განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210019002817267
საქმე №2ბ/1768-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ირაკლი ბონდარენკო
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ნ---------–--–--ა
წარმომადგენელი - ვ-–--–--–-----ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ-------------------
წარმომადგენელი - დ--------------–---–ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით, მ-------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ---------–--–--ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მ-------------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე: ქალაქი თბილისში, მ--–---ის V შესახვევი N----ში, საკადასტრო აზომვით ნახაზზე შენობა-ნაგებობა 01/1 02/1 და მათ წინ მდებარე დამხმარე ფართი 11/1 12/1 13/1 (საკადასტრო კოდით: 0---------------) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს მ------------------ს.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების მდებარე ქალაქი თბილისში, მ--–---ის V შესახვევი N----ში, საკადასტრო აზომვით ნახაზზე შენობა-ნაგებობა 01/1 02/1 და მათ წინ მდებარე დამხმარე ფართი 11/1 12/1 13/1 (საკადასტრო კოდით: 0---------------) მესაკუთრედ რეგისტრირებულია მ-------------------
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2. დადგენილია, რომ უძრავ ქონებას მდებარე: ქალაქი თბილისში, მ--–---ის V შესახვევი N----ში, საკადასტრო აზომვით ნახაზზე შენობა-ნაგებობა 01/1 02/1 და მათ წინ მდებარე დამხმარე ფართი 11/1 12/1 13/1 (საკადასტრო კოდით: 0---------------) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე ნ---------–--–--ა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების მდებარე: მდებარე ქალაქი თბილისში, მ--–---ის V შესახვევი N----ში, საკადასტრო აზომვით ნახაზზე შენობა-ნაგებობა 01/1 02/1 და მათ წინ მდებარე დამხმარე ფართი 11/1 12/1 13/1 (საკადასტრო კოდით: 0---------------) მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე მ-------------------.
მოპასუხეს, მიუხედავად შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებისა, არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სადავო ქონების მართლზომიერ ფლობას მისი მხრიდან. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მისი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის ჩაბარების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მ-------------------ს სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. აპელანტმა ნ---------–--–--ამ იშუამდგომლა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი ახალი ფაქტობრივი გარემოებების და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა და განმარტა, რომ, მართალია, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება, თუმცა აღნიშნული რეგისტრაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან მოსარჩელემ 2003 წლის 1 აპრილს ოფიციალურად უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე დედის - ო----–--------------ის სასარგებლოდ, ხოლო 2004 წელს გაიფორმა მემკვიდრეობა და საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა სადავო უძრავი ქონება. აპელანტი ასევე არ იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ სასამართლოს მსჯელობას მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის ლეგიტიმური საფუძვლის არარსებობასთან დაკავშირებით, და განმარტავს, რომ ვ---------------------ემ ნ---------–--–--ას მიაგირავა მ--------------------ის მიერ ო----–--------------ისგან 2013 წელს ნაყიდი უძრავი ქონების ნაწილი 5000 აშშ დოლარად. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემებს და არ გაითვალისწინა ნ---------–--–--ას სარჩელის საპასუხო არგუმენტები. აპელანტი მოითხოვს გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მ-------------------ს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ პროცესუალურ საფუძვლებზე, რომელთა გათვალისწინებითაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 3761-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისი, მ--–---ის მე-5 შესახვევი N---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0---------------) შენობა-ნაგებობა 01/1 02/1 და მათ წინ მდებარე დამხმარე ფართი 11/1 12/1 13/1 მესაკუთრეს წარმოადგენს მ------------------- (C/N 5--------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სანოტარო წესით 2004 წლის 22 მაისს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა (ნოტარიუსი ნ----------, რეესტრის N2----). (ტ.1.ს.ფ. 15).
4.3. დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე: ქალაქი თბილისში, მ--–---ის V შესახვევი N----ში, საკადასტრო აზომვით ნახაზზე შენობა-ნაგებობა 01/1 02/1 და მათ წინ მდებარე დამხმარე ფართი 11/1 12/1 13/1 (საკადასტრო კოდით: 0---------------) მოპასუხე ნ---------–--–--ა ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
4.4. განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისი, მ--–---ის მე-5 შესახვევი N---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0---------------) შენობა-ნაგებობა 01/1 02/1 და მათ წინ მდებარე დამხმარე ფართი 11/1 12/1 13/1 მესაკუთრეს წარმოადგენს მ------------------- (C/N 5--------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სანოტარო წესით 2004 წლის 22 მაისს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა (ნოტარიუსი ნ----------, რეესტრის N2----).
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ნივთს ფლობს კანონიერად.
პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის შუამდგომლობაზე ახალი ფაქტობრივი გარემოებების და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულეების დასაშვებად ცნობის შესახებ და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
პალატა განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოებებისა და ამ ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების საქმეზე დართვის შესახებ შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას, ვინაიდან დადგენილია, რომ იგივე შინაარსის შუამდგომლობით მოპასუხე ნ---------–--–--ამ მიმართა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს. (იხ. 23.01.2019წ. სხდომის ოქმი ტ1, ს.ფ.89-90). ასევე დადგენილია, რომ 23.01.2019 წლის საოქმო განჩინებით ნ---------–--–--ას უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე ვინაიდან შუამდგომლობა ვერ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ნ---------–--–--ას შუამდგომლობის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.
პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონისმიერი საფუძველი მესაკუთრის უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტის მითითება მასზედ, რომ სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია განხორციელდა კანონის დარღვევით, რაც გამოიხატა მოსარჩელის მხრიდან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის პირობებში მემკვიდრეობის მიღებაში ვერ ჩაითვლება უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელ გარემოებად, აგრეთვე მესაკუთრის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის არამართლზომიერი მფლობელისაგან გამოთხოვის დამაბრკოლებელ წინაპირობას არ წარმოადგენს. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობის მიღების არალეგიტიმურობასთან მიმართებაში, წარმოადგენს დამოუკიდებელი დავის საგანს და ვერ იქნება განხილული მოცემული დავის ფარგლებში. ხოლო აპელანტის მითითება მასზედ, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს ვ-----------------------სთან დადებული გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნულმა გარემოებამ ვერ ჰპოვა დადასტურება საქმის განხილვის შედეგად, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტი ნ---------–--–--ას მიერ სააპელაციო საჩივარზე, რომლის ღირებულება შეადგენს 4000 ლარს, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 150 (ას ორმოცდაათი) ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული დავა აღძრულია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით (ვინდიკაციური სარჩელი), შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ პუნქტის და 39-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხა შეადგენს 80 (ოთხმოცი) ლარს, ამიტომ აპელანტს ნ---------–--–--ას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 70 (სამოცდაათი) ლარი. ხოლო, ვინაიდან აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80 (ოთხმოცი) ლარი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ---------–--–--ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის ნ---------–--–--ას მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80 (ოთხმოცი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. აპელანტს ნ---------–--–--ას დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,ს----------–---------“, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, გადასახადის გადამხდელი ნ---------–--–--ა, პირადი ნომერი------------; საგადახდო დავალება N----------, თარიღი - 11.03.2019წ.)
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N32) მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო