განაჩენი

სისხლის სამართლის 18.03.2019
საქმის ნომერი
330100110002794703
ინსტანცია
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/16-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორ - ზ--------------–---–ის,ადვოკატ - რ---–----------–---–ის,მსჯავრდებულ - რ----------–-----–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ რ----------–-----–---–ისა და მისი ადვოკატის რ---–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

რ------------------------–-----–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #4-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ყ-------------------------–-----––---ში, მცხოვრები: თ---–-------–--------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ,,ბ“ და 362-ე მუხლის მეორე ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აპრილის განაჩენით:

 

რ-----------–-----–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათავლისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდეექსის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 (ექვსი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 (ექვსი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდეექსის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 (ექვსი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 (ექვსი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362- მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362- მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362- მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ზ/აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და რ----------–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვრა 30 (ოცდაათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, რ----------–-----–---–ი გათავისუფლდა 2011 წლის 26 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელებისაგან. მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ რ----------–-----–---–მა ჩაიდინა:

 

თაღლითობაში დახმარება, ესეიგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით, დიდი ოდენობით დაუფლებაში დახმარება (სამი ეპიზოდი), თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი (ოთხი ეპიზოდი).

 

რ----------–-----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2008 წელს რ----------–-----–---–ს დახმარების მიზნით მიმართა ნაცნობმა რ-----------–-–---–მა, რომელსაც განსაზღვრული ჰქონდა თაღლითურად დაუფლებოდა სოფელ გლდანში, ,,ა-–-----ს“ ტერიტორიაძე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 0.15 ჰა მიწის ნაკვეთს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, რ----------–-----–---–მა დაამზადა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი, რაშიც რ-----------–-–---–ისგან გასამრჯელოს სახით მიიღო 9000 აშშ დოლარი. ხსენებული ყალბი დოკუმენტის საფუძველზე რ----------–-----–---–მა, 2008 წლის 06 ივნისს, თავადვე უზრუნველყო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარება რ-----------–-–---–ის ახლობლის - ჯ----–----------–---–ის საკუთრების უფლებით. ამ გზით რ-----------–-–---–ი ფაქტობრივად, რ----------–-----–---–ის დახმარებით, თაღლითურად დაეუფლა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.

 

2008 წელს რ----------–-----–---–ს დახმარების მიზნით მიმართა დის ქმარმა დ------------------–მა, რომელსაც განზრახული ჰქონდა თაღლითურად დაუფლებოდა სოფელ გლდანში, ,,ა-–-----ს“ ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 0.15 ჰა მიწის ნაკვეთს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით რ----------–-----–---–მა დაამზადა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება ჩაბარების აქტი, რაშიც დდ------------------–ისგან გასამრჯელოს სახით მიიღო 9000 აშშ დოლარი. ხსენებული ყალბი დოკუმენტის საფუძველზე რ----------–-----–---–მა, 2008 წლის 06 ივნისს, თავადვე უზრუნველყო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარება დ------------------–ი ნათესავის - ლ---–----------–---–ის საკუთრების უფლებით. ამ გზით დ------------------–ი ფაქტობრივად, რ----------–-----–---–ის დახმარებით, თაღლითურად დაეუფლა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.

 

2008 წელს რ----------–-----–---–ს დახმარების მიზნით მიმართა ცოლის ძმამ ნ-----–-----------–---–მა, რომელსაც განზრახული ჰქონდა თაღლითურად დაუფლებოდა სოფელ გლდანში, ,,ა-–-----ს“ ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 0.12 ჰა მიწის ნაკვეთს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით რ----------–-----–---–მა დაამზადა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება ჩაბარების აქტი, რომელიც შემდგომში გამოსაყენებლად გადასცა ნ-----–-----------–---–ს. თავის მხრივ ნ-----–-----------–---–მა ხსენებული ყალბი დოკუმენტის საფუძველზე 2008 წლის 09 ივნისს რეგისტრაციაში გაატარა აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით და რ----------–-----–---–ის დახმარებით, თაღლითურად დაეუფლა მას, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.

 

რ----------–-----–---–ისათვის ცნობილი გახდა რა სოფელ გლდანში, ,,ა-–-----ს“ ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 0.15 ჰა მიწის ნაკვეთის შესახებ, განიზრახა, ყალბი დოკუმენტის შეძენა გამოყენების გზით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ხსენებულ უძრავ ქონებას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, რ----------–----–---–მა სიდედრის - ი--------–---–ის პირადობის მოწმობის რეკვიზიტებით დაამზადა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზე, 2008 წლის 10 ივნისს, თავადვე უზრუნველყო ხსენებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარება ი--------–---–ის საკუთრების უფლებით დაფაქტობრივად, თაღლითურად დაეუფლა მას, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.

 

რ----------–-----–---–ი დაკავებული იქნა 2018 წლის 2 ოქტომბერს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ----------–-----–---–ის ადვოკატმა რ---–----------–---–მა, რომელმაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აპრილის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, 2019 წლის 12 მარტს, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ზ--------------–---–მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა შემდეგი:

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განაჩენში;

რ----------–-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოთხი დამოუკიდებელი დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (რ-----------–-–---–ის ეპიზოდი) - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ------------------–ის ეპიზოდი) - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენების - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ-----–-----------–---–ი ეპიზოდი) - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენების - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი--------–---–ის ეპიზოდი) - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენების - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრება ჯარიმა 10000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ი--------–---–ის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით რ-----------–-–---–ის, დ------------------–ის და ნ-----–-----------–---–ის ეპიზოდებისთვის დანიშნული სასჯელები და რ----------–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას და მასში ასახულ პირობებს სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა პროკურორმა ზ---------------–---–მა.

 

ადვოკატმა რ---–----------–---–მა და მსჯავრდებულმა რ----------–----–---–მა ასევე მხარი დაუჭირეს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის დამტკიცებას.

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბრალდების მხარის მიერ გათვალისწინებული იქნა ჩადენილი დანაშაულისათვის მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, აგრეთვე საჯარო ინტერესები, კერძოდ, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზანი და მსჯავრდებულთან გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის დაიდო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით რ----------–-----–---–მა უარი თქვა საქმის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ საქმის არსებითად განხილვის უფლებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს.

 

ამასთან, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით პროკურორის შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას; აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული რ----------–-----–---–ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული რ----------–-----–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულების ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, საქმეში მოიპოვება რ----------–-----–---–ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულის, ასევე მოწმეთა - დ------------------–ის, რ-----------–-–---–ის, ლ---–----------–---–ის, შ---------------------------–---–----------–----------–---–---------–--------------–---–-------------------–---–---------------------–---–---------------–---–------–----------------–--------------------------------–--------–---–---–---------------------------–-----------------------------------–---–-ს დაკითხვის ოქმები; მიღება-ჩაბარების აქტები; სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები.

 

პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის, მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, ეთანხმება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მას განემარტა, რომ შესაბამის უწყებაში საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პროკურორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დაკმაყოფილდა პროკურორ ზ--------------–---–ის შუამდგომლობა - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე,;

 

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ რ----------–-----–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აპრილის განაჩენში;

 

რ----------–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოთხი დამოუკიდებელი დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (რ-----------–-–---–ის ეპიზოდი) - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ------------------–ის ეპიზოდი) - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ-----–-----------–---–ი ეპიზოდი) - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი--------–---–ის ეპიზოდი) - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის 8 (რვა) თვის ვადით; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ი--------–---–ის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენ ეპიზოდებში დანიშნული სასჯელები და რ----------–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით

 

რ----------–-----–---–ს სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 02 ოქტომბრიდან, გათავისუფლებამდე - 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზშივე.

 

გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლი და მეთვალყურეობა მის ყოფაქცევაზე განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ამოღებული დოკუმენტაციის სახით, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, რ----------–-----–---–ი გათავისუფლდა 2011 წლის 26 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელებისაგან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, პირობების დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე