განაჩენი

სისხლის სამართლის 07.05.2019
საქმის ნომერი
330100114507569
ინსტანცია
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100114507569

საქმე №1ბ/1643-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ზ--------------–---–ის

მსჯავრდებულების: ლ-–--------–--ის, ზ-----------–--ის, მ-------------------ის, გ--------–----ის და ა---------–-–-----–--ის

ადვოკატის: ს-----–------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი პროკურორის ზ--------------–---–ის, მსჯავრდებულების ლ-–--------–--ის და ზ-----------–--ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს-----–------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №086110413002) ლ-–--------–--ის, ზ-----------–--ის, მ-------------------ის, გ--------–----ის და ა---------–-–-----–--ის მიმართ.

 

მ-------------------ე დაბადებულია 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №-----------), დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ-------------------------–--–------------------------------------–--

 

გ--------–----ე დაბადებულია 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №-----------), დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ--------------------------------------------------------–--

 

ზ-----------–--ე დაბადებულია 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №-----------), დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ-----------------------------------------------------------–--

 

ლ-–--------–--ე დაბადებულია 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №--------------), დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ--------------–-------–--–---–------------------------–--

 

ა---------–-–-----–--ე დაბადებულია 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №-----------), დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ-------------------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-–--------–--ემ, ზ-----------–--ემ, მ-------------------ემ, გ--------–----ემ და ა---------–-–-----–--ემ ჩაიდინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გასაღებისა და გამოყენების მიზნით.

 

მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს მთავრობასა და შპს „ა------------------“-ს შორის 2011 წლის 01 ივლისს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შპს „ა------------------“ აჭარის რეგიონში, მდინარეების ჭოროხისა და ა------–--–ის ხეობებში ახორციელებდა სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. მემორანდუმის თანახმად, კომპანიამ იკისრა პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწის ნაკვეთის შესყიდვის ვალდებულება და დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპენსაციის სახით ერთ კვადრატულ მეტრში მესაკუთრეებს უხდიდა 20 ლარს.

 

ხ--–--------ის რაიონის სოფელ კ-------ში მცხოვრებ ბ-------–--–----ეს საარქივო მონაცემებით სოფელ ნ-----------ში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 1500 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ბ-------–--–----ემ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე - მდინარე ჭოროხის კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება, შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამ კომპანიის ფულად თანხას.

 

ამ მიზნით ბ-------–--–----ემ დახმარებისთვის მიმართა შპს „დ--------------------“ დირექტორს გ--------–----ეს და სთხოვა, მის სახელზე აეზომა სოფელ ნ-----------ში, მდინარე ჭოროხის კალაპოტში არსებული 1100 კვ/მ ფართი. გ--------–----ემ საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამზადებაზე ბ-------–--–----ეს თანხმობა განუცხადა, რის შემდეგაც 2012 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში მის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც მდინარე ჭოროხის კალაპოტში არსებული 1100 კვ/მ მიწის ფართის დანიშნულებად მიუთითა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

 

2012 წლის 15 ოქტომბერს ბ-------–--–----ემ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ--–--------ის სარეგისტრაციო სამსახურში და მის სახელზე დარეგისტრირდა სოფელ ნ-----------ში, მდინარე ჭოროხის კალაპოტში, მდინარის მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე, მდინარის წყალდაცვით ზოლში არსებული 1101 კვ/მ მიწის ფართი, საკადასტრო კოდით 2-----------. ამ გზით ბ-------–--–----ემ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც მან შეცდომაში შეიყვანა შპს „ა-------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“-ის კუთვნილ 22020 ლარს, რითიც ბ-------–--–----ემ სახელმწიფოსა და შპს „ა------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული ზემოაღნიშნული 1101 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.

 

ხ--–--------ის რაიონის სოფელ მ---------ში მცხოვრებ შ--------------–---–ს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 4000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. შ----------------–---–მა თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე - მდინარე ჭოროხის კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება, შემდეგ კი ხსნებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამ კომპანიის ფულად თანხას.

 

ამ მიზნით შ--------------–---–მა შვილის - ზა--------------–---–ის მეშვეობით დახმარებისთვის მიმართა ამზომველ ზ-----------–--ეს და სთხოვა, მის სახელზე აეზომა სოფელ მ---------ში, მდინარე ჭოროხის კალაპოტში არსებული 1600 კვ/მ ფართი.

 

ზ-----------–--ემ ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამზადებაზე თანხმობა განაცხადა და 2013 წლის იანვრის შუა რიცხვებში შ--------------–---–ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით. მასში მდინარე ჭოროხის კალაპოტში არსებული 1600 კვ/მ ფართის დანიშნულებად მიუთითა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. ნახაზი თავდაპირველად შედგენილ იქნა 1600 კვ/მ ფართზე, ხოლო შემდგომში შემცირებული იქნა 1310 კვ/მ-მდე.

 

2013 წლის 15 იანვარს შ--------------–---–მა მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი სხვა დოკუმენტებთან ერთად შპს „ც------------------------“-ის (ზ------------–--ე) მეშვეობით წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ--–--------ის სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე 2013 წლის 22 იანვარს შ--------------–---–ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მ---------ში, მდინარე ჭოროხის კალაპოტში - ნაწილობრივ მდინარეში და ნაწილობრივ მდინარის რიყეზე არსებული 1311 კვ/მ ფართი საკადასტრო კოდით 2------------ ამ გზით შ--------------–---–მა თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“-ის კუთვნილ 26220 ლარს. აღნიშნული ქმედებით შ--------------–---–მა სახელმწიფოსა და შპს „ა------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული ზემოაღნიშნული 1311 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.

 

ხ--–--------ის რაიონის სოფელ გ-----ში მცხოვრებ მ-----–--–--–--ეს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 2500 კვ/მ მიწის ნაკვეთი. იცოდნენ რა აღნიშნულის შესახებ, მ-----–--–--–--ის შვილიშვილის ჯ--–----–--–--ი მეუღლემ თ----–---------------მ და ამ უკანასკნელის ძმამ უ–---ი დ---------მ თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით განიზრახეს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე - მდინარე ჭოროხის კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინათ სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღოთ ქონებრივი უფლება, შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდნენ ამ კომპანიის ფულად თანხას.

 

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით უ–---ი და თ----–-------------ებმა მიმართეს ამ უკანასკნელის მამამთილს თ--------–--–---ს და სთხოვეს დახმარება დედის - მ-----–--–--–--ის სახელზე არსებული საარქივო მონაცემების საფუძველზე მდინარის კალაპოტის ტერიტორიაზე შერჩეული ადგილის დარეგისტრირებაში, რაზეც თ-------–--–--ემ თანხმობა განუცხადა. თ-------–--–--ემ მიმართა ამზომველ ლ-–--------–--ეს და სთხოვა, მ-----–--–--–--ის სახელზე აეზომა სოფელ მ---------ში, მდინარე ჭოროხის კალაპოტში არსებული 1500 კვ/მ ფართი.

 

ლ-–--------–--ემ ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამზადებაზე უ–---ი დ---------ს თანხმობა განუცხადა და 2013 წლის თებერვლის დასაწყისში მ-----–--–--–--ის სახელზე გასაღებისა და გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც მდინარე ჭოროხის კალაპოტში არსებული 1500 კვ/მ ფართის დანიშნულებად მიუთითა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

 

2013 წლის 06 თებერვალს უ–---ი და თ----–-------------ებმა მათ მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი სხვა დოკუმენტებთან ერთად თ-------–--–--ის მეუღლის - თ------–--–--ის მეშვეობით წარადგინეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ--–--------ის სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე 2013 წლის 22 თებერვალს თ-------–--–--ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მ---------ში, მდინარე ჭოროხის კალაპოტში, ნაწილობრივ მდინარეში და ნაწილობრივ მდინარის რიყეზე მდებარე 1501 კვ/მ ფართი საკადასტრო კოდით 2------------ ამ გზით უ–---ი და თ----–-------------ებმა თ-------–--–--ის დახმარებით თაღლითურად მიიღეს ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც მათ შეცდომაში შეიყვანეს შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლნენ შპს „ა------------------“-ის კუთვნილ 30020 ლარს. აღნიშნული ქმედებით უ–---ი და თ----–-------------ებმა თ-------–--–--ის დახმარებით სახელმწიფოსა და შპს „ა------------------“-ს მიაყენეს დიდი ოდენობით ზიანი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული ზემოაღნიშნული 1501 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.

 

ხ--–--------ის რაიონის სოფელ ა------–---–ში მცხოვრებ მ----------------ს საარქივო მონაცემებით ამავე რაიონის სოფელ კ---------ში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. მ----------------მ თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, მდინარე ა------–--–ის კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება, შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამ კომპანიის ფულად თანხას.

 

მ----------------მ დახმარებისთვის შპს „ც-----------------------“-ის დირექტორის ს---–----------------ის მეშვეობით მიმართა ამზომველ ლ-–--------–--ეს და სთხოვა, მის სახელზე აეზომა სოფელ ა------–---–ში, მდინარე ა------–--–ის კალაპოტში არსებული 5050 კვ/მ ფართი.

 

ლ-–--------–--ემ ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამზადებაზე თანხმობა განაცხადა და 2013 წლის 28 იანვარს მ---------------ის სახელზე გასაღებისა და გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც მდინარე ჭოროხის კალაპოტში არსებული 5050 კვ/მ ფართის დანიშნულებად მიუთითა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

 

2012 წლის 28 იანვარს მ----------------მ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ--–--------ის სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე 2013 წლის 29 იანვარს მ---------------ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა სოფელ ა------–---–ში, მდინარე ა------–--–ის კალაპოტში, ნაწილობრივ მდინარეში და ნაწილობრივ მდინარის რიყეზე მდებარე 5053 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით 2------------ ამ გზით მ----------------მ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც შეცდომაში შეიყვანა შპს „ა-------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“-ის კუთვნილ 101060 ლარს. აღნიშნული ქმედებით მ----------------მ სახელმწიფოსა და შპს „ა-------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული ზემოაღნიშნული 5053 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.

 

ხ--–--------ის რაიონის სოფელ მ---------ში მცხოვრები ს---–---------------–---–ის დედას- ხ-------------–---–ს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ს---–---------------–---–მა თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხის კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება, შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას. ამ მიზნით ს---–---------------–---–მა დახმარებისთვის ინდმეწარმე ლ--–-------------ის მეშვეობით მიმართა ამზომველ ლ-–--------–--ეს და სთხოვა დედის - ხ--------------–---–ის სახელზე აეზომა მდინარე ჭოროხის კალაპოტში არსებული 2075 კვ/მ ფართი.

 

ლ-–--------–--ემ ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამზადებაზე თანხმობა განაცხადა და 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში ხ-------------–---–ის სახელზე გასაღებისა და გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც მდინარე ჭოროხის კალაპოტში არსებული 2075 კვ/მ ფართის დანიშნულებად მიუთითა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

 

2012 წლის 14 დეკემბერს ს---–---------------–---–მა მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ--–--------ის სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე 2013 წლის 19 დეკემბერს ხ-------------–---–ის სახელზე დარეგისტრირდა მდინარე ჭოროხის კალაპოტში, მდინარის რიყეზე მდებარე 2076 კვ/მ ფართი საკადასტრო კოდით 2------------ ამ გზით ს---–---------------–---–მა თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა------------------“-ის კუთვნილ 41520 ლარს. აღნიშნული ქმედებით ს---–---------------–---–მა სახელმწიფოსა და შპს „ა------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული ზემოაღნიშნული 2076 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.

 

ხ--–--------ის რაიონის სოფელ მ---------ში მცხოვრებ ე----------------ძის აწ გარდაცვლილ დედას ს---------------ძეს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ე----------------ძემ თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით განიზრახა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხის კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართები და მათზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება, შემდეგ კი ხსენებული ფართების შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამ კომპანიის ფულად თანხას.

ე----------------ძემ დახმარებისათვის მიმართა შპს „C------------ის დირექტორს ა---------–-–-----–--ეს და სთხოვა დედამისის - ს---------------ძის სახელზე აეზომა სოფელ მ---------ში, მდინარე ჭოროხის კალაპოტში არსებული 773 კვ/მ ფართი.

 

ა---------–-–-----–--ემ ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამზადებაზე ე----------------ძეს თანხმობა განუცხადა და 2012 წლის 17 დეკემბერს ს---------------ძის სახელზე გასაღებისა და გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც მდინარე ჭოროხის კალაპოტში არსებული 773 კვ/მ ფართის დანიშნულებად მიუთითა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

 

2012 წლის 19 დეკემბერს ე----------------ძემ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი სხვა დოკუმენტებთან ერთად დედამისის - ს---------------ძის მეშვეობით წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ--–--------ის სარეგისტრაციო სამსახურში. 2012 წლის 27 დეკემბერს საკადასტრო ნახაზი მცირედით შეიცვალა. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე 2013 წლის 03 იანვარს ს---------------ძის სახელზე დარეგისტრირდა სოფელ მ---------ში, მდინარე ჭოროხის კალაპოტში, მდინარის რიყეზე არსებული 716 კვ/მ ფართი საკადასტრო კოდით: 2-------------- ამ გზით ე----------------ძემ ფართის დედამისის - ს---------------ძის სახელზე დარეგისტირების გზით, თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეიყვანა შპს „ა--------------------“ და მითითებული ფართის და მასთნ ერთად ასევე სხვა ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა-------------------“-ის კუთვნილ, ჯამში 24820 ლარს. აღნიშნული ქმედებით ე----------------ძემ სახელმწიფოს და შპს „ა-------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული ზემოაღნიშნული 716 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.

 

ხ--–--------ის რაიონის სოფელ კ-------ში მცხოვრებ ჯ------–--–-----ეს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ჯ------–--–-----ემ თაღლითურად დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით განიზრახა ყალბი დოკუმეტების გამოყენებით პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხის კალაპოტში ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება, შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა------------------“-ზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლებოდა ამ კომპანიის ფულად თანხას. ამ მიზნით ჯ------–--–-----ემ დახმარებისათვის მიმართა შპს „------ დირექტორს მ-------------------ეს და სთხოვა მის სახელზე აეზომა მდინარე ჭოროხის კალაპოტში არსებული 1600 კვ/მ ფართი.

 

მ-------------------ემ ყალბი საკადასრო აზომვითი ნახაზის დამზადებაზე ჯ------–--–-----ეს თანხმობა განუცხადა და 2013 წლის 28 იანვარს მის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასაღებისა და გამოყენების მიზნით, რომელშიც მდინარე ჭოროხის კალაპოტში არსებული 1600 კვ/მ ფართის დანიშნულებად მიუთითა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

 

2013 წლის 31 იანვარს ჯ------–--–-----ემ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ--–--------ის სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე 2013 წლის 05 თებერვალს ჯ------–--–-----ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა მდინარე ჭოროხის კალაპოტში, ნაწილობრივ მდინარეში და ნაწილობრივ მდინარის რიყეზე არსებული 1440 კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით 2------------ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შემდეგ საბოლოოდ ჯ------–--–-----ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა 1600 კვ/მ ფართი. ამ გზით ჯ------–--–-----ემ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც შეცდომაში შეიყვანა შპს „ა------------------“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა-------------------“-ის კუთვნილ 32000 ლარს. აღნიშნული ქმედებით ჯ------–--–-----ემ სახელმწიფოს და შპს „ა------------------“-ს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით კანონსაწინააღმდეგო გზით განხორცილებული ზემოაღნიშული 1600 კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:

 

მ-------------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გ--------–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ზ-----------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ლ-–--------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ლ-–--------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ლ-–--------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ლ-–--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ა---------–-–-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრი დაედოთ რ-------------–-ძეს და რ--------–----ძეს.

 

რ-------------–-ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

რ-------------–-ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით რ-------------–-ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

რ--------–----ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

რ--------–----ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ--------–----ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა ლ-–--------–--ემ, ზ-----------–--ემ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს-----–------ემ. დაცვის მხარის მოთხოვნაა ლ-–- და ზ-----------–--ეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მხოლოდ მათ უდანაშაულობას.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში ზ---- და ლ-–--------–--ეებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს-----–------ემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ზ---- და ლ-–--------–--ეების უდანაშაულოდ ცნობის და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭირო მტკიცებულებათა სტანდარტს. ლ-–- და ზ-----------–--ეებს არ მოუწერიათ ხელი აზომვით ნახაზებზე. მათ მხოლოდ ტექნიკური სამუშაო შეასრულეს - აზომეს დამკვეთების მიერ მითითებული მიწის ფართი, რაც არ შეიძლება განხილული იქნას სიყალბის ჩადენად. სწორედ დამკვეთს უნდა ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა, თუკი იგი განგებ უთითებს იმ ადგილზე, სადაც მისი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს. გაცემული საკადასტრო ნახაზი თავისთავად არ წარმოადგენს ყალბ დოკუმენტს - მასში მითითებული ყველა მონაცემი შეესაბამება სინამდვილეს, იგი შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას იმ მიწის ადგილმდებარეობისა და დანიშნულების შესახებ, რომლის აზომვაც განხორციელდა. დამზადებული ნახაზი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მიჩნეული იქნას ყალბ დოკუმენტად, თუკი მისი წარმდგენი - დაინტერესებული პირი მას თაღლითური მიზნით გამოიყენებს. გასათვალისწინებელია, რომ ლ-–- და ზ-----------–--ეები მიწის ნაკვეთის დანიშნულების გრაფაში ვერ მიუთითებდნენ ,,მდინარის კალაპოტს“, ვინაიდან მიწის ნაკვეთის დანიშნულების აღმნიშვნელი ასეთი ცნება არ არსებობს. ლ-–- და ზ-----------–--ეებს არ ამოძრავებდათ ანგარებითი მოტივი - ნახაზის დამზადების თანხა მათ არ მიუღიათ. იგი მიიღო სააზომველო ფირმამ. ამდენად, მათ არ ჰქონიათ მოტივი დანაშაულის ჩასადენად. რაც შეეხება საქართველოს კანონს ,,წყლის შესახებ“, იგი არ კრძალავს წყლის ობიექტებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. იგი კრძალავს მხოლოდ ასეთ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების განთავსებას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსმა პროკურორმა ზ--------------–---–მა. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მსჯარდებულების ლ-–--------–--ის, ზ-----------–--ის, მ-------------------ის, გ--------–----ის და ა---------–-–-----–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან ბრალდების მხარე თვლის, რომ მსჯავრდებულების მიმართ განსაზღვრული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნების მიღწევას.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მიზანშეწონილად მიიჩნია მსჯავრდებულთათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის ჩათვლით. მოთხოვნის საფუძვლად პროკურორმა დაასახელა მსჯავრდებულთა პოზიცია - ის, რომ ისინი თავს არ ცნობენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში განსხვავებით ამავე საქმეზე მსჯავრდებულებისაგან - რ-------------–-ძისაგან და რ-------–-----ისაგან.

 

მსჯავრდებულებს მ-------------------ეს, გ--------–----ეს და ა---------–-–-----–--ეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ითხოვეს მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება. ამასთან, მიუთითეს, რომ მართალია განაჩენი არ გაუსაჩივრებიათ, თუმცა თვლიან, რომ ამ განაჩენით გათვალისწინებული დანაშაული მათ არ ჩაუდენიათ და მთლიანად ეთანხმებიან ზ-----------–--ის, ლ-–--------–--ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს-----–------ის არგუმენტაციას.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი მსჯავრდებულების ლ-–--------–--ის, ზ-----------–--ის, მ-------------------ის, გ--------–----ის და ა---------–-–-----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების ლ-–--------–--ის, ზ-----------–--ის, მ-------------------ის, გ--------–----ის და ა---------–-–-----–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებებით, დაზარალებულის წარმომადგენლებისა და მოწმეთა ჩვენებებით, რ-------------–-ძისა და რ--------–----ძის ჩვენებებით, უკანონო რეგისტრაციებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრიდან გადმოგზავნილი მასალებით, საჯარო რეესტრიდან მიღებული სიტუაციური და KFW მონაცემების შემცველი ნახაზებით და სურათებით, ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული მასალებით წყლის შესახებ კანონით, საჯარო რეესტრის ინსტრუქციით, ხ--–--------ის რაიონის არქივიდან მიღებული საარქივო მონაცემებით და საკომლო ჩანაწერებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით და თანდართული მასალებით უკანონო რეგისტრაციების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სარეგისტრაციო წარმოებებით, საკადასტრო აზომვითი ნახაზებით და საქმეში არსებული სხვა მასალებითა და ინფორმაციის ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ-–--------–--ემ, ზ-----------–--ემ, მ-------------------ემ, გ--------–----ემ და ა---------–-–-----–--ემ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები. ზემოხსენებული მტკიცებულებები საქართველოს სსსკ–ის 73–ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებზე.

 

პალატა სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებების შეფასებამდე ყურადღებას გაამახვილებს „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისთვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები. მე-6 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად, საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და წყალზე სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების დაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისგან დასაცავად; მე-2 პუნქტის თანხმად, წყალდაცვით ზოლში შეიძლება, შეტანილ იქნას მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს; ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისთვის - 10 მეტრი, 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისთვის - 20 მეტრი, 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისთვის - 30 მეტრი, 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისთვის - 50 მეტრი. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით მდინარე ჭოროხის სიგრძე 438 კილომეტრია, ხოლო მდინარე აჭარის წყლის - 90 კილომეტრი. შესაბამისად, ორივე მდინარისთვის წყალდაცვითი ზოლის სიგანე წარმოადგენს მდინარის კალაპოტიდან ორივე მხარეს - 50 მეტრს. აღნიშნული კანონმდებლობით დაუშვებელი იყო მდინარის კალაპოტის და მისი მიმდებარე ტერიტორიის პრივატიზება და მოქალაქეებზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს მთავრობასა და შპს „ა------------------“-ს შორის 2011 წლის 01 ივლისს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შპს „ა------------------“ აჭარის რეგიონში, მდინარეების ჭოროხისა და ა------–--–ის ხეობებში ახორციელებდა სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ხსენებული მემორანდუმის თანახმად, კომპანიამ იკისრა პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწის ნაკვეთის შესყიდვის ვალდებულება და დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით ერთ კვადრატულ მეტრში მესაკუთრეებს უხდიდა 20 ლარს.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით 2012-2013 წლებში ხ--–--------ის რაიონში მცხოვრები ათეულობით მოქალაქე ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზების დარეგისტრირებით თაღლითურად დაეუფლა მდინარეების ჭოროხის და ა------–---–ის კალაპოტებში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიების მიწის ნაკვეთებს, რომელთა ნაწილი - 30 მიწის ნაკვეთი სოლიდურ თანხებში იქნა რეალიზებული შპს ,,---------------“ 2007“-ზე, რითიც კომპანიას და სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

მოქალაქეებმა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესადგენად ჭოროხის და ა------–---–ის კალაპოტებში მდებარე მიწების თაღლითურად დაუფლების მიზნით მიმართეს სპეციალისტებს - ამზომველებს, მათ შორის მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულებს. საჯარო რეესტრის ინსტრუქციის თანახმად მიწის აზომვის ჩამტარებელი სპეციალისტი ვალდებულია, საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახოს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და დანიშნულება. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულებისთვის ხსენებული ინსტრუქციის მოთხოვნები ცნობილი იყო, გასაღებისა და გამოყენების მიზნით მოქალაქეებს დაუმზადეს ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რომლებშიც მიწის დანიშნულებად მიუთითეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების ზ---- და ლ-–--------–--ეების და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს-----–------ის არგუმენტაციას, რომელზე დაყრდნობითაც ცდილობენ, დაასაბუთონ ზ---- და ლ-–--------–--ეების ბრალის არარსებობა ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენაში.

 

პალატა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ საამზოველო სამუშაოების ჩამტარებელი და საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამამზადებელი პირები - ზ---- და ლ-–--------–--ეები არ შეიძლება ჩაითვალონ მხოლოდ ტექნიკური სამუშაოს შემსრულებელ პირებად. მართალია, ასეთი სამუშაოების შემკვეთი დაინტერესებული პირი პასუხს აგებს არასწორი მონაცემებით ნახაზის შედგენაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს სამუშაოს შემსრულებელ პირთა პასუხისმგებლობას. გაცემულ საკადასტრო აზომვით ნახაზებზე დაფიქსირებული მიწის ფართები თავიანთი ადგილმდებარეობით შეუსაბამობაში იყვნენ საარქივო მონაცემებთან - არ ემთხვეოდნენ იმ ნიშნებს, რომლებითაც ხდებოდა ნაკვეთების იდენტიფიკაცია კოორდინატთა ერთიანი ბადის შემოღებამდე - მომიჯნავე ნაკვეთების მფლობელთა ვინაობები, ნაკვეთების განწილების ძველ სიაში და რუკაზე ნაკვეთის ნუმერაცია, ნაკვეთის გვერდების სიგრძეები და ფართობი, ასევე ინფორმაცია ნაკვეთის მომიჯნავე ტერიტორიის შესახებ (მაგ: გზა, ტყის მასივი, ხევი და ა.შ.) ადვოკატის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიწის დანიშნულების გრაფაში მდინარის კალაპოტი ვერ იქნებოდა მითითებული ასეთი ცნების არარსებობის გამო, პალატა განმარტავს, რომ ზ---- და ლ-–--------–--ეების დანაშაულებრივი ქმედება იმაში კი არ გამოხატა, რომ მათ საკადასტრო ნახაზზე მიწის დანიშნულებად არ მიუთითებს ,,მდინარის კალაპოტი“, არამედ ის, რომ მათ მდინარის რეალურ კალაპოტში არსებულ მიწაზე გასცეს საკადასტრო ნახაზი და მის დანიშნულებად მიუთითეს ,,სასოფლო სამეურნეო“, რასაც გამორიცხავდა ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოთ მოყვანილი მუხლები.

 

ამდენად, როგორც საარქივო მონაცემებთან, ისე ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო ზ---- და ლ-–--------–--ეებისათვის ცნობილი იყო, რომ მათ მიერ გაცემული საკადასტრო ნახაზები შეიცავდნენ ყალბ მონაცემებს და შემკვეთები აპირებდნენ ამ ნახაზების გამოყენებას. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის სუბიექტური მხარისათვის კი აუცილებელია სწორედ გამიზვნითი დელიქტის არსებობა - ყალბი დოკუმენტის გამოყენების ან გასაღების მიზანი. ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისათვის არ არის აუცილებელი ანგარების ან სხვა ქვენაგრძნობის არსებობა.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლიში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად, კერძოდ: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა ზემოაღნიშნული ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასჯელის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოება, სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების საფუძველი უნდა შეფასდეს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალურობიდან გამომდინარე. სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის დანაშაულის ჩადენის მოტივს, მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების სახეს, ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, დანაშაულის ჩადენის ხასიათს და შედეგს და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის სახით ჯარიმის შეფარდება განიხილება სასჯელის თანაზომიერ და პროპორციულ ზომად.

 

კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთასთან ერთად გაითვალისწინა ჯარიმაც, ვინაიდან განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულები სამართალში ნამყოფი არ არიან, არ გააჩნიათ დამამძიმებელი გარემოებები. პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებისთვის საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნის დაცვით იქნა დანიშნული სასჯელი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებისთვის ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულ მიზნებს და მათი შეცვლის საფუძველი არ არსებობს, რის გამოც ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტს, რომელზე დაყრდნობითაც იგი ითხოვს მსჯავრდებულების ზ-----------–--ის, ლ-–--------–--ის, გ--------–----ის, მ-------------------ის და ა---------–-–-----–--ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. როგორც აღინიშნა, მსჯავრდებულებმა ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რითიც ხელი შეუწყვეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორცილებას და ეს წარმოადგენს შემამსუბუქებელ გარემოებას. რაც შეეხება მსჯავრდებულთა პოზიციას, ისინი განსახვავებულ სამართლებრივ შეფასებას აძლევენ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და თვლიან, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ. მათი ეს პოზიცია ვერ იქნება შეფასებული დამამძიმებელ გარემოებად და ვერ გახდება მათ მიმართ განსაზღვრული სასჯელის დამძიმების საფუძველი. ბრალდების ამგვარი მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლს, რომლის მე-18 ნაწილის თანახმად ბრალდებულის მიერ თავისი უფლებების გამოყენება ან გამოუყენებლობა არ შეიძლება, შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. შესაბამისად იგი ასევე არ შეიძლება, წარმოადგენდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, რომლიც შეიძლება, აისახოს დანიშნული სასჯელის სახესა და ზომაზე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულების ლ-–--------–--ის, ზ-----------–--ის, მ-------------------ის, გ--------–----ის და ა---------–-–-----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი პროკურორის ზ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულების ზ-----------–--ის, ლ-–--------–--ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს-----–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულების ლ-–--------–--ის, ზ-----------–--ის, მ-------------------ის, გ--------–----ის და ა---------–-–-----–--ის მიმართ დარჩეს უცლელი;

 

მ-------------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ მ--------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

მ--------------------ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.

 

გ--------–----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ---------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

გ--------–----ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.

 

ზ-----------–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ზ------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

ზ-----------–--ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.

 

ლ-–- ჭ-----–-ძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ლ-–--------–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ლ-–--------–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ლ-–--------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ლ-–- ჭ-----–-ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2014 წლის 25 აპრილის განჩინებით ლ-–--------–--ის მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 3000 (სამი ათასი) ლარის ნაცვლად ს---–----------------ის (პირადი №-1---------) კუთვნილ უძრავი ქონებაზე დადებული ყადაღა მდებარე ქ.ბ---------------------------------–--–------, 755,00 კვ.მ. (საკადასტრო კოდით 0----------- ).

 

ა---------–-–-----–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლისპირველი ნაწილით გათვალისწინებულიდანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ა---------–-–-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

ა---------–-–-----–--ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.

 

1 ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე