განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.04.2019
საქმის ნომერი
330210018002304037
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002304037

საქმე №2ბ/5454-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე _ მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები - ნატალია ნაზღაიძე

ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტები - ზ------ გ-----–-ილი, ქ------- ბ-------ე

წარმომადგენელი - თ----- მ---------–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ა---–-------–---–ი

წარმომადგენელი - დ----- ჩ---–--ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ აღიარება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით ა---–-------–---–ის სარჩელი მოპასუხე ზ------ი გ-----–-ილის, ქ------- ბ-------ის და ა----------ის მიმართ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 17 იანვარს ა----------ესა და ზ------ი გ-----–-ილს შორის დადებული შეთანხმება (რეგისტრაციის ნომერი 1--------) 2017 წლის 18 აპრილის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. ასევე ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 17 იანვარს ა----------ესა და ქ------- ბ-------ეს (წარმომადგენელი ზ------ი გ-----–-ილი) შორის დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება (რეგისტრაციის ნომერი 1--------) და აღდგენილ იქნა 2017 წლის 18 აპრილის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება (რეგისტრაციის ნომერი N1--------) 2018 წლის 16 იანვრის მდგომარეობით; ა---–-------–---–ი ცნობილი იქნა 2017 წლის 18 აპრილს ა----------ესა და ზ------ გ-----–-ილს შორის დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებიდან (რეგისტრაციის ნომერი N1--------) გამომდინარე 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარის ნახევრის - 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის მოთხოვნის უფლებაზე მესაკუთრედ;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოსარჩელე ა---–-------–---–ი და მოპასუხე ზ------ი გ-----–-ილი 2017 წლის სექტემბრის თვის შუა რიცხვებიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას;

 

2.2. მხარეები, ქორწინების პერიოდში გარკვეული დრო ცხოვრობდნენ ა---–-------–---–ის დის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობს თბილისი, ვ---------–ის დასახლებაში, შემდეგ, ცხოვრობდნენ ა-–----------ას კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე თ---–-----–------------–---------ში. 2017 წლის 18 აპრილის შემდეგ, სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე ოჯახური თანაცხოვრების ფაქტობრივად შეწყვეტამდე ცხოვრობდნენ მისამართზე თბილისი, ეგ---------------------------------------------------–---;

 

2.3. ქ------- ბ-------ე ძირითადად ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ, ი----–-ის სახელმწიფოში, სადაც დასაქმებულია და აქვს მატერიალური შემოსავალი;

 

2.4. სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის უფლებით 2018 წლის 18 ოქტომბრამდე მოპასუხე ქ------- ბ-------ისათვის გადაცემულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე თბილისი, ეგ---------------------------------------------------–---, ამ ეტაპზე მოპასუხეები ზ------ი გ-----–-ილი და ქ------- ბ-------ე არ ცხოვრობენ და არ სარგებლობენ აღნიშნული ქონებით;

 

2.5. მხარეებს, ა---–-------–---–ს და ზ------ი გ-----–-ილს შორის დაძაბული ურთიერთობაა; დადგენილია, რომ საქართველოს შსს საპატრულო პოლიიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე N0----------- ზ------ი გ-----–-ილის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. ზ------ი გ-----–-ილმა მისამართზე თბილისი, ე--------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინას გასაღები ვერ მოარგო, რადგან საკეტი იყო შეცვლილი და მან გაზრახ დააზიანა ბინის შესასვლელი კარი. სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. ა---–-------–---–ი და ზ------ი გ-----–-ილი დაქორწინდნენ 2016 წლის 13 ივნისს;

 

2.7. ზ------ი გ-----–-ილი წარმოადგენს ქ------- ბ-------ის შვილს;

 

2.8. 2015 წლის 29 სექტემბერს იპოთეკარს, გამსესხებელ ს---------------ეს და მსესხებელ ა----------ეს შორის დაიდოს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გამსესხებელმა 11 თვის ვადით გადასცა ა----------ეს 11 000 (თერთმეტი ათასი) აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, 2017 წლის 30 მარტამდე. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, ს--------------ეს მიეცა ცხოვრების უფლება მესაკუთრის კუთვნილ ბინაში, მდებარე მისამართზე თბილისი, ქ--------------------, სართული 1, საკადასტრო კოდი 0----------------------; 2017 წლის 18 აპრილს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების სრულად შესრულების გამო, ა----------ესა და ს---------------ეს შორის დაიდო შეთანხმება სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ და საჯარო რეესტრში მოიხსნა რეგისტრირებული იპოთეკის უფლება ა----------ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე თბილისი, ქ--------------------, სართული 1, საკადასტრო კოდი 0----------------------;

 

2.9. 2017 წლის 18 აპრილს ზ------ი გ-----–-ილს (გამსესხებელი) და ა----------ეს (მსესხებელი) შორის დადო სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, გამსესხებელმა ა----------ემ სესხის სახით გადასცა თანხა 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი 2018 წლის 19 ოქტომბრამდე ვადით. სესხი გაიცა ფულადი სარგებლის (პროცენტის) დარიცხვის გარეშე. ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში იპოთეკარს, გამსესხებელს ზ------ გ-----–-ილს მიეცა მესაკუთრის საკუთრებაში არსებული ბინით, მდებარე, თბილისი, ეგ---------------------------------------------------–---, (საკადასტრო კოდი 0----------------------), სარგებლობის უფლება.

 

2.10. 2018 წლის 17 იანვარს ა----------ეს და ზ------ი გ-----–-ილს შორის დაიდო სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შეთანხმება, რომლის საფუძველზე გაუქმდა 2017 წლის 18 აპრილის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება (რეგისტრაციის ნომერი 1--------) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულების გამო და მოიხსნა რეგისტრირებული იპოთეკის უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე თბილისი, ე----------------------------------------------------–-- (საკადასტრო კოდი 0----------------------);

 

2.11. 2018 წლის 17 იანვარს დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზ------ი გ-----–-ილმა, როგორც ქ------- ბ-------ის წარმომადგენელმა მსესხებელს ა----------ეს გადასცა სესხი 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი, 2018 წლის 18 ოქტომბრამდე. მხარეთა განცხადებით, აღნიშნული სესხის თანხა გადაცემული იქნა ხელშეკრულების ხელმოწერამდე. სესხი გაიცა ყოველგვარი ფულადი სარგებლის (პროცენტის) დარიცხვის გარეშე. ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში იპოთეკარი, გამსესხებელი ქ-------ი ბ-------ეს მიეცა მესაკუთრის ა----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (მდებარე მისამართზე თბილისი, ეგ---------------------------------------------------–--- (საკადასტრო კოდი 0----------------------) სარგებლობის უფლება;

 

2.12. 2010 წლის 08 სექტემბერს ი----------–-–---–მა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თ--–--------–----------------- (საკადასტრო კოდი 5-----------) ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა შ--------–---–---–ზე. უძრავი ქონების შესაძენად, სს ,,ლ-------------ში“ მსესხებელ შ--------–---–---–ის საკრედიტო ხაზის ლიმიტი განისაზღვრა 25 000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით;

2010 წლის 03 სექტემბრის მდგომარეობით ი----------–-–---–ის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე ფიქსირდება თანხა 33718.24 აშშ დოლარის ოდენობით;

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოწმე ი----------–-–---–ის ჩვენებით, მან 2010 წლის 08 სექტემბერს კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხიდან 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარი, რომელიც გარკვეული პერიოდი გადაცემული ჰქონდა ნათესავისათვის, 2017 წლის აპრილის თვეში საჩუქრის სახით გადასცა თავის შვილს ა---–-------–---–ს და მის მეუღლეს ზ------ი გ-----–-ილის ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში მესამე პირისათვის სესხის გადაცემის სანაცვლოდ საცხოვრებელ ბინაზე სარგებლობისა და ცხოვრების უფლების მოპოვების მიზნით. მოწმე განმარტავს, რომ აღნიშნული თანხის გადაცემას ა---–-------–---–ისათვის სხვა პირი არ დასწრებია და ამ თანხის, 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადაცემის ფაქტის და დანიშნულების თაობაზე ცნობილი იყო მოპასუხე ზ------ი გ-----–-ილისათვის. ეს უკანასკნელი აღნიშნულ გარემოებას უარყოფს.

 

2.13. მოპასუხე ქ------- ბ-------ის მიერ ი----–-ის სახელმწიფოდან საქართველოში ზ------ი გ-----–-ილის სახელზე 2016 წლის ივნისის თვიდან 2017 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით გამოგზავნილი აქვს შემდეგი თანხები: 2016 წლის 09 ივნისს - 50 (ორმოცდაათი) ევრო, 14 ივნისს - 50 (ორმოცდაათი) ევრო, 21 ივნისს - 180 (ას ოთხმოცი) ევრო, 2017 წლის 02 თებერვალს - 400 (ოთხასი) ევრო, 11 თებერვალს - 150 (ას ორმოცდაათი) ევრო, 17 თებერვალს - 50 (ორმოცდაათი) ევრო, 25 თებერვალს - 50 (ორმოცდაათი) ევრო, 27 თებერვალს - 100 (ასი) ევრო, 2017 წლის 07 აპრილს - 50 (ორმოცდაათი) ევრო, 13 აპრილს - 800 (რვაასი) ევრო, 24 აპრილს - 50 (ორმოცდაათი) ევრო, 26 მაისს - 300 (სამასი) ევრო, 12 ივნისს - 30 (ოცდაათი) ევრო, 24 აგვისტოს - 50 (ორმოცდაათი) ევრო და 13 სექტემბერს - 350 (სამას ორმოცდაათი) ევრო. სულ ჯამში, მითითებული პერიოდის განმავლობაში, ქ------- ბ-------ეს ფულადი გზავნილით გადმოგზავნილი აქვს 2660 (ორი ათას ექვსას სამოცი) ევრო;

 

2.14. მოპასუხე ქ------- ბ-------ის განმარტებით, მას სესხის სახით გადაცემული თანხის სანაცვლოდ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე დროებით სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული ა-–----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თ---–-----–------------–-------- (საკადასტრო კოდი 0---------------------); დადგენილია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული მონაცემებით ა-–----------ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე (მდებარე თ---–-----–------------–--------, საკადასტრო კოდი 0----------------------, ფართი 26.00 კვ.მ. და თ---–-----–------------–--------, საკადასტრო კოდი 0----------------------, ფართი 39.50 კვ.მ.) 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 2018 წლის 06 ივნისამდე, იპოთეკა რეგისტრირებული არ არის; ქ------- ბ-------ის თანხმობით სესხის თანხა 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარის ოდენობით ა-–----------მა დაუბრუნა ქ------- ბ-------ის შვილს, ზ------ი გ-----–-ილს, რასაც ესწრებოდა სამი მოწმე;

 

სასამართლომ შენიშნა, რომ მოდავე მხარეებს შორის განსხვავებული პოზიცია იყო ა-–----------ას მიერ თანხის 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარის ზ------ი გ-----–-ილისათვის მოსარჩელე ა---–-------–---–ის თანდასწრებით გადაცემის თაობაზე. მოპასუხე ზ------ი გ-----–-ილის განმარტებით, ა-–----------ის მიერ თანხის დაბრუნების ფაქტს ესწრებოდა მოსარჩელე მხარე, თუმცა ეს უკანასკნელი უარყოფს მითითებულ გარემოებას. მტკიცებულება (მაგ. მოწმის ჩვენება) იმისა, რომ ა---–-------–---–ი ესწრებოდა ზ------ი გ-----–-ილისათვის დედის, ქ------- ბ-------ის მიერ სესხად გადაცემული თანხის დაბრუნებას, სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

2.15. მოპასუხეები - ზ------ი გ-----–-ილი, ქ------- ბ-------ე და ა----------ე განსახვავებულ პოზიციას აფიქსირებენ, 2017 წლის 18 აპრილს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ 2018 წლის 17 იანვარს შეთანხმების დადებისას სესხის თანხის 24 000 (ოცდაოთხი) ათასი ლარის გამსესხებლისათვის, ზ------ი გ-----–-ილისათვის დაბრუნებასთან დაკავშირებით;

სასამართლომ შენიშნა, რომ ქ------- ბ-------ის განმარტებით, მან ა-–----------ასგან დაბრუნებულ თანხას 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარს დაუმატა 1000 (ათასი) აშშ დოლარი და მისი კუთვნილი თანხით, 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარით ზ------ი გ-----–-ილმა თავის სახელით დადო ხელშეკრულება სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ. ზ------ი გ-----–-ილისა და ა---–-------–---–ს შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, ამ უკანასკნელს პრეტენზია გაუჩნდა ქ------- ბ-------ის კუთვნილ თანხაზე, რის გამოც, მოპასუხე ქ------- ბ-------ემ კატეგორიულად მოითხოვა ზ------ი გ-----–-ილის სახელზე დადებული ხელშეკრულების გაუქმება და თავისი სახელით გარიგების გაფორმება. მსესხებელ ა----------ის დედის, რომელიც მსახურობს საზღვარგარეთ, განმარტებით, მათ ამ ეტაპზე არ ჰქონდათ დასაბრუნებელი თანხა. ქ------- ბ-------ეს არ სჭირდებოდა თანხა, მის მიზანს წარმოადგენდა თავის სახელზე დადებული სესხის ხელშეკრულება ბინით სარგებლობის უფლებით. მსესხებელს თანხა არ გადაუცია არც ქ------- ბ-------ისათვის და არც ზ------ი გ-----–-ილისათვის;

 

მოპასუხეები ზ------ გ-----–-ილი და ა----------ე, რომლებიც, უშუალო მონაწილენი იყვნენ 2018 წლის 17 იანვარს ხელშეკრულების (18.04.2017 წელი) გაუქმებისა და იმავე დღეს ახალი სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადების შესახებ სანოტარო მოქმედებების შესრულებისა, აცხადებეს, რომ ა----------ემ სესხის თანხა 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი დაუბრუნა ზ------ი გ-----–-ილს და მან, იმავე დღეს, როგორც ქ------- ბ-------ის წარმომადგენელმა კვლავ სესხის სახით გადასცა ა----------ეს, 2018 წლის 18 ოქტომბრამდე ვადით.

 

სადავო გარემოებებთან მიმართებით, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოწმე მ---------------–---–ის ჩვენება (2018 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი), ვინაიდან, როგორც მან განმარტა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება იცოდა ქ------- ბ-------ისაგან გადმოცემით და უშუალოდ არ შესწრებია არც ერთი სადავო გარიგების დადებასა თუ რაიმე თანხის გადაცემას, რასაც კავშირი აქვს დავის საგანთან.

 

2.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის განჩინებით, ა---–-------–---–ს უარი ეთქვა მოპასუხე ზ------ი გ-----–-ილის მიმართ სარჩელის განსახილველად მიღებაზე;

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.17. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ა---–-------–---–მა მოითხოვა 2018 წლის 17 იანვარს ა----------ესა და ზ------ი გ-----–-ილს შორის დადებული 2017 წლის 18 აპრილის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შეთანხმების (რეგისტრაციის ნომერი 1--------) ბათილად ცნობა, 2018 წლის 17 იანვარს ა----------ესა და ქ------- ბ-------ეს (წარმომადგენელი ზ------ი გ-----–-ილი) შორის დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების (რეგისტრაციის ნომერი 1--------) ბათილად ცნობა, 2018 წლის 16 იანვრის მდგომარეობით 2017 წლის 18 აპრილის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების (რეგისტრაციის ნომერი N1--------) აღდგენა და ამ ხელშეკრულებიდან (რეგისტრაციის ნომერი N1--------) გამომდინარე 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარის ნახევრის - 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის მოთხოვნის უფლებაზე მესაკუთრედ აღიარება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრებაში წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. სასამართლომ მიუთითა, რომ საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ა---–-------–---–ი და ზ------ი გ-----–-ილი დაქორწინდნენ 2016 წლის 13 ივნისს (3.2.1). ისინი 2017 წლის სექტემბრის თვის შუა რიცხვებიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია. მხარეთა განმარტებით, ა---–-------–---–ი და ზ------ი გ-----–-ილი ქორწინების პერიოდში გარკვეული დრო ცხოვრობდნენ ა---–-------–---–ის დის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობს თბილისი, ვ---------–ის დასახლებაში, შემდეგ, ცხოვრობდნენ ა-–----------ას კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე თ---–-----–------------–---------ში. 2017 წლის 18 აპრილის შემდეგ, სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე ოჯახური თანაცხოვრების ფაქტობრივად შეწყვეტამდე ცხოვრობდნენ მისამართზე თბილისი, ეგ---------------------------------------------------–---. ამ ეტაპზე მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობაა (3.1.2., 3.1.2., 3.1.5). მოპასუხე ზ------ი გ-----–-ილი წარმოადგენს ქ------- ბ-------ის შვილს. დადგენილია, რომ ქ------- ბ-------ე ძირითადად ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ, ი----–-ის სახელმწიფოში, სადაც დასაქმებულია და აქვს მატერიალური შემოსავალი (3.2.2., 3.1.3).

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავე კოდექსის 289-ე მუხლით, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეების, ა---–-------–---–ისა და ზ------ი გ-----–-ილის ქორწინების პერიოდში, 2017 წლის 18 აპრილს ზ------ი გ-----–-ილს (გამსესხებელი) და ა----------ეს (მსესხებელი) შორის დადო სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, გამსესხებელმა ა----------ემ სესხის სახით გადასცა თანხა 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი 2018 წლის 19 ოქტომბრამდე ვადით. სესხი გაიცა ფულადი სარგებლის (პროცენტის) დარიცხვის გარეშე. ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში იპოთეკარს, გამსესხებელს ზ------ გ-----–-ილს მიეცა მესაკუთრის საკუთრებაში არსებული ბინით, მდებარე, თბილისი, ეგ---------------------------------------------------–---, (საკადასტრო კოდი 0----------------------), სარგებლობის უფლება. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლისათვის სესხის თანხის 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარის გადაცემა მოხდა ერთ-ერთი მეუღლის, ზ------ გ-----–-ილის მიერ და თანხის გადაცემა ემსახურებოდა ოჯახის საერთო ინტერესებს - საცხოვრებელი ფართით დროებით უზრუნველყოფას. სასამართლოს შეფასებით, სადავოა აღნიშნული ხელშეკრულებაში მითითებული სესხის თანხის წარმომავლობა და ის გარემოება, ვინ წარმოადგენს აღნიშნული ფულადი თანხაზე უფლებამოსილ პირს. სასამართლომ შენიშნა, რომ სესხის ხელშეკრულებაში გამსესხებლად მითითებულია ზ------ი გ-----–-ილი, რომელმაც თანხის გაცემის სანაცვლოდ განსაზღვრული ვადით მიიღო საცხოვრებელ ბინაში, მდებარე, თბილისი, ეგ---------------------------------------------------–---, ცხოვრების უფლება. მოსარჩელე მხარის მითითებით, 2017 წლის 18 აპრილს გამსესხებელ ზ------ი გ-----–-ილის მიერ გადაცემული თანხა 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი წარმოადგენს მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას და ამ თანხის ნაწილზე მას აქვს საკუთრების მოთხოვნის უფლება. მხარეთა შორის უდავოა ის გარემოება, რომ აღნიშნული სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება (18.04.2017 წელი) დადებული იყო იმ მიზნით, რომ მეუღლეებს მიეღოთ სესხის ნაცვლად გადაცემულ საცხოვრებელ ბინაში დროებით სარგებლობის, ცხოვრების უფლება. მხარეები, ა---–-------–---–ი და ზ------ გ-----–-ილი ა----------ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში (მდებარე თბილისი, ეგ---------------------------------------------------–---) ცხოვრობდნენ 2017 წლის სექტემბრის თვის შუა რიცხვებამდე, ხოლო მითითებული პერიოდიდან დაძაბული ურთიერთობის გამო მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა (3.1.1., 3.1.2). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის ინტერესი იყო 2017 წლის 18 აპრილს დადებული სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მეუღლეთა საერთო საკუთრებაზე (24 000 ლარის ოდენობით თანხაზე) მოთხოვნის უფლების მოპოვება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლის მიხედვით, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია. დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეები დავობენ ზემოთ მითითებული სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხის 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარის წარმომავლობასთან, მისი, როგორც გვაროვნული ნივთის კუთვნილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოსარჩელე ა---–-------–---–ის მითითებით, ზ------ გ-----–-ილის მიერ ა----------ისათვის 2017 წლის 18 აპრილს სესხად გადაცემული თანხიდან 9 000 აშშ დოლარი საჩუქრად გადასცა დედამ, ი----------–-–---–მა, ხოლო დანარჩენი თანხა დაახლოებით 1000 აშშ დოლარი დაამატა მოსარჩელე ზ------ გ-----–-ილის დედამ, ქ------- ბ-------ემ. თავის მხრივ, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ი----------–-–---–მა დაადასტურა, რომ მან 2010 წლის 08 სექტემბერს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე თ--–--------–----------------- (საკადასტრო კოდი 5-----------) გასხვისების შედეგად მიღებული თანხიდან, რომელიც გარკვეული პერიოდი გადაცემული ჰქონდა ნათესავისათვის, 2017 წლის აპრილის თვეში საჩუქრის სახით გადასცა თავის შვილს ა---–-------–---–ს და მის მეუღლეს ზ------ი გ-----–-ილის ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში მათი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის (3.2.7). მოწმე განმარტავს, რომ აღნიშნული თანხის გადაცემას ა---–-------–---–ისათვის სხვა პირი არ დასწრებია და ამ თანხის, 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადაცემის ფაქტის და დანიშნულების თაობაზე ცნობილი იყო მოპასუხე ზ------ი გ-----–-ილისათვის. ეს უკანასკნელი აღნიშნულ გარემოებას უარყოფს. მოსარჩელე მხარის პოზიციას ფულადი თანხის წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხე მხარებს უპირისპირებს თავის მოსაზრებას გასესხებული თანხის ქ------- ბ-------ის კუთვნილების თაობაზე. კერძოდ, მოპასუხე ქ------- ბ-------ის განმარტებით, მას სესხის სახით გადაცემული თანხის სანაცვლოდ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე დროებით სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული ა-–----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თ---–-----–------------–--------. ქ------- ბ-------ის თანხმობით სესხის თანხა 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარის ოდენობით ა-–----------მა დაუბრუნა ქ------- ბ-------ის შვილს, ზ------ი გ-----–-ილს, რასაც ესწრებოდა სამი მოწმე (3.2.9). როგორც საქმის განხილვის დროის გამოიკვეთა, მოდავე მხარეებს შორის განსხვავებული პოზიციაა ა-–----------ას მიერ თანხის 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარის ზ------ი გ-----–-ილისათვის მოსარჩელე ა---–-------–---–ის თანდასწრებით გადაცემის თაობაზე. მოპასუხე ზ------ი გ-----–-ილის განმარტებით, ა-–----------ის მიერ თანხის დაბრუნების ფაქტს ესწრებოდა მოსარჩელე მხარე, თუმცა ეს უკანასკნელი უარყოფს მითითებულ გარემოებას. მტკიცებულება (მაგ. მოწმის ჩვენება) იმისა, რომ ა---–-------–---–ი ესწრებოდა ზ------ი გ-----–-ილისათვის დედის, ქ------- ბ-------ის მიერ სესხად გადაცემული თანხის დაბრუნებას, საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოპასუხე ზ------ი გ-----–-ილი განმარტავს, რომ მის მიერ 2017 წლის 18 აპრილს ხელშეკრულების საფუძველზე გასესხებული თანხა წარმოადგენდა დედის, ქ------- ბ-------ის საკუთრებას, მის მიერ საზღვარგარეთიდან გამოგზავნილ თანხებს. დადგენილია, რომ მოპასუხე ქ------- ბ-------ის მიერ ი----–-ის სახელმწიფოდან საქართველოში ზ------ი გ-----–-ილის სახელზე 2016 წლის ივნისის თვიდან 2017 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით გამოგზავნილი აქვს 2660 (ორი ათას ექვსას სამოცი) ევრო (3.2.8) მეტი ოდენობით თანხის გადმოგზავნის შესახებ მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოება, საქმეზე წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება.

 

სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეზე, მოპასუხეთა სამართლებრივ შედავებას წარმოადგენდა ის, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა არა მეუღლეების - ა---–-------–---–ის და ზ------ი გ-----–-ილის ერთობლივი შრომის შედეგად, საერთო მეურნეობის წარმოებით მიღებულ თანხას, არამედ მოპასუხე ქ------- ბ-------ის კუთვნილ ფულად სახსრებს, რომელიც მიღებული იქნა ამ უკანასკნელის მოვალის - ა-–----------ასა და ქ------- ბ-------ის მიერ საზაღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხების ერთობლიობით. კონკრეტულად იმ გარემოების დამადასტურებელი უტყუარი, სარწმუნო მტკიცებულება, რომ ა-–----------ას მიერ 2017 წლის 14 აპრილს ზ------ი გ-----–-ილისათვის გადაცემული თანხით (თუკი ასეთს მართლაც ჰქონდა ადგილი) მოხდა ა----------ის ბინაზე მეუღლეების მიერ დროებითი სარგებლობის უფლების მოპოვება, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის. სადავო გარემოებებთან მიმართებით, სასამართლომ სათანადო მტკიცებულების ძალა ვერ მიანიჭა მოწმე მ---------------–---–ის ჩვენებას, რომელმაც, როგორც ქ------- ბ-------ის მეგობარმა, ახლობელმა, მხოლოდ ამ უკანასკნელისგან გადმოცემით იცის საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, მათ შორის ზ------ გ-----–-ილის მიერ 2017 წლის 18 აპრილს გასესხებული თანხის წარმომავლობის შესახებ. მოწმის განმარტებით, იგი უშუალოდ არ შესწრებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არც ერთ ფაქტს, არც ა-–----------ას მიერ თანხის დაბრუნების ან უშუალოდ ამ თანხის ზ------ გ-----–-ილის მიერ მესამე პირზე სესხად გაცემას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა ეწინააღმდეგება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ მოპასუხე მხარეთა განმარტება (მათ შორის ქ------- ბ-------ის წერილობითი განცხადება) არ მიიჩნევა საკმარის მტკიცებულებად სადავო თანხის მოპასუხე ქ------- ბ-------ის საკუთრებად მიჩნევისათვის. მხარეს, გარდა თავისი ზეპირი განმარტებისა, არ მიუთითებია და წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ ქ------- ბ-------ემ დაიბრუნა გასესხებული თანხა 2017 წლის აპრილის თვეში და ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც, უტყუარად ვერ მიიჩნევა მხარის მიერ მითითებული გარემოება, რომ სწორედ ეს თანხა იქნა სესხის სახით გადაცემული ა----------ისათვის 2017 წლის 18 აპრილს, ხელშეკრულების დადების დროს.

 

სასამართლომ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მოსარჩელე მხარის პოზიციაზე თანხის კუთვნილებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ, მხარის მოსაზრება თანხის წარმომავლობის თაობაზე არის ის, რომ მან აღნიშნული თანხა მიიღო დედისგან, ი----------–-–---–ისგან საჩუქრის სახით. მოწმე ი----------–-–---–ი ადასტურებს აღნიშნულს, თუმცა შესაძლოა საეჭვოდ იქნეს მიჩნეული 2010 წლის სექტემბრის თვეში ნივთის გასხვისებით მიღებული თანხიდან გარკვეული ნაწილის (მხარის მითითებით 9000 აშშ დოლარი) ა---–-------–---–ისათვის 2017 წლის (ანუ დაახლოებით შვიდი წლის შემდეგ) აპრილის თვეში საჩუქრად გადაცემა. სასამართლო მიუთითებს იმაზეც, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 28 აპრილს სესხად გაცემული თანხის უმეტესი ნაწილი 9000 აშშ დოლარი წარმოადგენდა დედის, ი----------–-–---–ისგან გადმოცემულ თანხას, აღნიშნულ ქონებას მხარე მიიჩნევს, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებას, მიღებული იყო რა ა---–-------–---–ისა და მოპასუხე ზ------ი გ-----–-ილის ქორწინების პერიოდში ერთ ოჯახად ცხოვრების დროს ოჯახის საერთო კეთილდღეობის მიზნით. თავად მოპასუხე ზ------ გ-----–-ილმა უარყო და განაცხადა, რომ მან ამ თანხის ა---–-------–---–ისათვის გადაცემისა და დანიშნულების თაობაზე მისთვის ცნობილი არ ყოფილა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მხარე აპელირებს რა ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებზე, სათანადო მტკიცებულებათა წარდგენით, ვერც ერთი მათგანი უტყუარად ვერ ადასტურებს 2017 წლის 18 აპრილს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ა----------ისათვის გადაცემული თანხის რეალურ წარმომავლობას, თუმცა განსხვავებით მოპასუხისაგან, მოსარჩელე მხარე, ამ თანხას (24 000 ლარის ოდენობით) განსაზღვრავს, როგორც მეუღლეთა საერთო ქონებას, თანასაკუთრებას.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, 2018 წლის 17 იანვარს ა----------ეს და ზ------ი გ-----–-ილს შორის დაიდო სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შეთანხმება, რომლის საფუძველზე გაუქმდა 2017 წლის 18 აპრილის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება (რეგისტრაციის ნომერი 1--------) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულების გამო და მოიხსნა რეგისტრირებული იპოთეკის უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე თბილისი, ე----------------------------------------------------–-- (საკადასტრო კოდი 0----------------------). ამავე დღეს, 2018 წლის 17 იანვარს ზ------ი გ-----–-ილმა, როგორც ქ------- ბ-------ის წარმომადგენელმა მსესხებელს ა----------ეს ისევ გადასცა სესხი 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი, 2018 წლის 18 ოქტომბრამდე. მხარეთა განცხადებით, აღნიშნული სესხის თანხა გადაცემული იქნა ხელშეკრულების ხელმოწერამდე. სესხი გაიცა ყოველგვარი ფულადი სარგებლის (პროცენტის) დარიცხვის გარეშე. ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში იპოთეკარი, გამსესხებელი ქ-------ი ბ-------ეს მიეცა მესაკუთრის ა----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (მდებარე მისამართზე თბილისი, ეგ---------------------------------------------------–--- (საკადასტრო კოდი 0----------------------) სარგებლობის უფლება (3.2.5., 3.2.6). მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში, ამ ეტაპზე მოპასუხეები ზ------ი გ-----–-ილი და ქ------- ბ-------ე არ ცხოვრობენ და არ სარგებლობენ აღნიშნული ქონებით. ქ------- ბ-------ე, როგორც უკვე აღინიშნა ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ და იგი სადავო ხელშეკრულების დადების დროისაც, ცხოვრობდა საზღვარგარეთ, ი----–-ის სახელმწიფოში. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე 2018 წლის 17 იანვრის შეთანხმების (18.04.2017 წლის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ) და 2018 წლის 17 იანვარს ქ------- ბ-------ის (წარმომადგენელი ზ------ი გ-----–-ილი) და ა----------ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული გარიგება წარმოადგენდა მოჩვენებით, თვალთმაქცურ გარიგებებს, რეალურად არ ისახავდა გარიგებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომას. ამ შემთხვევაში, ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდა ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს ნათელია კავშირი ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. აღნიშნული მოთხოვნა კი ემყარება სწორედ იმ გარემოებას, რომ თავად მოპასუხე ქ------- ბ-------ე აღიარებს, რომ მისი კატეგორიული მოთხოვნით გაუქმდა 2017 წლის აპრილის თვეში ზ------ი გ-----–-ილის სახელით დადებული გარიგება და 2018 წლის 17 იანვარს უკვე ქ------- ბ-------ის სახელით (ზ------ი გ-----–-ილის წარმომადგენლობით) დაიდო ახალი იპოთეკის ხელშეკრულება, თუმცა თავად იგი აღიარებს, რომ მსესხებლის მიერ თანხის დაბრუნება ამ დღეს არ მომხდარა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის ფარგლებში, თავის მხრივ, სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მოპასუხეთა ქმედების მართლზომიერების გამოსარკვევად არსებული მოცემულობის შემოწმება უნდა განხორციელებულიყო სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის კონტექსტში. კერძოდ, მითითებული ნორმის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). აღნიშნული მუხლის სამართლებრივი შეფასება დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით მოცემულია არაერთ სამოქალაქო საქმეზე. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. ამგვარი გარიგების დადებისას, იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). გარიგების შედეგად კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევა ხელშეკრულების ორივე მხარის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე მიუთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით განმტკიცებულია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის მიერ მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების სტანდარტი. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. მოცემული დავის ფარგლებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობა. იმის გარდა, რომ მოსარჩელე მხარე მიუთითებს 2018 წლის 17 იანვარს დადებულ გარიგებათა მონაწილე სუბიექტების ნების გამოვლენის ნაკლზე, საერთო მიზანზე, რომელიც არამართლზმოიერად ზღუდავს მოსარჩელე ა---–-------–---–ის უფლება დააყენოს მოთხოვნა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე, თავად მოპასუხე მხარე, ქ------- ბ-------ე განმარტავს, რომ სწორედ მისი დაჟინებული, კატეგორიული მოთხოვნით გაუქმდა 2017 წლის 18 აპრილს ზ------ი გ-----–-ილისა და ა----------ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ გარიგების გაუქმების დღესვე, საცხოვრებელი ფართის საჭიროებიდან გამომდინარე ქ------- ბ-------ის სახელით დადებულიყო ახალი სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, სადაც გამსესხებლად მითითებული იქნებოდა ქ------- ბ-------ე. მისივე განმარტებით, მისი ინტერესი არ იყო თანხის დაბრუნება და მსესხებელს თანხა არ გადაუცია არც ქ------- ბ-------ისათვის და არც ზ------ი გ-----–-ილისათვის (3.2.10). საგულისხმოა, რომ აღნიშნულ საკითხზე მოპასუხეებს ზ------ გ-----–-ილს და ა----------ეს განსხვავებული პოზიცია აქვთ. ისინი, რომლებიც, უშუალო მონაწილენი იყვნენ 2018 წლის 17 იანვარს ხელშეკრულების (18.04.2017 წელი) გაუქმებისა და იმავე დღეს ახალი სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადების შესახებ სანოტარო მოქმედებების შესრულებისა, აცხადებენ, რომ ა----------ემ სესხის თანხა 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი დაუბრუნა ზ------ი გ-----–-ილს და მან, იმავე დღეს, როგორც ქ------- ბ-------ის წარმომადგენელმა კვლავ სესხის სახით გადასცა ა----------ეს, 2018 წლის 18 ოქტომბრამდე ვადით, რაც ასევე, ეჭვს ბადებს ახალი სასესხო ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ თავად ქ------- ბ-------ემ აღიარა ის ფაქტობრივი მოცემულობა, რამაც განაპირობა მისი სახელით და ზ------ი გ-----–-ილის წარმომადგენლობით ახალი სესხის ხელშეკრულების დადება, კერძოდ, მოსარჩელე ა---–-------–---–ის, როგორც მეუღლის შესაძლო პრეტენზია ზ------ი გ-----–-ილის სესხად გადაცემული თანხაზე. სწორედ ამ ,,საფრთხის“ თავიდან აცილების მიზნით, ქ------- ბ-------ის განმარტებითვე, მოხდა იმ სესხის ხელშეკრულების დადება ა----------ესთან 2018 წლის 17 იანვარს, რასაც არ შეუცვლია არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა, არ მოჰყოლია რაიმე სამართლებრივი შედეგი (თანხის გამსესხებლისათვის გადაცემა) და მიზნად ისახავდა მხოლოდ ზ------ი გ-----–-ილის საოჯახო-სამართლებრივ ვალდებულებათა თავიდან არიდებას. ქ------- ბ-------ის განმარტებიდან ჩანს, რომ 2017 წლის 18 აპრილის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ვადამდე ადრე გაუქმდა ისე, რომ მსესხებელს ა----------ეს გამსესხებლის მიმართ ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია. მოპასუხეები ზ------ი გ-----–-ილი და ა----------ე თავიანთ განმარტებაში ადასტურებენ, რომ ქ------- ბ-------ის კატეგორიულმა მოთხოვნამ განაპირობა ზ------ი გ-----–-ილის სახელით დადებული გარიგების გაუქმება და ახალი გამსესხებლის მითითებით სხვა ხელშეკრულების დადება. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულების საეჭვოობისას, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს. სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება), რომელიც, თავის მხრივ, მიიღო მსესხებელმა. სწორედ ამ გარემოების მტკიცების რეალიზება ვერ მოახდინა მოპასუხე მხარემ, რომელიც მართალია მიუთითებდა, რომ დადო ახალი ხელშეკრულება ქ------- ბ-------ის სახელით და გადასცა თანხა 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი მსესხებელს, თუმცა თავად ხელშეკრულების მხარე, გამსესხებელი ქ------- ბ-------ე მიუთითებდა საწინააღმდეგოზე და როგორც ზემოთ ითქვა, მას თანხა წინა გარიგების გაუქმების დროს არ მიუღია და შესაბამისად, იმავე დღეს ხელახლა არ გადაუცია მსესხებლისათვის. თანხის გადაცემის ნამდვილობის (სესხის ხელშეკრულების დადების) თვალსაზრისით უდავოდ მნიშვნელოვანია თანხის მსესხებლისათვის რეალურად გადაცემის დადასტურება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. აღნიშნული გარემოებათა ერთობლიობა კი, სასამართლოს შეფასებით, ქმნის საკმარის და უტყუარ საფუძველს 2018 წლის 17 იანვრის 1-------- შეთანხმების (18.04.2017 წლის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ) და 2018 წლის 17 იანვარს ქ------- ბ-------ის (წარმომადგენელი ზ------ი გ-----–-ილი) და ა----------ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების (N1--------), როგორც მოჩვენებითი გარიგებების ბათილად ცნობისათვის.

 

სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, განემარტა მხარის აღიარების სამართლებრივი მნიშვნელობა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლების თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას. განხილულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა 2018 წლის 17 იანვარს დადებული 18.04.2017 წლის იპოთეკის გაუქმების შესახებ შეთანხმების (N1--------), 2018 წლის 17 იანვარს დადებული სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების (N1--------) ბათილად ცნობისა და 2018 წლის 16 იანვრის მდგომაროებით 18.04.2017 წლის ხელშეკრულების მოქმედების აღდგენის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე ა---–-------–---–ის მოთხოვნა ქორწინების პერიოდში ზ------ი გ-----–-ილის მიერ სესხად გადაცემული თანხის ნახევარის მოთხოვნის უფლებაზე მესაკუთრედ აღიარების შესახებ ეფუძნება საოჯახო-სამართლებრივ ნორმებს, რომლის ძალითაც ქორწინების განმავლობაში შეძენილი (შექმნილი) ქონება ითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად. განსახილველ დავაზე, დადგინდა, რომ ზ------ი გ-----–-ილის მიერ სესხად გაცემული თანხა წარმოადგენს იმ ქონებრივ სიკეთეს, რაზეც უფლებამოსილ პირს ზ------ი გ-----–-ილთან (ხელშეკრულების მხარესთან, გამსესხებელთან) ერთად თანაბარი წილის უფლებით წარმოადგენს მოსარჩელე ა---–-------–---–იც, თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 1151-ე და 1168-ე მუხლის პირველი ნაწილისა. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ზემოთ მითითებული საოჯახო-სამართლებრივი ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლომ ჩათვალა, რომ აღიარებულ უნდა ყოფილიყო 2017 წლის 18 აპრილს დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებიდან (რეგისტრაციის ნომერი N1--------) გამომდინარე 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარის ნახევრის - 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის მოთხოვნის უფლებაზე მესაკუთრედ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ ი----------–-–---–მა, მოსარჩელის დედამ, 2010 წლის 08 სექტემბერს კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხიდან 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარი, რომელიც გარკვეული პერიოდი გადაცემული ჰქონდა ნათესავისათვის, 2017 წლის აპრილის თვეში საჩუქრის სახით გადასცა თავის შვილს - ა---–-------–---–ს და მის მეუღლეს - ზ------ გ-----–-ილს ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში მესამე პირისათვის სესხის გადაცემის სანაცვლოდ საცხოვრებელ ბინაზე სარგებლობისა და ცხოვრების უფლების მოპოვების მიზნით. მოწმე ი----------–-–---–მა, რომელიც დაინტერესებული პირია, სასამართლოს განმარტებით, აჩვენა რომ აღნიშნული თანხის გადაცემას ა---–-------–---–ისათვის სხვა პირი არ დასწრებია და ამ თანხის, 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადაცემის ფაქტის და დანიშნულების თაობაზე ცნობილი იყო მოპასუხე ზ------ გ-----–-ილისათვის, რომელმაც გარემოება უარყო. სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმე ი----------–-–---–ის ჩვენება და მას უპირატესობა მისცა სხვა მტკიცებულებთან შედარებით, მათ შორის - უგულებელყოფილ იქნა საქმეზე დართული ა-–----------ას ხელწერილი დაბრუნებული თანხის კუპიურების მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, რომლითაც დასტუდება, რომ ამ უკანასკნელმა 9000 აშშ დოლარი დაუბრუნა ქ------- ბ-------ეს, რითიც შემდგომ, 2017 წლის 18 აპრილის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტამდე ცხოვრობდნენ მისამართზე თბილისი, ეგ---------------------------------------------------–---. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დააგინა, რომ სადავო უფლება თანხაზე წარმოადგენდა მეუღლეთა თანაცხოვრებისას შეძენილს.

 

აპელანტების შეფასებით, ის გარემოება, რომ ქ------- ბ-------ის კუთვნილი 9000 აშშ დოლარი სესხის და მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვამდე დაუბრუნდა ზ------ გ-----–-ილს დედის თანხმობით, უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიჩნევის მიუხედავად, სასამართლოს შეფასების საგანი არ გამხდარა, ისევე, როგორც შეფასების საგანი არ გამხდარა ის გარემოება, სასამართლოსათვის სამი სხვადასხვა ფორმით წარდგენილ სარჩელში არსად, უბრალო მინიშნებითაც კი არ ყოფილა ნათქვამი, რომ დედამ საჩუქრად გადასცა 9000 აშშ დოლარი, ანუ სწორედ იმდენი, რამდენიც ა-–----------ასასთვის ჰქონდა ქ------- ბ-------ეს გადაცემული მისი კუთვნილი უძრავი ნივთით სარგებლობის ნაცვლად და დაბრუნებულ იქნა ა----------ესთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადების წინ, ანდა როდის, რა ვითარებაში შეიძინეს იგი ერთობლივად. აპელანტების განმარტებით, ფაქტია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილით სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და ისე გაიზიარა მოსარჩელის პოზცია, რომ არ უარუყვია მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, ამასთან რიგი გარემოებათა შეუფასებლად სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ა----------ისათვის გადაცემული თანხა ქ------- ბ-------ის საკუთრებას კი არ წარმოადგენდა, რომელიც ზ------ გ-----–-ილმა დედის თანხმობით გამოიყენა, არამედ აღნიშნული თურმე წარმოადგენდა მხარეთა მიერ ქორწინებაში შეძენილ თანხას ისე, რომ სასამართლოს არ გასჩენია კითხვა, რატომ აცხოვრებდა უცხო ადამიანებს ა-–----------ა თავის სახლში, რატომ დაუბრუნა ზ------ გ-----–-ილს დედის კუთვნილი თანხა, რატომ იყო შეუძლებელი ამ თანხის კვლავ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გამოსაყენებლად და რატომ იყო დასაჯერებელი, რომ ი----------–-–---–ს 2017 წლის მდგომარეობით საბანკო დაწესებულებაში კი არ ერიცხებოდა საკმაოდ სოლიდური თანხა, არამედ წლების განმავლობაში დღემდე დაუდგენილი ნათესავისათვის ჰქონდა გადაცემული.

 

აპელანტების განმარტებით, უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ 2017 წლის 18 აპრილის მდგომარეობით ქ------- ბ-------ეს ნამდვილად გააჩნდა წინა მსესხებელის და არარეგისტრირებული იპოთეკარისათვის ა-–----------ასაგან ზ------ გ-----–-ილისათვის გადაცემული თანხა, ის გარემოება კი, რომ 2010 წლიდან 2017 წლის 18 აპრილამდე ი----------–-–---–ს კვლავ ჰქონდა თანხა, რომელიც შესაძლოა შვილისათვის საჩუქრად მიეცა, დადასტურებული არ არის. ამასთან, სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილით განმარტა, რომ ,,მხარის მოსაზრება თანხის წარმომავლობის თაობაზე არის ის, რომ მან აღნიშნული თანხა მიიღო დედისგან, ი----------–-–---–ისგან საჩუქრის სახით. მოწმე ი----------–-–---–ი ადასტურებს აღნიშნულს. თუმცა შესაძლოა საეჭვოდ იქნეს მიჩნეული 2010 წლის სექტემბრის თვეში ნივთის გასხვისებით მიღებული თანხიდან გარკვეული ნაწილის (მხარის მითითებით 9000 აშშ დოლარი) ა---–-------–---–ისათვის 2017 წლის (ანუ დაახლოებით შვიდი წლის შემდეგ) აპრილის თვეში საჩუქრად გადაცემა. სასამართლო მიუთითებს იმაზეც, რომ მიუხედავად მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 28 აპრილს სესხად გაცემული თანხის უმეტესი ნაწილი 9000 აშშ დოლარი წარმოადგენდა დედის, ი----------–-–---–ისგან გადაცემულ თანხას, აღნიშნულ ქონებას მხარე მიიჩნევს, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებას, მიღებული იყო რა ა---–-------–---–ისა და მოპასუხე ზ------ი გ-----–-ილის ქორწინების პერიოდში ერთ ოჯახად ცხოვრების დროს ოჯახის საერთო კეთილდღეობის მიზნითო“. აპელანტები მიუთიტებენ, რომ უსაფუძვლო და არანაირი სამართლებრივი შედგის მომტანია ა---–-------–---–ის მოთხოვნა 2018 წლის 17 იანვარს ა----------ესა და ზ------ი გ-----–-ილს შორის დადებული შეთანხმების 2017 წლის 18 აპრილის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ბათილად ცნობის და 2018 წლის 17 იანვარს ა----------ესა და ქ------- ბ-------ეს შორის დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასათან და 2017 წლის 18 აპრილის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან ხელშეკრულებათა ბათილობის გარეშეც შესაძლებელი იქნებოდა ა---–-------–---–ის 2017 წლის 18 აპრილს ა----------ესა და ზ------ გ-----–-ილს შორის დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 24 000 ლარის ნახევრის - 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის მოთხოვნის უფლებაზე მესაკუთრედ ცნობის და მისი შემდგომი ტრანზაქციის მონაწილედ ცნობასთან დაკავშირებით, თუ უტყუარად დადგინდებოდა რომ აღნიშნული თანხა მეუღლეთა თანაცხოვრებისას შეძენილს წარმოადგენდა. ამდენად, აპელანტების შეფასებით, სასამართლოს დავის გადაწყვეტისას არ გამოუყენებია არც მტკიცებულება, არც მისი შესაბამისი შინაგანი რწმენა, შესაბამისად არაა გადაწყვეტილებაში ეს ყოველივე ასახული, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე ა---–-------–---–ი და მოპასუხე ზ------ი გ-----–-ილი დაქორწინდნენ 2016 წლის 13 ივნისს. 2017 წლის სექტემბრის თვის შუა რიცხვებიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას; მხარეები, ქორწინების პერიოდში გარკვეული დრო ცხოვრობდნენ ა---–-------–---–ის დის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობს თბილისი, ვ---------–ის დასახლებაში, შემდეგ, ცხოვრობდნენ ა-–----------ას კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე თ---–-----–------------–---------ში. 2017 წლის 18 აპრილის შემდეგ, სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე ოჯახური თანაცხოვრების ფაქტობრივად შეწყვეტამდე ცხოვრობდნენ მისამართზე თბილისში, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების ქუჩა N11-ში, სართული 1; ქ------- ბ-------ე ძირითადად ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ, ი----–-ის სახელმწიფოში, სადაც დასაქმებულია და აქვს მატერიალური შემოსავალი;

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ამ ეტაპზე მოპასუხეები ზ------ი გ-----–-ილი და ქ------- ბ-------ე არ ცხოვრობენ სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის უფლებით 2018 წლის 18 ოქტომბრამდე მოპასუხე ქ------- ბ-------ისათვის გადაცემულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე თბილისი, ეგ---------------------------------------------------–---, და არ სარგებლობენ აღნიშნული ქონებით; მხარეებს, ა---–-------–---–ს და ზ------ი გ-----–-ილს შორის დაძაბული ურთიერთობაა; დადგენილია, რომ საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე N0----------- ზ------ი გ-----–-ილის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. ზ------ი გ-----–-ილმა მისამართზე თბილისი, ე--------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინას გასაღები ვერ მოარგო, რადგან საკეტი იყო შეცვლილი და მან გაზრახ დააზიანა ბინის შესასვლელი კარი. სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო;

 

სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2017 წლის 18 აპრილს ზ------ი გ-----–-ილს (გამსესხებელი) და ა----------ეს (მსესხებელი) შორის დადო სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, გამსესხებელმა ა----------ეს სესხის სახით გადასცა თანხა 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი 2018 წლის 19 ოქტომბრამდე ვადით. სესხი გაიცა ფულადი სარგებლის (პროცენტის) დარიცხვის გარეშე. ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში იპოთეკარს, გამსესხებელს ზ------ გ-----–-ილს მიეცა მესაკუთრის საკუთრებაში არსებული ბინით, მდებარე, თბილისი, ეგ---------------------------------------------------–---, (საკადასტრო კოდი 0----------------------), სარგებლობის უფლება. 2018 წლის 17 იანვარს ა----------ეს და ზ------ი გ-----–-ილს შორის დაიდო სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შეთანხმება, რომლის საფუძველზე გაუქმდა 2017 წლის 18 აპრილის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება (რეგისტრაციის ნომერი 1--------) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულების გამო და მოიხსნა რეგისტრირებული იპოთეკის უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე თბილისი, ე----------------------------------------------------–-- (საკადასტრო კოდი 0----------------------); 2018 წლის 17 იანვარს დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზ------ი გ-----–-ილმა, როგორც ქ------- ბ-------ის წარმომადგენელმა მსესხებელს ა----------ეს გადასცა სესხი 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი, 2018 წლის 18 ოქტომბრამდე. მხარეთა განცხადებით, აღნიშნული სესხის თანხა გადაცემული იქნა ხელშეკრულების ხელმოწერამდე. სესხი გაიცა ყოველგვარი ფულადი სარგებლის (პროცენტის) დარიცხვის გარეშე. ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში იპოთეკარი, გამსესხებელი ქ-------ი ბ-------ეს მიეცა მესაკუთრის ა----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (მდებარე მისამართზე თბილისი, ეგ---------------------------------------------------–--- (საკადასტრო კოდი 0----------------------) სარგებლობის უფლება;

 

დადგენილია ასევე, რომ ქ------- ბ-------ის მიერ ი----–-ის სახელმწიფოდან საქართველოში მისი შვილის ზ------ი გ-----–-ილის სახელზე 2016 წლის ივნისის თვიდან 2017 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით გამოგზავნილი აქვს შემდეგი თანხები: 2016 წლის 09 ივნისს - 50 (ორმოცდაათი) ევრო, 14 ივნისს - 50 (ორმოცდაათი) ევრო, 21 ივნისს - 180 (ას ოთხმოცი) ევრო, 2017 წლის 02 თებერვალს - 400 (ოთხასი) ევრო, 11 თებერვალს - 150 (ას ორმოცდაათი) ევრო, 17 თებერვალს - 50 (ორმოცდაათი) ევრო, 25 თებერვალს - 50 (ორმოცდაათი) ევრო, 27 თებერვალს - 100 (ასი) ევრო, 2017 წლის 07 აპრილს - 50 (ორმოცდაათი) ევრო, 13 აპრილს - 800 (რვაასი) ევრო, 24 აპრილს - 50 (ორმოცდაათი) ევრო, 26 მაისს - 300 (სამასი) ევრო, 12 ივნისს - 30 (ოცდაათი) ევრო, 24 აგვისტოს - 50 (ორმოცდაათი) ევრო და 13 სექტემბერს - 350 (სამას ორმოცდაათი) ევრო. სულ ჯამში, მითითებული პერიოდის განმავლობაში, ქ------- ბ-------ეს ფულადი გზავნილით გადმოგზავნილი აქვს 2660 (ორი ათას ექვსას სამოცი) ევრო; მოპასუხე ქ------- ბ-------ის განმარტებით, მას სესხის სახით გადაცემული თანხის სანაცვლოდ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე დროებით სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული ა-–----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თ---–-----–------------–-------- (საკადასტრო კოდი 0---------------------);

 

დადგენილია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული მონაცემებით ა-–----------ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე (მდებარე თ---–-----–------------–--------, საკადასტრო კოდი 0----------------------, ფართი 26.00 კვ.მ. და თ---–-----–------------–--------, საკადასტრო კოდი 0----------------------, ფართი 39.50 კვ.მ.) 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 2018 წლის 06 ივნისამდე, იპოთეკა რეგისტრირებული არ არის; ქ------- ბ-------ის თანხმობით სესხის თანხა 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარის ოდენობით ა-–----------მა დაუბრუნა ქ------- ბ-------ის შვილს, ზ------ი გ-----–-ილს, რასაც ესწრებოდა სამი მოწმე; დადგენილია, რომ მოპასუხეები - ზ------ი გ-----–-ილი, ქ------- ბ-------ე და ა----------ე განსახვავებულ პოზიციას აფიქსირებენ, 2017 წლის 18 აპრილს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ 2018 წლის 17 იანვარს შეთანხმების დადებისას სესხის თანხის 24 000 (ოცდაოთხი) ათასი ლარის გამსესხებლისათვის, ზ------ი გ-----–-ილისათვის დაბრუნებასთან დაკავშირებით;

 

4.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ ა----------ისათვის გადაცემული თანხა წარმოადგენდა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას, რის გამოც მას უნდა დაუბრუნდეს ა----------ისაგან დასაბრუნებული თანხის ნახევარი. შესაბამისად, მას სურს აღდგეს 2017 წლის 18 აპრილის სესხის ხელშეკრულების მოქმედება და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას გადაეცეს 24000 ლარის ნახევრის 12 000 ლარის მისთვის გადაცემას. მოპასუხე აღნიშნულს უარყოფს იმაზე დაყრდნობით, რომ მითითებული თანხა წარმოადგენდა ქ------- ბ-------ისათვის ა-–----------ასაგან დაბრუნებულ თანხას და იგი არ წარმოადგენს ცოლქმრის თანასაკუთრებას.

 

პალატა აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად საქმეში წარმოადგენილია ალა მატვევვას განცხადება, სადაც ეს უკანასკნელი ადატურებს სადავო თანხის ბ-------ის შვილისათვის გადაცემის ფაქტს. აღნიშნული ხელწერილი ხელმოწერილია ა-–----------ას მიერ. ეს უკანასკნელი არ არის დაკითხული სასამართლოს მიერ მოწმის სახით. სასამართლოს პროცესზე დაკითხული მოწმე, როგორც წესი, ფრთხილდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ და მის მიერ მიცემულ ჩვენებას, ბევრად უფრო მეტი მტკიცებულებითი მნიშვნელობა გააჩნია, ვიდრე ხელწერილს. უფრო მეტიც, სანოტარო წესით დადასტურებულ ხელწერილს თან ახლავს ფულის კუპიურების ჩამონათვალი შესაბამისი ნუმერაციით. თუმცა ეს დოკუმენტები ერთად აკინძული არ არის და არც დანართზე მითითებული პირების ხელმოწერებია დადასტურებული ნოტარიუსის მიერ. ნოტარიუსმა აღნიშნული სანოტარო მოქმედებით დაადასტურა არა დოკუმენტის შინაარსის ნამდვილობა, არამედ მხოლოდ მატვეევას და არა სხვა პირთა ხელმოწერის ნამდვილობა, რაც მითითებულია დამადასტურებელ წარწერაზეც. აღნიშნული სანოტარო მოქმედება არ შეეხება დანართს, სესაბამისად არც მასზე მითითებულ ხელმოწერების ნამდვილობას. მითუმეტეს, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, დანართზე საერთოდ მითითებული არ არის თანხის გადაცემის თარიღი. შესაბამისად, ამ მტკიცებულებით შეუძლებელია იმ გარემოების დადასტურება, რომ სწორედ განმცხადებლის მიერ მითითებული პერიოდისათვის გადასცა მატვეევამ ბ-------ეს და გადასცა იმ კუპიურების სახით, რომელიც მითითებულია დანართზე.

 

იგივე შეიძლება ითქვას საქმეზე დაკითხულ მოწმეების ჩვენებებზეც. ვერც ეს მტკიცებულება ვერ გახდება იმ გარემოების ცალსახა დადასტურებად, რომ ა-–----------ას მიერ 2017 წლის 14 აპრილს ზ------ი გ-----–-ილისათვის გადაცემული თანხით (თუკი ასეთს მართლაც ჰქონდა ადგილი) მოხდა ა----------ის ბინაზე მეუღლეების მიერ დროებითი სარგებლობის უფლების მოპოვება. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სხდომაზე არ დაკითხულან ამ პროცესის მონაწილე მატვეევა და არც სხვა პირები. დანარჩენი მოწმეების ჩვენებები კი არ შეიძლება სარწმუნოდ მივიჩნიოთ, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების არ არსებობის გამოდა ასევე იმის გამო, რომ მაგალითად მოწმე მ---------------–---–მა, რომელმაც, როგორც ქ------- ბ-------ის მეგობარმა, ახლობელმა, მხოლოდ ამ უკანასკნელისგან გადმოცემით იცის საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, მათ შორის ზ------ გ-----–-ილის მიერ 2017 წლის 18 აპრილს გასესხებული თანხის წარმომავლობის შესახებ. მოწმის განმარტებით, იგი უშუალოდ არ შესწრებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არც ერთ ფაქტს, არც ა-–----------ას მიერ თანხის დაბრუნების ან უშუალოდ ამ თანხის ზ------ გ-----–-ილის მიერ მესამე პირზე სესხად გაცემას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით დაკითხულია მოწმე მ-------–-–---–იც. მისი ჩვენებიდან დგინდება, რომ 2010 წლის 08 სექტემბერს ი----------–-–---–მა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თ--–--------–----------------- (საკადასტრო კოდი 5-----------) ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა შ--------–---–---–ზე. უძრავი ქონების შესაძენად, სს ,,ლ-------------ში“ მსესხებელ შ--------–---–---–ის საკრედიტო ხაზის ლიმიტი განისაზღვრა 25 000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით; 2010 წლის 03 სექტემბრის მდგომარეობით ი----------–-–---–ის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე ფიქსირდება თანხა 33718.24 აშშ დოლარის ოდენობით; დადგენილია, რომ მოწმე ი----------–-–---–ის ჩვენებით, მან 2010 წლის 08 სექტემბერს კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხიდან 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარი, რომელიც გარკვეული პერიოდი გადაცემული ჰქონდა ნათესავისათვის, 2017 წლის აპრილის თვეში საჩუქრის სახით გადასცა თავის შვილს ა---–-------–---–ს და მის მეუღლეს ზ------ი გ-----–-ილის ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში მესამე პირისათვის სესხის გადაცემის სანაცვლოდ საცხოვრებელ ბინაზე სარგებლობისა და ცხოვრების უფლების მოპოვების მიზნით. მოწმე განმარტავს, რომ აღნიშნული თანხის გადაცემას ა---–-------–---–ისათვის სხვა პირი არ დასწრებია და ამ თანხის, 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადაცემის ფაქტის და დანიშნულების თაობაზე ცნობილი იყო მოპასუხე ზ------ი გ-----–-ილისათვის. ეს უკანასკნელი აღნიშნულ გარემოებას უარყოფს. მოცემულ სემტხვევაშიც გადაცემული თანხა უნდა განხილული იქნეს, როგორც ცოლქმრის თანასაკუთრება, როგორც ოჯახისათვის გადაცემული თანხა, რაც არსობრივად არ ცვლის განსახილველ საქმეზე დამდგარ შედეგს.

 

პალატა ასევე დამატებით, განმარტავს, რომ მატვეევას მიერ თანხის გადაცემის ფაქტი რომც ჩაითვალოს ნამდვილად, გადაცემული თანხა მაინც ჩაითვლება ცოლქმრის თანასაკუთრებად, რადგან მატვეევასავე განმარტებით, მან თანხა დააბრუნა, რადგან ბ-------ის განმარტებით, მისმა შვილმა შეირთო ცოლი და სურდათ სხვაგან გადასვლა. აღნიშნული განმარტებიდან ჩანს, რომ თანხა გადაცემულია ახლად შექმნილი ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ საკუთარი ვაჟისათვის საჩუქრის გაკეთების მიზნით, შესაბამისად, იგი წარმოადგენს ორივე მათგანის თანასაკუთრებას. შესაბამისად იგი წარმოადგენს ოჯახისთვის ნაჩუქარ ქონებას.

 

პალატა შენიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 17 იანვარს ა----------ეს და ზ------ი გ-----–-ილს შორის დაიდო სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შეთანხმება, რომლის საფუძველზე გაუქმდა 2017 წლის 18 აპრილის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება (რეგისტრაციის ნომერი 1--------) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულების გამო და მოიხსნა რეგისტრირებული იპოთეკის უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე თბილისი, ე----------------------------------------------------–-- (საკადასტრო კოდი 0----------------------). ამავე დღეს, 2018 წლის 17 იანვარს ზ------ი გ-----–-ილმა, როგორც ქ------- ბ-------ის წარმომადგენელმა, მსესხებელს ა----------ეს ისევ გადასცა სესხი 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი, 2018 წლის 18 ოქტომბრამდე. მხარეთა განცხადებით, აღნიშნული სესხის თანხა გადაცემული იქნა ხელშეკრულების ხელმოწერამდე. სესხი გაიცა ყოველგვარი ფულადი სარგებლის (პროცენტის) დარიცხვის გარეშე. ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში იპოთეკარი, გამსესხებელი ქ-------ი ბ-------ეს მიეცა მესაკუთრის ა----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (მდებარე მისამართზე თბილისი, ეგ---------------------------------------------------–--- (საკადასტრო კოდი 0----------------------) სარგებლობის უფლება.

 

მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში, ამ ეტაპზე მოპასუხეები ზ------ი გ-----–-ილი და ქ------- ბ-------ე არ ცხოვრობენ და არ სარგებლობენ აღნიშნული ქონებით. ქ------- ბ-------ე, ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ და იგი სადავო ხელშეკრულების დადების დროსაც, ცხოვრობდა საზღვარგარეთ, ი----–-ის სახელმწიფოში. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თავად აპელანტი ქ------- ბ-------ე აღიარებს, რომ მისი კატეგორიული მოთხოვნით გაუქმდა 2017 წლის აპრილის თვეში ზ------ი გ-----–-ილის სახელით დადებული გარიგება და 2018 წლის 17 იანვარს უკვე ქ------- ბ-------ის სახელით (ზ------ი გ-----–-ილის წარმომადგენლობით) დაიდო ახალი იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო მსესხებლის მიერ თანხის დაბრუნება ამ დღეს არ მომხდარა. პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულებით მართებულად განმარტა, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა, ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. ამგვარი გარიგების დადებისას, იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). გარიგების შედეგად კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევა ხელშეკრულების ორივე მხარის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და თავად აპელანტი ქ------- ბ-------ეც განმატავდა, რომ სწორედ მისი დაჟინებული, კატეგორიული მოთხოვნით გაუქმდა 2017 წლის 18 აპრილს ზ------ი გ-----–-ილისა და ა----------ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ გარიგების გაუქმების დღესვე, საცხოვრებელი ფართის საჭიროებიდან გამომდინარე ქ------- ბ-------ის სახელით დადებულიყო ახალი სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, სადაც გამსესხებლად მითითებული იქნებოდა ქ------- ბ-------ე. მისივე განმარტებით, მისი ინტერესი არ იყო თანხის დაბრუნება და მსესხებელს თანხა არ გადაუცია არც ქ------- ბ-------ისათვის და არც ზ------ი გ-----–-ილისათვის, მეტიც, მხარეთა განმარტებით, ა----------ემ სესხის თანხა - 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი დაუბრუნა ზ------ი გ-----–-ილს და მან, იმავე დღეს, როგორც ქ------- ბ-------ის წარმომადგენელმა, კვლავ სესხის სახით გადასცა ა----------ეს, 2018 წლის 18 ოქტომბრამდე ვადით, რაც ასევე, ეჭვს ბადებს ახალი სასესხო ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით. ასევე, ფაქტია, რომ ბ-------ე არ ცხოვრობს საქართველოში და მას აღნიშნული ფართი საცხოვრებლად არ ესაჭიროება, რაც კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის იმ ფაქტს, რომ გარიგება მოჩვენებითია.

 

პალატის შეფასებით, ზემოთ მითითებული ცხადყოფს, რომ თავად ქ------- ბ-------ემ აღიარა ის მიზეზი , რამაც განაპირობა მისი სახელით და ზ------ი გ-----–-ილის წარმომადგენლობით ახალი სესხის ხელშეკრულების დადება. ეს იყო სწორედ ა---–-------–---–ის, როგორც მეუღლის შესაძლო პრეტენზია ზ------ი გ-----–-ილის სესხად გადაცემული თანხაზე. სწორედ ამ ,,საფრთხის“ თავიდან აცილების მიზნით, ქ------- ბ-------ის განმარტებითვე, მოხდა იმ სესხის ხელშეკრულების დადება ა----------ესთან 2018 წლის 17 იანვარს, რასაც არ შეუცვლია არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა, არ მოჰყოლია რაიმე სამართლებრივი შედეგი (თანხის გამსესხებლისათვის გადაცემა) და მიზნად ისახავდა მხოლოდ ზ------ი გ-----–-ილის საოჯახო-სამართლებრივ ვალდებულებათა თავიდან არიდებას.

 

პალატის შეფასებით, ქ------- ბ-------ის განმარტებიდან ჩანს, რომ 2017 წლის 18 აპრილის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ვადამდე ადრე გაუქმდა ისე, რომ მსესხებელს ა----------ეს გამსესხებლის მიმართ ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია. მხარეები - ზ------ი გ-----–-ილი და ა----------ე თავიანთ განმარტებაში ადასტურებენ, რომ ქ------- ბ-------ის კატეგორიულმა მოთხოვნამ განაპირობა ზ------ი გ-----–-ილის სახელით დადებული გარიგების გაუქმება და ახალი გამსესხებლის მითითებით სხვა ხელშეკრულების დადება. აღნიშნული გარემოებათა ერთობლიობა კი, პალატის შეფასებით, ქმნის საკმარის და უტყუარ საფუძველს 2018 წლის 17 იანვრის 1-------- შეთანხმების (18.04.2017 წლის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ) და 2018 წლის 17 იანვარს ქ------- ბ-------ის (წარმომადგენელი ზ------ი გ-----–-ილი) და ა----------ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების (N1--------), როგორც მოჩვენებითი გარიგებების ბათილად ცნობისათვის. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ლოგიკურია, სწორია და აპელანტის პოზიცია ვერ აქარწყლებს მის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს.

 

4.4. პალატა აპელანტის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს ხელი მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი, მოიცავს როგორც დამოუკიდებლად თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის მიხედვით, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლით დადგენილია გარემოები, რომელთა არსებობისას მეუღლეებს შორის ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის დროს შეძენილი ქონება შეიძლება ჩაითვალოს ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად. ხსენებული მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, კანონის თანახმად, თითოეული მეუღლის წილი ქორწინების განმავლობაში შეძენილ საერთო ქონებაში თანაბარია და თითოეული მათგანი ითვლება ამ ქონების 1/2-1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ა---–-------–---–ი და ზ------ი გ-----–-ილი დაქორწინდნენ 2016 წლის 13 ივნისს, ხოლო 2017 წლის სექტემბრის თვის შუა რიცხვებიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას. დადგენილია აგრეთვე, რომ მხარეები დავობენ სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხის 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარის წარმომავლობასთან და მისი, როგორც გვაროვნული ნივთის კუთვნილებასთან დაკავშირებით. პალატა დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და ვერ გაიზიარებს აპელანტთა მოსაზრებას გასესხებული თანხის ქ------- ბ-------ის კუთვნილების თაობაზე და მიუთითებს, რომ, როგორც პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის დროს და სააპელაციო საჩივრის განხილვისას გამოიკვეთა, მოდავე მხარეებს შორის განსხვავებული პოზიცია ა-–----------ას მიერ თანხის 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარის ზ------ი გ-----–-ილისათვის მოსარჩელე ა---–-------–---–ის თანდასწრებით გადაცემის თაობაზე არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, საფუძველს მოკლებულია ასევე ზ------ გ-----–-ილის განმარტებაც, რომ მის მიერ 2017 წლის 18 აპრილს ხელშეკრულების საფუძველზე გასესხებული თანხა წარმოადგენდა დედის, ქ------- ბ-------ის საკუთრებას, მის მიერ საზღვარგარეთიდან გამოგზავნილ თანხებს, რამდენადაც, დადგენილია, რომ მოპასუხე ქ------- ბ-------ის მიერ ი----–-ის სახელმწიფოდან საქართველოში ზ------ი გ-----–-ილის სახელზე 2016 წლის ივნისის თვიდან 2017 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით გამოგზავნილი აქვს 2660 ევრო და ამაზე მეტი ოდენობით თანხის გადმოგზავნის ფაქტი საქმეზე წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება. პალატის შეფასებით, ნიშანდობლივია ისიც, რომ იკვეთება ის გარემოებაც, რომ ა---–-------–---–ს დედისგან ჰქონდა ნაჩუქარი 9000 აშშ დოლარი, რომელიც, მისი და მოწმის სახით დაკითხული ი----------–-–---–ის განმარტებით, მოხმარდა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებას.

 

ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა პოზიციას მასზედ, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილით პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და ისე გაიზიარა მოსარჩელის პოზცია, რომ არ უარუყვია მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, ამასთან რიგი გარემოებათა შეუფასებლად სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ა----------ისათვის გადაცემული თანხა ქ------- ბ-------ის საკუთრებას კი არ წარმოადგენდა, რომელიც ზ------ გ-----–-ილმა დედის თანხმობით გამოიყენა, არამედ აღნიშნული თურმე წარმოადგენდა მხარეთა მიერ ქორწინებაში შეძენილ თანხას. პალატა მიუთითებს, რომ ა---–-------–---–ის მოთხოვნა ქორწინების პერიოდში ზ------ი გ-----–-ილის მიერ სესხად გადაცემული თანხის ნახევარის მოთხოვნის უფლებაზე მესაკუთრედ აღიარების შესახებ ეფუძნება საოჯახო-სამართლებრივ ნორმებს, რომლის ძალითაც ქორწინების განმავლობაში შეძენილი (შექმნილი) ქონება ითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად. განსახილველ დავაზე, დადგინდა, რომ ზ------ გ-----–-ილის მიერ სესხად გაცემული თანხა წარმოადგენდა იმ ქონებრივ სიკეთეს, რაზეც უფლებამოსილ პირს ზ------ გ-----–-ილთან (ხელშეკრულების მხარესთან, გამსესხებელთან) ერთად თანაბარი წილის უფლებით წარმოადგენდა ა---–-------–---–იც, ამასთან, საქმეზე დართული მტკიცებულებებიდან, ვერ გამოიკვეთა სადავო თანხის - 24000 აშშ დოლარის ქ------- ბ-------ის კუთვნილების ფაქტიც, რაც, თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 1151-ე და 1168-ე მუხლის პირველი ნაწილისა წარმოადგენს მხარეთა ერთობლივ საკუთრებას, ხოლო ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულებით მართებულად მიიჩნია, რომ ა---–-------–---–ი ზემოხსენებული საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად, აღიარებულ უნდა ყოფილიყო 2017 წლის 18 აპრილს დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებიდან (რეგისტრაციის ნომერი N1--------) გამომდინარე 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარის ნახევრის - 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის მოთხოვნის უფლებაზე მესაკუთრედ.

 

4.5. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ზ------ გ-----–-ილისა და ქ------- ბ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება.

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე

 

ირაკლი ბონდარენკო