განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100119002825565
საქმე №1/ბ-220-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ ა------ის ძე ხ------–--ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ჭიათურის რაიონის სოფელი რ---ი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ------ ხ------–--ემ ჩაიდინა:
1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
1.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. ჭიათურის რაიონის სოფელ რ---ში მცხოვრები ზ------ ხ------–--ე 2011 წლის აპრილიდან 2018 წლის 19 დეკემბრის პერიოდის ჩათვლით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - თ----- პ----ეს საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკებისას სისტემატიურად ცემდა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
1.2. ჭიათურის რაიონის სოფელ რ---ში მცხოვრები ზ------ ხ------–--ე 2011 წლის აპრილიდან 2018 წლის 19 დეკემბრის პერიოდის ჩათვლით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - თ----- პ----ეს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, რამაც თ----- პ----ის ტანჯვა გამოიწვია.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით ზ------ ხ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 06 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 06 თვე, ჩაეთვალა პირობითად; მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 02 წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები. საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, ზ------ ხ------–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 06 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 06 თვე, ჩაეთვალა პირობითად; მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 02 წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 19 დეკემბრიდან.
2. სააპელაციო საჩივრების არსი:
2.1. აპელანტი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ილია გელბახიანი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენში და მსჯავრდებულს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს მკაცრი სასჯელი, რაც პირობითად არ იქნება გამოყენებული. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ზ------ ხ------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია, არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებებს და პიროვნებას, შესაბამისად, დანიშნული სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და მიღწეულ იქნას სასჯელის მიზნები.
2.2. აპელანტი - მსჯავრდებულ ზ------ ხ------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატი თ-- მ------–-–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ცვლილება შევიდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენში და ზ------ ხ------–--ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად გამოყენებულ იქნას პირობითი მსჯავრი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ------ ხ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ------ ხ------–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111126-ე მუხლის 12 ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ, სასამართლოში გამოკვლეულ, ასევე მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ თ----- პ----ის ჩვენებით; მოწმეების - თ--- ხ------–--ის, ნ--- ც---–---ის, ნ----- ხ------–--ის, მ-----–- ხ------–--ის, მ------ ც------ის, ა-–---------- მ--------ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ზ------ ხ------–--ის ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ხოლო დაცვის მხარე (მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი) წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ზ. ხ------–--ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი შეეცვალოს პირობითი მსჯავრით. მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები, ითხოვა პატიება, ხასიათდება დადებითად, გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი დაცვის მხარეს ზედმეტად მკაცრად მიაჩნია.
ზ------ ხ------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ზ------ ხ------–--ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ამასთან სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ზ------ ხ------–--ე მეუღლის მიმართ სისტემატურ ცემას და შეურაცხყოფას ახორციელებდა ხანგრძლივი დროის მანძილზე, ხშირად ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულათა ერთობლიობით განუსაზღვრა სასჯელი, მუხლის სანქციის ფარგლებში.
სააპელაციო პალატას ზ------ ხ------–--ის მიმართ დანიშნული როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელი სამართლიანიად მიაჩნია, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის ნაწილში როგორც საუარესო, ასევე სასიკეთო ცვლილების შეტანა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია გელბახიანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ზ------ ხ------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ-- მ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ზ------ ხ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად;
მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლება;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ------ ხ------–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ზ------ ხ------–--ეს საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლება;
ზ------ ხ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 დეკემბრიდან.
საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდგომ მსჯავრდებულ ზ------ ხ------–--ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე