განაჩენი

სისხლის სამართლის 03.05.2019
საქმის ნომერი
330100118002328672
ინსტანცია
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002328672

საქმე №1ბ/1483-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ვეფხია ლ-----ემ

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ----------------–---–ის

მსჯავრდებულის: დ----------–-----ის

ადვოკატის: ტ------–------–---–ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ დ----------–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ------–------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------) დ----------–-----ის მიმართ. დ----------–-----ე დაბადებულია 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #0----------), ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ქ. თბილისში, ყ---------------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–--–-----–----–----–--------------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----------–-----ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

დ----------–-----ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა კუსტარული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად განკუთვნილი რევოლვერი, ასევე - 9 ცალი 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის სხვადასხვა პისტოლეტებისა და ავტომატური პისტოლეტებისათვის, რომლებსაც უკანონოდ ატარებდა პირადად.

 

ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2018 წლის 22 იანვარს თბილისში, აგ--------–--------------------------------–---–-----–----–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დ----------–-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:

 

დ----------–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 26 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

დ----------–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 26 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ----------–-----ეს მოსახდელად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

დ----------–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 22 იანვრიდან.

 

დ----------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ----------–-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ------–------–---–მა და მოითხოვა დ----------–-----ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა დ----------–-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ------–------–---–მა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მიუთითეს, რომ დ----------–-----ეს არ ჩაუდენია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება. მას დაკავებისას არ ჰქონია პ/ჩხრეკის ოქმში მითითებული რევოლვერი და საბრძოლო ვაზნები. ისინი მას „ჩაუდეს“ პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც მის მიმართ ახორციელებენ მიზანმიმართულ დევნას წარსული ნასამართლობის გამო.

 

ბრალდების მხარემ შესავალ და დასკვნით სიტყვაში მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა დ----------–-----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ----------–-----ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

დ----------–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით: დ----------–-----ის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებით, მოწმეების დ-----------–--ის, დ-----------–---–ის, დ--------------–---–ის, გ--–------–--------ას, დ-------------ის, თ----------------–--–---–ის და გ------------------–--ის ჩვენებებით, ბალისტიკური ექსპერტიზის №1----- დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის №4------ დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს დ----------–-----ის მიერ იმ დანაშაულთა ჩადენას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული იქნენ შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დ-------------ე, თ----------------–--–---–ი და გ------------------–--ე, რომლებიც მონაწილეობდნენ დ----------–-----ის შემოწმებასა და დაკავების ღონისძიებაში. მათ სასამართლოს მისცეს მსგავსი შინაარსის ჩვენებები ჩატარებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებასთან დაკავშირებით, კერძოდ: 2018 წლის 22 იანვარს, საღამოს მიიღეს ინფორმაცია, რომ დ----------–-----ე და შ---–-----------–---–ი გადაადგილდებოდნენ შავი ფერის ,,Toyota Prius-ის‘‘ მარკის ავტომანქანით, რომლის საჭესთან იჯდა ს----------------ე. ისინი მოძრაობდნენ დი--------–----–----------------------------------------–------------------სკენ. გადაამოწმეს ელექტრონული ბაზების მეშვეობით, დაათვალიერეს მათი სურათები და დაახლოებით 8-ის ნახევრისკენ გავიდნენ სამი მანქანით, თითო მანქანაში - 3-3 თანამშრომლით. ადგილზე დაახლოებით 20 წუთში მივიდნენ. დაინახეს მითითებული მანქანა, რომელიც ნელა მოძრაობდა, შემდეგ კი გაჩერდა. წარუდგნენ და გააცნეს გადაუდებელი შემთხვევის გამო ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება. ავტომანქანაში სამნი ისხდნენ. დ----------–-----ე იჯდა უკან. საჭესთან იჯდა ს-----------------ე, მის გვერდით კი მეუღლე - შ---–-----------–---–ი. მათ დავალებული ჰქონდათ უშუალოდ დ-----------–-----ის ჩხრეკა. მანქანიდან გადმოიყვანეს დ----------–-----ე, რომელიც ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას ჩხრეკის ჩატარებისა და დაკავების დროს. დასჭირდათ იძულების პროპორციული ზომის გამოყენება. დ----------–-----ე გააკავა გ------------------–--ემ, ხოლო თ----------------–--–---–მა მისი საქამრიდან ამოიღო ბარაბნიანი რევოლვერი ექვსი ვაზნით. ასევე სამი ვაზნა ამოუღეს გულის მარცხენა შიდა ჯიბიდან. ამოღებული ნივთები 2 პაკეტად დალუქეს ადგილზე და დ----------–-----ე დააკავეს. მან არც ერთ ოქმს ხელი არ მოაწერა. ჩხრეკის ოქმს ადგენდა დ---------------- და მანვე შეიტანა ოქმში შენიშვნა. ვინაიდან მათი ყურადღება მთლიანად დ----------–-----ეზე იყო გადატანილი, სხვა პირთა მიმართ რა მოქმედებები განხორციელდა, ზუსტად არ იციან, თუმცა, როგორც გაიგეს, შ---–-----------–---–ის ჩხრეკისას ამოღებული ყოფილა დანა.

 

მოწმე გ--–------–--------ამ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა დ----------–-----ესთან ერთად მყოფი შ---–-----------–---–ის პირად ჩხრეკაში მონაწილეობა და საგამოძიებო მოქმედების ოქმის შედგენა, რა დროსაც მისგან ამოიღეს დანა. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ გაიგო, რომ დ----------–-----ისგან იარაღი ამოუღიათ.

 

პირადი ჩხრეკის 2018 წლის 22 იანვრის ოქმის მიხედვით თბილისში, აგ--------–---------------------------------–---–------–----–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა დ----------–-----ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის წინა მხარეს, საქამრის შიგნითა მხრიდან ამოღებულ იქნა ე.წ. ბარაბნიანი რევოლვერი მასში მოთავსებული 6 ცალი ვაზნით, ხოლო ქურთუკის შიგნითა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა სამი ცალი ვაზნა. რევოლვერს მარცხენა მხარეს აღენიშნება ნომერი - 4726. ამოღებული ნივთები დაილუქა ცალ-ცალკე ორ ფუთად.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის 2018 წლის 24 იანვრის #1----- დასკვნის თანახმად,გამოსაკვლევი იარაღი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ რევოლვერს, რომელიც გათვალისწინებულია 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. რევოლვერის ჩარჩოზე, მარცხენა მხარეს დატანილია ციფრები ,,4726‘‘; გამოსაკვლევი 9 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (ПM) და „სტეჩკინის“ კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის (AПC), აგრეთვე, შემდეგი პისტოლეტებისათვის: PA-63, P-64, PK-59 და სხვა; აღნიშნული 9 ცალი 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ---------–-----მ.

 

ქიმიური ექსპერტიზის 2018 წლის 24 იანვრის #4------ დასკვნით დადგენილია, რომ იარაღიდან აღებულ ანაწმენდზე დაფიქსირდა დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის - NO2-ის არსებობა, რითიც დგინდება, რომ იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2018 წლის 1 თებერვლის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ დ----------–-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ვაზნებზე (3 ცალი ვაზნა) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს; დ------------–-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იარაღზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. იარაღში მოთავსებულ ვაზნებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და პირადი ჩხრეკისას ამოღებულ 3 ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი იდენტურია. იარაღის გენეტიკური პროფილის ძირითადი წილი და იარაღიდან ამოღებული ვაზნებისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული ვაზნების გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2018 წლის 19 თებერვლის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ დ----------–-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ვაზნებზე (3 ცალი ვაზნა) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----------–-----ეს; დ------------–-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იარაღზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის ძირითადი წილი დ----------–-----ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. იარაღში მოთავსებულ ვაზნებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----------–-----ეს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი-------–-------ამ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზების დასკვნების სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც, კერძოდ:

 

შ---–-----------–---–მა თავის ჩვენებაში მიუთითა შემდეგი: 2018 წლის 22 იანვარს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე მეუღლესთან - ს----------------ესთან ერთად გაუარა ბავშვობის მეგობარ დ----------–-----ეს, რომელიც უნდა ყოფილიყო მისი მეჯვარე და სურდა, იგი წაეყვანა მამიდაშვილთან და გაეცნო ოჯახის წევრებისთვის. დ-------იმ ტელეფონზე არ უპასუხა და ამიტომ სახლში ააკითხა. სახლიდან ერთად ჩამოვიდნენ, ჩასხდნენ მეუღლის ა/მანქანაში და წავიდნენ დიდი დიღმის მიმართულებით. დიდი დიღმისკენ მიმავალ ახალ ესტაკადასთან გადაუხვიეს. მერე კი მარჯვნივ შეუხვიეს. ამ დროს ტაქსის ტრაფარეტიანმა მანქანამ გადაუსწრო, გვერდიდან კი 3-4 სხვა მანქანა გაჩერდა. გადმოხტნენ მანქანებიდან, მივიდნენ მათ მანქანასთან და იკითხეს, ლ-----ე რომელიაო. ის გაიყვანეს მანქანის წინ, ხოლო დ-------ი - მანქანის უკანა მხარეს. ეკითხებოდა, ვინ იყვნენ. უთხრეს, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და საბუთიც აჩვენეს. მოითხოვა დამსწრეების დასწრება ჩხრეკაზე, რაზეც უპასუხეს, რომ თვითონ უნდა მიეყვანა. მეუღლეს უთხრა, რომ ყველაფერი გადაეღო ტელეფონით. დ-------ის 7-8 კაცი ეხვეოდა. ზოგი ს--------ს დასდევდა, რომ არ გადაეღო. თუმცა მან მაინც მოასწრო პატარა ნაწილის გადაღება. ამასობაში დ-------იმ დაიწყო ყვირილი: ,,ჩამიდეს, ჩამიდესო“. ლ-----ის ჩხრეკას არ დაასწრეს არც ის და არც მისი მეუღლე. მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანა, რომელიც ძირითადად სულ მანქანაში ედო და იმ მომენტში ჩარჩა ჯიბეში. მერე ის და ლ-----ე ჩასვეს ცალ-ცალკე მანქანებში და წაიყვანეს ორთაჭალაში. ადვოკატის გარეშე ოქმზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა. 3 საათის შემდეგ გამოუშვეს. დ----------–-----ე შეხვედრის შემდეგ პრაქტიკულად სულ მისი თვალთახედვის არეში იმყოფებოდა. იარაღი რომ ჰქონოდა, ეტყოდა ვინაიდან ბავშვობის მეგობარია, თანაც მეუღლესთან ერთად იყო და არ აკადრებდა, რომ იარაღით ჩამჯდარიყო მანქანაში.

 

მოწმე ს-----------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მეუღლის მეგობარ დ----------–-----ესთან ჰქონდათ ყოველდღიური ურთიერთობა. იგი მათი მეჯვარე უნდა ყოფილიყო. შემთხვევის დღეს გაუარეს სახლში. მისმა მეუღლემ ჩამოიყვანა დ-------ი და მანქანით წავიდნენ მისი მეუღლის მამიდაშვილთან. დიდ დიღომთან, ესტაკადაზე, მარჯვნივ შეუხვია გზაზე და გაჩერდა. ამ დროს მათ გარშემო გაჩერდნენ მანქანები, უყვიროდნენ, რომ გადასულიყვნენ. უკან დ----------–-----ეს მივარდნენ, გადმოდიო. მის მეუღლესაც გაუღეს კარი. მისი მეუღლე მანქანის წინ წაიყვანეს, ხოლო დ----------–-----ე - მანქანის უკან. მეუღლემ უთხრა, რომ გადაეღო. აიღო ტელეფონი გადასაღებად. ამ დროს დ----------–-----ე აყვირდა, პისტოლეტი ჩამიდესო. ითხოვდა მოწმეს და ადვოკატს. შეეშინდა, არ წაეშალათ, რაც გადაიღო, და მოასწრო მისი გადაგზავნა. შემდეგ დაესწრო მეუღლის პირად ჩხრეკას და მანქანის ჩხრეკას. მის მეუღლეს დანა ჰქონდა. მანქანიდან არაფერი ამოუღიათ. ზუსტად არ იცის, დ-----------–-----ეს რა ჰქონდა, თუმცა დარწმუნებულია, რომ იარაღი არ ექნებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დ----------–-----ემ კატეგორიულად უარყო მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ფლობა, რის დამამტკიცებელ არგუმენტად ს----------------ის და შ---–-----------–---–ის ჩვენებებთან ერთად ასევე მამის კ------------ე ლ-----ის და მისი მეგობრის - ვ---------------–ის ჩვენებებზე მიუთითა, რომელთა თვალწინაც ჩაიცვა ტანსაცმელი სახლიდან გასვლის წინ. დაკავებისას მას სამი პოლიციელი ეჯაჯგურებოდა, რა დროსაც იგრძნო, რომ ერთ-ერთმა მათგანმა რაღაც ჩაუდო ქამართან და მერე ამოიღო. შემდეგ ერთმა პოლიციელმა კი იარაღიდან ტყვიები გადმოყარა და უკანვე ჩააწყო, ამის მერე გულის ჯიბესთან დაუწყო ხელების ფათური და სამი ცალი ვაზნა ამოიღო. ამდენად, დ---–------- განმარტებით, მისგან ამოღებული იარაღი და ვაზნები მას არ ეკუთვნის და პოლიციელებმა ჩაუდეს.

 

ვ---------------–მა და მსჯავრდებულის მამამ - კ------------ე ლ-----ემ დაადასტურეს, რომ დ-------ი სახლიდან გასვლის წინ მათ თვალწინ იცვამდა და ჩასაცმელად არსად გასულა. სახლიდან იარაღით რომ გასულიყო, აუცილებლად შენიშნავდნენ. ყურადღება გაამახვილეს დ-------ის ქურთუკზე - მიუთითეს, რომ მისი აღებისას შენიშნავდნენ, ჯიბეში რომ ისეთი მძიმე საგანი ყოფილიყო მოთავსებული, როგორიც ცეცხლსასროლი იარაღია.

 

დაცვის მხარის მითითებული მტკიცებულებების შეფასებისას პალატა გვერდს ვერ უვლის იმ გარემოებას, რომ ყველა დაკითხულ მოწმეს დ----------–-----ესთან აკავშირებს ახლო მეგობრული თუ ნათესაური ურთიერთობა, რაც განაპირობებს მათ სუბიექტურ განწყობას საქმის შედეგისადმი. ყველა მათგანს გააჩნია ინტერესი, რომ დ----------–-----ემ თავი დააღწიოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებში ასახული ინფორმაცია არ არის დადასტურებული საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას დაცვის მოწმეების მოწმებიის ვ---------------–ის და კ------------ე ლ-----ის ჩვენებების შეფასებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ დ----------–-----ის მიერ ცეცხსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების ფაქტს არ გამორიცხავს ის, რომ მათ ისინი ვერ შენიშნეს. სამი ვაზნის არსებობა მათი მცირე მასის გამო ისედაც არ იქნებოდა შესამჩნევი ქურთუკის ჯიბეში. რევოლვერი კი დ----------–-----ეს მოთავსებული ჰქონდა საქამრეში და, ბუნებრივია, არ მოახდენდა მის დემონსტრირებას მამისა და მამის მეგობრის წინაშე. გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ რევოლვერისა და საბრძოლო მასალის აღება შესაძლებელი იყო საცხოვრებელი ბინიდან გამოსვლის შემდეგაც სხვა შესანახი ადგილიდან.

 

დაცვის პოზიცია მთლიანად ეყრდნობა მის მიერ გაჟღერებულ არგუმენტს იმის შესახებ, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს გააჩნდათ დ----------–-----ის დანაშაულის ჩადენაში მხილების ინტერესი მისი კრიმინალური წარსულის გამო.

 

დაცვის მხარის ამ არგუმენტთან დაკავშირებით პალატა აქვე აღნიშნავს, რომ იმ პოლიციელთა ჩვენებები სანდოობის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ მსჯავრდებულის პირად ჩხრეკასა და დაკავებაში, ასევე არსებობს ობიექტური ეჭვი, რომ ისინი, როგორც საქმის შედეგით დაინტერესებული პირები, სასამართლოს მისცემდნენ მსჯავრდებულის დანაშაულის ჩადენაში მამხილებელ ჩვენებებს. აღნიშნული ობიექტური ეჭვის არსებობის გამო სასამართლო ბრალდების მოწმეთა ჩვენებებს (ისევე როგორც დაცვის მოწმეთა ჩვენებებს) აფასებს კრიტიკულად იმ მტკიცებულებათა მხედველობაში მიღებით, რომლებიც შეკრებილია სისხლის სამართლის საქმეზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს ბრალდების მხარის მოწმეთა - შს სამინისტროს ოპერატიული სამსხურის თანამშრომელთა ჩვენებების თანმიმდევრულობასა და ერთმანეთთან შესაბამისობას. მხედველობაში იღებს, რომ ამ ჩვენებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემობა დ----------–-----ისგან ცეცხსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების შესახებ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, რომელთა შინაარსი ზემოთ იქნა მოყვანილი; პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, ბალისტიკური, ქიმიური და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნებით.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ მათი შინაარსი ცალსახად მიუთითებენ დ----------–-----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაზე და გამოირიცხება ლოგიკური მსჯელობის საფუძველი საპირისპიროს სამტკიცებლად.

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის „ჩადების“ ვერსიას იმთავითვე ეწინააღმდეგება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ცეცხლსასროლ იარაღში არსებულ საბრძოლო ვაზნებზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----------–-----ეს, რაც ცალსახად ადასტურებს მის კონტაქტს ამ საბრძოლო მასალასთან ცეცხლსასროლ იარაღში მოთავსებამდე. ასევე დ----------–-----ეს ეკუთვნის მისი ქურთუკის გულის ჯიბეში აღმოჩენილი სამ საბრძოლო ვაზნაზე არსებული ბიოლოგიური მასალა. გასათვალისწინებელია, რომ საბრძოლო ვაზნებზე არ არის შერეული პროფილის ბიოლოგიური მასალა - იგი მხოლოდ დ----------–-----ეს ეკუთვნის. რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღს, მასზე დ----------–-----ის გარდა აღმოჩენილი იქნა სხვა გენეტიკური პროფილიც, რაც ასევე თანხვედრაშია ჩხრეკის ოქმისა და დაკითხული პოლიციელების ჩვენებების შინაარსთან იმის შესახებ, რომ ცეცხლსასროლ იარაღთან კონტაქტი სხვა პირსაც ჰქონდა დ----------–-----ის განიარაღებისას. აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ არ ჩატარებულა საექსპერტო კვლევა ცეცხლსასროლ იარაღზე აღმოჩენილი სხვა ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილის კუთვნილებასთან დაკავშირებით. დაცვის ამ არგუმენტზე პალატა აცხადებს, რომ დ----------–-----ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამორიცხავდა ამგვარი ექსპერტიზის ნებისმიერი მოსალოდნელი პასუხი: კვლევით ან ვერ მოხდებოდა ბიოლოგიური მასალის კუთვნილების დადგენა, ან დადგინდებოდა, რომ იგი ეკუთვნის დ----------–-----ის პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელს, რაც ბუნებრივია, ან ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი დაემთხვეოდა დ----------–-----ის მეგობრის შ---–-----------–---–ის გენეტიკურ პროფილს. ამ შემთხვევაშიც კი მხოლოდ დადასტურდებოდა ამ უკანასკნელის კონტაქტი ცეცხლსასროლ იარაღთან და არ გამოირიცხებოდა დ----------–-----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

დაცვა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების მიხედვით ძალზე მოკლე დროში მოხდა დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან მთელი რიგი საპროცესო მოქმედებების ჩატარება - პატაკის ავტორის გამოკითხვა, ოქმის მიწოდება ხელმძღვანელობისთვის, ჯგუფის შექმნა, მათთვის დავალების მიცემა, ა/მანქანში მყოფ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემების მოძიება. პატაკში მითითებული იყო დ----------–-----ის სავარაუდო ყოფნის ადგილსამყოფელი - აგ--------–---------------------------------------------ა და სწორედ იქ დაეწია ქალაქის სხვა ადგილიდან მიმავალი ოპერატიული ჯგუფი მოძრავ ა/მანქანას, რომელშიც იჯდა დ----------–-----ე. დაცვა უთითებს, რომ ასეთი დამთხვევა ეჭვს იწვევს. საეჭვოა ისიც, რომ ინფორმაციის შინაარსიდან გამომდინარე, არ გაიჩხრიკა დ----------–-----ის საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს: დაცვის მიერ დაფიქსირებული არგუმენტები შესაძლოა, მართლაც მიუთითებდნენ იმაზე, რომ ოპერატიული ინფორმაციას მართლაც განსხვავებული შინაარსი ჰქონდა, ვიდრე ეს საქმის მასალებშია დაფიქსირებული - შესაძლოა აგ--------–---------------------------------------------აზე მითითება განაპირობა იმან, რომ შესამოწმებელი ობიექტი - ა/მანქანა ამ ადგილას იქნა შეჩერებული და ინფრომაციის წყარო კი მხოლოდ უთითებდა დ----------–-----ისა და მისი თანმხლები პირების გადაადგილების მარშრუტზე. ან შესაძლოა ოპერატიულ ჯგუფს ჰქონდა სხვა ინფორმაციაც ძალადობრივი დანაშაულის მზადების შესახებ და ადგილზე სწორედ მის გამოსავლენად და აღსაკვეთად გავიდნენ, დ----------–-----ის დაკავების შემდეგ კი სხვა დანაშაულის მზადების შესახებ ინფორმაცია საერთოდ აღარ აისახა საქმის მასალებში. ასეთი მოსაზრებების საფუძვლიანობაზე მიუთითებს ისიც, რომ ოპერატიულ სამსახურს მართლაც აღარ ჩაუტარებია ადგილზე გაჩხრეკილი პირების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა.

 

ყოველივე აღნიშნული შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მართლაც ჰქონდა ადგილი ხარვეზს დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებისას, თუმცა ამით შეუძლებელია, ეჭვქვეშ დადგეს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგები. მსგავსი ხარვეზების არსებობა ვერ იქნება დამადასტურებული დაცვის მოსაზრებისა, რომ ოპერატიულმა სამსახურმა მიზანმიმართულად გააყალბა მტკიცებულებები დ----------–-----ისთვის არჩადენილი დანაშაულის შერაცხვის მიზნით.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე პალატა აფასებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას და აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე ადამიანს დაარწმუნებდა, რომ პირის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება მან ჩაიდინა.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, ზემოთ მითითებული, რელევანტური, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, დადასტურებულია, რომ დ----------–-----ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა ქ. თბილისში გადაადგილებისას.

 

,,იარაღის შესახებ‘‘ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ მოპოვება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებაში, კერძოდ, მის ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ვალში ჩათვლაში, ნაჩუქარის მიღებაში, ნაპოვნის დაუფლებაში და ა.შ. იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა დადგენილი, თუ როდის და რა ვითარებაში განხორციელდა დ----------–-----ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება, როდესაც პირს ეძლევა იარაღის განკარგვის შესაძლებლობა.

 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს მისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს, თუმცა მისი სურვილის შესაბამისად შეუძლია იარაღი გამოიყენოს მაშინ, როდესაც დასჭირდება. შენახვა შეიძლება განხორციელდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ეზოში და ა.შ. მის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება შენახვასაც მოიცავს. იგი გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირი ამას კანონით მინიჭებული უფლების გარეშე ახორციელებს. აღნიშნული ქმედება შესაძლებელია განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც პირი მოძრაობს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის და მისი ვარგისიანობა დადასტურებულია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება საზოგადოებისათვის და ცალკეული პირებისათვის მომეტებული საშიშროების შემცველია, ვინაიდან არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ მას, ვინც უკანონოდ ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს, აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს გამოიყენოს იგი. მოცემულ შემთხვევაში, დ----------–-----ე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ იარაღს უკანონოდ ინახავდა და უკანონოდ ატარებდა თბილისში გადაადგილებისას, რა დროსაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა დანაშაულის შეწყვეტა. ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ტ‘‘ პუნქტის მიხედვით, იარაღის ბრუნვას განეკუთვნება იარაღის რეგისტრაცია, შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო, ამავე მუხლის ,,ფ‘‘ პუნქტის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღი თან ჰქონდა დ----------–-----ეს, რომელსაც, ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ჰქონდა მინიჭებული იარაღის ფლობის, განკარგვისა, იარაღით სარგებლობისა და ტარების უფლება. მითითებული კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც გააჩნიათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება. ამასთან, იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ასეთი ნებართვა დ----------–-----ეს არ გააჩნდა, შესაბამისად, მას ცეცხლსასროლი იარაღი შეძენილი ჰქონდა, ინახავდა და ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ----------–-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იარაღი წარმოადგენს ცეცხლსასროლ იარაღს, ხოლო 9 ცალი ვაზნა, რომელთაგან 6 ცალი მოთავსებული იყო იარაღში, ხოლო 3 ცალი - ქურთუკის ჯიბეში, წარმოადგენს, ასევე, გამოსაყენებლად ვარგის საბრძოლო მასალას.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ დ----------–-----ე ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2018 წლის 26 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელი უნდა დაენიშნოს მუხლის ამ ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, ვინაიდან მას ბრალი წარედგინა 2018 წლის 24 იანვარს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისათვის. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა წარმოადგენდა აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, რაც სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხ წლამდე, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება წარმოადგენდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, რაც სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. 2018 წლის 6 ივნისს განხორციელებული ცვლილებით კი, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, რისთვისაც სანქციის სახით განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე ვადით, ხოლო ტარება წარმოადგენს აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და სასჯელის სახით გათვალისწინებულია ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს.

 

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დ----------–-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატის აზრით იგი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ხასიათს და სიმძიმეს. იგი უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ დ----------–-----ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ-------ინ ლ-----ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ----------–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ დ----------–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ------–------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ----------–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

დ----------–-----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2018 წლის 26 ივნისამდე მოქმედი რედაციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ-----------–-----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

დ-----------–-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 22 იანვრიდან.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ დ----------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთმტკიცება - ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა (რევოლვერი და ვაზნები) გადეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს, ხოლო ნერწყვის ნიმუში განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვეფხია ლ-----ე