განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100114638280
საქმე №1ბ/179-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე : მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
პროკურორ - ზუ-------------–--ის
მსჯავრდებულ - გუ-------------ას
მონაწილეობით,საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ზუ-------------–--ისა და მსჯავრდებულ გუ-------------ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გუ-------------ას მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. ზუგდიდი, თ-----------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 378-ე მუხლის მესამე ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით გუ-------------ას წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2014 წლის 25 თებერვლის რედაქცია).
გუ-------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით (2014 წლის 25 თებერვლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, შთანთქა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით ძალაში დატოვებულმა სასჯელმა და საბოლოოდ, გუ-------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ბრალდების შესახებ დადგენილებით გუ-------------ას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა.
გუ-------------ას მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დასრულებულ იქნა ბრალდებულ გუ-------------ას სასამართლო პროცესი, რის შემდეგაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს, და------------–---–ს, ზა-------–-ას და მე-----------ას ბრალდებული გუ-------------ა გაჰყავდათ სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ვინაიდან, სასამართლო პროცესი იყო დასრულებული, მე-----------ამ მოუწოდა გუ-------------ას დაეტოვებინა სასამართლო სხდომის დარბაზი. მიუხედავად საბადრაგო სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისა, აღნიშნულზე გუ-------------ა გახდა აგრესიული და მე-----------ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდებულმა დარბაზიდან გასვლის შემდგომაც გააგრძელა მე-----------ასათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, ამასთან, იგი მოულოდნელად თავს დაესხა ამ უკანასკნელს, შუბლი ჩაარტყა სახის არეში და მიაყენა ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ხაზოვანი მოტეხილობა ცდომის გარეშე, რამაც გამოიწვია მე-----------ას სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნულის შემდეგ გუ-------------ა კვლავ აგრძელებდა თავდასხმას, ამასთან, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თანამშრომლებს და ცდილობდა მე-----------ასათვის კვლავ მიეყენებინა დაზიანება, თუმცა მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება აღკვეთილ იქნა სამივე თანამშრომლის ერთობლივი ძალისხმევით.
აღნიშნული ქმედებისათვის გუ-------------ას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მესამე ნაწილით.
გუ-------------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და მის მიმართ ძალადობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით (2014 წლის 25 თებერვლის რედაქცია).
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2014 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დასრულებული იქნა ბრალდებულ გუ-------------ას სასამართლო პროცესი, რის შემდეგაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს, და------------–---–ს, ზა-------–-ას და მე-----------ას ბრალდებული გუ-------------ა გაჰყავდათ სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ვინაიდან, სასამართლო პროცესი იყო დასრულებული, მე-----------ამ მოუწოდა გუ-------------ას დაეტოვებინა სასამართლო სხდომის დარბაზი. მიუხედავად საბადრაგო სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისა, გუ-------------ა გახდა აგრესიული და მე-----------ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდებულმა დარბაზიდან გასვლის შემდეგ მე-----------ას კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოულოდნელად შუბლი ჩაარტყა სახის არეში, რითაც მიაყენა ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ხაზოვანი მოტეხილობა ცდომის გარეშე, რამაც გამოიწვია მე-----------ას სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნულის შემდეგ გუ-------------ა აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა იგი ბადრაგირების თანამშრომლების მიერ გადაყვანილი იქნა შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენელში პირველ რიგში იგულისხმება დაწესებულების დირექტორი, მისი მოადგილეები, განყოფილების უფროსები, ანუ პირები, ვინც უშუალოდ წარმართავენ და ხელმძღვანელობენ დაწესებულების ფუნქციონირებას, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულების საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც მუდმივად მუშაობენ მსჯავრდებულებთან, მეთვალყურეობენ რეჟიმის დაცვას. მოცემულ შემთხვევაში საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები არ მოიაზრებოდნენ თავისუფლების აღკვეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლად, ვინაიდან მათი უფლება-მოვალეობაა პატიმართა ეტაპირების უზრუნველყოფა სხვადასხვა დაწესებულებებსა და სასამართლოში, ხოლო, შემთხვევის ადგილი - თბილისის საქალაქო სასამართლო, არ წარმოადგენდა საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ორგანოს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა ზუ-------------–--ემ და მსჯავრდებულმა გუ-------------ამ.
წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გუ-------------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მესამე ნაწილით და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ გამოძიების სტადიაზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედების შედეგად, სრულად დადგინდა გუ-------------ას მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის სურათი. ფაქტობრივი გარემოებების და ბრალდებულის განზრახვა დადასტურებულია ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ მე-----------ას, მოწმეების - და------------–---–ის, ზა-------–-ას, ოთ------------ას, დი-----------ას, ლა–-------–--–--ას, კა-----------–---–ის, მე-----------ას, არ-----------ის, ვა---–---–-----–ის ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენტაციით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით. აპელანტს მიაჩნია, რომ ზემოხსენებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ გუ-------------ამ ჩაიდინა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა.
მსჯავრდებულმა გუ-------------ამ თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იმ საფუძვლით, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების დანაშაულში მხილებისა და ცრუ ჩვენების მიცემის მიზნით, მასზე და მის ოჯახის წევრებზე პროკურორები ახორციელებდნენ ზეწოლას. ცრუ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო, ის სასტიკად ცემეს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, რის შემდეგაც მას წაუყენეს ბრალი საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც არის სიცრუე.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ხოლო მსჯავრდებულმა გუ-------------ამ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გუ-------------ას დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის გუ-------------ას არგუმენტებს მისი უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ხოლო სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა გუ-------------ას მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შერაცხული მსჯავრდება, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
უპირველეს ყოვლისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს გუ-------------ას სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, რომლებსაც იგი მისი უდანაშაულობის არგუმენტებად მიიჩნევს. ცრუ ჩვენების მიცემის მიზნით მის მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და უარის თქმის გამო ცემის ფაქტის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება მოიპოვება არც საქმის მასალებში და არც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას წარმოუდგენია დაცვის მხარეს. ასეთი დასკვნა არ გამომდინარეობს არც საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით. კერძოდ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება შემდეგი:
დაზარალებულ მე-----------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო სამმართველოს, 1-ლი განყოფილების გუშაგის პოზიციაზე. 2014 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გუ-------------ას და სხვათა მიმართ. საქმის განხილვა მიმდინარეობდა დახურულ რეჟიმში, N3 სხდომის დარბაზში. თანამშრომლებთან, ზა-------–-ასთან და და------------–---–თან ერთად გუ-------------ა აიყვანა სხდომის დარბაზში ბრალდებულთა მოთავსების ადგილზე. პროცესის დასრულების შემდგომ, გუ-------------ას მოსთხოვა დარბაზიდან გასვლა, რაზეც მისგან მიიღო სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდგომ, გუ-------------ას კვლავ მოსთხოვა დარბაზის დატოვება, რაზეც კვლავ მიიღო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მას დაადო ხელბორკილი და გაიყვანა დარბაზიდან. ფოიეში გასვლისას გუ-------------ა აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას და ამასთან მოულოდნელად თავი ჩაარტყა სახის არეში. თანამშრომლებთან ზა-------–-ასთან და და------------–---–თან ერთად მოუწოდებდა დამშვიდებისკენ, თუმცა გუ-------------ა აგრძელებდა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, იგი იყო აგრესიული, რის გამოც შებოჭვის მიზნით მიაბჯინეს კედელთან. საბოლოოდ, ზა-------–-ამ და და------------–---–მა შეძლეს მისი საკანში ჩაყვანა და სპეც. მანქანით N- დაწესებულებაში გადაყვანა. დაზარალებულის განმარტებით, ვინაიდან სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და განიცდიდა ტკივილს, გამოკვლევის მიზნით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ჩატარებული გამოკვლევით დაუდგინდა ცხვირის მოტეხილობა და ტვინის შერყევა. გუ-------------ას შებოჭვის ფაქტი დაინახეს იმ მომენტში დარბაზიდან გამოსულებმა უ------მ და ს-------ამ, ხოლო დანარჩენი პირები სხდომის დარბაზიდან ვერ შეძლებდნენ ფიზიკური დაპირისპირების დანახვას, თუმცა შეძლებდნენ გუ-------------ას შეურაცხმყოფელი სიტყვების გაგებას. დაზარალებულის განმარტებით, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა გუ-------------ასთვის არ მიუყენებიათ.
დაზარალებულის ჩვენება დასტურდება სასამართლოსი დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს გუ-------------ას მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, კერძოდ:
მოწმე ზა-------–-ას ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო სამსახურში, გუშაგთა ცვლის უფროსის პოზიციაზე. 2014 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა გუ-------------ას და სხვა ბრალდებულების სისხლის სამართლის საქმე, რომლის განხილვა მიმდინარეობდა დახურულ რეჟიმში, N3 სხდომის დარბაზში. სხდომის დასრულების შემდგომ, გუ-------------ას მე-----------ამ მოსთხოვა დარბაზიდან გასვლა, რაზეც ბრალდებულმა უთხრა, „სად უნდა გამოგყვე, ვინმე ნარკომანი ხომ არ გგონივარო“. მე-----------ამ განმეორებით მოსთხოვა მას გარეთ გასვლა, რაზეც გუ-------------ამ უპასუხა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შემდეგაც მე-----------ამ მარჯვენა ხელზე დაადო ბორკილი და ასე შეძლო მისი დარბაზიდან გაყვანა. ფოიეში გასვლისას, მოულოდნელად გუ-------------ამ თავი ჩაარტყა მე-----------ას სახის არეში, ამასთან იგი იყო აგრესიული, აგინებდა საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს და უწევდა მათ წინააღმდეგობას. საბოლოოდ, მე-----------ას და და------------–---–ის დახმარებით შეძლო მისი შებოჭვა. სწორედ ამ პერიოდში ფოიეში გამოიარა ოთ------------ამ ბრალდებულ თ---------------სთან ერთად. გუ-------------ა ჩაიყვანეს საკანში, რომელიც შემდგომ ჩასვეს საბადრაგო მანქანაში და მომხდარ ფაქტზე შეადგინეს შესაბამისი ოქმი. მოწმის განმარტებით, მე-----------ას სახე ჰქონდა გაწითლებული. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან გუ-------------ასთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას და------------–---–მა და ოთ------------ამ.
მოწმე კა-----------–---–ის ჩვენების მიხედვით, 2014 წლის 25 თებერვალს სასამართლო სხდომაზე დასწრების მიზნით ბრალდებული გუ-------------ა სხვა ბრალდებულებთან ერთად წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში. გუ-------------ა აყვანილი იქნა №3 სხდომის დარბაზში, რომელსაც თან ახლდა სამი ბადრაგის თანამშრომელი, კერძოდ მე-----------ა, და------------–---–ი და ზა-------–-ა. მოსამართლემ დაასრულა სხდომა, რის შემდეგაც გუ-------------ას სთხოვეს დარბაზიდან გასვლა, რა დროსაც მან მე-----------ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დარბაზიდან გაყვანის შემდგომ კვლავ ესმოდა გუ-------------ას ხმა, რომელიც მის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, გუ-------------ამ მე-----------ას თავი ჩაარტყა სახის არეში. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას და შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს გამორიცხავს.
მოწმე ვა---–---–-----–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის თებერვლის თვეში, გარე დაცვისა და ბადრაგირების სამსახურიდან მიღებული იქნა შეტყობინება, რომ სხდომის დარბაზის დატოვებისას გუ-------------ა არ დაემორჩილა საბადრაგო თანამშრომლის მოთხოვნას და მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. ბრალდებულ გუ-------------ას და დაზარალებულ მე-----------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. გამოკითხა საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები.
მოწმე ლა–-------–--–--ას ჩვენების თანახმად, 2014 წლის 25 თებერვალს, თანამშრომლებთან - მე-----------ასთან და დი-----------ასთან ერთად, ბრალდებულების სასამართლოში ეტაპირების მიზნით გამოცხადდა სასჯელაღსრულების პენიტენციური დეპარტამენტის N- დაწესებულებაში. სასამართლოში მისვლის შემდგომ, რვა ბრალდებული, მათ შორის გუ-------------ა აიყვანა N3 სხდომის დარბაზში. ჭი------ა მოთავსებული იქნა სხდომის დარბაზში არსებულ ბრალდებულთა განთავსების შემოკავებულ ადგილას, ხოლო სხვა ბრალდებულები განაწილებულები იყვნენ სხვადასხვა ადგილას. გუ-------------აზე კონტროლს ახორციელებდნენ მე-----------ა, და------------–---–ი და ზ----------–ია. სხდომის დასრულების შემდგომ, გუ-------------ას საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა მოსთხოვეს დარბაზიდან გასვლა, რა დროსაც მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მე-----------ას. ბრალდებული გუ-------------ა სხდომის დარბაზიდან ხელბორკილდადებული გაიყვანა და------------–---–მა, ზა-------–-ამ და მე-----------ამ. დარბაზის გარეთა ნაწილიდან შემოესმა გუ-------------ას ხმა, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს. მოგვიანებით მე-----------ასგან ცნობილი გახდა, რომ გუ-------------ამ თავი ჩაარტყა სახის არეში. დაზარალებულს სახის არეში აღენიშნებოდა სიწითლე და გასიებული ჰქონდა ცხვირი. აღნიშნულზე შედგა ოქმი, რომლის შინაარსს გაეცნო გუ-------------ა, თუმცა ხელმოწერაზე განაცხადა უარი.
მოწმე დი-----------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 25 თებერვალს თანამშრომლებთან ლა–-------–--–--ასთან და მე-----------ასთან ერთად უზრუნველყო გუ-------------ას და დ-------------ას ეტაპირება N- დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმის განხილვა მიმდინარეობდა დახურულ რეჟიმში, N3 სხდომის დარბაზში. მისი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ბრალდებული დ-------------ა, ხოლო გუ-------------ა მოთავსებული იყო ბრალდებულთა მოთავსების ადგილას, რომელზეც მეთვალყურეობას ახორციელებდნენ მე-----------ა, და------------–---–ი და ზა-------–-ა. სხდომის დასრულების შემდგომ, მე-----------ამ მიმართა გუ-------------ას, რომ გასულიყვნენ დარბაზიდან, რაზეც გუ-------------ამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. სწორედ ამ დროს დარბაზიდან გავიდა მოსამართლე, რის შემდეგაც მე-----------ამ ხელბორკილით ჩაიბა გუ-------------ა და გაიყვანა დარბაზიდან. სასამართლოს დერეფნიდან ესმოდა გუ-------------ას გინების ხმა. მოწმის განმარტებით, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს გუ-------------ასთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. მე-----------ას სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე და როგორც მისგან გახდა ცნობილი გუ-------------ამ თავი ჩაარტყა სახის არეში. გუ-------------ას კეფის არეში აღენიშნებოდა სიწითლე, ასევე ეტყობოდა ხელბორკილით გამოწვეული სიწითლე.
მოწმე მე-----------ას ჩვენების მიხედვით, 2014 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო გუ-------------ას და სხვათა ბრალდების საქმის განხილვა. სხდომა მიმდინარეობდა დახურულ რეჟიმში, №3 სხდომის დარბაზში. სხდომის დასრულების შემდგომ, როდესაც მოსამართლე გავიდა დარბაზიდან, შემოესმა ბრალდებულ გუ-------------ას ხმა, რომელიც აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს. გუ-------------ა გაიყვანეს დარბაზიდან, რის შემდეგაც კვლავ ესმოდა მისი გინების ხმა. სასამართლოში განთავსებულ ბრალდებულთა დროებითი მოთავსების საკნებთან ნახა მე-----------ა, რომელსაც სახის არეში ეტყობოდა სიწითლე. როგორც მისგან გახდა ცნობილი, გუ-------------ამ სახის არეში მოულოდნელად ჩაარტყა თავი. მოწმის განმარტებით, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან გუ-------------ას მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ან პროვოცირების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
მოწმე არ-----------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2014 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს №3 სხდომის დარბაზში აყვანილი ჰყავდა ბრალდებული რუ--–---–----ია, ხოლო სხვა თანამშრომლებს აყვანილი ჰყავდათ სხვა პატიმრები, მათ შორის იყო გუ-------------ა. პროცესის დასრულების შემდგომ გუ-------------ა არ გადიოდა სხდომის
დარბაზიდან. მოგვიანებით თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ მას მე-----------ასთვის თავი ჩაურტყამს სახის არეში. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების რაიმე სახით გადამეტების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმეები ერთხმად უარყოფენ გუ-------------ას მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან რაიმე ფორმის ძალადობის განხორციელების ფაქტს, რაც უსაფუძვლოს ხდის მსჯავრდებულის მოსაზრებას მისი ცემის თაობაზე. გუ-------------ას მიმართ საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის თვითმხილველები არ არიან არც დაცვის მხარის მოწმეები, რომელთა ჩვენებები გამოკვლეულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე.
სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, გუ-------------ას სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სახის და მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის და სისხლნაჟღენთების სახით. მარჯვენა მტევნის ნების I ძვლის საპროექციოდ არსებული მოვარდისფრო ფერის, კრიალა ზედაპირის მქონე უბანი, რომელიც არ არის გამორიცხული წარმოადგენდეს ამ მიდამოში არსებული ნაჭდევის შეხორცების შემდგომ კვალს. დაზიანებები-ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2014 წლის 25 თებერვალს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქე--------------–---–მა.
სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, შ-----------------------–-----------------------–---------–-----–---------ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----ის მიხედვით, მოქ. მე-----------ამ, 2014 წლის 25 თებერვალს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კლინიკას მიმართა 2014 წლის 25 თებერვალს, სადაც დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი: „ცხვირის რენტგენოგრამაზე ვლინდება ხაზოვანი მოტეხილობა ცდომის გარეშე“. დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ეკ------–--–---–მა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განაჩენით, გუ-------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გუ-------------ას ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული სასჯელის ნაწილში გ.ჭი------ას მიმართ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების მიერ.
პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გუ-------------ას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას მისი უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და მათში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ არსებობს. ამასთან, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების უტყუარობა გამყარებულია საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულებით.
სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ გუ-------------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მესამე ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ თავის სააპელაციო საჩივარში მას არ დაუსახელებია რაიმე არგუმენტი, რაც გახდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამ მიმართებით, პალატა სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის სუბიექტებისა და ადმინისტრაციის შენობის განსაზღვრის თაობაზე და მიაჩნია, რომ გუ-------------ას მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. დაუმორჩილებლობა გულისხმობს მსჯავრდებული პირის აშკარა უარს, შეასრულოს დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა, რომელიც შეეძლო და უნდა შეესრულებინა, მაგრამ განზრახ არ შეასრულა, ძალადობაში კი მოიაზრება როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა, რაც მოიცავს მათ შორის ცემას და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გუ-------------ასთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გუ-------------ას ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი და ის უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ზუ-------------–--ისა და მსჯავრდებულ გუ-------------ას სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გუ-------------ას წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2014 წლის 25 თებერვლის რედაქცია).
გუ-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით (2014 წლის 25 თებერვლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, შთანთქოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით ძალაში დატოვებულმა სასჯელმა და საბოლოოდ, გუ-------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გუ-------------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2014 წლის 18 მარტის განაჩენით განსაზღვრული დაკავების დღიდან - 2013 წლის 19 ივნისის 11:20 საათიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხდებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე