განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117002162715
საქმე № 1ბ/1151-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი ლ--–- ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: დ----------------–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ნ---------–--–---ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, სოფელი ფონიჭალა, დ--------------–---–-----------.
ადვოკატი - დ-----------------ე.
თარჯიმანი - ას--- სუ-–--------ი.
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები (2017 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები (2017 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები (2017 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი).
კვალიფიკაცია განაჩენის მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები (2017 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები (2017 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები (2017 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი).
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ---------–--–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-----------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ნ---------–--–---ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ გაიზიარა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ა-–--------------------ის ჩვენება და მისი მონაწილეობით განხორციელებული საკონტროლო შესყიდვების ამსახველი ჩანაწერები, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ ხსენებული პირი იყო დაინტერესებული დანაშაულის ჩადენაში ემხილა ნ---------–--–---ი, ვინაიდან ამ უკანასკნელმა ა-–--------------------ისგან რამდენიმე თვით ადრე შეიძინა ავტომანქანა, რომელიც აღმოჩნდა ბანკში ჩადებული. ა-–--------------------ე ნ---------–--–---მა სახლში არაერთხელ დაიბარა იმ მიზნით, რომ გაერკვია ავტომანქანის საკითხი, კერძოდ, ა-–--------------------ე ბანკიდან დაიხსნიდა ავტომანქანას თუ ფულს დაუბრუნებდა უკან. გარდა ამისა, დაკავებისას ა-–--------------------ეს დაპირდნენ, რომ თუ ითანამშრომლებდა გამოძებასთან და დაასახელებდა რეალიზატორს მიიღებდა შეღავათს. სწორედ აღნიშნული გარემოებებით იყო გამოწვეული ა-–--------------------ის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა და ნ---------–--–---ის რეალიზატორად დასახელება, შემდეგ კი საკონტროლო შესყიდვების განახორციელება. თუმცა აღნიშნული არ უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს, ვინაიდან არცერთი ჩანაწერი არ არის სრული და წყდება ა-–--------------------ის პოლიციის თანამშრომლებამდე მისვლამდე. შესაბამისად არ არის გამორიცხული ეჭვი მტკიცებულების გამოცვლის ან მისი ნიშანთვისებების შეცვლის შესახებ. ამასთან, ა-–--------------------ისგან სხვადასხვა დროს ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებში, ნაკოტიკული ნივთიერების და მინარევების დოზა არის განსხვავებული, რაც ასევე ბადებს ეჭვს, ვინაიდან პირი, რომელიც სისტემატიურად ყიდდა ნარკოტიკულ საშუალებას, მას დაამზადებდა ერთი და იგივე ნივთიერების შერევით და პროპორციით. აპელანტის განმარტებით, ნ---------–--–---ი არასწორად არის მსჯავრდებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, არაერთგზის, ვინაიდან ნ---------–--–---ი დაკავებული იქნა იმ დროს, როდესაც იგი ჯარიმის გადასხდელად იყო ბანკში მისული. მას დაკავების მომენტში მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო დარჩენილი, ცოტა ნარკოტიკული საშუალება მოთავსებული ჰქონდა შუშის ქილაში და ედო მანქანის საჭის მხარეს. მას სხვა ნარკოტიკული საშუალება სახლში ან ავტომანქანაში არ ჰქონია. გარდა ამისა, ნ---------–--–---ის საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმები არის უკანონო, ვინაიდან სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ლ--–-------–-–---–ი, რომელიც ხელს აწერს სახლის ჩხრეკის ოქმს, არის ნ---------–--–---ის მეუღლე და პირი, რომელიც ცხოვრობს ამ უკანსკნელის სახლში. ამასთან სახლი სადაც ჩატარდა ჩხრეკა და საწოლი, რომლის ლეიბის ქვემოდან თითქოსდა ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება არ ეკუთვნის ნ---------–--–---ს. გარდა ამისა, დამაჯერებლობასაა მოკლებული გამომძიებლის განმარტება, თითქოსდა პოლიციის თამნამშრომელმა შიშველი ხელით, იარაღების გარეშე მოხსნა ავტომანქანას ე.წ. ,,პლასტმასები“, საიდანაც ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება. ნ---------–--–---ს სახლში, ავტომანქანაში და პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. ამ ნაწილში სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა ნ---------–--–---ის მიმართ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ნ---------–--–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-----------------ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება.
ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ნ---------–--–---ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა: არაერთგზის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება (1-ლი ეპიზოდი); არაერთგზის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება (მე-2 ეპიზოდი); არაერთგზის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა გასაღება, (მე-3 ეპიზოდი); არაერთგზის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება (მე-4 ეპიზოდი); არაერთგზის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება (მე-5 ეპიზოდი); განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი, არაერთგზის (მე-6 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 იანვრის განაჩენით ნ---------–--–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა გასაღებისთვის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 08 თებერვლის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განჩინებებით, ამნისტიის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამდე, რაც ნ---------–--–---მა მოიხადა სრულად და გათავისუფლდა 2016 წლის 16 სექტემბერს.
მიუხედავად ამისა ნ---------–--–---მა კვლავ ჩაიდინა ანალოგიური კატეგორიის დანაშაული. ნ---------–--–---მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,1448 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 16 სექტემბერს თბილისში, სოფელ ფო-----–-–ი, უკანონოდ გაასაღა ა-–--------------------ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალიური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისში, ვ-–----–----–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–--------------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
ნ---------–--–---მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,234 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, რომელიც 2017 წლის 16 სექტემბერს 300 ლარის სანაცვლოდ თბილისში, სოფელ ფო-----–-–ი, დ--------------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ გაასაღა ა-–--------------------ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე ა-–--------------------ისგან იქნა ამოღებული.
ნ---------–--–---მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,1763 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 21 სექტემბერს, 300 ლარის სანაცვლოდ, თბილისში, სოფელ ფო-----–-–ი, დ--------------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ გაასაღა ა-–--------------------ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე ა-–--------------------ისგან იქნა ამოღებული.
ნ---------–--–---მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,2595 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, რომელიც 2017 წლის 22 სექტემბერს 300 ლარის სანაცვლოდ თბილისში, სოფელ ფო-----–-–ი, დ----------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ გაასაღა ა-–--------------------ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე ა-–--------------------ისგან იქნა ამოღებული.
ნ---------–--–---მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,2424 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, რომელიც 2017 წლის 26 სექტემბერს, 300 ლარის სანაცვლოდ თბილისში, სოფელ ფო-----–-–ი, დ----------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ გაასაღა ა-–--------------------ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე ა-–--------------------ისგან იქნა ამოღებული.
ნ---- ჯ--–--–---მა, ასევე უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 11,111265 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,124072 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი‘‘ (მარილი), საიდანაც ნაწილს ინახავდა პირადად, ნაწილს საკუთარი და მართვის ქვეშ მყოფი ,,ჰ------ს‘‘ მარკის ავტომანქანაში და ნაწილს თბილისში, სოფელ ფო-----–-–ი, დ----------–---–------------ში მდებარე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, პოლიეთილენის პარკის ნაჭრებში წონაკებად დაფასოებული სახით, 2017 წლის 02 ოქტომბერს მისი საცხოვრებელი სახლის და თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი და მითითებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
სასამართლომ დაადგინა:
ნ---------–--–---მა ჩაიდინა არაერთგზის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება (16 სექტემბრის ეპიზოდი); არაერთგზის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება (22 სექტემბრის ეპიზოდი); არაერთგზის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება (26 სექტემბრის ეპიზოდი); განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის ნასამართლევმა ნ---------–--–---მა 2017 წლის 16 სექტემბერს, თბილისში, სოფელ ფო-----–-–ი, დ----------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი ოდენობით 0,234 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, 300 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ა-–--------------------ეზე, რაც ამ უკანასკნელის თანხმობით, იმავე დღეს იქნა ამოღებული ა-–--------------------ისგან, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2017 წლის 22 სექტემბერს, ნ---------–--–---მა, თბილისში, სოფელ ფო-----–-–ი, დ---------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი ოდენობით, 0,2595 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘ კვლავ უკანონოდ გაასაღა ა-–--------------------ეზე, რაც მისივე თანხმობით, იმავე დღეს იქნა ამოღებული ა-–--------------------ისგან, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2017 წლის 26 სექტემბერს, ნ---------–--–---მა, იმავე ტერიტორიაზე, თბილისში, სოფელ ფო-----–-–ი, დ---------–---–------------ის მიმდებარედ, დიდი ოდენობით, 0,2424 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘ კვლავ უკანონოდ გაასაღა ა-–--------------------ეზე, რაც მისივე თანხმობით, იმავე დღეს იქნა ამოღებული ა-–--------------------ისგან, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ნ---- ჯ--–--–---მა, ასევე, უკანონოდ შეიძინა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 11,111265 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘ და 1,124072 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი‘‘ (მარილი), საიდანაც ნაწილს ინახავდა პირადად, ნაწილს - საკუთარი მართვის ქვეშ მყოფ ,,ჰ------ს‘‘ მარკის ავტომანქანაში, ნაწილს თბილისში, სოფელ ფო-----–-–ი, დ---------–---–------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში.
2017 წლის 02 ოქტომბერს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ---------–--–---ის პირადი და მისი კუთვნილი, ,,ჰ------ს‘‘ მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად და თბილისში, სოფელ ფო-----–-–ი, დ---------–---–------------ში მდებარე, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით ნ---------–--–---ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 16 სექტემბრის და 2017 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში.
ნ---------–--–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,დ‘‘ ქვეპუნქტებით (2017 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ნ---------–--–---ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, ნ---------–--–---ს, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვა საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 20 (ოცი) წლის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ნ---------–--–---მა ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, ხოლო ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მან დაკავებამდე ორი-სამი თვით ადრე გაიცნო ა-–--------------------ე და მისგან შეიძინა ავტომანქანა. შემდეგ კი, დააპირა ავტომანქანის გაყიდვა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან მანქანა ბანკში იყო ჩადებული. ამიტომ მან ა-–--------------------ეს უთხრა, მისულიყო მასთან, უკან დაებრუნებინა თანხა და წაეყვანა კუთვნილი ავტომანქანა. სწორედ ამის გამო დადიოდა მასთან ა-–--------------------ე. მას ა-–--------------------ისთვის ნარკოტიკული საშუალება არ მიუყიდია, ამასთან, მისთვის არც ფული გამოურთმევია და არც ნარკოტიკი გადაუცია. ვინაიდან იგი ა-–--------------------ეს თხოვდა მანქანის უკან წაყვანას და მისთვის ფულის დაბრუნებას, ამ უკანასნელმა მასზე იძია შური. მანვე ასევე განმარტა, რომ დაკავების დღეს ჯარიმის გადასახდელად მივიდა ბანკში, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც იგი წაიყვანეს სპეციალური დანიშნულების რაზმის ავტომანქანით. ამ დროს მას პოლიციის თანამშრომლებმა ჯიბეში ჩაუდეს ნარკოტიკი. დაკავებისას მას მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო ცოტაოდენი ნარკოტიკული საშუალება დარჩენილი იყო შუშის ქილაში, რომელიც მოთავსებული იყო მანქანაში საჭის მხარეს. მას სხვა ნარკოტიკული საშუალება მანქანაში ან სახლში არ ჰქონია. ოთახი, საიდანაც ვითომდა ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება არ არის მისი საძინებელი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მოწმე ჯ------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მათ მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ იქნა ა-–--------------------ე, რომელმაც ითანამშრომლა გამოძიებასთან. იმ მიზნით, რომ დაეკავებინათ ნარკოტიკული საშუალების რალიზატორი, ა-–--------------------ე პროკურორის დადგენილების საფუძველზე გაათავისუფლეს დაკავებიდან. გათავისუფლების შემდეგ ა-–--------------------ე საკონტროლო შესყიდვებს ახორციელებდა პირადად მისი ზედამხედველობით, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების შესასყიდად წასულ ა-–--------------------ეზე ხორციელდებოდა მაქსიმალური ვიზუალური კონტროლი, ძირითად შემთხვევაში თავად ეჯდა მანქანაში და მის გამოსვლას შორიახლოს ელოდნენ. შემდეგ კი, ხდებოდა ა-–--------------------ის მიერ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ამოღება და სათანადო ღონისძიებების გატარება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ მოწმე მ-----–-----------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 16 სექტემბერს, იგი იმყოფებოდა თანამშრომლებთან მ-----–------–---–თან და ჯ------------ესთან ერთად, რა დროსაც შეაჩერა ა-–--------------------ე, რომელსაც ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ამ უკანასკნელის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მიმწვარბოლოებიანი, ორ წონაკად დაფასოებული მასა. აღნიშნულის შემდეგ ა-–--------------------ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. დაკავებულმა პირად საუბარში განმარტა, რომ მან ნარკოტიკული საშუალება შეიძინა ფო-----–-–ი, ვინმე ჯ--–--–---ისგან და გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი.
მოწმე ა-–--------------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მან ნ---------–--–---ი გაიცნო იმ დროს, როდესაც ამ უკანასკნელმა მის მეგობარს მიჰყიდა მანქანა. ამის შემდეგ იგი ნ---------–--–---ისგან პირადი მოხმარების მიზნით ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებებს. 2017 წლის 16 სექტემბერს იგი დააკავეს ვ-–----–----–-ს გამზირზე, რა დროსაც ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მისგან ამოიღეს ორი წონაკი, რა დროსაც მან საკუთარი ინიციატივით, ნებაყოფლობით, გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი. ამის შემდეგ იგი აღჭურვეს ვიდეო აპარატურით და გაემართნენ ფო-----–----ნ. მან გზიდან დაურეკა ნ---------–--–---ს და უთხრა რომ მიდიოდა მასთან, ასევე აცნობა ფო-----–-–ი, ადგილზე მისვლის შესახებ. იგი პოლიციის თანამშრომლებმა მიაცილეს რუსთავის გზატკეცილამდე. ამ ადგილიდან ნ---------–--–---ის სახლამდე არის დაახლოებით 100-150 მეტრი. სახლიდან გამოსულმა ნ---------–--–---მა გააფრთხილა დალოდებოდა მანქანაში და შევიდა გვერდით ბინაში, დაახლოებით 1-2 წუთში კი დაუძახა მას. აღნიშნულის შემდეგ იგი მივიდა ნ---------–--–---თან და მისცა გამომძიებლის მიერ გადაცემული სამი ცალი ასლარიანი კუპიურა. ამ თანხის სანაცვლოდ კი, ნ---------–--–---მა გადასცა ორი წონაკი. 2017 წლის 21 სექტემბერს, ფო-----–-–ი, გ-------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ---------–--–---ისგან კვლავ შეისყიდა ნარკოტიკული საშუალება. ადგილზე მისვლისას ნ---------–--–---ი იჯდა მანქანაში და არ ეცალა. ამიტომ ნ----მა მეუღლეს დაავალა, მიეცა მისთვის ორი წონაკი ,,ჰეროინი“. ამის შემდეგ, ქალბატონი შევიდა სახლში, შემდეგ გამოვიდა და ნ---------–--–---ის მითითებისამებრ ორი წონაკი გადასცა მას. მან აღნიშნულის საფასური გადაუხადა ნ---------–--–---ის ცოლს - ლ---–-ს. მოწმემ განმარტა, რომ ხსენებულ დღეს მისთვის ნარკოტიკული საშუალება პირადად ნ---------–--–---ს არ გადაუცია. 2017 წლის 22 სექტემბერს, იგი კუთვნილი ავტომანქანით, კვლავ მივიდა იმავე მისამართზე. მას თან ახლდა პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ადგილზე მისვლისას გადაჯდა სხვა ავტომანქანაში და ელოდებოდა გარეთ, ნ---------–--–---ის სახლამდე ორი წუთის სავალ მანძილზე. მის მანქანასთან, მეორე მხრიდან მივიდა ნ---------–--–---ი. მან ამ უკანასკნელს მიაწოდა თანხა, რომელიც ნ----მა გადააგდო თავისი სახლის ეზოში და ვიღაცას, სავარაუდოდ მეუღლეს უთხრა, რომ ორი წონაკი ჩაედო სიგარეტის კოლოფში. ცოტა ხანში ნ---------–--–---მა მას მისცა სიგარეტის კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო ,,ჰეროინის‘‘ წონაკები. მითითებულ მისამართზე იგი ასევე მივიდა 2017 წლის 26 სექტემბერს, რა დროსაც ნ---- ჯ--–--–---ი იჯდა თავისი სახლის ეზოში. მან ნ----ს უთხრა, რომ სურდა ორი ცალის ყიდვა და მიაწოდა თანხა. ნ----მა თხოვა მოეცადა, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა რაღაც მოძრაობა. ცოტა ხანში კი დაუძახა და მიაწოდა პარკში შეფუთული ორი წონაკი ,,ჰეროინი‘‘. მან ნ----ს თხოვა გამოეცვალა ერთი წონაკი, ვინაიდან იყო პატარა, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა და სახლიდან გამოუტანა უფრო დიდი ზომის წონაკი. მას ზემოაღნიშნული ყველა შესყიდვის დროს ჩართული ჰქონდა კამერა, რომელსაც შემდეგ თიშავდა. მისთვის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს არ უთქვამთ, რომ კამერა უნდა ჰქონოდა სულ ჩართული. მას ნ---------–--–---ის მიერ გადაცემული წონაკები არ გაუხსნია, რადგან ასრულებდა დავალებას და შესაბამისად არც მისი შეცვლა მომხდარა მის მიერ.
მოწმე ა-–--------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს, მან კ-------------------სთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნ---------–--–---ის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში. აღნიშნული მოქმედებები განხორციელდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ნ---------–--–---ს განჩინება თარჯიმნის მეშვეობით გააცნო გამომძიებელმა ჯ------------ემ. ამის შემდეგ ჩატარდა ნ---------–--–---ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კ-------------------ს მიერ ნ---------–--–---ის სპორტული ე.წ. სვიტრის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შვიდი ცალი პოლიეთილენის მომწვართავიანი წონაკი, შარვლის ჯიბიდან კი ამოღებულ იქნა საფულე, ფულადი თანხა 1700 ლარის ოდენობით და ბარათები. ამოღებული წონაკები მაშინვე ჩაყარეს კონვერტში და დალუქეს. ლუქს კი, ნ---------–--–---ის გარდა, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა მოაწერა ხელი. ნ---------–--–---მა გაურკვეველი მიზეზით განაცხადა ხელმოწერაზე უარი. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ნ---------–--–---ს განემარტა უფლებები, რის შემდეგაც იგი დააკავეს ბრალდებულის სახით.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივ-გამომძიებელმა კ-------------------მ.
მოწმე ო-–------------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს, ჩატარდა ნ---------–--–---თან ერთად მყოფი, ამ უკანასკნელის მეუღლის - ლ---–- კ----–--–---–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა. ამის შემდეგ, ლ---–- კ----–--–---–ის თანდასწრებით, ჩატარდა ნ---------–--–---ის ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის წონაკები და ნივთიერებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ასვე გაჩხრეკილ იქნა ნ---------–--–---ის საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც კარადის უჯრიდან და ლეიბის ქვემოდან ამოღებულ იქნა ფხვიერი ნივთიერებები.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივ-გამომძიებელმა თ------------–--მ.
მოწმე ვ--–--------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ო-–------------–--ესა და თ------------–--სთან ერთად მონაწილეობდა ფ-------–-ს დასახლებაში ჩატარებული ნ---------–--–---ის კუთვნილი, ლურჯი ფერის ავტომანქანა ,,ჰ------ ფ----ს“ და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. მოწმის განმარტებით, ავტომანქანის სალონის მარჯვენა მხრიდან ამოღებული იქნა შუშის მცირე ზომის ბოთლი, მასში არსებული ნივთიერებით, საბარგულის მარჯვენა მხარეს, მანქანის გვერდითა ნაწილსა და პლასტმასს შორის სამალავიდან კი, ამოღებულ იქნა 18 ცალი დაფასოებული წონაკი, თავზე მომწვარი სახით და ორი ცალი თეთრი ფერის ქაღალდი ფხვნილით. ნ---------–--–---ის სახლის ჩხრეკისას, საძინებელი ოთახის კარადის უჯრიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ინსულინის შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით, ორი წონაკი და ფოლგის ქაღალდში გახვეული თეთრი ფერის ფხვნილი. ასევე, იმავე ოთახში განთავსებული საწოლის ლეიბის ქვემოდან, ამოღებული იქნა 32 შეკვრა სხვადასხვა ფერის დაფასოებული წონაკი, თითოეულ მათგანში მოთავსებული იყო ფხვნილისებრი მასა.
პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 16 სექტემბერს 10:00-10:20 საათზე ჩატარდა ა-–--------------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა ორი ცალი, მცირე ზომის, მწვანე ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკი, თავზე მომწვარი სახით. თითოეულ მათგანში მოთავსებული იყო ფხვნილისებრი მასა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 16 სექტემბრის ექსპერტის N---------------- დასკვნით დასტურდება, რომ 2017 წლის 16 სექტემბერს, ა-–--------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 0,4135 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ, ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საერთო წონა შეადგენს 0,1448 გრამს.
ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 16 სექტემბერს, ა-–--------------------ეს, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გამომძიებელმა გადასცა სამი ცალი ასლარიანი კუპიურა.
2017 წლის 16 სექტემბერს განხორციელებული ფარული ვიდეო ჩანაწერით დასტურდება, რომ მამაკაცი (მ) გადაადგილდება ავტომანქანით და აჩერებს ბლოკით აშენებულ ღობესთან, გადადის მანქანიდან და ტელეფონზე საუბრობს შემდეგი სიტყვებით: ,,აქა ვარ, აქა‘‘, ,,ორი, ორი დიდი‘‘. ცოტა ხანში გამოჩნდა მეორე მამაკაცი (მ1), რომელსაც აცვია თეთრი ფერის უმკლავო მაისური და გაუმართავად საუბრობს ქართულად. შემდეგ ეს მამაკაცი (მ1) გადაძვრება ღობეზე. ღობეს იასამნისფრად ა–---------‘‘. ჭიშკარიც იასამნისფრად არის შეღებილი. პირველი მამაკაცი (მ) ბრუნდება მანქანაში, ამოიღო სამი ცალი ასლარიანი კუპიურა, გაშალა და გადათვალა. გარკვეული ხნის შემდეგ მეორე მამაკაცი (მ1) მიუახლოვდა ჭიშკარს შიდა მხრიდან და დაიძახა ,,სად ხარ ბიჭო?“. პირველი მამაკაცი (მ) მიუახლოვდა ჭიშკარს. ღობესა და ჭიშკარს შორის არსებული ღრიჭოდან ჩანს მეორე მამაკაცის (მ1) თავი. პირველი მამაკაცი (მ) მიმართავს სიტყვებით ,,სადა ხარ? აჰა, სამია‘‘. აღნიშნულის სანაცვლოდ, მეორე მამაკაცმა (მ1) მისცა ორი ცალ ლურჯი პატარა შეკვრა. ამის შემდეგ მამაკაცი (მ) ჩაჯდა ისევ მანქანაში, ხელისგულზე დაიყარა ლურჯი შეკვრები, კიდევ ერთხელ გადაამოწმა, შეინახა და დაძრა მანქანა.
ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 16 სექტემბერს, 18:05-18:20 საათზე, თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–--------------------ისგან ამოღებულ იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი, ფარული საგამოძიებო მოქმედების, საკონტროლო შესყიდვის დროს, ნ---------–--–---ისგან შეძენილი, ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკის ორი ცალი მცირე წონაკი, მათში არსებული ფხნილისებრი მასით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 17 სექტემბრის ექსპერტის N---------------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ, პოლიეთილენის ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, საერთო წონით 0,67 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ, ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ საერთო ოდენობაა 0,234 გრამი.
ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 21 სექტემბერს, ა-–--------------------ეს, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გამომძიებელმა გადასცა სამი ცალი ასლარიანი კუპიურა.
2017 წლის 21 სექტემბერს განხორციელებული ფარული ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ მამაკაცი გადადის მანქანიდან და მოძრაობს ქუჩაში, შემდეგ შედის კერძო სახლის ეზოში, ისმის ქალის ხმა: ,,რა გინდა?‘‘ შემდეგ ქალი შედის სახლში. მამაკაცი მოძრაობს ეზოში. ქალი გამოდის სახლიდან და სავარაუდოდ მამაკაცს აწვდის გაურკვეველ ნივთს. ამის შემდეგ კადრში ჩანს, რომ მამაკაცს ხელში უჭირავს ორი ცალი ლურჯი ფერის ე.წ. ,,ბაში“.
ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 21 სექტემბერს, 14:43-14:57 საათზე, ა-–--------------------ის მიერ წარდგენილ იქნა მის მიერ ნ---------–--–---ისგან შეძენილი, ორი ცალი ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, თავზე მომწვარი სახით. თითოეულ მათგანში მოთავსებული იყო ფხვნილისებური მასა.
ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს, ა-–--------------------ეს, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გამომძიებელმა გადასცა სამი ცალი ასლარიანი კუპიურა.
2017 წლის 22 სექტემბერს განხორციელებული ფარული ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ კერძო დასახლებაში სახლებს შორის გზაზე გაჩერებულია ორი მსუბუქი ავტომანქანა. ერთ-ერთი ავტომანქანისკენ მიდის მამაკაცი და მომლოდინე მამაკაცს (მ1) ეუბნება, რომ ჩაჯდეს მანქანაში (მამაკაცი საუბრობს გაუმართავი ქართულით). მამაკაცები სხდებიან წინა სავარძელზე. ერთი მამაკაცი (მ1) აწვდის მეორე მამაკაცს ფულს. მეორე მამაკაცი გადადის მანქანიდან და გზიდან მიმართავს ეზოში ,,მომისმინე, ლ--–-, მომისმინე, აჰა,...ბაშკაზე დადე რა ორი ცალი. გადაყარე აქ“. სავარაუდოდ ქალბატონი ეზოდან უგდებს სიგარეტის კოლოფს. მამაკაცი მიდის მანქანასთან და პირველ მამაკაცს (მ1-ს) უგდებს მანქანაში ქალბატონის მიერ გადმოგდებულ სიგარეტის კოლოფს, რომლიდანაც მანქანაში მჯდომი მამაკაცი იღებს ორ პატარა შეკვრად შეფუთულ ნარკოტიკს და სიმცირის გამო თხოვს ერთ-ერთის გამოცვლას. მეორე მამაკაცი კი, არწმუნებს, რომ ორივე ერთნაირია, რის შემდეგაც ავტომანქანა ტოვებს იქაურობას.
ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს, თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–--------------------ისგან ამოღებულ იქნა მის მიერ წარდგენილი, ორი ცალი ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკი, თავზე მომწვარი სახით, თითოეულში არსებული ფხნილისებრი მასით.
ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს, ა-–--------------------ეს, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გამომძიებელმა გადასცა სამი ცალი ასლარიანი კუპიურა.
2017 წლის 26 სექტემბერს განხორციელებული ფარული ვიდეო ჩანაწერით ირკვევა, რომ მამაკაცი (მ) გადაადგილდება ფეხით. მეორე მამაკაცი (მ1), რომელიც ჩანს ჭიშკრის კუთხეში, ინტერესდება, რატომაა ფეხით, რაზეც პირველი პასუხობს, რომ მანქანა იქით დატოვა. უახლოვდება ჭიშკარს, სადაც ელოდება მეორე მამაკაცი (მ1). შედიან საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც ჩანს ერთი პატარა სახლი და ორი ავტომობილი. მეორე მამაკაცი (მ1) ეკითხება: ,,რამდენი ცალი გინდა?‘‘ მამაკაცი (მ) პასუხობს, რომ უნდა ორი ცალი და აძლევს ქაღალდის რამდენიმე კუპიურას. მამაკაცი, რომელიც ზის ჭიშკრის ზღურბლზე, ჯიბიდან იღებს ყვითელი პარკით შეფუთულ, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას და დებს მიწაზე, მამაკაცი იღებს ამ ყვითლად შეფუთულ ორ პატარა პარკს (ე.წ. ბაშს). მამაკაცი (მ1) ეუბნება, რომ სერიოზული ფაქტია ორივე. მამაკაცი (მ) იღებს ყვითლად შეფუთულ ორ პატარა პარკს, იწუნებს და ეუბნება ,,ეს ძაან პატარაა ტო“. უკან აძლევს ორივე პატარა პარკს. შემდეგ გადიან ეზოდან. მეორე მამაკაცი (მ1) ეუბნება, რომ გარეთ დაელოდოს, კეტავს ეზოს ჭიშკარს და შედის მეორე საცხოვრებელი სახლის ეზოში. ისევ გამოდის და გრძელდება დიალოგი, კერძოდ ეუბნება: ,,ბიჭო შენ მანქანაში კარგად ნახე, იქ ერთი ცალი იქ შენ მანქანაში ჩავარდა... ჰა, ფრთხილად იყავი რა, გეხვეწები. წეღან რო მივეცი მე შენ, ერთი ცალი დაიკარგა.“ მამაკაცი (მ) ეუბნება, რომ ნახავს. მამაკაცი (მ1) მიმართავს ს--------ს, რომ იჩქაროს. თვითონ კი რჩება ჭიშკართან, ხოლო მამაკაცი (მ), აგრძელებს მოძრაობას ქუჩაში.
ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს, 14:28-14:50 საათზე, ა-–--------------------ისგან ამოღებულ იქნა მის მიერ წარდგენილი, ორი ცალი წონაკი, ერთი ცალი ყვითელი ფერის პოლიეთილენის პარკით, მეორე - მწვანე ფერის პარკით. ორივე მათგანში მოთავსებული იყო ფხნილისებრი მასა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 29 სექტემბრის ექსპერტის N---------------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილ, 2017 წლის 21 სექტემბერს ა-–--------------------ისგან ამოღებულ, ლურჯი ფერის პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭრებში 2 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, საერთო წონით 0,43 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ საერთო ოდენობაა 0,1763 გრამი.
▪ 2017 წლის 22 სექტემბერს ა-–--------------------ისგან ამოღებულ, ცისფერ პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭრებში 2 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, საერთო წონით 0,46 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ საერთო ოდენობაა 0,2595 გრამი.
▪ 2017 წლის 26 სექტემბერს ა-–---------------------ისგან ამოღებულ, ყვითელ და მწვანე ფერის პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭრებში 2 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, საერთო წონით 0,65 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ საერთო ოდენობაა 0,2424 გრამი.
▪ 2017 წლის 21, 22 და 26 სექტემბერს ამოღებული ,,ჰეროინის‘‘ შემცველი ნივთიერებები, საერთო წონით 1,54 გრამი, განსხავავდება ნარკოტიკული ნივთიერების პროცენტული შემცველობით, მათში ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ საერთო ოდენობაა 0,6782 გრამი.
N---------------- და N---------------- ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ი------------მ და პ-------–--–---–--ემ, რომლებმაც დამატებით განმარტეს, რომ მათ წარდგენილი ნივთიერებები დაათვალიერეს ვიზუალურად და ჩაატარეს მათი ინსტრუმენტური კვლევა, თვისებითი ანალიზი, ასევე, თხელფენოვანი ქრომატო გრაფიული კვლევა და დაადგინეს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველობა. კვლევისას გამოვლინდა არანარკოტიკული მინარევების პიკები. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები არ იყო ზუსტად იდენტური. ამოღებული ნივთიერებები ნარკოტიკული საშუალების პროცენტული შემადგენლობით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რაც იმას გულისხმობს, რომ სუფთა ,,ჰეროინი“ არის ძალიან იშვიათი, ამიტომ გასაბევრებლად ერევა სხვადასხვა ნივთიერება, რის გამოც მასში ნარკოტიკის პროცენტული რაოდენობაც განსახვავებულია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 12 აპრილის ექსპერტის N----- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შესულ აუდიოგრამებზე და ვიდეოგრამებზე არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.
▪ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ჩანაწერებზე საიდენტიფიკაციო გამოკვლევა პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით ვერ ხერხდება, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას - რეპრეზენტატულობას. ჩანაწერის რეპრეზენტატულობა მთავარი პირობაა ჩანაწერის მიხედვით პიროვნების საიდენტიფიკაციოდ. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი და ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ე------------–-–---–მა და დ--------------–---–მა.
დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს გამომძიებელმა ჯ------------ემ, მ-----–------–---–თან ერთად დაათვალიერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე www.pol.ge/icmia, ნ---------–--–---ის (პირადი N-----------) პირადი მონაცემები, რა დროსაც მასზე დართული ოთხი ფოტოსურათიდან მარცხნიდან მარჯვნივ, რიგით მეორე სურათი გამომძიებლის მიერ გადატანილი იქნა CD-R დისკზე, რომელსაც მიენიჭა სახელი ,,1‘‘. იმავე CD-R დისკზე, იმავე ვებგვერდის ველიდან ,,იზ---–-------ი‘‘ გადატანილი იქნა მარცხნიდან მარჯვნივ რიგით პირველი სურათი, რომელსაც მიენიჭა სახელი ,,იზ---–-------ი‘‘.
დათვალიერების ოქმის სისწორე და შინაარსი, ასევე აღნიშნულ მოქმედებაში მონაწილეობა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–------–---–მა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 21 მარტის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ ვიდოეგრამებს, სახელწოდებით - ,,Re----------i“ (ვიდოეგრამა N1), ,,Re----------i“ (ვიდოეგრამა N2), ,,Re----------i“ (ვიდოეგრამა N3) და ,,Re----------i“ (ვიდოეგრამა N4) არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები.
▪ გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებული N1--- ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N7-10) დაფიქსირებული პირის გამოსახულება იდენტიფიკაციისთვის ვარგისია.
▪ გამოკვლევაზე წარდგენილ N5--–--------ლ დისკზე არსებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N11 და N12) დაფიქსირებული პირის გამოსახულება იდენტიფიკაციისთვის ვარგისია.
▪ გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებული N1--- ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N7-10) და N5--–--------ლ დისკზე არსებულ ნ---------–--–---ის ფოტოსურათებზე, სახელწოდებებით ,,1----‘‘ და ,,იზ---–-------ი‘‘ (ფოტო N11 და N12) გამოსახულია ერთი და იგივე პიროვნება.
აღნიშნული დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---------------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარედგინა ხუთი ცალი დალუქული პაკეტი, რომელთა გამოკვლევის შედეგად უნდა გაეცა პასუხი კითხვებზე, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად საკონტროლო შესყიდვების ვიდეოჩანაწერების DVD დისკებს აღენიშნებოდა თუ არა მონტაჟის კვალი და ფორმა 1-დან ამოღებულ და დროებითი მოთავსების იზ---–-------ის ბაზიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე არსებულ გამოსახულებაზე ფიქსირდებოდა თუ არა ნ---------–--–---ი, დადებით შემთხვევაში კი, რომელში. ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო ხუთი პაკეტი, რომელთაგან ოთხ პაკეტში მოთავსებული იყო ოთხი ცალი ლაზერული დისკი, რომლებზეც ჩაწერილი იყო თითო ვიდეოგრამა. მან აღნიშნული ვიდეოგრამებიდან ამოღებული ფოტოსურათები შეადარა მე-5 პაკეტში არსებულ ნ---------–--–---ის ფოტოსურათს და დაადგინა, რომ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ და N5--–--------ლ დისკზე არსებულ გამოსახულებაზე იყო ერთი და იგივე პიროვნება - ნ---------–--–---ი.
პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 02 ოქტომბერს, 14:40-15:10 საათზე, ჩატარდა ნ---------–--–---ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი სპორტული სვიტერის წინა მარჯვენა გარე ჯიბიდან ამოღებულ იქნა შვიდი ცალი ყვითელი პოლიეთილენის პარკის წონაკი, თავზე მომწვარი სახით, მათში არსებული ფხვნილისებრი მასით. სპორტული შარვლის ჯიბიდან კი, ამოღებული იქნა საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო ფულადი თანხა - 1700 ლარის ოდენობით და ჯ--–--–---ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა.
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 02 ოქტომბერს, 16:10-17:40 საათზე, ჩატარდა თბილისში, სოფელ ფო-----–-–ი, დ---------–---–------------ში მდებარე ნ---------–--–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც საძინებელში არსებული კარადის უჯრიდან ამოღებულ იქნა 1 (ერთი) ცალი ინსულინის შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით, 1 (ერთი) ცალი ლურჯი ფერის წონაკი, თავზე მომწვარი სახით, მასში არსებული ფხვნილისებრი მასით, 1 (ერთი) ცალი ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდი, მასში არსებული თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასით, 1 (ერთი) ცალი ყვითელი პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული მოყავისფრო ფხვნილისებრი მასით. ამავე საძინებელში, საწოლის ლეიბის ქვემოდან ამოღებულ იქნა 19 (ცხრამეტი) ცალი ყვითელი ფერის პოლიეთილენის წონაკი, თავზე მომწვარი სახით, მათში არსებული ფხვნილისებრი მასით, თითოეულში ცალ-ცალკე, 13 (ცამეტი) ცალი მწვანე პოლიეთილენის წონაკი, თავზე მომწვარი სახით, მათში არსებული ფხნილისებრი მასით. ამავე ოთახში ე.წ. ტუმბოს ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა, 460 (ოთხას სამოცი) ლარის ოდენობით.
ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 02 ოქტომბერს, 15:05-15:30 საათზე ჩატარდა ნ---------–--–---ის კუთვნილი ,,ჰ------ს‘‘ მარკის ავტომანქანის სახ. N------- ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის მარჯვენა მხარეს, საჭის გვერდით არსებული კარის სათავსოდან ამოღებულ იქნა 1 (ერთი) ცალი მინის ქილა, მასში არსებული მყარი მასით. ავტომანქანის უკანა საბარგულში, მარჯვენა მხარეს არსებული სამალავიდან, ამოღებულ იქნა 6 (ექვსი) ცალი მწვანე პოლიეთილენის წონაკი, თავზე მომწვარი სახით, მათში არსებული ფხვნილისებრი მასით, თითოეულში ცალ-ცალკე 12 (თორმეტი) ცალი ლურჯი პოლიეთილენის წონაკი, თავზე მომწვარი სახით, მათში არსებული ფხვნილისებრი მასით, თითოეულში ცალ-ცალკე, 1 (ერთი) ცალი თეთრი ფერის ქაღალდი, მასში მოთავსებული მოყავისფრო მასით. 1 (ერთი) ცალი ყავისფერი ქაღალდი, მასში მოთავსებული ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 04 ოქტომბრის ექსპერტის N---------------- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ ნ---------–--–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თერმულად დამუშავებული, ყვითელი ფერის პოლიეთილენის 7 ცალ ნაჭერში მოთავსებული, კუსტარული წესით მიღებული, ყავისფერი ნივთიერებები, ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით - 9,2338 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მორფინს (მარილი) - 0,241 გრამის ოდენობით; ჰეროინს - 2,3679 გრამის ოდენობით.
▪ ნ---------–--–---ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული:
• თერმულად დამუშავებული, 6 ცალ მწვანე ფერის და 12 ცალ ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში მოთავსებული, კუსტარული წესით მიღებული, ყავისფერი ნივთიერებები, ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით - 9,1947 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მორფინს (მარილი) - 0,248 გრამის ოდენობით; ჰეროინს - 2,2986 გრამის ოდენობით.
• თეთრი ქაღალდის ორმაგ ნაჭერში გადახვეული, კუსტარული წესით მიღებული, მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება, წონით - 0,2346 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 0,0962 გრამის ოდენობით.
• ყავისფერი ოქროსფრით პოლიმერული მასალის ნაჭერში გადახვეული, ლურჯი პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით - 0,2021 გრამი, შეიცავს ნივთიერება a-PVP-ს.
• უფერო გამჭვირვალე მინის ცარიელი ფლაკონის (მოთეთრო ფერის პოლიმერული მასალის ხუფით) შიდა კედლებზე და ბამბის ტამპონზე არსებული, ყავისფერი ნივთიერებების დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს - მორფინს (მარილი) - 0,000372 გრამის ოდენობით, ჰეროინს - 0,001515 გრამის ოდენობით.
▪ ნ---------–--–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული:
• თერმულად დამუშავებულ, 19 ცალ ყვითელი ფერის, 13 ცალ მწვანე ფერის, ერთ იისფერ პოლიეთილენის ნაჭრებში მოთავსებული და ერთ ყვითელ პოლიეთილენის ნაჭერში გადახვეული, კუსტარული წესით მიღებული, ყავისფერი ნივთიერებები, ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით - 25,3882 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მორფინს (მარილი) - 0,6347 გრამის ოდენობით; ჰეროინს - 6,34705 გრამის ოდენობით.
• ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში გადახვეული, თეთრი კრისტალური ნივთიერება, წონით - 1,1842 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.
• 1 მლ–ანი ერთჯერადი მოხმარების ე.წ. ინსულინის შპრიცში მოთავსებული, 1,02 მლ უფერო სითხე არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.
▪ ნ---------–--–---ის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ყავისფერი ნივთიერებები ერთნაირია თავიანთი ორგანოლეპტიკური (შეფერილობა, კონსისტენცია) და ქიმიური მაჩვენებლებით (შემადგენელი კომპონენტების სახეობით და რაოდენობრივი შემადგენლობით) და განსხვავდებიან ნ---------–--–---ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული, თეთრი ქაღალდის ორმაგ ნაჭერში გადახვეული, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი მოყავისფრო ნივთიერებისგან ორგანოლეპტიკური და ქიმიური მაჩვენებლებით.
▪ წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალებების: მორფინის (მარილი) საერთო წონა შეადგენს 1,124072 გრამს, ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 11,111265 გრამს.
აღნიშნული დასკვნის შინაარსი და სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ-----–------ემ და გ-------–------–----ემ. ამასთან, დამატებით განმარტეს, რომ კვლევისას ახდენენ ნივთიერებების ქიმიურ გამოკვლევას, რა დროსაც ადგენენ, რა შემცველობისაა წარდგენილი ობიექტები და არის თუ არა ნარკოტიკული საშუალება. კონკრეტული დასკვნის გაცემისას, იხელმძღვანელეს გამომძიებლის დადგენილებით. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი იყო ნ---- ჯ--–--–---ის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები, დალუქული სამ პაკეტად. დასკვნაში ყავისფერსა და მოყავისფრო ფერებზე ხაზია გასმული, ვინაიდან იყო სხვადასხვა შემადგენლობის და მათში არ იყო ერთნაირი შემცველობის ნარკოტიკული საშუალება, ხოლო ნ---------–--–---ის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ყავისფერი ნივთიერებები იყო ერთნაირი შემადგენლობის.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 იანვრის განაჩენით, ნ---- ჯ--–--–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღებისათვის არაერთგზის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ---------–--–---ს, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. ნ---------–--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 18 ივნისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მარტის განაჩენით, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 იანვრის განაჩენი ნ---- ჯ--–--–---ის მიმართ დარჩა უცვლელი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით ნ---- ჯ--–--–---ს, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გაჩინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის საფუძველზე ნ---------–--–---ს ¼-ით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 (ერთი) წლით, 1 (ერთი) თვით და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა. ნ---------–--–---ს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N------- ცნობით ირკვევა, რომ ნ---------–--–---ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 წლის 16 სექტემბერს კალენდარულად, სასჯელის ვადის გასვლის გამო.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი, გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში, შესაბამისად ზემოხსენებულ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნ---------–--–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 16 სექტემბრის და 2017 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდები) ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ნ---------–--–---ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება ნ---------–--–---ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გასაღება, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება, ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა და შემდეგ სხვა პირისათვის გადაცემა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები დასჯად ქმედებად მიიჩნევს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა გასაღებას არაერთგზის, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენას, შენახვას და გასაღებას. ამ დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ და შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, კერძოდ, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და ა.შ. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენა. გასაღებაში კი, იგულისხმება ნებისმიერი ფორმით სხვა პირისთვის მისი გადაცემა ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,წ‘‘ პუნქტის თანახმად, გასაღება ნიშნავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემას ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.
ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ნ---------–--–---ი ა-–--------------------ეს ხვდებოდა ამ უკანსკნელისგან შეძენილი ავტომანქანის საკითხის გასარკვევად და რომ მას ა-–--------------------ეზე ნარკოტიკული საშუალება არ გაუსაღებია, აღნიშნული წინააღმდეგობაშია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვების ამსახველი ვიდეოჩანაწერებით დადგენილია, რომ 2017 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდის გარდა, ყველა ეპიზოდში განხორციელებული შეხვედრისას საუბარი მიმდინარეობს ორ პირს შორის - ნ---------–--–---ს და ა-–--------------------ეს შორის და მათი საუბარი ნამდვილად არ შეეხება ავტომანქანის ბანკიდან დახსნის საკითხს. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ხსენებული ვიდეო ჩანაწერები არ არის დამონტაჟებული. გარდა ამისა, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზით დასტურდება, რომ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ და N5--–--------ლ დისკზე არსებულ გამოსახულებაზე არის ერთი და იგივე პიროვნება - ნ---------–--–---ი. რაც უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ვიდეო ჩანაწერში დაფიქსირებული პირი, რომლისგანაც ა-–--------------------ე იძენს ნარკოტიკულ საშუალებებს ნამდვილად არის ნ---------–--–---ი.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ნ---------–--–---ს არ გააჩნდა ნარკოტიკული საშუალების შეძენის ნებართვა. მან უკანონოდ შეიძინა, უკანონოდ ინახავდა და ასაღებდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, 2017 წლის 16 სექტემბერს ნ---------–--–---ის მიერ ა-–--------------------ეზე გასაღებულ ნივთიერებაში ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ ოდენობაა 0,234 გრამი, 2017 წლის 22 სექტემბერს გასაღებულ ნივთიერებაში - 0,2595 გრამი, ხოლო 2017 წლის 26 სექტემბერს გასაღებულ ნივთიერებაში კი - 0,2424 გრამი. თითოეულ შემთხვევაში, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის დანართი სიის თანახმად, მითითებული ოდენობები წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ დიდ ოდენობას. ამასთან, დადგენილია, რომ ა-–--------------------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების თითოეული წონაკი შეფუთული იყო პოლიეთილენის პარკებში, რომლებსაც თავი ჰქონდათ მომწვარი. აღნიშნული კი, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებები დაფასოებული იყო ერთი და იმავე პირის მიერ, ხოლო ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებში ,,ჰეროინის‘‘ სხვადასხვა პროცენტული შემცველობა ექსპერტთა განმარტებით შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ სხვადასხვა სახის და რაოდენობის ნივთიერებებთან შერევით, რითაც აიხსნება მათში ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ განსხვავებული პროცენტული შემცველობა.
ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ვიდეო ჩანაწერი არ არის სრულყოფილი, ვინაიდან მასზე არ არის ასხული ა-–--------------------ის პოლიციის თანამშრომელთან მისვლის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში გამომძიებლის და თავად ა-–--------------------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ამ უკანასკნელმა ვიდეოგადაღება აწარმოა მიღებული დავალების ფარგლებში. ამასთან, საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა ა-–--------------------ის მაქსიმალური ვიზუალური კონტროლით, რის შემდეგაც, იგი პოლიციის თანამშრომლების თანხლებით, მიდიოდა ნ---------–--–---ის სახლთან ახლოს, დაახლოებით 100-150 მეტრის მოშორებით. ამის შემდეგ მას პოლიციის თანამშრომლები ელოდებოდნენ ერთსა და იმავე ადგილზე, თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ა-–--------------------ისგან ხდებოდა ნ---------–--–---ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების ამოღება. ა-–--------------------ისგან ამოღებული წონაკები კი, ფარულ ჩანაწერებში დაფიქსირებული ნ---------–--–---ისგან შეძენილი წონაკების იდენტურია.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ნ---------–--–---ის განმარტებას, რომ მას ნარკოტიკული საშუალება ჯიბეში ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა და რომ მას პირადად, საცხოვრებელ სახლში ან ავტომანქანაში ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია, გარდა პატარა ქილაში მოთავსებული ცოტაოდენი ნივთიერებისა, რაც მორჩა პირადი მოხმარების შემდეგ. ამასთან, საგამოძიებო მოქმედებების ოქმში დამსწრე პირი ლ---–- კ----–--–---–ი არასწორად არის დაფიქსირებული როგორც მისი მეუღლე და საძინებელი, საიდანაც ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება არ ეკუთვნის მას.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა დეტალურად აღწერეს ნ---------–--–---ის პირადი, ავტომანქანის და სახლის ჩხრეკის მიმდინარეობა. ასევე დეტალურად მიუთითეს კონკრეტულად რომელი ადგილიდან რა იქნა ამოღებული. ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას, ესწრებოდა პირი ლ---–- კ----–--–---–ი, რომელიც ოქმზე ხელს აწერს როგორც ნ---------–--–---ის მეუღლე. ამასთან, ხსენებულ პირს საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე, რაიმე სახის შენიშვნა არ დაუფიქსირებია და არც სხვა მტკიცებულებით დადასტურებულა რაიმე საწინააღმდეგო. ამასთან, დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ავტომანქანის დეტალის სპეციალური იარაღების გამოყენების გარეშე მოხსნა არის წარმოუდგენელი, მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან ავტომანქანის დათვალიერებისას იარაღების გამოყენების საჭიროება არ დაფიქისრებულა. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 04 ოქტომბრის ექსპერტის N---------------- დასკვნით დასტურდება, რომ ნ---------–--–---ის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ყავისფერი ნივთიერებები ერთნაირია თავიანთი ორგანოლეპტიკური (შეფერილობა, კონსისტენცია) და ქიმიური მაჩვენებლებით (შემადგენელი კომპონენტების სახეობით და რაოდენობრივი შემადგენლობით), თუმცა განსხვავდებიან ნ---------–--–---ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული, თეთრი ქაღალდის ორმაგ ნაჭერში გადახვეული, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი მოყავისფრო ნივთიერებისგან ორგანოლეპტიკური და ქიმიური მაჩვენებლებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სახცოვრებელი სახლიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები არ ეკუთვნის ნ---------–--–---ს.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი‘‘ (მარილი) დიდ ოდენობად ითვლება 0,4 გრამიდან 4 გრამამდე. ხოლო ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“ 1 გრამზე მეტი ოდენობით ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას“.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს - ნ---------–--–---ს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 იანვრის განაჩენით (რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელი) დადგენილი ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, რაც არ უნდა დადებოდა საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, ა-–--------------------ე მოცემულ საქმეზე არის დაინტერესებული პირი.
პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმეთა ჩვენებებში, რადგან მათი მხრიდან არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა მსჯავრდებულის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება მოწმეთა ჩვენებების და წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ნ---------–--–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ---------–--–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ ნ---------–--–---ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შეცვლა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ნ---------–--–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
6 (ექვსი) ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ნარკოტიკული საშუალებები - განადგურდეს.
ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, ავტომანქანის 1 (ერთი) ცალი გასაღები, ნ---------–--–---ის პირადი ნივთები და ფულადი თანხა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ---------–--–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ნ---------–--–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 16 სექტემბრის და 2017 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში.
ნ---------–--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,დ‘‘ ქვეპუნქტებით (2017 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ნ---------–--–---ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
ნ---------–--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 2 ოქტომბრიდან.
ნ---------–--–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, ნ---------–--–---ს, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნ---------–--–---ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
6 (ექვსი) ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ნარკოტიკული საშუალებები - განადგურდეს.
ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, ავტომანქანის 1 (ერთი) ცალი გასაღები, ნ---------–--–---ის პირადი ნივთები და ფულადი თანხა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვეფხია ლომიძე