ის მიერ მა--------------ის მიმართ 2018 წლის 5 აგვისტოს ფიზიკური და ბოლო ორი წლის მანძილზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, კერძოდ:

მოწმე ალ----------–---–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ბიძასთან გი------–---–თან და არ სმენია ამ უკანასკნელის მხრიდან მა--------------ის გინების ან შეურაცხყოფის შესახებ, აგრეთვე 5 აგვისტოს, როდესაც იგი შევიდა გი------–---–ის ოთახში ბნელოდა და მხოლოდ ის დაინახა, რომ მან დაზარალებულს ხელი ჰკრა, თუმცა სიბნელის გამო ვერ აკონკრეტებს რა ადგილას. იგი უარყოფს რომ გი------–---–მა ხელი გაარტყა მა--------------ეს სახეში. პროკურორის მიერ მისი გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნებისას აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არ უთქვამს, არც დაუწერია.

მოწმე კა-------–---–ის განმარტებით კი, იგი არაერთხელ შესწრებია, რომ კონფლიქტისას გი------–---–ი აგინებს მა--------------ეს, თუმცა ბოლო პერიოდში არ იცის რა ხდება მათ შორის.

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მოსაზრებას, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენება ზოგადი ხასიათისა, იგი ვერ უთითებს თუ რა პერიოდში და რა ინტენსივობით ჰქონდა გი------–---–ის მხრიდან მა--------------ის სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი, მისი ჩვენებიდან შეუძლებელია რაიმე დასკვნის გაკეთება, შესაბამისად აღნიშნული ჩვენება ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნაზე, რომლის მიხედვით, პირადი გასინჯვით (06.08.18წ.), მა--------------ეს აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალ-ბუდის მიდამოში, რაც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მი-------–----------ემ, რომელიც ბრალდების დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში ირიბ მოწმეს წარმოადგენს.

 

პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მოცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება დაზიანებების მიყენების ფაქტი, თუმცა პალატა ითვალისწინებს, იმ ფაქტის დადგენა, რომ აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია გი------–---–ის მიერ ამ მტკიცებულებით შეუძლებელია.

 

რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, რომლებიც აპელანტის აზრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის 561აპ-15 გადაწყვეტილების თანახმად აქვს დამოუკიდებელი მტკიცებულებითი ძალა, მაშინაც კი თუ დაზარალებული სასამართლოში არ მისცემს ჩვენებას ბრალდებულის წინააღმდეგ, პალატა განმარტავს, რომ მა--------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი სრულად ეფუძნება დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელმაც უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მსგავს ვითარებაში კი მის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის გამოქვეყნება არ ხდება, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მოწმის გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, შესაბამისად თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის 561აპ-15 გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში, რომლის თანახმად, დაუშვებელია სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე ბრალდებულის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნება ანუ მისი საჯაროდ წაკითხვა, ასევე ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის დემონსტრირება და მისი მტკიცებულებად გამოყენება, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გი------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გი------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

გი------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 5 აგვისტოს ეპიზოდი, ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

გი------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს - გი------–---–ს.

 

ნივთმტკიცებები: “ლენოვო-ს“ ფირმის ლეპტოპი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მა--------------ეს, ხოლო ჭიქის ნამტვრევები იმავე ვადაში განადგურდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გი------–---–ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე