განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.03.2019
საქმის ნომერი
330310016001224014
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001224014

საქმე №3ბ/1514-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 მარტი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტები -

1) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი: ლ---------------–---

2) თ----- გ---–--------ა;

წარმომადგენელი: ა---- ლ-------;

თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;

წარმომადგენელი: მ-------------------

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განჩინება;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თ----- გ---–--------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

თ----- გ---–--------ას კერძო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით თ----- გ---–--------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის N1-- ბრძანება თ----- გ---–--------ას ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში თ----- გ---–--------ას უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განჩინების დასკვნებზე მითითება:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით მოსარჩელე თ----- გ---–--------ას წარმომადგენელს რ----- ფ------ უარი ეთქვას №3/466-16 ადმინისტრაციულ საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

დადგენილია, რომ თ----- გ---–--------ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. 2007 წლის 24 სექტემბერს გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის მიხედვით, თ----- გ---–--------ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო - გალი, მ-------ი, ხოლო დროებითი საცხოვრებელი მისამართი იყო - წ--–-------, ს------.

 

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შევსებული ოჯახის დეკლარაციების მიხედვით დგინდება, რომ ოჯახის მისამართია - თბილისი, დ-------------------, წ------ და შედგება ხუთი წევრისგან - ლ--–ი გ---–--------ა, თ----- გ---–--------ა, თ------------ა, ა--------- გ---–--------ა და ს--- გ---–--------ა.

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2011 წლის 27 ივლისის Nს--- ბრძანებით, ქ. ფ----–-----------------–---------------------ის გადაკვეთაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი უბნის მშენებლობისა და ქ. ფ----ში კ---------- ტერიტორიაზე ორ სახლიანი საცხოვრებელი უბნის მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით, შეიქმნა დასრულებული სამუშაოების მიმღები კომისია, მათ შორის, კომისიის წევრი იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თანამშრომელი - ლ-----------–---.

 

ამასთან, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2016 წლის 17 ნოემბრის წერილით დადგენილია, რომ ლ-----------–---ს ჰქონდა უფლებამოსილება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელით ხელი მოეწერა 2----–-–---------------- მატერიალური ფასეულობებისა და შესრულებული სამუშაოების ჩაბარებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე.

 

2----–-–---------------- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ერთის მხრივ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ლ-----------–---მ ჩააბარა, ხოლო მეორეს მხრივ - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი ოჯახის წარმომადგენელმა თ----- გ---–--------ამ ჩაიბარა ქ. ფ----ში, ა---–----------ს ქუჩა №2-----------------------------, მატერიალური ფასეულობები და შესრულებული სამუშაოები. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტზე არის ასევე დაინტერესებული უწყებების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლისა და ქ. ფ-----ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის ხელმოწერა. აღნიშნული დოკუმენტის დედანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოში მოძიებული ვერ იქნა.

 

2012 წლის 8 ოქტომბრის აქტის თანახმად, ერთის მხრივ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მეორეს მხრივ - იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი ოჯახის წარმომადგენელმა თ----- გ---–--------ამ და მესამე მხრივ - სამუშაოების შემსრულებელი ფირმის ,,ს---ს“ წარმომადგენელმა შეადგინეს აქტი მასზედ, რომ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებთან დაკავშირებული პრობლემები მისამართზე - ფ-----, ა---–----------, ქ-------, კ-------------, ბ------ აღმოფხვრილი იქნა, რაც მხარეებმა დაადასტურეს ხელმოწერით.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2011 წლის 13 ოქტომბრის №1-- ბრძანებით, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთვარობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის” შეს---მისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში, ქ. ფ----ში, ახალ რაიონში განსახლებული იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების დამისამართება განხორციელდა ,,კერძო სექტორში.” ამავე ბრძანების დანართიდან ამონაწერით დასტურდება, რომ თ----- გ---–--------ა წარმოადგენდა ერთ-ერთ დევნილს, რომლის დამისამართებაც განხორციელდა ქ. ფ----ში. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 13 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმადაც, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დევნილი ოჯახების ხანგრძლივვადიანი განსახლების მიზნით, ქ. ფ----ში განსახლებულნი იქნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კომპაქტურად განსახლების ობიექტებსა და კერძო სექტორში დროებით მაცხოვრებელი დევნილები, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მათი დამისამართება განსახლების ადგილზე, კერძო სექტორში, მისამართზე ქ. ფ-----, ა---–----------.

 

შპს ,------------------”-ის სამეგრელო-გურიის რეგიონალური ოფისის დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის წერილით დგინდება, რომ მისამართზე - ქ. ფ-----, ა---–----------, გ----------------ში თ----- გ---–--------ას აბონენტად რეგისტრაცია განხორციელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე. ამასთან, 2011 წლიდან დღემდე ბრუნვის ისტორიის მიხედვით, აბონენტ თ----- გ---–--------ას დარიცხვა არ აქვს.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 სექტემბრის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ხელმოწერა თ----- გ---–--------ას სახელით განლაგებული აქტზე, 08.10.2012 წლის თარიღით, მარჯვენა ქვედა მხარეს, გრაფაში ,,იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი”, სავარაუდოა, რომ შესრულებულია არა თ----- გ---–--------ას, არამედ სხვა პირის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა, გამოსაკვლევი ხელმოწერის მარტივი აგებულებისა და საიდენტიფიკაციო ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის №1-- ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შეს---მისად, დავის განხილვისას, მოსარჩელე თ----- გ---–--------ასთან მიმართებაში უნდა შემოწმდეს აქტის შეს---მისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შეს---მის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე თ----- გ---–--------ას მოთხოვნა მონაცემთა ბაზაში მისი დროებითი მისამართის შეცვლის შესახებ.

 

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და ჩამორთმევის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თ----- გ---–--------ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. 2007 წლის 24 სექტემბერს გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის მიხედვით, თ----- გ---–--------ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო - გალი, მ-------ი, ხოლო დროებითი საცხოვრებელი მისამართი იყო - წ--–-------, ს------.

 

ასევე დადგენილია, რომ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შევსებული ოჯახის დეკლარაციების მიხედვით, ოჯახის მისამართია - თბილისი, დ-------------------, წ------ და შედგება ხუთი წევრისგან - ლ--–ი გ---–--------ა, თ----- გ---–--------ა, თ------------ა, ა--------- გ---–--------ა და ს--- გ---–--------ა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთვარობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის” მიხედვით, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანი იყო დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლის მისაღწევადაც სტრატეგია ითვალისწინებდა და დღეს მოქმედიც ითვალისწინებს, დევნილთა განსახლებასა და ინტეგრაციის ხელშემწყობ სხვადასხვა ღონისძიებებს.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პრიმა მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (დევნილის რეგისტრაციის ადგილი) არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი ან ადგილი, სადაც იგი დროებით იქნა განსახლებული.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილის ზემოაღნიშნულ განმარტებაში, დევნილის მიერ საკუთარი ნების გამოვლენის მომენტი დროებითი საცხოვრებელი ადგილის არჩევის პროცესში ჩანს ორგვარად, ერთ შემთხვევაში დევნილი თავად ირჩევს საცხოვრებელ ადგილს და მასზე ითხოვს დამისამართებას, ხოლო მეორე შემთხვევაში დევნილი გამოხატავს თანხმობას სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ საცხოვრებელზე, იმისათვის რომ ის იქ გრძელვადიანად განსახლდეს, რაც სახელმწიფოს (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს) აძლევს კანონიერ შესაძლებლობას დევნილი გადაამისამართოს განსახლების ობიექტში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საკითხის გადასაწყვეტად არსებითი, განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი ფართის მისაღებად ნების გამოვლენასა და ფაქტობრივად საცხოვრებელი ფართის დაუფლებას. სასამართლომ მიუთითა საკასაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებზე, რომლის მიხედვით, ,,საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.“

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2----–-–---------------- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ერთის მხრივ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ლ-----------–---მ ჩააბარა, ხოლო მეორეს მხრივ - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი ოჯახის წარმომადგენელმა თ----- გ---–--------ამ ჩაიბარა ქ. ფ----ში, ა---–----------ს ქ--------------------------------, მატერიალური ფასეულობები და შესრულებული სამუშაოები. ამასთან, 2012 წლის 8 ოქტომბრის მიღება- ჩაბარების აქტის თანახმად, ერთის მხრივ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მეორეს მხრივ - იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი ოჯახის წარმომადგენელმა თ----- გ---–--------ამ და მესამე მხრივ - სამუშაოების შემსრულებელი ფირმის ,,ს---ს“ წარმომადგენელმა შეადგინეს აქტი მასზედ, რომ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებთან დაკავშირებული პრობლემები მისამართზე - ფ-----, ა---–----------, ქ-------, კ-------------, ბ------ აღმოფხვრილი იქნა, რაც მხარეებმა დაადასტურეს ხელმოწერით.

 

ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ ქ. ფ----ში განსახლებულნი იქნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კომპაქტურად განსახლების ობიექტებსა და კერძო სექტორში დროებით მაცხოვრებელი დევნილები, მიზანშეწონილი იყო მათი დამისამართება განსახლების ადგილზე, კერძო სექტორში, მისამართზე ქ. ფ-----, ა---–----------. ამდენად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2011 წლის 13 ოქტომბრის №1-- ბრძანებით, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის” შეს---მისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში, ქ. ფ----ში, ახალ რაიონში განსახლებული იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების დამისამართება განხორციელდა ,,კერძო სექტორში.” ამავე ბრძანების დანართიდან ამონაწერით დასტურდება, რომ თ----- გ---–--------ა წარმოადგენდა ერთ-ერთ დევნილს, რომლის დამისამართებაც განხორციელდა ქ. ფ----ში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი (თ----- გ---–--------ას დამისამართების შესახებ) გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასევე, არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შეს---მისად, საკითხის ხელახალი განხილვისას იგი ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოახდინოს ადმინისტრაციული ორგანოდან ინფორმაციის მოთხოვნის, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ დევნილი ოჯახების ხანგრძლივვადიანი განსახლების მიზნით, ქ. ფ----ში განსახლებულნი იქნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კომპაქტურად განსახლების ობიექტებსა და კერძო სექტორში დროებით მაცხოვრებელი დევნილები, მათ შორის, თ----- გ---–--------ა, თუმცა არ გაითვალისწინა მოსარჩელის განმარტება მასზედ, რომ 2----–-–---------------- მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც თ----- გ---–--------ას განსახლების დამადასტურებელი დოკუმენტი იყო, არ იყო ხელმოწერილი მის მიერ და ფაქტობრივად არ იყო დაუფლებული საცხოვრებელს მისამართზე - ფ-----, ა---–----------ს ქ--------------------------------.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 სექტემბრის N0-------- დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ხელმოწერა თ----- გ---–--------ას სახელით განლაგებული აქტზე, 08.10.2012 წლის თარიღით, მარჯვენა ქვედა მხარეს, გრაფაში ,,იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი”, სავარაუდოა, რომ შესრულებულია არა თ----- გ---–--------ას, არამედ სხვა პირის მიერ. ასევე დადგენილია, რომ ქ. ფ-----, ა---–----------, გ----------------ში თ----- გ---–--------ას აბონენტად რეგისტრაცია განხორციელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე და აბონენტ თ----- გ---–--------ას 2011 წლიდან დღემდე ბრუნვის ისტორიის მიხედვით დარიცხვა არ აქვს.

 

სასამართლომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის საფუძველზე, განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასაკმარისად შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის თაობაზე. იგი არ შეიცავს საკითხის ამგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშეს---მისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შეს---მისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს შეს---მის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

 

აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეფასებულა ის გარემოებები, რომლებსაც აღნიშნავდა მოსარჩელე მოცემულ საქმეზე და მოტივი თუ რატომ არ გაიზიარა ისინი ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ ყოფილა. მას შეეძლო თავად გამოეთხოვა მთელი რიგი მტკიცებულებები (თ----- გ---–--------ას მიერ უძრავი ნივთის დაუფლების დამადასტურებელი დოკუმენტები), რომელთა გამოკვლევა და შეფასება გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს რამდენად გამოხატა ნება თ----- გ---–--------ამ ფ----ში საცხოვრებლის მიღებაზე და ფაქტობრივად მიიღო თუ არა ზემოხსენებული უძრავი ნივთი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, სავარაუდოა ხელმოწერის მის მიერ შეუსრულებლობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შეს---მისად ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის №1-- ბრძანება თ----- გ---–--------ას ნაწილში და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის №1-- ბრძანება თ----- გ---–--------ას ნაწილში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

3.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოსაზრება.

 

აპელანტის მოსაზრებით, საკითხის გადაწყვეტისას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ასხნა-განმარტების ეტაპზე მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის N1-- ბრძანების კანონიერებაზე, რომლითაც მოხდა მოსარჩელის განსახლების ადგილას გადამისამართება, ხოლო სასამართლომ ძირითადი აქცენტი გააკეთა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად არ სარგებლობს მისთვის გრძელვადიანი განსახლების მიზნით გადაცემულ უძრავი ქონებით. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ უგულვებელყო ის არსებითი ფაქტი მოცემულ დავაში, რომ მოსარჩელემ სადაო ბრძანების გამოცემის პერიოდში სურვილი გამოთქვა და თანახმა იყო სამინისტროს მიერ განსახლებულიყო ქ. ფ----ში ახლად-აშენებულ კორპუსში, რის საფუძვლეზეც მითითებული ბრძანებისა და ბრძანებაზე თანდართული მოხსენებითი ბარათისა და დევნილი ოჯახების სიაში (ვინც თანხმობა განაცხადა) შეყვანილი დევნილი ოჯახების დამისამართება კანონის მოთხოვნათა შეს---მისად მოხდა განსახლების ახალ ადგილას.

 

აპელანტი მიუთითებს "იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის "ვ" ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილის განმარტებაში, დევნილის მიერ საკუთარი ნების გამოვლენის მომენტი დროებითი საცხოვრებელი ადგილის არჩევის პროცესში იკვეთება ორგვარად, ერთ შემთხვევაში დევნილი თავად ირჩევს საცხოვრებელ ადგილს და მასზე ითხოვს დამისამართებას, ხოლო მეორე შემთხვევაში დევნილი გამოხატავს თანხმობას სახემწიფოს მიერ შემოთავაზებულ საცხოვრებელზე იმისათვის, რომ იქ გრძელვადიანად განსახლდეს, რაც სახელმწიფოს აძლევს კანონიერ შესაძლებლობას დევნილი გადაამისამართოს განსახლების ობიექტში. მოცემულ შემთხვევაში სწორედ მეორე შემთხვევას აქვს ადგილი თ. გ---–--------ას ოჯახთან მიმართებაში.

 

აპელანტს სასამართლოს ყურადღება სურს გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ სადაო ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 13 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, ქალაქ ფ----ში განსახლებულ იქნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ კომპაქტურად განსახლებისა და კერძო სექტორში დროებით მაცხოვრებელი დევნილი ოჯახები. აღნიშნულ მოხსენებით ბარათს თან ერთვის იმ დევნილი პირების სია, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ქ. ფ----ში განსახლებაზე. შეს---მისად მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მათი დამისამართება განსახლების ადგილზე, კერძო სექტორში მისამართზე - ქ. ფ-----, „ა---–----------“. აღნიშნულ სიაში შეყვანილია თ----- გ---–--------ას ოჯახი.სხვა შემთხვევაში იგი ვერ იქნებოდა იმ პირთა სიაში შეყვანილი, რომელიც დანართის სახით ერთვის ზემომითითებულ ბრძანებას და მოხსენებით ბარათს.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელესა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მუნიციპალურმა ფონდმა ჩააბარა, ხოლო თ. გ---–--------ას ოჯახმა მიიღო ქ. ფ----ში, ა---–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ფართი შეს---მისად აპელანტის მოსაზრებით, ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის განმარტება, რომ მას არ მიუღია ქ. ფ----ში საცხოვრებელი ფართი.უფრო მეტიც, მას გადაეცა საცხოვრებელი ფართის გასაღები, ჩაიბარა ბინა მატერიალური ფასეულობებითა და შესრულებული სამოუშაოებით. დღემდე აღნიშნული გასაღები არ დაუბრუნებია სამინისტროსათვის. აღნიშნული დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ 2012 წელს მოსარჩელემ შეს---მის უწყებას მიმართა პრეტენზიით მისთვის გადაცემულ საცხოვრებელ ფართში მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრებთან დაკავშირებით არსებული ხარვეზის შესახებ. თავის მხრივ შპს "ს---მ" - შემსრულებლმა ორგანიზაციამ გააფორმა აქტი მასზედ, რომ აღნიშნული პრობლემა იქნებოდა აღმოფხვრილი მისამართზე ქ. ფ-----, ა---–-----------------------------------ში. იქედან გამოდინარე, რომ მითითებულ მისამართზე მდებარე ბინის გასაღები ჩაბარებული ჰქონდა მოსარჩელეს, მხოლოდ მას შეიძლება სცოდნოდა ბინაში შიდა სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით არსებული ხარვეზის შესახებ. ამასთან საქმეში არ მოიპოვება რაიმე სხვა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დროს მოსარჩელე წინააღმდეგი იყო ხსენებული საცხოვრებელი ბინის მიღებაზე, ან მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მიღება-ჩაბარების აქტი ბათილია ან მასზე გაკეთებული ხელმოწერა არ ეკუთვნის თ. გ---–--------ას, ხოლო რაც შეეხება, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 სექტემბრის დასკვნას, ექსპერტიზის მიერ შესწავლილ იქნა 2012 წლის 8 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი და მასზე განლაგებული მოსარჩელის ხელმოწერა და ექსპერტიზის დასკვით აქტზე მარჯვენა ქვედა მხარეს არსებული ხელმოწერა სავარაუდოა, რომ შესრულებული არაა თ----- გ---–--------ას მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს,რომ მითითებული დასკვნა ბუნდოვანია, არ არის კატეგორიული და არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ხელმოწერა შესრულებული არაა მოსარჩელის მიერ და რომ მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე გამოტანილ დასკვნაზე დაყრდნობით სასამართლოს მიერ არ უნდა მომხდარიყო აღნიშნული დოკუმენტის გაზიარება.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ არც სასამართლოს და არც მოსარჩელე მხარეს არ აუხსნია და არ დაუსაბუთებია - ვის ინტერესში შედიოდა სადავო აქტის შედგენა და გაყალბება. რა ინტერესი ჰქონდა მშენებელ კომპანიას, რომ მის მიერ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით (იგულისხმება სამშენებლო სამუშაოები) შეედგინა ყალბი აქტი სამუშაოს უხარისხობის თაობაზე და საკუთარი ინტერესების და იმიჯის საზიანოდ ემტკიცებინა, რომ სახელმწიფო შეკვეთა უხარისხოდ შეასრულა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვის დაკმაყოფილებაზე და ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

 

3.2. თ----- გ---–--------ას სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გასაჩივრებულ ნაწილში და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება არაა სამართლებრივად საკმარისად დასაბუთებული.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ 2011 წლის 14 აგვისტოს გამოცემული მიღება-ჩაბარების აქტის გამოცემის უფლებამოსილება არ გააჩნდა მუციპალური განვითარების ფონდს და რომ იგი არაუფლებამოსილი პირის - ლ-----------–--ის მიერაა ხელმოწერილი.მისი უფლებამოსილ პირად ყოფნის შემთხვევაშიც კი ხელმოწერა ადასტურებს მხოლოდ შესრულებული სამუშაოებისა და ფონდის მიერ შეძენილი მატერიალური ფასეულობების გადაცემას და არა ბინის გადაცემას. რაც შეეხება, ფ-----ს მუნიციპალიტეტის სახელით ხელმომწერ პირს, შ--------ს, აპელანტი უთითებს,რომ იგი მუშაობდა ფ-----ს მერიაში და არა ფ-----ს საკრებულოში, შეს---მისად, არ გააჩნდა სადავო აქტზე ხელმოწერის უფლება.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სადავო აქტზე არაა დატანილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტები, აქტის შინაარსი არის გაურკვეველი და ბუნდოვანი, რაც მისი ბათილობის საფუძველს იძლევა.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს,რომ მისი შუამდგომლობის საფუძველზე ჩატარდა ექპერტიზა, რომლის დასკვნაშიც აღნიშნულია, რომ ხელწერილი არ ეკუთვნის თ----- გ---–--------ას.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ მან არაერთხელ იშუამდგომლა ჩაბარების აქტის დედნის გამოთხოვის შესახებ. საბოლოოდ კი მიღება-ჩაბარების აქტის დედნის მოძიება ვერ მოხერხდა. აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 135-ე მუხლზე და თვლის,რომ მოცემულ შემთხვევაში,როდესაც სასამართლოს დოკუმენტის ვალიდურობაზე უნდა ემსჯელა, ასლს არ უნდა მინიჭებოდა მტკიცებითი ძალა.

 

დევნილთა სამინისტროს მტკიცებულება არ გააჩნია უძრავი ქონების დევნილი პირის თ.გ---–--------ას ოჯახზე გადაცემის დასტურად, და არც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შესრულებული სამუშაოები ამტკიცებს ამას.

 

აპელანტის მოსაზრებით, მითითებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს,რომ მოსარჩელის ფაქტობრივ განსახლებას არ ჰქონია ადგილი ქალაქ ფ----ში შეს---მისად, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სადავო აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განჩინების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი მოტივებით:

 

2016 წლის 22 იანვარს თ----- გ---–--------ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2011 წლის 13 ოქტომბრის №1-- ბრძანება და დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზაში თ----- გ---–--------ას დროებითი მისამართის შეცვლა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 იანვრის განჩინებით თ----- გ---–--------ას სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი.

 

2016 წლის 23 მარტს თ----- გ---–--------ამ დაზუსტებული სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სადაც მოპასუხეებად მიუთითა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხოლო სასარჩელო მოთხოვნები ჩამოაყალიბა შემდეგი სახით: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №1-- (თ----- გ---–--------ას დროებითი მისამართის შეცვლის ნაწილში) და 2----–-–---------------- მიღება-ჩაბარების აქტი; დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება დევნილთა მონაცემთა ბაზაში თ----- გ---–--------ას დროებითი მისამართის შეცვლა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მარტის განჩინებით თ----- გ---–--------ას დაზუსტებული სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით თ----- გ---–--------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამავე გადაწყვეტილებით გადაწყდა სახელმწიფო ბაჟის საკითხიც, კერძოდ, გადაწყვეტილებაში განმარტებულ იქნა, რომ მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

2018 წლის 20 აპრილს მოსარჩელის წარმომადგენელმა რ----- ფ-----მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოსარჩელის მიერ სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზისთვის წინასწარ გადახდილი ხარჯის - 200 ლარის ოდენობით მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელე თავისი არსით ითხოვს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას.

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და მიიჩნია, რომ განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება,რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. მითითებული მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. თავის მხრივ, ამავე საკანონმდებლო აქტის 44-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შეს---მისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა თუ ასეთი მოქმედების შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.

 

განსახილველ შემთხვევაში, ექსპერტიზის ჩატარება განხორციელდა მოსარჩელე მხარის ინიციატივით, ამასთან მან სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტიზის ხარჯის გაღების მზადყოფნა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის განხილვის პერიოდში აღნიშნული ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრება მოსარჩელეს არ მოუთხოვია.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შინაარსზე, რომლის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა, ასევე, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. გამომდინარე აქედან, კანონმდებელი მხარეებს უტოვებს შესაძლებლობას სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომის შემთხვევაში მოახდინონ საკუთარი უფლების რეალიზაცია და მიმართონ სასამართლოს იმ საკითხზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით, რომელიც რეალურად დასმული იყო საქმის განხილვის პერიოდში მაგრამ არ აისახა სასამართლოს მიერ მიღებულ დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში. დამატებითი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით წარმოადგენს ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, რომლის გამოყენების ფარგლები ზუსტად არის განსაზღვრული კანონმდებლობით, კერძოდ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში არცერთ ზემოაღნიშნულ გარემოებას ადგილი არ აქვს, იმდენად რამდენადაც სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათლად, მკაფიოდ და სავსებით გასაგებად არის გადაწყვეტილი სახელმწიფო ბაჟის საკითხი, ხოლო საქმის განხილვის პერიოდში მოსარჩელეს არ მოუთხოვია სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება, რაც უსაფუძვლოს ხდის აღნიშნულზე მსჯელობას განსახილველ დავაზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის ფარგლებში.

 

სასამართლომ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოცხადებულ იქნა 2018 წლის 28 თებერვალს, ხოლო დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით განცხადება მოსარჩელის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 20 აპრილს.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

 

3.2. თ----- გ---–--------ას კერძო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს სასამართლო განჩინების საფუძველზე მის მიერ ჩატარებული კალიგრაფიული ექპერტიზის ღირებულების ანაზღაურება დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

საჩივრის ავტორი უთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეოთხე თავის 9-11 მუხლებზე, განსაკუთრებულ ყურადღებას კი, მე-10 მუხლის მეორე პუნქტზე აკეთებს.

 

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მას არც საპროცესო დოკუმენტებში და არც სასამართლო სხდომის ოქმში არ განუცხადებია უარი მის მიერ გადახდილი ექსპერტიზის ხარჯის უკან დაბრუნებაზე, მოპასუხისათვის დაკისრების გზით. მან პროცესის სწრაფად წარმართვის მიზნით გაიღო ეს ხარჯი რაც არ გულისხმობდა სამომავლო უარს გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, ამ ხარჯის უკან დაბრუნებაზე.

 

რაც შეეხება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ვადაზე აპელირებას, კერძო საჩივრის ავტორი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრებოდა არც მოსარჩელე მხარე და არც მისი წარმომადგენელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ექსპერტიზის ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რაც შეეხება თ----- გ---–--------ას სააპელაციო საჩივარს, აღნიშნული ექვემდებარება დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე - თ----- გ---–--------ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. 2007 წლის 24 სექტემბერს გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის მიხედვით, თ----- გ---–--------ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილია - გალი, მ-------ი, ხოლო დროებითი საცხოვრებელი მისამართი - წ--–-------, ს------.

 

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 06.08. 2011 წელს შევსებული ოჯახის დეკლარაციების მიხედვით დგინდება, რომ ოჯახის მისამართია - თბილისი, დ-------------------, წ------ და შედგება ხუთი წევრისგან - ლ--–ი გ---–--------ა, თ----- გ---–--------ა, თ------------ა, ა--------- გ---–--------ა და ს--- გ---–--------ა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2011 წლის 13 ოქტომბრის №1-- ბრძანებით, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთვარობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის” შეს---მისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში, ქ. ფ----ში, ახალ რაიონში განსახლებული იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების დამისამართება განხორციელდა ,,კერძო სექტორში.” ამონაწერით ამავე ბრძანების დანართიდან დასტურდება, რომ თ----- გ---–--------ა წარმოადგენდა ერთ-ერთ დევნილს, რომლის დამისამართებაც განხორციელდა ქ. ფ----ში. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 13 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმადაც, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დევნილი ოჯახების ხანგრძლივვადიანი განსახლების მიზნით, ქ. ფ----ში განსახლებულნი იქნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კომპაქტურად განსახლების ობიექტებსა და კერძო სექტორში დროებით მაცხოვრებელი დევნილები, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მათი დამისამართება მოხდეს განსახლების ადგილზე, კერძო სექტორში, მისამართზე ქ. ფ-----, ა---–----------.

 

საქმეში წარმოდგენილია 2----–-–---------------- მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, ერთის მხრივ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ლ-----------–---მ ჩააბარა, ხოლო მეორეს მხრივ - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი ოჯახის წარმომადგენელმა თ----- გ---–--------ამ ჩაიბარა ქ. ფ----ში, ა---–----------ს ქუჩა №2-----------------------------, მატერიალური ფასეულობები და შესრულებული სამუშაოები. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი შეფასებულია, როგორც თ----- გ---–--------ას ქ. ფ----ში დამისამართების საფუძველი.

 

მოსარჩელე ზემოაღნიშნულ აქტებს სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ მისი დამისამართება ქ. ფ----ში მოხდა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ნების არარსებობის პირობებში.

 

სააპელაციო სასამართლო საქმის გარემოებების დამატებითი შესწავლის საფუძველზე ადასტურებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და თვლის, რომ სასარჩელო განცხადება ექვემდებარება დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს მთვარობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის” მიხედვით, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლის მისაღწევადაც სტრატეგია ითვალისწინებდა (ანალოგიურადაა განსაზღვრული დღეს მოქმედ რედაქციაში) დევნილთა განსახლებასა და ინტეგრაციის ხელშემწყობ სხვადასხვა ღონისძიებებს. გეგმის 1.5 პუნქტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სტრატეგიაში ასახული სახელმწიფო სტრატეგიის გატარების ყველა მთავარი პრინციპი (თავი VI) სრულად იქნება დაცული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებათა მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებთან დიალოგსა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, ბავშვთა უფლებების დაცვასა და ადამიანის სხვა აღიარებულ უფლებათა დაცვას. ყოველივე ეს უზრუნველყოფილი იქნება იურიდიული კონსულტაციისა და საინფორმაციო კამპანიის გზით. სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის პროცესში, მათი მხრიდან კარგად ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.

 

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პრიმა მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (დევნილის რეგისტრაციის ადგილი) არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი ან ადგილი, სადაც იგი დროებით იქნა განსახლებული. ხოლო ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის კერძო განსახლების ობიექტი არის 2007 წლის შემდეგ დევნილთა განსახლების მიზნით სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან/და აშენებული ახალი ობიექტი.

 

სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების განმარტების საფუძველზე თვლის, განურჩევლად იმისა, დევნილი თავად ირჩევს საცხოვრებელ ადგილს და მასზე ითხოვს დამისამართებას თუ დამისამართდება ხდება სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ საცხოვრებელში - გრძელვადიანად განსახლების მიზნით, განმსაზღვრელი არის დევნილის ნება, რომლის არსებობაც სახელმწიფოს (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს) აძლევს კანონისმიერ საფუძველს დევნილი გადაამისამართოს განსახლების ობიექტში.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელის ნების არსებობის თაობაზე და თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი და დაცული დოკუმენტები არ იძლევა იმ გარემოების მტკიცების საფუძველს, რომ არსებობდა მოსარჩელის გამოხატული ნება მისი ქ. ფ----ში გადამისამართების თაობაზე.

 

საქმეში წარმოდგენილია 2----–-–---------------- მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ერთის მხრივ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ლ-----------–---მ ჩააბარა, ხოლო მეორეს მხრივ - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი ოჯახის წარმომადგენელმა თ----- გ---–--------ამ ჩაიბარა ქ. ფ----ში, ა---–----------ს ქუჩა №2-----------------------------, მატერიალური ფასეულობები და შესრულებული სამუშაოები. აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტზე წარმოდგენილია დაინტერესებული უწყებების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლის ლ---------------ს და ქ. ფ-----ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის შ-------------ს ხელმოწერა.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული დოკუმენტის დედანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოში არ იძებნება.

 

საქმეში (ტ.1. ს.ფ.22.) წარმოდგენილია ქ. ფ-----ს მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 05 ნოემბრის N1-------- წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შ-------------ს (თვითმმართველი ქალაქ ფ-----ს მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მშენებლობის განყოფილების უფროსს) ქ. ფ-----ს მერიიდან არ ჰქონდა უფლებამოსილება განეხორციელებინა ხელმოწერა დევნილებისათვის გადასაცემი ბინების მიღება-ჩაბარების აქტზე.

 

საქმეში (ტ.1. ს.ფ.23) დაცულია ქ. ფ-----ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.10.2014წ. N--------- წერილი, რომელშიც საკრებულო მიუთითებს, რომ შ------------- არ მუშაობს და არც არასდროს უმუშავია ქ. ფ-----ს მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

 

იმავე ტომში (ს.ფ 77) წარმოდგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 23.01.2015 წ. N------------- წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აჭარის და სამეგრელო ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში არ მოიძებნა დოკუმენტი, რომელიც ანიჭებდა ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელს ლ---------------ს 2011 წელს ქ. ფ----ში დევნილთათვის ბინების მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებას.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ 2----–-–---------------- მიღება-ჩაბარების აქტი არ არის შედგენილი შეს---მისი უფლებამოსილი პირების მიერ კანონით დადგენილი წესით, რაც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტის თ----- გ---–--------ას ქ. ფ----ში განსახლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნევის შესაძლებლობას.

 

საქმეში წარმოდგენილია შპს ,------------------”-ის სამეგრელო-გურიის რეგიონალური ოფისის დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის წერილი, რომლითაც დგინდება, რომ მისამართზე - ქ. ფ-----, ა---–----------, გ----------------ში თ----- გ---–--------ას აბონენტად რეგისტრაცია განხორციელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე. ამასთან, 2011 წლიდან დღემდე ბრუნვის ისტორიის მიხედვით, აბონენტ თ----- გ---–--------ას დარიცხვა არა აქვს.

 

აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს, რომ თ----- გ---–--------ა სადავო ბინას ფაქტობრივად არ დაუფლებია.

 

ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელის მხრიდან ნების გამოხატვის დასტურად მიიჩნევს, წარმოადგენს ერთის მხრივ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელს, მეორეს მხრივ - იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილი ოჯახის წარმომადგენელ თ----- გ---–--------ას და მესამე მხრივ - სამუშაოების შემსრულებელ ფირმა ,,ს---ს“ წარმომადგენელს შორის 2012 წლის 8 ოქტომბერს შედგენილი აქტი მასზედ, რომ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებთან დაკავშირებული პრობლემები მისამართზე - ფ-----, ა---–----------, ქ-------, კ-------------, ბ------ აღმოფხვრილია, რაც მხარეებმა დაადასტურეს ხელმოწერით.

 

აღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 სექტემბრის N0-------- დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ხელმოწერა თ----- გ---–--------ას სახელით განლაგებული აქტზე, 08.10.2012 წლის თარიღით, მარჯვენა ქვედა მხარეს, გრაფაში ,,იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი”, სავარაუდოა, რომ შესრულებულია არა თ----- გ---–--------ას, არამედ სხვა პირის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა, გამოსაკვლევი ხელმოწერის მარტივი აგებულებისა და საიდენტიფიკაციო ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო.

 

ზემოაღნიშნულ დასკვნაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლო 2012 წლის 8 ოქტომბერის აქტს ვერ მიანიჭებს მტკიცებულებით მნიშვნელობას, თვლის, რომ წარმოდგენილი აქტი არ აკმაყოფილებს სანდოობის სტანდარტს და გამორიცხავს მასზე დაყრდნობით შეს---მისი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი შეიცავს იმაზე მითითებას, რომ თ----- გ---–--------ამ ჩაიბარა ქ. ფ----ში, ა---–----------ს ქუჩა №2-----------------------------, თუმცა მისი დამისამართება ფაქტობრივად მომხდარია ქ. ფ----ში, ა---–----------ს ქუჩა №------------------------------ -ში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ თ----- გ---–--------ას დამისამართება მოხდა მისი ნების არარსებობის პირობებში, რითიც დარღვეულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი და რაც ზაკ-ის 601 მუხლის შეს---მისად ქმნის სადავო აქტების ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის აქტის გამოცემის დავალების მატერიალურ - სამართლებრივ საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე დასაბუთებულად მიიჩნევს თ----- გ---–--------ას კერძო საჩივარს და თვლის, რომ არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის საფუძველი.

 

დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სსსკ-ის 261-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება,რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

 

როგორც განცხადების შინაარსიდან დასტურდება, განმცხადებელი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ გადაუწყვეტია მის მიერ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადახდილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების საკითხი.

 

სსსკ-ის 44-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები მიეკუთვნება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

 

ხოლო, რაც შეეხება ამავე კოდექსის 37-ე მუხლს, აღნიშნული ადგენს: 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. 2. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

 

სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შეს---მისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ გაღებულია სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები, რაც ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე ქმნიდა აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრებისა და სასამართლოს მხრიდან სსსკ-ის 261-ე მუხლის გამოყენების გზით დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. შეს---მისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო, რამდენადაც საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულია ახალი გადაწყვეტილება, სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის გადანაწილების საკითხი აისახება მიღებულ გადაწყვეტილებაში, რაც გამორიცხავს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საჭიროებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თ----- გ---–--------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

4. თ----- გ---–--------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის №1-- ბრძანება თ----- გ---–--------ას ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი 2----–-–---------------- მიღება-ჩაბარების აქტი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მონაცემთა ბაზაში თ----- გ---–--------ას დროებითი მისამართის შეცვლის შესახებ;

5. თ----- გ---–--------ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განჩინება და თ----- გ---–--------ას შუამდგომლობა ექსპერტიზისთვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება თ----- გ---–--------ას კერძო საჩივრის ნაწილში საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თ----- გ---–--------ას სასარგებლოდ გადახდეს ამ უკანასკნელის მიერ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გაღებული ხარჯი - 200 ლარი;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე