განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2019
საქმის ნომერი
010210015001103476
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210015001103476

საქმე№2/ბ-1119-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები : ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი - ნ---- მ-------ე

წარმომადგენელი-რ----- ფ----------ე

მოწინააღმდეგე მხარეები - ზ------ ვ------------, ჯ------- ვ------------, ი----- დ------------ე

წარმომადგენელი-ჯ------- ქ--------–-–---–ი

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი-გ---–-- დ--–-------ე

დავის საგანი (ზ------ ვ------------ს სარჩელით) -განქორწინება, არასრულწლოვან შვილებთან და შვილიშვილებთან ურთიერთობის წესის დადგენა, ქორწინებაში შეძენილი უძრავი ქონების გაყოფა

დავის საგანი (ნ---- მ-------ის სარჩელით) - ალიმენტის დაკისრება, ქორწინებაში შეძენილი უძრავი ქონების გაყოფა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება

1.აპელანტ ნ---- მ-------ის მოთხოვნა- გადაწყვეტილების გაუქმება სრულად და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

1.აპელანტ ზ------ ვ------------ს მოთხოვნა - გადაწყვეტილების გაუქმება ალიმენტის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

1.1.მოსარჩელეთა-ზ------ ვ------------ს, ჯ------- ვ------------სა და ი----- დ------------ის მოთხოვნები

2015 წლის 25 სექტემბერს ზ------ ვ------------მ, (შემდგომში აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) ჯ------- ვ------------მ და ი----- დ------------ემ (შემდგომში მოწინააღმდეგე მხარე)სარჩელი აღძრეს მოპასუხე ნ---- მ-------ის (შემდგომში აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ზ------ ვ------------ს საააპელაციო საჩივართან მიმართებით) მიმართ, რომელშიც ზ------ ვ------------ს მოთხოვნები წარმოდგენილი იქნა შემდეგი სახით:

ა) შეწყვეტილ იქნას ზ------ ვ------------სა და ნ---- მ-------ეს შორის 2010 წლის 08 აპრილს №7---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით;

ბ) ზ------ ვ------------ს მიენიჭოს უფლება ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილებთან - 2----–-–-----------------ს დაბადებულ მ------ ვ------------სთან და 2----–-–------------ს დაბადებულ ბ-------- ვ------------სთან ყოველდღიურად, 4 საათის განმავლობაში და ყოველი მეორე კვირის პარასკევს და შაბათს ღამისთევით ბავშვების თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანით;

გ)ზ------ ვ-------ე აღიარებულ იქნას ნ---- მ-------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების - ქ. ბ------ში, დ. თ------------–ის ქ. №---ში, მ--- სართულზე მდებარე ბინა №---ის (ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ ½ წილის უფლებით და არნიშნულის შესაბამისად განხორციელებულ იქნას საჯარო რეესტრში უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) ½ წილზე უფლებით, ზ------ ვ------------ს თანამესაკუთრეად აღრიცხვა.

ჯ------- ვ------------სა და ი----- დ------------ის მოთხოვნა კი ფორმულირებული იქნა შემდეგი სახით:

ა)ჯ------- ვ------------სა და ი----- დ------------ეს მიენიჭოთ უფლება ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილიშვილებთან - 2----–-–-----------------ს დაბადებულ მ------ ვ------------სთან და 2015 წლის 31 მარტს დაბადებულ ბ-------- ვ------------სთან ყოველდღიურად, 4 საათის განმავლობაში და ყოველი მეორე კვირის პარასკევს და შაბათს ღამისთევით ბავშვების თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანით. (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.1-13)

მოსარჩელეებმა მოთხოვნა დაასაბუთეს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით:

1.1.1.ზ------ ვ------------ და ნ---- მ-------ე დაქორწინდნენ 2010 წლის 08 აპრილს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები: 2----–-–-----------------ს დაბადებული მ------ ვ------------ და 2----–-–------------ს დაბადებული ბ-------- ვ------------.

1.1.2.მეუღლეები, ურთიერთშორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო, ერთად აღარ ცხოვრობენ, მათი შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. არასრულწლოვანი ბავშვები იმყოფებიან დედასთან ნ---- მ-------ესთან, რომელიც ბავშვების მამას - ზ------ ვ----------ისა და ბებია-ბაბუას - ჯ------- ვ------------სა და ი----- დ------------ეს არ აძლევს ბავშვების ნახვისა და მათთან ურთიერთობის უფლებას.

1.1.3.ზ------ ვ------------მ და ნ---- მ-------ემ ქორწინების პერიოდში შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ბ------ი, დ-------- თ------------–ის ქ. №---ში, მ--- სართული, ბინა №-- (ს/კ 0------------------), რაც საკუთრების უფლებით აღირიცხა მხოლოდ ნ---- მ-------ის სახელზე, მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება შეძენილი იქნა მთლიანად ზ------ ვ------------ს სახსრებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონება შეძენილია ქორწინების განმავლობაში, ის წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.

1.2. მოპასუხე ნ---- მ-------ის პოზიცია

 

1.2.1. სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების ნაწილში არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის ოჯახური ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია ;

 

1.2.2.მამასთან და ბებია-ბაბუასთან არასრულწლოვანი ბავშვების ურთიერთობის ფორმის განსაზღვრის ნაწილში მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, შემდეგი სახით - მამას ზ------ ვ------------ს მიეცეს უფლება, ღამისთევით ბავშვების წაყვანის გარეშე, ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილებთან კვირაში 1 დღის მანძილზე რამდენიმე საათით, იმ პირობით, რომ ბავშვებს ხელი არ შეეშალოთ ბაღსა და სკოლაში სასწავლო პროცესში. ჯ------- ვ------------სა და ი----- დ------------ეს მიეცეთ უფლება, ღამისთევით ბავშვების წაყვანის გარეშე, ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილიშვილებთან კვირაში 1 დღის მანძილზე 1 საათით, იმ პირობით, რომ ბავშვებს ხელი არ შეეშალოთ ბაღსა და სკოლაში სასწავლო პროცესში.

 

მოპასუხემ განმარტა, რომ მამასთან და ბებია-ბაბუასთან ურთიერთობის ფორმის სხვაგვარად განსაზღვრა ბავშვების ასაკიდან და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე უარყოფითად იმოქმედებს არასრულწლოვანთა ინტერესებზე.

 

1.2.3.მოპასუხემ უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღრიცხვის ნაწილში სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, მოითხოვა ზ------ ვ------------ს წილის განსაზღვრა თანაბრობის პრინციპის დარღვევით - უძრავი ქონების 1/3 ნაწილით.

 

1.3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია:

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელის მიერ განიმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეთ მამასთან და მამის მშობლებთან, ბებიასთან და ბაბუასთან. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეფასებიდან იკვეთება, რომ არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მოსარჩელეთა ოჯახში შექმნილია ბავშვის განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო, უსაფრთხო გარემო. არასრუწლოვან ბავშვებთან მიმართებით მამისა და მისი მშობლების ქცევა არის ადეკვატური, ბავშვების სურვილებისა და მათი ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით შერჩეული. მოდავე მხარეთა მხრიდან აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესები, იზრდებოდნენ თბილ და მათ მიმართ კეთილგანწყობილ გარემოში.

 

2.2 მოსარჩელე ნ---- მ-------ის მოთხოვნა

 

2015 წლის 07 ოქტომბერს ნ---- მ-------ემ (შემდგომში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ბ------ის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ზ------ ვ------------ს (შემდგომში მოპასუხე) მიმართ, საერთო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. მე-2, ს.ფ. 1-19)

 

სარჩელის საფუძვლები:

 

1.1.1.მოსარჩელე ნ---- მ-------ის განმარტების თანახმად, ის და ზ------ ვ------------ 2010 წლის 08 აპრილიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი -ბ-------- ვ------------, დაბადებული 2----–-–------------ს და მ------ ვ------------, დაბადებული 2----–-–-----------------ს.

 

1.1.2.მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს საცხოვრებელი ბინა, მდებარე ბ------ი დ. თ------------–ის ქუჩა №-- ბინა №-- ს.კ. 0------------------, რომელიც გაფორმებულია მოპასუხე ზ------ ვ------------ს სახელზე.

 

1.1.3. ის და ზ------ ვ------------ ერთად აღარ ცხოვრობენ, სახელდობრ ის ცხოვრობს შვილებთან ერტად თავის მშობლებთან ერთად. მოპასუხე საერთოდ არ ღებულობს მონაწილეობას შვილის რჩენაში და არ ეხმარება მას შვილების რჩენა-აღზრდაში.

 

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისაგან ალიმენტის დაკისრებას ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე ცალ-ცალკე 1500-1500 (ერთი ათას ხუთასი-ერთი ათას ხუთასი) აშშ დოლარს, ასევე საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე: ქ. ბ------ი დ. თ------------–ის ქუჩა №-- ბინა №-- ს.კ. 0------------------ ½ წილის მიკუთვნებას.

 

1.2. მოპასუხის პოზიცია

 

1.2.1მოპასუხე ზ------ ვ------------მ არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, სახელდობრ ალიმენტის სახით 100 -100 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი, მართალია, პროფესიით არის მეზღვაური, მაგრამ დიდი ხანია ამ პროფესიით დასაქმებული აღარ არის. შესაბამისად სტაბილური სამსახური და შემოსავლები არ გააჩნია. ის პერიოდულად გადადის თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ, სადაც დასაქმებულია მუშად, დღიური ანაზღაურებით, რაც იმდენად მცირეა, რომ ალიმენტის სახით, ჯამში, 200(ორასი) ლარზე მეტი თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნია.

 

1.2.2.მოპასუხე ზ------ ვ------------მ არ ცნო ნ---- მ-------ის სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნა ქ. ბ------ში, დ-------- თ------------–ის ქ. №---ში, მ--- სართულზე მდებარე ბინა №---ის (ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ ნ---- მ-------ის აღიარების ნაწილში, უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე საკუთრების უფლებით და მიუთითა იმაზე, რომ მართალია, ბინა შეძენილია მოსარჩელესთან რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, მაგრამ ნ---- მ-------ეს მის შეძენაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, რადგან აღნიშნული შეძენილი იქნა მხოლოდ მისი დანაზოგი თანხებით

 

ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 აპრილის განჩინებით ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის გაერთიანდა საქმე №2/3381-2015წ ზ------ ვ------------ს, ჯ------- ვ------------სა და ი----- დ------------ის სარჩელისა გამო მოპასუხე ნ---- მ-------ის მიმართ განქორწინების, ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვისა და ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის თაობაზე და საქმე №2/3507-2015 ნ---- მ-------ის სარჩელისა გამო ზ------ ვ------------ს მიმართ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე. გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა №2/3381-2015 სააღრიცხვო სტატისტიკური ნომერი საქმის წარმობა გაგრძელდა მითითებული სარეგისტრაციო ნომრით.

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით:

1.ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების -ზ------ ვ------------ს, ჯ------- ვ------------სა და ი----- დ------------ის სარჩელი მოპასუხე ნ---- მ-------ის მიმართ.

2. შეწყდა მოსარჩელე ზ------ ვ------------სა და მოპასუხე ნ---- მ-------ეს შორის 2010 წლის 08 აპრილს №7---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება, განქორწინებით.

3.მოპასუხეებს-ჯ------- ვ------------სა და ი----- დ------------ეს მიეცათ უფლება ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილიშვილებთან - 2----–-–-----------------ს დაბადებულ მ------ ვ------------სთან და 2----–-–------------ს დაბადებულ ბ-------- ვ------------სთან, ყოველი კვირის პარასკევს 18:00 საათიდან 19:00 საათის ჩათვლით, შაბათს - 15:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით და კვირას 15:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით.

4.მოპასუხე ზ------ ვ------------ს მიეცა უფლება ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილებთან - 2----–-–-----------------ს დაბადებულ მ------ ვ------------სთან და 2----–-–------------ს დაბადებულ ბ-------- ვ------------სთან ყოველდღიურად, დღეში სამი საათის მანძილზე, 21:00 საათამდე. სასწავლო პროცესისაგან თავისუფალ დროს, ზ------ ვ------------ს მიეცა უფლება არასრულწლოვანი შვილები - 2----–-–-----------------ს დაბადებული მ------ ვ------------ და 2----–-–------------ს დაბადებული ბ-------- ვ------------ წაიყვანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ყოველი მეორე კვირის შაბათ დღეს 14:00 საათიდან კვირა დღის 14:00 საათამდე (ღამისთევით).

5. ზ------ ვ------------ ცნობილი იქნა ნ---- მ-------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების - ქ. ბ------ში, დ-------- თ------------–ის ქ. №---ში, მ--- სართულზე მდებარე ბინა №---ის (ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ, 1/2 წილის უფლებით. უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ 1/2 წილის უფლებით აღირიცხა ზ------ ვ------------.

6. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ---- მ-------ის სარჩელი მოპასუხე ზ------ ვ------------ს მიმართ.

7. მოპასუხე ზ------ ვ------------ს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-----------------ს დაბადებულ მ------ ვ------------ს რჩენის მიზნით, დაეკისრა ალიმენტის გადახდა 250(ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2015 წლის 07 ოქტომბრიდან მ------ ვ------------ს სრულწლოვანებამდე.

8. მოპასუხე ზ------ ვ------------ს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------ს დაბადებულ ბ-------- ვ------------ს რჩენის მიზნით, დაეკისრა ალიმენტის გადახდა 250 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2015 წლის 7 ოქტომბრიდან ბ-------- ვ------------ს სრულწლოვანებამდე.

9. ნ---- მ-------ე ცნობილი იქნა ზ------ ვ------------ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების - ქ. ბ------ში, დ-------- თ------------–ის ქ. №---ში, მ--- სართულზე მდებარე ბინა №---ის (ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ, 1/2 წილის უფლებით. უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ 1/2 წილის უფლებით აღირიცხა ნ---- მ-------ე.

 

2.1.პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. 2010 წლის 8 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბ------ის სამსახურის მიერ №7---------- სააქტო ჩანაწერით განხორციელდა ზ------ ვ------------ს და ნ---- მ-------ის ქორწინების რეგისტრაცია. მხარეებს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-ქორწინების მოწმობა - (იხ.ტომი 1-ლი; ს. ფ. 30-31);

 

2.1.2. ზ------ ვ------------ს და ნ---- მ-------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - 2-----–-–-------------------ს დაბადებული მ------ ვ------------ და 2----–-–------------ს დაბადებული ბ-------- ვ------------.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-დაბადების მოწმობები -(იხ. ტომი 1-ლი; ს. ფ. 17-18);

 

2.1.3. ზ------ ვ------------მ და ნ---- მ-------ემ ქორწინების პერიოდში, 2011 წლის 6 აპრილსა და 2012 წლის 23 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, შეიძინეს უძრავი ქონება - ქ. ბ------ში, დ-------- თ------------–ის ქ. №---ში, მ--- სართულზე მდებარე, 84.37 კვმ. ბინა №-- (ს/კ 0------------------), რომელიც აღირიცხა ნ---- მ-------ის სახელზე და უძრავი ქონება - ქ. ბ------ში, დ-------- თ------------–ის ქ. №---ში, მ--- სართულზე მდებარე, 53.50 კვმ. ბინა №-- (ს/კ 0------------------), რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა ზ------ ვ------------ს სახელზე. საცხოვრებელი ბინები მდებარეობს ერთმანეთის გვერდით და დღეის მდგომარეობით გაერთიანებულია.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/კ 0------------------) - ( იხ. ტომი 1-ლი; ს. ფ. 19);

-ნასყიდობის ხელშეკრულება - ტომი 1; ს. ფ. 20-23;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/კ 0------------------) – (იხ. ტომი მე-2; ს. ფ. 29);

-ნასყიდობის ხელშეკრულება - ტომი მე- 2; ს. ფ. 30-33;

-საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების შეფასება - (იხ. ტომი 1-ლი; ს.ფ. 92-94);

 

2.1.4. კონფლიქტური დამოკიდებულების გამო ზ------ ვ------------ და ნ---- მ-------ე 2015 წლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ნ---- მ-------ე არასრულწლოვან შვილებთან- მ------ და ბ-------- ვ----------იებთან ერთად ცხოვრობს ზ------ ვ------------სა და მის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ ბინებში, მდებარე - ქ. ბ------ი, დ-------- თ------------–ის ქ. №---ში, მ--- სართული, ბინა №---ში (ს/კ 0------------------) და ბინა №---ში (ს/კ 0------------------). ზ------ ვ------------ ფაქტობრივად ცხოვრობს მშობლებთან ჯ------- ვ------------სთან და ი----- დ------------ესთან, ქ. ბ------ში, ჭ------ის ქუჩა №--ში.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების შეფასება - (იხ.ტომი 1-ლი; ს.ფ. 92-94);

 

2.1.5. მხარეთა არასრუწლოვანი შვილები -მ------ და ბ-------- ვ----------იები იმყოფებიან დედის, ნ---- მ-------ის კმაყოფაზე. ნ---- მ-------ე არის მუსიკალური სკოლის პედაგოგი და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. ბავშვების მამა ზ------ ვ------------, მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო, სათანადოდ არ იღებს მონაწილეობას არასრუწლოვანი შვილების რჩენასა და აღზრდაში.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების შეფასება - (იხ.ტომი 1-ლი; ს.ფ. 92-94);

 

2.1.6. ჯ------- ვ------------ და ი----- დ------------ე არიან ზ------ ვ------------ს მშობლები მათ, როგორც მ------ და ბ-------- ვ----------იების ბებია-ბაბუას, არ ეძლევათ შვილიშვილებთან ურთიერთობის საშუალება ბავშვების დედასთან - ნ---- მ-------ესთან და მისი ოჯახის წევრებთან კონფლიქტური დამოკიდებულების გამო.

არასრუწლოვან შვილებთან თავისუფალი ურთიერთობის საშუალება არ ეძლევა ზ------ ვ------------საც, მასსა და ნ---- ვ------------ს შორის არსებული კონფლიქტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების შეფასება - (ტომი 1-ლი; ს.ფ. 92-94);

-ფსიქოლოგის მოხსენებითი ბარათი;

-ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილებები;

 

2.1.7. მოდავე მხარეების საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობები, ბავშვების ირგვლივ შექნილი ფსიქოსოციალური გარემო, შესწავლილი იქნა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ, ფსიქოლოგის მონაწილეობით. შეფასების აქტით ირკვევა და ამ გარემოებას სადავოდ არ ხდიან მხარეები, რომ როგორც ნ---- მ-------ეს (ქ. ბ------ში, დ-------- თ------------–ი ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინებში) ისე ზ------ ვ------------ს, ჯ------- ვ------------სა და ი----- დ------------ეს (ქ. ბ------ში, ჭ------ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში) შექმნილი აქვთ არასრუწლოვანი ბავშვების ცხოვრებისათვის უსაფრთხო გარემო და სათანადო პირობები მათი ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის, ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის. ბავშვები უზრუნველყოფილი არიან საჭირო საკვებით, სეზონური ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების მიღებით.

სასამართლო დეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების შეფასება - (იხ.ტომი 1-ლი; ს.ფ. 92-94);

 

2.1.8. მშობლებისა და არასრუწლოვანი ბავშვების ურთიერთობის საკითხის შესწავლის საფუძველზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციაა მშობლები სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებით და ადგილი არ ქონდეს პირად ანგარიშსწორებებს. მშობლებმა დავა უნდა გადაწყვიტონ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, სასურველია შეეცადონ ურთიერთობის მოწესრიგებას და მორიგებას. ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ და მზრუნველ გარემოში, ისინი არ უნდა განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ და ემოციურ ძალადობას. მშობლების განქორწინების შემთხვევაში, ბავშვებს ურთიერთობა უნდა ქონდეთ როგორც დედასთან და მამასთან, ასევე მშობლების ნათესავებთან.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელის განმარტება;

-შეფასების დასკვნა - (იხ ტომი -ლი; ს.ფ. 92-94);

 

2.1.9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ სასამართლოს დავალების შესაბამისად ფსიქოლოგის მონაწილეობით შეისწავლა ბავშვებისა და მამის ურთიერთობის საკითხი, გამოარკვია, რომ ბ--------მ გამოხატა მამასთან ურთიერთობის სურვილი, მიიტანა სკამი მასთან ახლოს, შეეცადა მამისთვის გაეზიარებინა სათქმელი, გამოხატა მასთან ერთად თამაშის სურვილი, უღიმოდა მამას. მ------ი კი ტიროდა ურთიერთობის დასაწყისიდანვე, სხეულებრივად გამოხატავდა ჭირვეულობას, ბრაზს, მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა მამა - შვილის შეხვედრის უზრუნველყოფა. მამა ადეკვატურად რეაგირებდა ბავშვის ქცევაზე, ერიდებოდა ბავშვის გაღიზიანებას. ის გამოხატავს ბავშვებთან ურთიერთობის სურვილს, სურს განახორციელოს ზრუნვა, განიცდის ასეთი ფორმით ურთიერთობას. ამბობს, რომ ბავშვი მასთან ძალიან კარგად ყო, მოჰყავს მაგალითები, გამოხატავს შვილების მიმართ სითბოსა და სიყვარულს. ნ---- მ-------ეს მიეცა რეკომენდაცია, რომ აუცილებელია ხელი შეუწყოს მამა-შვილებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, არ გამოიყენოს დამაშორებელი ქცევები, არ ისაუბროს ბავშვის თანდასწრებით მამაზე ნეგატიურად, მამასთან ურთიერთობა დაეხმარება ბავშვს გათავისუფლდეს შფოთვისაგან, ირაციონალური შიშისაგან, ბავშვებს მამასთან უნდა ქონდეთ დადებითი ემოციებით მიმდინარე საჭირო ურთიერთობა, რაც შემდგომში აყალიბებს სანდო ემოციურ კავშირს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-27.09.2017 წლის განჩინება;

-ფსიქოლოგის მოხსენებითი ბარათი;

 

2.2.4. 2017 წლის 07 ივნისს ბ------ის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა დროებითი განკარგულება არასრულწლოვან შვილებთან ზ------ ვ------------ს ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიხედვით, ზ------ ვ------------ს შვილებთან შეხვედრისა და ურთიერთობისათვის განესაზღვრა დრო ყოველი კვირის პარასკევს, შაბათს და კვირას, 14:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით. ნ---- მ-------ის მხრიდან დაფიქსირდა დროებითი განკარგულების აღსრულებაში ხელშეშლა, რაც გამოიხატა მასში, რომ ნ---- მ-------ემ ბავშვების სანახავად მისულ მამას დაუწყო ჩხუბი, ნივთების სროლა, რაზეაც ბავშვებმა დაიწყეს ტირილი და აღსრულება ვერ შედგა. ნ---- მ-------ემ არ მისცა ზ------ ვ------------ს ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება. არაერთი თხოვნის მიუხედავად, ნ---- მ-------ემ არ შეასრულა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნა, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის 2--------- წლის დადგენილებით ნ---- მ-------ეს ასკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის მიეცა გაფრთხილება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 07.06.2017 წლის განჩინება;

- სააღსრულებო მოქმედების ოქმი;

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #0-----;

- დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ;

 

2.2. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2.1. მხარეთა მწვავე დაპირისპირებისა და კონფლიქტური დამოკიდებულების, ასევე, განქორწინების თაობაზე მოსარჩელე მხარის კატეგორიული პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შემდგომი შერიგება და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრების აღდგენა შეუძლებელია.

 

2.2.2. მოპასუხე ზ------ ვ------------, როგორც მეზღვაური, პროფესიით დასაქმებული არ არის. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ ზ------ ვ------------ს, როგორც მეზღვაურს, გააჩნია სოლიდური ანაზღაურება დადასტურებული არ არის. შემოსავალი იმ ოდენობით, რაც ზ------ ვ------------ს თითოეული შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1500 აშშ დოლარის გადახდის საშუალებას მისცემდა, არ გააჩნია.

 

სასამართლომ მოცემული ფაქტობრივი გარემოების ზემოხსენებული სახით დადგენისას მიუთითა იმაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება მოპასუხის შემოსავლების თაობაზე. ამგვარი მტკიცებულება მოპოვებული ვერ იქნა სასამართლოს მიერაც, სხვადასხვა ორგანოდან ზ------ ვ------------ს დასაქმებისა და შემოსავლების შესახებ არაერთი ინფორმაციის გამოთხოვის მიუხედავად. შესაბამისად, დადგენილი არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გააჩნია სოლიდური შემოსავალი ხელფასის სახით, რაც მას მისცემდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 1500- 1500 აშშ დოლარის გადახდის საშუალებას. მხარეთა განმარტებებით უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხე ზ------ ვ------------ პროფესიით მეზღვაურია, მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება ვერ გახდება საფუძველი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით მისთვის ალიმენტის დასაკისრებლად, მით უფრო ისეთ ვითარებაში, როცა მოპასუხე მხარის მტკიცებით ის პროფესიით დასაქმებული აღარ არის.

 

გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

2.3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1“-ზე; ,,საერთაშორისო პაქტზე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“; ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციაზე; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებზე და განმარტა შემდეგი:

 

2.3.1. სასამართლომ ზ------ ვ------------ს სარჩელით წარმოდგენილ განქორწინების შესახებ მოთხოვნასთან მიმართებაში მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლითაც დადგენილია, რომ ნ---- მ-------ე და ზ------ ვ------------, დაქორწინდნენ 2010 წლის 08 აპრილს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. 2015 წელს მხარეები ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს და უკვე მესამე წელია ცხოვრობენ ცალ-ცალკე. საქმის განხილვის პროცესში უდავოდ დადასტურდა, რომ მხარეებს და მათი ოჯახის წევრებს ერთმანეთთან აქვთ მწვავე კონფლიქტური დამოკიდებულება.

 

სასამართლო, განმარტა საართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი, რომლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთერთ მხარეს, მოსარჩელეს, არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მისი ნების არ არსებობა მოპასუხესთან ქორწინების შენარჩუნებისა ცხადია საქმის განხილვის სრული პერიოდის განმავლობაში.

 

სასამართლომ აპელირება გააკეთა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმაზე -საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლზე, რომლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ქორწინება ოჯახის ერთერთი საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, ქორწინება განსაზღვრულია, როგორც მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირი, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა და ამის თაობაზე ვერ მიუთითებს მოპასუხე მხარეც, მიუხედავად იმისა რომ ის წინააღმდეგია განქორწინებისა. დადგენილია, რომ მხარეები დაახლოებით 3 წელია ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია. ქორწინების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებისა. სამოქალაქო კანონმდებლობა განამტკიცებს მხარის თავისუფალ ნებას ქორწინებაში ყოფნისა თუ ამ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. მხოლოდ მოპასუხე მხარის სურვილი - არ შეწყდეს ქორწინება - არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. უდავოა, რომ მოსარჩელე მხარე არ უშვებს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას და კატეგორიული წინააღმდეგია საოჯახო მეურნეობის მასთან ერთად გაძღოლისა.

 

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმები შეაჯერა რა საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია და მეუღლეებს კომუნიკაცია ერთმანეთთან ფაქტობრივად არ გააჩნიათ. კომუნიკაციის ნებისმიერი მცდელობა სრულდება კონფლიქტით. მოსარჩელე ზ------ ვ------------ს მიერ სარჩელი განქორწინების თაობაზე აღიძრა 25.09.2015 წელს და 2018 წლის მდგომარეობით მისი პოზიცია ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. მოსარჩელე გამორიცხავს ოჯახის შენარჩუნებისა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრების შესაძლებლობას.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ზ------ ვ------------სა და ნ---- მ-------ის შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რის გამოც სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

2.3.2. სასამართლომ მოსარჩელეთა -ზ------ ვ------------ს, ჯ------- ვ------------სა და ი----- დ------------ის სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებაში, რომლითაც მოთხოვნილ იქნა მიენიჭოთ უფლება ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილებთან/შვილიშვილებთან - მ------ და ბ-------- ვ----------იებთან ყოველდღიურად, 4 საათის განმავლობაში და ყოველი მეორე კვირის პარასკევს და შაბათს ღამისთევით ბავშვების თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანით, მიუთითა ასეთის მომწესრიგებელ როგორც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებზე. სახელდობრ,უპირველესად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

განსახილველი საკითხის შეფასებისას სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით მიუთითა რომ არასრუწლოვანთა მშობლები- ზ------ ვ------------ და ნ---- მ-------ე კონფლიქტური დამოკიდებულების გამო ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრუწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან და მამას არ ეძლევა შვილებთან თავისუფალი ურთიერთობის შესაძლებლობა, რამაც გარკვეულწილად განაპირობა შვილების მხრიდან მამის მიმართ გაუცხოება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. სახელდობრ,მოცემული ნორმის განმარტებით, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს. სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ, მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

 

სასამართლომ მოცემული საკითხის სამართლებრივი შეფასებისას ასევა აპელირება გააკეთა ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციაზე და განმარტა აღნიშნულში გადმოცემული მნიშვნელოვანი დათქმები. სახელდობრ მიუთითა კონვენციის მე-3 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას,ასევე მიუთითა კონვენციის მე-9 მუხლზე,რომლის თანახმადაც მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს და ზემოხსენებულზე დაყრდნობით განმარტა, რომ ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის შესაბამისად ,,ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.“

 

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ბავშვები ცხოვრობენ და იზრდებიან კეთილსაიმედო, დაცულ, უსაფრთხო გარემოში, მათ დედასთან აქვთ პოზიტიური მიჯაჭვულობა და ასევე პოზიტიური დამოკიდებულება გააჩნიათ ნ---- მ-------ის ოჯახის წევრებისადმი - ნ---- მ-------ის მშობლებისა და ძმისადმი, თუმცა ბავშვების ასეთივე პოზიტიური დამოკიდებულება არ იკვეთება მამისადმი და მამის მშობლებისადმი, რაც განპირობებულია ურთიერთობის დეფიციტით, ეს კი გამოწვეულია მოსარჩელეებსა და ნ---- მ-------ეს შორის კონფლიქტური დამოკიდებულებით.

 

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სოციალური სამსახურის მიერ სასამართლო დავალების შესაბამისად, შესწავლილი იქნა მოსარჩელე მხარის საყოფაცხოვრებო პირობები და სოციალური გარემო. შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ მოსარჩელეთა საყოფაცხოვრებო პირობებიც დამაკმაყოფილებელია და ბავშვების ნორმალური განვითარებისათვის შექმნილია ყველა პირობა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ------ ვ------------ს, რომელიც ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში იყო მოსიყვარულე, მზრუნველი და ყურადღებიანი მამა, აღარ ეძლევა შვილებთან თავისუფლად ურთიერთობის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ სურს შვილებთან ურთიერთობა და შვილებზე მზრუნველობა. დადგენილია, რომ შვილებთან ურთიერთობის დეფიციტის გამო, მასსა და ბავშვებს შორის აღარ არის მიჯაჭვულობა, თუმცა ზ------ ვ------------ს ქცევა შვილებთან არის ყოველთვის ადეკვატური და ბავშვების ემოციების შესაბამისი. ზ------ ვ------------სთან ბავშვების ურთიერთობა არ არის საფრთხის შემცველი. პირიქით, მისი მიზანია ბავშვები თავს გრძნობდნენ მშვიდად და დაცულად.

 

დადგენილია, რომ მ------ ვ------------ 2011 წლიდან 2015 წლამდე ცხოვრობდა მამასთან ზ------ ვ------------სთან და მის მშობლებთან ჯ------- ვ----------ისა და ი----- დ------------ესთან. ისინი ერთად მზრუნველობდნენ ბავშვზე და მათ შორის არსებობდა მჭიდრო ურთიერთობა. თუმცა მხარეთა შორის არსებული კონფლიქტი და მშობლების დაშორება უარყოფითად აისახა მ------ ვ------------ს ემოციურ მდგომარეობაზე და ის დღეის მდგომარეობით მამასთან და ბებია-ბაბუასთან ურთიერთობის სურვილს არ გამოხატავს. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ პრობლემა დაძლევადია ბავშვებთან მამისა და ბებია - ბაბუას ურთიერთობის წესის განსაზღვრით და ასევე მშობლების მხრიდან იმ გარემოების გაცნობიერებით, რომ მათ შორის არსებულმა კონფლიქტმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ბავშვების მიმართ მათ დამოკიდებულებაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ბავშვისა და მშობლის ურთიერთობა შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციის უზენაესობა ყოველთვის გადასწონის მშობლის უფლებასა და ინტერესს. სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი,ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორეს მხრივ ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 45. file/pdf/saertashoriso kvlevebi8.pdf) . აუცილებელია, განხორციელდეს შეფასება და განსაზღვრა ბავშვის ინტერესებისა, მისი მშობლისაგან გამოყოფის საკითხში. ოჯახის დაშლის თავიდან აცილება და მისი დაცულობის უზრუნველყოფა ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია და დაფუძნებულია მე-9 მუხლის 1 პარაგრაფში მოყვანილ უფლებაზე, რომელიც მოითხოვს: ბავშვი არ უნდა იქნეს მოცილებული თავის მშობლებს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შეთხვევისა, რო-----ც დაშორება მშობლებთან ემსახურება თავად ბავშვის ინტერსების დაცვას. ბავშვს, რომელიც მოშორებულია ერთ ან ორივე მშობელს, უფლება აქვს შეინარჩუნოს ურთიერთობა და პირდაპირი კავშირი ორივე მშობელთან რეგულარულად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 58, 60).

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ გაიზიარა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მამას უნდა ჰქონდეს რეგულარული ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან, ბავშვს ორივე მშობელთან აკავშირებს მიჯაჭვულობა, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ეტაპზე ისინი მეტ მიჯაჭვულობას დედის მიმართ ავლენენ. ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის, რაც წარმოადგენს დამცავ ფაქტორს ბავშვის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისათვის. მნიშვნელოვანია მამის მხრიდან გარკვეული ქმედებების განხორციელების აკრძალვა, რაც ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენს უარყოფით გავლენას, როგორიცაა მაგალითად, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ მისი წაყვანის მცდელობა, მეორე მშობლის წინააღმდეგ განწყობის ჩამოყალიბება და სხვა. რაც საქმის განხილვის პერიოდში მოსარჩელე მხარის მხრიდან არ გამოვლენილა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებიდან, მხარეთა განმარტებებიდან არ გამოიკვეთა მოსარჩელე ზ------ ვ------------სათვის არასრულწლოვან ბავშვებთან მიმართებით ურთიერთობისა და კონტაქტის ხელისშემშლელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი იქნება ბავშვისათვის. უფრო მეტიც, მეურვეობისა და მზურნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მამასა და შვილებს შორის ურთიერთობის ხანგრძლივი პერიოდით წყვეტამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ბავშვებზე და ეს ფაქტი მათთვის მატრავმირებელიც კი აღმოჩნდეს.

 

სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ ბავშვის ინტერესთა კონცეფცია კომპლექსურია და მისი შემადგენელი ნაწილები უნდა განისაზღვროს თითოეული შემთხვევის გათვალისწინებით. ბავშვის ინტერესთა დაცვის კონცეფცია მოქნილი და ადაპტირებადია. მისი მორგება და განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, სიტუაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბავშვის კონკრეტული სტატუსის, სიტუაციის და საჭიროების მიხედვით. ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებისას ბავშვის ინტერესები დაცული უნდა იყოს ცალკეული ბავშვის კონკრეტული გარემოების ფონზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 32).

 

სასამართლომ აღნიშნა,რომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით დავების განხილვისას სასამართლოსათვის უპირველესად სახელმძღვანელოა ბავშვის კეთილდღეობა და მისი უპირატესი ინტერესი. კომპეტენტური ორგანოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო) რეკომენდაციისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მამა-შვილის ურთიერთობის მოწესრიგებისათვის უნდა განისაზღვროს დროის გარკვეული მონაკვეთი სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს, მათ გონებრივ, ფიზიკურ შესაძლებლობას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ბავშვის ნახვის დღეებისა და საათების გონივრულად გამოყენება ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესების გამომხატველია მამასთან ურთიერთობის რეჟიმის დადგენა იმგვარად, რომ მამას - მოპასუხე ზ------ ვ------------ს მიეცეს უფლება ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილებთან ყოველდღიურად, დღეში სამი საათის მანძილზე, 21:00 საათამდე. ზ------ ვ------------ს ასევე უნდა მიეცეს უფლება სასწავლო პროცესისაგან თავისუფალ დროს, შვილები წაიყვანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ყოველი მეორე კვირის შაბათ დღეს 14:00 საათიდან კვირა დღის 14:00 საათამდე (ღამისთევით). სასამართლო მიიჩნევს, რომ მამასა და შვილებს შორის ურთიერთობისათვის ამ სახით განსაზღვრული რეჟიმი, ამ ეტაპზე, შეესაბამება ბავშვების სწორად აღზრდის უპირატეს ინტერესებს და მათ კანონით დაცულ უფლებებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის მიხედვით, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე. მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან ან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.

 

სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მ------ და ბ-------- ვ----------იები არიან ჯ------- ვ------------სა და ი----- დ------------ის შვილიშვილები. მოსარჩელეთა განმარტებით მათ მოპასუხის მხრიდან ეზღუდებათ არასრულწლოვან შვილიშვილებთან ურთიერთობის უფლება.მოპასუხე არ არის წინააღმდეგი მოსარჩელეებს ურთიერთობა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან ღამით მათთან დარჩენის გარეშე, იმ პირობით, რომ ბავშვებს არ დაერღვევათ დღის რეჟიმი, სასწავლო პროცესი. ასევე დადგენილია, რომ ი----- დ------------ე არის პედაგოგი, ის და ჯ------- ვ------------ აქტიურად იყვნენ ჩართული მ------ ვ------------ს აღზრდაში, ვიდრე ბავშვი ცხოვრობდა მათ ოჯახში. ბ-------- ვ------------ს დაბადების შემდეგ არაერთხელ ქონდათ მცდელობა ენახათ ბავშვი და ურთიერთობა ჰქონოდათ შვილიშვილებთან, თუმცა მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის გამო ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება არ ეძლეოდათ. საქმის განხილვის პროცესში არ გამოვლენილა რაიმე იმგვარი გარემოება, რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ ბებიასთან და ბაბუასთან ურთიერთობა ხელს შეუშლის ბავშვების ნორმალური აღზრდის პროცესს და მავნე ზეგავლენას მოახდენს მათზე.

 

სასამართლომ აპელირება გააკეთა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც არასრულწლოვან ბავშვს აღზრდისა და განვითარებისათვის ესაჭიროება ორივე მშობელი და მათ თანაბრად უნდა იზრუნონ ბავშვის კეთილდღეობისათვის, მიუხედავად მათი ცალ-ცალკე ცხოვრებისა. დავის გადაწყვეტისას, აუცილებელია, გათვალისწინებული იქნეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, იზრდებოდეს თბილ და მის მიმართ კეთილგანწყობილ გარემოში. ბავშვის ურთიერთობა მშობლების ნათესაურ წრესთან დადებით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე, რაც მათი სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორია.

 

სასამართლომ ხაზგასმით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ადგენს არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობისათვის ბებიის და პაპის უფლებას, მაშინაც, როცა ბებია და პაპა უშუალოდ არ იღებენ მონაწილეობას შვილიშვილების აღზრდაში აღნიშნული საკითხის მშობლებთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში. ამიტომ, ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ ხდება ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლო იზიარებს არასრულწლოვანი ბავშვების, წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სწორად აღზრდისათვის, მნიშვნელოვანია, მშობლების გარდა მათ ბებიასთან და პაპასთან ჰქონდეთ ურთიერთობა. არასრულწლოვანის უფლებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეთ როგორც დედის, ასევე მამის ოჯახთან, ორივე ოჯახი ვალდებულია, იზრუნოს და შეუქმნას მას განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

 

სასამართლომ გაიზიარა სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განმარტება, რომლის თანახმადაც მიზანშეწონილია, მოსარჩელეებს არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობისათვის განესაზღვროთ დროის ის მონაკვეთი, რაც სარჩელითაა მოთხოვნილი, შესაგებელში აღნიშნული პირობების გათვალისწინებით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ ეტაპზე ბავშვებს ურთიერთობა არ აქვთ ბებია-პაპასთან. ბავშვები მიჯაჭვული არიან დედასთან და ღამით ბებიისა და პაპის გარემოცვაში, დედის გარეშე დარჩენამ შესაძლოა მათზე მოახდინოს სტრესული ზეგავლენა. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბ-------- ვ------------ს გააჩნია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების ბებია-პაპასთან ურთიერთობას ხელი უნდა შეეწყოს ეტაპობრივად. სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს, მათ რეჟიმს, მიიჩნევს, რომ მოსარჩელესთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი არასრულწლოვან შვილიშვილებთან უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ არ დაირღვეს ბავშვების ჩვეული რეჟიმი და არ შეექმნათ დაბრკოლება სასწავლო პროცესში.

 

ამდენად, მოსარჩელეების ჯ------- ვ------------ს და ი----- დ------------ის სარჩელთან შვილიშვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ასთი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და მათ უნდა მიცემოდათ უფლება ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილიშვილებთან ყოველი კვირის პარასკევს 18:00 საათიდან 19:00 საათის ჩათვლით, შაბათს - 15:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით და კვირას 15:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით.

 

2.3.3. მოსარჩელე ზ------ ვ------------ს მოთხოვნასთან მიმართებაში, რომლითაც მოთხოვნილ იქნა, მოპასუხე ნ---- ვ------------ს სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების, (მდებარე ქ. ბ------ში, დ-------- თ------------–ის ქ. №--, მ--- სართული, ბინა 2-, ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ აღიარება ½ წილის უფლებით, ასევე მოსარჩელე (გაერთიანებული სარჩელით) ნ---- მ-------ის მოითხოვნასთან მიმართებით, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ზ------ ვ------------ს სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების, (მდებარე ქ. ბ------ში, დ-------- თ------------–ის ქ. №--, მ--- სართული, ბინა №--, ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ აღიარება ½ წილის უფლებით, სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ უპირველესად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება და ხაზგასმა გააკეთა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება, ამავე კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

 

სასამართლომ მოუხმო განსახილველი სამართლრბივი ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმაზე-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმების მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუკი არ აქვს ადგილი კანონით დადგენილ გამონაკლისს. მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურვავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ემუხლზე, რომლის თანახმადაც უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ ზ------ ვ------------ და ნ---- მ-------ე დაქორწინდნენ 2010 წლის 8 აპრილს.უძრავი ქონება საკადასტრო კოდით - 0------------------, შეძენილი იქნა ქორწინების პერიოდში - 2011 წლის 6 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და ის საჯარო რეესტრში ნ---- მ-------ის საკუთრებაში აღირიცხა 2011 წლის 11 აპრილს,ხოლო უძრავი ქონება საკადასტრო კოდით - 0------------------ შეძენილი იქნა 2012 წლის 23 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე და ის საჯარო რეესტრში ნ---- მ-------ის საკუთრებაში აღირიცხა 2012 წლის 29 თებერვალს.

 

აღნიშნულ ქონებებზე საკუთრების უფლების მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში რეგისტრაციის ფაქტზე დაყრდნობით, სასამართლომ მიუთითა, რომ მოქმედებს პრეზუმირებული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ნივთი შეძენილია მათი ერთობლივი შრომითა და სახსრებით. თანამესაკუთრე მეუღლეს არ ეკისრება საჯარო რეესტრში ნივთის აღრიცხვის ვალდებულება და რეგისტრაციის არარსებობა არ უკარგავს მას სადავო ქონებაზე სანივთო უფლებას. უძრავი ნივთის რეგისტრირებულ ქორწინებაში შეძენისა და ერთ-ერთი მეუღლის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი, ქმნის სადავო ქონების თანასაკუთრებად მიჩნევის სამართლებრივ საფუძველს, სადაც მეუღლეთა წილი თანაბარია.

 

სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადებაზე, რომლის თანახმად, თანსაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ასევე ხაზგასმა გააკეთა ამავე კოდექსის 1164-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ზ------ ვ------------ს კუთვნილი წილი ნ---- მ-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან (ს/კ 0------------------) შეადგენს 1/2- ს, ხოლო ნ---- მ-------ის კუთვნილი წილი ზ------ ვ------------ს სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან (ს/კ 0------------------) შეადგენს ასევე 1/2-ს.

 

სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ზ------ ვ------------მ უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ აღიარების ნაწილში სრულად ცნო ნ---- მაჭარიძის სასარჩელო მოთხოვნა, რაც საკმარისი საფუძველია სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

 

ზ------ ვ------------ს მიერ ანალოგიური სახის მოთხოვნასთან მიმართებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთი მოპასუხე ნ---- მ-------ემ ცნო მხოლოდ ნაწილობრივ, მოითხოვა წილთა თანაბრობიდან გადახვევა და მისი კუთვნილი წილის 2/3-ით განსაზღვრა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს წილთა თანაბრობიდან გადახვევა დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რომლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველი ნორმატიული დანაწესიდან გამომდინარე სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით, მითითებული ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის ამგვარი განსხვავებული წესით დადგენას ითვალისწინებს მხოლოდ ამავე ნორმით ჩამოთვლილი შემთხვევების არსებობისას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ---- მ-------ემ მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისისაგან გადახვევის მოთხოვნა დაასაბუთა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მასთან ცხოვრობენ მისი არასრულწლოვანი შვილები. თუმცა ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილების ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრების ფაქტი, არამედ ისეთი გარემოების ან გარემოებების არსებობა, რომელიც სასამართლოს შეუქმნის მყარ შინაგან რწმენას, მეორე მეუღლის თანასაკუთრების უფლების შეზღუდვის (შემცირების) მიზანშეწონილობასა და აუცილებლობაზე. სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ემყარებოდეს ისეთ გარემოებებს, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას. ეს გარემოებები შესაძლებელია იყოს არასათანადო საბინაო პირობები, არასაკმარისი საცხოვრებელი ფართი და სხვა ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც არასრულწლოვანთა ინტერესშია და მათ ნორმალურ აღზრდას ხელს შეუშლის. ამდენად, ამ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა საბუთდებოდეს, რომ არასრულწლოვანი შვილები და მასთან მცხოვრები მშობელი უფრო მეტად საჭიროებენ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე მეორე მშობელი.

 

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ---- მ-------ე თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისი და მოპასუხის სახელზე აღრიცხულ №-- და №-- ბინებში, რომელთა საერთო ფართი 134.87 კვმ-ია. ამასთან, ნ---- მ-------ის სახელზე აღრიცხული ფართი შეადგენს 84.37. კვმ-ს, საიდანაც მისი კუთვნილი წილი თანაბრობის დაცვით 42.085 კვმ-ია. ხოლო ზ------ ვ------------ს სახელზე აღრიცხული ფართი შეადგენს 53.50 კვმ-ს, საიდანაც ნ---- მ-------ის კუთვნილი წილი შეადგენს 26.75 კვმ-ს. ჯამში თითოეული მეუღლის კუთვნილი ფართი შეადგენს 68.83 კვმ-ს. ასეთ ვითარებაში დასაბუთებული არ არის, რომ მოდავე მხარეთა თანასაკუთრების თანაბრად გაყოფა უარყოფით გავლენას მოახდენს შვილების ინტერესზე, ან მათ ნორმალურ პირობებში აღზრდაზე იქონიებს უარყოფით გავლენას, რაც თავის მხრივ ამ ნაწილში ნ---- მ-------ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველია.

 

სასამართლომ ზემოხსენებულთან ერთად ასევე მიუთითა, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე წილთა თანაბრობიდან გადახვევისა და სადავო ქონების 1/2 წილის ნაცვლად 2/3 ნაწილის მიკუთვნების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებადი იქნებოდა სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლით გათვალისწინებული ისეთი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში როგორიცაა არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების არსებობა.მოსარჩელე წილის გაზრდას ითხოვს იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრუწლოვანი შვილები, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება ერთ- ერთი მეუღლის წილის გაზრდას საფუძვლად ვერ დაედება. ნ---- მ-------ე ვალდებული იყო წილის თანაბრობის პრინციპის დარღვევის მოთხოვნისას მიეთითებინა და დაესაბუთებინა, რომ საერთო ქონებაში მისი კუთვნილი წილის გაზრდა აუცილებელი იყო ბავშვების ინტერესების დასაცავად, მას კი ამგვარ ფაქტებზე არ მიუთითებია.

 

2.3.5. მოსარჩელე ნ---- მ-------ის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ალიმენტის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის 1500-1500 (ერთი ათას ხუთასი-ერთი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით, არასრუწლოვანი ბავშვების მ------ და ბ-------- ვ----------იების სასარგებლოდ სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მოუხმო საოჯახო სამართლით დადგენილ განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებს, სახელდობრ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის ძალითაც, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება, ასევე ხაზგასმა გააკეთა ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. და ამავე კოდექსის 1212-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

ზემოხსენებულთან ერთად, წინამდებარე მოთხოვნის დასასაბუთებლად სასამართლომ ასევე აპელირება გააკეთა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაზე, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს, ამავე კონვენციის 27-ე მუხლით ასევე აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად არასრულწლოვანი შვილებისათვის ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმები შეაჯერა რა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, სასამართლომ მიუთითა,რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი მ------ და ბ-------- ვ----------იები ცხოვრობენ დედასთან, ნ---- მ-------ესთან ერთად, რომელიც დასაქმებულია მუსიკალურ სკოლაში და ხელფასის სახით აქვს სტაბილური და ფიქსირებული შემოსავალი. მხარეთა დაშორების შემდეგ ბავშვების რჩენასა და აღზრდაზე ფაქტობრივად ზრუნავს მხოლოდ დედა ნ---- მ-------ე. მ------ ვ------------ დადის საბავშვო ბაღში, ხოლო ბ-------- ვ------------ზე დედის სამსახურში ყოფნის პერიოდში ზრუნავს ძიძა, რისთვისაც ნ---- ვ------------ იღებს შესაბამის ხარჯს. ბ-------- ვ------------ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე საჭიროებს პერიოდულ შემოწმებას სამკურნალო დაწესებულებაში.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანთა აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვნები.

 

სასამართლომ ხაზგასმით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს შვილის ნორმალური რჩენა- აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რა დროსაც მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ის გარემოება რომ მოპასუხე ზ------ ვ------------ დასაქმებულია როგორც მეზღვაური და აქვს სტაბილური და მაღალი ანაზღაურება. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის შემოსავლების შესახებ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას. დადგენილია, რომ მოპასუხე ცხოვრობს პენსიონერ მშობლებთან, რომლებიც საჭიროებენ შვილების ფინანსურ მხარდაჭერას და ზ------ ვ------------ ძმასთან ერთად ზრუნავს მშობლებზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს, განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს და იმ გარემოებას, რომ ბავშვების ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. უპირატესია ბავშვების უფლება მიიღონ ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვებს უნდა შეექმნათ მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვების სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან.

 

სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში თითოეულისათვის 250-250 ლარი.

 

3.1.ნ---- მ-------ის სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტ ნ---- მ-------ის განმარტებით, იგი ასაჩივრებს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ზ------ ვ------------ს, ჯ------- ვ------------სა და ი----- დ------------ის სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნები, ითხოვს ამ ნაწილში გაუქმდეს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ იქნება დაკმაყოფილებული ზ------ ვ------------ს, ჯ------- ვ------------სა და ი----- დ------------ის სასარჩელო მოთხოვნები. ამასთან მის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე გადაწყვეტილების იმ ნაწილშიც გაუქმება, რომლითაც სრულად არ დაკმაყოფილდა ნ---- მ-------ის სასარჩელო მოთხოვნები. შესაბამისად სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილ მის მოთხოვნას წარმოადგენს ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ---- მ-------ის სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.

 

3.1.2.აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრით დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლად მიეთითა შემდეგზე:

 

3.1.2.1. სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის საგანი და საფუძვლები, არასწორად მოახდინა მტკიცების ტვირთის განაწილება,საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებებს არ მისცა სწორი შეფასებები, სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

 

3.1.2.2. აპელანტის მტკიცებით დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში, რადგან მისი მოსაზრებით, მხარეთა ერთად ცხოვრება შესაძლებელია.ამ საქმეზე არ არსებობს რაიმე კონკრეტული მიზეზი ოჯახის დანგრევისა; მოსარჩელე ვერ ასახელებს ოჯახის დაშლის რაიმე კონკრეტულ მიზეზს. შესაბამისად სასამართლომ ყველა ზომები უნდა მიიღოს მათ შესარიგებლად, რის შემდგომაც არ არის გამორიცხული მიღწეულ იქნას მორიგება და აღსდგეს საქორწინო ურთიერთობები.

 

3.1.2.3. სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით ბავშვებთან ურთიერთობის წესის დადგენის თაობაზე აპელანტის მიერ მიეთითა, რომ ნ---- მ-------ე არასოდეს ყოფილა წინააღმდეგი მამას - ზ------ ვ------------ს ჰქონდეს ურთიერთობები მის შვილებთან, მაგრამ რადგან ზ------ ვ------------ა წინააღმდეგი შერიგებაზე, მან თავად შეწყვიტა ურთიერთობები შვილებთან, ამასთან მცირეწლოვნობის ასაკში მყოფ ბაშვებს სჭირდებათ სპეციალური მოვლა-მზრუნველობა.

 

განსახილველ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია და იმაზე მეტი ვიდრე იგი ითხოვდა. სახელდობრ, მოსარჩელე ზ------ ვ------------ თავისი სარჩელით ითხოვდა - „განისაზღვროს არასრულწლოვანი შვილების ნახვის დღეები შემდეგნაირად არასრულწლოვანი ბავშვების ნახვის უფლება მიენიჭოთ მოსარჩელეებს ზ------ ვ------------ს, ჯ------- ვ------------ს და ი----- დ------------ეს ყოველდღე დღეში 4 საათის განმავლობაში და ყოველ მეორე კვირის პარასკევს და შაბათს ღამისთევით ზ------ ვ------------სთან და ბებია ბაბუასთან.“ სასამართლომ კი ამ ნაწილში ეს დავა შემდეგნაირად გადაწყვიტა: მოპასუხეებს ჯ------- ვ------------სა და ი----- დ------------ეს მიეცეთ უფლება ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილიშვილებთან - 2----–-–-----------------ს დაბადებულ მ------ ვ------------სთან და 2----–-–------------ს დაბადებულ ბ-------- ვ------------სთან, ყოველი კვირის პარასკევს 18:00 საათიდან 19:00 საათის ჩათვლით, შაბათს - 15:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით და კვირას 15:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით.

მოპასუხე ზ------ ვ------------ს მიეცეს უფლება ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილებთან - 2----–-–-----------------ს დაბადებულ მ------ ვ------------სთან და 2----–-–------------ს დაბადებულ ბ-------- ვ------------სთან ყოველდღიურად, დღეში სამი საათის მანძილზე, 21:00 საათამდე. სასწავლო პროცესისაგან თავისუფალ დროს, ზ------ ვ------------ს მიეცეს უფლება არასრულწლოვანი შვილები - 2----–-–-----------------ს დაბადებული მ------ ვ------------ და 2----–-–------------ს დაბადებული ბ-------- ვ------------ წაიყვანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ყოველი მეორე კვირის შაბათ დღეს 14:00 საათიდან კვირა დღის 14:00 საათამდე (ღამისთევით).

 

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამ გადაწყვეტილების შესრულება ფიზიკურად შეუძლებელია, არ იქნა მხედველობაში მიღებული ის გარემოება, რომ ბავშვებს ძილის, დასვენების, კვებისა და მკურნალობის სპეციალური რეჟიმი და პირობები სჭირდებათ.

 

აპელანტის მტკიცებით, მოცემული გადაწყვეტილება ვერ იქნება აღსრულებული, რადგან ზ------ ვ------------ მეზღვაურია და დროის უმეტეს ნაწილს, ანუ 12 თვიდან სულ ცოტა 9-10 თვეს ზღვაში ატარებს. სასამართლოს დადგენილი წესით მამასთან, ბებიასა და პაპასთან ამგვარი ფორმითა და პირობებით ურთიერთობა ხელს შეუშლის მცირეწლოვანი, ანუ ქმედუუნარო შვილების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას მოახდენს მათზე.

 

ბავშვებს სჭიდებათ დედა და ღამისთევით მათი დაშორება და დედისგან ბავშვის განრიდება არ მიუთითებს ბავშვის კეთილდღეობაზე და, შესაბამისად, არ ემსახურება მის ჭეშმარიტ ინტერესებს. იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ ბავშვები იზრდებიან დედასთან და ისინი მცირეწლოვნები არიან.ბავშვების ასაკს კი დიდი მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა დავის სწორად გადაწყვეტისათვის, რაც სასამართლომ არ გაითავლისწინა.

 

3.1.2.4. აპელანტის თვალსაზრისით, სასამართლომ არასწორად ცნო ზ------ ვ------------ ნ---- მ-------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების - ქ. ბ------ში, დ-------- თ------------–ის ქ.№---ში, მ--- სართულზე მდებარე ბინა №---ის (ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ, 1/2 წილის უფლებით, რადგან აღნიშნული საცხოვრებელი ბინის შესყიდვა განხორციელდა 2011 წლის 06 აპრილს,ნ---- მ-------ის მხრიდან მან გადაიხადა ბინის ღირებულება 32 000 აშშ დოლარი; მას ეს თანხა ქონდა დანაზოგის სახით მანამ, სანამ გათხოვდებოდა. ნაწილი თანხისა მას გადასცეს მისმა მშობლებმა.სასამართლომ ამ საკითხზე საერთოდ არ იმსჯელა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს იძლევა.

 

3.1.2.5. აპელანტის განმარტებით, მოცემულ საქმეზე სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებმა ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს საცხოვრებელი ბინა, მდებარე ბ------ი დ. თ------------–ის ქუჩა №-- ბინა №-- ს/კ 0------------------, რომელიც გაფორმებულია ზ------ ვ------------ს სახელზე. ამ საქმეზე ასევე სადაო არ არის ის გარემოება, რომ ეს ორივე ბინა ერთმანეთის გვერდით მდებარეობს და ამჟამად ფიზიკურად გაერთიანებულია, მაგრამ შენარჩუნებული აქვს დამოუკიდებელი ობიექტის სტატუსი; შესაძლებელია ამ ორთავე ბინის ცალკ-ცალკე გაყოფა ისე, როგორც ეს თავდაპირველად საპროექტო დოკუმენტაციით იყო განსაზღვრული. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო არ გაიზიარებდა ნ---- მ-------ის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ ნ---- მ-------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე- ქ. ბ------ი, დ-------- თ------------–ის ქ. №---ში, მ--- სართულზე მდებარე ბინა №---ის (ს/კ 0------------------) ფართით 84.37 კვ.მ - წარმოადგენდა უშუალოდ მხოლოდ ნ---- მ-------ის პირად საკუთრებას, მაშინ სასამართლოს გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ნ---- მ-------ესთან ცხოვრობენ მცირეწლოვანი შვილები და მათზე მზურნველობას ახორციელებს მხოლოდ დედა; თუ არ იქნება გაზიარებული მისი მოსაზრება, რომ ეს ბინა ნ---- მ-------ის პირადი საკუთრებაა, მაშინ ბინის მხოლოდ 1/3 უნდა მიკუთვნებოდა ზ------ ვ------------ს, ხოლო 2/3 -ნ---- მ-------ეს. შესაბამისად დდგენილ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრული წესი და ნ---- მ-------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე- ქ. ბ------ი, დ-------- თ------------–ის ქ. №---ში, მ--- სართულზე მდებარე ბინა №-- (ს/კ 0------------------) ფართით 84.37 კვ.მ - უნდა დარჩენოდა უშუალოდ ნ---- მ-------ეს საკუთრებაში, ხოლო ზ------ ვ------------ს სახელზე რეგისტრირებული ბინა №-- ს/კ0------------------ რომლის ფართია 53.50 კვ.მ უნდა დარჩენილიყო ზ------ ვ------------ს პირად საკუთრებაში.

 

3.1.2.6. აპელანტის თვალსაზრისით სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა და სრულყოფილად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები ალიმენტის დაკისრების თაობაზე წარდგენილ მის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სახელდობრ ის , რომ მოპასუხე მოქმედი მეზღვაურია და მისი ყოველთვიური შემოსავალია 7500 აშშ დოლარი; სასამართლომ ,მართალია, მოცემული საქმის განხილვის დროს დაავალა მოპასუხეს წარმოედგინა საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციები, დადგინდა ის გარემოება, რომ მოპასუხე, როგორც მეზღვაური, რეგულარულად დადის საზღვარგარეთ,მოპასუხე დადის ნაოსნობაში, აქვს მეზღვაურის წიგნაკი და მეზღვაურის პასპორტი, ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ ზ------ ვ------------ს როგორც მეზღვაურს, მითითებული საზღვაო კომპანიიდან ხელფასის სახით ერიცხებოდა 10 028.95 აშშ დოლარი. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა 250-250 ლარის ოდენობით არ არის გონივრული და სამართლიანი. ასეთი ბავშვების საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრულ უნდა ყოფილიყო მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობით, სახელდობრ თითოეულ ბავშვზე 1500-1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრების სახით გადახდის დღეს არსებული ეროვნული კურსის მიხედვით.

 

3.1.2.7. აპელანტი აპელირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეები არ შეიძლება განიხილებოდეს სხვა ხასიათის მოთხოვნების შესახებ აღძრულ საქმეებთან ერთად და მიაჩნია, რომ დაუშვებელი იყო მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი ბებიისა და პაპის სასარჩელო მოთხოვნები ზ------ ვ------------სა და ნ---- მ-------ის სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად განხილვა, რაც მისი თვალსაზრისით იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

 

3.2.ზ------ ვ------------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.2.1.აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ზ------ ვ------------ შეძლებს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500(ხუთასი) ლარის გადახდას, რადგან იგი არსად არ მუშაობს რეგულარულად, არის თვითდასაქმებული და ამისათვის დადის საზღვარგარეთ, არ აქვს ის ხელფასი, რომელიც საკმარისი იქნება ასეთი დიდი ოდენობით თანხის გადასახდელად. შესაბამისად მან სასამართლოს შესაგებლით შეთავაზა ის თანხა, სახელდობრ 200 (ორასი) ლარი ორთავე შვილთან მიმართებით, რომლის გადახდის შესაძლებლობაც მას რეალურად აქვს, სასამართლომ კი მისი მატერიალური მდომარეობის მხევედლობაში არმიღებით დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მოთხოვნები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

4.1. სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნია, რომ ნ---- მ-------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სახელდობრ ბ------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-7- მე-8 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, ნ---- მ-------ის სარჩელი ზ------ ვ------------ს მიმართ არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ზ------ ვ------------ს თავისი არასრულწლოვანი შვილების-მ------ და ბ-------- ვ----------იების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის – 500-500 (ხუთასი-ხუთასი) ლარის ოდენობით გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

ფაქტობრივი დასაბუთება

პალატა ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1.1. ზ------ ვ------------სა და ნ---- მ-------ეს რეგისტრირებული ქორწინებიდან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - 2-----–-–-------------------ს დაბადებული მ------ ვ------------ და 2----–-–------------ს დაბადებული ბ-------- ვ------------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ სარჩელები, შესაგებლები, სააპელაციო საჩივრები, სააპელაციო შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმები);

-დაბადების მოწმობები - (იხ. ტომი 1-ლი; ს. ფ. 17-18);

 

4.1.2. კონფლიქტური დამოკიდებულების გამო ზ------ ვ------------ და ნ---- მ-------ე 2015 წლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ნ---- მ-------ე არასრულწლოვან შვილებთან - მ------ და ბ-------- ვ----------იებთან ერთად ცხოვრობს ზ------ ვ------------სა და მის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ ბინებში, მდებარე - ქ. ბ------ი, დ-------- თ------------–ის ქ. №---ში, მ--- სართული, ბინა №---ში (ს/კ 0------------------) და ბინა №---ში (ს/კ 0------------------). ზ------ ვ------------ ფაქტობრივად ცხოვრობს მშობლებთან ჯ------- ვ------------სთან და ი----- დ------------ესთან, ქ. ბ------ში, ჭ------ის ქუჩა №--ში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ სარჩელები, შესაგებლები, სააპელაციო საჩივრები, სააპელაციო შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმები);

-საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების შეფასება -(იხ. ტომი 1-ლი; ს.ფ. 92-94);

 

4.1.3. მხარეთა არასრუწლოვანი შვილები მ------ და ბ-------- ვ----------იები იმყოფებიან დედის ნ---- მ-------ის კმაყოფაზე. ნ---- მ-------ე არის მუსიკალური სკოლის პედაგოგი და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. ბავშვების მამა ზ------ ვ------------, მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო, სათანადოდ არ იღებს მონაწილეობას არასრუწლოვანი შვილების რჩენასა და აღზრდაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ სარჩელები, შესაგებლები, სააპელაციო საჩივრები, სააპელაციო შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმები);

-საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების შეფასება -(იხ. ტომი 1-ლი; ს.ფ. 92-94);

 

4.1.4.საააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, რომელმაც დაადგინა, რომ მოპასუხე ზ------ ვ------------, როგორც მეზღვაური, პროფესიით დასაქმებული არ არის და რომ შესაბამისად მას არ გააჩნია სოლიდური ანაზღაურება, დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ------ ვ------------ დასაქმებულია ზემოხსენებული პროფესიით, იგი რეგულარულად დადის საზღვარგარეთ ნაოსნობაში და აქვს სოლიდური შემოსავალი. მოცემულ დასკვნამდე სააპელაციო პალატა მივიდა პირველი ინსტანციის მიერ შესაბამისი განჩინების საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებების, მოსარჩელე(აპელანტი) ნ---- მ-------ის განმარტებისა და მის მიერ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე. სახელდობრ:

 

ა)ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის საოქმო განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციით - სს ,,პ------------------ში“ ზ------ ვ------------ს(6----------) საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დადგენილია, რომ 2015 წლის 13 თებერვალს მას ა.მ ნ-----------------მსოფლიო საზღვაო სააგენტოდან , ანგარიშზე ჩაერიცხა 4 430. 57 (ოთხი ათას ოთხასამოცი აშშ დოლარი და 57 ცენტი), ხოლო ამავე წლის 20 მაისს კი-10 028.95(ათი ათას ოცდარვა აშშ დოლარი და 95 ცენტი). ამასთან აქვე ხასგამით უნდა აღინიშნოს , რომ ზ------ ვ------------ს 2015 წლის განმავლობაში ზემოხსენებულის გარდა, მითითებული სააგენტოდან სხვა ჩარიცხვები არ უფიქსირდება. (იხ. ტომი მე-3, 123-132);

 

ბ)მოსარჩელე ნ---- მ-------ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით -ა.მ. ნ-----------------მსოფლიო საზღვაო სააგენტოების მიერ ზ------ ვ------------სთან მიმართებაში გაცემული საზღვაო სამსახურის შესახებ ცნობით დადგენილია (დასტურდება), რომ ზ------ ვ------------, (დაბადების თარიღი -0---------წელი , რანგი- ელექტრიკოსი, მეზღვაურის პასპორტის ნომერი- G--------) სატვირთო გემზე (ტანკერი) სახელწოდებით ,,ნ----------“ (რეგისტრაციის პორტი - მ---–--–-ს კუნძულები, დატვირთვის თარიღი და ადგილი:17 ოქტომბერი, 2015 წელი, ო----- უ-------, დაცლის თარიღი და ადგილი 03 მაისი, 2016 წელი ,მ-------, კ----) მსახურობდა 6(ექვსი) თვისა და თოთხმეტი დღის (199 დღე) განმავლობაში (იხ. ტომი მე-3, ს.ფ. 159-161);

 

გ) მოსარჩელე ნ---- მ-------ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით -ა.მ. ნ-----------------მსოფლიო საზღვაო სააგენტოების მიერ ზ------ ვ------------სთან მიმართებაში გაცემული საზღვაო სამსახურის შესახებ ცნობით დადგენილია (დასტურდება), რომ ზ------ ვ------------, (დაბადების თარიღი -0---------წელი , რანგი- მეორე კლასის ძრავის ხელოსანი, მეზღვაურის პასპორტის ნომერი- G--------) სატვირთო გემზე (ტანკერი) სახელწოდებით ,,ტ-----------“ (რეგისტრაციის პორტი- მ---------, მ---–--–-ს კუნძულები, დატვირთვის თარიღი და ადგილი: 08 ოქტომბერი, 2016 წელი ,დ-------- ე-------, დაცლის თარიღი და ადგილი 18 მაისი, 2017 წელი, რ----------, ი---–------) მსახურობდა 7(შვიდი) თვისა და 10 დღის განმავლობაში (იხ. ტომი მე-3, ს.ფ. 162-164);

 

დ)მოსარჩელე ნ---- მ-------ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით -ა.მ. ნ-----------------მსოფლიო საზღვაო სააგენტოების მიერ ზ------ ვ------------სთან მიმართებაში გაცემული საზღვაო სამსახურის შესახებ ცნობით დადგენილია (დასტურდება), რომ ზ------ ვ------------, (დაბადების თარიღი -0---------წელი , თანამდებობა- ელინჟინერი მეზღვაურის პასპორტის ნომერი- G--------) სატვირთო გემზე (ტანკერი) სახელწოდებით მ---------------“ (რეგისტრაციის პორტი- მ---–--–-ს კუნძულები, გემზე ასვლის თარიღი :13 დეკემბერი 2017 წელი ,გემიდან დაბრუნების თარიღი : 03 ივლისი, 2018 წელი, რ----------, ი---–------) მხახურობდა 202 (ორასორი) დღის განმავლობაში (იხ. ტომი მე-3, ს.ფ. 138-142)

 

4.1.5. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ------ ვ------------ ნაოსნობაში იმყოფება არა 12 თვის, არამედ საშუალოდ 6( ექვსი)-7(შვიდი )თვის განმავლობაში, შესაბამისად მისი თვიური შემოსავალი ერთ წელზე გადაანგარიშებით წარმოდგენილი მტკიცებულების შეფასების საფუძველზე შეადგენს (4 430. 57+10 028.95)=14459. 52 :12= 1204.96 (ერთი ათას ორასოთხი აშშ დოლარი და 96 ცენტი) აშშ დოლარს, რაც ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებით შეადგენს (1204.96 x 2.68)= 3229.29 (სამი ათას ორასოცდაცხრა ლარი და 29 თეთრი) ლარს.

4.1.6. რაც შეეხება ზ------ ვ------------ს, ჯ------- ვ------------ს,ი----- დ------------ისა და ნ---- მ-------ის სარჩელებით წარმოდგენილ მოთხოვნებს განქორწინების, არასრულწლოვან ბავშვებთან მამისა და პაპა-ბებიის ურთიერთობის წესის განსაზღვრისა და ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე მხარეთა თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებაში სასამართლომ აბსოლუტურად სწორად დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ამ თვალსაზრისით მოცემული გადაწყვეტილების 2.1.1-2.3, 2.1.7-2.1.9, 2.2.1 პუნქტებში მითითებულ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სახელდობრ:

4.1.7. 2010 წლის 08 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბ------ის სამსახურის მიერ №7---------- სააქტო ჩანაწერით განხორციელდა ზ------ ვ------------ს და ნ---- მ-------ის ქორწინების რეგისტრაცია. მხარეებს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა.

 

4.1.8 ზ------ ვ------------მ და ნ---- მ-------ემ ქორწინების პერიოდში, 2011 წლის 06 აპრილსა და 2012 წლის 23 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, შეიძინეს უძრავი ქონებები, სახელოდბრ უძრავი ქონება მდებარე : ქ. ბ------ი, დ-------- თ------------–ის ქ. №--, მ--- სართული, ბინა №-- (ს/კ 0------------------), ფართით 84.37 კვ.მეტრი, რომელიც აღირიცხა ნ---- მ-------ის სახელზე და უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბ------ი, დ-------- თ------------–ის ქ. №--, მ--- სართული, ბინა №-- (ს/კ 0------------------), ფართით 53.50 კვ.მეტრი,რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა ზ------ ვ------------ს სახელზე. საცხოვრებელი ბინები მდებარეობს ერთმანეთის გვერდით და ამჟამად გაერთიანებულია.

 

4.1.9. ჯ------- ვ------------ და ი----- დ------------ე არიან ზ------ ვ------------ს მშობლები მათ, როგორც მ------ და ბ-------- ვ----------იების ბებია-ბაბუას, არ ეძლევათ შვილიშვილებთან ურთიერთობის საშუალება ბავშვების დედასთან - ნ---- მ-------ესთან და მისი ოჯახის წევრებთან კონფლიქტური დამოკიდებულების გამო.

არასრუწლოვან შვილებთან თავისუფალი ურთიერთობის საშუალება არ ეძლევა ზ------ ვ------------საც, მასსა და ნ---- ვ------------ს შორის არსებული კონფლიქტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე.

 

4.1.10. მოდავე მხარეების საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობები, ბავშვების ირგვლივ შექნილი ფსიქოსოციალური გარემო, შესწავლილი იქნა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ, ფსიქოლოგის მონაწილეობით. შეფასების აქტით ირკვევა და ამ გარემოებას სადავოდ არ ხდიან მხარეები, რომ როგორც ნ---- მ-------ეს (ქ. ბ------ში, დ-------- თ------------–ი ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინებში) ისე ზ------ ვ------------ს, ჯ------- ვ------------სა და ი----- დ------------ეს (ქ. ბ------ში, ჭ------ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში) შექმნილი აქვთ არასრუწლოვანი ბავშვების ცხოვრებისათვის უსაფრთხო გარემო და სათანადო პირობები მათი ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის, ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის. ბავშვები უზრუნველყოფილი არიან საჭირო საკვებით, სეზონური ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების მიღებით.

 

4.1.11. მშობლებისა და არასრუწლოვანი ბავშვების ურთიერთობის საკითხის შესწავლის საფუძველზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციაა მშობლები სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებით და ადგილი არ ქონდეს პირად ანგარიშსწორებებს. მშობლებმა დავა უნდა გადაწყვიტონ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, სასურველია შეეცადონ ურთიერთობის მოწესრიგებას და მორიგებას. ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ და მზრუნველ გარემოში, ისინი არ უნდა განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ და ემოციურ ძალადობას. მშობლების განქორწინების შემთხვევაში, ბავშვებს ურთიერთობა უნდა ქონდეთ როგორც დედასთან და მამასთან, ასევე მშობლების ნათესავებთან.

 

4.1.12. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ სასამართლოს დავალების შესაბამისად ფსიქოლოგის მონაწილეობით შეისწავლა ბავშვებისა და მამის ურთიერთობის საკითხი, გამოარკვია, რომ ბ--------მ გამოხატა მამასთან ურთიერთობის სურვილი, მიიტანა სკამი მასთან ახლოს, შეეცადა მამისთვის გაეზიარებინა სათქმელი, გამოხატა მასთან ერთად თამაშის სურვილი, უღიმოდა მამას. მ------ი კი ტიროდა ურთიერთობის დასაწყისიდანვე, სხეულებრივად გამოხატავდა ჭირვეულობას, ბრაზს, მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა მამა - შვილის შეხვედრის უზრუნველყოფა. მამა ადეკვატურად რეაგირებდა ბავშვის ქცევაზე, ერიდებოდა ბავშვის გაღიზიანებას. ის გამოხატავს ბავშვებთან ურთიერთობის სურვილს, სურს განახორციელოს ზრუნვა, განიცდის ასეთი ფორმით ურთიერთობას. ამბობს, რომ ბავშვი მასთან ძალიან კარგად ყო, მოჰყავს მაგალითები, გამოხატავს შვილების მიმართ სითბოსა და სიყვარულს. ნ---- მ-------ეს მიეცა რეკომენდაცია, რომ აუცილებელია ხელი შეუწყოს მამა-შვილებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, არ გამოიყენოს დამაშორებელი ქცევები, არ ისაუბროს ბავშვის თანდასწრებით მამაზე ნეგატიურად, მამასთან ურთიერთობა დაეხმარება ბავშვს გათავისუფლდეს შფოთვისაგან, ირაციონალური შიშისაგან, ბავშვებს მამასთან უნდა ქონდეთ დადებითი ემოციებით მიმდინარე საჭირო ურთიერთობა, რაც შემდგომში აყალიბებს სანდო ემოციურ კავშირს.

 

4.1.13. 2017 წლის 07 ივნისს ბ------ის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა დროებითი განკარგულება არასრულწლოვან შვილებთან ზ------ ვ------------ს ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიხედვით, ზ------ ვ------------ს შვილებთან შეხვედრისა და ურთიერთობისათვის განესაზღვრა დრო ყოველი კვირის პარასკევს, შაბათს და კვირას, 14:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით. ნ---- მ-------ის მხრიდან დაფიქსირდა დროებითი განკარგულების აღსრულებაში ხელშეშლა, რაც გამოიხატა მასში, რომ ნ---- მ-------ემ ბავშვების სანახავად მისულ მამას დაუწყო ჩხუბი, ნივთების სროლა, რაზედაც ბავშვებმა დაიწყეს ტირილი და აღსრულება ვერ შედგა. ნ---- მ-------ემ არ მისცა ზ------ ვ------------ს ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება. არაერთი თხოვნის მიუხედავად, ნ---- მ-------ემ არ შეასრულა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნა, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის 2--------- წლის დადგენილებით ნ---- მ-------ეს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის მიეცა გაფრთხილება.

 

4.2.სამართლებრივი დასაბუთება

 

4.2.1.ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დადგენილად მიიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია აპელანტ ზ------ ვ------------ს სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილი მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილებით მასზე შვილებთან მიმართებით ჯამურად დაკისრებული ალიმენტის -500 (ხუთასი) ლარის ნაცვლად 200(ორასი) ლარის ოდენობით განსაზღვრის თაობაზე, ხოლო რაც შეეხება აპელანტ ნ---- მ-------ის მოთხოვნას ალიმენტის სახით თითოეულ შვილთან მიმართებაში 1500(ერთი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდის დაკისრებას, ვერც აღნიშნული იქნა სრული მოცულობით დაკმაყოფილების თვალსაზრისით დასაბუთებულად წარმოდგენილი, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაზიარებულ იქნას აპელანტ ნ---- ვ-------ის მოთხოვნა და არასრულწლოვან შვილებთან მიმართებაში ზ------ ვ------------ს ალიმენტის სახით უნდა განესაზღვროს იმაზე მეტი ოდენობით თანხის გადახდა, ვიდრე ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დადგენილი, სახელდობრ, როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოს თვალსაზრისით, ზ------ ვ------------ს თავისი არასრულწლოვანი შვილების-მ------ და ბ-------- ვ----------იების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის – 500-500 (ხუთასი-ხუთასი) ლარის ოდენობით გადახდა, შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით ასევე აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანთა აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვნები.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი მ------ და ბ-------- ვ----------იები ცხოვრობენ დედასთან, ნ---- მ-------ესთან ერთად, რომელიც დასაქმებულია მუსიკალურ სკოლაში და ხელფასის სახით აქვს სტაბილური და ფიქსირებული შემოსავალი. მხარეთა დაშორების შემდეგ ბავშვების რჩენასა და აღზრდაზე ფაქტობრივად ზრუნავს დედა - ნ---- მ-------ე. ამასთან სააპელაციო სასამართლო წინამდებარე გადაწყვეტილების 4.14. პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს რომ ზ------ ვ------------ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროისათვის-2018 წლის 18 მაისისათვის, როგორც მეზღვაური, იყო დასაქმებული,იმყოფებოდა ნაოსნობაში, საიდანაც დაბრუნდა 2018 წლის 03 ივლისს. სააპელაციო სასამართლო წინამდებარე გადაწყვეტილების 4.14. პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მეზღვაურად მუშაობის პერიოდში მას აქვს სოლიდური ანაზღაურება, თუმცა უნდა აქვე ხაზგასმით აღინიშნოს ისიც, რომ ამ სახის საქმიანობას იგი ეწევა არა მთელი წლის განმავლობაში, არამედ საშუალოდ, როგორც ეს იქნა დადგენილი, წელიწადში მხოლოდ 6-7 თვის განმავლობაში, რაც ასევე მხედველობაში უნდა იქ ნეს მიღებული ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ბავშვების უფლება მიიღონ ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან. სახელდობრ, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვების სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში თითოეულისათვის 500 (ხუთასი) -500(ხუთასი)ლარი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ ზ------ ვ------------ს სააპელაციო საჩივარი ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და ალიმენტის სახით ორთავე შვილათნ მიმართებით მხოლო 200 (ორასი) ლარის ოდენობით განსაზღვრის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ---- მ-------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ალიმნეტის ოდენობა განსაზღვრულ უნდა იქნეს იმგვარად , როგორც ეს სასამართლოს მიერ იქნა გონივრულად მიჩნეული.

 

4.2.2. რაც შეეხება ზ------ ვ------------ს, ჯ------- ვ------------ს,ი----- დ------------ისა და ნ---- მ-------ის სარჩელებით წარმოდგენილ მოთხოვნებს განქორწინების, არასრულწლოვან ბავშვებთან მამისა და პაპა-ბებიის ურთიერთობის წესის განსაზღვრისა და ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე მხარეთა თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, -პალატა ამ საკითხებთან მიმართებით სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და თვლის, რომ აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს ასეთზე წარმოდგენილი ნ---- მ-------ის სააპელაციო საჩივარი. სახელდობრ:

4.2.2.1 განქორიწნების მოთხოვნასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა რა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასეთი მართებულად დააფუძნა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებს-საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლს.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია, ისინი 2015 წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათ შორის მუდმივად კონფლიქტია. ქორწინების აღდგენის შესაძლებლობის არსებობის დადგენისა და შესარიგებელი ვადის მიცემის მიზანშეწონილობის გარკვევის მიზნით, პალატამ მოისმინა მოსარჩელე ზ------ ვ------------ს წარმომადგენლის მიერ მისი მარწმუნებლის სახელით დაფიქსირებული პოზიცია და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ურთიერთობის აღდგენის ნება არ არსებობს. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ------ის საქალაქო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მხარეთა შორის პოზიციების დასაახლოვებლად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა, მათ შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესებულა, რასაც თავად აპელანტი ნ---- მ-------ეც არ უარყოფს.

 

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობა დაძაბულია და მოსარჩელის ზ------ ვ------------ს მოთხოვნა განქორწინების შესახებ კატეგორიულია,რის გამოც, პალატის მოსაზრებით, მეუღლეებისათვის შესარიგებელი ვადის მიცემა საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.

 

4.2.2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე როგორც მამის-ზ------ ვ------------ს, ასევე პაპისა და ბებიის - ჯ------- ვ------------სა და ი----- დ------------ის წარმოდგენილ მოთხოვნებს, ასეთი მართებულად დააფუძნა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებს-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1198-ე, 1202-ე, 1203-ე მუხლებსა და ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3,მე-5, მე-9 მუხლებსა და მოცემულ საკითხზე შესაბამისი უფლებამოსილი პირის -მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ პოზიტიური დამოკიდებულება არ იკვეთება მამისადმი და მამის მშობლებისადმი, რაც განპირობებულია ურთიერთობის დეფიციტით,რაც გამოწვეულია მოსარჩელეებსა და ნ---- მ-------ეს შორის კონფლიქტური დამოკიდებულებით.

განსახილევლ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებიდან, მხარეთა განმარტებებიდან არ გამოიკვეთა მამასთან და პაპა ბებიასთან ბავშვებთან მიმართებით ურთიერთობისა და კონტაქტის ხელისშემშლელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი იქნება ბავშვებისათვის. უფრო მეტიც, მეურვეობისა და მზურნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მამასა და შვილებს შორის ურთიერთობის ხანგრძლივი პერიოდით წყვეტამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ბავშვებზე და ეს ფაქტი მათთვის მატრავმირებელიც კი აღმოჩნდეს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს განმარტებაზე, რომლითაც განიმარტა, ბავშვი არ უნდა იქნეს მოცილებული თავის მშობლებს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შეთხვევისა, როდესაც დაშორება მშობლებთან ემსახურება თავად ბავშვის ინტერსების დაცვას. ბავშვს, რომელიც მოშორებულია ერთ ან ორივე მშობელს, უფლება აქვს შეინარჩუნოს ურთიერთობა და პირდაპირი კავშირი ორივე მშობელთან რეგულარულად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 58, 60).

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტ ნ---- მ-------ის წარმომადგენლის სამართლებრივ თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ თითქოსდა პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული საკითხის გადაწყვეტისას დაარღვია საქქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია და იმაზე მეტი, ვიდრე ის ითხოვდა, ანუ გასცდა გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და განმარტავს, რომ როგორც მოქმედი სამოქალაქო მატერიალური, ასევე საპროცესო კანონმდებლობა საოჯახო დავის განხილვის სპეციფიკიდან გამომდინარე სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას , მოცემული საკითხი გადაწყვეტოს ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, რაც განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ერთმნიშვნელოვნად სახეზეა - სწორედ არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესების გამომხატველია მამასთან და პაპა-ბებიასთან ურთიერთობის ურთიერთობის წესის დადგენა იმგვარად, როგორც ეს სასამართლოს მიერ იქნა განსაზღვრული. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ნ---- მ-------ემ სარწმუნოდ ვერ დადასტურა მისი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა ამ ნაწილშიც. შესაბამისად იგი ვერ დაკმაყოფილდება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (მე-3 და მე-4 პუნქტები) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტ ნ---- მ-------ის წარმომადგენლის სამართლებრივ თვალსაზრისს იმის თაობაზეც, რომ თითქოსდა სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას ზ------ ვ------------სა და ნ---- მ-------ის სასარჩელო მოთხოვნების განხილვასთან ერთად ბებიისა და პაპის სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნის განხილვით დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეები არ შეიძლება განიხილებოდეს სხვა ხასიათის მოთხოვნების შესახებ აღძრულ საქმეებთან ერთად , რადგან აღნიშნული განეკუთვნება საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავას, სახელდობრ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველს წარმოადგენს სწორედ საოჯახო სამართლის მეორე კარის მეორე თავით განსაზღვრული ნორმა სახელდობრ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლი (პაპისა და ბებიის უფლებები არასრულწლოვანი შვილიშვილების მიმართ).

 

4.2.2.3. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას მხარეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოთხოვნებზე, როგორც წინარე შემთხვევებში, განსხილველ სარჩელებთან მიმართებაში სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ასეთის შეფასებისას მართებულად გამოიყენა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი, რომლის თანახმადაც მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი და 1168-ე მუხლის 1-ელ ნაწილი, რომლის ძალითაც იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რა არ არის გათვალისწინებული, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელე (აპელანტი) ნ---- მ-------ის მოთხოვნას 1168-ე მუხლზე დაყრდნობით წილთა თანაბრობის პრინიციპის დარვევით, სადაო უძრავ ქონებაზე არა ½ წილის, არამედ ¾ წილის მიკუთვნებას იმაზე აპელირებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, აღნიშნულზე პალატა მიუთითებს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიული დანაწესიდან გამომდინარე სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით, მითითებული ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის ამგვარი განსხვავებული წესით დადგენას ითვალისწინებს მხოლოდ ამავე ნორმით ჩამოთვლილი შემთხვევების არსებობისას.

 

განსახილველ შემტხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, ნ---- მ-------ემ მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისისაგან გადახვევის მოთხოვნა დაასაბუთა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მასთან ცხოვრობენ მისი არასრულწლოვანი შვილები, თუმცა ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილების ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრების ფაქტი, არამედ ისეთი გარემოების ან გარემოებების არსებობა, რომელიც სასამართლოს შეუქმნის მყარ შინაგან რწმენას მეორე მეუღლის თანასაკუთრების უფლების შეზღუდვის (შემცირების) მიზანშეწონილობასა და აუცილებლობაზე, სახელდობრ, სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ემყარებოდეს ისეთ გარემოებებს, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას. ეს გარემოებები შესაძლებელია იყოს არასათანადო საბინაო პირობები, არასაკმარისი საცხოვრებელი ფართი და სხვა ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც არასრულწლოვანთა ინტერესშია და მათ ნორმალურ აღზრდას ხელს შეუშლის. ამდენად, ამ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა საბუთდებოდეს, რომ არასრულწლოვანი შვილები და მასთან მცხოვრები მშობელი უფრო მეტად საჭიროებენ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე მეორე მშობელი.სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სკ-ის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს საკუთრების უფლების მოპოვების განსხვავებულ რეჟიმს, რაც მხოლოდ ამავე ნორმით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებშია დასაშვები. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებული ნორმის გამოყენებისას დასაბუთებული უნდა იყოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც ადასტურებენ მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისისაგან გადახვევის აუცილებლობას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასების მსგავსად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებითაც, განსხილველ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არაა, რაც ამ ნაწილშიც (გადაწყვეტილების მე-5 და მე-9 პუნქტები) ნ---- მ-------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ ვ------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ---- მ-------ის სააპელაციო საჩივარი კი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სახელდობრ ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ- ალიმენტის დაკისრების ნაწილში, რომლითაც ზ------ ვ------------ს თავისი არასრულწლოვანი შვილების - მ------ და ბ-------- ვ----------იების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250-250(ორასორმოცდაათი-ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით მათ სრულწლოვანებამდე (სარეზოლუციო ნაწილის მე-7- მე-8 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ------ ვ------------ს არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–-----------------ს დაბადებულ მ------ ვ------------სა და 2----–-–------------ს დაბადებულ ბ-------- ვ------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა თუთოეულთან მიმართებით 500(ხუთასი)-500(ხუთასი) ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრიდან- 2015 წლის 07 ოქტომბრიდან მათი სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე;

დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი;

6. საპროცესო ხარჯები

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

6.2. დადგენილია, რომ ზ------ ვ------------ს მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბაჟის სახით გადახდილია 75 ლარი.

6.3. დადგენილია, რომ აპელანტი ნ---- მ-------ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია მხოლოდ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სხვა მოთხოვნების მიმართ მის მიერ სააპელაციო საჩივარზე ბაჟი გადახდილია.

6.4. ვინაიდან ნ---- მ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მხოლოდ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, ამასთან იგი ამ ნაწილში ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს ზ------ ვ------------ს, 240 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

1.ზ------ ვ------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2.ნ---- მ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

3.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდეს ნაწილობრივ- ალიმენტის დაკისრების ნაწილში, რომლითაც ზ------ ვ------------ს თავისი არასრულწლოვანი შვილების - მ------ და ბ-------- ვ----------იების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250-250(ორასორმოცდაათი-ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით მათ სრულწლოვანებამდე (სარეზოლუციო ნაწილის მე-7- მე-8 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

4.ზ------ ვ------------ს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-----------------ს დაბადებულ მ------ ვ------------ს სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრიდან-2015 წლის 07 ოქტომბრიდან მ------ ვ------------ს სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე;

5.ზ------ ვ------------ს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------ს დაბადებულ ბ-------- ვ------------ს სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრიდან- 2015 წლის 07 ოქტომბრიდან ბ-------- ვ------------ს სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე;

6.დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

7.აპელანტ ზ------ ვ------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 240 (ორასორმოცი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300183150;

8.აპელანტ ზ------ ვ------------ს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

9.აპელანტ ნ---- მ-------ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

10.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

11.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

12.საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე

(თავმჯდომარე,მომხსენებელი)

 

თამარ სვანიძე

 

ლაურა მიქავა