განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2019
საქმის ნომერი
240210016001661197
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210016001661197

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ- 115-19 17 აპრილი 2019 წელი

ქ .ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - შპს „-----------–--- ფ-----ა“ მ---- ხვ-----–--ე რ----- ნ------ა ა-–---------- ხ--–-–---–ი

დავის საგანი - სამუშაოზე აღდგენისა და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის დაზუსტებული მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, რ----- ნ------ას სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, წლების განმავლობაში დასაქმებული იყო შპს „-----------–--- ფ-----ა“-ს ზ--------ის ფილიალში ო------------ს თანამდებობაზე. 2013 წლის 1 თებერვალს, დირექტორის №15-2/414 ბრძანებით შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, რაც მის მიერ გასაჩივრებულ იქნა და საბოლოოდ, ს----------–--ს უზენაესი სასამართლოს 29.06.2016 წ. №ას-469-450-2016 განჩინებით, აღდგენილ იქნა ზ--------ის ს---------- სერვისცენტრის ო------------ს თანამდებობაზე ან/და ტოლფას სამუშაოზე. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „-----------–--- ფ-----ას“ დირექტორის 2016 წლის 24 აგვისტოს ბრძანებით იგი აღდგენილ იქნა არა ზ------------------–------–------------------, არამედ, ა--–-- ს---------- სერვისცენტრში ბ----------------------------, რითაც არსებითად შეიცვალა შრომითი ხელშეკრულების პირობები, ვინაიდან, ზ--------იდან აბაშა დიდი მანძილითაა დაშორებული და იწვევს, როგორც დროის დაკარგვას (დაახლოებით 4 საათი, დღეში,) ასევე არათანაზომიერ ხარჯებს (დაახლოებით 10 ლარი დღეში), რაც აღემატება მისი ყოველთვიური ხელფასის ნახევარს. ადმინისტრაციისთვის ცნობილი იყო, რომ იგი ასეთ პირობებში ვერ შეძლებოდა მუშაობას და მოჩვენებითად იქნა აღდგენილი სამუშაოზე, ხოლო შემდეგ, შპს „-----------–--- ფ-----ას“ დირექტორის 2016 წლის 15 სექტემბრის ბრძანებით, სამუშაოდან გაათავისუფლეს ს----------–--ს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, თითქოსდა შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის გამო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ მიღებული ბრძანებები არის უკანონო, ეწინააღმდეგება ს----------–--ს კონსტიტუციისა და შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც ითხოვს მათ გაუქმებას და სამუშაოზე აღდგენას, რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო და განმარტა, რომ მოსარჩელე აღდგენილ იქნა ა--–-- ს---------- სერვისცენტრში ბ----------------------------, რაც წარმოადგენდა გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული პოზიციის ტოლფას თანამდებობას. ახალ სამუშაო ადგილზე დანიშვნით, მის მიმართ არ შეცვლილა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები, მოსარჩელის სამსახურებრივი მდგომარეობა, სახელფასო ანაზღაურება, სამუშაოს დაწყებისა და დასრულების დრო. მიუხედავად მათი მხრიდან არაერთი შეტყობინებისა, რომ მოსარჩელე აღდგენილი იყო სამუშაოზე და შედგომოდა შრომით საქმიანობას, იგი სამუშაოზე არ გამოცხადებულა, რის გამოც, ს----------–--ს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ზ” პუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის გამო, მოსარჩელე, დირექტორის ბრძანებით გათავისუფლდა სამუშაოდან. ამდენად, გენერალური დირექტორის ბრძანებები დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენისა და დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ არის კანონიერი და არ არსებობს მათი გაუქმების მატერიალურ- სამართლებრივი საფუძვლები.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. დაკმაყოფილდეს რ----- ნ------ას სასარჩელო მოთხოვნა შპს “ს----------–--ს ფ-----ის“ მიმართ; 2. ბათილად იქნეს ცნობილი, შპს “ს----------–--ს ფ-----ის“ დირექტორის, 2016 წლის 24 აგვისტოს №15-02/1091 ბრძანება რ----- ნ------ას ა--–-- ს---------- სერვისცენტრში სამუშაოზე აღდგენის შესახებ; 3. ბათილად იქნეს ცნობილი, შპს “ს----------–--ს ფ-----ის“ დირექტორის, 2016 წლის 15 სექტემბრის №15-02/1096 ბრძანება რ----- ნ------ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხე შპს ”ს----------–--ს ფ-----ას” დაევალოს, ს----------–--ს უზენაესი სასამართლოს 29.06.2016 წ. №ას-469-450-2016 განჩინების შესაბამისად, რ----- ნ------ას აღდგენა შპს ”ს----------–--ს ფ-----ის” ს---------- დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური ფილიალის ზ--------ის ს---------- სერვისცენტრის ო------------ს ან/და ტოლფას თანამდებობაზე; 4. დაეკისროს, შპს “ს----------–--ს ფ-----ას“, რ----- ნ------ას სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 24 აგვისტოდან, სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად- 625 ლარის ოდენობით; 5. დაეკისროს, შპს “ს----------–--ს ფ-----ას“, რ----- ნ------ას სასარგებლოდ, 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ; 6. დაეკისროს, შპს “ს----------–--ს ფ-----ას“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 431.10 ლარის გადახდა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა არსებითი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, რ----- ნ------ა აღდგენილ იქნა შპს “ს----------–--ს ფ-----ა“-ს ზ--------ის ს---------- სერვისცენტრის ო------------ს თანამდებობაზე ან/და ტოლფას სამუშაოზე. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 29 ივნისს. 2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შპს “ს----------–--ს ფ-----ას“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 24 აგვისტოს №15-02/1091 ბრძანებით, რ----- ნ------ა აღდგენილ იქნა შპს „-----------–--- ფ-----ას“ სერვის ცენტრების მართვის დეპარტამენტის ა--–-- სერვისცენტრის N----- ბ----------- ო------------ს თანამდებობაზე. 2.3. სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე წერილობითი შეტყობინება რ----- ნ------ას, მის საცხოვრებელ ადგილზე გაეგზავნა ორჯერ და ეცნობა გამოცხადებულიყო სამსახურში და შედგომოდა მოვალეობის შესრულებას. 2.4. შპს“ს----------–--ს ფ-----ას“ გენერალური დირექტორის, 2016 წლის 15 სექტემბრის №15-02/1096 ბრძანებით, რ----- ნ------ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (ა--–-- სერვისცენტრის N----- ბ----------- ო------------ს თანამდებობა) და შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის გამო, ს----------–--ს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე. 2.5. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, ზ----------------–----–---------------------ს დირექტორის მიერ, 2016 წლის 18 ოქტომბერს გაცემული ცნობის მიხედვით, ზ--------ი-დარჩელის (მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილიდან ქ.ზ--------ამდე) მგზავრობის ხანგრძლივობაა 40 წუთი, ხოლო მგზავრობის ღირებულება-1 (ერთი) ლარი. შპს „----------“-ს (ს/კ---------) დირექტორის მიერ, 2016 წლის 23 სექტემბრის ცნობით, ზ--------ი-ა--–-- მიმართულებით, მგზავრობის ხანგრძლივობაა 1 საათი და 20 წუთი, ხოლო ღირებულება-4 ლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა ს----------–--ს კონსტიტუციის 42-ე, 30-ე მუხლებზე, შრომის კოდექსის 1-ლი, მე-2, 37-ე მუხლებზე, ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2-4-ე მუხლებზე, ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 115-ე, 411-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის დავა გამომდინარეობდა შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. განსახილველ შემთხვევაში, რ----- ნ------ას მოსარჩელით დავის საგანია მისი სამუშაოზე აღდგენისა და შემდგომ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შპს “ს----------–--ს ფ-----ას“ გენერალური დირექტორის №15-02/1091 (24.08.2016 წ) და №15-02/1096 (15.09.2016 წ) ბრძანებების კანონიერების შემოწმება. სამუშაოდან გათავისუფლების ან დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიმართ, ამა თუ იმ ღონისძიების გამოყენების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულთან მიმართებაში, ხომ არ ჰქონდა ადგილი დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას. 2.7. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე და 102-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ რ----- ნ------ა აღდგენილი იქნა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე-მოსარჩელეს მხარესაა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე აღდგენილი იქნა ა--–-- სერვისცენტრში ბექ ო------------ს პოზიციაზე, რითაც ფაქტობრივად შეიცვალა არსებითი პირობები. დასაქმებულის სამუშაო ადგილმა ქ. ზ--------იდან გადაინაცვლა ქ. აბაშაში, თუმცა აღნიშნული ცვლილება განხორციელდა ცალმხრივად, მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე, რაც წინააღმდეგობაში მოდის ს----------–--ს შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან და დაუშვებელია. ამდენად, დამსაქმებლის მიერ განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, რ. ნ------ას სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით, შპს “ს----------–--ს ფ-----ას“ გენერალური დირექტორის №15-02/1091 (24.08.2016 წ) ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია. 2.8. რ. ნ------ას სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, შპს “ს----------–--ს ფ-----ას“ გენერალური დირექტორის №15-02/1096 (15.09.2016 წ) ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასმართლომ განმარტა: იმ ვითარებაში, როცა მხარეებს შორის, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა, ცხადია, შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევასაც არ ჰქონია ადგილი. ამდენად, მოპასუხის ბრძანება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ზ” პუნქტის საფუძველზე, რ----- ნ------ასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ არამართლზომიერი, კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი. 2.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, პირდაპირ დაკავშირებულია შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის ფაქტის დადასტურებასა და სამუშაოზე აღდგენასთან და არის თანმდევი შედეგი. ვინაიდან, დადგინდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის კანონსაწინააღმდეგოდ შეწყვეტის ფაქტი და დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არსებობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველიც. ამდენად, ს----------–--ს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და შპს “ს----------–--ს ფ-----ას“ უნდა დაეკისროს, რ----- ნ------ას სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2016 წლის 24 აგვისტოდან-სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად 625 ლარის ოდენობით.

 

3. დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განიხილა რ----- ნ------ას ის სასარჩელო მოთხოვნები, რაზედაც უკვე არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აღნიშნული კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელთან დაკავშირებით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია. 3.2. გარდა ამისა, სენაკის რაიონულმა სასამართლომ საერთოდ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვდა მოსარჩელე, არ იყო ვაკანტური, ასევე მგზავრების გადამყვანი კომპანია შპს "პ--------- +", რომელი კომპანიიდან მიღებული ინფორმაციის შედეგადაც მოსარჩელე აცხადებდა, რომ არ იყო აღდგენილი ტოლფას თანამდებობაზე, საერთოდ აღარ ასრულებდა მგზავრთა გადაყვანას და მას ფუნქციონირება შეწყვეტილი ჰქონდა. 3.3. სამუშაოზე აღდგენის შემდეგ, რ----- ნ------ას სამსახურეობრივი მდგომარეობა არ შეცვლილა, კერძოდ, სახელფასო ანაზღაურება, სამუშაოს დაწყებისა და დასრულების დრო და ს----------–--ს შრომის კოდექსით დადგენილი ყველა სხვა არსებითი პირობა. შესაბამისად, რ----- ნ------ა აღდგენილი იყო ტოლფას თანამდებობაზე, თუმცა არ ცხადდებოდა სამსახურში და უარს აცხადებდა სამუშაოს შესრულებაზე. 3.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს მიერ გაშვებული იქნა, სამუშაოზე აღდგენისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრებისთვის კანონით განსაზღვრული 30 დღიანი ხანდაზმულობის ვადა. სხვა სპეციალურ ვადას შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს. აღნიშნული კი, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. 3.5. სენაკის რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსის მე-11 მუხლი, 37-ე მუხლის 1-ელი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტი, ამას გარდა, არასწორად გამოიყენა შრომის კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელი, მხოლოდ მაშინაა ვალდებული აუნაზღაუროს დასაქმებულს განაცდურის თანხა, როდესაც მოცდენა ხდება დამსაქმებლის ბრალით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 1-ლი და მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. 4.3. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ რ----- ნ------ა ასაჩივრებს, კანონიერ ძალაში შესული, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შპს “ს----------–--ს ფ-----ა“-ს გენერალური დირექტორის მიერ გამოცემულ 2016 წლის 24 აგვისტოს №15-02/1091 ბრძანებას, რომლითაც რ----- ნ------ა აღდგენილ იქნა შპს „-----------–--- ფ-----ა“-ს სერვის ცენტრების მართვის დეპარტამენტის ა--–-- სერვისცენტრის N----- ბ----------- ო------------ს თანამდებობაზე და ამ ბრძანების შეუსრულებლობის გამო, რ----- ნ------ას წინააღმდეგ გატარებული დისციპლინური სანქციის-სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერებას. ამდენად, თავისი შინაარსით, რ----- ნ------ას პრეტენზია მიმართულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებასა და წესზე. 4.4. პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების შესაძლებლობები გათვალისწინებულია სსსკ-ის 263.1-ე მუხლით, რომელიც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, მხარის მოთხოვნის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად, იმსჯელოს გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების წესზე, პირობებსა და საშუალებაზე. ამ საკითხის განხილვა კი, სსსკ-ის 1.2 მუხლიდან გამომდინარე, სასარჩელო წარმოების წესით დაუშვებელია. 4.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ასევე 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. 4.6. ამავე კოდექსის 393.3 მუხლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. 4.7. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე არსებობდა რ----- ნ------ას სამუშაოზე აღდგენასა და იძულებით განაცდურთან დაკავშირებით, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება, პალატა მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით რ----- ნ------ას პრეტენზიის სასარჩელო წარმოების წესით განხილვისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმა, კერძოდ, ნაცვლად სსსკ-ის 186.1-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით სარჩელის მიღებაზე უარის თქმისა, ან შემდგომში 187.2 მუხლის მიხედვით მისი განუხილველად დატოვებისა, არსებითად იმსჯელა რ. ნ------ას მოთხოვნაზე, რამაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა. აღნიშნული კი სსსკ-ის 377.2-ე, 385-ე, 393.3-ე, 187.2-ე მუხლების თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და რ----- ნ------ას სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია. 4.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის დაზუსტებული მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს, სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება, რ----- ნ------ას სარჩელი, სამუშაოზე აღდგენისა და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ნაცვლად სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტისა, უნდა დარჩეს განუხილველად. 4.9. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, როგორც უკვე აღინიშნა, რ----- ნ------ას სამუშაოზე აღდგენასა და იძულებით განაცდურთან დაკავშირებით, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების წესის, პირობებსა და საშუალებებთან დაკავშირებული საკითხი განხილული უნდა იქნეს სსსკ-ის 263-ე მუხლით დადგენილი წესებით.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შპს „-----------–--- ფ-----ა“-ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს, სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება და რ----- ნ------ას სარჩელი, სამუშაოზე აღდგენისა და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, უნდა დარჩეს განუხილველად.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რაზედაც გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის შპს „-----------–--- ფ-----ა“-ს მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-1060 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „-----------–--- ფ-----ა“-ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს, სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. რ----- ნ------ას სარჩელი, სამუშაოზე აღდგენისა და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, დარჩეს განუხილველად;

4. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე